შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 32


22-01-2016, 20:16
ავტორი mako-makako
ნანახია 2 531

ლექსომ სანდროს წამოყენება სცადა მაგრამ ისეთი მთვრალი იყო ფეხზე ძლივს იდგა.მხარში ამოუდგა მეორე მხრიდან მირანდა დაუდგა და ასე წაიყვანეს მანქანამდე.ბიჭი გრძნობდა მჟავიას სურნელს რომელიც მისი კანიდან მოდიოდა და თავბრუ უფრო მეტად ეხვეოდა.
-ლექსო შენ წადი სანდროს მე წავიყვან სახლში.-გარეთ გასვლისთანავე უთხრა მჟავიამ შამანაურს.
-იყოს მე წავიყვან,შენ წადი გოგოებთან და გაერთე.-უთხრა ლექსომ და გიორგაძე მანქანაში ჩასვა.
-არა წადი შენ ლექსო,თან თეკოც გელოდებ.გაერთეთ და არ ინერვიულოთ მე მივხედავ სანდროს.-მაინც არ ეშვებდა მირანდა.
-ხო კარგი.მაშინ თუ რამე დაგჭირდეს მაშინვე დამირეკე.-ბოლოს დანებდა ლექსო რადგან მიხვდა რომ შეიძლებოდა ეს უკეთესიც კი ყოფილიყო სანდროსთვის,იქნებ ამ მდგომარეობაში მაინც გამოსტყდომოდა მჟავიას სიყვარულში და ამოესუნთქა მშვიდად.
-კარგი.მაგრამ ვიცი რომ არაფერი დამჭირდება.ისე კი დიდი მადლობა ლექსო.აბა დროებით და გოგოებს ჩემგან ბოდიში მოუხადე.მირანდა დაემშვიდობა ბიჭს,საჭეს მიუჯდა და მანქანა ადგილიდან დაძრა.მშვიდი დაღამო იყო,სანდროს ნახევრად ეძინა,მის კორპუსამდე ისე მივიდნენ არაფერი გაუგია.მხოლოდ გადმოსვლის დროს მოჰკრა თვალი გოგოს ლამაზ სახეს და შუბლზე აკოცა,მერე მირანდას დახმარებით შევიდნენ ლიფტში და მეოთხე სართულზე ავიდნენ.გასაღები ჯიბიდან ამოუღო სანდროს და კარი გააღო.მის საძინებლამდე მიიყვანა,საწოლზე დააწვინა და ფეხზე გახადა.მერე სამზარეულოში გავიდა.ორი აბი ასპირინი და წყლით სავსე ჭიქა შემოიტანა,საწოლთან მდგარ ტუმბოზე დადო და სანდროს გახედა.
-რას გავს შენი საქციელი ასე დათრობა შეიძლება?-მკაცრი ქალის იმიჯი მოირგო მჟავიამ და სანდროს დაუტია.
-გაბრაზებულიც რა ლამაზი ხარ.-გაუაზრებლად წამოსცდა გიორგაძეს და მირანდას გაკვირვებული სახე მიიღო პასუხად.მჟავია არ მოელოდა მის ასეთ საქციელს და ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა მისი სიტყვები.თავი დახარა და ლოყები ოდნავ შეეფაკლა.ვერ წარმომედგინა ასეთი ძლიერი სულის ადამიანი როგორ უნდა ყოფილიყო ამავდროულად მორცხვი და ასეთი ნაზი,მის შემხედვარე კაცს მოფერება და დაცვა მოუნდებოდა.სწორედ ასე იყო სანდრო როცა მირანდას ხედავდა სურვილი უჩნდებოდა ის ლამაზი წითელი ბაგეები დაეკოცნა და გულში ისე მაგრად ჩაეკრა რომ არასოდეს გაეშვა მისთვის.
-რატო გაგიკვირდა?შენ რა გგონია იმდენად მთვრალი ვარ რომ არ ვიცი რას ვლაპარაკობ?-საწოლიდან წამოიწია სანდრო და წყალი მოსვა,უკვე გამოდიოდა სიმთვრალიდან და თავი საშინლად სტკიოდა.
-სწორედაც რომ ასეა თვითონ არ იცი რას ლაპარაკობ.-პოზიციას არ თმობდა გოგო.
-არა აი მანდ ცდები ყველაზე მეტად.მე სიმთვრალე არ მალაპარაკებს და ყველაფერს კარგად ვხვდები.რა უნდა ვთქვა და როგორ უნდა მოვიქცე.-უკვე თვალებში უყურებდა გიორგაძე მჟავიას და მის თვალებში იმხელა სითბო და სიყვარული ამოიკითხებოდა რომ ლამის ჩაიკარგა მათში.
-გვეყო ეხლა გვიანია უკვე შენ დაწექი დაიძინე და მე მისაღებში ვიქნები სანამ თეკო მოვა.-თემის შეცვლა სცადა მაშინვე მირანდამ რადგან ეშინოდა ამ გრძნობის,რომ ისევ ისე ეტკინებოდა გული როგორც დათოსთან მოხდა,სანდროც მისნაირი იყო და საერთოდ ყველა კაცი ერთნაირები არიან.ყველა ერთობა ქალთან და როცა აღარ მოუნდებათ უსარგებლო ნივთივით მოისვრიან სანაგვე ყუთში.იგივე სიტუაციის გამეორების და გულის ტკენის ეშინოდა და ამიტომ ყველანაირად ცდილობდა გიორგაძისთვის თავი აერიდებინა.
-მე ჯერ ეხლა დავიწყე ჩემი სათქმელი და შენ გინდა რომ შევწყვიტო.-მირანდას ასეთმა საქციელმა სანდრო ძალიან გააბრაზა და ისე აუწია ტონს რომ თვითონაც ვერ მიხვდა.
-დიახაც,აღარ მინდა ამ სისულელეზე საუბარი და მორჩა.-ელდანაცემივით წამოხტა ფეხზე მჟავია.
-რა არის სისულელე გოგო არ გამაგიჟო,ის რომ გითხარი ლამაზი ხარ,ის რომ მინდა როგორმე გამოგიტყდე სიყვარულში თუ ის რომ სიგიჟემდე მიყვარხარ. რომელია სისულელე მითხარი ჭკუიდან ნუ გადაიყვანე საერთოდ.-თავს უკვე ვეღარ აკონტროლებდა გიორგაძე იმხელა ხმაზე ყვიროდა.მირანდას კი ნერვიც არ შეჰხვრია მის ასეთ საქციელზე.თითქოს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს მისთვის.
-ყველაფერი სულ სულ ყველაფერი სისულელეა რაც ეხლა მითხარი და ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,რადგან არ მაინტერესებს.-ისეთი ცივი გამომეტყველება ჰქონდა სახეზე გეგონებოდათ მართლა არ ადარდებდა სანდროს გრძნობები და მისთვის მართლა სულ ერთი ყოფილიყო რაც იმ ოთახში ხდებოდა და რაც ესმოდა.
-შენ მე მართლა გამაგიჟბ ამის დ... შ... გოგო შენ საერთოდ ნორმალური ხაარ?მართლა გკიდია ჩემი გძნობები ფეხებზე თუ ეს უბრალოდ ნიღაბია რომ ახლოს არ მომიშვა?იქნებ რამის გეშინია.-ნელა მიუახლოვდა სანდრო გოგოს,მხრებზე ხელები მოჰკიდა და თვალებში ჩახედა.
-მირანდა გთხოვ ხმა ამოიღე მითხარი რამე.-ამაოდ ეხვეწებოდა რამის თქმას, მჟავია ქანდაკებასავით იდგა და ხმას ვერ იღებდა.სანდროს სიტყვები ექოსავით ჩაესმოდა ყურებში და გულში ეკლებივით ერჭობოდა.უნდოდა დაეჯერებინა მისი ყველა სიტყვის,მისი მზერის და მისი სიყვარულის მაგრამ თავს ვერ ერეოდა,შიში უფრო მეტად ძლიერი აღმოჩნდა მის გრძნობებზე და ხელები წამსვე გააშვებინა, გვერდით გადგა და ისე უთხრა რომ ზედაც არ შეუხედავს ბიჭისთვის.
-მე არაფრის არ მეშინია და მითუმეტეს შენი სიყვარული არ მაინტერესებს.არ მინდა ვიცოდე გიყვარვარ თუ უბრალოდ ვნებას განიცდი ჩემს მიმართ.სულ არა არის სასურველი ჩემთვის ამ ყველაფრის ცოდნა და თუ ჩემგან თავს შორს დაიჭერ ბედნიერი ვიქნები.საერთოდ არ უნდა წამომეყვანე სახლში ასე უკეთესი იქნებოდა.
-შენ მართლა გამაგიჟებ შენი სიჯიუტით,ვერ დამაჯერებ რომ საერთოდ არაფერს გრძნობ ჩემს მიმართ,ვერ დამაჯერებ და მომკალი თუ გინდა.-სანდრო უკვე ბოლთას სცემდა ოთახში და თავისთვის ლაპარაკობდა,ისე რომ მირანდას არ გაეგონა.რაღაც უნდა მოეფიქრებინა თორემ ეს გოგო იმდენად ჯიუტი იყო რომ ასე ადვილად ვერ გამოსტეხავდა სიყვარულში.
-რაც გინდა ის გიქნია.დაიჯერებ თუ არა ეს უკვე შენი პრობლემაა.მე თავი დამანებე და მეორეჯერ ამ თემაზე ჩემთან საუბარი აღარ წამოიწყო.-საძინებლის კარი გამოაღო,უკვე გასვლას აპირებდა როცა სანდრომ მაგრად მოჰკიდა მკლავში ხელი და შემოაბრუნა.მიხვდა რომ სიტყვებით ვერაფერს ვერ გაწყობდა და უკვე მოქმედების დრო იყო.ორივე ხელი სახეზე მოჰკიდა და მის უძიროდ ლამაზ თვალებში ჩაიხედა.ვერაფერს ამოიკთხავდი იმ წუთებში მირანდას თვალებში გაოცების გარდა,არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას და ცოტა არ იყოს უკვირდა კიდეც.გრძნობდა რომ შეეძლო სანდროს მკლავებსი ჩაკარგულიყო ა თავი სამუდამოდ დაეკარგა,მაგრამ თავს ყველანაირად თოკავდა რომ ეს არ მომხდარიყო. გიორგაძემ ოდნავ შეახო მის ფაფუკ ბაგეებს თავისი და მაშინვე იგრძნო როგორ დაუარა მთელს სხეულში ელექტრონებმა,გულმა გამალებით დაიწყო ძგერა და სისხლი ვენებს მოასკდა.ცოტაც და გადმოხეთქავდა ჩანჩქერივით.არც მირანდა იყო ნაკლებ მდგომარეობაში.გონება დაეხშო და აზროვნების უნარი წაერთვა,მხოლოდ სანდროს ბაგეებს ხედავდა და მისი სხეულის სითბოს გრძნობდა,ასეთი განცდა არასოდეს ჰქონია,თითქოს პირველად ჰკოცნიდა მამაკაცს და ეს გრძნობა დაუვიწყარი იყო.როდესაც სანდრომ წინააღმდეგობა ვერ იგრძნო მჟავიასგან უფრო გაამკაცრა კოცნა და ეხლა მთლიანად დაეპატრონა მის წითელ ბაგეებს.ჰკოცნიდა ვნებით აღსავსე და უნდოდა ეს კოცნა არ დამთავრბულიყო.მირანდა კი გახევებული იდგა და არ იცოდა კოცნითვე ეპასუხა თუ უბრალოდ გასცლოდა იქაურობას.ბოლოს ისევ გონებამ სძლია გულს და წამში დაშორდნენ მათი ბაგეები ერთმანეთს.მხოლოდ გაბრაზებული მზერა ესროლა და ოთახი მაშინვე დატოვა. გიორგაძე გაკვირვებული იდგა და ადგილიდან არ იძვროდა.ვერ ანალიზებდა მომხდარს და მითუმეტეს მირანდას საქციელს.სიტყვები საპირისპიროს ამთკიცებდნენ და მისი ქცევები კი სხვას.მის სხეულში ორი მირანდა ცხოვრობდა რომელიც ერთურთს ებრძვოდა და არავინ იცოდა რომელი გაიმარჯვებდა.არ გაჰკიდებია,ფიქრის საშუალება მისცა.რადგან გოგოსთვის ეხლა ეს ყველაზე აუცილებელი იყო.მჟავია სახლში ტაქსით დაბრუნდა.მეშვიდე სართულამდე სულ სირბილით ავიდა.უნდოდა ამით მაინც გაექარვებინა ის ტკივილი რომელიც ეხლა მის გულში ტრიალებდა და მოსვენებას უკარგავდა,მაგრამ ასე ადვილი არ იყო ეს ყველაფერი.მის გულში ეხლა ქარიშხალი ,ქარბორბალა ტრიალებდა რომელიც ანადგურებდა,გულს ნაფლეთებად უქცევდა,სულს უღრღნიდა და ტკივილს აყენებდა მის ფაქიზ სულს.მას ცხოვრებაში ერთხელ უკვე ჰქონდა ეს ტკივილი გადატანილი და არ უნდოდა მეორჯერაც განეცადა,ამას ვეღარ გაუძლებდა,მის სიახლოვეს ერთხელაც თავს დაკარგავდა და მისი თავშეკავება ამაო აღმოჩნდებოდა.კარები შეაღო და იქვე ჩაიკეცა.აქამდე ნაგროვებ ცრემლებს გასაქანი მისცა და ატირდა,ატირდა ისე როგორც არასოდეს,არც მაშინ უტირია ასე როცა დათომ უღალატა და გული მოუკლა.როცა ის სხვა ქალის მკლავებში დაინახა.ეხლა კი გული ისე სტკიოდა გეგონებოდა ვიღაცას ხელი მაგრად მოეჭირა და ამოგეჯვას ლამობდა.ყველა მომენტი თვალწინ დაუდგა,მისი ლამაზი თვალები,მისი სითბო და ბაგეები,ისეთი მხურვალე ბაგეები ჰქონდა წამით ლამის თავი დაკარგა და ხელებში ჩაადნა.მაგრა არა ამის უფლება არ ჰქონდა,იცოდა რომ გული თავიდან ეტკინებოდა და იგივეს გამეორება სულ არ სურდა.საწოლამდე ძლივს მილასლასდა და გაუხდელი მიწვა ზევიდან.ფიქრებში ძალაგამოცლილს მალევე ჩაეძინა.
...
ლექსომ სანდრო მანქანაში ჩასვა და თვითონ ბარში დაბრუნდა.თეკო და მისი მეგობრები მაგიდასთან იჯდნენ და მხიარულობდნენ.შამანაურის დანახვაზე ყველას გაკვირვება გამოეხატათ სახეზე.
-სანდრო სადაა ტო,მარტო გაუშვი?-მაშინვე ჰკითხა ლევანმა.რომელსაც ლექსოს ასეთი საქციელი გაუკვირდა.
-არა ტო რა მარტო მირანდამ წაიყვანა.-უდარდელად უპასუხა ბიჭმა და ვისკი მოსვა.თეკოს გვერდით მიუჯდა და შუბლზე მხურვალედ აკოცა.
-რააა?მირანდამ წაიყვანა?-თეკოს ძალიან გაუკვრდა მჟავიას ასეთი საქციელი.
-ხო ,მე წავიყვანო მითხრა და კაი მეთქი მეც დავთანხმდი.-ლექსოს ეღიმებოდა მეგობრების სახეების დანახვზე და არაფერს ამბობდა.
-ასეც ვიცოდი.მაშინვე მივხვდი ყველაფერს.მაგრმ როგორ დაგვიმალა.-თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ანუკიმ მაგრამ არავის გამორჩენია მისი სიტყვები.
-რას მიხვდი ანი?რა ხდება ვინმე გამაგებინებს საერთოდ?-თეკოს უკვე მოტმინება ეკარგებოდა.
-რა მიხვედრა უნდა გოგო ამას.მირანდას სანდრო მოსწონს.-კმაყოფილმა გასცა პასუხი დაქალს და გაიღიმა.
-კაიიი?არ არსებობს მართლა?-სიხარულისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა გიორგაძე.-აუ რა მაგარია,მირანდა ძალიან მაგარი გოგოა და კაი იქნება ჩემს ძმაც ცოტას თუ მოიყვანს გონს.
-ხოო მართლა კაი გოგოა.მგონი სანდროსაც მოსწონს და ალბათ ამასაც მალე გავიგებთ.-ლექსომ გააგრძელა საუბარი და დილანდელი სანდროს საქციელი გაახსენდა.
-შენ საიდან იცი?-ეჭვით გადახედა საყვარელ კაცს თეკომ.
-დილით ისე იქცეოდნენ ორივე რომ მაშინვე შევატყვე რაღაც ხდებოდა მათ შორის.
-ძალიან მაგარია.მომწონ მე მირანდა.-დუმილი დაარღვია ნიამ და ხმა ამოიღო.
-მოდი ამ ჭიქით ჩემს ძამიკოს და მირანდას გაუმარჯოს.ღმერთმა ქნას რომ მალე გაერკვნენ გრძნობებში და ჩვესავით ბედნიერები იყვნენ.-მეგობრებს მოავლო თვალი გოგომ,მერე მზერა ლექსოზე შეაჩერა ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და წვენი მოსვა.ყველა შეუერთდა მის სადღეგრძელოს.იმ საღამოს ძალიან კარგად მხიარულობდნენ.ანუკიმ მუსიკის ხმაზე ტანი აამოძრავა და ყველა ჩაითრია ცეკვაში.ისე ლამაზად და ვნებიანად ცეკვავდა რომ ბექა ჭკუიდან გადაჰყავდა.ბიჭს ზედ ჰყავდა აკრული და არ უნდოდა ხელი გაეშვა.მისი დაძაბული ხელები ანუკის წელზე სრიალებდნენ და გოგოს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.ნიამ და ანიმ ცეკვა შეწყვიტეს და საპირფარეშოში გავიდნენ.ბიჭები და თეკო მაგიდას მიუსხდნენ და საუბარში გაერთნენ.
-აუ,ანი იცი რა ბედნიერი ვარ.შენ ვერ წარმოიდგენ.-სიხარულს ვეღარ მალავდა ნია.
-ვიცი ჩემო საყვარელო და მეც ძალიან ბედნიერი ვარ როცა შენ და ლევანს ასეთებს გიყურებთ.
-მალე მისი ცოლი გავხდები და ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებს.-ანუკი ნიას მოეხვია და გულში ჩაიკრა.დაქალის ბედნიერება მასზე გადმოდიოდა და ორმაგად ბედნიერი იყო.
-არ გავიდეთ ანი?-მაკიაჟი შეისწორა მგალობლიშვილმა და დაქალს უთხრა.
-შენ გადი და მეც ეხლავე მოვალ.
-კაი და მალე გამოდი.-ნიამ საპირფარეშო დატოვა და მეგობრებთან გაკუსკუსდა. სხეულს ნარნარად მიარხევდა და მთელი მამაკაცების მზერა მისკენ იყო მიმართული.ანუკი მალე მოწესრიგდა ის იყო საპირფარეშოს კარო გამოაღო და გამოსვლას აპირებდა რომ ვიღაცამ პირზე ხელი ააფარა და უკან შეიყვანა.მისი სახე არ დაუნახავს მაგრამ იგივე გრძნობა დაეუფლა რაც მაშინ ირაკლიმ რომ დაიჭირა. შეეშინდა და ყველაფერი მაშინვე გონებაში ამოუტივტივდა.მამაკაცმა ორივე ხელი გაუკავა და კედელზე სახით ააკრო.მის სახეს ვერ ხედავდა და არ იცოდა ვინ იყო. მაისური ტანზე შემოახია და უხეშად დაუწყო ალერსი.ანუკი ეწინააღმდეგებოდა, ფეხებს ურტყამდა და რაც ძალა ჰქონდა ყვიროდა მაგრამ ხმამაღალი მუსიკა მის ხმას მაშინვე ახშობდა და უსასრულობაში იკარგებოდა.უკვე ცრემლები მოსდიოდა და მთელი სხეული უკანკალებდა.ხვდებოდა რომ თუ ვინმე არ მოუსწრებდა მოხდებოდა რაღაც საშინელება.მამაკაცი კი ანუკის წინააღმდეგობის მიუხედავად ისეთი გახელებული იყო რომ ალერს არ წყვეტდა,ნელა მოაბრუნა სახით თავისკენ, ხელები უკან გადაუგრიხა და ეხლა ტუჩებზე დააცხრა.ჰკოცნიდა თუ ამას კოცნა ერვა,ეს უფრო ველური კოცნა და ვნება იყო ქალის მიმართ რომელთანაც მხოლოდ სექსი უნდათ და მათი გრძნობები სულ ფეხებზე ჰკიდიათ.ანიმ კარების გაღების ხმა გაიგო და მასინვე დაინახა თვალებჩასისხლიანებული ბექა,რომელიც გამძვინვარებულ მხეცს გავდა.წამებში იგრძნო სხეულის სიმსუბუქე და მოწყვეტიდ დაეცა მამაკაცი ძირს.ბექა ზემოდან მოექცა და გამეტებით ურტყამდა მუშტებს. ანუკი კი გაუნძრევლად უყურებდა და ცხარე ცრემლით ტიროდა.როცა გონს მოვიდა მაშინ მიხვდა რომ თუ ბექას არ გააჩერებდა აუცილებლად შემოაკვდებოდა ის კაცი,რომელიც უკვე ცოცხალ მკვდარი იცვა ცივ კაფელზე და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ემჩნეოდა.მასინვე მივარდა გასვიანს და უკნიდან ჩაეხუტა.
-ბექა გთხოვ გაჩერდი თორემ შემოგაკვდება,გთხოვ ბექა.-სასოწარკვეთილი კიოდა ბექაური და მაგრად ეხუტებოდა.ანის ნამტირალევმა ხმამ გასვიანი გონს მოიყვანა, მამაკაცს ხელი გაუშვა და გოგოს ჩაეხუტა.ქურთუკი გაიხადა გოგოს მოაცვა, რომელიც მტელი სხეულით კანკალებდა და ყოველ მის შეხებაზე დენდარტყმულივით რეაგირებდა.ემოციებისგან დაცლილს მალე გული წაუვიდა და ბექას ხელებსი მიესვენა.საპირფარესოდან ხელში აყვანილი გამოიყვანა და მეგობრებისკენ წავიდა.მათი ასეთ მდგომარეობასი დანახვაზე ყველას სახე წაეშალა.
-რა ხდება ბექა,ანის რა სჭირს?-ლევანს უკვე ფერი აღარ ედო სახეზე.
-არაფერი გავიდეთ და ყველაფერს აგიხსნით.-ცდილობდა ნორმალური მდგომარეობა შეენარჩუნებინა გასვიანს რომ უკან არ მიბრუნებულიყო და ის კაცი არ მოეკლა,რომელმაც გაბედა და თავის საყვარელ გოგოზე ძალადობა სცადა.იმ წუთას შეეძო ყველა მოეკლა ვინც კი ანის შეეხებოდა,არ აცოცხლებდა,არ ადარდებდა ამას რა მოჰყვებოდა მთავარია მისი საყვარელი არსება ყოფილოყო კარგად და ამისთვის სიცოცხლესაც კი დათმობდა.როცა ანიმ გამოსვლა დააგვიანა გულმა მაშინვე რაღაც უგრზნო და მისკენ წავიდა. კარები რომ შეაღო და ბექაური ამ მდგომარეობაში დაინახა მანდ დამთვრდა მისთვის ყველაფერი.არც კი დაფიქრებულა ისე გააგლიჯა მამაკაცს ანუკი ხელიდან და მუშტები დაუშინა.სულ არ ადარდებდა თუ შემოაკვდებოდა და ამისთვის ციხეში მოხვდევოდა.მის სხეულში მხეცს დაედო ბინა და ადვილი არ იყო ამის შეჩერება.რომ არა ბექაურის ხმა ალბათ დიდხანს ვერ მოვიდოდა გონს.ეხლა დაჰყურებდა ქალს ზემოდან და ხვდებოდა რმხელა ტკივილის გადატანა მოუწია.ბარიდან მაშინვე გავიდა და გოგო მანქანაში ჩასვა.ლევანი და ლექსომ გოგოები თავიან მანქანებში ჩასვეს და ლექსოს ბინაში წავიდა ყველა.მანქანა გაგიჟებულს მიჰყავდა ბექას და სახე წაშლოდა.ეხლა მის გულში ქარიშხალი ტრიალებდა.უნდოდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო და სინამდვილეში არ მომხდარიყო.მაგრამ უკვე გვიანი იყო,ანის გული ატკინეს და მან ამისგან ვერ დაიცვა.უკვე მერამდეედ ხდებოდა მის ცხოვრებაში ცუდი ამბები და ბექა ყოველთვის დაგვიანებულზე მიდიოდა,როდესაც მისი დაცვა უკვე აღარაფერში იყო საჭირო,თავს არაკაცად,არარაობად თვლიდა,რადგან საკუთარ ცხოვრებას ვერ იცავდა,ვერ უფრთხილდებოდა.არ იცოდა მომავალში რა იქნებოდა მაგრამ გრძნობდა რომ გული ორად ჰქონდა გაყოფილი ბექურის ტანჯვის შემხედვარე და უნდოდა ეს ტკივილი მხოლოდ მას ეგრძნო,ნეტა შეძლებოდა ამ ყველაფრის მისთვის აცილება.ნეტა დროზე მისულიყო და ეს ყველაფერი არ მომხდარიყო,ამისათვის ყველაფერს დათმობდა,მაგრამ ვერ კიდევ ვერ მიუსწრო და ვერ გადაარჩინა ამ კოშმარს.ანუკი გონს მანქანასი მოვიდა,გასვიანს სევდანარევი ღიმილიტ გადახედა და თავი ფანჯარას მიადო.ლექსოს სახში მალე მივიდნენ. მანქანიდან ისევ ხელში აყვანილი გადმოიყვანა და მაშინვე იგრძნო როგორ დაიწყო ქალის სხეულმა ცახცახი მის შეხებაზე.სახე წაეშალა და სისხლი გაეყინა.არ ეგონა თუ მის შეხებაზეც ასეთი რეაქცია ექნებოდა.მეორე სართულზე მის საძინებელსი აიყვანა და საწოლზე დააწვინა.ქურთუკი ფრთხილად გახადა ისე რომ კანზე არ შეხებია,ეშინოდა გოგოს რეაქციის და ძალიან ფრთხილობდა.მერე შემოხეული მაისური გადააძრო და მხოლოდ ლიფის ამარა დარჩა ანა.შერცხვა სახე აელეწა,არ უნდოდა ბექას ასეთ მდგომარეობაში დაენახა.მკლავები სულ ჩასისხლიანებული ჰქონდა.იმ კაცის თითები ჯერ კიდევ ეტყობოდა მის კანს,კანი ჩასწითლებოდა და სისხლჩაქცევები ჰქონდა.ბექას ამის დანახვაზე ძარღვები დაეჭიმა და თვალები ჩაუწითლდა.ხელებს იგრიხავდა და ცდილობდა თავი მოეთოკა,ეშინოდა ანის რეაქციის რომ ისევ ცუდად არ გამხდარიყო,არადა ეხლა ყველაფრის დალეწვა ერთ ამოსუნთქვად უღირდა.მაშინვე გამოიღო კარაგიდან თავისი მაისური და ნელა გადააცვა თანზე.პლედი დააფარა,შუბლზე აკოცა და გვერდით მიუჯდა.
-დაიძინე ცხოვრება შენ,მე აქ ვიქნები.-უჩურჩულა ყურთან ახლოს.
-კარგი.-ძალაგამოცლილმა მხოლოდ ეს უთხრა ბექას და მაშინვე ძილის სამყაროში გადაეშვა.ხედავდა როგორ ღრმად სუნთქავდა და მშვიდად ეძინა.უყურებდა გასვიანი გოგოს გაფითრებულ სახეს და ყველაფერი წამებში თვალწინ უდგებოდა. ისევ ის საშინელი განცდა ეუფლებოდა და გრძნობდა როგორ უფეთქავდა მთავარი ნერვი.
-ბექა აქ ხარ?-კარი ფრთხილად შემოაღო ლექსომ და ბექას დაუძახა.
-ხო,მოვდივარ ეხლვე.-კიდევ ერთხელ დახედა ანუკის,შუბლზე აკოცა და ოთახი დატოვა.ყველა გაგიჟებული იჯდა და ბექას გამოსვლას ელოდებოდა.აი ისიც გამოჩნდა რომელსაც სახეზე ფერი არ ედო და თვალები სულ ჩასწითლებოდა.
-რა ხდება ეხლა მაინც გაგავაგებინე,რა ჭირს ანუკის?-მეტი ვეღარ მოითმინა და ბექას მაშინვე მივარდა თეკო.გოგოს ნერვებისგან მთელი სხეული უკანკალებდა. გასვიანმა ღრმად ამოისუნთქა და მოყოლა დაიწყო.
-ანუკიმ რომ დააგვიანა საპირფარეშოში მივაკითხე,კარი რომ გავაღე დავინახე როგორ გიჟივით კოცნიდა ვიღაც და მისი ხმა მასინვე ვიცანი,სახეზე არ დამინახავს. მაშინვე სისხლი გამეყინა ძარღვებში.არც კი ვიცი როდის მივვარდი და როგორ გავაგლიჯე ხელიდან.ძირს დავაგდე და იმდენი ვურტყი ალბათ შემომაკვდებოდა რომ არა ანის განწირული ხმა.რომ დავინახე ამ მდგომარეობაში გონება დამებინდა. ყოველ ჩემს შეხებაზე სულ კანკალებს და ეშინია.არ ვიცი ამ მდგომარეობიდან როდის ან როგორ გამოვა.ცუდად ვარ მეტს ვეღარ გავუძლებ აღარ სემიძლია მის სახეზე მუდმივად ტანჯვის და ტკივილის დანახვა,როცა ვჭირდები სწორედ მაშინ არ ვარ მის გვერდით.ყველაფერი ჩემი ბრალია,ცოტა ადრე რომ მივსულიყავი იქნებ ასეთი რამ არც შემთხვეოდა და ასე არ დატანჯულიყო ჩემი გოგო.-ჰყვებოდა ბექა ჩავარდნილი ხმით და მის ლამაზ თვალებს ცრემლები უნამავდა.თეკო და ნია ცრემლებს ვერ იკავებდნე.ლექსო და ლევანი კი ცოფებს ყრიდნენ და მუშტებს ძლივს აჩერებდნენ რომ ყველაფერი არ დაემთვრიათ.



№1 სტუმარი darina

Sul amat rogor unda sheemtxvet ragac, vinerviule kidev kargi beqam miuswro.

 


№2  offline წევრი natia-natia

ვაიმეე ეს რაიყო

 


№3  offline წევრი mako-makako

ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ ასე განიცდით და მოგწონთ ეს ისტორია,სიყვარულით ვივსები და უფრო მეტად მსიამოვნებს წერა.მიყვარხართ ყველააა.. love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№4 სტუმარი Lana

ძალიან კარგია!

 


№5  offline წევრი Lana Tomlinson

ჟრუანტელმა დამიარა კითხვის დროს.სამი თავი არ მქონდა წაკითხული და რომ ჩავამთავრე კითხვა მაინც არ მეყო.შემდეგ თავს ველოდები ^_^

 


№6  offline წევრი mako-makako

Lanas Statusebi
ჟრუანტელმა დამიარა კითხვის დროს.სამი თავი არ მქონდა წაკითხული და რომ ჩავამთავრე კითხვა მაინც არ მეყო.შემდეგ თავს ველოდები ^_^

მეც არ გამიკვირდა სად გაქრი მეთქი.მეკლდა შენი კომენტარები ჩემო გოგო <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№7 სტუმარი Mancho marsagishvili

Vaime ra magaria.. Mteli game ar davidzine da amas vkitxulobdi 32tavi didi siamovnebit chavamtavre bolomde...momewona warmatebebi da velodebi shemdeg tavs moutmenlad.

 


№8 სტუმარი nina

ისევ და ისევ ემოციებით დავიტვირთე!მათ მაგობრობაზე ვგიჟდები!ძალიან მომწონს ეს "სასტავი" ! იმედია მირანდაც მალე მორჯულდება და ლექსოსი და თეკოს ქორწილიც მალე იქნება! რაც შეგეხება შენ შეუდარებელი ხარ! ჩამითრიე ამ ისტორიაში და მის გარეშე ვეღარ ვძლებ <3 <3 <3

 


№9 სტუმარი Nini

Dzalian kargia, rodis iqneba axali tavi?? dzalian mainteresebs..

 


№10 სტუმარი nina(nina)

მაკოოო ძალიან მომენატრე!! მომენატრა შენი ისტორიის კითხვა!სად დაიკარგე? იმედია მალე დაბრუნდები და გაგვახარებ. love love

 


№11  offline წევრი mako-makako

Mancho marsagishvili
Vaime ra magaria.. Mteli game ar davidzine da amas vkitxulobdi 32tavi didi siamovnebit chavamtavre bolomde...momewona warmatebebi da velodebi shemdeg tavs moutmenlad.

სასიამოვნო მოსასმენი როდესაც ემოციებს იცვევ ადამიანში და ეს ძალიან მახარებს.დიდი მადლობა შენ ამ თბილი სიტყვებისთვის love

nina
ისევ და ისევ ემოციებით დავიტვირთე!მათ მაგობრობაზე ვგიჟდები!ძალიან მომწონს ეს "სასტავი" ! იმედია მირანდაც მალე მორჯულდება და ლექსოსი და თეკოს ქორწილიც მალე იქნება! რაც შეგეხება შენ შეუდარებელი ხარ! ჩამითრიე ამ ისტორიაში და მის გარეშე ვეღარ ვძლებ <3 <3 <3

ხოოო ყველაფერიიი მალეე იქნებაა ჩემო კარგოო და მალეე გაგახარებ მაგ ყველაფრით.მიხარია რომ ისევ ჩემთან ხარ love

Nini
Dzalian kargia, rodis iqneba axali tavi?? dzalian mainteresebs..

ბოდისი ამდენი ხნის დაგვიანების გამო ასე არასოდეს გამიკეთებია უბრალოდ მიზეების და გამო ვერ დავდე ახალი თავი.12 მერე დავდებ რადგან დგეს უფლება აღარ მაქვს.

nina(nina)
მაკოოო ძალიან მომენატრე!! მომენატრა შენი ისტორიის კითხვა!სად დაიკარგე? იმედია მალე დაბრუნდები და გაგვახარებ. love love

აქ ვარ ჩემო თბილო გოგო და დავბრუნდი.12 მერე დავდებ ახალ ტავს და გაგახარებთ.მეც ძალიან მომენატრეთ და მომენატრა თქვენი კომენტარები იმედია ახალ თავსაც მალე შემიფასებთ. love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№12 სტუმარი nina(nina)

ძალიან გამახარე ჩემო კარგო! ველოდები შემდეგ დღეს :* love

 


№13  offline წევრი mako-makako

nina(nina)
ძალიან გამახარე ჩემო კარგო! ველოდები შემდეგ დღეს :* love

დავდე უკვე ახალი ტავი და იმედია მოგეწონებათ. love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent