შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული პატარძალი –2–


31-01-2016, 11:03
ავტორი sopiko
ნანახია 4 846

[თავი 2]
არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ერთ ადგილას გაშეშებული და ფიქრებში გართული. მოულოდნელად ხელში ჩაბღუჯული ჯიბის დანა ხელიდან მივარდება და დავარდნის ხმა მეც მოფხიზლებს და თვალებმილულულ დანიელსაც. იატაკზე დავარდნილ ნივთს რომ ჰკრავს თვალს, ტუჩის კუთხეში ეღიმება და ისევ სხვა მხარეს იხედება.
–მაგ დანით აპირებდი თავის დაცვას?–დუდუნებს მაინც. ამას დამიხედეთ! მე აქ რა დღეში ვარ, ის კი შანსს არ უშვებს ხელიდან, ოღონდ რაღაც დასაცინი გამომიძებნოს!
–თუ მომინდება, ხანჯალსაც გავაჩენ!–ვუბღვერ დანიელს და თითებს რიტორიკულად ვაკაკუნებ მაგიდაზე.
–თუ გინდა ზარბაზანი გააჩინე, ჩემგან თავს მაინც ვერ დაიხსნი! ძლიერი მოწინაამღდეგე ვარ!–თვალებს ახელს ის და ვითომ კეთილად მიღიმის.
–ბავშვობაში ფარიკაობაზე დავდიოდი, დანიელ! მართალია ყველანაირად კეთილგანწყობილი ვიყავი შენს მიმართ, მაგრამ ამას არ გაპატიებ!–ღრენას ვაგრძელებ და ფეხზე ვდგები.–თუ მეტყვი, სად ვიმყოფებით, ძალიან გამახარებ!
დანიელი ოდნავ მოზრდილ წვერს ისწორებს. თითქოს ჭოჭმანობს, ანდაც სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობს... კითხვის გამეორებას ვაპირებ, პასუხის გასაცემად პირს რომ აღებს.
–იცი, რა ვიფიქრე? ახლა შენმა მშობლებმა რომ დაგირეკონ და შენ არ უპასუხო, ინერვიულებენ. მერე შეიძლება თბილისშიც ჩამოვიდნენ, პატრულში დარეკოც! ადამიანს სასო რომ ერკვეთება, მერე ათას სისულელეს სჩადის! ჯერჯერობით არავინ არ უნდა გაიგოს, რომ მე და შენ დაქორწინებას ვაპირებთ... არც ის, სად ვართ...–სრულიად სერიოზული სახით მელაპარაკება, მე კი ნელ–ნელა ტვინში სისხლი მესხმევა.
–რაო? დაქორწინებას ვაპირებთო?–იმხელაზე ვხტები, ლამისაა თავი ჭერს მივარტყა.–მე შენ ცოლად არ გამოგყვები! შენ კი არა, საერთოდ არავის არ გავყვები! ჯერ გათხოვება არ მინ–და!–ბოლო სიტყვას ვმარცვლი და ისევ ძველ პოზიციას ვუბრუნდები,
–შენთვის აზრი არ მიკითხია, მართა! თუ ცოტათი მაინც მორჯულდები, ეზოში გასვლის უფლებას მოგცემ! თუ უფრო მორჯულდები, ეზოს გარეთაც! ამასობაში დრო გავა და მე და შენ თბილისს დავუბრუნდებით ისე, როგორც ცოლ–ქმარი!–საზეიმოდ აცხადებს ის და ხელებს შლის.–თუმცა დღეს მაინც მოგიწევს ამ სახლიდან გასვლა, ოღონდ ჩემთან ერთად!
–არ მინდა! არ წამოვალ!–თვალები მომენტალურად მენთება. დანიელს ზურგს ვაქცევ და ჩემს თავს ვპირდები, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სიტყვას არ გადავალ.
–მე მინდა! ამჯერად ჩემს მინდაზე გაივლი, მერე კი ჩემი მინდა, შენიც გახდება!–მიღიმის ის, ფეხზე დგება და ჩემკენ მოემართება.
შიში მიპყრობს... აქამდე არანაირი მსგავსი გრძნობა არ მქონდა დანიელის მიმართ, მაგრამ მან მომიტაცა... ახლა აქ მარტო ვართ... არავინ ჩვენს გარდა!
დაბლა დაგდებული დანისკენ ვიხრები, დანიელი რომ ნიკაპს ორი თითით მაწევინებს და დანის აღებას ვერ ვახერხებ.
–შენ... შენ... რას აპირებ?–ყვირილი ჩურჩულში გადამდის. საშინლად არ მომწონს ის ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ხდება.
–მე უკვე გითხარი, რომ არაფერს გავნებ! მგონი გითხარი...–ყოყმანობს ის, თუმცა მე თავის დაქნევით ვუდასტურებ, რომ მართლა მითხრა.
–სულ ასეთი კეთილი კი არ ვიქნები, მართა! შენ ჯერ კარგად არ მიცნობ, ასე რომ...–მუქარა გამოსჭვივის მისი სიტყვებიდან.
–ხო...ხო, წამოვალ!–ვჩურჩულებ და ფეხზე ვდგები, მის სხეულს რომ დავშორდე, მაგრამ პირიქით ხდება! ჩვენი სახეები ისე ახლოსაა ერთმანეთთან, რომ სუნთქვა მეკვრის.
–წავიდეთ!–სასურველ პასუხს იღებს თუ არა, კარისკენ მიდის. მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, ჩემკენ ტრიალდება და გზას მითმობს. ვხვდები ამას რატომაც აკეთებს, ახლა მისი ტყვე ვარ, როგორც თვითონ ამბობს საცოლე თუ ცოლი, მაგრამ მე ამ არაოფიციალურ ქორწინებას ტყვეობას უფრო ვუწოდებ.
ასი თვალი და ასი ყური აბია დანიელს. თავისი მზერით მბურღავს და იმაზე საერთოდ არ ფიქრობს, რომ დისკომფიორტს მიქმნის. უკან გახედვასაც ვერ ვბედავ, ისე მივაბიჯებ. მისაღებიდან პატარა, ბნელ შემოსასვლელში გავდივართ. დანიელი კარებს აღებს და კარგი ჯენტლმენივით ისევ უკან იხევს. მეც სხვა რა გზა მაქვს! ვემორჩილები!
ეზოში მდგარ შავ გელენდვაგენს ვხედავ და ჩემი ეჭვები მართლდება. დანიელი შემთხვევით არასდროს შემხვედრია... ის ჩემს ჩრდილად იქცა და ბოლოს მომიტაცა კიდეც! საქმე იმაშია, რომ არამგონია ამ ყველაფრის მიზეზი სიყვარული იყოს, სიყვარული, რომელსაც ერთ თვეში შეეძლო გაედგა ფესვები... დანიელი მომწონს, მხიბლავს მისი სახის ნაკვთები და უნაკლო ტანი, მაგრამ სიყვარული, ეს სულ სხვა გრძნობაა... მაკანკალებს, როცა მეხება... ვარდის ფურცელივით ვთრთივარ, როცა მიახლოვდება... მაინც არ არის ეს სიყვარული! შეიძლება იყოს მიზიდულობა... მოწონება... მაგრამ სიყვარული_არა!
მძღოლის გვერდითა სავარძელზე ვჯდები. დანიელიც წამში ჩემს გვერდით ჩნდება. ბორბლების ღრჭიალი სულ ოდნავ მესმის და მანქანა იძვრება. ფანჯარაში გაფაციცებული ვიყურები, თუმცა ჩემი ''საქმრო'' მაქსიმალურად სწრაფად დაატარებს მანქანას. ხო, დანგრეული გზებია, თუმცა ამ ავტომობილს შესწევს ასეთ პირობებშიც კი სწრაფად სიარულის ძალა. რამდენიმე აბრა მხვდება, თუმცა მათზე დაწერილი სახელწოდებების წაკითხვას ვერ ვასწრებ. დრო და დრო დანიელი ეჭვით მათვალიერებს, მერე კი ისევ გზას უბრუნდება.
–დანიელ, აქ მაღაზია არ არის?–ვტკბები უეცრად და ღიმილით შევყურებ მამაკაცს.
–თუნდაც იყოს, მართა! თუნდაც იყოს! უსაფრთხოებისთვის გამყიდველებსაც კი დავავიწყებ ამ სოფლის სახელს! ისიც არ იცი, რომელ კუთხეში ვართ, რომელ რაიონში... ასეთი სულელი გგონივარ?–კბილებში ცრის და საჭეს ცალი ხელით ატრიალებს.
–მაშინებ...–ვბუტბუტებ და თავს ვხრი იმედგაცრუებული.
–ეს შიში არ არის, მართა, სიფრთხილეა, სიფრთხილე!–ზედაც არ მიყურებს, ისე მეუბნება.
დანიელის სიტყვებში ფარულ აზრს ვხედავ... მინდა მის სახეზე ამოვიკითხო ყველაფერი, მაგრამ მალევე ვხვდები, რომ ამის ნიჭი არ მაქვს! დაორთქლილ ფანჯარაზე თითს ვასრიალებ და ვწერ:
''მომიტაცეს!''
***
დანიელი მანქანას უკაცრიელ მინდორზე აჩერებს და პირველი ის გადადის გარეთ. მერე მეც მიღებს კარს და ხელს მიწოდებს. უმოძრაოდ ვზივარ და გაბუტული ვაბრუნებ თავს.
–ჩამკიდე ხელი, მართა!–მთხოვს დანიელი და უნებურად მიმაქვს ხელი მისი ხელისკენ. მანქანიდან გადავდივარ და მუხლს ვმართავ.
–აქ იჭერს ტელეფონი, დარეკვაც შეგიძლია, ოღონდ...–მაფრთხილებს და შეუბრალებელ მზერას მტყორცნის.
–ვიცი, ვიცი! არავისთან არაფერი არ უნდა ვთქვა! შენ კი იმაზე არ ფიქრობ, რომ ჩემი მეგობრებიც აღელდებიან! უნივერსიტეტში ოცდაათი არა რომ დამიგროვდება, ჩემს მშობლებს დაუკავშირდებიან, მერე ხომ მაინც გაირკვევა ყველაფერი? ანდაც თუ ჩემი ცოლად მოყვანა გინდა, აქ რა გვინდა? ხო, კარგი, დილით მომიტაცე! უკვე საღამოა, ახლა მაინც დავბრუნდეთ დედაქალაქში! წამიყვანე ამ ჯურღმულიდან, დანიელ!–ტირილის ნოტები მეპარება ხმაში და ვხვდები, რომ მალე ავღრიალდები.
დანიელი მხრებზე ძლიერ მაჭერს ხელებს და თვალებში ჩამცქერის. ვიბნევი და ვცდილობ მზერის რაკურსის შეცვლას, თუმცა მამაკაცი თავსაც მიჭერს.
–თუ შენ მეგობრებზე ღელავ, მათთვის ტყუილის თქმაც არ გაგიჭირდება... ოცდაათ არამდე ვიმედოვნებ, არ ავალთ. შენი მოტაცების აუცილებლობა რომ არ ყოფილიყო, სხვანაირად მოვაგვარებდი ამ საქმეს, მაგრამ რადგან აქ ხარ, ესე იგი აქ უნდა იყო! შენი ცოლად მოყვანა კი არ მინდა, შენ უკვე ჩემი ცოლი ხარ და არანაირი საბუთები არ მჭირდება ამის დასამტკიცებლად!–ხმას უწევს და თავისი თვალებით ჩემში მემბოხე სულს კლავს.
ვცდილობ ცრემლები შევიკავო, თუმცა მარილიანი წყლის ბურთი პატარა ნაწილაკებად იშლება და ლოყებზე მოედინება... გულიდან გადმონაშთ ნიაღვრებს დანიელი რომ ამჩნევს, სახე ეცვლება, თუმცა არც მამშვიდებს, არც მაწყნარებს, მხოლოდ რამდენიმე სიტყვას მათხოვარივით მიგდებს.
–ტირილით ვერაფერს მიიღებ! ცრემლები მოიწმინდე და ათრთოლებული ხმა მწყობრში ჩაიყენე, მშობლებმა ვერაფერი ვერ უნდა შეგამჩნიონ!
მის მითითებას ზუსტად ვასრულებ და მთელ მოწონებას ჯანდაბაში ვისვრი. რა მნიშვნელობა აქვს გარეგნობას და სხეულს, როცა გული არ აქვს! გული! ჰგონია იმიტომ ვტირი, რომ თავი შევაცადო! იოცნებოს! ჩემი სიამაყე ჯერ კიდევ ჩემთანაა და მის დაკარგვას არც ვაპირებ!
–მომეცი ტელეფონი!–ხელს ვუწვდი. როგორც ჩანს ჩემგან ამას არ ელოდა და კიდევ ერთხელ მიმეორებს უკვე გონებაში ჩაბეჭდილ ფრაზას.
–სისულელეები არ ილაპარაკო!
თავს ვუკანტურებ და მამის ნომერს ვკრეფ.
სულ მალე მპასუხობენ! არ ვლაპარაკობ სისულელეებს... მამას ვეუბნები, რომ უნივერსიტეტში დავდივარ და ხვალ რაღაც საღამო გვაქვს, წვეულება თუ რაღაც მსგავსი... დედას ვამშვიდებ და ათას სიცრუეს ვიგონებ. პატარა დას კამფეტებს ვპირდები და ასე მთავრდება ჩვენი საუბარი.
მერე ლიანას ვურეკავ, ჩემს მეგობარს, რომელიც უნივერსიტეტში გავიცანი. ვეუბნები, რომ ქუთაისში მივდივარ რამდენიმე დღით, რადგან მამიდაჩემი ავადაა. რომ ცნობის აღებას ვერ ვასწრებ და იქნებ როგორმე ავცდე გამოცდას, რომელიც ოცდაათი გაცდენის შემდეგ ინიშნება.
ტელეფონს, ჩემს უკანასკნელ იმედს მოწყენით დავყურებ და დანიელს ვუბრუნებ. მინდა ჩემს თვალებში ზიზღი ამოიკითხოს, მაგრამ მეშინია უფრო მეტად არ გამწარდეს, ამიტომ მორჩილად ვედევნები უკან და ავტომობილში ვჯდები.
ფანჯარაზე წაწერილ ''მომიტაცეს'' ვშლი, რადგან ვხვდები, რომ ვერავინ მიშველის საკუთარი თავის გარდა... ან შეიძლება მეც ვერ შევძლო ეს და სამუდამოდ დანიელის ''ტყვეობაში'' დავრჩე,

სახლში მისვლისთანავე სარკეს ვუახლოვდები და აჩეჩილ თმას გრძელი თითებით ''ვივარცხნი''. რეზინით ქერა, ხვეულ თმას ვიკრავ და ფრჩხილებით აბლაბუდასავით ერთმანეთში გადაკვანძულ ღერებს ვხსნი. გული მიჩერდება, სარკეში ჩემს უკან მდგარ დანიელს რომ ვხედავ... ანაზდად ფანჯრისკენ ვაცეცებ თვალებს და მთვარეს ვეჩეხები... გარეთ ბნელა! ძალიან ბნელა!
უკან შეტრიალებასაც კი ვერ ვახერხებ... დანიელი რეზინას დაბლა აცოცებს და მხსნის... ამჯერად მისი შეხება ტკივილს მანიჭებს და შიშს მგვრის. ხელებს ისე ვმუშტავ, რომ გრძელი ფრჩხილები კანში მესობა. ვამჩნევ, რომ დანიელის ცისფერი თვალები ლურჯდება და პულსს ვეღარ ვითვლი... მამაკაცი თითებს სქელ თმაში ატარებს და თავს ჩემს კისერში რგავს... მთელი არსებით ვცახცახებ... ამ წუთებში მძაგს დანიელ სვანის სახელი... მძულს! მეზიზღება! სინამდვილეში კი ამ შიშმა წარმოშვა სიძულვილიც და ზიზღიც...
–რას... რას აკეთებ?–ვჩურჩულებ და მისკენ ვტრიალდები.–წადი! წადი!
ყელში თითქოს ვიღაც მიჭერს ხელს... დანიელი ცბება. ჩემკენ იხრება და საფეთქელზე ტუჩებს მაკრობს...
–ძალიანაც რომ მინდოდეს შენთვის ვნება, ხელს ვერ გახლებ, მართა! ეს იცოდე... ჩემი მეტჯერ აღარ შეგეშინდეს... ამას მოვითხოვ შენგან!
უკუსვლით მიდის და კუთხეში მდებარე ოთახში შედის. იქიდან რაღაცის მტვრევის ხმა მესმის და ვკრთები... დანიელის სიტყვების შემდეგ ვხვდები, რომ ეს შიში მართლაც სიფრთხილეა და მე მას ვენდობი!
ადგილზე ვიკეცები და მუხლებზე ხელებს ცრემლმორეული ვიხვევ.

^^^
ესეც მეორე თავი, ჩემო თბილებო!
ძალიან გამახარა თქვენმა გამოხმაურებამ და დღესაც ველი თქვენს შეფასებებს!
შემდეგ თავში მოვლენები კიდევ უფრო განვითარდება და ჩვენი მართაც ცივი გონებით მიიღებს გადაწყვეტილებას...
უყვარხართ სოფოს!



№1  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ჰმ,პირველად ვკითხულობ შენს ნაწერს და ურიგო არაა. დავინტერესდი და იმედია არ დააგვიანებ დადებას. :-* :-*
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

სიტყვა შევასრულე და გამოგყევი ახალ მოთხრობაზეც თუმცა ახლა აღმოვაჩინე და ორივე თავი ერთად წავიკითხე.განსხვავებულია წინა მოთხრობისგან.ძალიან დამაინტერესა,ველოდები ახალ თავს!

 


№3  offline მოდერი sopiko

teofine15
ჰმ,პირველად ვკითხულობ შენს ნაწერს და ურიგო არაა. დავინტერესდი და იმედია არ დააგვიანებ დადებას. :-* :-*

გმადლობ ♡ ისე ჩემს სხვა მოთხრობებზეც მაქვს შენი კომენტარები ნანახი და აქედან გამომდინარე პირველად არ კითხულობ.
Lanas Statusebi
სიტყვა შევასრულე და გამოგყევი ახალ მოთხრობაზეც თუმცა ახლა აღმოვაჩინე და ორივე თავი ერთად წავიკითხე.განსხვავებულია წინა მოთხრობისგან.ძალიან დამაინტერესა,ველოდები ახალ თავს!

დიდი მადლობა, ლანა ♥

 


№4  offline წევრი kaxelii

ძალიან მომწონს. ისა წინა თავზე კომენტარი მე არ დამიწერია. ძალიან კარგია და ველოდები მომდევნო თავს არ მყოფნის ამ ზომის თავები ცოტა გაზარდე რაა გთხოვ love

 


№5  offline მოდერი sopiko

nino k.d.
ძალიან მომწონს. ისა წინა თავზე კომენტარი მე არ დამიწერია. ძალიან კარგია და ველოდები მომდევნო თავს არ მყოფნის ამ ზომის თავები ცოტა გაზარდე რაა გთხოვ love

გმადლობ, ჩემო ნინო ♥ სამწუხაროდ თავების სიდიდეს მეტად ვერ გავზრდი. ვორდის ხუთ ფურცელს ვწერ ხოლმე და სხვანაირად ყოველდღე ვერ დავდებ.

 


№6 სტუმარი irma jojua

Au rakai iyo . Rogor velodii .male gaagrdzele Ra

 


№7  offline მოდერი bibo

Momwons me es istoria vtqvi ukve :p xo ai vgijdebi shenze chito saswauli xar patara <3 es bichic mebiskviweba da ra vqna kai veluruli da mamakacuria da ver viwuneb ra vqna :D :D shen kido ra gitxra vgijdebi shenze saswauli saocreba tkbili muraba xar....chemi shoki moki gogoo <3 meshokolad mealucheb mevashlatameb memarwyveb meqoqoseb mealublebi cicqnush me shen <3

 


№8  offline მოდერი Eleniko13

იჰ, შენ ხომ იცი რაც და როგორც.
მიყვარხარ ძალეან ძალეან.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9  offline მოდერი sopiko

irma jojua
Au rakai iyo . Rogor velodii .male gaagrdzele Ra

დიდი მადლობა, ირმა ♥
bibo
Momwons me es istoria vtqvi ukve :p xo ai vgijdebi shenze chito saswauli xar patara <3 es bichic mebiskviweba da ra vqna kai veluruli da mamakacuria da ver viwuneb ra vqna :D :D shen kido ra gitxra vgijdebi shenze saswauli saocreba tkbili muraba xar....chemi shoki moki gogoo <3 meshokolad mealucheb mevashlatameb memarwyveb meqoqoseb mealublebi cicqnush me shen <3

ეს რა ტკბილი კომენტარები იცი, გოგო ♥ გემადლობები :-D

Eleniko13
იჰ, შენ ხომ იცი რაც და როგორც.
მიყვარხარ ძალეან ძალეან.

ვიცი და მიხარია ჩემი ისტორიებით რომ შეგაყვარე თავი ♥

 


№10 სტუმარი A

Popo rogor xar sayvarelo? Mapatie am dromde ver movicale wasakitxad. Umagresi iyo sayvarelo. Veli shemdeg tavs moutmenlad. Ar dagvagalato da male atvirte kargi? Gelodebi.... Warmatebebi.

 


№11  offline მოდერი sopiko

A
Popo rogor xar sayvarelo? Mapatie am dromde ver movicale wasakitxad. Umagresi iyo sayvarelo. Veli shemdeg tavs moutmenlad. Ar dagvagalato da male atvirte kargi? Gelodebi.... Warmatebebi.

შენ მართლა საყვარელო ♥ ხვალ იქნება აუცილებლად!

 


№12 სტუმარი Black

Umagresi gogo xar kargi tavia da aba shen ici sop<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent