შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მერამდენედ მეჯახები? (3 თავი)


1-02-2016, 12:54
ავტორი mimimimo
ნანახია 2 894

-აუ, მალე წავიდეთ რა
-ჯერ მოსული არ ხარ - ისევ ირონია, როგორ მინდა ახლა ეთი გემრიელად ვუთავაზო მუცელში მუშტი...
-არაა შენი საქმე - ჩავიქირქლე და წვენი დალია
მალევე წამოვედა.. თავი ამტკივდა.. არ ვარ მიჩვეული ამ კლუბებს.. ტაქსით მივედი სახლამდე და დასაძინებლად დავწექი.. მეორე დღეს დიდი არაფერი.. უბრალოდ რაღაცები გავამზადე და ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც.. ნინა ამოვიდა ..ჩემთან დავტოვე..ბოლოს ლაპარაკში ჩაგვეძინა..
დილით ადრე ავდექი .. ნინაც ავაგდე, ვისაუზმეთ და სალონში წავედით.. მოვემზადეთ.. ფრჩხილები გავიკეთეთ, თმა დავიხვიე, ნინამ გაისწორა.. ცოტა ხანს ვისეირნედ.. ბოლოს სახლში მივედით.. კაბა ჩემთან ჰქონდა დატოვებული, ამიტომ ერთად ჩავიცვით.. ამასობაში 5 საათიც გახდა.. გიო დაგხვდა და წაგვიყვანა..
-ალექსანდრე- გახარებული მივედი და ჩავეხუტე, საჩუქარი გადავეცი და ვაკოცე.. პატარა ანასტასია გამოიქცა ჩემკენ, საყვარლად მობაჯბაჯებდა
-ანამალია.. მალია.. ცემი მალია მოვიდა - ნელ-ნელა მობაჯბაჯებდა თან ბუტბუტებდა საყვარლად..
-ჩემი სიხარული.. მამიდას სიცოცხლე როგორ ხარ? - ლოყები დავუკოცნე.. ნატასაც მივესალმე..
კარგად გავერთეთ, ბევრი ვიცინეთ, ვიცეკვეთ.. შოკი ის იყო, იქ მჯდომი დამიანე რომ დავინახე.. გამაცია, გამაცხელა.. სულ მთლად ავხურდი და გული საოცრად ამიჩქრდა...
-თავის დაკვრით მივესალმე და მაგიდას მივუჯექი.. მიყურებდა.. ღმერთო, როგორ „მწვავდა“ ეს მზერა.. აღარ ვიცოდი რა მექნა.. ბოლოს გართ გავედი.. 10წუთი ვიდექი.. უკან დაბრუნება დავაპირე, გავბრუნდი და მკვრივ სხუელს შევეჯახე „ისევ“.. უმალ ამიწვა „მისი“ სუნამოს სუნმა ცხვირი და ჟრუანტელმა დამიარა.. აღარ ვიცოდი რა მექნა.. ჩემი პაწუკა ცხვირი მეტკინა რომ შევეჯახე..
-მერამდენედ მეჯახები? - ისევ ეს ირონია.. მივახრჩობ.. !!
-მეოთხედ.. და სხვათასორის უკან რომ არ მდგარიყავი „სვეტაფორივით“ არც დაგეჯახებოდი..
-რომელი „სვეტაფრი“ მე მნახე? ვანათებ ფერებად? წითელი ყვითელი მწვანე? - ირონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე..
- ჰო ანათებ.. ეს შენი გასაგ... ისა, ეს შენი დებილური თვალები ხან მწვანეა ხან მოყვითალო და ხანაც წითელი „ჭინკები“ დახტიან.. - უნდოდა ეთქვა გასაგიჟებელი თვალები მაგრამ..
-ჰომ? და რატომ დახტიან ეგ ჭინკები ხომ ვერ მეტყვი? - წელზე შემომიცურა ერთი ხელი მეორეთი კი კედელს დაეყრდნო. ვერსად გავიქცეოდი რომც მდომოდა.. რომც მდომოდა? აბა არ მინდა? ვახ.. ანამარია რა გეშველება..
-ვერ გეტყვი..
-ჰმ.. მე გეტყვი..
-საინტერესოა.. - ჩავიქირქლე და თავი დავხარე.. ნელა მოწია სახე და მეტად ამაწითლა.. ნიკაპქვეშ ორი თითი ამომდო და თავი ამაწევინა..
-გეტყვი.. კი გეტყვი.. -ჩაილაპარაკა და ცოტა ხანს გაჩუმდა შემდეგ ისევ თქვა - შენი ტუჩების გამო დახტიან..- გაიღიმა და.. იდიოტი.. სილა გავაწანი და მისი დიდი ტორებიდან დაღწევა ვცადე მაგრამ ამაოდ.. - ასეთი აგრესია რა საჭირო იყო? პირველია, არაუშავს.. ვივარჯიშებთ - რაო? თავხედი.. ხელი ავწიე რომ გამერტყა მაგრამ გამიკავა და ისევ დამაცხრა ტუჩებზე..
გონს ვერ მოვდიოდი ბოლოს რომ გავიაზრე რაც მოხდა საშინლად შემრცხვა, არ ვიცი რატომ მაგრამ.. პირველი კოცნა.. მას ხომ საგულდაგულოდ ვინახავდი 25 წელია.. ჰომ, სასაცილოა მაგრამ რას ვიზავთ.. ასეა..იდიოტი ფუფ.. როგორ მეზიზღება.. დარბაზში დავბრუნდი და გოგონებისკენ წავედი..
-ოჰ.. რაო ვიგემეთ პირველი ამბორიო? - გადაიხარხარა ნინამ და მე შემომხედა..
- რაგინდა? -წარბაწეულმა გავხედე - დიახაც ვიგემე.. -ამაყად ჩავილაპარაკე თან მეცინებოდა, თან ვწითლდებოდი..
-კაი რა ნუ გრცხვენია .. პირველია, მაგრამ არა ბოლო - გაიცინა ნატამ და მე შემომხედა, შემდეგ დამიანეს გახედა,.. გაუცინა და ისევ მე შემომხედა - რაო რა გითხრა?
-თავხედია, მეტი არაფერი.. - ჩავიქირქლე და დავჯექი.. ღამის ორ საათზე წამოვედი.. უფრო სწორად ალექსანდრეს უნდა წამოვეყვანე, მაგრამ უარი ვუთხარი „შენ მთვრალი ხარ-მეთქი“
-კაი მაშინ ჩაჯექი მანქანაში და ჩემი ძმაკაცი მიგიყვანს.. იმას ბევრი არ დაულევია- ლოყაზე მაკოცა , მეც ჩავეხუტე და ალექსანდრეს მანქანაში ადგილი დავიკავე...
გასაღები დავუბრუნე, დარბაზში შევიდა და 5 წუთში მძღოლის ადილი დაიკავა „ვიღაცამ“..
იმ „ვიღაცაში“ დამიანე ამოვიცანი და არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ არ შევიმჩნიე... ყურსასმენები გავიკეთე და ჩემს სტიქიაში მოვეწყე.. უკანა სავარძელზე გადავედი და მოვთავსდი.. თვალები დავხუჭე ჩემ სტიქიაში ვიყავი.. ვმღეროდი და არც კი მახსოვდა დამიანე რომ იყო იქ.. უკანა სავარძელზე მიყრდნობილი თვალები დავხუჭე და მელოდიას ავყევი... ბოლოს.. არ მახსოვს..
რომ გავიღვიძე აშკარად მამაკაცის მაისური მეცვა, რომელიც კაბასავით მქონდა.. სარკესთან დავდექი და დავტრიალდი.. ბავშვობა გამახსენდა ალექსანდრეს მაისურებს რომ ვიცმევდი მის ფეხსაცმელებს და სასაცილოდ დავდიოდი თან გავიძახოდი „მე ანამალია ალექჩანდლეს დაიტო ვალ, ვინჩ გამაბლაზებს ალექჩანდლე ცემს“ ჰო და ალექსანდრეთი ვაშინებდი ყველას.. ბოლოს გამოვერკვიე და გამეცინა, მაგრამ ღიმილი სახეზე შემახმა როცა გავიაზრე რომ სულ სხვა ოთახში, აშკარად სულ სხვა სახლში სრულიად უცნობთან ვიყავი.. ჰომ უცნობი? ეგეც საკითხავია ვისთან ვარ.. ყბა მომეღრიცა და სატირლად დავმანჭე სახე, კარი რომ გაიღო..
კარში დამიანე შევნიშნე და გახარებული ჩავეხუტე იმის გაანალიზების შემდეგ, რომ არ მომიტაცეს ან რაიმე მსგავსი.. ავქვითინდი თან ვეხუტებოდი..
-მარიამ.. რა გატირებ? შემომხედე.. - თავი ამაწევინა დათვალებში ჩავხედე.. ნელა დაიხარა და მაკოცა,, თითქოს ცოტა დავმშვიდდი... - რა გატირებდა სულელო?
-არ ვარ მე სულელი.. - პატარა ბავშვივით ფეხი დავაბაკუნე..
-ბავშვი ხარ - გაიცინა და გამყინა.. ეს არც ირონიული ღიმილი იყო არც.. არც.. ეს რაღაც საოცრება იყო... უკვე ჩემი საოცრება.. დიახაც ჩემი!
-ჰო, ვარ.. - თავი დავუქნიე..
-ჩემი ბავშვი ხარ.. - შუბლზე მაკოცა და მიმიხუტა.. 5წუთი ასე ვიდექით - მიდი გაემზადე და ვჭამოთ..
-ისა, აბაზანა? - ვკითხხე და ავხედდე ორი თავით მაღალ დამიანეს
-აი ესაა..-მიმითითა ოთახში მდებარე კარზე, რომელიც არც კი შემიმჩნევია.. - ტანსაცმელს რამეს კარადაში ნახავ.. მიდი გელოდები.. -მაკოცა და გავიდა.. წყალი გადავივლე და გამოვედი კარადა გამოვაღე და ტანსაცმელი ჩავიცვი, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა.. იქნებ მიყენებდა? ეს ტანსაცმელი მაშინ.. თვალები ამიწყლიანდა, მაგრამ არაფერია.. გავედი და სკამზე ჩამოვჯექი თან ვუყურებდი როგორ აკეთებდა საჭმელს ჩემ.. დამიანე
-მოხვედი? მოდი დამეხმარე შენ კარტოფილი გამითალე და მე შევწვავ რა - საყვარლად გამომხედა უარი ვერ ვუთხარი და თავი დავუქნიე.. სიცილი-კისკისში გავაკეთეთ საჭმელი, ვისაუზმეთ და წამოვდექი.. ტელეფონი შევამოწმე და დედასგან ერთი დანარეკი იყო, გადავურეკე..
-ხო დე?
-დე ნინასთან ხარ?
-დედა..
-ჰო, კაი.. ჭკვიანად ხომ იცი გენდობი.. - მითხრა და გამითიშა..აი , რატომ მიყვარს. თან მცდის, თან მენდობა.. არაფერს მიშლის.. ოღონდ იმ „არაფერსაც“ გააჩნია.. მენდობა და არასოდეს გავუცრუებ იმედს.. დამიანეს გავხედე და ცოტა მოვიღუშე..
-დამიანე და ან ძმა გყავს? - მოღუშულმა ვკითე.. ტუჩის კუთხე ჩატეხა.. მიხვდა, რა დებილი ვარ არ უნდა მეკითხა
-კი მყავს.. -გაიცინა და კალთაში ჩამიჯინა
-დამიანე.. - თვი დავხარე აწითლებული ლოყები რომ არ დაენახა..
-ჩემი ნუ გრცხვენია - მითხრა და გამიცინა.. - კი მყავს და.. შენზე 5 წლით პატარაა.. რომ ეჭვიანობ უფრო საყვარელი ხდები.. - კოცნა დააპირა რომ წამოვხტი..
-ნწ, არ შეიძლება.. - თითი ავზიდე მაღლა..- მე ხომ ბავშვი ვარ.. შენი ბავშვი - გავუცინე და სამზარეულოში შევედი.. წყალი დავლიე და უკან დავბრუნდი.. -წავედი მე სადაა ჩემი კაბა? - კაბის ძებნა დავიწყე თვალებით..
-არსად..
-დამიანე...
-რა?
-მოგახტა თხა.. სადაა კაბა?
-რომელი?
-აუ, კაი რა.. იცოდე მაინც წავალ..
-წადი - ისე ჩვეული სახით მელაპარაკებოდა..
-მივდივარ! - თითით ვანიშნე კარებისკენ..
-მიბრძანდი...
-დიახაც წავედი.. - ვთქვი და ოთახში შევედი.. - დამიანესი ეს არაა... - გამოვედი და მეორე ოთახში შევედი.. - არც ესაა..-მესამე ოთახში შევედი - ჰაჰ.. ვოტ ტაკ.. - მივაგნე.. კარადა გამოვაღე და სპორტული შარვალი გამოვიღე - ჩავიცვი და სარკესთან მივედი.. „ვცურავდი“ შარვალში ისეთი დიდი მქონდა.. ავიკეცე და ჩავიხედე ისევ.. -შედარებით ჯობია-- ჩავილაპარაკე და გავედი.. - წავედიიი - დავიყვირე და კარის გაღება ვცადე - ჯანდაბა გასაღები
-რაო ქალბატონო?
-აუ გამიშვი.. დიდი ვარ და ბავშურად ნუ მექცევი - დავუბღვირე..
-ახლა უკვე დიდი ხარ?- მომიახლოვდა და წელზე მომხვია ხელი..
-არაააა- წამოვიკივლე - ჯერ ბავშვი ვარ.. ბავშვი ვარ..ვაარ... მაგისთვის
-რისთვის?-ჩაიცინა და საყვარლად დამხედა ზემოდან..
-თავხედო.. - ვუთხარი და ბუზღუნით დავჯექი დივანზე.. მოიცა და დამიანეს ტანსაცმელი რატომ ჩავიცვი მისი დის ტანსაცმელი ხომ აქვს? უიმე დებილი ვარ..
-ჩემი ტანსაცმელი გიხდება. - მითხრა და ჩამეხუტა.. - ნინი და გიო მოვა მალე.. ან და გიო.. -არ დაასრულა
-ან და რა გიო? - წარბი მაღლა ავზიდე..
-არაფერი...
-მითხარი..
-არა
-გაგებუტები..
-მარიამ!
-ანამარია - თითი ავუწიე და ჩემი სახელი შევუსწორე..
-მარიამი მომწონს მე..
-მე ანამარია მქვია და არა მარიამი.. გეყოლება საყვარელი რომელსაც მარიამი ქვია.. ხო და მასთან წადი.. - ვუთხარი და ხელები გადავიჯვარედინე..
-სხვათაშორის მყავს.. - სრული სერიოზულობით მითხრა.
-ხო და გყავდეს.. -ვუთხარი და ავდექი, მაგრამ ვინ გაცდის? უცებ მომკიდა მკლავში ხელი და კალთაში ჩამიჯინა..

გაბუტული ვეჯექი კალთაში და ადგომის საშუალებას არ მაძლევდა..
-მარიამ
-საყვარლები სახლშიც მოგყავს? - ირონიულად გავიღიმე..
-კაი, რა გჭირს ახლა? - მასაც წამოუარა ბრაზმა..
-არაფერი..
-ჰო და ნუ მებუტები, წამო გავამზადოთ რაღაც-რაღაცები სანამ გიჟები მოვლენ.. - მითხრა და სამზარეულოში შემიყვანა..



№1 სტუმარი Black

Yvela tavi axla wavikitxe da momewona,warmatebebi da velodebi shemdeg tavs;)

 


№2  offline წევრი cancara

ჰიჰი კაი ასე გაგრძელე

 


№3  offline წევრი mimimimo

Black
Yvela tavi axla wavikitxe da momewona,warmatebebi da velodebi shemdeg tavs;)

დიდი მადლობა love
cancara
ჰიჰი კაი ასე გაგრძელე

მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent