ისევ შემიყვარე... თავი (23) ნაწილი (2)
მისი თვალები რომ დაგენახათ...არ ჰგავდა ჩვეულებრივს,აი იმ წამს დავრწმუნდი,რომ უკვე ყველანაირი სამაგიერო გადავუხადე ამ სიტყვებით,მის მწვანე თვალებში იკითხებოდა ის დიდი ტკვილი,რომლითაც ცხოვრების გაგრძელლება გაუჭირდებოდა,გაშეშებული იდგა და ადგილიდან არ იძვროდა.ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ შევძლებდი მისი სიყვარული დასრულებას,შევძელი თუ არა? შევძელი და თან როგორ.თამამდ შემეძლო რომ მეთქვა მე ის არ მიყვარდა! არ მიყვარდა! არც მძულდა არც მიყვარდა.როცა სულში გაფურთხებენ ყველანაირ გრძნობას კარგავ.თანაც მერამდენედ ჩამაფურთხა სულში,რამდენჯერ გათელა ჩემი სიყვარული ფეხქვეშ? ახლა უკვე საკმარისია,უკვე მეტისმეტია,მანაც გამოსცადოს რა არის როდესაც ასე გტკენენ და სულს გიწამლავენ.გავაგრძელე თუ არა ისევ იმის მტკიცება რომ აღარ მიყვარდა?აღარ, ხმა აღარც მე ამომიღია,უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი მის ტკივილით სავსე თვალებს,თვალები ხომ არასოდს ტყუიან? შეიძლება სიტყვებმა მოგატყუონ,მაგრამ თვალები არასოდეს ტყუიან,მით უმეტეს,მაშინ როდესაც ეს თვალები ერთ დროს საოცრად გიყვარდა. –ნია თვითონვე გჯერა რასაც ამბობ?–ძლივს ამოიღო ხმა გიგამ –დღეიდან მხოლოდ იმის მჯერა რასაც დავინახავ,ყალბი გრძნობების მჯერა თუ არა? მჯერა თუ არა რომ ამ არსებას სიყვარული შეუძლია? –არ მეგონა თუ ასე დაეცემოდი ნია–ძლივს ამოიღო ხმა დანელიამ –ოჰო მართლა?და ახლა რასაც მეუბნები ამისი არ გრცხვენია? გეყოფა აკო თამაში,აღარ გჭირდება,ყველაფერი ვიცი ისედაც–სახიდან ღიმილს არ ვიშორებდი –და რა იცი მაინც? საერთოდ არაფრის აზრზე არახარ! –ამჯერად როდემდე აპირებდი ამ სიყალბის გაგრძელებას?რაო? ნაცარში ჩაგივარდა ხომ კოვზი? ამჯერად მე დაგასწარი –საერთოდ რაზე ლაპარაკობ შეგიძლია გასაგებად ამიხსნა? –აგიხსნა? შენ რა უნდა აგიხსნა? აღარ მოგბეზრდა? რით ვერ დაიღალე ადამიანო? –საერთოდ რაზე მელაპარაკები? ასე რამ გაგამწარა არ მეტყვი? –მაინდამაინც უნდა ამოგიბეჭდოს შენს დებილ ძმაკაცთან მინაწერი თუ როგორ აპირებ ნიასთან დაჩალიჩებას?–წამოაყრანტალა ლანამ –რა?–გაეცინა დანელიას და ბიჭებს გადახედა–მოიცა,მოიცა შენ რა ეგ მინაწერები წაიკითხე? აუ პროსტა მეთქი რა ეტაკა ამ გოგოს ვერაფრით ვერ მივხვდი,კაი და რა წაიკითხე მაინც? მხოლოდ ის წაიკითხე რაც შენ გაწყობდა ნია? რატო არ წაიკითხე შემდეგ რა იყო? რატო ის არ წაიკიხე ნიაზე ჭკუა მეკეტება და ცხოვრებაში თავს ვერ ვაპატიებ რაც მას გავუკეთეთქო? რატო ნია?! ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და თოკოსთან მინაწერებში შევიდა–შეხედე! კარგად წაიკითხე! მიდი! არ ვიცოდი რა ჯანდაბა მეფიქრა,სულ ავირიე,იმ მინაწერების შემდეგ წერდა რომ ვუყვარდი და ამჯერად მაინც იმედი ჰქონდა რომ ყველაფერი დალაგდებოდა და გამოგვივიდოდა,თავისი ასეთი ცხოვრების გამო იკავებდა ჩემთან ყოფნისგან თავს. თარიღს რომ დავხედე ზუსტად ის პერიოდი იყო ბაკურიანში რომ ვიყავით. –კი როგორ არა,უცებ დაგიჯერე,მოკლედ არ მაინტერესებს რა,სულ რომ კვდებოდე ჩემი სიყვარულით აღარაფერი გიშველის,აქედან წადი!–კარებისენ მივუთითე –შენ მართლა ასეთი არაკაცი გგონივარ? ნია მითხარი –მგონიხარ არა რა! ხარ ! ნიასთან დაჩალიჩებას როგორ აპირებდი?–სიმწრისგან გამეცინა –შენ არასწორად გაიგე,ადრე მართლა მეგონა რო აღარ მიყვარდი და თოკოსთანაც ნათქვამი მქონდა,დაჩალიცებაში შერიგება ვიგულისხმე და საერთოდაც ყველაფერს ისე იგებ როგორც შენ გაწყობს ნია! მიყვარხარ ეს დედამოტ*ნული! გაიგე რა! გაიგე ნია! –შენ მე დებილი ხომ არ გგონივარ ბიჭო?! აბა კარგად შემომხედე! –არასოდეს მიფიქრია რო დებილი ხარ,პირიქით ყველაზე მაგარი გოგო ხარ და ყოველთვის ამას გიმეორებდი ნია –ამას აღარ აქვს მნიშვნელობა,ჩამოუყალიბებელი იდიოტი ხარ,რომელიც აზრზე არაა რა არის სიყვარული,არაფერი შემარჩინე აღარც სიამაყე და აღარც თავმოყვარეობა! ჩემი თავი მეზიზღება იმის გამო რომ შეგირიგდი და გენდე! წაეთრიე ჩემი სახლიდან! –არსადაც არ წავეთრევი და სულ არ მაინტერეებს შენ რა გჯერა და რა არა! არ მოგცემ უფლებას ისევ იგივე ტკივილი გამოიარო,ვიცი რო გიყვარვარ! მეც მიყვარხარ და მოვრჩეთ ამ სისულელეს! –და რას გააკეთებ?–გავეჯგიმე შეგულიანებული ხელი დამავლო და ზურგზე შემომიგდო,იმხელაზე ვკიოდი ყველა გარეთ გამოეფინა,მანქანის კარები გამოაღო და შიგ ჩამტენა,მთელი ძალით დავეჯაჯგურე,მაგრამ არაფერი გამომივიდა.საჭესთან დაჯდა და ადგილს სწრაფად მოწყდა –რასაკეთებ?!–ვღრიალებდი მთელ ხმაზე –იმას რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა! გიტაცებ! –შენ დებილი ხო არახარ? სად გაქვს შენ მაგის ტრ*კი!–გადავიხარხარე,ვიცოდი ამის გასაკეთებლად კაცობა არ ეყოფოდა,თუმცა შევცდი –ბიჭო სად ხარ?–ვიღაცას დაურეკა –გასაღები შენ გაქვს? დილით რო გეუბნებოდი მაგ თემაზე,ხო უეჭველი.თქვენც წამოხვალთ? კარგი,ვერაზე წამოვალ ახლა და მზად დამხვდით. ტანში გამცრა ეს დებილი მართლა ჩემს მოტაცებას ხომ არ აპირებსთქო. –მანქანა გააჩერე დანელია!–დავუღრიალე –ხო გამაგიჟე და გადამრიე?ხოდა ახლა თვითონვე იწვნიე შედეგები! მოგიწევს თითზე ისევ იმ ბეჭდის გაკეთება! –ვაი შე უბედურო! სულ რომ მომკლა შენი ცოლი არ გავხდები! –მაგასაც ვნახავთ! –მეზიზღები გესმის?! გადაგიყვარე ვსიოოო აღარ მიყვარხარ!–ვყვიროდი მთელ ხმაზე –ფეხებზე მკ*დია გესმის?! აღარ მოგცემ უფლებას კიდე მტანჯო,დიდი ხნის წინ უნდა მოვქცეულიყავი ასე! –მე გტანჯო? და შენ საერთოდ აზრზე თუ ხარ მე რა გამოვიარე? ხომ ხედავ ღმერთს არ უნდა ჩვენი ერთად ყოფნა,მანქანა გააჩერე –პირველად რო თქვი ცოლობაზე უარი მაშინ შეცდი შენ! აი მაშინ,საკმარისად არ გიყვარვარ ნია –ასეთი დებილი და დეგეერატი რატო გაგაჩინა ნინომ? –რავიცი აბა, ეტყობა შენთვის გამაჩინა.არა უეჭველი შენთვის გამაჩინა. –საფრთხობელა ხარ! შენნაირი ლოთი და უსაქმური ქმარი არაფერში მჭირდება! –სამაგიეროდ მე მჭირდება შენნაირი ჭკვიანი და ლამაზი ცოლი ბევრი ვეხვეწე და ვემუდარე,თუმცა მაინც არაფერი გამომივიდა,მანქანა არ გააჩერა.მაჯაში ჩამავლო ხელი და ძალით გადმომათრია და თავის სახლში შემათრია.მალე თოკო და თავისი შეყვარებულიც მოვიდნენ. გონს ვერ მოვდიდოდი,მეგონა სიზმარში ვიყავი.რას ვფიქრობდი? მიყვარდა თუ არა? არ ვიცოდი საერთოდ რას ვგრძნობდი.დრო მჭირდებოდა,რომ ყველაფერში გავრკვეულიყავი. –ნია,ჩვენი მესიჯები წაიკითხე?–სიცილით მკითხა თორნიკემ –იდიოტები ხართ ორივე! შენ კიდე ამ დებილთან როგორ ხარ?–იმ გოგოს მივუბრუნდი,რას ვერჩოდი საერთოდ პირველად მყავდა ნანახი –რა ვქნა ვუძლებ–გაეცინა და თორნიკეს გადახედა –ჰო,ჰო იცინე შენ კი არ გიტაცებს იდიოტი! დანელია! დანელიამეთქი! გამოეთრიე! კარები გამიღე თორემ გეფიცები მამაჩემი იმდენს იზამს ციხეშიში ამოგალპობს –სულ ტყუილად გაჰყვირი,თუ ამან აიჩემა უეჭველი გააკეთებს.–თვალი ჩამიკრა თორნიკემ–ისე გურიაში ნამყოფი ხარ? –გურია რა შუაშია? –თაფლობის თვეს იქ გაატარებთ,იცი რა ლამაზია გურია?–სიცილით გადახედა თავის შეყვარებულს –კი,კი აბა რა,ბავშვის მონათვლასაც ხომ არ აპირებ? დანელიამეთქი! სად ჯანდაბაში წაეთრიე! გამიღე კარები!–კარებს დავეჯაჯგურე,თუმცა სულ ტყუილად. ჩანთით ხელში გამოვიდა ოთახიდან დეგენერატი დანელია. –ლადო და გიგაც მოვლენ და დავგაზოთ მერე–გამიღიმა–ნიკაპზე მაგრად მომიჭირა ხელი და თვალებში ჩამხედა,მერე ? მერე რა გააკეთა? ტუჩებში მეცა,ისე მწარედ ვუკბბინე რომ წამებში მომშორდა –არაკაცო! ფუ როგორ მეზიზღები! მოვკვდები და შენ ცოლად არ გამოგყვები! –ისე კარგად გამომყვებიი,აი ნახავ–თითი დამიქნია –საქონელო! –დავუღრიალე რამე უნდა მომეფიქრებინა თორემ ეს უეჭველად წამიყვანდა გურიაში,მე კიდევ მოვკვდებოდი და თავისას არ გავატანინებდი! ამ წუტას საერთოდ ვერ ვგრძნობდი სიყვარულს! ერთი სული მქონდა აქედან წავსულიყავი. თვალები მივბლანდე და გულის წასვლის ინსცენირება გავითამაშე.სამივენი მომვარდნენ –ნია,ნია–შემაჯანჯღარა დანელიამ –რას აჯანჯღარებ შეჩ*მა! აიყვანე დავაწვინოთ საწოლზე–მესმოსდა მათი კამათი აკომ საწოლზე დამაწვინა –ახლა რა ვქნათ? –გული წაუვიდა პროსტა,ბიჭო იქნებ გადაიფიქრო ჰა? –რო გადავიფიქრო მერე აღარ შემირიგდება –აუფ,ასე ხო რასამბობ,უფრო დაკარგავ დამიჯერე –რამე შარი არ აიკიდოთ,არ უნდა ნიას ხო ხედავ ალეკო?–ახლა ტავი თოკოს შეყვარებულმა გამოყო –გონს არ მოდის ბიჭო,რა ვქნათ? –ძალიან კარგი! არც მოვალ გონს სანამ ნერვები არ მოგეთხრებათ –დამაცადე ტვინს ნუ მიტ*ნავ რა ! ასე ემართება ხოლმე,ანემია აქვს,წინაზეც ასე დაემართა.სალომეს და ელენს დავურეკავ იქნებ იცოდნენ რითი ვუშველოთ –გიგა სად ხართ? –ხო მალე,ნუ წივიხარ გოგო,უბრალოდ გული წაუვიდა! ჩემთან ვართ ვერაზე გონს არ ვაპირებდი მოსვლას მანამ სანამ არ დაიტანჯებოდა დანელია,ესეც ასე რაღაცით ხომ მაინც ვამწარებ! ნახევარ საათში სალომე,გიგა,ლადო და ელენეც მოვიდნენ –ნადირო,მხეცო!–მივარდა სალომე დანელიას–რა უქენი?არ გეყო რაც დამართე?! მომვარდნენ ორივენი.სალომეს ვუჩქმიტე სხვებისგან შეუმჩნევლად ხელზე,კიდევ კარგი მიხდვა რომ ხმა არ უნდა ამოეღო.ცალი თვალი გავახილე და პირის მოძრაობით ვანიშნე რომ გაჩუმებულიყო.თავი ახლოს მომიტანა –ისე ქენი რომ სახლში წამიყვანონ,დაამძიმე სიტუაცია–ყველასგან შეუმჩნევლად ჩავჩურჩულე –ძალიან ცუდადაა,სახლში უნდა წავიყვანოთ,ასე ემართება ხოლმე,წამალი სჭირდება–აი რატომ ვგიჟდებოდი ყოველთვის სალომეზე! –ბიჭო ნიას მოტაცებას მართლა აპირებდი?–ხმა გაებზარა გიგას –ნუ შემ*ცით რა! აბა ვერ გაიგონე რეები მითხრა?–აიფხორა დანელია –მერე ესე უნდა სტაცო ხელი? რამე რო დაემართოს სად მიდიხარ მერე? –გული წაუვიდა უბრალოდ –ჰო,1 საათია უბრალოდ წაუვიდა გული და გონს ვერ მოდის,აზრადაც არ მოგსვლია ხო სასწრაფოს გამოძახება? –არაა საჭირო სასწრაფო,სახლში წავიყვანოთ და დედამისი მიხედავს სხვა გზა აღარ დავუტოვეთ და სახლში წამომიყვანეს,კინაღამ კარებზე ამარტყმევინა დებილმა დანელიამ თავი სანამ მანქანაში შემაწვენდა.თავი მის მუხლებზე მედო,არავინ მოუშვა ჩემთან ახლოს.მგონი გადავრჩი,მოტაცებას აღარ მიპირებს.სულ რო ვარსკვლავები მოეკრიფა ციდან მაინც არ გავყვებოდი ცოლად.მე ყველაფერი სწორად გავიგე,იდიოტი არ ვარ,ჩემზე მეტად არავის უნდოდა ეს ყველაფერი რაც წავიკითე ტყუილი ყოფილიყო,თუმცა ეს სიმართლე იყო,თავიდან მართლა მაგიტომ მოვიდა ჩემთან რომ აინტერესებდა მიყვარდა თ არა ისევ და უნდადოა დამჩალიჩებოდა,ახლა უკვე მართლა აღარ მედარდება ალეკო დანელია,ის ჩემთვის აღარ არსებობს როგორც კაცი,სხვა დანარჩენს აღარ აქვს მნიშვნელობა.ასე უცებ როგორ? თვითონაც არ ვიცი როგორ,უბრალოდ დავიღალე,ძალიან დავირალე ამ სიტუაციით და გრძნობების გარკვევით,გაგვიუფასურდა და გადაგვიხუნდა სიყვარული.აღარ მინდოდა უბრალოდ.მორჩა.სახლში ფრთხილად შემიყვანა ნათია გადაირია რა უქენი ჩემს დასო,კიდევ კარგი ნინო იქ არ იყო თორემ მტრისას. –ფრთხილად დააწვინე ბიჭო–შეუღრინა სალომემ –ნათია მიდი ნია წამლები მოიტანე –რა წამლები?–აუ რა დებილია ეს გოგო! –ნიას წამლები მოიტანე ნათია–დაუმარცვლა სალომემ,მიხვდა მგონი ჩემი სულელი დაც –ნია დიდი ხანია მორჩა მკურნალობას –ვაიმე ხო კარგი,კარგი კარგად ვარ!–წამოვდექი საწოლიდან დანელიას სიფათი უნდა დაგენახათ,გაოცებული რომ მიყურებდა –დაგვაბოლე?–თვალები დაუწვრილდა გიგას –აბა რა გეგონათ ამ დებილს მართლა გავყყვებოდი ცოლად?ახლა უკვე ჩემს სახლში ვარ და აბა გაბედე და თითი დამაკარე!–შევუღრინე დანელიას. –კარგი,კარგი მე ჩემი გითხარი და რაც გინდა ის ქენი თუ არ გინდა ზალას აღარ დაგატან –ხოდა აქედან წადი! დროზე!–დავუყვირე უკანმოუხედავად გავარდა კარებში.ძალიან კარგი! აღარ მივცემ ჩემი დამცირების და გამწარების უფლებას,ასე უფრო კარგად ვიქნები,არაფერში მჭირდება,კაცი რომელიც თავისი სიტყვის პატრონი არ არის ვერცერთი ქალის პატრონი ვერ გახდება.ახლა დიდად კმაყოფილი ვიყავი.მოვიშორე ჭირი,მოვიშორე არსება რომელიც ასე მწამლავდა და ნელ–ნელა მკლავდა,ახლა ვერავინ ვერასოდეს ვეღარ მატკენს გულს,მით უმეტეს ის არარაობა! სიმშვიდე მინდოდა,მინდოდა რომ ყველაფერი რაც გულს მტკენდა გამქრალიყო,ყველა და ყვლაფერი,მათ შორის დანელიაც,თუ ადამიანის მიმართ ნდობას დაკარგავ ძალიან რთულია შემდეგ მას ენდო,აღარ მინდოდა ეჭვებში ცხოვრება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.