შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ სიყვარული (2)


31-01-2016, 12:48
ავტორი prety_girl
ნანახია 2 624

ვისაც სიყვარული გამოუცდია ის მიხვდება თუ რამხელა ბედნიერებაა დილით მისი მესიჯი რომ გაღვიძებს და დღეც არაჩვეულებრივად იწყება...დილის 8საათზე შეტყობინებამ გამაღვიძა,ო ღმერთო როგორ ვერ ვიტან დილით ადრე ადგომას წამოვიზლანზე და ტელეფონს დავწვდი განწყობა მაშინვე გამომიკეთდა მისი მესიჯი რომ დავინახე
-დილამშვიდობისა საყვარელო რა შვები?
-რავი არაფერს ისე რომ იცოდე გამაღვიძე
-ნუ ბუზღუნებ ადექი სკოლაში დააგვიანებ
-ჩემი მზურველი ბიჭი ასე ადრე რატო გღვიძავს?
-მინდოდა მე გამეღვიძებინე
-გამოგივიდა კიდეც
-ნუ ხარ გოგო ზარმაცი მოწესრიგდი და მერე შეგეხმიანები
-შენ არ მიბრძანდები სკოლაში?
-დღეს არა ჩემი ლამაზი გოგო
-კაი ჩკვიანად
-შენც ლიზუ
ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს გყავს საყვარელი ადამიანი რომელიც ბევრს ნიშნავს...ნელ-ნელა ვატყობდი რომ მიყვარდებოდა უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი ყოველი დილა მისი უსაზღვროდ თბილი სმს-ით იწყებოდა მთელი დღის განმავლობაში ვწერდით ერთმანეთს, ასე გადიოდა დრო ვეჩვეოდით ერთმანეთს და ვტკბებოდით ურთიერთობით...უკვე საღამო იყო მეგობრებთან ერთად პარკში ვიყავი ტელეფონი ამოვიღე და უამრავი გამოტევებული ზარი დამხვდა, აი ისევ რეკავს
-გისმენ ნიკა?
-გოგო შენ ნორმალური ხარ? რამდენი ხანია გირეკავ სად ხარ?მოვკვდი ნერვიულობით
-კაი დამშვიდდი პარკში ვარ და არ მესმოდა
-ამ დროს პარკში რა გინდა?
-არ შეიძლება გავერთო?
-ამ დროს არ შეიძლება სახლში წადი მეტს აღარ გეტყვი
-ვერ ამიკრძალავ სახლიდან გასვლას
პასუხი აღარ დაუბრუნებია საათს დავხედე და 11სრულდებოდა მეც სახლში წამოვედი იმ ღამით აღარ მოუწერია ვიცოდი გაბრაზებული იყო და მეც აღარ შევხმიანებივარ...შაბათი იყო ამიტომ შემეძლო მთელი დღე მეძინა მაგრამ ვინ დაგაცადა აწრიპინდა ჩემმი ტელეფონი
-გისმენ ნიკა
-რა შვები ლიზუ
-რავი ვწევარ შენ?
-მისმინე რაღაც უნდა გითხრა და ყურადღებით მომისმინე
-ისე გუშინდელძე თუ უნდა ვილპარაკოთ ჯობია არაფერი მითხრა
-ნუ მაწყვეტინებ ლიზა და მომისმინე
-კარგი გისმენ
-ლიზა შენ კარგად იცი რას ნიშნავ ჩემთვის რამდენად ძვირფასი ხარ მუდამ შენზე ვფიქრობ ყოველი დილა შენით იწყება და მთავრდება იმის მიუხედავად რომ ერთმანეთისგან შორს ვართ ეს ხელს ვერ შეგვიშლის ერთად ყოფნაში ერთი სიტყვით მინდა გითხრა რომ მიყვარხარ...
ამ დროის მანძილზე ეს პირველი მიყვარხარ იყო რომელსაც ასე ველოდებოდი
-მეც მიყვარხარ ნიკა
-ჩემი ცხოვრება ხარ ლიზა უზომოდ მაბედნიერებ
-კარგი ეხლა თავში არ აგივარდეს
-არა საყვარელო ეხლა უნდა წავიდე მიყვარხარ
-კაი მეც
გადიოდა დრო 2თვის მანძილზე უბედნიერესი ვიყავი მაგრამ ერთ საღამოს ვიჩხუბეთ რასაც დაშორება მოჰყვა ეს იყო პირველი და უკანასკნელი ჩხუბი სიამაყის გამო არც მე დავუთმე და ყველაფერი დამთავრდა.ძალიან მიჩირდა მის გარეშე ყოფნა მაგრამ როგორმე უნდა შევგუებოდი ამ ამბავს.სწავლაზე გადავერთე და ასე თუ ისე მასზე იმდენს აღარ ვფიქრობდი იმის მიუხედავად რომ მტკიოდა ვუძლებდი...მოვიდა ზაფხული და ისე აღარ მიხაროდა როგორც ადრე რადგან მომიწევდა ისევ მენახა ნიკა,მეშინოდა ისევ იმ გრძნობის გაღვივების რასაც მის მიმართ ვგრძნობდი.როგორც იქნა ავედი და საბედნიეროდ იქ არ დამხვდა როგორც მერე გავიგე 1კვირაში აპირებდა ამოსვლას, ვერ აღგიწერთ როგორ გავატარე ეს ერთი კვირა ველოდებოდი მის გამოჩენას მაგრამ ამავე დროს არ მინდოდა მენახა ..ალბათ გაგიკვირდებათ რომ გითხრათ ცოტათი მძულდა კიდეცთქო მაგრამ ასეა რაღაც მომენტებში ასეც იყო...საღამო იყო როგორც ყოველთვის მთელი სოფელი გარეთ იყო გამოსული მეც გარეთ ვიყავი მეგობრის ბავშვი მეკავა და სახლში ვაპირებდი შესვლას როცა დავინახე ის ერთი რომლის დანხვის ასე მეშინოდა...



№1  offline მოდერი bibo

Kargi xar chokolatius tortilius momwons me gagrdzelee

 


№2  offline წევრი prety_girl

bibo
Kargi xar chokolatius tortilius momwons me gagrdzelee

madloba chemo kargo shevecdebi male davdo :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent