შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (24 თავი)


30-01-2016, 23:20
ავტორი murachashvili
ნანახია 2 686

ოცდამეოთხე თავი
რა იყო ეს? სიხარული, ისტერიკა, ყველაფერი ერთად. სასამართლოს დარბაზში განცდილ ემოციებს სახელი არ მოეძებნებოდათ, ამ დროს ადეკვატური ალბათ არავინ იყო, ვიღაც ტიროდა, ვიღაც იცინოდა, ვიღაც იმუქრებოდა, იგინებოდა.... ემოციების სრული ქაოსი და ფეიერვერკი. თავისუფლების სურნელი, უდანაშაულობის შეგრძნება, საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენა და შვება. შეგრძნება იმისა, რომ დასრულდა, და ამდენი წამებისა და ნერვიულობის შემდეგ, იყავი ცხოვრების მადლობელი და ზუსტად იცოდი, რომ ეს ამოუცნობი შეგრძნებები, მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა, ყველაზე უჟმურს, ყველაზე მკაცრსა და ალბათ შენი წარმოდგენით ყველაზე “სასტიკსაც“ კი მოსამართლეს. თუმცა ალბათ უკვე გრცხვენია, მასზე ასე რომ ფიქრობდი. შენთვის სრულიად უცნობსა და შენს ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან ადამიანს გინდა ჩაეხუტო, მადლობა გადაუხადო ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ვერ ახერხებ, ენას ვერ აბრუნებ, ერთად ერთი მადლიერი, და გაბრწყინებული თვალებით უმზერ და გჯერა, რომ ამ წუთში მან ყველაზე კარგად იცის რასაც გრძნობ, რადგან სულ ოდნავ იღიმება, თბილი სხივი უჩნდება თვალებში, მანტიას უხერხულად ისწორებს და სწრაფად გადის დარბაზიდან. თითქოს არ სურს მისი ადამიანური სახე დაინახონ, შეამჩნიონ, რომ გრძნობები მასაც ჰქონია.

თითქმის ორ კვირაზე მეტი გავიდა გიორგის განთავსუფლებიდან. რამდენიმე დღიანი სუფრა იყო თამაზთან გაშლილი, ულოცავდნენ ერთად-ერთი ვაჟის განთავისუფლებას. უმზერდა მოქეიფე საზოგადოებას და ცდილობდა არ გაეხსენებინა, როგორ უცებ მიატოვეს, როგორც სწრაფად აქციეს გასაჭირში მყოფს ზურგი. განვლილი დღეების გახსენებაზე მწარედ ეტკინა, სურვილი ჰქონდა წამომხტარიყო და კისწისკვრით გაეყარა ვითომ მეგობრები სახლიდან. თუმცა ახალგაზრდების მხიარული სიცილის გაგონებისთანავე გახედა მეგობრეში მჯდომ გიორგის, მაშინვე დამშვიდდა, ბრაზმაც გადაუარა, თუმცა ტკივილი ისევ დარჩა.
ზედმეტად კარგად იცნობდა ერთად-ერთ ვაჟს. მის სიცილში იყო რაღაც დამალული სევდა. რაღაც სტკიოდა, მამისთვის გაუგებარს დარდობდა, არ უმხელდა.
ეხლაღა შეამჩნია თამაზმა, რომ მეგობრებში აკა და თეკლე არ ჩანდნენ. რატომღაც იგვიანებდნენ.
- ნეტა სად არიან, ხომ მშვიდობა აქვთ? - გაუელვა ინსტიქტურად მირიანის ნომერი მოძებნა და დარეკვა დააპირა, რომ ოთახში მხიარული წყვილიც შემოვიდა. გაუხარდა მათი დანახვა, თუმცა უცებვე ეტკინა... არ გამოპარვია თამაზს შვილის გაფითრებული სახე, მართალია წამიერად, მაგრამ მაინც. გაოცებული მიაჩერდა ვაჟს, რომელმაც ტკივილის დასამალად უცებ გადაიტანა მზერა იქვე მდგომ ჭიქაზე, სულ რაღაც ირიოდე წამში მოუკრიბა ძალა, და სახეზე აკრული ბედნიერი ღიმილით მოეხვია მასთან მისულ წყვილს.
თავს დადებდა თამაზი, რომ ვაჟის ხასიათის უცაბედი ცვლილებები ვერავინ შენიშნა, ვერც შემოსულმა წყვილმა და ვერც სუფრის დანარჩენმა წევრებმა. მხოლოდ მამამ დაინახა, და მხოლოდ მას ეტკინა ისევე მწვავედ, როგორც შვილს.
ყველაზე რთული, ალბათ ცალმხრივი სიყვარულია. არ ემეტებოდა ამისთვის ვაჟი, უმზერდა თეკლეს, რომელიც აციმციმებული, ბედნიერი თვალებით უმზერდა აკას და რაღაცაზე კისკისებდა. მხოლოდ ბრმა ვერ შენიშნავდა, მათ გრძნობას. ასხივებდნენ, იმდენად ერთნაირნი იყვნენ, იმდენად შესაფერისნი, თითქოს იდეალურად ეწყობოდნენ ერთმანეთს... გამორიცხული იყო ამ გოგოს ოდესმე სხვისთვის შეეხედა, გიორგის მინიმალური შანსიც კი არ ჰქონდა. ზუსტად იცოდა, რომ ამას მისი ვაჟიც ხვდებოდა, ალბათ ამიტომაც იყო ასეთ დღეში.
ჩაფიქრებული, თავდახრილი იჯდა უმცროსი ასათიანი.
ალბათ ეხლა ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო, არადა რატომღაც სიხარულს არ გრძნობდა, მისდა უნებურად ციხის ტყვეობიდან გრძნობების ტყვე გამხდარიყო. სად იყო ხსნა? სად იყო ნანატრი თავისუფლება?
ფიქრებიდან გოგას ხმამ გამოიყვანა: - რა გჭირს, გიო? - ყურადღებით, ჯიუტად აკვირდებოდა მეგობარი.
- არაფერი, რა უნდა მჭირდეს...
- ისე გაგიშტერდა თვალი, ციხის დეპრესია გაქვს? - თბილად უღიმოდა თეკლე.
- კი, ტუსაღობის... - ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. - ცოტა დრო მინდა და ...
- ფედერაციაში ვიყავი გუშინ, მწვრთნელი გელოდება, ერთ თვეში ტურნირი იწყება, თუ იყოჩაღებ და გაიმარჯვებ, საქართველოს მსრბოლელთა ნაკრების წევრობა გარანტირებული გაქვს...
- ფორმიდან ამოვვარდი გიო, თან სიმართლე გითხრა აღარც მაქვს სურვილი...
ალბათ ასეთ პასუხს არ ელოდნენ, ერთმანეთს გაოცებულებმა გადახედეს მეგობრებმა.
- კარგი რა, შეუძლებელია... - გაოცება ვერ დამალა თეკლემ - ერთხელ ავტომობილთან დაჯდომაც კი საკმარისია და პირველობის სურვილიც მყისიერად დაბრუნდება...
- აღარ მინდა, არ შემიძლია, არც პირველობა მინდა და არც არაფერი, უბრალოდ დასვენება და მარტო ყოფნა მსურს... - თვალი აარიდა ქალს.
აშკარად დაინახა, როგორ ეტკინა მისი სიტყვები, თვალები ცრემებით აევსო და ტკივილით გახედა აკას, თითქოს მისგან ითხოვდა დახმარებას.
- გიო, ორი წუთი დამითმე რა... მხოლოდ ორი წუთი... - ისე სთხოვა ბიჭმა, რომ უარი ვერ უთხრა, ყველასგან განცალკევებით, მამის კაბინეტში შევიდნენ.

ჩუმად ისხდნენ ბიჭები, აშკარად უჭირდათ საუბრის დაწყება. თითქოს თვალებით კიდევ ერთხელ აფასებდნენ ერთმანეთს.
- გისმენ, აკა... - გაღიზიანება შეეტყო ხმაში გიორგის.
- პირიქით, მე გისმენ... - თვალებში ჯიქურ უმზერდა ვაჟი.
- თუ სწორად მახსოვს, შენ მთხოვე გამოყოლა...
- უბრალოდ ვიფიქრე, რაღაც გქონდა სათქმელი და მოწმეების დასწრება არ გენდომებოდა. ის რაც ეხლა ითქმევა მხოლოდ ჩვენ ორს შორის დარჩება. თუ რა თქმა უნდა შენ არ გადაიფიქრებ, რაშიც ეჭვი მეპარება... - ოდნავ ირონიულად გაიღიმა ბიჭმა.
ეჭვით უმზერდა აკას, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა. თითქოს მიუხვდა გრძნობებს, იცოდა მისი ტკივილის შესახებ და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო მისი ესმოდა კიდევ, ვაჟის მზერაში იყო შეცოდება, მაგრამ ეჭვიანობა ვერ დაინახა.
არ მოეწონა მისი გამოხედვა, გაბრაზდა:
- დასამალი არაფერი მაქვს... - გაღიზიანება ვერ დამალა ხმაში.
- კარგი, იყოს შენებურად. ალბათ მომეჩვენა... მაგრამ შენი მდგომარეობა კარგად მესმის. იქნებ მე მაქვს მოსაყოლი? იყო დრო საკუთარი კლასელი მიყვარდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა. დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები რამდენად ბავშვური და სულელური იყო ჩემი გრძობა, მაგრამ იმ დროს მის გარდა ვერავის ვხედავდი. ვიტანჯებოდი, ვერ ვამხელდი, ვფიქრობდი, რომ ჩვენს მეგობრობას ვღალატობდი, ის ისე წავიდა, ვერც ვერაფერი ვუთხარი...
- ამას მე რატომ მიყვები? - ისევ ეჭვით უმზერდა გიორგი.
- არ ვნანობ, ვიკას ჩემი გრძნობების შესახებ რომ დავუმალე, სულ რაღაც ორ-სამ თვეში მივხვდი, რომ მის მიმართ უბრალოდ ლტოლვას ვგრძობდი. თეკლემ ცხოვრება სხვა თვალით დამანახა. მე გატაცება და სიყვარული ერთი მეგონა, არადა ასე სულაც არ ყოფილა, რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი, რომ მის მიმართ არსებული გრძნობა გაქრა, მენატრება, მაგრამ არა როგორც ქალი, არამედ როგორც ჩემი ბავშვობის მეგობარი, ეგაა და ეგ... ბრმა არ ვარ, რალის დროს შენი ერთი მზერაც კი საკმარისი იყო, რომ მივმხვდარიყავი მის მიმართ რასაც გრძნობ. არ დავმალავ ვიეჭვიანე, არ მესიამოვნა, მაგრამ...
მიხვდა ასათიანი დამალვას აზრი აღარ ჰქონდა: - არ მინდოდა, უბრალოდ.. ისეთი განსხვავებულია, სხვანაირი... ეს ჩემს და უნებურად მოხდა... მის მიმართ სიმპატია პირველივე დღეს გამიჩნდა, მაშინ როცა ჩვენი, ჩემი და შენი პირველი არც თუ სასიამოვნო საუბრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დაგპირდი მაგ გოგონებს არაფერს ვაწყენინებ მეთქი, გაბოროტებული და გაღიზიანებული მათთვის ჭკუის სწავლებაზე ვფიქრობდი.
აკას გაოცებული მზერის დანახვაზე, მიხვდა, რომ იმ ინციდენტზე არაფერი იცოდა. - დაგიმალეს ხომ? ასეც ვიცოდი, თუმცა მოსაყოლიც არაფერია, ხომ ხედავ სულაც არ ვყოფილვარ ისეთი იდეალური შენ რომ გგონივარ... იმ დღეს თეკლე გაკაპასებული, გაავებული იცავდა თათიას, ქალთან ქცევის წესებს მასწავლიდა და მე სულელი უკვე მისი თვალების ტყვე ვიყავი... ისეთი სასაცილო იყო, ისეთი... - თავი დამნაშავე ბავშვივით დახარა. -არც კი გითქვამს, თუ შეყვარებულები იყავით... ჩვენი საუბრის დროს, ხომ როგორც თათიას ბავშვობის მეგობარი ისე გაგვეცანი. მისი ახლოს გაცნობა მინდოდა. ნელ-ნელა ვაკვირდებოდი. რა თმა უნდა ვერც კი მამჩნევდა. რას წარმოვიდგენდი, თუ მისი გული სხვას ეკუთვნოდა. რალზე როცა ერთად გნახეთ კინაღამ ადგილზე მოვკვდი. არც იმას ველოდი, თუ ჩემი მეგობრის და გამოდგებოდა. ალბათ, ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა, მაშინვე გაგცლოდით. ჩემს გზაზე წავსულიყავი. მაგრამ ინტერესი გამიჩნდა. რატომ მაინც და მაინც შენ? რითი მჯობდი? დღემდე ამ კითხვას ვუსვავ საკუთარ თავს და პასუხი მაინც ვერ ვნახე...
დავმეგობრდით, უკვე ძმაკაცებიც კი გვქვია, ვიცი არაკაცად მთვლი, მასთანაც ჩავიჭერი და შენთანაც...
- ანუ გინდა თქვა, რომ ჩვენი ძმაკაცობის გამო არ უტყდები გრძნობებში?
- არა. იქნებ შემიძულო კიდევაც ამ სიტყვების გამო, მაგრამ რადგან ვსაუბრობთ, ბოლომდე გეტყვი, დამიჯერე, მისგან ოდნავ, პატარა სიმპატია მაინც რომ მეგრძნო, დღეს ჩვენ ძმაკაცები კი არა კონკურენტები ვიქნებოდით. უკან არაფრით დავიხევდი. ალბათ ორპირად მთვლი, მაგრამ დამალვას ნამდვილად არ ვაპირებ. ეგოისტი ვარ, საყვარელ ქალს ვერავის დავუთმობდი. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შანსი არ მაქვს. ეს გრძნობა მხოლოდ ჩემი ტკივილია, მაგრამ როგორც სადისტს ეს ტკივილი მაბედნიერებს. იქნებ დროთა განმავლობაში მივეჩვიო, ნელ-ნელა დაყუჩდეს და ერთ დღეს შენი თქმისა არ იყოს, გაიაროს კიდეც, მაგრამ ეხლა მტკივა... მისი მიმართულებით მიშვერილი იარაღი, რომ დავინახე, კინაღამ მოვკვდი, აზრი აღარ მეკითხებოდა... საკანში ყოფნის დროს, ცხოვრებას უფრო მძაფრად აღვიქვამდი. რაც გამოვედი ციხიდან, სულ ვფიქრობ... თუ მომთხოვ წავიდე და გავქრე თქვენი ცხოვრებიდან, გავიგებ, მერწმუნე წასვლა ისედაც მინდა. ამაზე სერიოზულად ვფიქრობ, მაგრამ მშობლებს ვერ ვტოვებ, ამდენი ნერვიულობის შემდეგ მარტოობისთვის არ მემეტებიან...
- ის მაქსიმალისტია, იცის სიყვარული, იცის ერთგულება და იცის მეგობრობის ფასი. ამ სამ ფასეულობას ერთმანეთში არ ურევს. მისი სწორედ ეს თვისებები მიყვარს. თეკლეს შეიძლება ისე არ უყვარხარ, შენ რომ გსურს, მაგრამ მისთვის მაინც ძვირფასი ხარ. ეს შენი ციხეში ყოფნის დროს ნათლად დავინახე. მტკივნეული იქნება შენი წასვლა და ალბათ ორმაგად დაწყდება გული, თუ გაიგებს რომ ამის მიზეზი თვითონაა. გული მიკვდება, როცა ვხედავ როგორ განიცდის ლიკას საქციელს. უმისობა სტკივა. ენატრება. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფაიფურის სასახლეში ცხოვრობს და იმ სასახლეში მხოლოდ მისთვის საყვარელი ხალხია. მათი ტკივილი სტკივა და მათი სიხარული უხარია.
- ალბათ ასეა. უბრალოდ მეშინია, ზუსტად ვერ ჩამოვყალიბდი მის მიმართ რას ვგრძობ, იქნებ მხოლოდ აღტაცებაა და სულაც არაა სიყვარული? ხომ შეიძლება ასეც იყოს? შენც ხომ ასე მოგივიდა ვიკასთან. ერთი ნამდვილად ვიცი, რომ მისი დაკარგვის პაიკურად მეშინია, არ მინდა შემიძულოს. სწორედ ამიტომაც ვარ ჩუმად.
- ალბათ, მრჩევლად ნაკლებას გამოგადგები, მაგრამ მაინც გეტყვი, ზუსტად ვიცი, რომც წახვიდე, ისევ უკან დაბრუნდები და ამას მხოლოდ თეკლეს გამო არ გააკეთებ, უბრალოდ ამ ურთიერთობებს, მეგობრებს ვეღარ გაექცევი, რადგან ისინი შენი ცხიოვრების ნაწილიც არიან... უარს ნუ იტყვი რალზე, ეგ შენი მისწრაფებაა, მოწოდება, და მასზე უარის თქმით თეკლეს მიმართ არსებულ გრძნობას მაინც ვერ შეცვლი..
- ანუ ეს მთელი არზა, იმისთვის მითხარი, რომ რალში მონაწილეობაზე დამითანხმო? - ხუმრობა სცადა გიორგიმ.
- რატომღაც ვფიქრობ, მიმიხვდი რისი თქმაც მსურდა...- მეგობრულად უღიმოდა აკა.
- სამწუხაროდ, ალბათ მართალი ხარ... უთქვენოდ ნამდვილად გამიჭირდება. რაც არის, არის... დავეთამხები ვარჯიშის გაგრძელებაზე. ვნახოთ რა მოხდება მომავალში...
- წავიდეთ, შევუერთდეთ დანარჩენებს, თორემ დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წუთში თვითონ შემოგვაკითხავენ...
აშკარად არგო აკასთან საუბარმა, თითქოს მძიმე ლოდი მოჰხსნეს მხრებიდან. ბევრად უფრო ხალისიანი და კმაყოფილი მხარ და მხარ მოჰყვებოდა ბიჭს.
- აბა, რა გადაწყვიტეთ? - მოლოდინით უმზერდა თეკლე.
- თერაპიამ არგო.... - სიცილს ვერ იკავებდა აკა.
- ვემზადებით რალისთვის... - თვალი ჩაუკრა გოგოს გიორგიმ.
- ასეც ვიცოდი... - სიხარული ვერ დამალა და სწრაფად მოეხვია თეკლე. უხერხულად შეიშმუშნა ვაჟი, იგრძნო როგორ დაუარა ცეცხლმა, ხელის კანკალით მოეხვია გოგოს და ფრთხილად მოიშორა. როგორც ყოველთვის ვერაფერს მიხვდა ქალი. გახარებული ადგილზე ხტუნაობდა.
- ჩემი გმირი ხარ, ვიცოდი, რომ მის დაყოლიებას მოახერხებდი!. - ამჯერად ბედნიერი აკას ეკვროდა მკლავზე.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ვგიჟდები მე აკაზე და გიორგიზე... მაგარი ბიჭები არიან ძალიან გამიხარდა ყველაფერი ცივილიზებული გზით რომ გაარკვიეს და იმედი მაქვს გიო მალე მიხვდება თეკლე მხოლოდ მეგობარი რომ არის მისთვის... ძალიან მომწონს აკა და რა ვქნა ეს ბოლო თავები დამიჩაგრე და არ ჩანდა იმდენად და ახლა მისი ეს ხასიათი რომ დაგვანახე ძალიან მესიამოვნა... იცი მიკვირს კიდევაც ასეთი მშობლების შვილი ასეთი კარგი ადამიანი როგორ დადგა აკა ნამდვილად საოცარი ადამიანია და დარწმუნებული ვარ ბევრს მიაღწევს და არასდროს იქნება ისეთი ადამიანი რპგპრიც მამამისია... ისე ძალიან მაინტერესებს აკას ოჯახის მდგომარეობა და იქნებ ერთ თავში აკას მშობლების და დის შესახებაც დაწერო და კიდევ აკას მეგობრებიდან თათია ჩანს მარტო და დათო სად გაქრა მასთან ხო ცხოვრობს აკა და ასე როგორ დაიკარგა ისტორიაში.. მოკლედ ი.ედი მაქვს შემდეგ თავებში აკას შესახებ უფრო ბევრს დაწერ... და ძალიან მაგარი მწერალი რომ ხარ ეს ჩემგან დიდი ხანია იცი.. არც ახლა მომშორებია წიგნის კითხვის დროს მიღებული კომფორტი ისე წერ რომ მგონია წიგნს ვკითხულობ...

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ერთადერთი რაზეც შეიძლება პრეტენზია მქონდეს ეს მოცულობაა. გაზარდე რა .

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აი ეს მესმის, აკას და გიორგის ასეთი ღირსეული საუბარი. ასე კარგად აღწერა ბევრს არ შეუძლია. ძალიან მაგარი ხარრრ. უზომოდ მომწონს. საინტერესო ამ ამბის განვითარებააა. სხვა გმირებიც მომენატრნენ ამ ისტორიის. ერთი სული მაქ მომდევნოს როდის წავიკითხავ. ისეთი მსუნაგი ვარ არ მყოფნის თავების ზომა tongue love

 


№4  offline წევრი aneta

აკა და გიორგი love

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

[quote=უცნობი ქ]ვაიმე ვგიჟდები მე აკაზე და გიორგიზე... მაგარი ბიჭები არიან ძალიან გამიხარდა ყველაფერი ცივილიზებული გზით რომ გაარკვიეს და იმედი მაქვს გიო მალე მიხვდება თეკლე მხოლოდ მეგობარი რომ არის მისთვის... ძალიან მომწონს აკა და რა ვქნა ეს ბოლო თავები დამიჩაგრე და არ ჩანდა იმდენად და ახლა მისი ეს ხასიათი რომ დაგვანახე ძალიან მესიამოვნა... იცი მიკვირს კიდევაც ასეთი მშობლების შვილი ასეთი კარგი ადამიანი როგორ დადგა აკა ნამდვილად საოცარი ადამიანია და დარწმუნებული ვარ ბევრს მიაღწევს და არასდროს იქნება ისეთი ადამიანი რპგპრიც მამამისია... ისე ძალიან მაინტერესებს აკას ოჯახის მდგომარეობა და იქნებ ერთ თავში აკას მშობლების და დის შესახებაც დაწერო და კიდევ აკას მეგობრებიდან თათია ჩანს მარტო და დათო სად გაქრა მასთან ხო ცხოვრობს აკა და ასე როგორ დაიკარგა ისტორიაში.. მოკლედ ი.ედი მაქვს შემდეგ თავებში აკას შესახებ უფრო ბევრს დაწერ... და ძალიან მაგარი მწერალი რომ ხარ ეს ჩემგან დიდი ხანია იცი.. არც ახლა მომშორებია წიგნის კითხვის დროს მიღებული კომფორტი ისე წერ რომ მგონია წიგნს ვკითხულობ...

მადლობთ, რომ კითხულობთ და ასე გულშემატკივრობთ თითოეულ პერსონაჟს. ნელ-ნელა ალბათ წამოვლენ სხვა გმირებიც. იმედი მაქვს მათი ისტორიებიც არ დაგტოვებტ გულგრილს. მიყვარხართ, ძალიან და ველი თქვენს შენიშვნებს.

ablabudaa
აი ეს მესმის, აკას და გიორგის ასეთი ღირსეული საუბარი. ასე კარგად აღწერა ბევრს არ შეუძლია. ძალიან მაგარი ხარრრ. უზომოდ მომწონს. საინტერესო ამ ამბის განვითარებააა. სხვა გმირებიც მომენატრნენ ამ ისტორიის. ერთი სული მაქ მომდევნოს როდის წავიკითხავ. ისეთი მსუნაგი ვარ არ მყოფნის თავების ზომა tongue love

aneta
აკა და გიორგი love

lalita
ერთადერთი რაზეც შეიძლება პრეტენზია მქონდეს ეს მოცულობაა. გაზარდე რა .


პატარა ბავშვივით მიხარია ასეთი პოპულარობით რომ სარებლობენ ეს პერსონაჟები, მადლობთ ასე რომ გულშემატკივრობთ მათ. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent