შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასჯელი (თავი 1)


1-02-2016, 11:38
ავტორი Elbariko
ნანახია 1 983

დაკეცილი ხუთლარიანი ეხებოდა ჩემს ხელს, როდესაც ზღვის პირას მყოფ სკამზე ვიჯექი ჩემს პალტოს ჩახუტებული, იმ იმედით რომ გავთბებოდი.. საიდანმე ფული უნდა მეპოვა, სანამ ის კაცი მიპოვიდა მე..და უნდა გავქცეულიყავი აქედან ჩემს დასთან ერთად.. ოდნავ მაინც გამთბარი სხეულის სიამოვნებით 5 წამით დამეხუჭა თვალები, რომ უკნიდან ფეხის ხმები მომესმა.. უკანმოუხედავად გავიქეცი, არც ვიცოდი სად მივრბოდი.. ცოტა ხნის შემდეგ გადავწყვიტე რომ გადავრჩი და ამოსასუნთქად გავჩერდი რომ, შავებში ჩაცმულმა კაცმა უკნიდან მანდილი ცხვირზე მომადო..ყურებში მესმოდა ჩიტების ხმა, რომელიც ჩემი თავისუფლების დასრულების ნიშანი იყო..
თვალების გახილებამდე ხელით კარგად შევამოწმე ის რაღაც რაზეც ვიწექი.. რბილი და ფუმფულა ქსოვილი ეხებოდა ჩემს ხელებს..თვალები რომ გავახილე დავინახე მზე, რომელსაც ჩასვლისკენ ჰქონდა პირი.. ნელა ავდექი და სახე ხელებს შორის მოვიქციე.. გაქცევისთვის გამზადებული გეგმები ჩემს ტვინში აქეთ იქით გარბოდნენ.. კარების გახსნისას ფიქრები გამბედაობასთან ერთად გაქრნენ..
– ბატონი თქვენ გელოდებათ ,– მითხრა შავებში ჩაცმულმა კაცმა
უარყოფის ვარიანტი ტვინში რო გავიაზრე, ძალიან უაზრო ჩანდა, ცოცხლად გადარჩენისთვის ჭკვიანური არჩევანი უნდა გამეკეთებინა.. ამიტომ თმები გავისწორე და იმ კაცის წინ დავდექი..
– ვნახოთ რა უნდა შენ ბატონს – ვთქვი ყალბი გაბედულობით..
კაცის მიერ ნაჩვენებ გზაზე სიარულისას გული მისკდებოდა, კარებთან რომ დავდექი სიკვდილს ვგრძნობდი..მიღიმოდა თავისი ცივი სუნთქვით რომელიც ჩემს კისერს ეხებოდა..მძიმე ნაბიჯებით მივუახლოვდი კაცს, რომელიც მაგიდასთან იდგა, ის ჩემი მკვლელი გახდებოდა.. ყველაზე მიმზიდველი მკვლელი რაც ოდესმე მენახა. ამდენ არეულობაში მეცინებოდა რომ ამაზე ვფიქრობდი.. ამიტომ ტუჩები მოვიკვნეტე, რომ არ გამცინებოდა..
– კარგია რომ გიხარია აქ ყოფნა კარა კიმბერლი.. მითხრა სიმპატიურმა მკვლელმა, მე კი მისი სერიოზულად მიღება კი არა, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ლამის ხმამაღლა გავიცინე.. ალბათ ნერვები მქონდა მოშლილი..
– ნუ იტყვი ალექს მარტინსკი.. რამდენი ხანია მენატრებოდი მაგრამ გზა დამავიწყდა.. – ვუპასუხე მეც ირონიულად..
უცაბედი მოძრაობით მკლავზე მომქაჩა და მაგიდასა და თავისი თავის შორის მომაქცია.. მკლავები, რომლებითაც ძლიერად ვეჭირე, მტკიოდა.. მისი თვალებიდან ცეცხლი გადმოდიოდა
– თუ ასე ძალიან მოგენატრე, ვიმედოვნებ ფულიც მომიტანე კარა! მისი ცივი სუნთქვის შეხებასთან ერთად, გული მიჩქარდებოდა.. ტვინი ბრძანებებს მაძლევდა რომ გავქცეულიყავი, მე კი ალექს მარტინსკისა და მის მაგიდის შორის დავრჩენილიყავი.. ბოლოს და ბოლოს პასუხი ფართხალით გავეცი პასუხი..
„მ–მე.. ცოტა დრო“ .. – წინადადების დამთავრების უფლებაც არ მომცა
„შენ გგონია დავიჯერებ მე ამ ტყუილებს?!“ შენნაირს ვინ ვინ მისცემს სესხ ფულს?!.. ცოტა ხნის შემდეგ გამაღიზიანებელი ღიმილით დაამატა.. „სხვა გზებით თუ აპირებ მოგროვებას, საქმეს გაგიადვილებ და შენი პირველი კლიენტი მე ვიქნები, ორასი ათასი ნამდვილად არ ღირხარ მაგრამ“
მისი სიტყვების გასაგებად დრო მჭირდებოდა.. რომ ჩავუწვდი აზრს, მხოლოდ ერთი რამ გავაკეთე.. ჩემი სწრაფად ამოძრავებული ხელი, ახლა ალექს მარტინსკის ლოყაზე აღმოჩნდა!
სილის შემორტყმევისას თითქოს ჩემმა ტვინმა მოძრაობა შეწყვიტა.. ჩემს სულში არსებული უტვინო კარა კი ხარობდა.. ალექს მარტინსკის სახეს რომ შევხედე, „თავი რომ მოვიმკვდარუნო გადავრჩები?“ – გავიფიქრე.. თვალები რომ დახუჭა, მივხვდი, რომ დაწყნარებას სცდილობდა.. უკვე ვიცოდი რომ ამ ოთახიდან ცოცხალი ვერ გავიდოდი.. ყველა ლოცვას ვკითხულობდი რაც კი ვიცოდი რომ გაბრაზებული ალაპარაკდა..
„ახლა ორი არჩევანი გაქვს: ან ჯიბიდან სასწაულებისებრივ 200.000 ამოიღე..“ ღრმად ჩაისუნთქა, ჯიბიდან იარაღი ამოიღო, მაგიდაზე დადო და განაგრძო.. „ან სიცოცხლე არ გააგრძელო და ნერვები არ მომიშალო“..



№1  offline წევრი kaxelii

საინტერესოა...მალე გააგრძელე და დიდი თავები დადე

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

კარა&ალექსი?ჰმ კარგი წყვილია,მომეწონა დასაწყისი ^_^ ველოდებ გაგრძელებას...

 


№3  offline წევრი Firefly

პატარა იყო ძალიან,გაზარდე მოცულობა ...
--------------------
M.T

 


№4  offline მოდერი ლილიანა

საკმაოდ საინტერესო სათაური და დასაწყისია.გელი.
ერთი შენიშვვნა მეგობრულად.საკმაოდ ბევრი შეცდომები გაქვს,გრამატიკულად გამართე წინადადებები
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline წევრი LoNdA DM

საინტერესოა, გააგრელე მომეწონა და მალე დადე შემდეგი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent