შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიდრე ყვავიან შროშანები [3]


31-01-2016, 16:05
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 802

მეგისთან კამათის შემდეგ მე და სანდროს აღარ გვილაპარაკია. ერთმანეთს არც ვუყურებდით, რაც მთრგუნავდა. ვერაფერს ვხვდებოდი, მე რატომ ვიყავი დამნაშავე? მეგიმ თავად წამოიწყო და ეს სწორედ მისი დამსახურება იყო. მე კი არ ვაპირებდი ვინმესთვის რამე დამეთმო, მითუმეტეს შეურაცჰყოფა. ეს მაღიზიანებდა.
ვერც კი მივხვდი, როგორ მოვიდა ჩემი ჯერი. რედი მიყურებდა და მომლოდინე თვალებს მანათებდა.
_ჰო, მაპატიე, მე უბრალოდ ჩავფიქრდი_გავუღიმე მას.
_სიმართლე თუ მოქმედება?
_მმ... სიმართლე_მას მერე, რაც ბობის ვაკოცე, სიმართლე მერჩია მოქმედებას.
_რაზე ფიქრობდი?_მკითხა და ეშმაკურად ჩამიკრა თვალი. სანდროსკენ გავაპარე მზერა, მაგრამ ის სულაც არ მიყურებდა.
_მე... ამინდზე_უნიჭოდ ვიცრუე და ქვედა ტუჩი ენით დავისველე. იმის თქმას, რომ მეგიზე და სანდროზე ვფიქრობდი, ყველაფერი მერჩივნა.
_ეი, აქ ასე არ ვთამაშობთ_შემომხედა სემმა უკმაყოფილოდ. ეს სწორედ მეგის შეყვარებულია... თუ არ ვცდები.
_მმ... მე ვფიქრობდი, თუ რატომ ვეზიზღები მეგის_ნაწილობრივ მართალი იყო ჩემი პასუხი. აბა იმას ხომ არ ვეტყოდი, რომ ვფიქრობდი სანდროს რა აკავშირებდა მეგისთან. ამას სიკვდილი მერჩია.
_ძვირფასო, მას ჩემი ჩათვლით ყველა ეზიზღება. ის დამპალი კახ,პაა._თვალი ჩამიკრა ლურჯთმიანმა. როგორც გავიგე, ლიზამ. გავუღიმე და დავრწმუნდი, რომ აქ ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობდი.
_მაგრამ ამის გამო მისი გალანძღვის უფლება არ გაქვთ_თავი ასწია სანდრომ. უკვე მესამედ მეტკინა გული მის გამო. ის მეგის იცავდა, ეს აშკარა იყო.
_ჯანდაბა, თუ ასე დარდობ, ადექი და წადი, მოძებნე, დაამშვიდე_გავხედე და ტუჩის კუთხე დამცინავად ავწიე. სრულიად მშვიდი ხმა მქონდა, შინაგანად კი ვღელავდი.
არაფერი უთქვამს, მართლაც ის გააკეთა, რაც ვუთხარი. იმედი გამიცრუვდა. თვალი გავაყოლე მიმავალს, კლუბის კარიდან როგორ გავიდა და თავი გავაქნიე.
_დაი,კიდე, ის ასეთია_რედიმ გამამხნევებლად შემომხედა და ნიკას ხელი გაუშვა, შემდეგ კი ჩემს გვერდით დაჯდა. გავუღიმე და მივეხუტე.
_გავაგრძელოთ?_იკითხა ბობიმ.
_მე აღარ მინდა_თქვა ლუკამ და ამაში ნიკა და ნოეც დაეთანხმნენ.
_მაშ, გავერთოთ_გრძელთმიანი ბიჭი წამოდგა და დიჯეის მიუახლოვდა. ჩვენს დავიშალეთ, ზოგი ბართან მივიდა, ზოგი კი პუფში ჩაეშვა. მე და რედიმ მათ მივბაძეთ და ორი პუფი დავიკავეთ.
_აბა, თავს როგორ გრძნობ?_მკითხა რედიმ.
_რავი, რაღაცნაირად..._ვუთხარი მე. სანდროს წასვლით გამოწვეული ეჭვი მღრღნიდა. ის მეგთან ერთად იყო ახლა, დარწმუნებული ვიყავი.
_სანდრო და მეგი შეყვარებულები არ არიან_თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა, ისე მითხრა გოგონამ. კვლავ გავუღიმე.
_საერთოდ, სანდროს არ უყვარს სერიოზული ურთიერთობები_ნიკაც შემოგვიერთდა და ჩვენს წინ მაგიდაზე, ჭიქების დალაგება დაიწყო. მას ეხმარებოდა სემი და ლიზა.
_აქ სანდროზე სალაპარაკოთ ვართ?_უდარდელად ავიჩეჩე მხრები.
_არა_მოკლედ მიპასუხა რედიმ და წამოდგა. კლუბში ხმამაღალი სიმღერა გაისმა და აქამდე წყნარი ატმოსფერო შეავსო. უცნაურ ენერგიას ვგრძნობდი, მაგრამ ჯერ საერთოდ არ მქონდა ცეკვის სურვილი. დალევა მინდოდა, მჭირდებოდა ეს.
_ესეც ასე_ტაში შემოკრა ლიზამ და რაღაც ფურცლები ჩაყარა პატარა, მართკუთხა ყუთში. შემდეგ კი აურია და მაგიდის შუაგულში ჩადგა. მას გარს ერტყა 20 სასმლით სავსე ჭიქა. ზოგში ლიმონი ესხა, ზოგში ძმარიც. (ეს იქიდან დავასკვენი, რომ ყველა ჭიქას ეწერა სახელწოდება)
_მაშ ასე, ვინ იწყებს?_დაიყვირა სემმა. მე დავიბენი, თუმცა მაინც მივხვდი რა ხდებოდა.
_ელენემ დაიწყოს_შემომთავაზა ნიკამ. სხვებს გადავხედე, მათ კი უბრალოდ თავი დამიკრეს.
_საინტერესოა..._ვთქვი და ყუთში ხელი ჩავყე. ოდნავ ამოვქექე ფურცელი, გავხსენი და ხმამაღლა წავიკითხე.
_ორმაგი ვისკი, გაუზავებელი_სახე დამემანჭა. ვიცოდი რომ ორმაგ ვისკის, თანაც გაუზავებელს ძნელად დავლევდი.
_გამომართვი_ჭიქა გამომიწოდა ბობიმ. გამოვართვი და თვალები დავხუჭე.
_ერთი..._დაიწყო ათვლა რედიმ_ორი...სამი!
დავიჯღანე და ერთიანად ჩავცალე. ყველაფერი ჩამეწვა, თავი საშინლად ვიგრძენი და ღებინების შეგრძნებამ ლამის ბოლო მომიღო.
_ვაუ, ყოჩაღ_შემაქო ნოემ. ოდნავ გავუღიმე და ისევ პუფში ჩავჯექი.
_რედი, განაგრძე_მხარზე ხელი დაადო ლიზამ. რედის კვერცხიანი მარტინი მოუწია. ყოყმანობდა, ცუდად გამხდისო, მაგრამ მაინც დაალევინეს. ამის შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელეს, ბევრი შეძახილებითა და სტვენოთ.
წამოვდექი და დასალევად ბარისკენ წავედი. ყველა მაგიდასთან შეკრებილიყო, ამიტომ ერთი ბიჭის გარდა ბართან არავინ იდგა.
_ორმაგი ვისკი, ყინულით_რადგან ვისკით დავიწყე, ამითვე გავაგრძელე. რომ ამერია, ვიცოდი, აუცილებლად ვარწყევდი.
_გხედავდი გაუზავებელი როგორ დალიე, თავს ცუდად არ გრძნობ?_ღიმილით შემომხედა ბიჭმა. სანდომიანი სახე ქონდა და ცისფერი თვალები. ლოყა ჩაეკუჭა ღიმილის გამო და ლამის იქვე დავდნი.
_ცუდად არა, საშინლად!_გავიცინე და თვალები ოდნავ დავჭყიტე, თან თავი გავაქნიე. ხმამაღლა გაიცინა და მის გვერდით სკამზე მიმითითა. ჩამოვჯექი, თან ბარმენს ვისკი გამოვართვი.
_მე ალექსი მქვია_ხელი გამომიწოდა მან.
_ელენე_ღიმილით ჩამოვართვი ხელი. უეცრად გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა. ოდნავ ავწითლდი, მერე კი გავუცინე.
_რატომ არ ერთობი?_ვკითხე მე, თუმცა უკვე ვიფიქრე რომ მათ “სასტავში” არ იყო და სწორედ იმიტომ იჯდა განმარტოებით.
_უბრალოდ არ ვარ ხასიათზე. თანაც, არამგონია ჩემი ნახვა გაუხარდეთ_ეჭვები დამიდასტურა და მისი ჭიქიდან სასმელი მოსვა. მეც მოვსვი ვისკი, ისე რომ მისთვის თვალი არ მომიცილებია.
_გასაგებია..._ჩავილაპარაკე და როცა სიმღერა შეიცვალა გადავწყვიტე მეცეკვა. წამოვდექი და ჩემს წინ თავისუფალ მაგიდას გავხედე.
_არ წამოხვალ? უბრალოდ ვიცეკვოთ_შევხედე ჩემს ახალ ნაცნობს. სახეზე ღიმილი გადაეფინა და თავი გააქნია.
_კარგი რა, პირველად ვთხოვ ბიჭს ცეკვას. კი არა და, დიდი ხანია არ მიცეკვია_მარტო არ მინდოდა მაგიდაზე ცეკვა, ასე რომ როგორმე უნდა დამეყოლიებინა ალექსი.
_კი მაგრამ..._ირგვლივ მიმოიხედა.
_ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარს_ხელი დავავლე და მაგიდისკენ წავიყვანე.
_შენ არ გითქვამს რომ მაგიდაზე..._სწრაფად უარყო, მაგრამ გავაწყვეტინე. მე მხოლოდ მინდოდა მაგიდაზე მეცეკვა, ბევრს ვითხოვდი?
_უბრალოდ მომყევი_სკამზე ფეხი დავაბიჯე და მაგიდაზე ავედი. ამომყვა.
თეძოები ჯერ ნელა გავაქანე, შემდეგ კი ხელები მაღლა ავწიე და მის სხეულს ავეკარი. წელზე მომხვია ორივე ხელი და ამყვა. ეს გასაოცარი იყო, ყველა ჩვენ გვიყურებდა, მე მხოლოდ ერთხელ შევხედე მათ და ცეკვა უფრო გაომწვევად გავაგრძელე. ალექსი ხელს ჩემს სხეულზე დაატარებდა და თეძოებზე რომ ჩამომისვა, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი უხერხულობა. თუმცა გაჩერებას არ ვაპირებდი. კლუბის კარი გაიღო და... ღმერთო, ერთმანეთზე გადახვეული სანდრო და მეგი რომ დავინახე, თავში ყველაფერი გადაიტრიალდა. გავღიზიანდი, ბოღმა ყელში მომაწვა და ალექსს გავუსწორე მზერა.
_არ ფიქრობ რომ უფრო აქტიურად უნდა იცეკვო?_ვუჩურჩულე ყურში, და როგორც კი სანდროს მზერა ვიგრძენი, იქვე კბენაც დავუტოვე. სტვენა არ წყდებოდა, თუმცა თავადაც დაიწყეს ცეკვა.
ალექსმა ხელები ისე შემომაწყო, რომ ჩემს უკანალს ოდნავ ეხებოდა და მეც გამეღიმა. აი, სწორედ ეს მინდოდა სანდროს გასაღიზიანებლად.
მელოდია თითქოს ჩვენს ჯიბრზე არ წყდებოდა, მეტიც, ტემპს უჩქარებდა და იძულებული ვიყავი ავყოლოდი. უკვე ზედმეტად ვნებიანი ცეკვა გამოდიოდა, რაც ჩემს გეგმებში საერთოდ არ შედიოდა.
_დროა, შევწყვიტოთ_თვალი ჩამიკრა ალექსმა.
_შეგიძლია მაკოცო?_ვკითხე მას. არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე... რამდენიმე წამში ის ჩემს ბაგეებს ეხებოდა, ჯერ ნაზად, შემდეგ კი მხეცურად. თითქმის მომაჭამა ქვედა ტუჩი და როცა პირში მისი ენა ვიგრძენი, მინდოდა გადამეფურთხებინა. თუმცა ეს უკვე შეუძლებელი იყო, მე უკვე ღრმად შევტოპე.
_მოგკლავ, შე ნაბი,ჭვარო!_და აი, დაიღრიალა სანდრომ. ძირს ჩააგდო ალექსი და მუშტი უთავაზა. პირზე ხელი ავიფარე და მეც ჩავხტი მაგიდიდან.
_გიჟი ხარ? რას აკეთებ?_დავუყვირე სანდროს, ალექსისკენ დავიხარე და ნატკენ ტუჩზე ხელი გადავუსვი, საიდანაც ღვარად სდიოდა სისხლი.
_მე? მე ვარ გიჟი ამის მერე?_უხეშად წამომაყენა სანდრომ და მისკენ შემატრიალა. მაჯაზე ხელს მიჭერდა. ამოვიკვნესე.
_მე უბრალოდ ვცეკვავდი!-არ დავაკელი მე და მისი გაღიზიანება გავაგრძელე. თვალწინ დამიდგა როგორ იცავდა მეგის, შემდეგ როგორ წავიდა და მასთან ერთად დაბრუნდა. მართალია მეც დავაშავე, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ არც მის საქციელს ქონდა გამართლება.
_და უბრალოდ ეზასავებოდი! და იცი ვის? ჯანდაბა, რას აკეთებ ელენე?_ხელები თავზე მოიჭირა და წამომდგარ ალექსს დაუღრინა.
_ვის? საერთოდ, შენ რა გინდა?
_მას არ იცნობ!_დამიღრიალა.
_არც შენ არ გიცნობს, სანდრო_ხმა ამოიღო ალექსმა და ირონიულად გახედა. დავიბენი.
_ხელი რომ დააკარო... ხელი რომ დააკარო, მოგკლავ იცოდე!_ბოლო ხმაზე ღრიალებდა ის და ყველა გაჩუმებულიყო.
_ის მე მენდობა, ასე არ არის ელენე?_მე შემომხედა ალექსმა. თავი ოდნავ დავუქნიე. ამაზე უფრო აიჭრა სანდრო.
_მოგკლავ!_დაღრიალა, მერე ხელი უფრო მეტად მომიჭრა და ძალით წამათრია გასასვლელისკენ. მის საქციელს ახსნა ვერ მოვუძებნე, თუმცა მივხვდი რომ აქ რაღაც ხდებოდა და ეჭვები გამიჩნდა. საფიქრალი დრო ბევრი მქონდა, ამაზე საღამოს ვიფირებდი. სანდროს გავხედე, რომელმაც კარი გააღო და გარეთ გამიყვანა.
მინდოდა რამე მეთქვა, თუმცა ვერ ვამბობდი. სანდრომ ხელი გამიშვა, თავი კედელს მიაყრდნო და თვალები დახუჭა. ფრთხილად შევხედე, კედელთან ჩავცურდი და თავი ხელებში ჩავრგე. მღლიდა ეს გაურკვევლობა, არეული სიტუაციები და ... ღმერთო, სანდროც კი მღლიდა თავისი ხასიათის ცვლილებებით.
_მასთან მიახლოებაც კი აღარ გაბედო_თვალები არ გაუხელია, ისე ჩაილაპარაკა. მისი ხმა მკაცრი და ცივი იყო. მე ვერ ვიგრძენი მზრუნველობა და სითბო, ის უბრალოდ საშინლად ეგოისტი იყო.
_შენ მე ვერაფერს მიბრძანებ_ვთქვი მშვიდად. არ ვაპირებდი ყვირილს, საკმარისია. დავიფიცებ, თვალები ჩაწითლებული მექნებოდა. თუმცა უცრემლო. მე დიდი ხანია აღარ მიტირია, მამის და ჩემი ძმის სიკვდილის მერე.
_ერთხელ უკვე გითხარი. მეორედ სხვა ზომებს მივმართავ_კბილებში გამოცრა მან. გამაჟრიალა, გულისცემა ამიჩქარდა და ღრმად ჩავისუნთქე. ნუთუ არ შეუძლია რომ ადამიანივით მომექცეს? მე ის მომწონდა... დიახ, ეს საკუთარ თავთან უკვე ვაღიარე, თუმცა მასთან არასდროს ვაღიარებდი. მომწონდა ის თავისი ჩახლეწილი ბარიტონითა და მესაკუთრე ხასიათით, თავისი ტატუებით სხეულზე და თავისი უცნაურობებით. თუმცა ვერ ავიტანდი მის უემოციობას ჩემს მიმართ, რომ ის უბრალოდ ეგოისტი იყო და ფეხე,ბზე ვეკ,იდე.
_ერთხელ მეც გითხარი უკვე, რომ მე შენ არ დაგემორჩილები. მე არ მაინტერესებს, შენ რა გინდა. მეტიც, ეს მე ფეხებ,ზე მკი,დია_ხმადაბლა უპასუხე. ეს ტყუილი იყო, მაგრამ არ შემეძლო სუსტი გოგონა ვყოფილიყავი, მას რომ შეეტენებოდა.
_შენ არც კი იცნობ მას. ის სახიფათოა_როგორც იქნა, თვალები გაახილა. დამხედა და ხელი გამომიწოდა. ჩავჭიდე და წამოვდექი. მესიამოვნა მისი ხელების სითბო, თუმცა ეს უცნაური იყო...
_ის ისეთი თბილი და საყვარელია..._მხრები ავიჩეჩე მე. თვალები ჩაუწითლდა და ყბა დაეჭიმა. მივხვდი, რომ ახლა იღრიალებდა და თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს.
_მანქანაში ჩაჯექი_დასჭექა. ახლა აზრი არ ქონდა გაჯიუტებას, ეს მას უფრო გააბრაზებდა . მე კი არ მინდოდა რომ კიდევ უფრო გაგვემყარებინა ჩვენს შორის აღმართული კედელი.
კარი გავაღე და წინა სავარძელზე დავჯექი. ხელები მუხლებზე დავიწყე და საქარე მინიდან გავიხედე. მალე დაჯდა ჩემს გვერდით და მანქანა დაძრა.
უხმოდ გავატარეთ ათი წუთი. დაძაბულად ვსუნთქავდი და ველოდებოდი როდის მეტყოდა რამეს, თუმცა არა. უკვე ბნელოდა, ირგვლივ მხოლოდ ხეები იყო და გრძელი, დაუსრულებელი გზა. შიში შემეპარა.
_სად მივდივართ?_ვიკითხე და როგორც კი ხელი წაიღო პატარა ღილაკისკენ, რომელიც ყველა კარს ჩაკეტავდა, მაშინვე გამოვაღე კარი და ისტერიკანარევმა შევხედე. ეს ინსტიქტურად გავაკეთე და მადლობა გდავუხადე საკუთარ თავს ინსტიქტების გამო. მართალია, აქედან გადახტომა ჩემს გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ მაინც...
_მიპასუხე!_დავუყვირე მე. სანდრომ უფრო მოუმატა სიჩქარეს, რითაც გდახტომის შანსები გამინულა. თუმცა, მე ხომ თავში რაღაც არეული მქონდა.
ღია კარებისკენ წავიწიე, ღრმად ჩავისუნთქე და ... უეცრად ცალი ხელი მოაშორა საჭეს და მაგრად ჩამჭიდა. მისი სიჩუმე მაღიზიანებდა. შევხედე. სახეზე არაფერი ეწერა, უემოციობა.
_სანდრო, ან მოაბრუნებ მანქანას, ან ჩავხტები!_მუცელი ამტკივდა ნერვიულობით. ხელი გამიშვა, რითაც მანიშნა რომ შემეძლო გადავმხტარიყავი. გარეთ გავიხედე. არანორმალური სისწრაფით მოძრაობდნენ ხეები. თუმცა, მე ამას გავაკეთებდი...
_შენ ამას ინანებ_ხმადაბლა ვუთხარი, ტანით გადაიწიე და გადავხტი. ძირს დავენარცხე, საფეთქელი დავარტყი და ხელისგულებიც მტკიოდა, რადგან მათით ვეცადე შეკავება. მარჯვენა ფეხზე წარმოუდგენლად მტკივნეულ ჩხვლეტას ვგრძნობდი, საკუთარი გულის ფეთქვაც კი მესმოდა. ყველაფერი მტკიოდა, თითქმის. მხოლოდ იმაზე ვლოცულობდი, გონება არ დამეკარგა. ბუნდოვნად შამესმოდა, როგორ დაამუხრუჭა სანდრომ მანქანა და ეს უკანასკნელიც როგორ მოცურდა და გაჩერდა... თვალებზე ლოდებად დამკიდებოდა ქუთუთოები, ამიტომ დავხუჭე და სუნთქვა პირით დავიწყე. იმასაც ვგრძნობდი, მთელი სახე რომ დაკაწრული მქონდა, რადგან მეწვოდა და გახეთქილი ტუჩიდან ბლანტი სითხე პირში ნელა ჩამედინებოდა. სისხლს მდორე გემო აქვს, და სპილენძის სუნი...
_ელენე, გესმის ჩემი?_ძალიან ხმადაბლა ჩამესმა მისი ნათქვამი. თავი ოდნავ დავუქნიე და თვალების გახელა ვცადე.
_ეცადე ადგე, საავადმყოფოში უნდა წავიდეთ!_ხელი შემაშველა, რომ წონასწორობა დამეცვა. გამახსენდა, რა გააკეთა წუთის წინ და ცივად შევხედე.
_გამიშვი ხელი_მოკანკალე სუნთქვა აღმომხდა. ხელი უხეშად გავწიე, მაგრამ ამ მარტივ მოძრაობაზეც მეტკინა მკლავი და დავიკვნესე.
_ჯანდაბა ელენე, უბრალოდ წამომყევი!_დამიღრიალა. თავი ისედაც მისკდებოდა, მის ყვირილზე უარესად გავხდი.
_თავი დამანებე, არსად წამოგყვები. მე შენ აღარ გენდობი_ხმადაბლა ამოვიჩურჩულე. ეს სიმართლე იყო. მას შემდეგ, რაც ხელი გამიშვა და ნება მომცა გადავმხტარიყავი, მას არ ქონდა უფლება ჩემს გვერდით ყოფილიყო. გული მტკიოდა, უფრო იმიტომ, რომ მას დანაშაულის გრძნობა აწუხებდა და იმიტომ სურდა ჩემი დახმარება. ან იქნებ, არც ეს არ იყო. ტირილი მომინდა.
_ელენე, ცუდად ხარ_ტონს დაუწია და შემომხედა. მაღიზიანებდა.
_როგორმე საკუთარ თავს მივხედავ, შენ მეგთან წადი, ალბათ გელოდება_არ ვიცი, ისეთ სიტუაციაში, კვლავ ამაზე როგორ ვფიქრობდი. გაბრაზება სახეზე დაეტყო, საფეთქელთან ძარღვები დაეჭიმა და შებრუნდა. გამეცინა. ის... ის იყო... არ ვიცი, არაკაცი, არამზადა.
წავიდა.
წავიდა და დამტოვა, თუმცა მეც ხომ ეს მინდოდა.
ხელი ჯიბეში ჩავიყე, მაგრამ ტელეფონი იქ არ დამხვდა.
ფეხები მოვიკეცე, ხელი შემოვხვიე და დასამშვიდებლად ასე გავჩერდი ხუთი წუთით. ტკივილისგან ვეღარ ვაზროვნებდი, თვალებში ნელ-ნელა მიბნელდებოდა.
და უეცრად ჩემს წინ მანქანა გაჩერდა.



№1 სტუმარი darina

Ra vtqva ar vici aseti situaciebi guls mirevs, sainteresoa chvens irgvliv sul xdeba a

darina
Ra vtqva ar vici aseti situaciebi guls mirevs, sainteresoa chvens irgvliv sul xdeba a

Aseti ragacebi, magram naklebad vaqcevt yuradgebas, martla dzalian momwons ase kargad rom agwer am yvelafers, gansxvavebulia, elenes personajze ra vtqva ar vici ar minda rom.tavitfexebamde chaeshvas am wumpeshi, ratomgac sandros vendobi aleqstan dakavshirebit, mec ar momewona ragac masshi velodebi movlenebis ganvitarebas.

 


№2  offline მოდერი Eleniko13

darina
Ra vtqva ar vici aseti situaciebi guls mirevs, sainteresoa chvens irgvliv sul xdeba a

darina
Ra vtqva ar vici aseti situaciebi guls mirevs, sainteresoa chvens irgvliv sul xdeba a

Aseti ragacebi, magram naklebad vaqcevt yuradgebas, martla dzalian momwons ase kargad rom agwer am yvelafers, gansxvavebulia, elenes personajze ra vtqva ar vici ar minda rom.tavitfexebamde chaeshvas am wumpeshi, ratomgac sandros vendobi aleqstan dakavshirebit, mec ar momewona ragac masshi velodebi movlenebis ganvitarebas.


დარინა, აქ ისეთი რაღაც იმალება, რომ ელენეს ადგილას მაგალითად მე, თავს მოვიკლავდი გეფიცები.
ძალიან, ძალიან საინტერესო რაღაცეები გელით.
სამწუხაროდ, არ ვიცი შემდეგ თავს პარასკევამდე თუ დავდებ...
ყველანაირას ვეცდები.
სწავლა იწყება და ინტერნეტს მითიშავენ.
მადლობა შენ, ჩემო კარგო
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3  offline მოდერი bibo

Momwons me es vgijdebi shenze saswauli xar chokolati tkbili tbili muraba marwyvi torti vaniliki musi da kido bevroba ragac :* momwons aleqsandre me ragacnarad

 


Eleniko13
darina
Ra vtqva ar vici aseti situaciebi guls mirevs, sainteresoa chvens irgvliv sul xdeba a

darina
Ra vtqva ar vici aseti situaciebi guls mirevs, sainteresoa chvens irgvliv sul xdeba a

Aseti ragacebi, magram naklebad vaqcevt yuradgebas, martla dzalian momwons ase kargad rom agwer am yvelafers, gansxvavebulia, elenes personajze ra vtqva ar vici ar minda rom.tavitfexebamde chaeshvas am wumpeshi, ratomgac sandros vendobi aleqstan dakavshirebit, mec ar momewona ragac masshi velodebi movlenebis ganvitarebas.


დარინა, აქ ისეთი რაღაც იმალება, რომ ელენეს ადგილას მაგალითად მე, თავს მოვიკლავდი გეფიცები.
ძალიან, ძალიან საინტერესო რაღაცეები გელით.
სამწუხაროდ, არ ვიცი შემდეგ თავს პარასკევამდე თუ დავდებ...
ყველანაირას ვეცდები.
სწავლა იწყება და ინტერნეტს მითიშავენ.
მადლობა შენ, ჩემო კარგო

Interesi mklavs iseti sainteresoa
--------------------
romantikosi mwerali

 


№5  offline მოდერი Eleniko13

lann❤
Eleniko13
darina
Ra vtqva ar vici aseti situaciebi guls mirevs, sainteresoa chvens irgvliv sul xdeba a

darina
Ra vtqva ar vici aseti situaciebi guls mirevs, sainteresoa chvens irgvliv sul xdeba a

Aseti ragacebi, magram naklebad vaqcevt yuradgebas, martla dzalian momwons ase kargad rom agwer am yvelafers, gansxvavebulia, elenes personajze ra vtqva ar vici ar minda rom.tavitfexebamde chaeshvas am wumpeshi, ratomgac sandros vendobi aleqstan dakavshirebit, mec ar momewona ragac masshi velodebi movlenebis ganvitarebas.


დარინა, აქ ისეთი რაღაც იმალება, რომ ელენეს ადგილას მაგალითად მე, თავს მოვიკლავდი გეფიცები.
ძალიან, ძალიან საინტერესო რაღაცეები გელით.
სამწუხაროდ, არ ვიცი შემდეგ თავს პარასკევამდე თუ დავდებ...
ყველანაირას ვეცდები.
სწავლა იწყება და ინტერნეტს მითიშავენ.
მადლობა შენ, ჩემო კარგო

Interesi mklavs iseti sainteresoa


ვერ შეგედავები :33 მადლობაა...

bibo
Momwons me es vgijdebi shenze saswauli xar chokolati tkbili tbili muraba marwyvi torti vaniliki musi da kido bevroba ragac :* momwons aleqsandre me ragacnarad

მახარებ შენ მე <333 მადლობაა ჩემო ჟელიბონოო
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline წევრი Firefly

დაველოდები პარასკევს მოთმენლად დაიმედია დიდთავს დადებ.
სანდრო მაღიზიანაებს თუმცა ისეთი შტაბეჭდილება მრჩება თითქოს რაღაც აწუხებს და ამიტომ არის ასეთი ხასიათის...
ელენე კიდევ ბავშვია და სისულელეებს აკეთებს
--------------------
M.T

 


№7  offline მოდერი Eleniko13

Firefly
დაველოდები პარასკევს მოთმენლად დაიმედია დიდთავს დადებ.
სანდრო მაღიზიანაებს თუმცა ისეთი შტაბეჭდილება მრჩება თითქოს რაღაც აწუხებს და ამიტომ არის ასეთი ხასიათის...
ელენე კიდევ ბავშვია და სისულელეებს აკეთებს


ხო, მას აწუხებს რაღაც, მაგრამ ასე უფრო დამნაშავეა. იმ წუხილის მიზეზიც კი დანაშაულია.
არაფერი მინდა წამომცდეს, და გავჩუმდები...
მადლობა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№8  offline წევრი Smiling girl

ახლა წავიკითხე სამივე თავი და ძალიან მომწონს. საინტერესო,განსხვავებული, ორიგინალური, ეფექტური, ჩემთვის თბილიც. პირადად ჩენთვის ამ ისტორიაში დიდი სიყვარულიც და მეგობრობაც ჩანს. წარმატებები და მალე გთხოვ

 


№9  offline მოდერი Eleniko13

Smiling girl
ახლა წავიკითხე სამივე თავი და ძალიან მომწონს. საინტერესო,განსხვავებული, ორიგინალური, ეფექტური, ჩემთვის თბილიც. პირადად ჩენთვის ამ ისტორიაში დიდი სიყვარულიც და მეგობრობაც ჩანს. წარმატებები და მალე გთხოვ


მადლობა ტკბილო
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent