შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორში ერთი 9


30-01-2016, 17:33
ავტორი Mari javaxishvili
ნანახია 1 635

თავი 9
კოლეჯში პირდაპირ ბარბარასკენ გავემართე, ახლა შუა დღეა ამიტომ ის გარეთ იქნება, რომელიმე ხესთან ჩამომჯდარი, დასასვენებლად. როგორცვე დამინახა ჩემსკენ წამოვიდა და იმდენად ძლიერ ჩამეხუტა რომ რამის გავიჭყლიტე " ამ პატარა სუსტ
გოგოს ამხელა ძალა როგორ აქვს? " ფიქრებში გამეცინა.
-ღმერთო როგორ ვნერვიულობდი შენ ვერც კი წარმოიდგენ, მაგდა ასე აღარასდროს შემაშინო, უკვე შენთან წამოსვლას ვაპირებდი.... ახლა როგორ ხარ
წამლებს სვავ? ექიმის დანიშნულებას ხომ ზუსტად მიჰყვებოდი?
-ბარბარა დაწყნარდი, ყველაფერი რიგზეა და შემომხედე მე კარგად ვარ - დამაჯერებლობისთვის გავიღიმე - ქერა თოჯინებმა რამე ხომ არ დაგიშავეს? -
ჩემს სახეზე ღიმილი ესევე წაიშალა და მრისხანებამ მოიცვა
-არა ახლოსაც კი არ გამკარებიან, მომენატრა შენთან საუბარი - მითხრა და ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა საწყალი სახის მისაღებად
-ხომ.... მოდი ამ საღამოს სადმე წავიდეთ გავერთოთ
-მაინც სად? ხომ იცი მე კლუბებში არ დავდივარ მაგდა
-არა სულელო ეგ საიდან მოიტანე - გამეცინა - ძალიანაც არ მიყვარს მაგრამ შოპინგი შეიძლება, განტვირთვაა საჭირო, მძიმე კვირის შემდეგ - ვთქვი და დავეკრიჭე
-კარგი იდეაა - გაეცინა - მართლა არ დამავიწყდეს, იმან გიკითხა, ხესთან რომ დგას და ბიჭებს ელაპარაკება - ბარბარას მზერას თალი გავაყოლე
-ლუკმა? - მის დანახვაზე გული მეტკინა, მგონი ამას ასე ეძახიან. ყველაფერი გამახსენდა რაც მაშინ მოხდა, მგონი ზედმეტი მომივიდა " ჯანდაბა მაგდა
მან შენ არცკი დაგიცვა თავის მეგობრებთან, ნუ სულელობ " ჩამძახა ქვეცნობიერმა " მართალი ხარ " რომ დავფიქრდი მივხვდი მართლა სისულელე გავიფიქრე. ლუკმა აქეთ გამოიხედა, ჩემს დანახვაზე კი ჩვენსკენ დაიძრა
-ხო ზუსტად მან - მითხრა მომღიმარმა
-მაგდა - მომესმა ბოხი ხმა
-გისმენ ლუკმა - ვუპასუხე ძალზედ მშვდად, ცოტა არ იყოს მეთვითონაც გამიკვირდა ეს როგორ მოვახერხე
-უნდა ვილაპარაკოთ - მშვიდი ჩანდა, მაგრამ ეტყობოდა რამდენად უჯდებოდა ეს ყველაფერი, მივხვდი რომ არას თქმა მას განარისხებდა და ამით თვითკონტროლს დავაკარგვნინებდი
-ბარბარა დღეს საღამოს როგორც შევთანხმდით, მოემზადე და გამოგივლი - გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე
-კარგი, კარგი - ეშმაკური გამომეტყველება მიიღო და წავიდა
-აბა რა საქმე გაქვს? - ვკითხე ლაღად
-გამომყევი - ზურგი მაქცია, მეც გვერდით ამოვუდექი და მას გავყევი. საუბრის ხასიაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცოდი, პატარა არასწორ საქციელზეც კი აფეთქდებოდა, ამიტომ წინასწარ დავიწყე თავის კონტროლში აყვანა რომ რაიმე შეცდომით არ
გამეკეთებინა
-ჩაჯექი მანქანაში - მიბრძანა " დაწყნარდი მაგდა თავი ხელში აიყვანე " მიმეორებდა ქვეცნობიერი " ჯანდაბა! " დავიყვირე ფიქრებში " დაწყნარდი თუ ახლა აფეთქდები, კატასტროფა მოხდება შენ და ლუკი ვულკანს გავხართ, თუ იფეთქებთ, კარგი
არაფერი მოხდება, ორივე დაზიანდებით, გაითვალისწინე ეს! " გამაფრთხილა მეორე მემ " კარგი შენ გაიმარჯვე " დავნებდი.
მანქანაში ვიჯექით და სადღაც მივდიოდით, ოღონდ არ ვიცი სად, ირგვლივ მხოლოდ ხეები და დაუსახლებელი ადგილებია. მაინტერესებდა სად მივდიოდით, მაგრამ მე თვითონ არ მიყვარს ზედმეტი კითხვებს რომ მისვავენ, ამიტომ გაჩუმება ვამჯობინე. ზუსტად ერთ საათში ლუკმა მანქანა სადღაც გააჩერა და გადავიდა, მეც მაშინვე მას მივბაძე და გადავედი.
ჩვენს წინ ხედს გავხედე - ვაუ - გაოცებისგან მხოლოდ ამისთქმა შევძელი. ლონდონი ნისლში ჩაძირულიყო, მზის ოქროსფერი სხივები კი შიგნით შეწვას
ლამობდნენ. ისეთი ლამაზი სანახაობა იყო თვალს ვერ ვწყვეტდი. ამ ხედის ყურებით გაბრუებულმა ძვლივს გავიგე ლუკის ხმა
-კარგად ხარ? - როცა ჩემი გაკვირვებული სახე დაინახა, გაეღიმა - შენმა მეგობარმა მითხრა რომ ცუდად ხარ და საავადმყოფოში აპირებდი წასვლას
-ხომ ..... მადლობ ახლა კარგად ვარ -წარბები შევჭმუხნე
-საავადმყოფოში რატომ არ დარჩი - მისმა მკაცრმა ხმამ ცოტა შემაკრთო - ექიმების გაფრთხილების მიუხედავად შენ მაინც არ დარჩი იქ. თავს რატომ არ
უფრთხილდები? - ისევ მისი მბრძანებლური ხმა
-და შენ საიდან იცი, სად დავრჩი და სად არა? - თვალებში შევხედე
-მარტივად, საავადმყოფოში დარეკვა იყო მხოლდ საჭირო - გამოსცრა კბილებში - რატომ არ დარჩი, რატომ წახვედი? - უკვე ყვირილზე გადავიდა
-ხომ იქ არ დავრჩი, მძულს საავადმყოფო, მძულს ექიმები და საერთოდ რაც იქაურობას ეხება ყველაფერი მძულს - არც მე ჩამოვრჩი - ჩემს ძველ
ოცნებებს მახსენებს და ესეც მძულს. და საერთოდ ეს შენ რატომ გაღელვებს, მე ხომ....- აღარ დამასრულებინა
-გაჩუმდი - დამიყვირა - შენ არ უნდა მოგესმინა ჩვენი საუბარი, ეს შეცდომა იყო, მაგრამ შენ.... - ახლა მე აღარ დავაცადე დასრულება
-იცი?... ამას აღარანაირი აზრი არ აქვს. მე შენ განსხვავებული მეგონე ვიდრე სხვა იდიოტი, რომელიც ამ ქვეყანაში უამრავი დადის. ყველაზე ძალიან ის კი არ მეწყინა, რომ შენი მეგბრები ასე საუბრობდნენ ან ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ ჩემზე.
არა! უბრალოდ შენ მე არ მიცნობ და მათ უფლება მიეცი რომ ჩემზე ასე ელაპააკათ, მე ეს შენგან მეწყინა ლუკ. ისეთი არ ვარ როგორიც გგონია, არა საერთდ არ გაქვს წარმოდგენა - ყველაფერი რასაც ვფიქრობდი ვუთხარი და საერთოდ არ ვდარდობდი ამას.
-ჯანდაბა მაგდა, მე ვერ გავარჩიე იარაღი ნამდვილი იყო თუ არა, თვალებს ისედაც ძვლივს ვახელდი - დამნაშავე ბავშვივით თავი დახარა - არ მინდა ყველაფერი ასე უაზროდ დასრულდეს, არ მინდა ამ ინციდენტის გამო ურთიერთობა გავწყვიტოთ -
თვალებში შემომხედა და სევდიანად გამიღიმა
-არც მე ლუკ.... არც მე.... - დანანებით გავაქნიე თავი
-ანუ..... - გაეღიმა, ფუ ამის რა საყვარელია, ჯანდაბა მაგდა მოწყვიტე ეს წყეული თვალები
-შემოთავაზება მაქვს - ეშმაკური სახე მივიღე
-რას მთავაზობ?
-ამას ცოტახანში გაიგებ...... ახლა არა...
-როგორც ჩანს ბევრ ფილმს უყურებ - სიცილით თავი გააქნია
-რა? - ვერ მივხვდი
-სათამაშო იარაღი მაგდა?..... ბევრი პანიკაში ჩავარდებოდა, ასე არ უნდა გაგერისკა, რომ მიმხვდარიყვნენ? ამაზე არ გიფიქრია? რამე რომ მოგსვლოდა ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებდი მაგდა.... - ვუყურებდი ლუკს და ვხედავდი მისი
ღიმილი დაძაბულობამ და სიბრაზემ როგორ ჩაანაცვლა, ახლა ის ამ ყველაფერს ისე მკაცრად ამბობდა, რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-მაშინ მასწავლე თავის დაცვა, - ვუთხარი მთელი სერიოზულობით
-რა? - გაკვირვება ვერ დამალა
-ხო ლუკ მასწავლე თვის დაცვა, ეს მე მართლა ძალიან მჭირდება, მასწავლე იარაღის ხმარება.
-კიმაგრამ შენ ეს რაში გჭირდება - ამან უფრო გააკვირვა ლუკი
-ლუკ შენ მე საერთოდ არ მიცნობ, არ ვარ ისეთი სუსტი როგორიც წარმოგიდგენივარ, მალე გაიგებ ჩემს რეალურ მეს, მაგრამ არა ახლა.
-ეს რას ნიშნავს, რა გულისხმობ?
-იცი ლუკ ყველას აქვს თავისი საიდუმლო წარსულში დატოვებული. მეც არ ვარ გამონაკლისი
-მაგდა არავინ არის გამონაკლისი ყველას ტკივა, მაგრამ ამ ტკივილს სადღაც გულში ღრმად მალავს და იქიდან არ აძლევს გამოსვლის უფლებას, რადგან
ცდილობს რომ დაივიწყოს ყველაფერი და წარსულში
დატოვს, მაგრამ მაინც უწევს ამ ტკივილთან ერთად. ცხოვრება - თვალებში დაჟინებით მიყურებდა და მაკვირდებოდა
-შენს საიდუმლოს ოდესმე გავიგებ? - ვკითხე პირდაპირ ყოყმანის გარეშე
-მხოლოდ მაშინ როცა შენსას მეტყვი - მითხრა სერიოზულად
-მე....მე.... - ვერაფერი ვერ ვუთხარი
-დაგელოდები და როცა მზად იქნები ყველაფერს მომიყვები, ვიცი რომ ჯერ არ მენდობი მაგრამ დამიჯერე მალე ჩემს გარეშე ვეღარ გაძლებ პატარავ - გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა
-დარწმუნებული ხარ? - ვკითხე წარბაწევით
-კი
-მაშინ დამელოდე - გავუცინე
-იცი რაა დრო მოვა და ერთმანეთის შესახებ უფრო მეტს გავიგებთ პატარავ. და აი მაშინ ჩემს სიტყვებს გაიხსენებ. - თქვა და ლოყაზე მაკოცა.



№1 სტუმარი Ana

Tamamad shemidzlia vtqva rom yvelaze kargi mwerali xar da rac mtavaria pasuxis mgebloba gaq ramdenime metxrobis kitxva daviwye da albat weliwadshi ertxel amatebs tavebs shen dzalian kargi xar

Dzaan kaia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent