შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბრაზიანი ბიჭი (9)


1-02-2016, 16:04
ავტორი Masho_97
ნანახია 3 456

თითქმის თვე იყო ალექსის გარდაცვალებიდან გასული, ორმოცი ახლოვდებოდა.ნიკა სოფლიდან ისე ჩამოვიდა, მე არაფერი ვიცოდი.საღამოს დამირეკა ქვემოთ ვდგავარ და ჩამოდიო.
- რატომ არ მითხარი რომ დღეს ჩამოდიოდი? - სადარბაზოსთანვე შევეგებე ამ კითხვით.
- გუშინ ჩამოვედი,მაგრამ ბინაზე მქონდა საქმეები, გავყიდე და ვეღარ მოვიცალე რომ დამერეკა.
- კარგი - ვთქვი ნაწყენმა, არც კი გადამიკოცნია, შორს დავდექი. არც თვითონ წამოსულა ჩემსკენ
- ხოდა,როგორც გითხარი, ბინა გავყიდე, გუშინ ლაშასთან ვიყავი, დღეს ბინა ვნახე,ხვალ გადავალ, სასწრაფოდ ყიდიან,ფული ეჩქარებათ, ნორმალური ბინაა,ორ ოთახიანი, რემონტს მერე გავაკეთებ..
- გილოცავ..
- რა გჭირს?
- ნიკა, კიდევ მე მჭირს რამე? შენი აზრით ალექსი მარტო შენ დაგაკლდა? ახლა აქ რომ იყოს ვიცი ერთს მაგრად გცემდა ასე რომ მექცევი.. ყველას დაგვაკლა, ყველას და ვიცი რომ შენ განსაკუთრებულად,მაგრამ..მაგრამ ასე ნუ მექცევი - თავი ვერ შევიკავე და ამ ურთიერთობით დაღლილს ცრემლები წამომივიდა. ასე იდგა ცოტახანს,მიყურებდა, არაფერს ამბობდა, ეს კიდევ უფრო მშლიდა ნერვებზე.. - ნიკა თქვი რამე! თქვი თუ ამ ყველაფრის დამთავრება გინდა,გესმის?!
-მესმის...
- ნიკა..
- მართალი ხარ,ამ ურთიერთობის დამთავრება მინდა!
გაშტერებული ვუყურებდი,ცოტაც და ვიყვირებდი, ვიყვირებდი რომ ვეღარ ვიტან, მეზიზღება.. რომ მენატრება ის ბიჭი,რომელიც შემიყვარდა.. და არა ასეთი ნიკა..
- ხოდა დაამთავრე! - ვთქვი და ცრემლები შევიმშრალე.
წინ წამოვიდა, ცალი მუხლი მოკეცა, ჯიბეში ხელი ჩაიყო და პატარა წითელი ყუთი ამოაძვრინა. გაშტერებული ვუყურებდი.
- მე მინდა ამ ურთიერთობის დამთავრება და მინდა რომ ახალ ეტაპზე გადავიდეთ, შენ ჩემი გოგო ხარ და სიცოცხლის ბოლომდე ჩემი იქნები.. სულელი ხა თუ იფიქრე რომ აღარ მიყვარხარ, ვიცი რთულად გადავიტანე ალექსის სიკვდილი, ისევ შენ უნდა გიხდიდე მადლობას, შენ რომ არა სიცოცხლის აზრსაც ვეღარ დავინახავდი.. კაროჩე ძაან ბევრს ვბოდიალობ.. ჩვენ პატარები აღარ ვართ, მალე 21 წლის გავხდები, ჯერ ძვირფასი არაფერი გამაჩნია რომ შემოგთავაზო,მაგრამ გპირდები ყველაფერს მივაღწევ.. ნია..ცოლად გამომყვები?

გაშტერებული ვუყურებდი, ამას ნამდვილად არ მოველოდებოდი, სიხარულით მეცხრე ცას გავცდი, ვუყურებდი ჩემს ბიჭს, თვალები ძველებურად აუციმციმდა, მიღიმოდა, და ხო, ის ღიმილი...
- კი.. კიი ..
თითზე ბეჭედი მომარგო და წამოდგა თუ არა გიჟივით შევაფრინდი კისერზე. არ მინდოდა წასულიყო, მთლი ეს დრო როგორ მენატრებოდა.. ძლივს მოვცილდი.
- ხოდა ჯერ ბინას მივხედავ სწრაფად, გავარემონტებ, მამაც დამიმატა ფული და კაროჩე ქორწილის ფული ცალკე მიდევს. საღაც 1 თვეში შეგვიძლია ქორწილიც გვქონდეს..
- არ მჯერა - ვუთხარი და ჩავეხუტე - სულ სულ ერთად..მაგრამ ალექსის გარდაცვალებიდან რომ სულ ცოტა დროა გასული?
- მსგავს სისულელეებს აზრი არ აქვს,ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, შენი აზრით ალექსი როგორ მოიქცეოდა?
ფეხებში ძალა წამერთვა,ნიკას მოვეჭიდე
- ნია, კარგად ხარ?
- კი .. - ვთქვი და თავბრუ დამეხვა, ნიკამ ხელში ამიტაცა და სწრაფად აირბინა კიბე,სახლში შევარდა და დივანზე დამაწვინა
- მარტო ხარ?
-კი,მალე მოვლენ ალბათ..
- სასწრაფოში დავრეკავ..
- არ გინდა, უკვე კარგად ვარ..
- ისევ ტვინის შერყევის ბრალია?ხშირად გემართება ასე?ფერი არ გადევს..ნია..დავრეკავ სასწრაფოში..
- არა,ხშირად აარა, ექიმმა თქვა კარგად ხარო..
- ფერი არ გადევს..
- გამიარა ნიკა..
სანამ ჩემები სახლში არ დაბრუნდნენ ნიკა გვერდიდან არ მომცილებია. გამაფრთხილა,შენებთან ჯერ არაფერი თქვა, ამ დღეებში მე ამოვალ და მამაშენს დაველაპარაკებიო. რამდენიმე დღეში მართლაც ამოვიდა და მამას ელაპარაკა, მამას,რა თქმა უნდა, გაეხარდა, სულ ნიკას ქებაში იყო, დედამაც ნორმალურად მიიღო ეს ამბავი, უბრალოდ რა გეჩქარებათ, ჯერ ძალიან პატარები ხართო.. ნიკა ბინის საქმეებზე დარბოდა, მეც მასთან ერთად. მე საღებავების არჩევა დამევალა..ალექსის ორმოცი მოახლოვდა,ამ დღეს მის ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდით. ბიჭები რემონტში გვეხმარებოდნენ, მე და ნიკას სამზარეულოზე ჩხუბი მოგვივიდა, მე ბარის გაკეთება მინდოდა, ნიკამ როცა ბარზე ჭამას მოისურვებ წაგიყვან სადმე კლუბში და სახლი სახლს გავდესო, მთელი დღე ვჩხუბობდით, დღის ბოლოს კი ბევრი ვიცინეთ, ამჯერად საჭიროდ ჩავთვალე ისე მოვქცეულიყავით,როგორც ნიკას მიაჩნდა სწორად. მამაც ძალიან გვეხმარებოდა, ყველანაირად გვერდში გვედგა, მე და ნიკამ საერთო ანგარიში გავხსენით, მამას მოცემული ფულიც ამ ანგარიშზე დავრიცხეთ, ნიკას მამა სოფლიდან რამდენიმე დღით ჩამოვიდა, მართლა ძალიან თბილი კაცია,უბრალოდ ისეთი თვალები აქვს,სევდით სავდე.. საქმეები მაქვსო მოიმიზეზა და მალევე დაბრუნდა უკან. მე ბარგს ვალაგებდი, ტანსაცმელს ვყიდულობდი და ნელ-ნელა ვემზადებოდი ახალი ცხოვრების დასაწყებად. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო იყო, ისევ ვუჩიოდი თავბრუს ხვევებს,მაგრამ ვცდილობდი არც ნიკას და არც დედას ამის შესახებ არ გაეგოთ.მთელი თვე გავიდა ამ რემონტში და იმდენად ვიყავით გართული ვერც კი შევამჩნიეთ რა სწრაფად გავიდა დრო.
საღამო იყო, ხელოსნები ყველაფერს მორჩნენ, მხოლოდ ავეჯიღა გვქონდა მოსაგვარებელი, ძალიან საყვარელი ბინა გამოვიდა, ასეთს არ ველოდით. ჩვენი ოთახი გავაკეთეთ, ნიკამ კი მეორე ოთახი ისე დატოვა, ვთხოვე სტუმრების ოთახი გავაკეთოთ-მეთქი,მაგრამ არ დამთანხმდა,მანდ ბავშვის ოთახი გაკეთდებაო. ლაშ ამოვიდა
- აბა,მორჩა ყველაფერი?
- კი,მორჩა ბიჭო, ამ დღეებში ავეჯზე გავალთ, ნუ ამას უკვე შერჩეული აქვს, წამოღბაღა გვინდა და ეგაა რა.. - თქვა და ხელი გადამხვია. იატაკზე ვისხედით.
- ნეტა თქვენ.. - თქვა და ამოიოხრა - ბიჭო, რაღაც უნდა გითხრათ..
- ხო მშვიდობაა?
- ქორწილს როდისთვის გეგმავთ.
- ეს კვირა ამ ავეჯს მივხედავთ და იქეთ კვირიდან მზადებას დავიწყებთ.. სადღაც 1 თვეში ალბათ..
- ბიჭო.. ცოტა მაყუთი მაქ და.. მოდი ერთად გვქონდეს ქორწილი
თვალები გამიბრწყინდა, მე და ლიზი... საპატარძლო კაბებში... ერთად..
- იმდენი არ მაქ რო სახლი ვიყიდო და ცალკე გადავიდეთ,ხო ხვდები,მარა რაუჭირს ტო,ჩემთან ხუთოთახიანია ბიჭო, დედაჩემი და მამაჩემი ერთ ოთახში არიან, თან მთელი დღე მუშაობენ, არ მგონია რო ლიზის ჩემებთან ერთად ცხოვრება გაუჭირდეს..
- ბაზარი არაა, რატო უნდა გაუჭირდეს...
- აუ ნია,ხოიცი ძმახარ,მიდი წყალი მომირბენინე რა
- აუ რა მაგარი იქნება...ახლავე - ვთქვი და წამოვხტი. უცებ თავი ცუდად ვიგრძენი,კედელს მივეყუდე.ნიკა და ლაშა ერთდროულად წამოფრინდნენ
- ნია.. - ნიაკს შეშინებული ხმა გავიგე, ამის მერე აღარაფერი მახსოვს...

***
- რა ხდება? - ვიკითხე და პალატა შევათვალიერე. წინ ნიკა და დედა იდგნენ.
- არ ვიცი, გონება დაკარგე დე.. ნიკამ დამირეკა შეშინებულმა, ანალიზები გაგიკეთეს, პასუხს ველოდებით.
- მე..მე ისევ თავბრუ დამეხვა,ძალიან ცუდად გავხდი..
- არაფერია,რომ არ მიჯერებდი ტინის შერყევა მაიმუნობა არ გეგონოს-მეთქი, ხომ გეუბნებოდი..
- კარგი რა დედა..
- გავალ მე სამსახურში დავრეკავ... გიჟივით გამოვვარდი,არც მითქვამს სად მივდიოდი
- კარგი დე.. - დედა პალატიდან გავიდა,ნიკა საწოლზე ჩამოჯდა,ჩემი ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა
-შემაშინე..
- რა მაგარი იქნება ახლა რომ მითხრან კიბო გაქვს და 6 თვე იცოცხლებო..
- რას ამბობ ტყუილად გავაკეთე რემონტი? - თქვა და სასაცილოდ გამომხედა
- დამპალო! რემონტი გადარდებს ხო მარტო?
- აბა შენ ჩემს მტერს დაენანე..
- დიდხანს უნდა ვიწვე?
- არა, 1 საათიც მოიცადე, გვეტყვიან პასუხს და წავალთ.
ნიკას ტელეფონმა დარეკა. უხასიათოდ პასუხობდა
-რა ხდება?
- მუშა იყო, ბინაშო აქვთ რაღაც ხელსაწყოები დატოვილი და სასწრაფოდ გვჭირდებაო.
- გასაღები ხომ აქვთ?
- არა,დებილებმა დატოვეს გუშინ.
- წადი მიდი და გაგაგებინებ პასუხს.
- აქ ხო არ დაგტოვებ მარტოს.
- ნუ გეშინია, ექიმები არ შემჭამენ.. მიდი და დაგირეკავ
- კარგი, უჩემოდ არ წახვიდე, გავალ და გამოვალ, კარგი?
- კარგი
შუბლზე მაკოცა და პალატიდანნ სირბილით გავიდა.მალე დედა დაბრუნდა
- ექიმმა მალე მოვალო..
- კიდევ არ მოგწონს ნიკა? - დიდი ხანია მინდოდა ამის კითხვა, თუმცა კი ეტყობოდა გული შემოუბრუნდა.
- კარგი ბიჭია, რომ ვხედავ როგორ გიფრთხილდება,როგორ დაგტრიალებს თავს.. რამდენს მიაღწია შენი გულისთვის... და ერთად კიდევ ბევრს მიაღწევთ.დედა,მე უნდა გავიქცე,თორემ იცოდე თქვენი შესანახი გავხდეები.. სამსახურში უნდა მივიდე,ნიკა სად წავიდა?
- გამოვა მალე, წადი შენ.. და გთხოვ მამას არ უთხრა,კარგი? ტყუილად უნდა ინერვიულოს.
- კარგი დე. თავს გაუფრთხილდი.
ცოტახანს ვიწექი ასე ამრტო, ლიზის ველაპარაკე, ლაშა უნდა ვნახო საღამოს ძალიან შემაშინა, სერიოზული საქმე მაქვსო,ცუდი ხმა ჰქონდაო, სიცილი ძლივს შევიკავე და სერიოზულადვე ვუპასუხე რამე ლამაზი ჩაიცვი,იქნებ დაშორება უნდა-მეთქი, ლამის ტირილი დაიწყო, რა დაშორებაო..
ექიმი შემოვიდა.
- გადავრჩები? -ვუთხარი და წამოვიწიე. შუა ხნის კაცი იყო, კეთილი ღიმილით და ლამაზი, შავი თვალებით.
- ოოო... ის ყმაწვილი სადაა წეღან რომ თან გახლდათ? სავარაუდოდ შეყვარებული ხომ?
- ნიკა.. დანიშნულები ვართ.. ცოტახნის წინ გავიდა, ხომ მშვიდობაა?
- კარგი ამბავი მაქვს - თქვა და მომიახლოვდა - მალე დედა გახდებით...
- რაა? - გაოცებისაგან ხმამაღლა შევძახე - კი მაგრამ როგორ..
- მგონი თქვენც კარგად იცით როგორ ხდება დაორსულება.. - თქვა და გამიცინა.
- კი , მაგრამ ჩვენ.. არ.. რამდენი ხნის ორსული ვარ? -ვიკითხე და ჩემი შეკითხვა მეუცხოვა.. ორსული მე..
- ორ თვეზე მეტის..
- არ არსებობს..
- არსებობს, გილოცავთ.. მე დაგტოვებთ.
ექიმი გავიდა თუ არა საწოლიდან სწრაფად წამოვხტი. ჩავიცვი და ნიკას დავურეკე.
- სად ხარ?
- საავადმყოფოსთან ახლოს, 15 წუთში მანდ ვარ, რა ხმა გაქვს,ხომ მშვიდობაა?
-კი, მშვიდობაა.. გელოდები.
გახარებული და გაოცებული ვიყავი... ალექსის დაკრძალვის დღე თენდებოდა მაშინ.. მაშინ.. ღმერთო ჩემო.. ნიკა გაგიჟდება... ოთახში ნერვიულად დავდიოდი.. და როგორ უნდა ვუთხრა ნიკას? ახლავე ვუთხრა? არა... ახლა არა.. მინდა რომ დაამახსოვრდეს..ახლა არ ვეტყვი.. გადავწყვიტე ჯერ-ჯერობით ნიკასთვის და საერთოდ ყველასთვის ეს ამბავი დამემალა. პალატაში გიჟივით შემოვარდა.
- რაო ექიმმა?
- ტვინის შერყევის ბრალია, გადაიღალე და დაისვენეო - ვუპასუხე მშვიდად.
-გული გამისკდა - თქვა და ჩმეხუტა. - წავიდეთ,თენგოს მანქანით ვარ.
მანქანაში ჩავსხედით.
- შენთვის ორი კარგი ამბავი მაქვს, რომლით დავიწყო? - თქვა და ჩვეული ღიმილით გადმომხედა.
-ჰმმ..კარგით..
- ესეიგი.. ხვალ ჩემი მანქანა ჩამოდის, ეგ ერთი... და კიდევ... გახსოვს რომ გეუბნებოდი, ის კკომპნია,გერმანელების,სადაც მე ვმუშაობდი, საქართველოშიც ჩამოდის-მეთქი
-კი,მახსოვს..
- ხოდა ამ თვის ბოლოს ჩამოვლენ.. დამირეკეს.. ჩათვალე საქმიანი ბიჭი გეყოლება.. - აღფრთოვანებული ლაპარაკობდა.
- ჩემი ბიჭი უსაქმური არასდროს ყოფილა..გილოცავ.. ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
- მისმინე, შენ სახლში მიგიყვან, გვიანია,ხვალ დილით იმ მაღაზიაში გავალ დივანი რომ მოგეწონა და გამოვიტან.
-მეც წამოვალ რა..
- შენ ხვალ დაისვენებ.. ზეგიდან შეგიძლია გამომყვე და სამზარეულოსთვის აარჩიო რაც გინდა.
- კარგი - შევთანხმდით რომ ნიკა ზეგ უნდა მენახა. გადავწყვიტე მომდევნო დღისით ლიზი მენახა,დავურეკე და ჩემთან დავიბარე.
- გოგო.. - თქვა კარის გაღებისთანავე
- დათანხმდი? - ვუთხარი და გავუღიმე.
-იცოდი? - თვალები შუბლზე აუვიდა
-გუშინ გვითხრა მე და ნიკას..
-ლაშამ მითხრა ცუდად გახდაო..გუშინ გირეკავდი,მაგრამ არ მიპასუხე.. - მითხრა ნაწყენმა და სამზარეულოში შემომყვა.
- ყავას ხო დალევ?
-კი..
- აბა მომიყეი რა მოხდა..
- რა და საღამოს ვნახე ლაშა.. იცი რას მეღადავა? ვსიო,ვშორდებით, ცოლი მომყავსო.. იმდენი მატირა.. რომ გამოვბრუნდი და ტირილით მოვრბოდი,სიცილით გამომეკიდა და ჩმეხუტა, ვაფშე დავიბენი,მეთქი სულ გაგიჟდა ეს ბიჭი..ბეჭედი ამოიღო,იდიოტურად გამიღიმა და მეუბნება, წეღან შეყვარებულს დავშორდი,ცოლად ხო გამომყვებიო.. ჯერ რამდენიმე წუთი გავშტერდი, სიცილით ძირს გორავდა.. მერე აზრზე რომ მოვედი იქვე ჯოხი ეგდო ძირს,დავწვდი ამ ჯოხს და გაიქცა,გავეკიდე,ეგრე დავრბოდით ცოტახანს... ყველა ჩვენ გვიყურებდა...
- და?
- და შენთან ერთად მექნება მეც ქორწილი.. - ბოლო სიტყვები ბედნიერმა თქვა.
- გილოცავ ლიზ.. - ვთქვი და ყავა დავასხი. - მისმინე - წინ დავუჯექი - მეც მაქვს შენთვის ერთი ამბავი,ჯერ ჩემს და იმ ექიმის გარდა არავინ არაფერი იცის...
- ვაიმე ნია - ფერი შეეცვალა ლიზის - ხო მშვიდობაა?
- ორსულად ვარ! - პირდაპირ მივაძახე სათქმელი.
- რაა? - ბოლო ხმაზე დაიყვირა
- ჩშშშ!!! ბექა ოთახში რა გაყვირებს!
წამოვდექი და სამზარეულოს კარი მივხურე.
- ნია.. კი მაგრამ..როგორ?
- ასე..
- მე რატომ არ მითხარი?
- ჯერ მეც გუშინ საღამოს გავიგე..
- ეგ არა!! შენ და ნიკა რომ..
- ნიკა რომ ჩამოვიდა,იმ ღამით მოხდა... მეორე დღეს ალექსის დაკრძალვა იყო, ვის ეცალა ამისთვის?
- ბიჭოო ბიჭო... - შეიცხადა ლიზიმ და წარბები აათამაშა- ნიკამ იცის?
- ამ წამს გითხარი, მე და შენ ვიცით მარტო..
- ბავშვი რომ დაიბადება მერე ეტყვი? - თქვა და გადაიხარხარა.
- მკლავს მე შენი იუმორი.. - ვთქვი და ყავა მოვსვი - წარმოდგენაც არ მინდა ნიკას როგორ გაუხარდება..
- აბა გოგო.. აუ რა მაგარიაა - მითხრა და გვერდით მომიჩოჩდა, მუცელზე ხელი დამადო - პატარა ბერიძე ზის ამ მუცელში..
***
მომდევნო დილით ნიკამ გამომიარა.
- დამდადააამ... - თქვა და ხელები მაქანისკენ გაშალა.
- რა საყვარელიაა ნიკა.. მშვიდობაში! - ვთქვი და მოვეხვიე.
- მადლობა.. აბა .. გთხოვთ დაბრძანდეთ.. - კარი გამიღო.
- სად მივდივართ?
- მაღაზიებში გავიაროთ, სამზარეულოსთვის რაც გინდა ვიყიდოთ...
დიდხანს ვიარეთ, ყველაფერი ვიყიდე, ნიკა გავაწამე, ხან რას ვიწუნებდი,ხან რას.. 5 საათი იქნებოდა ეს ყველაფერი სახლში რომ მივიტანეთ.
- ეს პიცა შენ იყიდე? - ვთქვი და მაგიდაზე პიცის ყუთი დავდე
- კი, ვიცი რომ უყვარს ჩემს გოგოს - გამომძახა ოთახიდან, თენგო და გუგა კარადის დადგმაში ეხმარებოდნენ.
- აშკარად შენს შვილს არ უყვარს.. - ჩავილაპარაკე და საპირფარეშოში გიჟივით გავვარდი.
- კარგად ხარ? - შემოვარდა ნიკა და უნიტაზთან ჩახუტებული რომ დამინახა სახეზე ფერი დაეკარგა.
- სახეზე ფერი არ გადევს - ვუთხარი და გამეცინა.
- რა დამთხვევაა, არც შენ.
- სახლში ვჭამე დილით პიცა და ალბათ მაწყინა, ახლაც პიცა რომ დავინახე..ფუფ..
- კარგი ჩავალ შენ სხვა რამეს ამოგიტან.. რა გინდა?
- არაჟანი.. არა არა, მაწონი.. და..მმ.. კიტრის მწნილიც..
- კიტრის მწნილი? - გაკვირვებულმა შემომხედა.
-ხო, რაიყო.. - უფრო გაკვირვებულმა გავხედე.
-კარგი არაფერი, ჩავირბენ..
ნიკა მაღაზიაში ჩავიდა, მე მაგიდა გავაწყვე, თენგო და გუგა სწრაფად მოკალათდნენ მაგიდასთან.
- აუ ტო,რა მაგრად მიხარია თქვენი ამბავი.. აი ძაან მაგარი ქორწილი უნდა იყოს..აი ჯერ რომ არავის არ ქონია.. - დაიწყო გუგამ, გულში გავიფიქრე,ჰო, შენი დაც თუ მოვა, არნახული ქორწილი გვექნება, თმებით თრევა მომიწევს მეთქი. არაფერი მითქვამს, გავიღიმე.
- დიდ ქორწილს გეგმავთ? - იკითხა თენგომ.
- არა,ცოტა ნათესავი და ახლო მეგობრები.. არ მიყვარს ღრეობები.. - ვთქვი და კარისკენ გავიხედე, ნიკა შემოვიდა.
- ააჰა ეს შენ . . -მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
- მე არა.. - ცინიკურად ჩავილაპარაკე
-რა?
- არაფერი..
გვიანი იყო სახლში რომ მიმიყვანა.
- ნიკა.. ხვალ 3 საათზე გამომიარე,კარგი?
-რა ხდება?
- ანალიზებზე ვარ საავადმყოფოში მისასვლელი და მარტოს არ მინდა მისვლა..
- კიდე ანალიზები ტო?რა ხდება?
- არა,სერიოზული არაფერი, უბრალოდ მარტოს მეშინია..
- ნია, თუ რამეს მიმალავ იცოდე არ ვიცი რას გიზავ..
- მოხვალ ხვალ სამზე?
-კი,აბა რას ვიზავ..

***
მომდევნო დღისით სამ საათზე ნიკა ჩემს კორპუსთან იდგა. ბედნიერი სახით ჩავჯექი მანქანაში.
- პირველად ვნახე ანალიზებზე წასული ადამიანი ასეთი ბედნიერი იყოს..
გზაში ქორწილის გეგმებს ვაწყობდით, სიას ვადგენდით.მალე საავადმყოფოშიც მივედით.
- გამარჯობათ, ნია გამყრელიძე ვარ.. დღეს 4 საათზე დამიბარეთ.
- მობრძანდით.. - მიპასუხა თეთრ ხალათში გამოწყობილმა ქალმა.
- შემოდი - ვუთხარი ნიკას და ხელი ჩავკიდე, უხერხულად შემოვიდა, ვერ იგებდა რა ხდებოდა და გაოცებული მიაჩერდა ექიმს.
- აბა დაწექით.. - მითხრა ექიმმა და ღიმილით აგვათვალიერა.
- ნია. რა ხდება? - ხმადაბლა იკითხა ნიკამ.
- თქვენ აი აქეთ დადექით,ხელი რომ არ შემიშალოთ, თან თქვენს მეუღლესთან რომ ახლოს იყოს.. ხომ მეუღლეა? - მკითხა ექიმმა და ღიმილით გადმომხედა.
- კი,მეუღლეა. -ვუპასუხე და გავიღიმე. მუცელზე მაზი წამისვა, ნიკას გავხედე, მონიტორს მიჩერებოდა, თითქოს ხვდებოდა ყველაფერს,ისევ დაბნეული თვალებით იყურებოდა. ხელი ჩავკიდე.
- ასეთი ახალგაზრდები.. რა კარგია ბავშვებო, ახლა უნდა გიხაროდეთ ცხოვრება.. აბა მამიკო და დედიკო, ეკრანს შეხედეთ.. - თქვა გინეკოლოგმა და თვითონაც ეკრანს მიაჩერდა.. - აი პატარაც.. აი თავი..ხელები..ფეხები.. სამწუხაროდ ჯერ სქესს ვერ გეტყვით, პატარაა ჯერ, სამთვემდეა, ერთ-ორ თვეში ზუსტი სქესი გვეცოდინება..
ნიკას გავხედე, გაოგნებული იყურებოდა. მუცელზე სითხე მოვიშორე და წამოვდექი.
- ნიკა, არ ვიცოდი როგორ მეთქვა ეს ამბავი და გადავწყვიტე საკუთარი თვალით გენახა.
ჩამიხუტა, მაგრად მიმიკრა გულზე, მერე წამებში გაახსენდა ჩემი მდგომარეობა და ხელები გამიშვა
- ხომ არ გატკინე რამე? - შეშინებულმა შემომხედა. ექიმს და მე ერთდროულად გაგვეცინა.
- ჯერ არ სცოდნია მამიკოს.. - თქვა და აპარატურას მიუბრუნდა. - აი თქვენი პატარას პირველი სურათიც..
სურთი ნიკას მიაწოდა. ნიკას თვალზე ცრემლს მეორედ ვხედავდი...
- ვერც წარმოიდგენ ახლა ჩემს გულში რა ხდება - თქვა და მანქანა დაძრა - იმიტომ იყავი ხო ცუდად.. ჯერ თავბრუს ხვევა.. მერე გულის რევა.. კიტრის მწნილიო.. როგორ ვერ მივხვდი!! - გახარებული ლაპარაკობდა
- გიხარია?
- რას ამბობ ტო.. სიხარულიც არ ქვია ამას.. ისე ვარ.. მამა უნდა გავხდე.. მამა!! - თქვა და ხელი ტუჩებზე მიიდო - მამა...
- პატარა შენნაირი - ვთქვი და სცილი ამიტყდა.
- მე მინდა რომ შენნაირი იყოს - წარბებშეკრულმა გადმომხედა.
- ჰმ.. მაშინ შენნაირი ცხვირი... და ჩემი ლოყები..
- კარგი, როგორმე შევთანხმდებით.. - საჭე ცალი ხელით ეჭირა, ცალი ხელი მუცელზე დამადო.- რა პატარაა ჯერ...
- არავინ არ იცის ჯერ...ლიზის ვუთხარი მარტო.
- აუ მოდი დიდი ვახშამო მოვაწყოთ დღეს ჩემთან, თან ახალ ბინას აღვნიშნავთ, თან ყველას ვეტყვით..
- ნეტავ დედაჩემი რას იტყვის, რამე მწარე თუ თქვა არ შეიმჩნიო.. - ვთქვი და უკმაყოფილოდ გადავხედე.
- რატომ უნდა თქვას ცუდი რამ?
- ქორწილამდე სექსი, ხომ ხვდები..
- კარგი რა, აი ნახავ როგორ გაახარებს შვილიშვილის არსებობის შესახებ რომ გაიგებს..
მაღაზიებში გავიარეთ, მზა კერძები ვიყიდეთ. ნიკა სოფელში გავარდა, მამა უნდა ჩამოვიყვანოო, მე კი ყველა დავპატიჟე ჩვენთან : ლაშა,ლიზი, დედა,მამა,ბექა, გუგა, თენგო, გიორგი და კიდევ რამდენიმე ნიკას მეგობარი. მაკოსაც ვურეკავდი,მაგრამ არ მიპასუხა.
- ნიკა სად ხარ? მალე მოვა ყველა
- გზაში ვარ, უჩემოდ შეუბერეთ, რომ მოვალ მერე ვუთხრათ ყველას ერთად..
- კარგი ბატონო.
მალე ყველა მოვიდა, სუფრას მივუსხედით.
- ნიკა სადაა დე?
- მამამისი მოყავს..
მალე ნიკაც შემოვარდა სახლში გიჟივით.
- გამარჯობათ - მორიდებულად მიესალმა სუფრასთან მსხდომ ხალხს ბატონი მერაბი.
- გამარჯობათ- წამოვხტი სუფრიდან და გადავკოცნე. - დედა,მამა ეს ნიკას მამაა, ბატონი მერაბი ბერიძე..
- ბატონობას ცოტაღა მიკლია შვილო - თქვა და ჩემებს მიესალმა.
- აბა ჭიქა მომაწოდე - გადასძახა ნიკამ ლაშას და სუფრის თავში მოექცა. - ახლა ერთი ძალიან მააგრი ამბავი უნდა გითხრათ.. - ჭიქა ღვინით შეავსო - მინდა ამ ჭიქით ჩემი პატარა დავლოცო - თქვა და გადმომხედა. სუფრას თვალი შევავლე, ყველა გაშტერებული მიაჩერდა ნიკას, შემდეგ კი ეს გაყინული მზერა ჩემს მუცელს მოაპყრეს. ვერავინ ვერაფერს იძახდა, უცებ გახარებული თენგო წამოხტა
- ღადაობ ტო? მოდი აქ შე მაიმუნო! - ნიკას მივარდა და გადაეხვია
- ნელა ბიჭო, ჭიქა - თქვა ნიკამ და ჭიქა გადმომაწოდა.
- მოდი დედა აქ - თქვა დედამ და წამოდგა. პატარა ბავშვივით ჩამიკრა გულში. ეს დღე ერთ-ერთი ბედნიერი იყო ბედნიერ დღეებს შორის. ქეიფი გვიანობამდე გაგრძელდა.


(ბოდიში დაგვაინებისთვის <3 იმედია ისიამოვნებთ. დიდ თავს ვამზადებ და 12ის მერე დავდებ <3 )



№1  offline წევრი Firefly

როგორ მიყვარს ნიკააა!
/გელიდებიი
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი Masho_97

Firefly
როგორ მიყვარს ნიკააა!
/გელიდებიი

12ზე ავტვირთავ და იმედია მალევე დადებენ <3

 


№3  offline მოდერი bibo

ვაიმე ეს რა იყოოოო აი სასწაული იყო ვგიჟდები მე ამ ციცქნა გოგოზე love love აი სასწაული ხარ გასაგიჟებელიიიიიი აუ ასე უცებ უცებ არ მინდა მე მგონია მალე დამთავრდება და მერე რა ვქნა რა წავიკიტხო კაცი რა ეს უხ love love love love love love love love მეშოკოლად მერაფაელობ მებაუნტებ მემარწყვებ მვაშლიატამებ

 


№4  offline წევრი Masho_97

bibo
ვაიმე ეს რა იყოოოო აი სასწაული იყო ვგიჟდები მე ამ ციცქნა გოგოზე love love აი სასწაული ხარ გასაგიჟებელიიიიიი აუ ასე უცებ უცებ არ მინდა მე მგონია მალე დამთავრდება და მერე რა ვქნა რა წავიკიტხო კაცი რა ეს უხ love love love love love love love love მეშოკოლად მერაფაელობ მებაუნტებ მემარწყვებ მვაშლიატამებ

მაადლოობა მადლობაა ^_^ სავარაუდოდ მეთორმეტე თავით დავამთავრებ, მაგრამ ერთ კარგ ამბავსაც გეტყვი, ახალი ისტორია ნიას და ნიკას შვილზე იქნება <3

 


№5 სტუმარი mariami

dzaliankargia:) dzaaliangtxov cudiaraperi damarto amatra :d

 


№6  offline მოდერი bibo

Kai cotabmomilba guli mase tu iqneba bevroba ara cota kaia da ar minda ase uceb dantavreba bevroba tavi minda meo :D iyos ati tavibuars ar vityvibisetibkaibxaro ahen ....aba warmatebebi tkbiloo

 


№7 სტუმარი EmiIy

Vaimee , ai udzaiasakvarelesebi Arian :dgavtbi am tavis da avivse emociebit bolomde ^^ ❤ vgijdebi me amatze, da rogor mikvars nika ro sheicvala iswavla da samsaxuris daiwko nias gamo!! Mikvarxar saswaulad aseti tbili gogo rom xar ❤ Mara ar minda ro damtavrdees ((( maIe damtavrdeba istoria da ver velevi. Vgijdebi am istoriaze da shenzee!!

 


№8  offline წევრი გიჟი გოგონა :)

Vაიმე ნიკას შვილზეო აუ ნეტავ ბიჭი იყოს რა :დდ კარგია გააგრძელე გელოდები ^^ V

 


№9  offline წევრი Masho_97

EmiIy
Vaimee , ai udzaiasakvarelesebi Arian :dgavtbi am tavis da avivse emociebit bolomde ^^ ❤ vgijdebi me amatze, da rogor mikvars nika ro sheicvala iswavla da samsaxuris daiwko nias gamo!! Mikvarxar saswaulad aseti tbili gogo rom xar ❤ Mara ar minda ro damtavrdees ((( maIe damtavrdeba istoria da ver velevi. Vgijdebi am istoriaze da shenzee!!

დიდი დიდი მადლობა საყვარელო love

გიჟი გოგონა :)
Vაიმე ნიკას შვილზეო აუ ნეტავ ბიჭი იყოს რა :დდ კარგია გააგრძელე გელოდები ^^ V

ბავშვის სქესი მეათე თავში უკვე ცნობილი იქნება ^_^ახლა ვრჩები მეათე თავის წერას <3 12ზე მზად იქნება

 


№10  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzalian kargiiviyoo momwons es istoriaa... aleqsivit amatac araferi damartoo raa
--------------------
G.ke

 


№11  offline წევრი Masho_97

ყველა უნდა დავხოცო wink wink

 


№12  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან ძალიან კარგია!

 


№13 სტუმარი Black

Oh masho ra kargi gogo xar dzalian kargi tavia da velodebi shemdegs;)

 


№14  offline წევრი Masho_97

Dges 12ze davdeb.. Korwilshi unda gaqeifot... ❤

 


№15  offline წევრი Pepper

Kargi istoriaa cxrace tavi dges wavikitxe <3 dzalian momwons nika DA imedi maqvs lukastan at davrundeba nia. Ragacnairad sayvarelia nika <3

 


№16  offline წევრი Masho_97

Ara ragadros lukaa ❤❤❤

 


№17  offline წევრი mimimimo

ვაიმე შოკი-მოკი ახლა წავიიკითხე ყველა love ყოჩაღ ძალიან მომეწონა love
ქორწილი wink მეჯვარე ვარ ხომ? wink არა, ბავშვის ნათლია ვიქნები wink ჩემი სიგიჟე დავანათლო wink feel გელოდები აუცილებლად 12-ის მერე winked

 


№18 სტუმარი Black

Masho_97
Dges 12ze davdeb.. Korwilshi unda gaqeifot... ❤

hahaha:D adgilebi shegvinaxe icode!:D

 


№19  offline წევრი human

uhu magari iyo ai daglija

 


№20 სტუმარი salo

Au rogor momwons Ra es istoria magaria dzaan

 


№21  offline წევრი milangirl

სიმართლე გითხრა აქამდე არ მომდომებია ამ ისტორიის წაკითხვა, მაგრამ დღეს რატომღაც წავიკითხე და ძალიან მომეწონა. გავგიჟდი რა თბილი და მოსიყვარულეა ნიკა. ცუდია მალე რომ დამთავრდება, მაგრამ ამათ შვილზე ისტორიაც დარწმუნებული ვარ ასეთივე კარგი იქნება. მალე დადე შემდეგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent