შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოუდგენელი რაღაცეებიც ხდება(ნაწილი2)


30-01-2016, 12:05
ავტორი nutsa214
ნანახია 1 809

ცოტაცნით დამაგვიანდა ბოდიშს ვიხდი. მომდევნოს აღარ დავაგვიანებ.
..........

-კაი ეხლა მთელი ხუთი დღე თავს ნუ მოიკლავ ნერვიულობით.-თქვა ირაკლიმ და ტელევიზორი ჩართო
-შესაზლოა ოთხი ანდა რა მნიშვნელობა აქვს-ჩავიბუტბუტე ჩემთვის.
-მშია-სევდიანი თვალები მომაპყრო ირაკლიმ.
-ადექი და ჭამე-ვუთხარი ცივად რადგან იმ წუთში შიმშილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
-ნტ...კაი რა მიდი რამე გააკეთე.-დაიწუწუნა ირაკლიმ.
-ყავას მოვადუღებ-ავდექი და ყავა მოვადუღე.
საღამომდე ორივე უხმოდ ვიჯექით და ტელევიზორს ვუყურებდით. მერე ირაკლიმ აიჩემა ასტრალ 3-ს უნდა ვუყუროო.
-აუუ კაი რა ვინც მაგას უყურა ყველამ თქვა ბანაობისას თვალებს ვეღარ ვხუჭავდიო და არ მინდა მეც იგივე დამემართოს.-ამაზე ირაკლი სიცილით მოკვდა და მაინც ჩართო ფილმი. მთელი ფილმი გულაჩქარებული ვიჯექი და დროდადრო რომ ამოვიწუწუნწბდი ირაკლის ეცინებოდა. ფილმი მორჩა, ეკრანიც ჩაბნელდა და ოთახში სრული სიბნელე ჩამოვარდა ეხლაღა მივხვდი რომ უკვე ღამე იყო და შიმშილის გრძნობამ შემაწუხა, ადგილიდან არ გავინძერი ველოდებოდი ირაკლი როდის აანთებდა შუქს, ის კი აყოვნებდა და ჩემს შეშინებას ცდილობდა. სიბნელის არასდროს მეშინოდა მაგრამ ამ მომენტში მომინდა რაც შეიძლება მალე აენთო შუქი.
-ირაკლი...-ჩავილაპარაკე მე. აქამდე გაჩუმებულ ირაკლის სიცილი წასკდა.
-ოოო მიდი აანთე-ფეხი მხარზე ვკარი, ისიც ადგა და აანთო.
-აბა...-მრავალაზროვნად ჩაილაპარაკა.
-რა აბა?
-შეგეშინდა?
-არა-დარწმუნებით გავიქნიე თავი.
-კაი რა ერთი ორი კვირა ბანაობისდროს თვალებს ვეღარ დახუჭავ-გაეცინა ირაკლის.
-არამგონია-სპეციალურად არ გავიღიმე მე.
-იმედია ეხლა მაინც მოგშივდა.-წინ დამიდგა და ჩამომხედა.
-კიი, შიმშილით ვკვდები-ავდექი და მაცივარი გამოვაღე.-რა ვჭამოთ?
-მგონი დიდი არჩევანი გვაქვს.-თვალებით მანიშნა გატენილ მაცივარზე. მე მაცივარი მივათვალიერ მოვათვალიერე ბევრი რამე იყო.
-პურს და ჩიფსებს მაცივარში რაღა უნდათ-ჩავილაპარაკე.
-აუფ რა კითხვას სვავს, პურის და ჩიფსების გიკვირს ჩვენთვითონ სად ვართ.
-სოსოისს მოვხარშავ-გამოვიღე სოსისი.
-როგორც გინდა.
სოსისი მოვხარშე მერე ვჭამეთ და ირაკლი ისევ ტელევიზორს ჩაუჯდა.
-მე წავედი უნდა დავიძინო-ვთქვი მე და ოთახში ავედი.
-გარდერობში ნინის რაღაც ტანსაცმელებიც არის და თუ გინდა გამოიყენე-მომაძახა ირაკლიმ.
გარდერობი გამოვაღე და ნინის ტანსაცმელები მივათვალიერე სულ თბილი ტანსაცმელები ჰქონდა. ერთი ორი უგიც და ჩექმაც იდო. როგორც იქნა რაღაც თხელი უმკლავო მაისური ჩავიცვი და ლოგინში შევწექი.
უკვე ძილბურანში ვიყავი რომ კარი ვიღაცამ შემოაღო. ნუ ვინიქნებოდა თუ არა ირაკლი. ვერ გამოვფხიზლდი სანამ საწოლზე არ ჩამოჯდა
-აქ რას აკეთებ?-წამოვყავი თავი ის კიდევ უკვე მაისურს იხდიდა.
-ჩემს ოთახში წევხარ და კიდევ მე მეკითხები?
-რაა... აუუუუ... რა მნიშვნელობა აქვს შენნ გვერძე ოთახში დაიძინე.
-გვერძე ოთახში?-საწოლში შემოწვა ირაკლი მე კიდევ რაც შემეძლო კიდისკენ გავიწიე.-კარგი იქნებოდა იქ ერთხელ მაინც შეგეხედა.-განაგრძო უკვე კომფორტულად მოკალათებულმა ირაკლიმ.-რომელ საწოლზეა ლაპარაკი მთელი ოთახი ცარიელია, იქ ნინი აკეთებს თავის ოთახს და ავეჯი ჯერ არ შეუტანია. ასე რომ ამ სახლში ერთადერთი საწოლია.მე აქ ძილის არანაირი პრობლემა არ მაქვს.
-ჰაჰ შენ რათქმაუნდა პრობლემა არ გაქვს!
რაა კარით რაა? ჯერ ირაკლიზე დაქორწინება მერე ერთ სახლში მარტო ყოფნა მერე კიდევ ერთ საწოლში ძილი. რა უბედურებაა? მართლა ცოლ ქმარი კი არ ვართ! ნუ ოფიციალურად კი ვართ მაგრამ ეგ შეცდომა იყო და სხვა არაფერი.ან გავეფრთხილებინე მაინც ნინის რომელიმე სპორტულ შარვალს ამოვიცმევდი.
-აუუუუ... კაი რა... ტახტზე დაიძინეე...-დავიწყე წუწუნი.
-რა ტახტზე?
-ქვემოთ როა.
-მაგ ტახტზე ჩემმა მტერმა დაიძინოს-ჩაეცინა ირაკლის.
-აუუუუ მიდი რაააა.-ჩემსამ არ ვიშლიდი რადგან ირაკლის გვერძე ამ თითქმის ორსაწოლიანსაწოლზე წოლა ნამდვილად არ მინდოდა.
-არა-იუარა ირაკლიმ
-მიიდი რააა
-ნტ...-თავი წამოყო ირაკლიმ-ანკა ეს ჩემი სახლია და ერთადერთი ვისაც შეიძლება იმ მაგარ ტახტზე მოუწიოს დაძინება ეს შენ იქნები ასე რომ გაჩუმდი და დაიძინე.-მითხრა და თავი ისევ ბალიშზე დაახეთქა.
მე გავბრაზდი ბრაზისგან ნესტოები გამიფართოვდა, საწოლიდან წამოვხტი საბანი შემოვიხვიე და გასასვლელისკენ წავედი.
-სად მიდიხარ? ჩემი საბანი სადღა მიგაქვს?
-არ მაინტერესებს, ქვემოთ მივდივარ!შენ ის დებილი პლედი დაიფარე-ხელით მივანიშნე საწოლის გვერძე მდგარ სკამზე დაკეცილ პლედზე და ოთახოდან გამოვვარდი. კიბეები ჩამოვირბინე, საბანი ფეხებში გამებლანდა წავიქეცი და სულ ხოხიალ-ხოხიალით ჩავედი დაბლა. ხმაურზე ირაკლი გამოვიდა და ბოლო კიბეზე გაშხლართული რომ დამონახა სიცილი აუტყდა.
-უნამუსო! ხეპრე! იდიოტი! გაუთლელი!-ყველანაირად ვლანძღავდი ირაკლის და ძლივს ძლივობით წამოვდექი.
-კარგად ხარ?-კიბეები სიცილით ჩამოირბინა ირაკლიმ
-შემეშვი!-დავუყვირე მე და ტახტზე დავეხეთქე.
-კაი რას მიბრაზდები-სიცილს ვერ იკავებდა ირაკლი მის სიცილზე უფრო ვბრაზდებოდი და თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ წამოვმხტარიყავი და სახეში სილა არ გამექანებინა.-შენ თვითონ ვერ დაეტიე იმ საწოლზე და რა ჩემი ბრალია.
-აუუ გადი რაა! შემეშვი!-მივახაელე მე-კრეტინი-ჩავილაპარაკე.
-აუ რა დარტყმულია-ამოილაპარაკა ირაკლიმ.
-მე ვარ დარტყმული? გადი ეხლა აქედან! ვერ გიტან! დედამიწაზე ბოლო კაციც რომ ყოფილიყავი ცოლად არ გამოგყვებოდი! იდიოტი!- ვერ ვხვდებოდი რა აცინებდა მაგრამ იცინოდა.
-კაი-მხრები აიჩეჩა და კიბეები სიცილით აიარა.
არა ვერ ვიჯერებ! მე აქ ტახტზე უნდა გავმხმარიყავი იმასკიდე ტკბილად უნდა სძინებოდა ლოგინში.
ბევრი ვეცადე დაძინება მაგრამ ვერ მოვახერხე. ეს ტახტი ძილისთვის მართლაც საშინელება იყო ვერ მოვისვენე. მერე ცოტა გაბრაზებამ გადამიარა დაგადავწყვიტე ავსულიყავი. კარი შევაღე და ოთახში შევედი. ირაკლი საწოლის შუაში გაშხლერთულიყო.
-მიიწიე.-შევანჯღრიე მე.
-მოგეწონა ტახტზე ძილი?-მიიწია ირაკლი.
-არ მეძინა-ცივად ვუთხარი და საბნიანად დავწექი ლოგინზე.
-მეც დამაფარე თორემ გავიყინე ამ პლედში. ირაკლი ჩემსკენ მოიწია და ნახევარი საბანი თავისკენ გაწია.
-როგორ გაგითბია.-ჩაეცინა
-ნტ...დაიძინე რა-ჩავიბუტბუტე მე.
-ნეტა საათი რომელია?
-დაიძინე!-დამარცვლით ვუთხარი.
მე მისთვის ზურგი მქონდა შექცეული. ზურგიდან სიცივე ვიგრძენი ეს მისი სხეულის სიცივე იყო რომელიც მე მიახლოვდებოდა. ვერ მივხვდი რას აკეთემდა მან კი ხელი ჩემს ზევით გადაატარა, საწოლის გვერძე მდგარი პატარა უჯრიანი მაგიდიდან ტელეპონი აიღო და მომშორდა.
-რომელია?-ვკითხე მე.
-სამი დაიწყო.-მითხრა მან და თავი ბალიშზე დადო. მალევე ჩამეძინა.
დილით რომ გავიღვიძე ირაკლი ოთახში აღარ იყო აივანზე გასულიყო და წელს ზემოთ შიშველი და სიგარეტს აბოლებდა. ავდექი შარვალი ამოვიცვი და კარები გავაღე.
-შემოდი!გაცივდები.
-ცოლ-ქმრული მზრუნველობა და რამე?-ოთახში შემოვიდა ირაკლი თან ანთებული სიგარეტიც შემოიყოლა. მე წარბები შევკარი და სიგარეტი ხელიდან გამოვგლიჯე.
-რა ცოლქმრული მზრუნველობა. გაცივდები და მერე ჩემი მოსავლელი უნდა გახდე.-აივნის კარი გავაღე და სიგარეტი მოვისროოლე.
-ოთახში ნუ ეწევი სიგარეტის სუნზე ცუდად ვხდები.
-აუუ ეს დაქალები და თავიანთი წიკები-ჩაილაპარაკა უკმაყოფილო ირაკლიმ.
-დაქალები რაშუაშია?
-ნინიკომაც ეგრე იცის. აუ აქ ნუ ეწევი სიგარეტის კვამლზე გული მერევა-წვრილი ხმით გააჯავრა ნინიკოს და გაეცინა. მე თვალები გადავატრიალე და ოთახიდან გავედი.
ჩაი ავადუღე და მდივანზე მოთავსებულ ირაკლის გავუწოდე.
-გინდა დღეს ვიგუნდაოთ.-მკითხა უცებ.
-არა.
-სკუტერიც მაქვს ცოტა გავიაროთ.-თავი გვერძე გადახარა და ისეთი სახით შემომხედა გამეღიმა.
-კაი-დავთანხმდი მე. ნინის თბილი ტანსაცმელები ჩავიცვი ჩექმები ამოვიცვი ჩაცმის პროცესში მყოფ ირაკლის აღარ დაველოდე და გარეთ გამოვედი. ცივმა ჰაერის ნაკადმა რომელიც გამოსვლისთანავე სახეზე მეცა გამომაფხიზლა და განწყობა ამიმაღლა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ეზოდან გამოვედი. დავიხარე თოვლი ავიღე გუნდის კეთებას შევუდექი რომ უკნიდან მწარედ მომხვდა გუნდა პირდაპირ თავში.
-ეხლა დამაცადე-მივუბრუნდი ჩაბჟირებულ ირაკლის. არა სულ ასე რატომ დამცინის? მისკენ გავექანე და მანაც მოკურცხლა. ისე სწრაფად დარბოდა რას დავეწეოდი. სახლზე ერთი წრე შემომარბენინა. მე უკვე სუნთქვა მიჭირდა და გაჩერებას ვაპირებდი რომ ფეხი აუსრიალდა და თოვლზე ზურგით დაეცა.
მე გამეცინა თან არ დავაყოვნე და თოვლში ჩამარხვა დავუწყე. სიცილისგან ჩაბჟირებული ცოტა გავჩერდი და ეგრევე ხელი ჩამავლო. ახლა მის ადგილას მე აღმოვჩნდი და თვლის დაყრა დამიწყო.
-გაჩერდი-თოვლით პირგამოტენილმა ძლივს მოვითქვი სული და წამოვჯექი.
-კარგი გვეყო-თქვა და ხელი გამომიწოდა.
სარდაფიდან სკუტერი გამოიყვანა და დაქოქა. სკუტერს დავხედე და ჩემთვის განკუთვნილი ადგილი ცოტა მეპატარავა.
-აქ უნდა დავჯდე?-ვიკითხე მე.
-კი-ხელი ჩემს ადგილზე დააბაგუნა ირაკლიმ და მანიშნა დაჯექიო. დიდად გულზე არ მეხატებოდა მასთან ასე ახლოს დაჯდომა მაგრამ დავჯექი.
-კარგად მომეჭიდე, სხვანაირად არ ვიფიქრებ-ეშმაკურად გაიღმა ირაკლიმ
-ნტ....-თვალები გადავატრიალე მე. სკუტერი ისე გააქროლა პირდაპირი გაგებით მთელი სხეულით ავეკარი.
-ტარება იცი ვაფშე?-ხმამაღლა ვკითხე მე.
-კი როგორ არა.
ორ წუთში ისეთ ადგილას ვიყავით საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლებოდა.
-ვაუ-აღრფთოვანებულმა წამოვიძახე მე.
-ლამაზია-შემომხედა ირაკლიმ.
-კი ძაან-მეც შევხედე. არ ვიცი მაშინ რა მოხვდა მაგრამ მისი თალები სულ სხვანაირად გამოოიყურებოდა. მის ყურებაში გამახსენდა რომ ცოლ-ქმარი ვიყავით ისიც გამახსენდა როგორი მთვრალები ვიყავით და გამეცინა.
-რა იყო?-შემეკითხა ირაკლი.
-არაფერი უბრალოდ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი უიღბლობაა-გაღიმებულმა ვუთხარი მე.
-რა?
-აი ეს, ის რომ მე და შენ ცოლქმარი ვართ ის რომ გუდაურში ვართ ის რომ კიდევ სამი დღე აქ უნდა ვიყო და შენთან ერთად მეძინოს.-ჩაფიქრებულს გამეღიმა მე. ირაკლის რატომღაც არ გაღიმებია.
-ჩემთვის არაა უიღბლობა-ჩაილაპარაკა ირაკლიმ და უკიდეგანო სივრცეს მიაშტერდა. მერე მე შემომხედა.-მაგ ყველაფერს ერთად აღებულს თავი რომ დაანებო თაფლობის თვე გვაქვს.-გაეცინა მას.
-ჰოო-გაღიმებულმა თავი გავაქნიე და ქვაზე ჩამოვჯექი, ირაკლიც გვერძე მომიჯდა.-რას წარმოვიდგენდი-ვთქვი ცას ავხედე და ენა გადმოვყავი თოვლის ფიფქების დასაჭერად.
-წარმოუდგებელი რაღაცეებიც ხდება...-მრავალაზროვნად ჩაილაპარაკა ირაკლიმ და მანაც ენა გადმოყო. ვიჯექით ეს 23 წლის გოგო და 25 წლის ბიჭი პატარა ბავშვებივით ენაგადმოყოფილი და ველოდებოდით როდის დავიჭერდით ფიფქს. ეს რომ გავაანალიზე გამეცინა.
სკუტერი ეზოში რომ შემოვაყენეთ ვიფიქრე ირაკლის გუნდა ვესვრი და სახლში შევვარდებითქო. ვინ გაცალა სახლში შევარდნა რო ჩამავლო ხელი და თოვლში მაბანავა ძლივს გამოვექეცი. მერე უკან მივუბრუნდი და არც მე დავაკელი. გამიკვირდა რა მაგარი ვყოფილვარ. სახლში სულ სველები შევედით. გარეთ რომ ვიყავი ვკანკალებდი სახლში რომ შევედი სითბოზე ძაგძაგი ამიტყდა. ოთახში შევვარდით. მშრალი ტანსაცმელები ავიღე აბაზანაში შევედი გამოსაცვლელად. რომ გამოვედი ირაკლისაც გამოცვლილი ჰქონდა მარტო სვიტერის ჩაცმაღა ჰქონდა დარჩენილი და ისიც გადაიცვა. გამოცვლის მიუხედავად მაძაგძაგებდა. ირაკლიმ პლედს დაავლო ხელი, მეორე ხელითთ გასასვლელისკენ მიბიძგა.
-წამო ფილმს ვუყუროთ.
-ოღონდ არჩევანი ჩემზეა-თითი ავუწიე მე.
-კაი.
მისი უფროსწორად ნინის კინოკოლექცია კარგად გადავათვალიერე და ჩემი საყვარელი ფილმი „წიგნების ქურდი“ ავარჩიე.ვიცოდი რომ უნდა მეტირა ამიტომაც თავიდან ცოტა ვიყოყმანე მაგრამ ბოლოს მაინც მასზე შევჩერდი.
ჩიფსები გავხსენი და ირაკლის გვერდით სავარძელზე მოვკალათდი.
-მოდი თორე შექცივდება.-ჩემსკენ მოიწია და პლედი გადამაფარა.
-ცოლქმრული ზრუნველობა და რამე?-გავუმეორე მისი დილით ნათქვამი სიტყვები.
-კი-თავი ერთხელ დაიქნია და ფილმი ჩართო.
-არ გაქვს ნანახი?-ვკითხე ჩურჩულით.
-რატო ჩურჩულებ?
-რავი-მეთვითონაც არ ვიცოდი რატო ვჩურჩულებდი ალბად ფილმი რომ დაიწყო მაგიტომ.-ნანახი გააქ?-გავუმეორე კითხვა.
-არა
-აუ ძააან მაგარი ფილმია! ვგიჟდები- ვუთხარი გახარებულმა და ფილმს მივაშტერდი. ფილმის ბოლოს უკვე თვალებ დასიებული ტუჩგადმოგდებული და სახეაწითლებული ვიჯექი სვარძელზე ჩემდა უნებურად მთელი ჩემი მარცხენა გვერდით ირაკლიზე აკრული.
-აბა?-თქვა ირაკლიმ ისევ შემომხედა და ღიმილი სახეზე შეაშრა.-რაა? რასტირიხარ? ააუუუ ფოტო უნდა გადაგიღო-დაიწყო ლაზღანდარაობა.
-აუუუ გაჩერდი რაააა-დავიწუწუნე მე ცრემლები მოვიწმინდე და ირაკლის ცოტა მოვშორდი.
-მოიცა აბა ნანახი მაქვსო?
-მაქვს, თან სამჯერ მაგრამ მაინც მეტირება.
-აუუ კაი ნუღა ტირიხარ.
-ეგრე რატო მიყურებ?-უცებ შევამჩნიე ირაკლის რაღაცნაირი მზერა. სიყვარულნარევი ოღონდ დედა რო შვილს უყურებს ხოლმე ეგეთი.
-როგორ?-გაიკვირვა.
-როგორც შეწუხებული დედა მტირალ ბავშვს-გამეცინა.
-იცი რომ მომშივდა? ამ სამ დღეში უნდა მომკლა? მთელი დღე რომ მაშიმშილებ-ჩემს ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია.
-ჰოო კაი კარტოფილს შევწვავ-წამოვდექი და კარტოფილი გამოვიღე.
-აუუ შემეცოდა ის ბიჭი-დაღონებულმა ვთქვი ჭამი დროს.
-კაი რა სამაგიეროდ იმ ებრაელთან ხო დარჩა.
-ჰოო.
ჭამის შემდეგ მინდოდა დავრჩენილიყავი და ტელევიზორისთვის მეყურებინა მაგრამ გუნდაობისგან დაღლილს ძილი მომერია მეც ავედი და დავწექი. ირაკლის დაწოლა არ მიგვრძვნია. ღამე სიცხემ გამაღვიძა....



დზალიან მაგარია მოუთმენლად ცელი ახალ თვს
--------------------
romantikosi mwerali

 


№2  offline მოდერი bibo

Au momwons momwons momwons warmatebebi aba shen icii tkbilo

 


№3 სტუმარი A

Vau magaria......

 


№4 სტუმარი anita

kai wyvilia sasacilo ragacnairad :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent