შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენოდ ჰაერიც მეზედმეტება(6)


31-01-2016, 23:19
ავტორი anuki-ano
ნანახია 2 398

ლაშა ანუკას მინდა რამე სიურპრიზი გავუკეთო და რა ვქნა?
-გვრიტებო თქვენ აღარ ხუმრობთ ხო იცი..
-ვფიქრობ რომ სანაპიროზე მოვუწყო რომანტიკული საღამო..
-კარგი აზრია..მოდი წავიდეთ და დავიწყოთ საღამოსთვის მზადება..


რომ გამომეღვიძა უკვე საღამო იყო და ჩვეულებისამებრ ვარდების თაიგული დამხვდა ოთახში ბარათითურთ..
"პაემანს გინიშნავ.რომ გაიღვიძებ შემეხმიანე,გამოგივლი და გავიდეთ"
ჩემს ცხოვრებაში ეს პირველი პაემანი არ იყო,მაგრამ რაღაც სხვაგვარად ამიძგერდა გული..
სასწრაფოდ დავრეკე ტასოსთან რომ ჩემთან ამოსულიყო..

-აუ ტასოო რა ჩავიცვა?
-მისმინე ის გრძელი ჭაობისფერი კაბა რომ გაქვს აქ გაქვს?
-კიი გოგო წამოვიღე..

დიდი მონდომებით შევუდექი საღამოსთვის მზადებას...
ის გრძელი ჭაობისფერი კაბა ჩავიცვი... კაბა გამოირჩეოდა თავისი სითამამით თუმცა ზაფხულის ცხელ საღამოს ნამდვილად შეეფერებოდა..ფეხზე ღრმად შეხსნილი იყო.არც დეკოლტე გამოირჩეოდა დიდი თავშეკავებით ისიც ღრმად ამოჭრილი იყო თუმცა მკერდზე მომდგარი იყო და ვულგარულობის ნაცვლად მომხიბვლელად გამოიყურებოდა..კაბის ორი ზორტიც მოურიდებლად ეკვროდა ჩემს მხრებს..ზურგიც მოშიშვლებული მქონდა ესეც მეტად მოხდენილს ხდიდა კაბას თუმცა ზურგს მთლიანად მიფარავდა თმის ლოკნები..შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი.. "პრანჭიაობას" მოვრჩი და იქვე სარკეში ჩავიხედე...აშკარად მეტყობოდა რომ ძალიან მოვინდომე კარგ ფორმაში ყოფნა... მობილური ავიღე და გიოს დავურეკე..
-ცხოვრება სად ხარ?
-სასტუმროს ეზოში ვარ..ჩამოხვალ უკვე?
-კი ახლავე ჩამოვირბენ...

-ანუკა ისეთ მაგარ ფორმაში ხარ რომ არ მიყვარდე თავიდან შემიყვარდებოდი...ნამდვილი პრინცესა ხარ თუმცა პრინცესა გვირგვინის გარეშე წარმოუდგენელია...
დაამთავრა წინადადება და ულამაზესი ბრწყინავი გვირგვინი მოათავსა ჩემს თავზე..
-აი ახლა კი ნამდვილად პრინცესა ხარ...
-მადლობა,მაგრამ მინდა გითხრა,რომ ისეთი სიმპათიური ხარ ცოტა მეშინია კიდეც კონკურენტების სიმრავლის..

გიოს შავი სმოკინგი ეცვა ტანზე მომდგარი და შავი ბანტიც კისერს უმშვენებდა.. მისი თვალები,ღიმილი...ღმერთო რამდენად ტკბილი იყო ეს ჩემი ბიჭი...
სადღაც წავედით მთხოვა თვალები არ გამეხილა და მისი სითბოთი გაჟღენთილი ხელები ჩემს თვალებზე მოათავსა...როგორც კი მანქანიდან გადმოვედით გიორგიმ მთხოვა ფეხზე დამეხადა თავიდან ცოტა დავიბენი ვერ მივხვდი რა ხდებოდა თუმცა ძალიან მალე მივხვდი სადაც ვიყავი...
ვიგრძენი როგორ დამიარა სხეულზე ნიავმა..მივხვდი რომ სანაპიროზე ვიყავით თუმცა ეს აზრი ტალღების ხმაურმა უფრო განმიმტკიცა...
-გიოო სანაპიროზე ვართ?
-შეგიძლია თვალები გაახილო და თვითონვე ნახო სადაც ხარ...
ფრთხილად მომაცილა ხელები თვალებიდან და მეც ნელა გავახილე თვალები..
სანაპიროზე მაგიდა იდგა რომელზეც ულამაზეს შანდლებში ვარდისფერი სანთლები ენთო..ორი სკამი იდგა ერთი მაგიდის თავში ხოლო მეორე ბოლოში..ერთ-ერთ სკამზე უზარმაზარი ვარდების თაიგული იდო და ამით მივხვდი,რომ ეს ადგილი ჩემთვის იყო განკუთვნილი..მაგიდის გარშემო ფერადი ბურთები ლამობდნენ გაფრენას თუმცა მათ კენჭები აკავებდნენ..ყველაფერი იმდენად ლამაზი იყო მეგონა სიზმარი იყო ეს ყველაფერი..
-საყვარელო არ მჯერა რომ ეს რეალობაში ხდება..მიპწკინე რომ დავიჯეროო...
იდიოტოო მეტკინაა ასე ძლიერადაც კი არ მიპწკინეთქო..
-კარგი მაპატიე საყვარელო..
გამიღიმა და ძლიერად ჩამეხუტაა..
ქალბატონო დაბრძანდით მინდა ჩვენი სიყვარულის სადღეგრძელო დავლიოთ..
მაგიდაასთან დავსხედით ერთი ჭიქა დავლიეთ და შემდეგ ჩემმა ბიჭმა განაცხადა ახლა უნდა ვიცეკვოთო და წამში მევიოლინეები გაჩნდნენ ჩვენთან..
-ვიცეკვოთ ქალბატონო?
-რატომაც არა..
ხელები ფრთხილად შემომხვია წელზე..ჩემი მკლავებიც მძიმედ ჩამოეკიდა მის კისერს..ნიავი ნაზად მაცლიდა კანიდან კაბას და შემდეგ ისევ ნაზად მეფინებოდა სხეულზე...გიორგიმ თმა გადამიწია მხრების უკან და კისერზე ფრთხილად შემახო ტუჩები ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მთლიანად გავბუჟდი..შემდეგ ფრთხილად ამოუყვა კისერს ტუჩის კუთხეში მაკოცა..შევცბი და დავაპირე უკან დამეხია თუმცა იმდენად ძლიერად მქონდა გიორგის მკლავები შემოხვეული წელზე მივხვდი უკან დახევას უბრალოდ ვერ შევძლებდი..უცბად ვიგრძენი როგორ შეეხო ჩვენი ტუჩები ერთმანეთს და ზუსტად ამ წამს პირველად ვიგრძენი თუ რას ნიშნავს მუცელში პეპლების ფრენა..იმდენად მსუბუქი მომეჩვენა ჩემი თავი ვფიქრობდი ცოტაც და გაფრენას შევძლებთქო სწორედ ისე ვიყავი როგორც ის ბუშტები რომლებიც აქ იყო გაფრენას ცდილობდნენ თუმცა რაღაც აკავებდათ რის გამოც ვერ მიფრინავდნენ...
-მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად..უშენოდ ალბათ ერთ წამსაც ვერ ვიცხოვრებ..არასოდეს წახვიდეე გთხოვ...
-შენ ხარ ჩემი სამყარო და მე უშენოდ ვერ ვიარსებებ...ჩემთვის ყველაზე ძვირფას ჩვენ სიყვარულს გეფიცები როგორც საკუთარ სიცოცხლეს ვუფრთხილდებოდი ისე გაგიფრთხილდები შენც..(გიო)
-მე ყველაზე ბედნიერი ვარ..გიოს ხელებში ვიყავი გადაკიდებული და ბოლო ხმაზე ვკიოდიი...
ერთად ყოფნით გული რომ ვიჯერეთ უკან დავბრუნდით სასტუმროში...
-არ წახვიდეე რა...(გიო)
-მეც არ მინდა მაგრამ უნდა წავიდე ხვალ როგორც თვალს გავახელ შენს ოთახში შემოვირბენ.
ცოტახანს კიდევ მეჯუჯღუნა მაგრამ ვერაფერი გაწყო ჩემი სიჯიუტის წინააღმდეგ..
-გიო ოთახში მოდიხარ?(ნინა)
ნინას ოთახი გიორგის ოთახის გვერდითაა..
-ჯერ არა(გიო)
-კაი დაგელოდები და ერთად ავიდეთ(ნინა)
-კაი ადი საყვარელო და ხვალ გნახავ(მე)
ეს სიტყვები კი ვუთხარი თუმცა ბრაზისგან შეიძლება ავფეთქებულიყავი რომ მახსენდებოდა გიორგი იმ ტირანთან ერთად გავუშვი მარტოო...როგორც ოთახში შევედი დავურეკე...
-სად ხარ?
-ოთახში რა იყო?
-ის ქალბატონი?
-რავიცი მე...რა იყო ეჭვიანკბ პატარავ?
-არა რა ვეჭვიანობ ისე გკითხე..
-კაი თუ არ ეჭვიანობ მაშინ გეტყვი რომ ჩემთანაა ოთახში..
ეს როგორც გავიგე მობილური გავთიშე და სასწრაფოდ გიორგის ოთახში ჩავირბინე,მზად ვიყავი ნინა გამეწეწა..
-სად არის ის ქალბატონი?
-სააბაზანოშია რა იყოო?
-სად არის? შენ ნორმალური თუ ხარ?
-ახლა აღარ გეძინებათ ქალბატონო??ნიმას ხსენებაზე ჩამოხვედი და მე რომ არ მინდოდა შენი გაშვება მაშინ დამტოვე...თუმცა ახლა ვეღარ გამექცევი..ჩემი ხარ პატარავ!..
კარი ჩაკეტა და ჩემსკენ წამოვიდა..
-შენ სრულჭკუაზე თუ ხარ?
ძალიან შემეშინდა...ჩემკენ წამოვიდა საწოლზე დამაგდო და კოცნა დამიწყო..
შიშისგან თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე...
-შენ რა ტირი?მაპატიე მართლა არ მეგონა სერილზულად თუ მიიღებდი მე ვიხუმრე..
-არ შემეხო!!!!!
-გთხოვ მაპატიე..შენი ცრემლების გამო სხვა ვცემე და ახლა მე გავხდი მიზეზი შენი ცრემლების..ბოდიში.ძალიან გთხოვ მაპატიე რაა...
მუხლებზე იდგა საწოლთან და თავი ედო ჩემს ფეხებზე და ისე საწყლად მიყურებდა გული დამეწვა...
-მეორედ აღარ გაიმეორო იცოდე ასეთი საქციელი!!!
-არ მეგონა სერიოზულად თუ მიიღებდი..ასე მკცნობ??მწყინს ანო..
-ისე იქცეოდი შემეშინდა...კარგი დავივიწყოთ და გამიშვი ახლა...
-ჯერ მაკოცე და ისე წადი...
-არ იმსახურებ მაგრამ კარგი...
ვაკოცეე ლოყაზე და გამოვედი...
-უსინდისო ხარ მე ლოყა არ მინდოდა..
-რაც დაიმსახურე ის მიიღე..



№1  offline წევრი natia-natia

საყვარლები

 


№2 სტუმარი marcho

vaimee dzalian magaria❤️❤️❤️velodebi 7-tavsac

 


№3  offline წევრი anuki-ano

davdeb dges meshvide tavsac..

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

კარგია. მაგრამ საღამოს თითქოს რაღაც აკლდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent