შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Happy end? Sorry we aren't in Disney. (სრულად)


1-02-2016, 15:36
ავტორი marcy
ნანახია 3 217

ეს ისტორია ჩემზეა, ერთ-ერთ ემოზე, რომელიც როგორც ყველა ემო მარტოსულია.სახლში პრობლემები მუდმივად მაქვს მოწევაზე, პირსინგზე, თმის ვარცხნილობაზე, ქცევაზე, შინ შუაღამე მისვლაზე, ცუდ „სასტავთან„ სიარულზე, მორგთან „ბირჟაობაზე„ ,ცუდ სწავლაზე და კიდე რა ჩამოვთვალო არ ვიცი. სკოლაშიც ცუდად მიმიღეს, ვზივარ ბოლო მერხზე, ხმას არავინ მცემს მასწავლებელსაც არ ვეხატები დიდად გულზე.
კარგით, თავი რომ არ მოგაბეზროთ ჯობია პირდაპირ ჩემ ისტორიაზე გადავიდე. ეს გვერდი სიყვარულზეა და არა მარტოსულ ადამიანებზე, რომლებთაც სიცოცხლის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ.
ერთ ჩვეულებრივ მზიან დღეს საწოლიდან ავდექი და სკოლაში წასასვლელად მოვემზადე.როდესაც კლასში შევაბიჯე ვიგრძენი ის აურა ის დამოკიდებულება ჩემს მიმართ რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი . წყნარად მშვიდად შევედი მოსაბეზრებელ კლასში, მივუჯექი მერხს თავი დავდე და ფიქრი დავიწყე, თუ რა აზრი ქონდა ჩემ ცხოვრებას . ამ დროს დაირეკა ზარი და კლასში შემოვიდა გოგო რომელიც საკმაოდ ლამაზი და საყვარელი ჩანდა მაგრამ მე მისი გაცნობა არ შემეძლო, რადგან განსხვავებული ვიყავი ამიტომაც გოგონამ თვითონ მოისურვა ჩემი გაცნობა. აგარაფერი მახსოვს ისეთი დაბნეული ვიყავი, რომ თვალები და გონება დამებინდა. მხოლოდ რაც გავიხსენე ეს სახელი იყო ჰელენი. მეორე დღეს ჩემ გვერდზე დაჯდა და კარგად გამიცნო. ამ დროს ისეთი გრძნობა დამეუფლა რომელიც არასდროს მქონია ეს სიყვარული მეგონა მაგრამ გულში გავიფიქრე. -მე ხომ არ ვიცი რა არის სიყვარული. მე ეს არც გამომიცდია და ჩემ თავს შევეწინაამღდეგე ეს სიყვარული არაა ეს სიძულვილია რომელსაც ყოველი მათგანი გრძნობს ჩემ მიმართ!!
მომდევნო დღეს ჩვეულებრივად სკოლაში შევედი და ჩემ კუთნილ მერხზე დავჯექი მეორე გაკვეთილზე ჰელენი გვერდზე მომიჯდა და ლაპარაკი დამიწყო გავიხსენე ჩემი ფიქრები და რეალობას თვალებში ჩავხედე. ავდექი, წყნარად და მშვიდად გაკვეთილიდან გავედი ისე რომ ერთი სიტყვა ან მიზეზიც არ მითქვამს ავდექი და კარები გავიხურე, ოთახიდან გასვლის დროს ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს და ცხოვრებას ზურგი ვაქციე.
ბნელი, ავდრიანი ღამე იყო. დასავლეთის მძაფრი ქარი დაბლა ჩამოწოლილ ღრუბლებს წინ ერეკებოდა და ტელეფონის მავთულებს წყვეტდა.გამდნარი წყალი ნაკადებად მოედინებოდა გზის პირას დახვავებული ჭუჭყიანი ნამქერიდან.უეცრად მჭახე ხმა მოისმა ეს ჩემი ტელეფონის ხმა იყო მირეკავს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი რომელიც თითქოსდა მეპატიჟება ჩვენ ადგილას სადაც ჩვენ ვიკრიბებით. მე დავთანხმდი. როდესაც ჩემ მეგობრებს მივუახლოვდი შევამჩნიე მათ გვერდზე მდგარი ჰელენი შევნიშნე გულის ცემა ამიჩქარდა ხელები მიკანკალებდა მეგონა აქ დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრება. როდესაც მივუახლოვდი ჰელენი ფეხის წვერებზე აიწია ჩემსკენ გადმოიხარა ფრთხილად გამიღიმა და ჩამეხუტა. ეს ისეთი გრძნობა იყო რომ არ ვიცი როგორ აგიღწეროთ მოკლედ რომ გითხრათ ეს ენით აუღწერელი გრძნობა იყო, ყველაფერი დამავიწყდა ოცნება,სიკვდილი,ჩხუბი, ფიქრები და ყველაფერი თითქოსდა მან ჩემი გატეხილი გული აღადგინა. შემდეგ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა და ხელი გამიშვა. ცეცხლი დავანთეთ და გარშემო ყველამ ჩვენ-ჩვენი ადგილი დავიკავეთ. ვყვებოდით ისტორიებს, საშიშ ამბებს და სხვა მრავალ საინტერესო ამბებს.დადგა ჰელენის ჯერი მოეყოლა რაიმე ისტორია საშიში ან ცხოვრებისეული, მან ცხოვრებისეული აირჩია და დაიწყო.
მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ როგორც ყველა მაგრამ მაქვს განსხვავებული ცხოვრება. როდესაც ახალ სკოლაში გადავედი არ მომეწონა მაგრამ დავინახე ადამიანი მის დანახვაზე ჩემი ჩახშობილი გული თითქოსდა ისევ გაცოცხლდა ალბათ გაინტერესებთ ვიზე ვამბობ ეს ჯერემია მე ის თავდავიწყებით შემიყვარდა და მინდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად გავატარო. გაეღიმა და სხვა ამბის მოსაყოლად ჯოხი გვერდზე მჯდარ ჯეისონს მისცა.
ყველა ჩვენგანმა მოვყევით პატარა ისტორია უკვე თენდებოდა ცის კამარაზე მზეც გამოჩნდა სახლებში წასასცლელად მოვემზადეთ ჰელენი მე გამომყვა. ვსეირნობდით და უკვე სახლში დაბრუნების დრო რომ მოვიდა შემომიტრიალდა და მითხრა:
-ეს ყველაზე კარგი დღე იყო ჩემ ცხოვრებაში მე ძალიან მიყვარხარ და მთელი ცხოვრება შენთან ვიქნები.
-მეც ძალიან მიყვარხარ, და არასდროს მიგატოვებ. ნახვამდის, წადი თორე გეჩხუბებიან.
-კარგი ნახვამდის.
თქვა ეს და შეტრიალდა.მე გადასასვლელთან ვიდექი როდესაც მკაფიოდ დავინახე წითელი ფერი გადასასვლელზე გადავედი გვერდზე გავიხედე და დავინახე ჩემსკენ მომავალი მანქანა თითქოს ადგილზევე გავიყინე და ვიგრძენი ძლიერი ტკივილი წავიქეცი, თვალები დამიბნელდა და ძალიან გრძელ სიზმრებში შევტოპე.
კომაში 2 წელი ვიყავი. ჰელენი ჩემს გამო იტანჯებოდა ვერც ვერაფერში ვეხმარებოდი. მან დამივიწყა 2წლის განმავლობაში ვეგონე რომ მოვკვდი და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.
დრო დადგა და გამოვედი კომიდან ეს ისეთი გრძნობა იყო თითქოს ახლიდან დავიბადე თვალები გავახილიე მეგონა ჰელენი დამხვდებოდა მაგრამ ამაოდ ჩემ გვერდზე არავინ იდგა აი იმ დღეს მივხვდი რომ არავის ვჭირდებოდი. ვიქირავე სახლი და იქ გადავედი საცხოვრებლად .
გავიდა 8წელი. მეგონა ჰელენს ჩემი სახელიც აღარ ახსოვდა. მოგვიანებით კი გავიგე რომ მან ჩემს გამო ვენები გადაიჭრა. მეორე დღესვე ამერიკაში გავემგზავრე, გავიგე სად იყო ჰელენი დასაფლავებული და იქ წავედი. მივუახლოვდი საფლავის ქვას სადაც ეწერა: "ჰელენ სმიტი, 1995-2010„ ამ წარწერის შემხედვარემ თვალზე ცრემლი მომადგა ვგრძნობდი როგორ მისველებდა სახეს, თითქოს ვდბებოდი. მუხლებზე დავიჩოქ და ვთქვი:
-მე მიყვარხარ, ხოლო სიყვარული ტანჯვის გარეშე არ არსებობს.



№1  offline წევრი mimimimo

სიყვარული ხომ სიგიჟეა winked
კარგი იყო winked
თავიდან სათაურმა ცოტა შემაშინა, გულჩვილი ვარ და ადვილად ვტირდები მსგავს ისტორიებზე, მაგრამ რაღაც ემოციები აკლდა, მხოლოდ პაწუკა ცრემლი კიაფობდა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო, თვალებს არ ვხუჭავდი არ ავტირდე-მეთქი wink
კარგი იყო.. ჰმ.. ემოს რაც შეეხება მომწონს გარეგნულად ოღონდ ზოგიერთი და არა ყველა winked რაც მეზიზღება ეს კატის გატყავებაა wink კატებზე ვაბოდებ feel
ჰო და.. ჰელენა საკმაოდ თამამი აღმოჩნდა, რომ გამოტყდა.. მთლიანობაში ნორმალური იყო feel შემდეგი უკეთესი იქნება ალბათ winked

 


№2  offline წევრი marcy

მადლობა, კარგია თუ მოგეწონა^^

 


№3  offline წევრი გიჟი გოგონა :)

კარგი იყო, მომეწონა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent