შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული აკრძალულია (4)


21-01-2016, 17:52
ავტორი zak
ნანახია 3 219

-დღეს ძალიან ლამაზი ხარ...ადგილზე შეხტა,როდესაც შეზარხოშებული მეუღლის ხმა შემოესმა.
-გმადლობ...მსუბუქი ღიმილით მოუხადა მადლობა კომპლიმენტისათვის და კვლავ ხედს გახედა.უეცრად ძლიერი ხელი რომ იგრძნო მხარზე,რამდენიმე წამში კი უტამ გოგონა მთლიანად საკუთარ სხეულზე ააკრო.
-უტა,ახლავე გამიშვი,ხელი,რას აკეთებ...ბიჭის კისერში შეძლებისდაგვარად მკაცრად ამოილაპარაკა და მის გაწევას შეეცადა.მაგრამ უტა საკმაოდ ძლიერად იჭერდა გოგონას.ნელა აასრიალა ცხვირი ჯერ,ნიცას კისერზე,შემდეგ კი თმებში.
-ქეთი,შენ არ იცი,როგორ მომენატრა შენი სურნელი...ამ სიტყვების გაგონებაზე კიდევ უფრო გაგულისდა ნიცა.მთელი ძალით უჯიკა ბიჭს და მოიშორა,შემდეგ კი გაწიწმატებული მზერით მიაჩერდა და საჩვენებელი თითის ქნევით მიმართა მეუღლეს.
-აღარ გაბედო და არ მომიახლოვდე,მე ნიცა მქვია,უკვე თვრამეტი წელია ნიცა ვარ და არა ქეთი...გაბრაზებულმა დაუმარცვლა ბოლო სიტყვები უტას და სახლში შებრუნდა...
-მაპატიე,არ მინდოდა,უბრალოდ,შენ მას ისე ჰგავხარ...გვერდით ამოუდგა უტა გოგონას და აღელვებულმა ნერვიულად შეიცურა ხელი თმაში.
-არაუშავს,უბრალოდ მითხარი,ვინაა ქეთი...მოთმინებადაკარგულმა შეხედა ბიჭს და ღვინის ბოკალი ხელში შეათამაშა.
-აუცილებლად მოგიყვები,მაგრამ ახლა არა და აქ არა...ამოიოხრა უტამ და მათკენ მომავალ დიტოს გაუღიმა.
-ნიკა ახლა მოვიდა,შენ კი,გოგონი,ასეთ მდგომარეობაში არ უნდა სვამდე,უტა,მიდი გამოიცეკვე ცოლი თორემ ასე დათრება...ღიმილით ჩამოარაკრაკა ყველაფერი და მეგობარს გადახედა.
-თუ დამთანხმდება...კვლავ გულწრფელად გაიღიმა უტამ და ნიცას მაცდურად გადახედა.უკვე მეორედ ხედავს მის გულწრფელ ღიმილს და უკვე დარწმუნებულია რომ უმცროსი ბექაური ზუსტად უფროსი ბექაურივით იცინის,მასსავით საისამოვნოდ და მომაჯადოვებლად.
-რა თქმა უნდა თანახმაა...პასუხის გაცემა არ აცადა დიტომ ისე მიაჩეჩა ნიცას ხელი უტას და ძლიერად უჯიკა წყვილს საცეკვაო მოედნისაკენ.ღიმილით გაემართა ორივე მათგანი და ხალხის ბრბოში გაერია.
-კარგად ცეკვავ...რამდენიმე წუთიანი ადგილზე რხევის შემდეგ კომპლიმენტით დააჯილდოვა უტამ ნიცა და კიდევ ერთხელ გამოიწვია მისი გაოცება.
-შეიძლება ჩემს რძალს ვეცეკვო?...ღიმილით მიუახლოვდა წყვილს ნიკოლოზი და სასიამოვნო ბარიტონით წარმოთქვა სიტყვები.
-რა თქმა უნდა,თან ვალსი დაიწყო...უცნაურად დაიჯღანა უტა და საცეკვაო მოედანი დატოვა.ფრთხილად შემოხვია ნიკოლოზმა წელზე ხელი ნიცას და მასთან ერთდა დაიწყო სასიამოვნო მელოდიაზე რხევა.
-სასაცილო,მაგრამ ჩემს შვილზე ვეჭვიანობ...ჩასჩურჩულა ყურში ნიკამ გოგოს და საკუთარ სიტყვებზე გაეცინა.
-ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ თავს ერთმანეთისგან შორს დავიჭერდით?!...უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილმა ნიცამ,მეტი ვერაფერი მოიფიქრა და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა.
-ჩუ,ნუ გააფუჭებ ამ მომენტს უბრალოდ ვიცეკვოთ,და ხო,აღარასოდეს მოიტყუო თითქოს უტასთან რაიმე გქონდა და გიყვარს ის...კიდევ უფრო ძლიერად ააკრა მის სხეულზე გოგონას სუსტი სხეული და ცოტა ხანში ორივე მათგანი ერთმანეთის არომატმა და ვალსის სასიამოვნო მელოდიამ მოიცვა.
-გმადლობთ,რომ მეცეკვეთ,მშვენიერო ქალბატონო...ღიმილით გამოარკვია ზღაპრებიდან ნიცა მამამთილის ხმამ.
-არაფრის...ამოიბლუყუნა გოგონამ და კუთხეში მდგარი სავარძლისაკენ წავიდა დასაჯდომად...
-ფრთხილად,არ გაეღვიძოს...მოესმოდა ძილში რაღაც ხმები,თუმცა იმდენად იყო დაღლილი რომ თვალების გახელა არ შეეძლო.
-დღეს ძალიან დაიღალა...კვლავ გაიგონა სასიამოვნო ხმა. ბოლოს იგრძნო როგორ შეეხო გრილი მატერია სახესა და სხეულზე.
დილით საკუთარი თავი საწოლში რომ დაიგულა,ჩაიღიმა და გვერდი იცვალა.თუმცა საათს რომ შეხედა გააცნობიერა რომ თუ კიდევ გააგრძელებდა ნებივრობას სკოლაში აუცილებლად დააგვიანდებოდა.ამიტომ სწრაფად წამოდგა და მოემზადა.
სამზარეულოში რომ შეაბიჯა მხოლოდ უტა დახვდა.
-დილა მშვიდობის...შეუმჩნევლად გაუღიმა მეუღლეს და ფინჯანში შაქარი ჩაყარა.
-დილა მშვიდობის...ისე გასცა პასუხი არც კი შეუხედავს გოგონასთვის.შემწვარ ერბო კვერცხს მიირთმევდა და თან მობილურს არ სწყვეტდა თვალს.უხმაუროდ ჩამოისხა ფინჯანში წყალი და მაგიდას მიუჯდა.ნიკას თვალი რომ ვერ მოჰკრა ცოტა გული დასწყდა.ვერ ეგუება დღეს მისი სიცილით რომ არ იწყებს.უკვე შეეჩვია.ნეტავ ახლა სადაა?!
-მე წავედი,შეიძლება დღეს არ დავბრუნდე, მარტო მოგიწევს ყოფნა,თუ გინდა სკოლაში მძღოლი წაგიყვანს...ჯერ მისაღებში გავიდა და ავტომობილის გასაღები აიღო შემდეგ კი კარებისაკენ დაიძრა.
-მოიცა უტა,რას ნიშნავს მარტო მომიწევს ყოფნა,ნიკა სადაა,მთელი ღამე მარტომ როგორ გავძლო აქ...ამდენი კითხვა მხოლოდ ერთი კითხვის გამო ჩამოარაკრაკა,არადა იმ ერთი სასურველი პასუხოს მოლოდინში ცქმუტავდა.
-ერთი ღამით მარტო თუ დარჩები არაფერი მოგივა,მამა მოსკოვშია სამი დღით,წავედი მე...ხმამაღლა გამოსძახა უკვე კარებში გასულმა და კარები ზურგს უკან მიხურა.
-აბა მე მკითხოს რამდენად მინდა ამხელა სახლშიმ,ღამით მარტო დარჩენა...ირონიულად ამოისისინა ნიცამ და სამზარეულოში წავიდა.ნიჟარაში დაგროვებული ჭურჭლის დასარეცხად.რამდენიმე წუთში საათს შეხედა და სწრაფად გაიქცა მეორე სართულისაკენ,“მუცელი“ მოირგო და შემოდგომის გრილი სიოსაგან თავის დასაცავად თხელი მოსაცმელიც შემოიხურა მაისურზე.სკოლაში მძღოლს წაყვა,მაგრამ იქიდან ფეხით წამოსვლას გეგმავდა.ახლა მართლა ძალიან ეჩქარება,კიდე ვერთხელ თუ დააგვიანებს მაია მასწავლებლის ლექციების მოსმენა მოუწევს იმის შესახებ,რომ ის მიზეზი,ნიცა დაოჯახებულია თუ ფეღმძმედაა სულაც არ ამართლებს მის დაგვიანებებს.ადრეც აღნიშნა რომ კლასელები ჩვეულებრივ შეხვდნენ მისი გათხოვილის სტატუსით ხილვას.პირიქით ყოველთვის ეალერსებიან არარსებულ პატარას,რომლის სქესის გაგებაც მშობლებს არ სურდათ და ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ ტოვებდნენ.
-ჩვენი ღიპუცა მოსულა!...ღიმილით წამოვიდა მისკენ ლიზი და ძლიერად ჩაეხუტა ნიცას.შემდეგ კი ყურში მოუთმენელი ტონით ჩასჩურჩულა.
-ვიცი რომ ამაზე ბევრად უკეთესი თანაც ორი გიზის სახლში,მაგრამ იცი რა მაგარი ახალი კლასელი გვყავს?აი შოკია...გოგონას ნასაუბრებიდან მხოლოდ ის გაიგო რომ ახალი კლასელი ჰყავდათ,თანაც მამარობითი სქესისა.წყნარი ნაბიჯით დაიძრა საკუთარი მერხისაკენ და ზურგჩანთა სკამზე ფრთხილად ჩამოდო.
-გამარჯობა,მე დემეტრე ვარ...სასიამოვნო ბარიტონი მოხვდა ყურში და მარჯვნივ გაიხედა.როგორც გაიგო,დემეტრე,სასიამოვნოდ უღიმოდა გოგონას და ხელი გამოეშვირა ჩამოსართმევად.
-ნიცა,სასიამოვნოა...ბიჭის ხელს საკუთარი ხელი შეაგება და მორცხვად გაიღიმა.ბიჭის ღიმილი ნიკოლოზის ღიმილის ვერ შეედრებოდა,მაგრამ,მაინც სასიამოვნო საყურებელი იყო.
-ბედნიერი უნდა იყოს შენი მეუღლე,ფეღმძიმობაც ძალიან გიხდება,რამდენი თვის ხარ?...ჯერ ხელი გამოჰგლიჯა ნიცამ ბიჭს,როდესაც მიხვდა რომ დემეტრე სულაც არ აპირებდა ხელი შეეშვა,შემდეგ კი ძალდატანებით გაიღიმა.
-გმადლობ,სამი თვის ვარ...ამის შემდეგ არაფერი უთქვამთ ერთმანეთისათვის.ოთხი გაკვეთილი კატასტროფულად გაიწელა,როგორც იქნა ჩაამთავრა ყველა მათგანი ნიცამ და კლასელებთან დამშვიდობების შემდეგ სკოლის ეზოდან გავიდა.ეს მუცელი უკვე კლავს,საშინლად აწუხებს და ღლის.მაგრამ როდესაც ამ ფორმაში სარკეში იყურება,ბედნიერდება...გაიგონა როგორ ეძახდა ვიღაც და ადგილზე შედგა,ხმის პატრონში დემეტრე რომ ამოიცნო უსიამოვნოდ ჩაიფრუტუნა და ბიჭს დაელოდა.
-წამოდი,მე წაგიყვან,მანქანით ვარ.
-არა,არ მინდა გმადლობ,ტაქსის გავაჩერებ...რამდენიმე წუთი ედავა ბიჭი ნიცას,ბოლოს სიტყვის უთქმელად მანქანისაკენ წასულ გოგონას გაჰყვა.მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა.მანამ სანამ გაბადრული დემეტრე ავტომობილის საჭეს მიუჯდა ნიცამ ღვედი გადაიჭირა და ღრმად ამოისუნთქა.
-ასე არ ჯობია?!პირველივე ჯერზე რომ ჩამჯდარიყავი რა მოხდებოდა...არაფერი არ უთქვამს მისთვის,მხოლოდ მისამრთი უკარნახა და ბოლოს გადასვლისას მოუხადა მადლობა მოყვანისათვის.
შეაბიჯა თუ არა სახლში სიამოვნებისაგან ამოიხრა და „მუცლის“ მოსახსნელად მაისური აიწია.შვებით ამოისუნთქა და ტანსაცმლის ხდით წავიდა სააბაზანოსაკენ...წყლის ჭავლის ქვეშ იდგა და ზეციურ სიამოვნებას განიცდიდა,არაფერი სჯობს დამღლელი დღის შემდეგ გრილი შხაპის მიღებას.სხეულზე პირსახოცი შემოიფარა და საძინებელში გავიდა.მძიმედ დაეშვა სწოლზე და თვალები მინაბა,რამდენიმე წამში უკვე ღრმად ეძინა.შებინდებული იყო როდესაც გამოეღვიძა.სიცივისა და შიმშილის გრძნობებმა შეაწუხეს.სწრაფად ჩაიცვა და სამაზრეულოში ჩავიდა.ცხელი ჩაი და წვნიანი დაიდგა წინ და გემრიელად შეექცა.ჭამისდა პარალელურად ეჭორავა ელენეს და თავს დატეხილი უცნაურობების შესახებ უამბო,რჩევებიც მიიღო და შემდეგ ტკბილად დაემშვიდობა.უკვე კარგად დანაყრებული იყო,ტელევიზორის წინ სავარძელზე რომ წამოწვა და ფილმის ყურება დაიწყო.მიუხედავათ იმისა რომ ფილმი საინტერესო გამოდგა ნიცა ფიქრებით მაინც სხავგან დაფრინავდა.გული უგრძნობდა რომ მის მეუღლეს რაღაც ღრმად აქვს გულში ჩანერგილი,გასისხლხორცებული და მის დავიწყებას ვერ ახერხებს.ნიკას მიმართ რაღაც უცნაური გრძნობა აქვს,თუმცაღა მისი კოცნისას სიამოვნებასთან ერთად ზიზღსაც გრძნობს.ეს კაცი პირდაპირ მის ნერვებზე მოქმედებს.ნეტავ რას აკეთებს მოსკოვში?!მაგრამ ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ნიცასათვის.
გვერდი იცვალა და სავარძლის ზურგს მიაჩერდა,ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა.გონებაში ყველა სავარაუდო ვარიანტმა გაუელვა იმის შესახებ თუ რა აწუხებდა მის მეუღლეს.ბოლოს თავადაც ვერ გააცნობიერა როგორ ჩაეძინა.დაფრინავდა სიზმრების სამყაროში და ძილშიც კი ეღიმებოდა.სასიამოვნო ფიქრებიდან კარის ხმამ გამოიყვანა.დამფრთხალი წამოდგა ფეხზე და მაგიდაზე მდგარ ვაზას დასტაცა ხელი.ფრთხილად გაემართა კარებისაკენ და ცალი თვალი გააპარა სახლში ახლადმოსული პიროვნებისაკენ.დამშვიდდა როდესაც მასში უტა ამოიცნო.არადა დღეს არ ელოდა.
ვაზა იქვე მდებარე ტუმბოზე ჩამოდო და სხარტად შეეშველა შებარბაცებულ მეუღლეს.სევდიანი მზერით ამოხედა გოგოს უტამ და სასიამოვნოდ ჩაიღიმა,ისე გულწრფელად...აი ისე ნიცაში აღფრთოვანებას რომ იწვევს.
-ქეთა,ჩემი ლამაზი ქეთა...ფრთხილად დაუსვა სახეზე გაყინული ხელი ბრაზშეპარულ ნიცას და შემდეგ ნაზად ეამბორა შუბლზე.ისევ ქეთა,ამ გოგონას სახელის გაგონება უკვე ამწარებს,არადა ვერ ხვდება რატომ.ხვალ გაარკვევს ვინაა ქეთა,ის გოგონას ასე ძალიან რომ ჰგავს ნიცას.
-უტა,წამოდი,უნდა დაწვე...შეძლებისდაგვარად წაიყვანა ბიჭი კიბეებისაკენ და წელზე მოხერხებულად შემოჰხვია ხელები.
-ხომ იცი როგორ მიყვარხარ?!არა არ მიყვარხარ!ამ გრძნობას ამ ერთ სიტყვაში ვერ ჩავატევ,ჩემო ანგელოზო,ჩემო სისპეტაკევ...დუდღუნებდა ბიჭი და დროდადრო ნაზ კოცნას უოვებდა შუბლსა და საფეთქელზე...გაგონილმა შესძრა ნიცა.ახლა კიდევ უფრო აინტერესებს ვინ არის ქეთა.
-მოდი დაწექი,მე ჩვემოთ ჩავალ და ნაბეღლავს ამოგიტან,თუ ცუდად გახდი არ მოგერიდოს,მითხარი...სწრაფად გამოეცალა ოთახს და კარებს ზურგით მიეყრდნო,ღრმად ამოისუნთქა და სამზარეულოსაკენ წავიდა.დილით ნამდვილად დასჭირდება ნაბეღლავი,არც გამაყუჩებელი არ უნდა დაავიწყდეს...



№1  offline მოდერი bibo

Ai ar gewyinos magram am maimit apucheb istorias. Momwons es uta kargi bichiaa da ertad datove chamoashore es kaci ux ra unda mamis tol kac bavshtan isedac samarcxvinoa mere rdzaltan xo saertod ai egetebi ise minda vcemoo mivaklaaa ai sicocxlis girsic ar arian.ai ragacnairad momwons uta ragac uchirs am bichs paqtia da imedia gamoasworeb da ertad datoveb amat .xo ici kargi xar tkbilo vgijdebi shenze saswauli xar da sulmoutqmenlad gelodebii chito.ai utazec vgijdebii biskviwia ra

 


№2  offline წევრი zak

bibo
Ai ar gewyinos magram am maimit apucheb istorias. Momwons es uta kargi bichiaa da ertad datove chamoashore es kaci ux ra unda mamis tol kac bavshtan isedac samarcxvinoa mere rdzaltan xo saertod ai egetebi ise minda vcemoo mivaklaaa ai sicocxlis girsic ar arian.ai ragacnairad momwons uta ragac uchirs am bichs paqtia da imedia gamoasworeb da ertad datoveb amat .xo ici kargi xar tkbilo vgijdebi shenze saswauli xar da sulmoutqmenlad gelodebii chito.ai utazec vgijdebii biskviwia ra

გმადლობ საყვარელო,მომდევნო თვაი უკვე დაწერილი მაქვს,ვერ გეტყვი ბოლოს ვისთან დარჩება ნიცა,რადგან ისტორიას თანდათან ვწერ,არ ვგეგმავ.მაგრამ იმედია იმედებს არ გაგიცრუვებ გენაცვალე.მალე დავდებ და მომდევნო თავში გავიგებთ ვინაა ქეტა და რა უჭირს უტას.გმადლობ რომ კითხულობ ტკბილო,არ მწყენია შენი კომენტარი love

 


№3  offline მოდერი bibo

Xooo magram ar minda me mamastan miugebelia jer marto egeti gapiqrebac vici ara nagdi es istoria magram xo xvdebi warmatebebi tkbilo shen da imedia ar shetopavs. Es gogo imdens mamastan da chamoshordeba es sadzageli kaci ertad momwons eseni da ra vqnaaaa.shenze arapers vambob ro kargi da saswauli da ase shemdeg ro xar saocrebaaa da imedia utastan darcheba es wybili minda.ai qeta tu cocxalia mashin aramgoniaaa amati ertad yopnis ambavi mee .mashin vpiqrob es qeta utastan darcheba da es gogo albat mamastan ar minda. Magram ase gamodis paqtiaaa.me utastan minda da bolomdee utasken varrr icote chito :* :* shen ici dapiqrdii iqneb girs utastan :D warmatebebi shokolado :*

 


№4  offline წევრი cancara

ეხლა წავიკითხე 4 თავი და რაგაც უცნაური ისტორია მომწონს გააგრძელე

 


№5  offline წევრი zak

bibo
Xooo magram ar minda me mamastan miugebelia jer marto egeti gapiqrebac vici ara nagdi es istoria magram xo xvdebi warmatebebi tkbilo shen da imedia ar shetopavs. Es gogo imdens mamastan da chamoshordeba es sadzageli kaci ertad momwons eseni da ra vqnaaaa.shenze arapers vambob ro kargi da saswauli da ase shemdeg ro xar saocrebaaa da imedia utastan darcheba es wybili minda.ai qeta tu cocxalia mashin aramgoniaaa amati ertad yopnis ambavi mee .mashin vpiqrob es qeta utastan darcheba da es gogo albat mamastan ar minda. Magram ase gamodis paqtiaaa.me utastan minda da bolomdee utasken varrr icote chito :* :* shen ici dapiqrdii iqneb girs utastan :D warmatebebi shokolado :*

მიჯდება ჭკუაში ხომ იცი შენ?!მაგრამ კარგა ხანია ისტორია ისე არ დამიმთავრებია როგორც მე მიყვარს(ცუდათ),ვნახოთ,კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ისტორიას თანდათან ვწერ,ასე რომ დასასრული ჩემთვისაც ისეთივე დაუგეგმავია როგორც თქვენთვის,თუმცა რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ უკვე.გმადლობ ტკიბო ასეთი ტკბილი კომენტარისათვის. love

cancara
ეხლა წავიკითხე 4 თავი და რაგაც უცნაური ისტორია მომწონს გააგრძელე

გმადლობ გენაცვალე,აუცილებლად გავაგრძელებ love გმადლობ რომ კითხულობ love

 


№6  offline მოდერი bibo

Oooo kai ra ra cudad ar miyvars es cudebi mere ai mec cudad var xo vici rooo ubralo istoria magram mainc gultan mimaq da ar minda es cudi cxovrebashic gveyopa ux ra exa aq cudi damitove shearge bavshvebs ertmanetiii chitoooo.shen icii tkbilooo warmatebebii da imedia. Ertad darchebian gvritebi cudi sxvadroistvis shemoinaxe ux tavebi gaxarde upro didiebi minda ar myonis da mal mal malee chokoladoo :*

 


№7 სტუმარი mariam popkhadze

bibo
Oooo kai ra ra cudad ar miyvars es cudebi mere ai mec cudad var xo vici rooo ubralo istoria magram mainc gultan mimaq da ar minda es cudi cxovrebashic gveyopa ux ra exa aq cudi damitove shearge bavshvebs ertmanetiii chitoooo.shen icii tkbilooo warmatebebii da imedia. Ertad darchebian gvritebi cudi sxvadroistvis shemoinaxe ux tavebi gaxarde upro didiebi minda ar myonis da mal mal malee chokoladoo :*

ახლო მომავაში ვერ გამოვაქვეყნებ ისტორიას.. მადლობა რომ კითხულობ <3 (სიყვარულით ზაკ) love

 


№8  offline წევრი Firefly

სად დაიკარგე ზაკ? :დ როდის დადებ? love
--------------------
M.T

 


№9  offline წევრი zak

Firefly
სად დაიკარგე ზაკ? :დ როდის დადებ? love

სახლში არ ვარ,ბებია გარდამეცვალა,ასე რომ ხშირად ვეღარ შემოვდივარ,თუ შემოვალ ისიც მობილურით,ისტორიის შემდეგი თავი ლეპტოპში მაქვს,მაგრამ ლეპტოპი აქ არ მაქვს...მაპატიე,გთხოვ,მალე დავდებ აუცილებლად საყვარელო,გმადლობ რომ კითხულობ და ელი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent