შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 33


30-01-2016, 11:18
ავტორი mako-makako
ნანახია 2 318

ანუკი თავის ტკივილმა გააღვიძა.მთელი სხეული სტკიოდა და ვერ ინძრეოდა. გონებაში ნელ ნელა ამოუტივტივდა წუხანდელი ღამის ამბები და თავი უარესად ასკივდა.გაახსენდა იმ ბიჭის განრისხებული და ვნებისგან ჩაწითლებული თვალები და ტანში უსიამოვნოდ გასცრა.მთელს სხეულზე გრძნობდა ისევ მის ცივ ხელებს და ცუდად ხდებოდა,ის საშინელი განცდა ისევ თავიდან დაეუფლა და უფრო შეეშინდა.როგორ შეეძლო ადამიანს ასეთი დაუნდობელი ყოფილიყო რომ ქალზე ძალა ეხმარა.ხელებზე ნელა დაიხედა და დაინახა სისხლჩაქცევები რომელიც წინა ღამეს ნათლად ასახავდა.კარები ნელა გააღო ვიღაცამ და იქით გაიხედა.ბექამ ფრთხილად შემოიხედა იმის შიშით რომ ანუკი არ გაეღვიძებინა.მაგრამ გოგოს უკვე ეღვიძა და უსიამოვნო ფიქრებიც დასტრიალებდნენ თავს.გასვიანი საწოლს მიუახლოვდა და გვერდით ჩამოუჯდა,ხელი ნაზად ჩამოუსვა სახეზე.ანუკი მაშინვე გველნაკბენივით შეხტა და გვერდით გაიწია.ბექას შეხებაზეც კი კრთოდა და სულ ის მომენტი ახსენდებოდა როგორ ცდილობდა ის ბიჭი მის დამორჩილებას. ცრემლებმა თავისიტ გაიკვალეს გზა და ლოყებზე დაედინა,ნიკაპს ნელა დაუყვა და კისრის გავლით მკერდამდე ჩაუყვა.გასვიანი ჩასისხლიანებული თვალებით უყურებდა გოგოს ამ მდგომარეობას და თავისი უსუსურობის გამო გულში ლანძღავდა კიდეც საკუთარ თავს.
-მაპატიე ანი გთხოვ.-ხელი მაშინვე გააცალა გასვიანმა და ისეთი სევდიანი ხმით უთხრა გოგოს გული დაეწვა, მიხვდა რომ ბიჭის ბრალი არაფერი იყო და ყველაფერი უნდა გაეკეთებინა რომ ბექა არ დაეკარგა.გრძნობდა რომ ასე ადვილი გადასატანი არ იქნებოდა მისთვის ეს ყველაფერი და თავი უნდა მოეთოკა.
-არა შენ მაპატიე გთხოვ ბექა,რ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა შენი შეხებაც, უბრალოდ სულ ის წუთები მახსენდება და თავი უკანასკნელი ქალი მგონია.-ხელი ხელზე ოდნავ მოუჭირა ბექაურმა გასვიანს და ცრემლიანი თვალები მიაპყრო მის ისედაც სევდიან სახეს.
-ეგ მეორედ აღარასოდეს გაიმეორო,გესმის აღარასოდეს.შენ ჩემი ყველაზე სუფთა და წმინდა ხარ.შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ.ჩემი ოცნბის ქალი,ჩემი ცოხვრების აზრი და სიყვარული.შენი გულისთვის მთებსაც კი შევძრავ თუ საჭირო გახდება. მიყვარხარ და ეს არასოდეს დაგავიწყდეს ჩემო ცოხვრების ნათელო წერტილო.- უთხრა ბექამ და საწოლიდან ადგომა დააპირა როდესაც ანიმ გააჩერა ხელი მაგრად მოუჭირა თითებზე და დაბალი ხმით უთხრა.
-ჩამეხუტე გთხოვ და არასოდეს მიმატოვო.-ამის თქმა და გასვიანის ჩახუტებაც ერთი იყო.ისე იკრავდა გულში გოგოს ლამის ძვლებში დაემტვრია.უნდოდა მისი სურნელი ბოლომდე შეეგრძნო,მისი სხეულის სიახლოვით დამტკბარიყო და გული ეჯერებინა მოფერებით,ანუკი კი ბექას ღონიერ მკლავებში თავს დაცულად გრძნობდა და არაფრის აღარ ეშინოდა.იცოდა რომ ეს ბიჭი მისი სიმშვიდის მუდმივი დარაჯი იყო.მისი პირვეი და ერთადერთი სიყვარული.მისი პულსის ამჩქარებელი და ჭკუის დამკარგავი.აღმერთებდა გასვიანს და მხოლოდ მასთან ყოფნა,სიახლოვე ალერსი და სიყვარული სურდა.ეხლა მის მკლავებში მომწყვდეულს ყველა ტკივილი და საშინელი განცდა ავიწყდებოდა.მხოლოდ მის სურნელს გრძნობდა და მის თვალებში იკარგებოდა.გასვიანმა ორი თითით ააწევინა სახე მის ხელებში მოიქცია ანის ლოყები და ტუჩებზე მონატრებული დააცხრა.ჰკოცნიდა მთელი განცდით და ვნებით,მთელი გრძნობით და სიყვარულით,უკოციდა მთელს სახეს თვალებს,ყელს,მკერდს და სიამოვნების ტალღა უვლიდა ბექაურს მთელს სხეულში.ყველაფერი დაავიწყდა და თავდავიწყებას მიეცა.არ უნდოდა გასვიანი რომ გაჩერებულიყო,უნდოდა მთლიანად მისი გამხდარიყო,ეგრძნო ის სიამოვნება რომელსაც მისი კოცნის და ალერსის დროს განიცდიდა.უნდოდა შეესისხლხორცებინა გასვიანი სამუდამოდ. უნდოდა მისი გამხდარიყო,მისი ქალი რქმეოდა სამუდამოდ და ამიტომ ბექას შეჩერება არც კი უცდია.თვითონაც აჰყვა ალერსში,ნელა დაუყვა კოცნით მამაკაცის დაძარღვულ კისერს და იგრძნო როგორ მოდუნდა ბექაც მისი ალერსის დროს. როგორ გაუხშირდა სუნთქვა და როგორ დაეძაბა მის სხეულზე შემოხვეული ძზლიერი ხელები.ყურის ბიბილოზე ოდნავ უკბინა,მისმა ასეთმა საქციელმა ბიჭს ღიმილი მოჰგვარა და მიხვდა რომ ანუკი გაჩერებას არ აპირებდა.ერთი მომენტი ისიც კი იფიქრა რომ შეიძლება მერე ინანოსო მაგრამ გოგოს ალერსმა ჭკუა სულ დააკარგვინა.მისი ჩაცმული მაიკა ისე უხდებოდა გოგოს,ისეთი სექსუალური იყო რომ გონება ებინდებოდა.ერთი ხელი მის შიშველ ფეხზე აასრიალა და იგრძნო როგორ დაუარა სიამოვნების ჟრუანტელმა მთელს სხეულში,სისხლმა აჩქარებულად იწყო ძარღვებში მოძრაობა და ლაპარაკის უნარი დაკარგა.მაისურის ქვეშ ხელი შეაცურა ბექაურმა და გახურებული კანის შეგრძნებაზე მიხვდა რომ არც ბექა იყო მასზე ნაკლებ მდგომარეობაში.საწოლზე ნელა გადააწვინა გოგო და ზემოდან მოექცა,დაჰყურებდა მის სისხლისფერ ტუჩებს და მთელი მისი ცხოვრება თვალწინ უდგებოდა,ხვდებოდა რომ მხოლოდ ანუკის გაცნობისთვის ღირდა მისი ამდენი ტანჯვა და ცხოვრებ,მხოლოდ იმიტომ რომ ის მისი გამხდარიყო და ცოხვრება ბედნიერად გაეგრძელებინათ ერთად.უცებ კარზე კაკუნი მოისმა და ორივე დაფეთიანებული წამოხტა საწოლიდან.ბექამ მაისური გაისწორა და კარები გააღო.ანუკიმ კი მაშინვე პლედი გადაიფარა და თავი შიგ ჩამალა.
-ბექა ანუკი როგორაა?-ჩუმად იკითხა კართან მდგარმა ნიამ.
-სძინავს ისევ ნია ჯერ არ გაუღვიძია.-კარები მიხურა და გასვიანიც ნიასთან ერთად ჩავიდა დაბლა.ყველანი მოწყენილები იყვნენ.თეკოს ლექსოს მხარზე ჩამოედო თავი და თვალები დაეხუჭა.არ ეძინა მაგრამ თვალებს მაინც არ ახელდა.ნია ლევანთან გავიდა აივანზე რომელიც სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა და თითებს იმტვრევდა. გოგო უკნიდან აეკრო და მისი ლისფრიფანა ხელები წელზე შემოხვია.ზედგენიძეს ესიამოვნა ეს ჟესტი და თითებზე მოეფერე.სიგარეტი ეზოში გადააგდო და ნელა შემობრუნდა ნიასკენ.სახე ორივე ხელში მიქცია და თვალებში ჩახედა.
-შენ რომ არ მყავდე ალბათ მოვკვდებოდი.გეფიცები ამდენს მართლა ვერ გავუძლებდი.ჩემთვის ეხლა ყველაზე საშინელი პერიოდია.-უთხრა სევდით სავსემ და გოგონას ნაზად აკოცა შუბლზე.
-გთხოვ რა ლევან დამშვიდდი,ეხლა ყველაზე ძლიერები უნდა ვიყოთ რომ ანუკის არ გაუჭირდეს ამის გადატანა,ვიცი რომ ძალიან ძნელია,მეც საშინლად მტკივა გული მაგრამ უკვე ვეღარაფერს შევცვლით,მთავარია ბექა დროზე მივიდა და ეს საშინელება თავიდან ავიცილეთ.-უყურებდა ზედგენიძეს თვალებში და ხვდებოდა რამხელა სევდა და ტკივილი იყო მათში.
-არ შემიძლია,ნია არა,ჩემზე უკეთ მას ვერავინ იცნობს.ვიცი თავს ისე დაიჭრს ვითომც არაფერი მომხდარა.ეს ყველაზე უარესია,არ მოგვცემს არავის იმის უფლებას რომ დავეხმაროთ.გარეგნულად ძლიერი ქალის ნიღაბს აიკრავს არა და მე ხომ ვიცი როგორ სტკივა გული,როგორ განიცდის.ბექასაც კი ჩამოიშორებს არასრულფასოვნების განცდის გულისთვის და ყველაზე მეტად ამის მეშინია.გული მეფლითება რომ ეს განსაცდელი მას ვერ ავაშორეთ.-ამის თქმა იყო და ლევანს თვალებიდან ორი ობოლი ცრემლი გადმოუვარდა.მართალი იყო,მასზე უკეთ ანუკის არავინ იცოდა და ხვდებოდა ამ ყველაფერს რაც მოჰყვებოდა.
-ჩვენ ყველანი.მასთან ვართ და ყველა ერთად დავეხმარებით რომ ამ მდგომარეობიდან მალე გამოვიდეს.-არ ნებდებოდა ნია და მაინც იმედს იტოვებდა რომ ანიკისთვის მათ ყველაზე დიდი დახმარების გაწევა შეეძლოთ ამ მდგომარეობაში.ამ დროს მათთან ბექა შემოვიდა,აივანზე დაეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა.ცოტა ხანს ჩუმად იყო,მერე ლევანს გახედა და ისე დაიწყო.
-შემთხვევით მოვისმინე ლევან შენი სიტყვები და გეტყვი მხოლოდ ერთს რომ არ მივცემ ანის უფლებას ჩემთან გაუცხოვდეს და მისი ცხოვრებიდან გამაგდოს.ამას არასოდეს დავუშვებ.ყველაფერს გავაკეთებ იმის გამო რომ მან თავი უკეთ იგრძნოს და ეს დღე აღარასოდეს გაიხსენოს.
-ვიცი ძმაო და შენი იმედი ყველანაირად მაქვს,მაგრამ შენ კიდევ არ იცნობ მის სულს ბოლომდე,ასეთი ადამიანები ათაში ერთნი თუ იბადებიან,არასოდეს დაგანახებს იმ ტკივილს თუ გინდა ბოლოს უღებდეს მას ეს ყველაფერი.უბრალოდ იცხოვრებს ისე როგორც სხვები ცხოვრობენ და ამას ჩვენს დასანახავად გააკეთებს, მაგრამ მის გულში რა ხდება ვერასოდეს ვერავინ გაიგებს.-გული სტკიოდა ზედგენიძეს ამ სიტყვებზე მაგრამ იცოდა რომ ეს ყოველივე სიმართლე იყო და არც ერთი სიტყვით გადაჭარბებული.
-მაშინ მითხარი რა გავაკეთო,რით დავეხმარო რომ დავავიწყო ეს კოშმარი.აღარ შემიძლია რაც მის ცხოვრებაში გამოვჩნდი სულ იტანჯება და სულ რაღაც პრობლემა აქვს,ასე მგონია ყველაფერი ჩემს გამოა.-იმდენად ცუდად იყო გასვიანი რომ ვერც კი ხვდებოდა რას ლაპარაკობდა.ლევანმა მხარზე ხელი დაადო და ოთახში შეიყვანა,დივანზე დასვა და ისე განაგრძო დაწყებული საუბარი.
-შენ ეხლა ამ ყველაფერს გამწარებულ გულზე ამბობ,ვხვდები და ვიცი კიდეც რამდენად ძნელია ამ ყველაფრის ატანა შენთვის,იცოდე რომ შენს საყვარელ ადამიანს სტკივა იტანჯება მაგრამ დახმარება არ შეგიძლია.ვხვდები ეს რა განცდაცაა და ამიტომ გეტყვი არასოდეს დაიდანაშაულო საკუთარი თავი,რადგან ანიმ შენთან ისწავლა რა არის ბედნიერება და რა არის სიყვარული.არ გაბედო და არ წაარტვა ეს არასოდეს თორემ არასოდეს გაპატიებ ამას.ეხლა ყველა ერთმანეთს უნდა ამოვუდგეთ მხარში და ყველა ერთად კი ანის.მას ჩვენ ისე ვჭირდებით როგორც არსოდეს.-სათქმელი დაასრულა ზედგენიძემ და ბარისკენ გაემართა. ჭიქებში ვისკი ჩამოასხა და ბიჭებს გაუწოდა.ნიას გვერდით მოკალათდა სავარძელში და თავი თავზე ჩამოადო,მის სიახლოვეს ყოველთვის მშვიდდებოდა და საოცარი განცდ ეუფლებოდა.თეკო მათ ისევ თვალებ დახუჭულს უსმენდა და გულში ათას რამეზე ფიქრობდა.ლექსო ადგილიდან არც კი განძრეულა ეგონა რომ გიორგაძეს მშვიდად ეძინა და არ უნდოდა მისი გაღვიძება.გასვიანმა ვისკი ბოლომდე მოიყუდა და ჭიქა მაგიდაზე დადო.ბავშვებს გადახედა და ბექაურის ოთახისკენ გასწია.
...
მირანდა სახლში გაბრაზებული დაბრუნდა.ნერვები ეშლებოდა საკუთარ თავზე სანდროს ასე რომ ექცეოდა,მაგრამ ვერ ბედავდა და ალბათ ვერც ვერასოდეს გაბედავდა რომ სიყვარულში გამოსტყდომოდა.ეშინოდა ამ ძლიერ გოგოს ეშინოდა სიყვარულის.ყოველთვის ბევრად მეტი ტკივილის ატანა შეეძლო ფიზიკურად მაგრამ სულიერ ტკივილს ყველზე მძაფრად განიცდიდა.მაშინვე შეეძლო ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა.როდესაც მშობლები დაეღუპნენ სულ რაღაც ათი წლის იყო.ეხლაც კარგად ახსოვს ის საშინელი ღამე.კოკისპირულად წვიმდა როდესაც მის ოთახში ანერვიულებული მამა შემოვიდა და გოგონა გააღვიძა.ეფერებოდა და თავზე კოცნიდა.მერე უთხრა ,,მამი შენ არ შეგეშინდეს,აქ იყავი და რაც არ უნდა მოხდეს გარეთ არ გამოხვიდეო.''ამ სიტყვების მერე გულში მაგრად ჩაიკრა ერთხელ კიდევ აკოცა და კარადაში საკუჭნაოში დამალა.ბავშვი გაოცებული უყურებდა მამის მოქმედებას და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა.გრძნობდა რომ რაღაც ცუდი ხდებოდა მაგრამ მამისთვის არაფერი უკითხავს.პატარაობიდანვე განსვავებული და მგრძნობიარე ბავშვი იყო.ყველაფერს ისე აღიქვამდა როგორც სინამდვილეში და ამის გამო მასზე დედა ხშირად ნერვიულობდა.მამამ კარები ჩაკეტა და თვითონ გავიდა.ცოტა ხანში მოესმა ყვირილის ხმა,მამა ვიღაცას ეჩხუბებოდა მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდა,მერე დედის განწირული ხმა მოესმა,რომელიც მალევე მიწყდა.მოესმა ფეხის ხმა და ისე გაისუსა რომ იფიქრებდით არც კი სუნთქავსო. ცოტა ხანში ეს ფეხის ხმაც მიწყდა და გადაწყვიტა სამალავიდან გამოსულიყო, მაგრამ კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა.მაშინვე გაახსენდა რომ დედა მეორე გასაღბს შიგნით მალავდა,ეძება და იპოვა კიდეც.კარი ფრთხილად გააღო.ყველაფერი დაათვალიერა და ბოლოს მშობლების ოთახისკენ წავიდა.ხელ ფეხი უკანკალებდა ცუდის მოლოდინში,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა უნდა ენახა.კარი ნახევრად ღია იყო და იქიდან დედის სისხლიანი უსულო სხეული მოჩანდა.მაშინვე შიგნით შეირბინა ბავშვმა და გვერძე მამის სისხლიანი უსულო სხეულიც დაინახა.თვალები ჭერისთვის მიებყრო და აღარ სუნთქავდა.ასე გაქვავებული იდგა და დაჰყურებდა გარდაცვლილ მშობლებს.არ იცის როდის ჩაეძინა მათ გვერდით,მაგრამ ის კი კარგად ახსოვს რომ არ უტირია,იმ წამს როდესც მათი სისხლიანი სხეულები დაინახა მიხვდა რომ ისიც მათთან ერთად მოკვდა,რომ მას წაართვეს ბედნიერი ბავშვობა და მშობლების სიყვარული,მიხვდა რომ მას გული უკვე აღარ ჰქონდა და ვერაფერს გრძნობდა აუტანელი სიცარიელის გარდა.დილით სკოლაში რომ არ წავიდა მასწავლებელს შეეშინდა და სახლში დარეკა,მაგრამ არავინ უპასუხა.ამის მერე მოხდა მირანდას სახლში მისვლა და ამ ყველაფრის ნახვა.პირველმა მასწავლებელმა ნახა გარდაცვლილი მსობლების გვერდით მძინარე პატარა გოგონა. ყველამ იცით ამის მერე რა პროცედურებიც ჩატარდებოდა.მირანდას დედა პროკურორი იყო და რაღაც საქმის გამო ერთ ერთი ბიზნესმენის შვილის საქმეზე მუშაობდა.ის არასოდეს ღალატობდა პრინციპებს და კანონს ამის გამო მას ასეთი ბოლო გამოუტანეს.მირანდაზე ზრუნვა მისმა ბიძამ,მამის ძმამ აიღო საკუთარ თავზე და საერთოდ წაიყვანა ქალაქიდან.ქუთაისიდან გოგონა მალევე გადმოსახლდა თბილისში და ასე დაიწყო ახალი და უაზრო ცხოვრება.ყოველ ღამე ხედავდა სიზმარში როგორ უკლავდნენ მშობლებს და შურისძიების წყურვილი უფრო და უფრო იპყრობდა.მხოლოდ სწავლაზე იყო ორიენტირებული და ყველაფერ აკეთებდა რომ წარჩინებული მოსწავლე ყოფილიყო.არავისთან არასოდეს არ მეგობრობდა,ყველასგან თავს შორს იჭერდა.ეშინოდა ურთიერთობების.მალე დაამთავრა სკოლა და სამხედრო აკადემიას მიაშურა. ბიძამისი ხვდებოდა რაც ჰქონდა გულში გოგონას მაგრამ ვერაფერს იზამდა მის გადასარწმუნებლად.მირანდა აკადემიაც წარმატებით დაამთავრა და გახდა საიდუმლო აგენტი.ბევრი სქმე გაუხსნია მისი გონებამახვილობის გამო და არაერთი წარმატება მოუტანია თავისი განყოფილებისთვის.ამის გამო მას განსაკუთრებით აფასებდნენ.მაგრამ ჯერ კიდევ ვერ იძია შური მისი მსობლების მკვლელზე.ინფორმაციას აგროვებდა და მალე მიიყვანდა 15 წლის წინ დაწყებულ საქმეს.ამ ყველაფრის გახსენებაზე ძალიან მოიწყინა,სამზარეულოში გავიდა და ჩაის გაკეთებასშეუდგა,როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა.გაუკვირდა კიდეც ასე გვიან ვინ უნდა ყოფილიყო.იარაღი შარვლის მარჯვენა მხარეს მოიძია და ასე გაემართა კარის გასაღებად.საკეტი გადაატრიალა და მაშინვე გამოაღო,მის წინ კი ყურებამდე გაკრეჭილი ლადო რომ დაინახა შვებით ამოისუნთქა.
-რა იყო გოგო შენ საწოლშიც არ იშორებ მაგ იარაღს?-შემოპატიჟბას არც კი დალოდებია ისე შეაბიჯა სახლში და მისაღებ ოთახში დივანზე კი არ დაჯდა არამედ დაეხეთქა.
-რამ შეგაწუხა ლადო?-ისედაც გაბრაზებული იყო და ეხლა არავის ნახვის სურვილი არ ჰქონდა,მითუმეტეს ლადოსი რადგან იცოდა რომ იქამდე არ მოუსვენებდა სანამ მისი მოწყენის მიზეზს არ გაარკვევდა.ამაზე საუბარი კი ეხლა ყველაზე ნაკლებად სურდა.
-არაფერმა,უბრალოდ შენი ნახვა მომინდა და გამოგიარე,რა იყო მოწყენილი ხარ?აი რატომ არ გესიამოვნა ჩემი ნახვა.აბა ეხლა აქ დამისკუპდი და მოყევი ყველაფერი.-იცოდა მირანდამ რომ თავს ვერანაირად ააცილებდა და ამიტომ დანებება გადაწყვიტა.მის გვერდით მოთავსდა თავი მუხლებზე დაადო და დაიწყო ყველაფრის მოყოლა,პირველივე დღიდან მოყოლებული დღემდე რაც სანდროსთან გადახდა,ლადო გაჩუმებული უსმენდა და თმაზე ეფერებოდა.ბოლოს როდესაც მოყოლა დაასრულა ბიჭს ახედა და დაელოდა რას ეტყოდა.
-გიყვარს?-მხოლოდ ეს კითხვა დაუსვა.
-არ ვიცი,შეიძლება კი შეიძლება არა მაგრამ ძალიან რომ მომწონს ეგ კი ვიცი,მის გვერდით სულ სხვანაირი ვარ,მაგრამ ხშირად თავდაცვის ინსტიქტს მივმართავ ხოლმე და მერე ყველაფერი ფუჭდება.ის იმდენად კარგია რომ მეშინია მასთან ყოფნის,მეშინია გული არ მეტკინოს,მაგრამ ასეც აღარ შემიძლია,როდემდე დავიჭერ თავს თავს მისგან შორს არ ვიცი.-ემოციების მოთოკვა ძალიან უჭირდა როდესაც საუბარი სანდროზე იყო მაგრამ არ იტირებდა,არავის დაანახებდა ცრემლს.
-შენ ეს ბიჭი გიყვარს,დათოსთან ყოფნის დროს ასეთი რაღაც შენთვის არასოდეს შემინიშნავს,მხოლოდ ერთს გირჩევ არ დაკარგო,ერთხელ მაინც იბრძოლე შენი ბედნიერებისთვის და სხვა ყველაფერი გვერდით გადადე.შენც ხარ სიყვარულის ღირსი და ამ შანს ხელიდან ნუ გაუშვებ,თორემ მერე შენს თავს ამას ვერასოდეს აპატიებ.-კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა ლადოს როდესაც მისმა ტელეფონმა გაბმულად დაიწყო რეკვა.
-მოკლედ მოსვენებას არ მაძლევენ რა..-ჩაილაპარაკა გაბრზებულმა და ტელეფონს უპასუხა.
-გისმენ უჩა.
-ბატონო ლადო აუცილებლად უნდა მობრძანდეთ განყოფილებაში.
-რა ხდება ჯერ გამაგებინე,რამე სერიოზულია?
-ბატონო ლადო,გახსოვთ ანა ბექაურის საქმეზე რომ ავიყვანეთ რამდენიმე კაცი კიდევ ერთი აიყვანეს დღეს საღამოს კლუბში.ქალბატონ ანაზე ძალადობა უცდია.
-ეხლა სადა გყავთ ის არაკაცი?-აქამდე მშვიდად უსმენდა ლადო უჩას საუბარს მაგრამ როდესაც ძალადობა ახსენა აქ უკვე ყველაფერი დაავიწყდა.
-ეხლა განყოფილებაში მოჰყავთ.დაცვას დაუკავებია და პოლიცია გამოუძახიათ, სულ დაულეცია ყველაფერი,თან საკმაოდ ნაცემია.15წუთში აქ იქნებიან უკვე.- მოახსენა მთელი იფორმაცია უჩამ.
-კარგია,მეც მალე მოვალ.იქამდე არავინ გააკაროთ.პირადად უნდა დავკითხო.- ეს უთხრა და ტელეფონი გათიშა.სახეზე არაადამიანური გამოხედვა აღებეჭდა, მირანდა მაშინვე მხვდა რომ რაღაც ვერ იყო რიგზე.ნელა შეახო ხელზე ხელი ლადოს და ამით მისი ყურადღებამიიქცია.
-რა მოხდა ლადო?რა უნდოდა უჩას?-ჰკითხა გოგონამ როდესაც ლადომ ყურადღება მასზე გადაიტანა.
-ანა ბექაურის საქმეზე კიდევ ერთი მონაწილე დაუკავებიათ,თან ანას გაუპატიურება უცდია და ბარში აუყვანიათ.-სიტუაცია აუხსნა მჟავიას.
-რაა?ანა ხომ კარგადაა?სადაა?-გაფითრებული სახით ამბობდა გოგო და აქეთ იქით ნერვიულად დააბიჯებდა.
-დამშვიდდი და დაჯექი.არ ვიცი ანაზე არაფერი უთქვამთ,მაგრამ ერთი ვიცი რომ დროულად მიუსწრიათ და დაუკავებიათ.ეხლა მე უნდა წავიდე ის არაკაცი უნდა დავკითხო და ხვალ შეგეხმიანები.-ლოყაზე აკოცა აფორიაქებულ გოგოს და სახლი მაშინვე დატოვა.მირანდა კი დარჩა სრულ გაურკვევლობაში.ცოტა ხანში გონს რომ მოვიდა თეკოს ნომერი აკრიფა და დაელოდა როდის უპასუხებდნენ.პასუხმაც არ დააყოვნა და გოგოს სევდიანი ხმა მოესმა ტელეფონის მეორე მხარეს.
-გისმენ მირანდა.-ხმაზე ეტყობოდა როგორი სევდიანიც იყო.
-თეკო ანა კარგადაა?-მაშინვე საქმეზე გადავიდა მჟავია.
-შენ რა იცი?საიდან გაიგე?-გაოცება ვერ დამალა გიორგაძემ.
-ჩემ მეგობარ გამომძიებელს დაურეკეს რომ ის ბიჭი აიყვანეს და მაქედან გავიგე. სად ხართ?ხომ კარგადაა ანაა?-ნერვიულობას ვერ ფარავდა გოგო.
-კი კარგადაა.ლექსოსთან ვართ,დამშვიდდი არ ინერვიულო,ვერ მოასწრო იმ ნაძირალამ,ბექამ მიუსწრო დროზე და კარგადაც სცემა.-თაკო იმხელა ემოციით უყვებოდა გრძნობდა როგორ უცახცახებდა ხმა ამ ყველაფრის გახსენებაზე.
-კარგია.მიხარია თუ კარგადაა..კარგი თეკო აღარ შეგაწუხებთ.მხლოდ ამბის გაგება მინდოდა,მაშინ დროებით და ხვალ გნახავთ.
-მადლობა მირანდა მოკითხვისთვის.კარგი დროებით და ხვალ გნახავთ.-დაემშვიდობა თეკოც და ტელეფონი გაუთიშა.შვება იგრძნო მაშინვე მჟავიამ როდესაც გაიგო რომ ანა კარგად იყო და არაფერი დაუშავებია იმ არაკაცს. უნდოდა ლადოსთვის დაერეკა და ყველაფერი გაეგო მაგრამ მერე გაახსენდა რომ ეხლა შეიძლება დაკითხვზე ყოფილიყო და ვერ უპასუხებდა,ამითომ ხვალამდე მოცდა გადაწყვიტა რომ ყველაფერი დეტალურად გაეგო.მაშინვე სძინებლისკენ გაეშურა. საღამუები ჩაიცა და საწოლში ემოციებით დატვირთული ჩაწვა.მის თვალებს ძილი არ ეკარებოდა.ყველაფერზე ეფიქრებოდა სანდროზე, მშობლებზე, მეგობრებზე. განიცდიდა ყველას ტკივილს და თავისი ტკივილი ყოველთვის ყველასგან დამამლული რჩებოდა.მხოლოდ ლადოსთან შეეძლო თავისუფლად ყოფნა. მხოლოდ მასთან იყო ყველაზე გულახდილი და ყველაზე გახსნილი. მხოლოდ მან იცოდა მისი ყველა საიდუმლო და გულის ნადები.ეფიქრებოდა იმაზეც თუ როგორ ეპოვა მშობლების მკვლელი,მაგრამ ამ საქმეზე ახალი არაფერი იყო.ასე ფიქრებით დამძიმებულს გამთენიისას ძლივს ჩაეძინა.



№1 სტუმარი nina(nina)

ჩემო გოგო შენ ხომ ვერც წარმოიდგენ როგორ გამახარე,აუცილებლად წავიკითხავ,როგორც კი შევძლებ.დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი თავი იქნება.გამიხარდა შენი დაბრუნება.მომენატრე <3 <3 <3 <3

 


№2  offline წევრი natia-natia

ვაე როგოე გამიხარდა აღარ დაავვიანო დადრბა რა

 


№3  offline წევრი mako-makako

nina(nina)
ჩემო გოგო შენ ხომ ვერც წარმოიდგენ როგორ გამახარე,აუცილებლად წავიკითხავ,როგორც კი შევძლებ.დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი თავი იქნება.გამიხარდა შენი დაბრუნება.მომენატრე <3 <3 <3 <3

აბა ველოდები ჩემო თბილო გოგო შენს კომენტარს და შეფასებას.იმედია მოგეწონება. love

natia-natia
ვაე როგოე გამიხარდა აღარ დაავვიანო დადრბა რა

მადლობა ნათი აღარ დავაგვიანებ აწი ყოველთვის დროულად დავდებ. love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№4 სტუმარი darina

Vfiqrobdi sad dagvekargametqi, gamixarda axali tavi, imedia ana beqas ar chamoishorebs, chemi bichi ar damitanjo

 


№5  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან ემოციური თავი იყო.მომწონს ის რაც ხდება მოთხრობაში.მომწონს ეს დაძაბულობა.ველოდები გაგრძელებას ძალიან კარგია.❤️❤️

 


№6  offline წევრი mako-makako

darina
Vfiqrobdi sad dagvekargametqi, gamixarda axali tavi, imedia ana beqas ar chamoishorebs, chemi bichi ar damitanjo

ხოო ვნახოთ ჩემი ფანტაზია სადამდე გაქაჩავს.ახალ ახლი იდეები იკი მაქვს და ვნახოთ ჩემო კარგო.. smile

Lanas Statusebi
ძალიან ემოციური თავი იყო.მომწონს ის რაც ხდება მოთხრობაში.მომწონს ეს დაძაბულობა.ველოდები გაგრძელებას ძალიან კარგია.❤️❤️

მადლობა ლან ახალ თავს დილით დავდებ ხოლმე და იმედია ბოლომდე მოგეწონებათ <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№7 სტუმარი nina(nina)

როგორც ყოველთვის ისევდაისევ აღფრთოვანებული ვარ,ძალიან მომეწონა,ისე ჩანს ანის საქციელიდან გამომდინარე,რომ წესით არ უნდა ჩამოშორდეს,ასე ვთქვათ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა.ის არაკაცი ირაკლის ძმაკაცი იყო??(ამან ცოტა დამაბნია,ლადომ,რომ თქვა ბექაურის საქმესთანაა დაკავშირებულიო).იმედია მირანდას და სანდროსაც მალე ეშველება.მომწონს მირანდას,ასე ვთქვათ ძლიერი ბუნება,ძლიერი ხასიათი. ისე თეკო და ლექსო ქორწილს არ აპირებენ??
პ.ს მგონი მოვლენებს ძალიან წინ ვუსწრებ,იმედია თავხედობაში არ ჩამითვლი.
ძალიან მიყვარხარ ჩემო თბილო გოგო და ასე ძალიან თავი აღარ მომანატრო რა love love <3 <3 <3

 


№8  offline წევრი mako-makako

nina(nina)
როგორც ყოველთვის ისევდაისევ აღფრთოვანებული ვარ,ძალიან მომეწონა,ისე ჩანს ანის საქციელიდან გამომდინარე,რომ წესით არ უნდა ჩამოშორდეს,ასე ვთქვათ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა.ის არაკაცი ირაკლის ძმაკაცი იყო??(ამან ცოტა დამაბნია,ლადომ,რომ თქვა ბექაურის საქმესთანაა დაკავშირებულიო).იმედია მირანდას და სანდროსაც მალე ეშველება.მომწონს მირანდას,ასე ვთქვათ ძლიერი ბუნება,ძლიერი ხასიათი. ისე თეკო და ლექსო ქორწილს არ აპირებენ??
პ.ს მგონი მოვლენებს ძალიან წინ ვუსწრებ,იმედია თავხედობაში არ ჩამითვლი.
ძალიან მიყვარხარ ჩემო თბილო გოგო და ასე ძალიან თავი აღარ მომანატრო რა love love <3 <3 <3

მადლობა ჩემო საყვარელო არა რატო უსწრებ შენ შენს აზრს გამოხატავ და ეს ზალიან მახრებს,მსიამოვნებს როდესაც ყველაფერი გაინტერესებს და მეუბნები. ყველაფერს მალე გაიგებ იმედია |ძალიან არ ვწელავ და ტავს არ გაბეზრებთ ამხელა ისტორიას რომ ვდებ უბრალოდ არ მიყვარს როდესც ვახტები რამეს მინდა რომ დეტალურად გაგაცნოთ ყველა გმირი და მათი ერთობლივი ცხოვრება.მეც ძალაინ მიყვარხარ და ძალიან მახრებს ყველა შენი კომენტარი ჩემო ტბილო გოგო love love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№9 სტუმარი nina(nina)

პირიქით არც მინდა,რომ დამთავრდეს :) იმდენედ მივეჩვიე,რომ რავი :* <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent