შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Darck side of Blood.


30-01-2016, 14:41
ავტორი Soow
ნანახია 2 163

ავტორისგან.

ვიცი უკვე მოგწყინდათ რომანტიული ვამპირები,მაგრამ რაც ხალხს მოსწონს ის მოდიდან არასდროს გამოდის.იმედი მაქვს რომ ჩემი განსხვავებული იქნება და მოიგებს თქვენს გულებს.ძალიან ვეცდები ,რომ კარგი გამომივიდეს ,კარგი კი არა საუკეთესო რაც კი მქონია.ისტორია იქნება გრძელი , მაგრამ თუ საიტის მომხმარებლებს მოგწყინდებათ და უმრავლესობას არ მოგეწონებათ,მე თანახმა ვარ ,რომ შევწყვიტო მისი ატვირთვა.ისედაც მყავს მკითხველები ,რომლებსაც ძალიამ მოსწონთ ჩემი შემოქმედება.თქვენთვის ნაცნობი მითები ცოტა შევცვალე ,ზოგიც ახალი მოვიგონე,იქამდე ვიფანტაზიორე სანამდეთაც ამის უნარი მეყო.
მისურვეთ წარმატებები !
სიყვარულით: Soow.




კიდევ ერთი ვამპირული საგა.

შენობის სახურავზე ვიდექი ,ყველაზე ჩაბნელებულ უბანში და ვგრძნობდი ჩემს არსებას,რომელსაც თავის დაღწევა უნდოდა ამდენი სიბოროტისგან.პირველად ხუთი წლის ასაკში მივხვდი ,რომ ისეთი როდი ვიყავი როგორიც ჩვეულებრივი ადამიანები.
მართალია ბავშვობაში ვმეგობრობდი მათთან ,მაგრამ ახლა ყველა მათგანს გავურბივარ ,არ მინდა კიდევ რამე დავუშავო ვინმეს.
ხუთი წლის ვიყავი როცა ,ჩემს პატარა მეგობრებთან ბურთს ვთამაშობდი ,ერთ-ერთი მათგანისთვის ბურთის სროლა უხეშად მომიწია,პატარა ბიჭუნა წაიქცა და შუბლიდან სისხლი წამოუვიდა.პირველად მისთვის დახმარების გაწევა ვცადე, მერე სისხლის დაგემოვნების სურვილი გამიჩნდა,თითი ავუსევი ჭრილობაზე და ჩემი ყველაზე ბნელი მხარე დავინახე!მართალია მისთვის არაფერი დამიშავებია ,მაგრამ ვიგრძენი როგორ დაიწყო ჩემმა სხეულმა გარდაქმნა.შეიძლება თვალით ვერაფერი შეგეტყოთ ,გარდა გათეთრებული კანისა და ჩაშავებული უპეებისა,მაგრამ ჩემს სხეულში რომ ჩასახულიყავით ,იგრძნობდით რას ნიშნავს იყო არსება რომელსაც აიზბერგის დამსხვრევა შეუძლია.
ნამდვილ ვამპირებად დაბადებიდან ასი წლის შემდეგ იქცევიან,მაშინ შენი კანი ყინულივით ცივი ხდება,ფრჩხილები გილურჯდება უჟანგბადობისგან და შენი გული, რომელიც ახლა იშვიათად ,მაგრამ მაინც ცემს სამუდამოდ ჩერდება. ას წელიწადს ხუთი თვე მაშორებს,ვიცი რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო დაუნდობი ,აგრესიული გავხვდები და სამუდამოდ წაიშლება ჩემში ადამიანური თვისებები.
დიდხანს ფიქრის საშუალება არავინ მომცა ,სახურავზე ჩემმა ძმამ ამოიქროლა .
-დილან! წამოდი მამა გეძებს!-სერიოზული სახით მაცნობა, მუდამ მხიარულმა ნოამ.
- როდის დაბრუნდა?
-დღეს ,წამოდი დედა ნერვიულობს შენზე!
-კარგად ვარ ნოა!-სიცილით მივუგე.
-მე კი ვიცი ,მაგრამ დედას რა აუხსნის მაგას,დილან სახლში დაბრუნდი გეყოფა ასე ხეტიალი-უკვე გაბრაზებული მიყვიროდა.
-მე არ დავუშვებ რომ ჩემს გამო ვავიჩებმა რამე გავნონ-იგივე ტონით შევუგრუნე მეც.
-ვავიჩები ?! დაივიწყე რაც იყო, იყო,ყველაფერს მოვაგვარებთ ერთად თუ ვიქნებით.
-ნოა ,მე არ მინდოდა ამის გაკეთება.-ჩურღულით გამოვთქვი ჩემი სადარდებელი,რომელიც გულს მიჭამდა.
-ვიცი,მაგრამ ვავიჩები ნაძირალები არიან ,ყველაფერს გააკეთებენ რომ შეგაცდინონ ხომ იცი მერე კონტროლს კარგავ აგრესიული და დაუნდობელი ხდები ,ასეთი ვამპირი კი ოფიციალურად იწერები კევინის სამფლობელოში.
-გგონია ,რომ ვავიჩები კევინისთვის აკეთებენ ამას?-ეჭვდატანებით ვკითხე.
-არ მგონია ,დარწმუნებული ვარ ! ასე შეთანხმებულად ეგ არამზადები უფრო ძლიერები არიან.
-მამამ იცის ყველაფრის შესახებ?
-კი ,და უნდა რომ ეგ ორი ბანდა კუდიდან ჩამოიცილოს,დანარჩენზე სახლში დაგელაპარაკება,წავიდეთ უკვე ამ დაწყევლილი ადგილიდან!-თითქმის ღრიალებდა ბრაზისგან,ალბათ სახლში ჩემი მიყვანა მოთხოვეს,ნოა კი მისი სიტყვის ერთგული იყო.
-ნოა ! არ მოდის?-ამოისმა ქვემოდან ჩემი დის,კამილას ხმა.
-მოდის კამი,მოდის აბა სად წავა-გამიღიმა .მკლავზე ხელი შემომხვია და ქვემოთ ჩავხტით.
მე,ნოა და კამილა თითქმის ასი წლისანი ვიყავით ,მაგრამ ოცი წლის ასაკში ჩვენი ფიზიკური განვითარების პროცესი შეწყდა ,ვამპირები ბუნებით ყველა ლამაზები იყვნენ ,მაგრამ მსხვერპლის მისაზიდად სილამაზე ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად გვემატებოდა.ამოტომ ღამის ქუჩაში ,ყველა ჩვენ გვიყურებდა ,აი ის კუთხეში მდგომი ახალგაზრდების ჯგუფიც ჩვენ გვიყურებს.ყველაზე მეტად მათში იმ გოგონების აზრების მოსმენა მსიამოვნებს,რომლებთაც ათასი სექსუალური ფანტაზია გაუვლით ხოლმე გონებაში ჩემი დანახვისას.ბიჭების აზრები კი მაღიზიანებს და ხანდახან წყობიდანაც გამოვყავარ ,როცა ჩემს დებთან ერთად ვარ,მაგრამ მერე სიცილს ვერ ვიკავებ როცა მათ ფიქრებს ჩემი დების ფიქრები მოჰყვება.“ცხვირი მოიიხოცე ღლაპო,მე ოთხმოცდაათის ვარ!“,“ფრთხილად იყავი პატარა არ შემომაკვდე,მოინდომა ბიჭმა“,“ვაიმე რა შეუხედავია და ისეთივე აზრები აქვს,როგორიც თვითონაა“.
მე ჩემი ოჯახისა და სხვა ნებისმიერი ადამიანის აზრების კითხვა შემეძლო,ჩემს ოჯახს კი ყველას ჩემს გარდა,ამიტომაც ყველაზე მოულოდნელი ვიყავი,არც ემოციებში გამოვხატავდი ჩემს აზრს და ვერავინ ვერასდროს ხვდებოდა ჩემს გეგმებს.ჩემი ოჯახი წესიერად არც კი მიცნობდა,სინამდვილეში მე სისხლს არ ვანიჭებდი უპირატესობას,მე შემეძლო გამეტარებინა ღამე ქალთან და საერთოდ არ გამესინჯა მისი სისხლი.ჩემს ოჯახის წევრებს და ყველა დანარჩენ ვამპირებს ჰგონიათ რომ ახლო ფიზიკური კონტაქტი ფატალური შედეგით მთავრდება ,ნანადირევისთვის.მე კი რამდენიმე სისხლჩაქცევით შემოვიფარგლები,თუ ქალი ძალიან მომწონს .



*********
სახლში შესვლის თანავე ვიგრძენი სისხლისა და სხვადასხვა ქიმიური პრეპარატის სუნი ,რითაც დედაჩემი ცდილობდა ,რომ
ჩვენი სუნი გადაეფარა და სხვა ვამპირებისთვის ,სავიზიტო ბარათებივით არ გავმხდარიყავით.ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანებივით ვცხოვრობდით.მიუხედავად იმასა რომ ბევრად ძლიერები ,ინტელექტუალურები ვიყავით და ყოველ კვირას საავადმყოფოს სისხლის ბანკს ვძარცვავდით.სისხლის ბანკის გაძარცვაც არ იყო აუცილებელი, მაგალითად ჩემს ძმას,ბობის მოსიარულე სისხლის პაკეტი ყავდა,ულამაზესი ნატალია.იგი უკვე ცხრა წელია რაც ჩვანს სახლში ცხოვრობდა და მის საკუთრებად ითვლებოდა.დედას აღიზიანებდა ის ფაქტი რომ ადამიანს ჩვენს სახლში ისე ექცეოდნენ როგორც ნივთს,რადგან ერთ დროს ისიც ადამიანი იყო.ყველა დანარჩენი ჩენი ოჯახის წევრი დაბადებიდან ვამპირი იყო.

-დილან ,როგორც იქნა შენ დაბრუნდი.-გახარებული შემეგება დედა.
-მეც მიხარია შენი ნახვა-გავუღიმე და თვალებით ვანიშნე მოეშვი მეთქი.ამ დროს ოთახში მამა შემოვიდა.
-ანჯელა,დაგვტოვე მარტო-პირქუშად მიუგო მამამ.-აბა,მომიყევი ყველაფერი თავიდან-სკამზე ჩამოჯდა და ინტერესით შემომხედა.
-მამა,პირველ რიგში მინდა გითხრა რომ თქვენი საფრთხეში ჩაგდება არ მინდოდა.მე ერთი გოგო გავიცანი,ყველაფერი ბანალურად მოხდა სასტუმროში ავიყვანე,მერე შამპანური შევუკვეთეთ და ნუ შენც ხვდები .იქედან ,რომ წამოვედით ვავიჩების წარმომადგენლები შემხვდნენ,დამაბრალეს რომ ის გოგო მათი ,საღორე-სასახლიდან მოვიპარე.მეტი არაფერი ყოფილა იმის შემდეგ კევინის „ლეკვები“ დამზდევენ.
-შენ გინდა თქვა რომ მათი საკუთარება გაანადგურე,და იმის შემდეგ კევინიც და ვავიჩების კლანები დაგზდევენ შურის საძიებლად?
-მამა ,რატომ ხარ ასეთი ძველ მოდური ,კი არ მომიკლია უბრალოდ მასთან ვიწექი.
-ის გოგო ვამპირი იყო?
-არა,ჩვეულებრივი ადამიანი კლუბში გავიცანი.
-მოიცა შენ ადამიანთან იწექი და მას არაფერი დაუშავდა?
-თუ არ ჩავთვლით ,სილურჯეებს საჯდომზე და ნაკბენს ტუჩზე.
-დაასახიჩრე?
-არა მამა არა უბრალოდ სექსი მქონდა რა ძნელია ამის გაგება?
-იმიტომ,რომ როცა დედაშენი ადამიანი იყო ერთ მეტრზე ახლოს ვერ ვუახლოვდებოდი ,არ მქონდა იმდენი ნებისყოფა ,რომ სისხლზე თავი ამერიდებინა-აყვირდა მამა ,ეგონა რომ ვატყუებდი და საქმე უფრო სერიოზულად იყო.
-მამა სიმართლეს გეუნები.
-კარგი მაგასაც გავარკვევთ,ბარგი ჩაალაგე სხვა ქალაქში გადავდივართ.
-კარგი რა მამა იმათ გამო?
-არა ,ჩემი მეგობრის მონახულება მინდა.

ვგრძნობდი რომ მამაჩემი არ მენდობოდა,მაგრამ არ ვიცოდი როგორ დამემტკიცებინა მისთვის სიმართლე.ის გოგო რომც მომენახა აღარც ვემახსოვრებოდი ,ვავიჩები შთააგონებდნენ რომ მათი საკუთრება იყო და სხვა არავინ არსებობდა მისთვის.
ვავიჩი კლანს ერქვა ,რომლებიც ვამპირიზმთან ერთად მაგიური შესაძლებლობებითაც იყვნენ დაჯილდოვებულნი.ვავიჩები ყველა გარდაქმნილი ადამიანები იყვნენ ,სიცოცხლეშივე განსაკუთრებული შესაძლებლობებით.ასეთი ვამპირები მიზერული რაოდენობით იყვნენ, ასე ,რომ ერთ გუნდათ შეკრებამ , დიდი წინსვლა მოუტანა ყოველივე მათგანს.კევინი კი მეორე კლანის ლიდერი იყო,ამ კლანში კი ჩვეულებრივი ვამპირები იყვნენ ,მაგრამ ყველაზე ძლიერები და დაუნდობლები,ადამიანის და საერთოდ არავის სიცოცხლეს არაფრად მიიჩნევდნენ,მხოლოდ ძალაუფლებაზე ოცნებობდნენ.მათ გარდა ალბათ სხვა კლანებიც არსებობდა მაგალითად ერთხელ ალიასკის ვამპირთა ჯგუთს წავაწყდი.არ ვიცი ალბინოსების ოჯახი გადაექციათ ვამპირებათ თუ ამდენი სითეტრე აირეკლეს მათ სახეებზე,მაგრამ ძალიან ლამაზები იყვნენ,ისეთი როგორც თოვლი.
ვამპირების გარდა სხვა მისტიური არსებებიც თამამად დააბიჯებდნენ ქალაქის ქუჩებში.დღისით თუ ღამით სულ შეგეძლო გენახა ჯადოქრები , ჰიბრიდები,მაქციები და ამინები. ამინები ჩვეულებრივი ვამპირისა და ადამიანის შვილები იყვნენ , უზომოდ ლამაზები იყვნენ,ყველა არსებაზე მეტი ლამაზები,თუმცა ჩვეულებრივი ადამიანებივით,არიან, მაგრამ ვამპირის ცნობა კილომეტრიდან შეუძლიათ,ზოგი მათგანი ტელეპატია ,მაგალითად შეუძლია ტელეპატიურად შეგეხოს ან მისი აზრები გაგანდოს. ადრე ამინები ძალიან ბევრნი იყვნენ,ახლა კი ვეღარც შეხვდები ძალიანაც რომ მოინდომო.



*********
-მამა მთელი გზაა ვცდილობთ გავიგოთ სად მივდივართ,იქნებ გამოტყდე?-ჩაიხითხიტა ბობმა.
-მეგობართან,მისი ცოლი გარდაიცვალა და მინდა რომ დავეხმარო.
-რა მოუვიდა მის ცოლს?-გაიკვირვა კამილამ.
-სიბერე!-ამოიხვნეშა დედამ.
-ადამიანი იყო?-შეიცხადა ლილიმ.
-ხო ,ლილი ადამიანი იყო ვამპირად გარდაქმნა არ მოისურვა თავის დროზე და ოცდაათ წლიანი ქორწინების შემდეგ დაიღუპა.
-შვილები ყავდათ ?-გაოცებულმა შევეკითხე მამას.
-ერთი შვილი ყავდათ! ანჯელა გახსოვს ათი წლის წინათ რომ მოვინახულედ,ღმერთო რა ლამაზი იყო-მამას ხმა დაურბილდა და სახეზე გულწრფლმა ღიმილი გადაეჭდო.
-ძალიან-აღტაცებით ამოიოხრა დედამ-ბავშვებო იცოდეთ ახალ ქალაქში მივდივართ და ნადირობა აკრძალული გაქვთ.
-გასაგებია -თქვა ლილიმ და მკლავზე დამადო თავი.
-მამა მე რომ ნატალია დავაორსულო ,ჩემი შვილიც ამინა იქნება?-დიდი ხნიანი ფიქრის შემდეგ გენიალური იდეა მოუვიდა ბობის.
-ასეთი აზრები საიდან მოგდის ბობი?ეგ ძალიან სარისკო საქმეა , ამინა კი არ გეყოლება გაგლეჯილი ცხედარი გეყოლება ნატალიას სახით.-ნერვები მოეშალა მამას-ჰო,ისე მართლა სად არის ნატალია?
-საბარგულშია სისხლის პაკეტებტან ერთად-კმაყოფილმა ამოილაქლაქა ბობიმ.
მანქანამ მძაფრად დაამუხრუჭა,დედა გადმოხტა საბარგული გააღო და შთაგონებული ნატალია გადმოიყვანა იქედან,რომელიც ისევ უკან საბარგულში დაბრუნებას ლამობდა.
-თქვენთან დაისვით !-გვიბრძანა დედამ.
-მე ნაჭამი ვარ!-ისევ ამოილაქლაქა ბობიმ.დანარჩენებმა კი თავი გააქნიეს უარის ნიშნად ,ბოლოს ისევ მე დავრჩი ,ლილი უკან გადაჯდა სუნთქვა შეკრული ,ნატალია კი მე მომისვეს გვერდით.საცოდავი შინაური ცხოველივით იყო რომლის მოფერება არავის უნდოდა.სულ მთლად გაყინული იყო,ჩემი ქურთუკი გავიძრე და მას მოვახურე მერე ახლოს მოვწიე ჩემთან და ჩავიხუტე,ძალიან შემეცოდა,მისი აზრები არ იცვლებოდა მხოლოდ შთაგონებულ სიტყვებს ატრიალებდა თავში“ბობიმ მითხრა საბარგულიდან არ ამოხვიდეო,საბარგულიდან არ ამოვდივარ,არ ვყვირი და არ ვიხრჩვები,გასაგებია“.
-დილან,და რამდენიხანი შეგიძლია გაძლო მაგ გოგოსთან ,ასე?-შემამოწმა მამამ.
-სანამ მისი იდიოტი პატრონი ,საბარგულში არ ჩატენის.-ნაძალადევად გავიღიმე და ბობის გავხედე.
-მართლაც საოცარი თავშეკავების ნიჭი გქონია-გამიღიმა დედამ.
-დედა მე არ მინდა რომ მას რამე დაუშავდეს ,თვითონ დაფიქრდი შენც ადამიანი იყავი,ახლა კი უფლებას აძლევ შენს იდიოტ ვაჟს საბარგულში ჩატენოს სამი დღე აშიმშილოს ან მის ოთახში ჩაკეტოს.
უცებ ნატალიას გონებაში აზრები შეიცვალა“საჭმელი,საბარგულიდან არ გადმოხვიდეო,ძალიან მშია“
-მანქანა გააჩერეთ!-მკაცრად ვთქვი მე.
-რა იყო კონტროლი დაკარგე -გამაჯავრა ბობიმ.
-არა შენ დაკარგე ყველანაირი გრძნობა,რამდენი ხანია რაც საჭმელი არ გიჭმევია მისთვის?
-არ მახსოვს ,რა ამით?-ირონიულად დამიმატა.
-გულიმერევა შენზე.-კბილებში გამოვცერი.
ნატალიას საჭმელი ამოვუტანე და მშვიდად დავუბრუნდი ჩემს ადგილს.
როდესაც მამაჩემის მეგობრის სახლთან მივედით ,უკვე ღამე იყო ,მაგრამ მისტერ რიჩარდი მაინც გამოვიდა ჩვენს შესახვედრად .ძალიან დაღლილი და გაუბედურებული ჩანდა,რაც ვამპირებს არ ეტყობათ ხოლმე,მისი აზრების წაკითხვამ შემაძრწუნა,საშინელ ტკივილსა და იმედგაცრუებას განიცდიდა.
-ტომ!როგორ ხარ მეგობარო?-სევდიანი რიმილით გადაეხვია მამაჩემს.
-შენ როგორ ხარ ,შენ.ძალიან ვწუხვარ რიჩარდ!
-ეს მისი გადაწყვეტილება იყო-ჩაიჩურჩულა და ახლა ჩვენ შემოგვხედა -თქვენ დაახლოებით ოთხმოცდაათიანებში გნახეთ ბოლოს.ანჯელა,როგორ ხარ?-სათითაოდ გადაგვეხვია ყველას და მერე გაოგნებით შეხედა ჩემს გვერდით მდგარ ნატალიას.
-შენ ალბათ დილანი ხარ არა? და ეს გოგო?-გაუგებრობაში გაეხვია.
-ხო,მე დილანი ვარ ეს გოგო ბობის ,მონაპოვარია,ასე გამოდის,მაგრამ მისი დაცვა მე მიწევს.
-საბრალო,ჩემს სახლში იცოდეთ ასეთი რამ არ განმეორდება ,მაგ გოგონას ანდრეას ოთახში ავიყვანთ.
-ხო მართლა ანდრეა სად არის?-დაინტერესდა დედა.
-მის ოთახშია ,დაკრძალვის შემდეგ იქედან არ გამოსულა.-ამოიხვნეშა რიჩარდმა.
-ალბათ ძალიან გაუჭირდა!
-გაუჭირდა რბილად ნათქვამია !დაბნეული ვარ ალბათ აჯობებს რომ კოლეჯში გავუშვა და ადამიანებთან იცხოვროს.
-ცუდი აზრია-ჩაილაპარაკა დედამ-ჯობია რომ შენ გამოხატო მის მიმართ სითბო და ნელნელა ყველაფერი გაუვლის.
-არ ვიცი.-ამოიხვნეშა რიჩარდმა-აი ჩემი სახლიც რამდენიც გინდათ იმდენი შეგიძლია რომ დარჩეთ,ანდრეა მეზობელ სახლშია ,არასდროს არ მქონია ასეთი შემთხვევა ,ჩემს გარდა არც ერთი ვამპირი უნდახავს,შევეცადე რომ არ შეშინებოდა.
-არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება-დააიმედა მამა და ტან ჩვენ გამოგვხედა.


*********
ღამე უცხო სახლში საინტერესო იყო, უზარმაზარი ეზო მთლიანად დავზვერე ,სადაც იდგა ორი სახლი ,ერთი ძალიან დიდი რომელშითაც ჩვენ შეგვიპატიჟეს,მეორე კი მინებით იყო აშენებული და ალბათ თორმეტჯერ ამ სახლზე პატარა.ეზოს მეორე ნაწილი ზოოპარკს ეკავა,არ ვიცი რად უნდოდა რიჩარდს ეს ცხოველები,მათი სისხლით იკვებებოდა თუ უბრალოდ ცხოველების მოყვარულნი იყვნენ.მთელი ღამე ვათვალიერებდი სხვადასხვა ეგზოტიკურ ცხოველებს.მერე რიჩარდმა მისი ფარეხი დამათვალიერებინა,რომელიც სავსე იყო ახალთ ახალი მოდელებით,ავტომობილები მისი გატაცება იყო ,ცხოველები კი ალბათ მისი შვილის.ზოოპარკის იქეთ უზარმაზარი საცირკო კარავის მსგავსი შენობა იდგა,რომელსაც ასეც ეწერა „ცირკი“.
-ალბათ ფიქრობ ,რას აკეთებს ცირკი ჩემს სამფლობელოში?
-ცირკიც და ზოოპარკიც.
-მე და ანდრეას გვინდოდა რომ ჩვენი სახლი ,არ დამსგავსებოდა საშინელებათა ფილმს,გადავწყვიტეთ რომ კარგი იქნებოდა თუ ამ მიყრუებულ ადგილს ,ღირსშესანიშნაობად გარდავქმნიდით,იმით დავკავდით რაც ყველაზე კარგად გამოგვდიოდა,ცხოველების გაწვრთნა დავიწყეთ.
-ძალიან საინტერესოა! ამ ლომებსაც თქვენ წვრთნით?
-კატისებრი ცხოველები ანდრეას მოსწავლეები არიან.მე ალიგატორთან მაქვს საქმე,პითონთან,გორილებს მორიგეობით ვუვლით,ჟირაფიც საერთოა და სპილოები ისე დარბიან ჩვენს ეზოში როგორც ,ფინიები.-უკვე გულიანად იღიმებოდა.
-მართლა ძალიან საინტერესოა,ამდენ ცხოველს მარტო უვლით?
-არა , ცირკის იქეთ კიდევ ერთი სახლი დგას იქ კი დანარჩენები არიან,მარტო მე და ანდრეა როგორ მოვუვლით ამდენ ცხოველს.
-არ მოიწყენთ!
-ნამდვილად.
-უკვე სადაცაა გათენდება!
-მართალი ხარ! საუზმის დროა,უნდა მოვასწრო ანდრეას გაღვიძებამდე.

****
ჩემს ოთახში დავბრუნდი დამაინტერესებდა როგორი იქნებოდა აქურობა მზის ამოსვლის შემდეგ.გამოვიცვალე,კეისიდან ცხოველის სისხლით გავსებული პაკეტი ამოვიღე და გადავცალე,ვიგრძენი როგორ ვივსებოდი ენერგიით და გამაჟრიალა.
ამ ხნის განმალობაში თვალს არ ვაშორებდი ფანჯრიდან ხედს,ვუყურებდი როგორ თენდებოდა,თანდათან მაღიზიანებდნენ მზის მწველი სხივები.შავი ჯინსი ჩავიცვი თეთრი მაისური და ზემოდან ტყავის ქურთუკი,მუქი სათვალეებიც გავიკეთე ,მზის სხივებისგან რომ დამეცვა ჩემი თვალები.ვიფიქრე ჩემს ოჯახს შევუერთდები მეთქი,რომელიც ალბათ მისაღებში,მიცდიდა მაგრამ ჩემი ყურადღება რაღაც უფრო საინტერესომ მიიბყრო,ფანჯარა გამოვაღე და მივაყურადე,გავიგონე გულის სტაბილური ცემა ,სისხლის ნაკადის მიმოქცევის ხმა .ასეთი ხმები ღამის განმალობაშითაც მესმოდა,ბუნებრივია ჩემი ფანჯრის ქვემოთ რამდენიმე მეტრში ,ცხოველების მთელი კორიანტელი იყო,მაგრამ ამ ხმებმა ჩემი ყურადრება კიდევ მიიბყრეს ,გავუგონე ღრმა ამოსუნთქვა ,წყლის ხმა,მერე კი ქვითინის.მივხვდი ,ეს ხმები,იმ სახლიდან მოდიოდა იგი პირდაპირ ჩემი ფანჯრის ქვემოთ იყო.სახლს შუშის სახურავი ჰქონდა ,მაგრამ მასზე ვერტიკალურად იყო მიმაგრებული თეთრი და მწვანე ფარდები.შიგნით გავარჩიე პატარა სამზარეულო,მისაღები მის გვერდით ალბათ აბაზანა იყო რადგან პლასთმასით იყო დაფარული,მის გვერდით კი საძინებელი მასზე შიფონის გამჭირვალე ფარდები იყო,ზემოდან დავინახე საწოლი რომელიც ჯერ არეული იყო და ალბათ ჯერ კიდევ თბილი.ყველაფერს ინტერესით ვუყურებდი იმ ქათქათა სახლში.ყველა პატარა მოძრაობაც იქცევდა ჩემს ყურადღებას ,მაგრამ ერთმა სილუეტმა ჩემი არსება განრიდა,ალბათ სტაბილურად რომ ვსუნტქავდე ახლა შეჩერებული მექნებოდა.საშუალო სიმაღლის ლამაზი სილუეტი შემონარნარდა საძინებელში,მის ტანს მხოლოდ თეთრი მოკლე შორტები და ტანზე მოტმნასნილი თეთრი ,ბრეტელებიანი, თითქმის გამჭირველა ტოპი ფარავდა. მისი წაბლისფერი თმები ზემოთ აეწია , ოდნავგარუჯული კანი ჰქონდა .ოტახში შემონარნარდა და საწოლის სწორება დაიწყო,მერე რამდენიმე წუთით ისევ გაქრა,შემდეგ ტანსაცმელები გამოიტანა ლოგინზე დააწყო და გამოცვლა დაიწყო.ამ სანახაობას ვერაფრით გამოვტოვებდი ,კიდევ უფრო დიდი ვნებითა და ინტერესით ვუყურებდი მის იდეალურ ტანს,მკერდს და ვტკბებოდი აქამდე აღმოუჩენელი სილამაზით.უცებ მისმა ზღვასავით ლურჯმა თვალებმა ,ზემოთ ამოიხედეს,მეც წამის მეასედში მოვშორდი ფანჯარას.ვერ დამინახა, მაგრამ მიგრძნო.მისი მეორედ დანახვის დიდი სურვილი გამიჩნდა ასე რომ ქვემოთ კიბეებზე ჩავიქროლე დამისაღებში გავჩერდი.
-დილა მშვიდობისა-სევდიანი ირონიით მომესალმა რიჩარდი.
-დილან უკვე გაიღვიძე-ჩაიხითხითა ლილიმ -ძამიკო მე უნდა დაგემშვიდობო შენთან ამოსვლას ვაპირებდი.
-სად მიდიხარ?
-მივდივართ-შემისწორა კამილამ.
-კი ,მაგრამ რატომ?-გავიკვირვე მე,-თქვენ ხომ გინდოდათ ჩამოსვლა?
-ეს ვავიჩების კვალის ასარევად გავაკეთეთ.-გამომიტყდა მამა და თავი ძირს ჩაქინდრა.
-მამა ! ჩემს გამო მოვედით აქ?-თავი უხერხულად ვიგრძენი ,რიჩარდმა ცოლი სულ რამდენიმე დღის წინ დამარხა და ახლა ჩემი მასპინძლობა უწევდა.
-რას ამბობ!მისი მეგობარი მოინახულა ,და ჩემთან რჩება,ქალები და შენი ძმები სხვაგან მიდიან.-თითქოს ჩემს წუხილს მიხვდა და ეჭვები გამიქარწყლა რიჩარდმა.
-უბრალოდ გვინდა რომ სხვა ადგილას წავიდეთ!-ამიხსნა დედამ-შენ არაფერ შუაში ხარ ის იდეა რომ ვავიჩებს კუდიდან ჩამოვიშორებდით ,დღეს დილას მოგვივიდა მაგრამ არიზონაში წასვლა დიდი ხანია რაც მინდა,მამაშენი მარტო არ მიშვებს და შენს ძმებს მაყოლებს თან გოგონებს კი ინტერესი ამოზრავებთ.
-კარგი,ნატალიას კარგად მოექეცით აჭამეთ მაინც .
-კარგი-ჩაიხითხითა ბობიმ და ნატალიას ხელი შემოხვია და ლოყაზე აკოცა,გამიკვირდა ასე არასდროს უქნია.ეს რაღაც ჯადოსნური ადგილი იყო.
-ანდრეას არ ნახავთ?-უხერხულად სცადა დროის გაწელვა რიჩარდმა.
-არ არის საჭირო არ გვინდა გავაღვიძოთ -დაამშვიდა დედამ.
-შევაშინოთ-შეასწორა ლილიმ.
მე და მამამ ისინი გავაცილეთ,ვერ ვხვდებოდი რატომ მიიჩქაროდნენ ასე .უკანა გზაზე მამამ კიდევერთხელ გამაფრტხილა რომ არც ცხოველებისთვის და არც ანდრეასთვის არაფერი დამესავებინა.მეც გულიანად გავუჭიმე და იგივე შევახსენე.როდესაც რიჩარდის სახლში დავბრუნდით ,რიჩარდმა მისაღებში ბურბონზე დაგვპატიჟა.დიდხანს ვლაქლაქებდით და არც გვბეზრდებოდა.ამ დროს სახლის პატარა დიასახლისმა უკმაყოფილოდ შემოვიდა ოთახში.
-გამარჯობათ-ფრთხილად და გაუბედავად მოგვესალმა ანდრეა,ახლოდან კიდევ უფრო ლამაზი იყო ამირა კი არა ანგელოზია მეთქი გავიფიქრე.-მამა გორილების და ლომების ბარიერების გადატანა ,მოშორებით მოგვიწევს.
-რა მოხდა საყვარელო?-გაუღიმა რიჩარდმა.
-მთელი ღამე არ მაძინებენ,არ შეიძლება მათი წყვილებად გაჩერება.გეფიცები სამჯერ შევამოწმე ფანჯრიდან ,დედალი გორილა ცოცხალი თუ იყო.ნამდვილად არ ჰქონდათ მეგობრული აქტი.-თავმობეზრებული და აღშფოთებული საუბრობდა.
-რას შვებოდნენ?-გადაიხარხარა რიჩარდმა და აყვა მამაჩემიც.
-მამა ! ამ ლომებმა კიდევ ძილი არ იციან რა არის როგორ შეიძლება საათში ორმოცდაათჯერ?-თვითონაც იღიმებოდა ,ალბათ ცდილობდა,რომ ამ ღიმილით მისი სევდა დაემალა.დრეს დილით ხომ სწორედ ეს მხიარული გოგონა ქვთინებდა გაღვიძებისთანავე.
-გიხაროდეს ანდრეა მალე ლომის ბოკვერები გვეყოლება.-აიმედებდა რიჩარდი.
-მერე მათი გაზრდაც მე მომიწევს ალბათ,მისი მშობლები სხვა არაფერზე ფიქრობენ ,ასე გადამიხადეს სამაგიერო?მე ხომ ორივე სიკვდილს გადავარჩინე.-ირონიუულად საუბრობდა ლომებზე.
-წამოდით გავისეირნოთ!-შემოგვთავაზა რიჩარდმა.
-შესანიშნავი იდეაა-დავეთანხმე მე.
ანდრეა წინ მიაბიჯებდა და ყველა ცხოველს ეფერებოდა ,გისოსებს მიღმა და ტან მათ სახელებზე და ხასიათზე გვესაუბრებოდა,ბოლოს ლომების ბარიერტან მივიდა და ჩაახველა,ლომებმაც მის დანახვაზე წამოხტნენ და ბარიერტან დაიწყეს სოსიალი.ანდრეა კი აქედან ეფერებოდა ორივეს.შემდეგ იაგუარისა და პანტერას ბარიერებთან გაგვაჩერა და მისი მსგავსი არსებები ბარიერიდან გამოიყვანა,ისე იქცეოდნენ როგორც შინაური კატები,თუმცა ჩვენ არ მოვწონდით და გამუდმებით გვიჩხაოდნენ.
-მგონი ამ საოცარ არსებას არ მოვწონვარ.-ვთქვიი მე და ოდნავ უკან დავიხიე.
-უჭირთ ჩვენნაირების მიღება-დამამშვიდა რიჩარდმა.


***********
მთელი დღე ცხოველებს დავუთმეთ,როგორც წესი ამ ოჯახისთვის ეს ჩვეულებრივი საქმე იყო,ყოველი მათი დღე ველურ ბუნებასთან ერთად იწყებოდა.არც მე და მამა ვყოფილვართ წინააღმდეგი,ძალიან მოგვწონდა განსხვავებულ გარემოში ყოფნა.
ჩვენი სახლი ძალიან პირქუში და სულამოცლილი იყო,ამ სახლში ყველაფერი მომწონდა ,ყველაფერი მასპინძლების ჩათვლით.
საღამოს ისევ ბურბონს შევექციეთ,ერთადერთი რაც ადამიანობასთან გვაკავშირებდა სასმელი იყო,მართალია ისე ადვილად არ ვთვრებოდით როგორც ადამიანები,მაგრამ მაინც დიდ ადრენალინს ვიღებდით ,მისგან.ეს გრძნობა როდი შეედრებოდა სისხლის სმას და სისხლის სმა ,ანდრეას ყურებას.ნელნელა ვგრძნობდი რომ აღარ გამირბოდა,მაგრამ მაინც ფრთხილობდა ჩემთან მიმართებაში,ხანდახან ერთად ვაჭმევდით ხოლმე ცხოველებს,ერთ ერთი ასეთი საქმიანობის დროს ,გამომკითხა ჩემს შესახებ ,მეც ყველაფერი მოვუყევი რასად საჭიროდ მივიჩნევდი და რაც ძალიან არ შეაშინებდა.ძალიან ზლიერი ხასიათის ადამიანი ,იყო და ასეთ ირეალურ ამბებზე ,ჩვეულებრივად რეაგირებდა.
-დილან რა არის ყველაზე მაგარი ვამპირობაში?-შემეკითხა ანდრეამ.
-ალბათ სისწრაფე,ძალა ,უკვდავება რავიცი ის რომ შენი ემოციები გაათასებულია.-დავიწყე ჩამოთვლა და თანაც ვაცნობიერებდი ,რომ ყველაფერი ეს სისულელე იყო.
-რას ნიშნავს ემოციების გაათასება?
-რას და თუ მძულს იმაზე მეტად ვიდრე ადამიანს შეუძლია,თუ გავბრაზდი ,იმაზე მეტად ვბრაზოვ ბიდრე ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა ამას,და თუ მიყვარს ...
-რა თუ გიყვარს?-ჩამეკითხა და სევდანარევი ღიმილი გადაკრავდა სახეზე.
-თუ მიყვარს ვიქცევი როგორც იდიოტი!-ჩავილაპარაკე და თავი ჩავხარე.
-ვერ მივხვდი-გაიღიმა და მის საქმეს შეუბრუნდა.
-თუ მიყვარს იმაზე ძალიან მიყვარს ვიდრე ადამიანს შეუძლია,და თუ მეშინია იმაზე მეტად ვიდრე ადამიანს შეიძლება ეშინოდეს.-დავაბოლოვე მე.
-გასაგებია!-ჩაიჩურჩულა და ზურგი მაქცია.
მე მის უნაკლო სხეულს ვათვალიერებდი,თვალს ვერ ვწყვეტდი მას,მაგრამ მეშინოდა,მეშინოდა მისი დაკარგვის.შემეძლო მისთვის შთამეგონებინა რაც მინდოდა,ჩემთან დაწოლა,ჩემთან ერთად გაპარვა ყველაფერი რაც მომინდებოდა,მაგრამ მე მის სურვილს ვუცდიდი,როგორც წამებული სიკვდილს.
სახლში მალევე ავბრნდი ,უკვე მეშინოდა რომ თავს ვერ შევიკავებდი.მამა და რიჩარდი კაბინეტში ისხდნენ .უზარმაზარ კაბინეტში რომელიც გავსებული იყო ყველა ეპოქის უძვირფასესი ეკზემპლარებით.თანაც ყველანაირი ჟანრისა და სტილის ნამუშევრებით.
-ალბათ ეს ორი ადამიანი პოეზიაში ჩაეფლო!-ვთქვი მე.
-დილან! პოეზიაც საჭმელია ოღონდ სულიერი.-გამეხუმრა მამაჩემი.
-დილან ,მე დიდი ხანია რაც გაკვირდები ,მგონის სისხლთან და ადამიანებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გაქვს-უხერხულად შეიშმუშნა რიჩარდი-მოკლედ საკუთარი თავისთვის კონტროლის გაწევა შეგიძლია.მოკლედ მე და მამაშენი მივდივართ,სულ ხვალ საღამომდე,მაგრამ ანდრეა სამხრეთით უნდა წაიყვანო,და ვეფხვის წამოყვანაში დაეხმარო.
-ვეფხვის?-ყველაფერს მოველოდებოდი ამის გარდა.
-ჰო ,გადავწყვიტეთ კიდევ ერთი ცხოველი შევმატოთ,ჩვენს ზოოპარკს,რამდენიმე დღეში გავხსნით და ადამიანებსაც შეეძლებათ მონახულება,არც ზედმეტი შემოსავლის წყარო მაწყენს.
-რათქმაუნდა არ იდარდოთ ,როდის უნდა წავიდეთ?
-ჩვენ ახლავესვე გავდივართ,ანდრეას დავემშვიდობები და წავალთ,თქვენ ზეგ დილით,უნდა წახვიდეთ.
-რათქმაუნდა, ჩემი იმედი გქონდეთ!-თავდაჯერებულად წარმოვთქვი და ამ დროს გონებაში ფეიერვეკმა იფეთქა.
ოთახიდან გავედი მაგრამ ,გავიგონე როგორ ეუნებოდა მამა რიჩარდს-არ გეშინია ,შენს ქალიშვილს , გამოუცდელ ვამპირთან ერთად რომ ტოვებ?ხომ იცი წინაარმდეგობას ვერ გაუწევს“-ამბობდა მამა.
-რატომ გგონია ასე? ფიქრობ რომ ვამპირები ამინებზე ძლიერები ვართ?-გააპროტესტა რიჩარდმა ირონიული სიცილით.
-რათქმაუნდა,იქნებ თავი ვერ შეიკავოს და უარი ვერ თქვა სისხლზე?-ჩაფიქრებული აპროტესტებდა მამა.
-იცი ამინები ყველაზე ძლიერები არიან,თუ თავი შეგაყვარეს,იქეთ დაალევინებ შენს სისხლს!-გაუხუმრა რიჩარდმა.
-მერე შენ როგორ ფიქრობ?-ჩაეკითხა მამამ.
-თავს ვდებ რომ უყვარს.-უპასუხა რიჩარდმა,რასაც ორივეს ხითხითი და ჭიქების ერთმანეთზე დაჭახუნება მოჰყვა.
აი თურმე რატომ მაინც და მაინც მე,მგონი მამას ყველაფერი თავიდანვე ჰქონდა გათვლილი.“სლაც არ ვარ წინააღმდეგი თუ გინდათ ტელი ცხოვრება მე დამიტოვეთ“გავიფიქრე გულში და ჩემს ოტახში ავედი.
მამები გავაცილეთ და მარტო დავრჩით ამ უზარმაზარ სახლში,ყველა ზოოპარკის თანამშრომელი დიდი ხანია თავის სახლში ისვენებდნენ.
-და ახლა რა გავაკეთოთ?-შევეკითხე ანდრეას,და ჩემი ეშმაკური მზერა მივაბყარი,თვალებით ვჭამდი ,მაგრამ ამას მოვეშვი როცა მისი შესინებული მზერა დავინახე.
-მე დასაძინებლად წავალ.-ჩაიჩურჩულა და კიდევ ერთხელ მიმახვედრა იმას რომ ჩემი საფირმო გამოხედვა აქ უადგილო იყო.
-ანდრეა ძალიან გთხოვ ნუ გამირბიხარ,გინდა რაიმე ფილმს ვუყუროთ ,შენი ხათრით რამდენიმე პოპკორნის სიმინდს გადავყლაპავ.-ვევედრებოდი მე.
-იცი ჯამბაზის ვაკანსია თავისუფალი გვაქვს,შემოგვიერთდები?-გაეღიმა მაგრამ მერე მალევე დასერიოზილდა და თავი ჩახარა.
-სიამოვნებით-ჩავიხითხითე მე და ისიც მოეშვა.-ნუ ხარ ასე დაძაბული-მკლავზე ხელი გავკარი ,საცოდავი ტკივილისგან შეიჭმუხნა-მაპატიე!უხეშად მომივიდა.
სრული იდიოტივით ვიქცეოდი,როცა ინტერესი გამოვიჩინე შეეშინდა,როცა ასე მოზარდივით ვიქცეოდი ჩემტან უფრო თავისუფლად იყო ,მაგრამ მე ვგრძნობდი სრულ იდიოტად თავს.ასე რომ გენიალური იდეა მომივიდა !გადავწყვიტე ცოტა მეეშმაკა.ანდრას სახეში მოვკიდე ხელი თვალებში ჩავხედე და შთავაგონე.“შენ ჩემი არ გეშინია,აკეთებ მხოლოდ იმას რასაც გინდა,არ მოგერიდოს ჩემი“ შთავაგონე და მეც მომეშვა,ამიერიდან მეც ისე მოვიქცეოდი როგორც წესია და ჩემი არ შეეშინდებოდა.რეზულტატი განმაცვიფრებელი იყო.
-დილან!-დამიძახა ატირებულმა ანდრეამ-ჩამეხუტე!
მეც არ დავაყოვნე ნაზად ჩავიკარი იგი გულში და მისი გასაჭირი ბოლომდე მოვისმინე.
-დილან ,მე ძალიან მიჭირს დედის გარეშე,ვხედავ რომ მამაც შეიცვალა ,არ ვიცი იქნებ ცემი ბრალია რომ დედა გარდაიცვალა,ბავშვობაში მე ვუთხარი რომ ვამპირად არ გარდაქმნილიყო.მერე უკვე მამაჩემზე ძალიან ასაკიანად გამოიყურებოდა,ამის რცხვენოდა ,სახლში იმალებოდა მამასაც არ ელაპარაკებოდა,ძალიან ცუდათ მოვიქეცი.
-არა ,ასე ნუ ფიქრობ ეს მისი გადაწყვეტილება იყო,შემ მას აზრს ვერ შეაცვლევინებდი,იმიტომ რომ პატარა იყავი,და აზრს შენ არ შეგეკითხებოდა.დედამ ასეთი გზა აირჩია.
-მე ვიყავი ამ გზის საწყისი.-ქვითინებდა ანდრეა.
-დამშვიდდი,შენი ბრალი არ არის.
რამდენიმე წუთი ჩენს გულში მყავდა ჩაკრული ,უკანა ეზოში ჰამაკში ვიწექით და უბრალოდ ვდუმდით.მერე ანდრეამ თავი წამოწია ,მე დამიწყო ყურება,მე ისედაც მას ვუყურებდი თავი მივუახლოვე და ნაზად ვაკოცე ტუჩებში,მერე ამან შემიყოლა და მინდოდა რომ გამეგრძელებინა მაგრამ მან საწყლად ამოიკვნესა,და ხელი გავუშვი.
-გატკინე რამე?-შეწუხებულმა შევხედე მას.
-არა ,ძალიან მეძინება!-თავი მკლავზე დამადო.
-თუ მე გამირბიხარ?-შევუსწორე მე.
-დილან აქ ვიყინები ,ჩემს ოთახში მინდა.
ხელში ავიყვანე და მის სახლთან წამში აღმოვჩნდი,სახლიც ისეთივე ლამაზი და კოხტა იყო როგორიც თვითონ.საძინებელში შევიყვანე საბანი შემოვახვიე და გვერდით მივუწექი.საბანში გახვეული ტანზე მომეტმნასმნა და მეც შემოვხვიე ხელები.გულში ვნანობდი რომ ამის გაკეთება ვაიძულე მეთქი,მაგრამ მე მას ის შთავაგონე,რაც გინდა ის გააკეთე,მეთქი ესეიგი თვითონაც არ იყო ჩემს მიმარტ გულგრილი?ამ აზრზმა ტანში სასიამოვნოდ გამცრა და კიდევ უფრო დიდი მონდომებიტა და სინაზით დავუწყე კოცნა.






********
დილით ვიგრძენი რომ რაღაც ძალიან ცხელი ესვენა ჩემს სხეულზე,ნაზი და ფაფუკი იყო,არ ინძრეოდა მაგრამ მისი თვალები მე მიყურებდნენ.
-ძალიან მიყვარხარ!-ჩავჩურჩულე ყურში.
-მეც!მაგრამ აზრზე არ ვარ ეს როგორ გავბედე!-მანავაც იგივე ტონიტ მიპასუხა და თან განაბული იყო.
-შთაგაგონე,რომ ის გაგეკეტებინა რაც გინდოდა,და ჩემი არ შეგშინებოდა.-გამოვუტყდი მე ,და თან მივხვდი რომ ყველაფერი გავაფუჭე.
ხელი რაც ძალი და ღონე ჰქონდა სახეში გამარტყა,მერე ზემოდან მომექცა და ტუჩებზე კბენა დამიწყო.
-გეყოფა ,თორებ შემომეჭმები.-შევაჩერე მე.
-შენ მითხარი რაც გინდა ის გააკეტეო,და თან ჩემი არ შეგეშინდესო.-შემახსენა ანდრეამ და ახლა ჩემს ყურებს მიადგა.
-ანდრეა,ქალიშვილი ხარ?-ფხუკუნით შევეკითხე.
-ეგ როგორი კითხვაა?-კატასავით დაიკნავლა.
-არა უბრალოდ ჩემთან დაკარგვას არ გირჩევ.-გულიანად ავხარხარდი.
-შთამაგონე რომ სულ სიმართლე გითხრა თორემ,ჩემი სიამაყე არ მიშვებს.
-არ მინდა ისედაც გასაგებია ყველაფერი-ვნებიანად ვუთხარი ყურში.
ზემოდან მოვექეცი და ნაჭრებისგან განთავისუფლება დავუწყე,ტანაც რაც შემეძლო თავს ვიკავებდი რომმისთვის არაფერი დამეშავებინა,ყველაფერს ნაზად ვაკეთებდი,მაგრამ მისტვის მაინც სწრაფად იყო,მერე რამდენიმე წამი ხელი გავუშვი თვალები დავხუჭე რომ გამეცნობიერებია რას ვაკეტებდი და ისევ ტანსაცმლის ხევას შევუდექი.ტანიდან ყველა ნაჭერი შემოვახიე,თვითონ კი მისი სუსტი ხელებით ჩემს ტანსაცმელს ეპოტიალებოდა.ამაზე გამეცინა მისი ხელები გავაჩერე ,ჩემს ხლებში მოვიმწყვდიე და დავუკოცნე.საწოლზე დავაგდე შიშველი და გახდა დავიწყე,მერე მისი სხეულის ყველა ნაწილს სათიტაოდ დავუწყე მოფერება,მისი გულის ცემა მელოდიასავით ჟღერდა ჩემთვის,და არა მაცდური სიკვდილივით.თავი ადამიანად ყველაზე ბედნიერ არსბად ვიგრძენი.მუხლებზე დავჯექი ,ზემოდან ანდრეა შემოვისვი ,მკერდზე მივიხუტე და მთელი სინაზით,ვცდილობდი რომ მისთვის სიამოვნება მიმეყენებინა,პირველად ვაკეტებდი ამას სხვისი სიამოვნების გამო, ძალიან სუსტ ბიძგებს ვაკეთებდი,მაგრამ მისთვის მაინც ძლიერი იყო ჩემი სხეული,ზედმეტად ძლიერი,რაც მთავარი იყო ემოციებს არ ავყოლოდი და მისთვის რამე არ დამეშავებინა.ადრე როცა სხვა ქალებტან ვიწექი ან ლოგინს ვამტვრევდი ან ბალიშებს ვხევდი,ახლა ვცდილობდი რომ ანდრეა არ შემეშინებინა და მთელ ემოციებს შიგნით ვამწყვდევდი. რამდენიმე ბიძგის შემდეგვიგრძენი სისხლის სუნი,მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.უბრალოდ ბედნიერი ვიყავი პირველობით.



№1  offline წევრი ლაილა

საინტერესო და განსხვავებული ჩანს. ველოდები შემდეგ თავს. თუ არ დააგვიანებ, მიუხედავად ისტორიის სიდიდისა არ მგონია მობეზრდეს მკითხველს. მთავარია ძალიან არ გვალოდინო <3 წარმატებები

 


№2  offline წევრი Soow

ლაილა
საინტერესო და განსხვავებული ჩანს. ველოდები შემდეგ თავს. თუ არ დააგვიანებ, მიუხედავად ისტორიის სიდიდისა არ მგონია მობეზრდეს მკითხველს. მთავარია ძალიან არ გვალოდინო <3 წარმატებები

არ დაგიგვიანებთ მერწმუნეთ!

 


№3 სტუმარი

იცი რა არის მე უკეთეს ველოდებოდი, არც დილანი გყავს აღწერილი საინტერესო პერსონაჟად,ნუ მე მაგალითად არ მომეწონა, უბრალოდ ჟინზეა აყოლილი. აშკარად ეტყობა ბინდის გავლენა, და მოვლენები კი ძალიან სწრაფად ვითღდება, და რავი

 


№4 სტუმარი Nino

Zalian momecona magram ar mindoda ase male sheyvareba

 


№5  offline წევრი Soow

ძალიან მიხარია რომ ზოგიერთს მოგეწონათ,მაგრამ საერთოდ არ განვიტარდება მოვლენები ისე როგორც თქვენ გგონიათ.სულ არ მინდოდა რომ ეს ისტორია ბანალური გამომსვლოდა ამიტომ ,უფრო კარგად რომ გაიგოდ რა მოხდება მეორე თავი წაიკითხეთ.დილანის დახასიათება მომდევნო თავებში იქნება,თვითონ ხო არ დაიხასიათებდა მის თავს,ბიჭია მაინც,რაც შეეხება დილანისა და ანდრეას ურთიერტობა,რომანტიულად და ნამდვილ სიყვარულად ნუ მოგეჩვენებად მე სულ სხვა გეგმები მაქვს,ორივესთვის.ბოლომდე თუ მომყვებით და წაიკითხავთ მოგეწონებათ!მაგრამ ბედნიერი დასასრულებს,და თავგანწირვებს თუ მოელოდებით სჯობს არარ წაიკითხოთ.
ჩემს მოთხრობა სისხლის ბენელი მხარე ჰქვია,ესმაინც შეგახსენეთ:)

იცი რა არის მე უკეთეს ველოდებოდი, არც დილანი გყავს აღწერილი საინტერესო პერსონაჟად,ნუ მე მაგალითად არ მომეწონა, უბრალოდ ჟინზეა აყოლილი. აშკარად ეტყობა ბინდის გავლენა, და მოვლენები კი ძალიან სწრაფად ვითღდება, და რავი


ხო ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს ,საერთოდ მთავარი პერსონაჟი დილანი ძალიან შეიცველბა და საერთოდ ისიც არ იქნება ბევრი პერსონაჟიბი შემოვა.
იქნება,უბრალოდ ცოტა მოთმინება გმართებთ.

Nino
Zalian momecona magram ar mindoda ase male sheyvareba

:D ძალიან დაგამწუხრებ,მაგრამ ჯერ ჯერობით არანაირ სიყვარულზე არ მაქვს საუბარი:) ანუ ორმხრივზე რათმაუნდა.მეორე თვაიც წაიკითხეთ და მიხვდებით რასაც ვამბობ.

 


№6  offline წევრი Lu Miki

ძალიან ბევრი სიტყვა გიწერია შეცდომით. გთხოვ ეცადე უფრო გამართულად და ჩამოყალიბებულად წერო. დიალოგებიც რაღაცნაირად გიწერია. შინაარსი კაია. ცოტა დახვეწა აკლია
--------------------
θεόνα

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent