შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოუხერხებელი გამომძიებელი


31-01-2016, 17:48
ავტორი teddy))
ნანახია 4 469

დილით თვალებს ვახელ და მზესთან დილოგს ვაბამ. ჩემს საყვარელ ბალიშს ვშორდები და სამსახურში წასასვლელად ვემზადები.
-სოფიაა!-ყვირის ჩემი პატარა ძმა ლუკა.
-თავი დამანებეე!-ყვირილში ყვება ჩემი და მარიამი.
-თქვენ სულ როგორ უნდა ჩხუბობდეთ?!-მესმის დედაჩემის ხმა.
მისაღებ ოთახში გავდივარ და ლუკას თავზე ვკოცნი. დედას და ჩემს დაიკოს ვემშვიდობები და გარეთ გავდივარ. კიბებზე ჩავრბივარ და ფეხი მიტრიალდება. არ გეგონოთ, რომ ძალიან მეტკინა! უკვე მიჩვეულიც კი ვარ! ან ფეხი უნდა გადამიტრიალდეს ან უნდა წავიქცე ან კიდევ... ვინ მოთვლის! გაჩერებაზე ავდივარ და ტრანსპორტს ველოდები. ჩემს თითებს დავყურებ და მოხიბლული ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი, თხელი და გრძელი თითები. ოღონდ ქებაში არ ჩამითვალოთ!, მაგრამ ხანდახან თავს ვიქებ! აბა, როგორმე ხომ უნდა დავფარო, ჩემი მოუხერხებლობა?! ტრანსპორტი გაჩერდა და ავდივარ. ხალხით სავსეა და ამიტომ ფეხზე მიწევს დგომა. მძღოლმა დაატორმუზა და ბრახ! უცნობ მამაკაცს ვეჯახები! აშკარად რაგბისტია! ჩამემტვრა ძვლები!
სამსახურში შევდივარ და ჩემს აგილს ვიკავებ. ხო, არ მითქვამს! მე ბანკში ვმუშაობ ! მიყვარს ჩემი სამუშაო და ჩემი ბავშობის თამაში. ჩემს მამიდაშვილ ანასთან ყოველთვის ვთამაშობდი, ვითომ ბანკში ვმუშაობდი. ჩემს გევრდზე დიანა იკავებს ადგილს.
-სოფია, როგორ ხარ?-შემეკითხა ის.
-კარგად, შენ როგორ ხარ?-ვკითხულობ მეც.
-რავიცი, ძალიან მეზარებოდა სამსახურში წამოსვლა.-ამოილაპარაკა დიანამ.
ამასობაში ვიღაც მამაკაცი შემოდის და ჩვენს ყურადღებას მისი გარეგნობა წამში იქცევს. მხარბეჭიანი, მაღალი, შავი თმა, შავი თვალები. თითებს ვაკვირდები და შემდეგ ჩემსას. ოხ, როგორ გვანან მისი და ჩემი ლამაზი თითები ერთმანეთს. გონს კარების ხმა გვაფხიზლებს. უფროსის კაბინეტში შევიდა.
-ეს იცი ვინაა? საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ხოდა ახლა ჩამოვიდა და უნდა ჩვენს ბანკთან იმუშაოს. ჩვენი უფროსის, გიორგის მეგობარია.-ამოაფრქვია ახალი ამბები დიანამ.
კარგად მოვუსმინე, თუმცა არაფერი მითქვამს. კი, დაგვაშტერა. ფეხზე ვდგები, ყავის გასაკეთებლად.
-დიანა, დალევ?!-ვთავაზობ მე.
-კი, ოღონდ იმ სიმპატიურ უცნობთან.-მპასუხობს ის.-თუმცა, არა მე უკვე შეყვარებული მყავს.
-მოინდომა გოგომ!-ჩავილაპარაკე მე. ყავას ადუღებული წყალი დავასხი და ჩემს სამუშაო მაგიდაზე დავდგი. კლიენტები მოდიან, ზოგს სესხის გაკეთება სურს, ზოგსაც დაფარვა.
ყავის ფინჯანს ხელს ვკიდებ და ისაა, რომ პირთან უნდა მივიტანო, ყავა ხელიდან მივარდება და კაბაზე მესხმევა.
-ეს რა მომივიდა, უფ!-ვბუზღუნებ მე. დიანა კი კისკისებს. არ შეიძლება ასე, ჩემს მოუხერხებლობაზე ყველა დამცინის! მახსოვს სკოლაში მასწავლებელი ცუდად გახდა და მე, როგორც ორგანიზატორი წყლის მოსატანად გავვარდი. მოვიტანე კიდევაც, უნდა მიმეწოდა მასწავლებლისთვის და მაისურზე გადავასხი. მაშინ კი მეჩხუბა მასწავლებელი. ბავშვები კი დამცინოდნენ!
სალფეტკით ვიწმენდ კაბას, მაგრამ ეს რას მიშველის?! ჯობს, ყოველდღე ჩანთით ვატარო ფენი! რამდენიმე კლიენტიც მოდის და დრო ასე გადის. ვცდილობ ცემს სველ კაბას ყურადღება არ მივაქციო. უცნობიც გამოდის უფროსის კაბინეტიდან. ერთი შემოგვხედა და გაიარა. გამარჯობა მაინც ეთქვა, ბარიტონს შევუმოწმებდი! დარწმუნებული ვარ ხმაც ისეთი შესანიშნავი ექნება, როგორც გარეგნობა!
შესვენების დრო მოდის და ისე მშია, ჩემს დასვრილ კაბითაც კი წავალ საჭმელად. ჩანთას ვიღებ და ბანკთან ახლოს მდებარე კაფეში შევდივარ. პატარა კიბებს ვივლი და ბოლოს ფეხი წამოვკარი ბოლო საფეხურს და წავბარბაცდი. კიდევ კარგი, ამდენი ხალხის წინაშე არ წავიქეცი. პიცის შესაკვეთად მივემართები და ერთ-ერთ მაგიდასთან იმ უცნობს ვხედავ! ასეთი სიმპათიურები თუ არსებობდნენ არ ვიცოდი! მივემართები და იმ მაგიდას უნდა ჩავუარო, მობილუზე შეტყობინება მომდის. შეტყობინებას ვხსნი და ჩანთა მივარდება. რაღა ამის თვალწინ დამემართა?! ჩანთის ასაღებად ვიხრები, მაგრამ ძირს არ გდია. მას შევხედე და დავინახე, როგრ უჭირავს ხელში. ვწითლდები ისე, რომ თვით დამწიფებული პომიდორიც კი არ შემედრება. ჩანთას მაწოდებს და ამასტან ერთად იცინის.
-გმადლობ!-ხელი წავიღე ჩემი ჩანთისკენ. ირონიულ მზერას მჩუქნის და წინ მივიწევ.
-პიცა თუ შეიძლება.-ვუკვეთავ მე და მაგიდებისკენ მივემართები. სამწუხაროდ, უცნობის მოპირდაპირედ არის, მაგიდა თავისუფალი. ამაყად მივდივარ და სკამზე ვჯდები. რამდენიმე წუთში, ჩემი საყვარელი საჭმელი პიცა მომიტანეს და მაგიდაზე დამიდეს:
-გემრიელათ მიირთვით!-მეუბნება ახალგაზრდა გოგო და ღიმილით ვპასუხობ. გევრდზე დანა ჩანგალს ვდებ და დაგემოვნებას ვიწყებ. არასდროს მიყვარს ჩემი გემრიელი პიცის ჭამა დანის დახმარებით.
ჭამას ვამტავრებ და საფულიდან ფულს ვიღებ. მაგიდაზე ვტოვებ და კარისკენ მივემარტები. ღრმად ცავისუნთქე, არ მინდოდა მისი თანდასწრებით, კიდევ ერთი მოუხერხებლობა გამომევლინა.
წარმატებით ავიარე კიბის საფეხურები და ქუჩაში გამოვედი. ბანკისკენ მივემართები და ტან იმ უცნობზე სასიამოვნო ფიქრებს, ტავიდან ვერ ვიშორებ.
--------------------------------------------------------------
დაგიბრუნდით ჩემო საყვარლებო! იმედია მოგეწონებათ და შემაფასებთ! ამაზე თავებს გავზრდი და არ გაწვალებთ ხოლმე. გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და იმედია შემაფასებთ



№1  offline მოდერი sopiko

ყველას გასაგონად ვაცხადებ რომ ეს ისტორია მეძღვნება მეე! :-D ესე იგი ამ მოთხრობის ავტორი მე მიყვარს ძალიან ♥ და მიხარია რომ უფრო მონდომებით შეუდგა ახალი ისტორიის წერას, რაც შეცდომების შემცირებაში გამოიხატება. ისაა და ყველაფერი ასე როგორ ემთხვევა? ხო, ცოტა დროები გაქვს ერთმანეთში არეული და ან წარსულში წერე ან აწმყოში... უყვარხარ სოფიკოს ♥ ვაიმეე, როგორ მგავს ეს გმირი (ისე ლამაზი თითები სწორად შეგიმჩნევია)

 


№2 სტუმარი darina

Miyvars aseti mouxerxebeli adamianebi :-D :-D dasawyisistvis dzalian kargia.

 


№3 სტუმარი Nini

Dzalian kargia ❤❤❤❤

 


№4  offline წევრი LoNdA DM

დასაწყისის კარგია მომწონს და ველოდები შემდეგ თავს

 


№5  offline წევრი teddy))

sopiko
ყველას გასაგონად ვაცხადებ რომ ეს ისტორია მეძღვნება მეე! :-D ესე იგი ამ მოთხრობის ავტორი მე მიყვარს ძალიან ♥ და მიხარია რომ უფრო მონდომებით შეუდგა ახალი ისტორიის წერას, რაც შეცდომების შემცირებაში გამოიხატება. ისაა და ყველაფერი ასე როგორ ემთხვევა? ხო, ცოტა დროები გაქვს ერთმანეთში არეული და ან წარსულში წერე ან აწმყოში... უყვარხარ სოფიკოს ♥ ვაიმეე, როგორ მგავს ეს გმირი (ისე ლამაზი თითები სწორად შეგიმჩნევია)

darina
Miyvars aseti mouxerxebeli adamianebi :-D :-D dasawyisistvis dzalian kargia.

Nini
Dzalian kargia ❤❤❤❤

LoNdA DM
დასაწყისის კარგია მომწონს და ველოდები შემდეგ თავს

ძალიან დიდი მადლობა! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent