შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 34


31-01-2016, 14:48
ავტორი mako-makako
ნანახია 2 363

გასვიანი ფრთხილად შევიდა ბექაურთან ოთახში და საწოლზე ჩამოჯდა.გოგონას არ ეძინა თვალები მაღლა ჰქონდა წერისკენ მიმართული და გაშტერებული უყურებდა ერთ წერტლს.მხოლოდ შეხებაზე მიხვდა რომ ვიღაც შემოვიდა,ნელა გადააბრუნა თავი გვერძე და ბექა რომ დაინახა ოდნავ გაუღიმა.ხვდებოდა ეხლა ბიჭი რა მდგომარებაშიც იყო და საკუთარ თავზე მეტად ის ეცოდებოდა.არ ემეტებოდა ასეთი ტკივილისთვის,ასეთი განცდებისთვის და უნდოდა რომ როგორმე ეს დარდი შეემსუბუქებინა.გვერძე გადმობრუნდა თავი კალთაში ჩაუდო და ხელზე აკოცა.გასვიანისთვის ეს ბიძგი იყო რომ ახლოს მისულიყო და ჩახუტებულიყო.მის ხუჭუჭა თმებში თითები ახლართა და შუბლზე გაყინული ტუჩები შეახო.ამ კოცნამ ანა უფრო მოიყვანა გონს და საწოლზე წამოიწია. უყურებდა ბექას თვალებში და იკარგებოდა იმ სევდით სავსე თვალებში რომლითაც ბიჭი უმზერდა.ენით აუღწერელი იყო ეს სევდა.ეს ტკივილი რაც მისი მზერიდან იგრძნობოდა.არ იცოდა რა ეთქვა,რა გაეკეთებინა რომ ეს სასინელი დუმილი როგორმე დაერღვია,თითქოს ანას განგებ არ ამბობდა არაფერს.ბოლოს მათი გამწმებელი დუმილი მეგობრებმა დარღვიეს,რომლებმაც მორიდებით დააკაკუნეს და ოთახის კარი შემოაღეს.ყველანი რიგრიგობით შემოლაგდნენ და საწოლზე ჩამოჯდნენ,მათ თვალებში ანა თანაგრძნობას და სიყვარულს კითხულობდა.ვერცერთის მზერაში ვერ დაინახავდი სიბრალულს,რომელისაც ყველაზე მეტად ესინოდა ბექაურს.პირიქით მათ სულაც არ ებრალებოდათ,ისინი ნამდვილი მეგობრები გვერდში ედგნენ და მუდამ ასე იქნებოდა.ამის დანახვამ ანა ძალზედ გაამხიარულა და სახეზე ოდნავ,თითქმის შეუმჩნეველი ღიმილი გამოესახა.მაგრამ მის მეგობრებს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.ბოლოს დუმილი ლევანმა დარღვია გვერდით მიიწია ანსკენ და გულში ჩაიკრა.
-როგორ ხარ პატარავ?
-კარგად ლევან,ეხლა უკეთესად.-არვინ იცის რის ფასად უჯდებოდა ანას ეს უდარდელი ქალის იმიჯის მორგება.
-მიხარია ჩემო გადარეულო.ხომ იცი ჩემი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს,მე მუდამ შენთან ვიქნები.-ლევანმა კიდევ ერთზელ ჩაიხუტა და შუბლზე აკოცა გოგოს.
-ეხლა ჩვენ წავალთ.დაისვენე და ხვალ გნახავთ კარგი?-ჰკითხა მორიდებით ნიამ.
-წადით და დაისვენეთ.თქვენც გადაღლებოდით,ცოდვები ხართ.თან თეკოსთვის ამდენი გადაღლა არ შეიძლება,საკმარისია დღეისთვის ამდენი ემოცია.-ანამ ხელზე ხელი მოუჭირა თეკოს დ ამით გრძნობინა რომ უკეთ იყო.
-დაღლა არაფერ შუაშია,უბრალოდ დასვენება გჭირდება.ჩვენ დილით ადრე მოვალთ და ისევ გინახულებთ.-უთხრა ლექსომ.
-არაა საჭირო ყოველ დღე ჩემი მონახულება,ისეთი არაფერი მომხდარა,მე კარგად ვარ.მხოლოდ დღეს დავრჩები აქ და ხვალ სახლში წავალ.არ მინდა მშობლებმა ინერვიულონ.-ისე საუბრობდა ამ ყველაფერზე ბექური თითქოს მას არ გადახდენოდა თავს ეს უბედურება.ყველა გაოცებული უსმენდა მაგრამ უკვე იცოდნენ ანას რეაქცია რომ ასე მოიქცეოდა ამიტომ არავინ შეწინააღმდეგებია და არც არავის გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია.
-კარგი მაშინ ჩვენ ეხლა წავალთ.სანდროც ნასვამია და უნდა მივხედო.მიყვარხარ და თავს გაუფრთხილდი.-თეკო წამოდგა საწოლიდან ანას მხურვალედ ჩაეკრა გულში და ლოყები დაუკოცნა.ესიამოვნა გოგოს მეგობრის ასეთი თბილი საქციელი და მანაც ასევე უპასუხა.ყველამ სათითაოდ გადაკოცნა და დაემშვიდობა.სახლში მხოლოდ ბექა და ანა დარჩნენ.ლევანმა ნია წაიყვანა,ლექსომ კი თეკო.გასვიანი ანას გვერდით მიუწვა და გულში ჩაიხუტა მონატრებული სხეული.ბექაურს ესიამოვნა ბიჭის მხურვალე სხეული შეხება და ტანში დააჟრიალა.ასე ერთმანეთზე ჩახუტებულებს მშვიდად ჩაეძინათ.სიტყვები აქ უკვე ზედმეტი იყო,რადგან უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის ტკივილის.ხვდებოდნენ რომ ეს ფაქტი არცერტისტვის არ იქნებოდა ადვილი გადასატანი,მაგრამ ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაფერს გადალახავდნენ.სიყვარული ხომ ყველაფერს დაამარცხებს და ყველა განსაცდელს უპრიობლემოდ გაუძლებს.
თეკო და ლექსო ერთად ავიდნენ სახლში.სანდროს მშვიდაად ეძინა თავის საძინებელში მაგრამ მირანდა აქ არ იყო.იმედოვნებდნენ რომ სახლში დახვდებოდათ მაგრამ შეცდნენ.შეყვარებული წყვილი სამზარეულოში მაგიდასთან ჩამოჯდნენ და ერთმანეთს უყურებდნენ,ბოლოს გოგო წამოდგა და გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა.აქამდე შიმშილის გრძნობას არ შეუწუხებია მაგრამ ეხლა უკვე მეტს ვეღარ გაუძლებდა,თუ რამეს არ შეჭამდა გული წაუვიდოდა.მაცივარი გამოაღო და რაც კი რამე ჰქონდათ ყველაფრის გამოლაგება დაიწყო.წამით თავბრუსხვევა იგრძნო და შეარბაცდა.ლექსო მაშინვე წამოხტა და წამსი გოგოსთან გაჩნდა.ხელი შეაშველა და სკამზე ჩამოსვა.
-ცუდად ხარ?-მაშინვე წყლით სავსე ჭიქა მიუტანა პირთან და ცოტა დაალევინა.
-ეხლა უკეთ ვარ.ნუ გესინია ეგრე.-ბიჭის გაფითრებულ სახეზე სახეზე ღიმილმა გადაურბინა გიორგაძეს სახეზე.
-ლამის გული გამისკდა.მოგსივდა არა ჩემო პატარა?-ხელი მუცელზე გადაუსვა და თეკოს ახედა.
-მოგვშივდა მამიკო აბა რა რამდენი საათია არ გვიჭამია..-ღიმილით ეუბნებოდა თეკო და ლექსოს რეაქციას აკვირდებოდა.ბიჭი მაშინვე წამოფრინდა მაცივრიდან ეხლა მან დაიწყო ყველაფრის გადმოლაგება და მაგიდა წუთებში გააწყოო.ჩაიდანი გამორთო და ცხელი ჩაი ჭიქებში დაასხა.ისე მადიანად შეექცეოდა თეკო ყველაფერს რომ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან შამანაური,უყურებდა და გრძნობდა რა იყო ბედნიერება.ეს ორი არსება მის ცხოვრებას ბოლომდე ავსებდა. ისინი იყვნენ მისი სიცოცხლის გამხალისებლები და ცხოვრების აზრი.ერთი სული ჰქონდა გაეგო ვინ იჯდა დედიკოს მუცელში რომ ამის მერე სამზადისი დაეწყო.არ ჰქონდა მნისვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი.ორივე ერთნაირად ეყვარებოდა, მთავარია ჯანმრთელი დაბადებულიყო და სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვნდა ითვლებოდა.ასეთი გახარებული ბოლოს ლექსო როდის იყო აღარც კი ახსოვს.უცებ თავისი პატარა ანგელოზი გაახსენდა,თავისი და.რომელიც მისი სილამაზით მართლაც რომ ანგელოზს ჰგავდა.მისი სახე ეხლაც კი თვალწინ ედგა და თითქოს უღიმოა.თითქოს ძმის სიხარულს იზიარებდა და იქიდან,მაღლა ზეციდან დაჰყურებდა მისი ზღვისფერ დიდრონი თვალებით.ყველა ის წუთი ყველა ის წამი კარგად ახსოვს ლექსოს რაც მის დასთან იყო დაკავშირებული.ის საშინელი დღეც ახსოვს როდესაც პატარა გოგონას რომელიც სიცოცხლით სავსე იყო ლეიკემია დაუდგინეს და მოსთხოვეს საავადმყოფოში დაწოლა.ყველაფერი იმდენად სერიოზული იყო რომ მკურნალობას აღარ ექვემდებარებოდა მაგრამ იმედს მაინც იტოვებდნენ ექიმები და ყველა ერთი და იგივეს უმეორებდათ. ,,არ დანებდეთ,არ დანებდეთო.''პატარა ია რომელიც მუდამ იღიმებოდა იმედს ეხლაც არ ჰკარგავდა და მშობლებს გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა.ყველაზე მტკივნეული ის იყო მათთვის რომ იცოდნენ შსვილის იმედებს ვერ გაამართლებდნენ და მის თვალებს მუდამ გაბრწყინებულს ვერ დაინახავდნენ.ლექსო ჩუმად იტანდა ამ ტკივილს და ორმაგად ნადგურდებოდა.გრძნობდა რომ მისი ლამაზი და მალე გვერდით აღარ ეყოლებოდა,რომ ის მალე სამუდამო სამყოფელს ზეცაში მისნაირ ანგელოზებთან დაიკავებდა და ყველაზე მეტად ეს სტკნდა გულს,მის ლამაზ ზღვისფერ თვალებს ვეღარ იხილავდა.ვერ ნახავდა როგორ გაიზრდებოდა და უფრო დამშვენდებოდა.როგორ გაიცინებდა ძმის ყოველ ხუმრობაზე და როგორ ავსებოდა სიცილისგან თვალები ცრემლებით.დღემდე სტკიოდა ეს ყველაფერი ლექსოს და მის ცხოვრებაში მოეშუშებელ თკივილად დარჩებოდა მუდამ.მაგრამ ეხლა სისუსტის უფლება არ ჰქონდა მისი ცხოვრება თავიდან იწყებოდა და ბოლო დის სურვილი პირნათლად უნდა შეესრულებინა.ეცხოვრა ისე ტითქოს ეს დღე უკანასკნელი ყოფილიყო მის ცხოვრებაში და ყველაფერი საუკეთესო მიეღო ცხოვრებისგან.შამანაური სევდიანი მაგრამ ამავდროულად სიყვარულით სავსე თვალებით შესცქეროდა თეკოს როგორ მადიანად მიირტმევდა ტკბილს და მჟავეს ერთად და ღიმილი უპობდა ბაგეს.ეხლა ნამდვილად იყო ისეთი ბედნიერი როგორიც მის პატარა დაიკოს გაუხარდებოდა.უნდოდა ეცხოვრა ლაღად და მშვიდად თავის მომავალ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.როგორც იქნა ქალბატონმა დაასრულა მადიანად ჭამა ყურადღება გარიმებულ ლექსოს მიაქცია.
-რატო მიყურებ ეგრე უცნაურად?-შეეკითხა გოგო ბიჭს.
-რას ხედავჩემს ყურებაში უცნაურს?-ცოტა არ იყოს გაუკვირდა ლექსოს თეკოს კითხვა და გაკვირვება ვერ დამალა.
-არ ვიცი რარაცნაირად მიყურებ.თითქოს მაკვირდები,მსწავლობ არ ვიცი როგორ აგიხსნა.-ცრემლები მოადგა გიორგაძეს თვალებზე ისე ტვიტონაც ვერ მიხვდა ამის მიზეზს.
-როგორი მგრძნობიარე გამხდარა ჩემი გოგო და ეს ვერ შევამჩნიე?-ხუმრობა სცადა შამანაურმა მაგრამ ამაზე გოგოს უარესად გადმოსცვივდა თვალებიდან ცრემლები.
-რა მოხდა თეკო რამე ისეთი გითხარი რომ გაწყენინე?-მაგრამ გოგო უკვე აღარ უსმენდა ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით სცვიოდა თვალებიდან და მის შეკავებას არც კი ცდილობდა.ამაზე ლექსოს ფერი სულ დაეკარგა,მაშინვე გოგოს წინ მუხლებზე დადგა,მისი თბილი ხელები თავისასი მოიქცია,ნაზად აკოცა და თვალებსი ჩახედა.
-მოხდა რამე?-ისე ჰკითხა გიორგაძემ ვერ გაუძლო და თვალი აარიდა.ხელები გააშვებინა ლექსოს,ცრემლები შეიმშრალა და საძინებელში გავიდა.ბიჭი ვერ ხვდებოდა გოგოს ასეთ ქცევას და გული ძალიან სტკიოდა მისი ცრემლების დანახვისას.ადგა და ისიც უკან გაჰყვა.თეკო საწოლზე წამოწოლილიყო,პლედი გადაეფარებინა და თანამბრად სუნთქავდა.მძინარეს გავდა მაგრამ შამანაურმა იცოდა რომ არ ეძინა,ეხლა მის გულსი ქაოსი იყო და დრო იყო ყველაფრის გარკვევის.
-არ გინდა დამელაპარაკო?-გვერდით მიუწვა და მუცელზე ხელები შემოჰხვია.
-მინდა.-თეკო მისკენ გადმობრუნდა და თავი მის მკერდში ჩარგო.
-მთელი გულისყურით გისმენ ჩემო სიხარულო.-თმებზე ნაზად უსმევდა ლექსო ხელს და გრძნობდა როგორ სიამოვნებდა ეს შეხება თეკოს.
-ყველაფერი ჩემს გამო ხდება და ძალიან ცუდად ვარ როდესაც ანას ასეთ მდგომარეობაში ვუყურებ.-როგორც იქნა მისი ცრემლების მიზეზიც გაიგო შამანაურმა.
-ეს ასე არაა და თავს ტყუილად იდანაშაულებ,ირაკლი ერთი არანორმალური და მანიაკი იყო,რომელმაც ცხოვრებისგან ის მიირო რაც დათესა.ყვეაფერი უკვე წარსულსი დარჩა და ეხლა დროა ახალი ცხოვრება დავიწყოთ,მიტუმეტეს გუშინდელის შემდეგ ანას ყველანი ძლიერები ვჭირდებით რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლასი დავეხმაროთ.მეორედ აღარ გავიგო რომ თავს იდანაშაულებ ეს რომ ანუკიმ გაიგოს კარგად იცი როგორ ატკენ გულს და მგონი შენც ხვდები რომ ასე არ უნდა მოიქცე.-ეს ყველაფერი იავნანასავით ჩაესმოდა ემოციებით გადაღლილ გიორგაძეს თან როდესაც იცოდა რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო და მაას სხვაც ეუბნებოდა რაღაც არაამქვეყნიურ სიმსუბუქეს გრძნობდა და ძილის სამყაროში დამშვიდებული მიიკვლევდა გზას.როდესაც ლექსოს გოგომ ხმა არარ გასცა მხოლოდ მასინ დახედა და მიხვდა რომ უკვე ღრმად ეძინა მის ერთარდერთ სიხარულს,მის ცხოვრების აზრს რომელიც მუცლით მის შვილს ატარებდა და უბედნიერეს ადამიანად აგრძნობინებდა თავს. თეკოს გვერდით გემრიელად მოთავსდა და ფიქრი დაიწო მომავალზე,უნდოდა რაც შეიძლება მალე მოეყვანა თაკო ცოლად,მას შემდეგ რაც ლევანი და ნია დაქორწინდებოდნე,მათი ქორწილიც ახლოვდებოდა და ორ თვეში შეეძლო თავის ქორწილზეც ეფიქრა.უნდოდა ყველაფერი დეტალურად დაეგეგმა,რომ ისეთი გამოსულიყო მთელი ცხოვრება დასამახსოვრებელ და ბედნიერ დღედ ჩაებეჭდა მის მეხსიერებას.ამ ფიქრებში მასაც გემრიელად ჩაეძინა ისე რომ ვერც კი გაიგო.
...
შუაღამე იყო როდესაც ანა უსიამოვნო შეგრძნებამ გამოაღვიძა.თვალები გაახილა და მისი გაღვიძების მიზეზს გადახედა.ბექას ისე მჭიდროდ ჰყავდა ჩახუტებული რომ განძრევის საშუალებას არ აძლევდა.არ ესიამოვნა ეს შეხება,ეხამუშა და მისი ხელები ფრთხილად მოიშორა სხეულიდან.თითქოს რაღაც მოხდა მის გონებაში, რაღაც გადატრიალება გამოიწვია წუანდელმა ღამემ.ამას ხვდებოდა მაგრამ ყველაზე ნაკლებად ის უნდოდა რომ ეს ფაქტი მისი და ბექას უთიერთობაზე ცუდად ასახულიყო.მისი შეხებისას იმ არაკაცის შეხება ახსენდებოდა და ზიზღის გრძნობა უჩნდებოდა.საკუთარ თავსი უნდა ეპოვა ის ძალა რომელიც ამ ყველაფერ დაავიწყებდა და ეს ძალა ბექასი უნდა მოეძებნა.მხოლოდ ის შეძლებდა მის დახმარებას.ოღონდ არა სიბრალულის გრზნობით არამედ სიყვარულით და მხარდაჭერით.ნელა წამოდგა საწოლიდან,არ უნდოდა გასვიანის გაღვიძება,არ უნდოდა ასეთი განადგურებული და დათრგუნელი ენახა.სააბაზანოსი შევიდა. წყალი მოუშვა და ასე გაუხდელად დუს კაბინაში შევიდა.ესიამოვნა ოდნავ გრილი წყლის შხეფები.ნელ ნელა ტანსაცმელი გაიხდა,სველი სამოსი იქვე ძირს დაყარა და ბანაობა განაგრძო.სხეულზე შეხებისას გრძნობდა როგორ ეხორკლებოდა კანი და უსიამოვნო განცდა როგორ ეუფლებოდა მთელს მის არსებას.უცებ ისტერიული ტირილი აუვარდა,რატომ უნდა ემართებოდეს ყველაფერი ცუდი მხოლოდ მაას?ნუთუ არ აქვს ბედნიერების უფლება?რა დააშავა ასეთი რომ მუდამ ასე იტანჯება?ეს კითხვები მოსვენებას არ აძლევდა მის არსებას და თავს კიდევ უფრო ცუდად აგრძნობინებდა.არ იცის ასეთ მდგომარეობაში რამდენხანს იყო,მხოლოდ ის ახსოვს რომ ვიღაცამ პირსახოცი მოახვია და აბაზანიდან ხელსი აყვანილმა გამოიყვანა.მასინვე იგრძნო ნაცნობი სურნელი,მის ყელში ცხვირი ჩამალა და მთელი ძალებით შეისუნთქა,ისე თიტქოს ეს უკანასკნელი ყოფილიყოს.რარაც სიმსუბუქე იგრძნო.ფუმფულა საწოლზე იწვა და გვერდით ტბილი სხეული ეხუტებოდ.იმ მომენტში არც არაფერს გრძნობდა სითბოს გარდა,რომელსაც მის გვერდით მწოლიარე სხეული გადასცემდა მის სხეულს,უნდოდა მთელი ცხოვრების მანძილზე მის მკლავებსი ჩაკარგულიყო და ეს სხეული არასოდეს მოსორებოდა გვერდიდან.როგორც იქნა თვალები გაახილა და ნელა ახედა ბიჭს სახეზე.რომელსაც აუღწერელი ტკივილი გამოსახვოდა,რომლის თვალებშიც დაიკარგებოდი იმდენად სტკიოდა გოგოს ეს მდგომარეობა.მხოლოდ ეხლა გაანალიზა ანამ რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო.მხოლოდ ეხლა მიხვდა რომ არ უნდა დანებებოდა ამ ყველაფერს და ბედნიერებისთვის უნდა ებრძოლა. თუნდაც ამის ძალები არ ჰქონოდა,ბექა იმსახურებდა ბედნიერებას, სიხარულს,სიყვარულს და ეს მის გამო უნდა გაეკეთებინა.ამ წუთიდან გადაწყვიტა ბექაურმა რომ დრო დადგა ბრზოლის,დრო დადგა ბედნიერების და ამაში ხელს ვერავინ შეუშლიდა. ხვდებოდა რომ არც ბექასთვის იყო ამ ყველფრის გადატანა ადვილი მაგრამ ერთად ყველაფერს შეძლებდნენ.ერთად ყველა ბოროტებას დამარცხებდნენ.ფრთხილად შეახო ბექას ბაგეს თავისი გაყინული ბაგეები და იგრზნო როგორ აკლდა ეს ყველაფერი.გასვიანისთვის თითქოს ეს ბიძგი იყო,ისე ნაზად დაეკონა მის ტუჩებს გეგონებოდათ პირველად კოცნიდა,პირველად ეხებოდა მის სხეულს და პირველად გრზნობდა ამ ამაღელვებელ გრძნობას.ანას კოცნა მომთხოვნი გაუხდა,მაგრამ დროულად შეჩერდა ვიდრე ყველაფერ გაუჭებდა.ხელები მჭიდროდ მოჰხვია ვაჭს სხეულზე და მთელი სხეულით ზედ აეკრა.ასე უფრო მშვიდად გრძნობდა თავს, იცოდა რომ მის დამცველი მუდამ გვერდით ეყოლებოდა და არავის მისცემდა მისი დაჩაგვრის უფლებას.გასვიანთან ჩახუტებულს ისევ ჩაეძინა.
...
ძილში ბექამ საწოლში სიცარიელე იგრძნო და მაშინვე გამოეღვიძა.ოთახი კარგად მოათვალიერა მაგრამ ანა ვერსად ვერ ნახა.თვალები მოუფშვნიტა,ცოტა გამოფხიზლდა და მხოლოდ მასინ გაიგო აბაზანიდან ონკანის ხმა,რომელსაც ტირილის ხმა ერთვოდა.შეშინებული წამოხტა საწოლიდან და სააბაზანოს კარებზე დააკაკუნა.
-ანა აქ ხარ?-დაუძახა გოგონას მაგრამ პასუხი არავინ გასცა.-ანა?კარგად ხარ?-ისევ სიჩუმე და მხოლოდ ჩუმი ქვითინის ხმა ისმოდა.კარის სახელური დაქაჩა და ოდნავ შეაღო.დაინახა როგორი გამწარებული იხეხავდა ანა სხეულს და თან ცრემლებს გამწარებული აჩერებდა,არ უნდოდა ტირილი მაგრამ ცრემლები ჯიუტად მოედინებოდნენ და გზას მის სხეულზე იკვალავდნენ.ხედავდა რამდენად განადგურებული იყო მისი სიყვარული და ვერაფრით შველოდა,ყველაფერს დათმობდა ოღონდ ეს ტკივილი მისტვის აეცილებინა.იმდენად იყო არეული უკვე არარ იცოდ რა უნდა გაეკეთებინა.რაც ის ანას ცხოვრებაში გამოჩნდა იმის მერე თავდაყირა დააყენა გოგოს ცხოვრება,ყველაფერი იმის მეე წავიდა უკან უკან.მერე ლევანის სიტყვებიც ასენდებოდა,მაგრამ ეხლა იმდენად სტკიოდა ანას ტკივილი რომ ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებდა.თვალებით აბანოს ტილო მოძებნა, აიღო და ანას შემოახვია,რომელიც გახევებული იდგა და სახე წყლისთვის მიეშვირა. დაიფიცებდა ბექა რომ ეხლა ბექაური რეალობას ვერ აღიქვამდა.იმდენად ცივი და არაფრის მთქმელი თვალები ჰქონდა ცოტა არ იყოს შეეშინდა რამე არ მოსვლოდა. საძინებელში გაიყვანა.ტილო უფრო მჭიდროდ შემოახვია სველ სხეულზე და გულში ჩაიკრა.ათას რამეს ეჩურჩულებოდა,უნდოდა ეგრძნო გოგოს მისი სიახლოვე,მისი სითბო.ცოტა ხანს ასე გაჩუმებული უყურებდა ანა.ბოლოს ნელა აიწია და ბიჭს ტუჩებზე ნაზად აკოცა.ამ კოცნაში ყველაფერი იხატებოდა.ის სითბო, ის სიყვარული,ის ტკივილი რასაც ეხლა ანა განიცდიდა.კოცნაში ბექაც აჰყა და მონატრებული ბაგეები ნელა დაუკოცნა.მაგრამ მალევე შეჩერდა ბექაური,თავი მოთოკა და გასვიანს სხეულზე აეკრა.სასიამოვო იყო იმის განცდა რომ მისი საყვარელი ქალი მის გვერდით იყო და შეეძლო ჩახუტებოდა.ასე მშვიდად ორივეს დიდი ხანია არ უგრძვნიათ თავი.ანას უკვე დიდი ხანია ეძინა მაგრამ ბექას თვალებს ძილი აღარ მიჰკარებია.ბექაურის გაცნობის დღიდან დღემდე იხსენებდა ყველა მომენტს და სახეზე მხიარული ღიმილი დასთამაშებდა.მაგრად ჰყავდა გოგო ჩახეტებული და დროდადრო შუბლზე კოცნიდა.მის ხვეულ თმებში თითებს ხლართავდა და ვინ იცის უკვე მერამდენედ ცდილობდა თითების განთავისუფლებას.
...
დილით მირანდას ადრე გაეღვიძა.იმდენად იყო ადრე ადგომას მიჩვეული რომ რაც არ უნდა გვიან დაეძინა მაინც ადრე ეღვიძებოდა.მაშინვე თელეფონი მოიმარჯვა და ლადოს ნომერი აკრიფა.ზარი გადიოდა მაგრამ არავინ პასუხობდა.ბოლოს როგორც იქნა ნამძინარევი ხმა გაისმა ყურმილის მეორე მხარეს.
-ამ დილაადრიან რა გინდა გოგო.-გაბრაზებულმა ამოსძახა ლადომ.
-უი გეძინა?ბოდიში,არ ვიცოდი.-თავი დამნაშავედ იგრძნო მჟავიამ და მოუბოდიშა მეგობარს.
-ბოდიშს რაღა აზრი აქვს გამაღვიძე უკვე.-არ ცხრებოდა ბიჭი.
-კაი ხო ეხლა ასე აპირებ ჩხუბს თუ დამაცდი საუბარს?-არც მირანდამ დააკლო საყვედურები.
-გისმენ ერთი ამ დილაუთენია რამ შეგაწუხა?-ირონია გაურია ხმაში ლადომ და საწოლზე წამოჯდა.
-რა ქენი გუშინ დაკითხე ის ბიჭი?-მასინვე საქმეზე გადავიდა მირანდა როდესაც იგრძნო რომ ლადო მოსასმენად მზად იყო.
-კი დავკითხე და ამის გამოა რომ ეხლა მეძინა.გამთენიისას დავბრუნდი სახლში.
-რატო ასეთი რა გითხრა რომ მთელი ღამე მოანდომე მის საქმეს?-ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად მოეჩვენა მჟავიას.
-დღეს მოდი განყოფილებაში და ყველაფერს გეტყვი.ოღონდ ეხლა დამაძინე რა.-ისეთი მუდარა იგრძნობოდა ბიჭის ხმაში რომ უარი ვერარ უთხრა.
-კაი ხო.როცა წახვალ დამირეკე და მეც გამოვალ.დროებით გაკოცეეე.-მხიარულად მიაძახა უკვე ზილში წასულ ლადოს და ტელეფონი გაუთიშა.საწოლიდან მასინვე წამოხტა,სპორტულები ჩაიცვა დ სავარჯოშოდ გაემზადა.კარი ჩაკეტა და კიბეები მხიარულად ჩაირბინა,როდესაც მის წინ მანქანას მიყუდებული სანდრო დაინახა. ჯერ თვალებს არ დაუჯერა,რამდნჯერმე დახუჭა გაახილა მაგრამ ბიჭის სილუეტი ისე იქ იყო და გოგოს უღიმოდა.



№1 სტუმარი darina

Beqas da anas tkivils mec ganvicdi, orive iseti emociurebi atian, au mirandas da sandrosac ushvele ra, emociuri tavi iyo.

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

იმედია ანა იპოვის საკუთარ თავში ძალას იმისთვის რომ ეს ყველაფერი დაივიწყოს,ან თუ ვერ დაივიწყებს ტკივილი მაინც შეიმსუბუქოს ცოტათი.ბექას ტკივილს ძალიან კარგად გადმოსცემ.ჟრუანტელი მივლიდა რომ ვკითხულობდი.სანდრო და მირანდაც ძალიან საყვარლები არიან,ასევე თეკოც და ლექსოც.ძალიან მომწონს.ემოციური თავი იყო,ველოდები გაგრძელებას მაკუნა. wink love

 


№3  offline წევრი mako-makako

darina
Beqas da anas tkivils mec ganvicdi, orive iseti emociurebi atian, au mirandas da sandrosac ushvele ra, emociuri tavi iyo.

მადლობა ჩემო საყვარელო მეც მათთან ერთად განვიცდი ყველა სიხარულს და ყველა ტკივილს.ეს წყვილი რაღაც ძაან ემოციური გამომივიდა.კი მალე ვუშველი მათაც. smile

Lanas Statusebi
იმედია ანა იპოვის საკუთარ თავში ძალას იმისთვის რომ ეს ყველაფერი დაივიწყოს,ან თუ ვერ დაივიწყებს ტკივილი მაინც შეიმსუბუქოს ცოტათი.ბექას ტკივილს ძალიან კარგად გადმოსცემ.ჟრუანტელი მივლიდა რომ ვკითხულობდი.სანდრო და მირანდაც ძალიან საყვარლები არიან,ასევე თეკოც და ლექსოც.ძალიან მომწონს.ემოციური თავი იყო,ველოდები გაგრძელებას მაკუნა. wink love

მადლობა ჩემო საყვარელო ძალიან მიხარია თუ ამდენ ემოციას ვიცვევ შენში და ისე გადმოვცემ ყველაფერს რომ შენამდე მოაღწიოს.მინდა მალე დავდო ყველა თავი იმდენი იდეა მაქვს არ ვიცი ბოლოს როგორ მოვიქცევი მაგრამ იმედს ვიტოვებ ბოლოომდე მოგეწონებათ. love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№4 სტუმარი nina(nina)

ჩემო გოგო მიყვარხარ მაკუს <3 ძალიან გამახარე,თან გამიხარდა ლექსოც რომ დააფიქრე ქორწილზე :* <3 ყველანაირად მომწონს. ანა გამოიჩენს სიძლიერეს,მე ამის მჯერა და ყველაფერი კარგად იქნება <3 <3 <3

 


№5  offline წევრი mako-makako

nina(nina)
ჩემო გოგო მიყვარხარ მაკუს <3 ძალიან გამახარე,თან გამიხარდა ლექსოც რომ დააფიქრე ქორწილზე :* <3 ყველანაირად მომწონს. ანა გამოიჩენს სიძლიერეს,მე ამის მჯერა და ყველაფერი კარგად იქნება <3 <3 <3

ანა იმდენად ძლიერია რომ მ განსაცდელსაც გაუძლებს.მადლობა ჩემო საყვარელო მეც ძალიან შემაყვარე თავი და მიხარი რომ ასე აქტიურად ხარ ჩართული ამ ისტორიაში love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№6 სტუმარი nina(nina)

mako-makako
nina(nina)
ჩემო გოგო მიყვარხარ მაკუს <3 ძალიან გამახარე,თან გამიხარდა ლექსოც რომ დააფიქრე ქორწილზე :* <3 ყველანაირად მომწონს. ანა გამოიჩენს სიძლიერეს,მე ამის მჯერა და ყველაფერი კარგად იქნება <3 <3 <3

ანა იმდენად ძლიერია რომ მ განსაცდელსაც გაუძლებს.მადლობა ჩემო საყვარელო მეც ძალიან შემაყვარე თავი და მიხარი რომ ასე აქტიურად ხარ ჩართული ამ ისტორიაში love


სხვა გვარად არც შემეძლო :D :* <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent