შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული აკრძალულია (5)


31-01-2016, 20:17
ავტორი zak
ნანახია 3 078

ვინაიდან და რადგანაც მომდევნო თავის დადება ძალიან დამიგვიანდა,მეოთხე თავის დასასრულსაც მოგაწვდით რომ სიტუაციასთან გაცნობა არ გაგირთულდეთ.ბოდიში,ფიზიკურად ვერ მოვახერხე დადება,ბებია გარდამეცვალა...ძალიან გავზარმაცდი,ეს ისე რომ იცოდეთ :D ასე რომ არ ვიცი როდის მოვახერხებ მომდევნო თავის დადებას,ყველანაირად შევეცდები ხვალისათვის დავწერო...გმადლობ თუ კიდევ გახსოვართ,კიდევ ერთხელ ბოდიში.
**************
წინა თავში:
-ქეთა,ჩემი ლამაზი ქეთა...ფრთხილად დაუსვა სახეზე გაყინული ხელი ბრაზშეპარულ ნიცას და შემდეგ ნაზად ეამბორა შუბლზე.ისევ ქეთა,ამ გოგონას სახელის გაგონება უკვე ამწარებს,არადა ვერ ხვდება რატომ.ხვალ გაარკვევს ვინაა ქეთა,ის გოგონას ასე ძალიან რომ ჰგავს ნიცას.
-უტა,წამოდი,უნდა დაწვე...შეძლებისდაგვარად წაიყვანა ბიჭი კიბეებისაკენ და წელზე მოხერხებულად შემოჰხვია ხელები.
-ხომ იცი როგორ მიყვარხარ?!არა არ მიყვარხარ!ამ გრძნობას ამ ერთ სიტყვაში ვერ ჩავატევ,ჩემო ანგელოზო,ჩემო სისპეტაკევ...დუდღუნებდა ბიჭი და დროდადრო ნაზ კოცნას უtოვებდა შუბლსა და საფეთქელზე...გაგონილმა შესძრა ნიცა.ახლა კიდევ უფრო აინტერესებს ვინ არის ქეთა.
-მოდი დაწექი,მე ჩვემოთ ჩავალ და ნაბეღლავს ამოგიტან,თუ ცუდად გახდი არ მოგერიდოს,მითხარი...სწრაფად გამოეცალა ოთახს და კარებს ზურგით მიეყრდნო,ღრმად ამოისუნთქა და სამზარეულოსაკენ წავიდა.დილით ნამდვილად დასჭირდება ნაბეღლავი,არც გამაყუჩებელი არ უნდა დაავიწყდეს...

***************
-დილა მშვიდობის...ძილისა და ნაბახუსევისაგან დაბოხებული ხმით მიესალმა უტა ნიცას და მაგიდასთან დაიკავა ადგილი.ხელებში მოქცეული ნაბეღლავი მოწყურებულმა მიიყუდა და როგორც კი პირიდან მოიშორა ხმამაღლა ამოიოხრა.
-დილა მშვიდობის,ყავა თუ ჩაი?...ფინჯანი ხელში შეათამაშა ნიცამ და ბიჭს დააკვირდა.
-ყავა.
-ახლავე გაგიკეთებ...ჩაიდანი სწრაფად შემოდგა გაზზე და ფინჯანში ყავა ჩაყარა.
-რა უცნაურია,მეგონა რომ გამიბრაზდებოდი...უცნაური ინტონაციით ჩაილაპარაკა უტამ და ახლა თავად დააკვირდა ნიცას.
-ვარ კიდეც გაბრაზებული,უბრალოდ მირჩევნია საღ,ჯანმრთელ გონებაზე მყოფმა ამიხსნა ყველაფერი...ხმადაბლა ამოთქვა ნიცამ,ისე რომ საშაქრისათვის თვალი არ მოუშორებია.
-გპირდები საღამოს ყველაფერს აგიხსნი,გმადლობ...გულწრფელი ტონით ამოიბურდღუნა ბიჭმა და ნიცას ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა.ვერ დაინახა ნიცამ,მაგრამ იგრძნო რომ უტა ახლა ისე იღიმოდა მას რომ უყვარს,გულწრფელად და სასიამოვნოდ...
-მადლობა რისთვის?!...მართლა გააკვირვა ბიჭის მადლობამ გოგონა და ინტერესით დაეკითხა უტას.
-იმისათვის რომ ასეთი კარგი ხარ...ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გულაჩუყებულს და მხრებზე ძიერად მოჰხვია ხელები.სიამოვნებისაგან გააკანკალა ნიცას,მაგრამ ჰორმონების შეტევა გმირულად მოიგერია და ჯიქურად მიაჩერდა ბიჭს თვალებში.ჯერ კიდევ ვერ პატიობს იმას რომ ნიცაში სხვა ადამიანს ხედავს.
-ახლავე გამიშვი ხელი,ასე ქეთას ჩაეხუტე,მე კი მომშორდი...შეეცადა მკაცრად ეთქვა,თუმცა არც თუ ისე დამაჯერებელი ტონი ჰქონდა ბიჭის სიახლოვისაგან დამდნარს.ირონიულად ჩაიცინა უტამ და თმებში ძლიერად წაავლო გოგონას ხელი.
-არ გაბედო და ქეთას სახელი მეორედ არ ახსენო,დაიმახსოვრე?...ტკივილისაგან გაუცნობიერებლად ჩაუდგა თვალებში ცრემლები და ხელები ძლიერად მომუშტა.
-გამიშვი,მეტკინა...დახშული ხმით მიმართა ბიჭს და მისგან განთავისუფლებას შეეცადა,მაგრამ უშედეგოდ.
-გაიგე-მეთქი?...ყურთან ახლოს მიუტანა ტუჩები უტამ გოგონას და პარალელურად ცხვირი ვნებიანად აუსვა ლოყაზე.
-კი...მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოახერხა ნიცამ და ბიჭის სურნელი ღრმად შეისუნთქა.
-ხოდა ძალიან კარგი...სწრაფად მოშორდა ჯერ კიდევ თვალებმიბნედილ გოგონას და ნიცა ამ მდგომარეობაში რომ დაინახა ირონიულად ჩაიქირქილა,მაგრამ თავის ტკივილმა შეაწუხა და წარბები შეჭმუხნა.შემდეგ კი სამზარეულოდან გავიდა.ნიცა რომ გამოერკვა უკვე მარტო იყო,ჯერ საკუთარი თავი გამოლანძღა მსგავსი უხერხულობისათის შემდეგ კი მეუღლესაც გადასწვდა.ბოლოს ნასიამოვნებმა ჩაიღიმა და პუდინგის მომზადება დაიწყო,ხვალ ელზას ელოდება,გუშინ დაურეკა და უთხრა რომ შედარებით ადრე ბრუნდება.სახლში მოსულს კი მის საყვარელ დესერტს დაახვედრებს და მისგან კიდევ ერთხელ მიიღებს სასიამოვნო,დედა-შვილურ ღიმილს.სახე მოექუფრა დედამისის გახსენებაზე,უკვე სამი თვე გავიდა რაც აქ ცხოვრობს და ერთხელც არ შეხმიანებიან ერთმანეთს.იქნებ დღეს გაუაროს?!არა,დღეს უტას უნდა ესაუბროს ხვალ ელზა ჩამოდის,ზეგ წავა და მოინახულებს.გაარკვევს რა მიზეზით გაყიდა ერთადერთი ქალიშვილი.
** ** ** **
სააბაზანოში იყო კარის ხმა რომ გაიგო,სწრაფად შემოიხურა სხეულზე პირსახოცი და კარებში მდგარ უტას გაბრაზებულმა გახედა.
-ამ ოჯახში გსმენით კარებზე დაკაკუნების შესახებ...ოდნავ ხმამაღლა დააკვირდა ირონიულად მომღიმარ მეუღლეს და პასუხის მოლოდინში თვალები დააკვესა.
-ჩემს სახლში,ჩემს სააბაზანოში შესვლისას კარებზე კაკუნი არ მჭირდება...შეუვალი ტონით ამოილაპარაკა უტამ და კიდევ ერთხელ დააკვირდა ახურებულ გოგონას.
-გადი აქედან...მკაცრად უთხრა ბიჭს რომელიც უპასუხოდ გავიდა სააბაზანოდან და კარები გაიკეტა.ფრუტუნით მოემზადა და სამზარეულოში ჩავიდა.
-ჩაი გაგიკეთე,მაგიდაზე დევს,მეც ახლავე მოვალ...შესული არ იყო ნიცა უტამ უცებ რომ მიაყარა ყველაფერი და სწრაფად გაიქცა სამზარეულოდან.მაგიდაზე მგარ ფინჯანს მოჰკდია ხელი და რამდენიმე ყლუპი გემრიელად დალია.ცოტა ხანს ელოდა ბიჭს ბოლოს შვებით ამოისუნთქა ოთახში შემოსული რომ დაიგულა.მის ხელში არსებულ პატარა ყუთს ინტერესით შეხედა.
-მოკლედ,მოგიყვები ვინ არის ქეთა,ოღონდ ეს ცოტა გრძელი ამბავია,დამპირდი რომ არ გამაწყვეტინებ...ნერვიულად დაიწყო საუბარი უტამ და ნიცას შეხედა.
-კარგი,გპირდები,დავიღალე გაურკვევლობაში ყოფნით...კომფორტულად მოკალათდა ნიცა სკამზე და მეუღლეს შეხედა.
-კარგი,ქეთა ხუთი წლის წინ გავიცანი.ორივენი პატარები ვიყავით,მაგრამ ერთმანეთი ყველას და ყველაფერს გვერჩივნა.ნამდვილი ანგელოზი იყო.შენს მსგავსად მასაც გრძელი ლამაზი კულულები და მეტყველი თვალები ჰქონდა,ვგიჟდებოდი მის მგრძნობიარე ბაგეებზე.მას მართლაც ძალიან ჰგავხარ,ნახე ეს მისი ფოტოებია...უტამ ხელში მოქცეული პატარა ყუთი გახსნა, იქიდან რამდენიმე ფოტო ამოიღო და ნიცას გაუწოდა.გოგონა რომელიც ფოტოზე იყო გამოსახული და სასიამოვნოდ იღიმოდა,მართლაც რომ გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ნიცას.მაგრამ განსხვავება ღიმილში იყო,ქეთა კი არ იცინოდა,არამდ ანათებდა,თალებიდან ასხივებდა ბედნიერებასა და პოზიტივს...ბავშვობიან ერთად მოვდიოდით,ჩვენ კი არ გვიყვარდა ერტმანეთი,არამედ ვაღმერთებდით ერთურთს,სიყვარულით გაგიჟებულნი და გატაცებულნი,ერთმანეთს ვერასოდეს ველეოდით.რომ წამოვიზარდეთ ვერანაირად ვერ შევძელი მას განსხვავებულად შევხებოდი,ვერ გავბედე მისთვის მეკოცნა,ამიტომ ვნებების ჩასახრჩობად ლიკას დავუახლოვდი,მან იცოდა რომ მე ქეთა სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა.მაგრამ საშინელება ჩაიდინა.ექვსი თვის წინ ქეთასთან მივიდა და მოატყუა რომ ცოლობა ვთხოვე,ქეთა საერთოდ გადაიკარგა ჩემი ცხოვრებიდან...ამ სიტყვების წარმოთქმისას თვალები აუცრემლიანდა ბიჭს,მაგრამ ჯიუტად გადაუძახა ისინი უკან და ღრმად ამოისუნთქა...ლიკასთან ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტე,მაგრამ სამი თვის წინ მეგობრის დაბადების დღეზე მოვხვდით ერთად,დავთვერი,ისარგებლა და აი,დღეს ჩემგან შვილს ელოდება,ეგონა რომ ცოლად შევირთავდი,მაგრამ იმედები გაუცრუვდა,ბოლოს სოლიდური თანხის სანაცვლოდ ბავშვის გაჩენასა და მის ჩვენთვის გადმოცემაზე დავითანხმეთ.ამიტომაც ხარ აქ,ამიტომაც გქვია ჩემი მეუღლე,მაგრამ ვერ ვხვდები,რატომ ჰგავხარ ასე ძალიან ქეთას...დაასრულა თხრობა უტამ ცრემლმორეულმა შეხედა ნიცას,რომელსაც უკვე ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.
-ძუკნა...მხოლოდ ეს თქვა ნიცამ,ბავშური,გულუბრყვილო ინტონაციით და ხმამაღლა ამოისრუტუნა.გოგონას ბავშურმა ჟესტმა იმდენად გაამხიარულა უტა რომ მწარედ გაიცინა და მეუღლე ძლიერად ჩაიკრა გულში.იმ წუთას ყველაფერი აპატია ნიცამ ბიჭს.თავადაც ძლიერად ჩაეხუტა მეუღლეს და სხეულში ჩაღვრილი სითბოსათვის ყურადღება არ მიუქცევია.თავადაც ძლიერად შემოჰხვია ხელები წელზე.
როგორც იქნა ტირილი შეწყვიტა,მაგრამ ამომჯდარ გულს ვერაფერი მოუხერხა.უხერხულად შეიშმუშნა ბიჭის მკლავებში და კიდევ ერთხელ ღრმად ამოისუნთქა.
-წყალს დავლევ...სვენებ სვენებით ამოილაპარაკა ნიცამ.უთქმელად გაუშვა ხელი უტამ გოგონას და ოდნავ დამშვიდებულმა ღრმად ამოისუნთქა.
ერთი ამოსუნთქვით მიიყუდა წყლის ჭიქა ნიცამ და ღრმად ამოისუნთქა.
-მე კი ხეპრე,იმბეცილი მეგონა,თურმე რამდენი უტანჯია,სიყვარულიც შესძლებია...გულდაწყვეტილმა ამოიჩურჩულა გოგონამ და ჭიქა უტასთვისაც გაავსო წყლით.
-გამომართვი,დალიე...გაუწოდა ბიჭს ჭიქა...ახლა სად არის ქეთა?...ინტერესით დაუსვა კითხვა ბიჭს,რომელსაც სახე კვლავ მოექუფრა.
-თავი მოიკლა,ლიკასთან საუბრიდან დაახლოვებით ორ-სამ დღეში...მთელი სული და გული ამოაყოლა ბიჭმა სიტყვებს და თავი ჩახარა.
-მაპატიე,არ მინდოდა...საკუთარ თავს გაუბრაზდა იმის გამო რომ ბიჭს ტკივილი მიაყენა.დაუფიქრებლად დაადო ხელი უტას მხარს და ნელა აასრიალ-ჩამოასრიალა.
-არაუშავს, შენ არ იცოდი...დამაიმედებლად გაუღიმა ბიჭმა და მისი ხელი საკუთარ ტორში მოაქცია.შემდეგ კი ფრთხილად ემაბორა ლამაზ თითებზე.სიამოვნებისაგან ტუჩი მოიკვნიტა ნიცამ.თითები და ზურგი მისი სუსტი წერტილია,გიჟდება როდესაც თითებსა და მხრებზე აფერებიან,ასე იცოდა დედამისმაც.
-კარგი,ახლა კი მოდი ვივახშმოთ,თან ხვალ ადრე ვარ ასადგომი,სკოლას უკვე ორი დღეა ვაცდენ და წლის ბოლოს გამოცდებს ვერ ჩავაბარებ...შეეცადა სიხალისე შემოეტანა და მაქსიმალურად ლაღი ღიმილით მიმართა უტას,მანაც ასევე სასიამოვნო,გულწრფელი ღიმილი შეაგება გოგონას და ნიცას სამზარეულოში შეასწრო.
პირველი საღამო იყო,ასე შეხმატკბილებულად რომ ვახშმობდნენ და საუბრობდნენ.ათას თემას შეეხნენ,თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გაიხსნენ ერთმანეთში.ალბათ ამასაც დრო მოიტანს.
უტას ყავის ფინჯანი ნიჟარაში ჩადო და რეცხვა დაუწყო,უეცრად ბიჭის ხელები რომ იგრძნო მუცელზე.სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულში და მსუბუქად წამოიკვნესა.თავი თავისდაუნებურად გადააგდო სიამოვნებისაგან ნიცამ.უტას ტუჩების შეგრძნებამ კისერზე,საერთოდ გამოთიშა სამყაროს.ფრთხილად შემოაბრუნა თავისკენ ბიჭმა და ნაზად ეამბორა შუბლზე,შემდეგ კი სახის ნაკვთებს დაუყვა.ბაგეებს რომ მიუახლოვდა,ერთ ხანს თვალმოუშორებლად აკვირდებოდა მათ.შემდეგ კი მათკენ დაიხარა.სიამოვნების ზენიტში მოექცა ნიცა და ვნებიან კოცნს თავადაც ვნებიანი ამბორი შეაგება.მსუბუქად შეუცურა ბიჭს თმებში ხელი და თავისაკენ მოქაჩა სასურველი მამაკაცი.მაშინ კოვიდა გონს როდესაც კარის ხმა გაისმა.სწრაფად მოშორდა მეუღლეს და სამზარეულოს კარებს მიაჩერდა.რამდენიმე წუთში მომღიმარმა ნიკოლოზმა შემოაბიჯა ოთახში და ხმამაღლა მიესალმა რძალსა და შვილს.
-სალამი,აბა,ხომ არ მოიწყინეთ უჩემოდ?...ამ კაცის სასიამოვნო ღიმილის ჭკუიდან გადაჰყავს ნიცა,მაგრამ მასზე ფიქრიც კი არ შეუძლია.ყველა ის ფიქრი რომელშიც ნიკოლოზი დომინირებს,თუნდაც უბრალო,მარაზმთანაა დაკავშირებული გოგონასათვის.ამ დროს გულის რევის შეგრძნება უჩნდება.როგორც ნიკოლოზის,ასევე საკუთარი თავისადმიც.
-სალამი,მე ზემოთ ავალ,მეძინება...თავი დახარა მისი აწითლებული სახე შეუჩნეველი რომ დარეჩენილიყო და სწრაფად გაშორდა სამზარეულოს.შეამჩნია როგორ ჩამოერეცხა სახიდან სასიამოვნო ღიმილი მამათილს და ამჯერად თავად ჩაიცინა ნასიამოვნებმა.მეტის ღირსია,იმედია ახლა მაინც გაიაზრებს რომ ნიცას მასთან ურთიერთობა არ სურს და თავს დაანებებს.
ემოციურად დაღლილი დაესვენა საწოლზე და თვალები დახუჭა.ძილბურნაში მყოფმა გაიაზრა როგორ ჩაწვა საწოლში უტა და ღრმად ჩაეძინა.
***********
ესეც ასე,გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი,წინასწარ გმადლობთ!
სიყვარულით ზაკ!



№1  offline მოდერი bibo

Dideba shen gamochenass tu suntqav ux....gelodebi me bevroba xania ra es :D ai ras chamoetria es debili kaci rakargad iyvnen gvritebi ux...exa upro ahemiyvarda uta da migachaqucheb utastan ro ar datovo da am shteri ixvniskarta aleqsandres gamo rame daemartos amat wyvilss....gadakarge es kaci miakali sadme :D ux dampals ver vitan :D xooo es uta kia veluruli biskviwi....ai shen kide ukargesi xar tkbiliii tbili metortebi memarwyvebi mealuchebi mebananebi meqoqosebi me sheno

 


№2  offline წევრი Firefly

თვალები ხომ არ მატყუებენ მეთქი ვიფიქრე შენ რომ დაგინახე ძირფასო ზაკ! love
უტა'ზე ვგიჟდები!
ძალიან მიყვარს,
სიგიჟემდე!
ნიკა მძულს :დ ვერ ვიტან.

შენ კიდევ უ'მაგრესი გოგო ხარ,არ იცი როგორ გამახარე!
იმედი მაქვს ხვალ დადებ,
სიყვარულით მარიამი love
--------------------
M.T

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

უუჰ როგორც იქნა მალე დადეე რაა

 


№4 სტუმარი Marr

uhhh patara iyoo :D nu chamqolavt magram utas nikolozi jobia. 6tvis win dakarga adamiani romelic mistvis yvelaferi iyo, mis gamo moikla tavi da jer imastan iwva "mtvrali" visi sityvebis gamoc eg gaaketa? Sashineli imashi araferia rom uprosii kaci moewonos. Da saertodac amas mgoni imitom aketebs nikolozis yuradgeba miiqcios. Kata-tagvobanas etamasheba.

 


№5  offline წევრი zak

bibo
Dideba shen gamochenass tu suntqav ux....gelodebi me bevroba xania ra es :D ai ras chamoetria es debili kaci rakargad iyvnen gvritebi ux...exa upro ahemiyvarda uta da migachaqucheb utastan ro ar datovo da am shteri ixvniskarta aleqsandres gamo rame daemartos amat wyvilss....gadakarge es kaci miakali sadme :D ux dampals ver vitan :D xooo es uta kia veluruli biskviwi....ai shen kide ukargesi xar tkbiliii tbili metortebi memarwyvebi mealuchebi mebananebi meqoqosebi me sheno

აჰაჰაჰ,დარჩა რაიმე ხილი რაც არ გიწოდებია საყვარელო?! wink მოხარული ვარ რომ ასე მოგწონს ისტორია,ვნახოთ,ჯერ მეც არ ვიცი როგორ დავამთავრებ,ხასიათის მიხედვით ვწერ ხოლმე,და ვლოცულობ რომ ხასიათმა კარგი არჩევანი გამაკეთებინოს...გმადლობ რომ კითხულობ. love

Firefly
თვალები ხომ არ მატყუებენ მეთქი ვიფიქრე შენ რომ დაგინახე ძირფასო ზაკ! love
უტა'ზე ვგიჟდები!
ძალიან მიყვარს,
სიგიჟემდე!
ნიკა მძულს :დ ვერ ვიტან.

შენ კიდევ უ'მაგრესი გოგო ხარ,არ იცი როგორ გამახარე!
იმედი მაქვს ხვალ დადებ,
სიყვარულით მარიამი love

ასე თუ გააგრძელებ გაგითამამდები და ნახე მერე winked მეც მიყვარხარ,აი ასეთი თბილი და ტკბილი რომ ხარ.მიხარია თუ შენი გახარება შევძელი,მაგრამ მე რომ მაქსიმეს ხილვა მსურდა!ველი მე მომდევნო თავს და აბა შენ იცი,გმადლობ რომ კითხულობ love

uchveulo
უუჰ როგორც იქნა მალე დადეე რაა

შემდეგი თავი უკვე დაწერილი მაქვს,ამ ღამით ავტვირთავ,გმადლობ რომ კითხულობ love

Marr
uhhh patara iyoo :D nu chamqolavt magram utas nikolozi jobia. 6tvis win dakarga adamiani romelic mistvis yvelaferi iyo, mis gamo moikla tavi da jer imastan iwva "mtvrali" visi sityvebis gamoc eg gaaketa? Sashineli imashi araferia rom uprosii kaci moewonos. Da saertodac amas mgoni imitom aketebs nikolozis yuradgeba miiqcios. Kata-tagvobanas etamasheba.

შენ კი არა მეც ნიკოლოზი მომწონს,თავიდან მართლა ნიკა-ნიცა მომწონდა,გეგმაშიც ასე იყო,მაგრამ დროდადრო ვეცნობი გმირებს,გათვლილი არაფერი არ მაქვს...ასე რომ ჩემთვისაც გაუგებარია როგორ დამთავრდება ისტორია...გმადლობ,უღრმესი მადლობა რომ კითხულობ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent