შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული პატარძალი –3–


1-02-2016, 16:42
ავტორი sopiko
ნანახია 4 676

[თავი 3]
უმისამართოდ დავხეტიალებ ორსართულიან სახლში და თავისუფალ და ჩემთვის მოსაწონ ოთახს ვეძებ. ალბათ იტყვით, რა დროს მოწონებაზეა საუბარიო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფულიანი მამიკოს შვილი არ ვარ, მშობლებმა, როგორც პირველი სიხარული, ძალიან გამათამამეს. დედა სულ იმას მეუბნებოდა, იმ პრინცესას გავხარ, თექვსმეტი ლეიბის ქვეშ დადებულმა ცერცვის მარცვალმა რომ შეაწუხაო.
ჩემთვის მოტაცება დიდი ტრაგედია აღმოჩნდა! ვერ ვხვდებოდი ამ ძველებურ სახლში რა მინდოდა... მე მარტოობისთვის და სახლში ჯდომისთვის არ ვიყავი დაბადებული, დღეს განვითარებული მოვლენები კი ამას მიქადდა.
მახსენდება დანიელის შეხება და გული საგულედან მიხტება... ის სიძულვილი სასიამოვნო შეგრძნებებად გარდაიქმნება და მათ მე მოგვიანებით განვიცდი... სხეულში რაღაც მივლის... თავიც მიბჟუის... ანაზდად კიდურები მიბუჟდება და კედელს ვეყუდები, რომ არ წავიქცე...
დანიელი პირველად მომიახლოვდა ასე... პირველად დაარღვია ჩვენს შორის დისტანცია... ეს ყველაფერი პირველად მოხდა! სულ, სულ პირველად და მე მომხდარის გადახარშვა მიჭირს...
–შენს ოთახს ვერ პოულობ? თუ აქ აპირებ ძილს?–უკნიდან დანიელის ხმა მესმის და გვერდით დამფრთხალი ვხტები.
დანიელი შუქს ანთებს და ოდნავ ვმშვიდდები... მამაკაცის სახეზე სათნო კი არა, ირონიულ ღიმილსაც კი ვეღარ ვხედავ. მასზეც უმოქმედია იმას, რაც მოხდა. ბოლოს და ბოლოს თუ მას დავუჯერებთ, ვუყვარვარ...
–აქ რომ დავიძინო, ინერვიულებ თუ...–მწარედ მეცინება. ხელებს ვასავსავებ და მერე ისევ ზურგსუკან ვმალავ მათ.
–ვინერვიულებ?–ცინიკური ღიმილი ესახება სახეზე.–ჩემს ნერვიულობაზე შენ არ იღელვო! ...მაგრამ ახლა უნდა დაიძინო!–მეუბნება და წინ მიმიძღვება.
კარს აღებს და ცისფერ ფერში მოწყობილ საძინებელს ანათებს.
–დღეიდან ეს შენი ოთახია!–მიგდებს რამდენიმე სიტყვას და უკან წასასვლელად ტრიალდება.
–ან ის მკითხე, მომწონს თუ არა! ან ის, მინდა თუ არა! ან ის, მეშინია თუ არა! ან ის, ცალკე საძინებელში წოლა მსურს თუ არა!–მივაძახი და ისიც ადგილზე შეშდება.
მაშინღა ვაანალიზებ ჩემი სიტყვების მნიშვნელობას. ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ და თავს მაინც ამაყად ვწევ.
–შეკითხვები დავსვა თუ არა, ამას მე განვსაზღვრავ!–მკაცრად, მაგრამ თავშეკავებულად ღაღადებს ჩემი ''მბრძანებელი'' და ნაბიჯის გადასადგმელად წევს ფეხს.
–ცოლ–ქმარი ერთ საწოლს იყოფს! სხვადასხვა ოთახებში არ სძინავთ!–ვხვდები, რომ მალე იფეთქებს, მაგრამ ჩემი ბუნება და ხასიათი არ მაძლევს დანებების უფლებას.
–მართა, შენ ჯერ ამისთვის მზად არ ხარ! მეორეც! ოფიციალურად ქორწინებას მაინც აქვს რაღაც პრიორიტეტი! და მესამე! სანამ მე არ მოვინდომებ ამას, მანამდე აქ იცხოვრებ!–ზურგით მდგარი გაშლილ ხელს სწევს იმის ნიშნად, რომ საუბარი დასრულებულია და ცდილობს კარში გასვლა ჩემს მოსალოდნელ შემოტევამდე მოასწროს.
–თუ იცოდი, რომ მზად არ ვიყავი და არც შენ არ გაგაჩნდა ჩემს მიმართ გრძნობები რას მიტაცებდი, ადამიანო? რას მერჩოდი? ვერ ვიყავი ჩემთვის? იქნებ შეყვარებული მყავდა? იქნებ მასთან იმაზე ახლო ურთიერთობა მქონდა, ვიდრე შენ გეგონა? ნუთუ არ გიფიქრია იმაზე, რომ...
სიტყვის დასრულებას არ მაცლის. ჩემკენ ტრიალდებას და კისერზე ხელებს მიჭერს. დაკუნთულ გულ–მკერდზე მიკრავს და თავს დაბლა მხრის, თვალებში რომ ჩამხედოს.
–გამიშვი...–ტკივილისგან კვნესა მხდება, თუმცა ამის მიზეზი მხოლოდ ტკივილი არ არის... ეს დარღვეული მანძილი სასიამოვნო გრძნობებს ბადებს ჩემში... ტანში ელვა მივლის... თვალების დახუჭვას ვაპირებ, მაგრამ დანიელი ხვდება და ბრძანებს:
–არ გაბედო თვალების დახუჭვა! სმენაც კარგად დაძაბე და მომისმინე!
კისერზე ძარღვები დასჭიმია, სისხლძარღვები კი გადიდრონებია, რაზეც მისი თვალის დაწითლებული თეთრი გარსი მიმანიშნებს.
–გის... გისმენ!–ვლუღლუღებ აღელვებული და თან მის ღონიერ მკლავებში ვფართხალებ.
–ამ ღამით აქ მარტონი ვართ! მერწმუნე, არავინ არ მოვა! ჩემში მხეცს ნუ გააღვიძებ, თორემ მერე ინანებ!–ანთებული თვალებით მშორდება და საძინებლიდან აჩქარებული ნაბიჯებით გადის.
საწოლზე ემბრიონის პოზაში ვწვები და სალანძღავ სიტყვებს არ ვიშურებ სვანის მისამართით. მომიტაცა! მონად მაქცია! ცალკე საძინებელი მომიჩინა და არც მუქარასა და გაფრთხილებებს არ მაკლებს!
ნუთუ მას უნდა დავემორჩილო?
არა, არასოდეს! მართა მესხი ყველაფერს გააკეთებს თავისუფლებისთვის! თვით დანიელში მხეცის გაღვიძებაზეც კი არ იტყვის უარს!
***
''სულელი ხარ, ვერაფერს გახდები!''–ჩურჩულებს ჩემი მეორე ხმა.
''წადი! ახლავე ადექი და გაიქეცი!''–არც მესამე მე ისვენებს.
''შენ ამას შეძლებ! უნდა გაამწარო დანიელი! აფთრად უნდა აქციო! არ უნდა დაემორჩილო!''–მამხნევებს მეოთხე მე და მეც ვემადლიერები.
საწოლში ვწვები და თავს ფიქრის უფლებას ვართმევ, რადგან ძალები უნდა მოვიკრიბო! ხვალიდან ომი იწყება, სვანო! ჩვენ ქორწინებას ჯოჯოხეთად ვაქცევ! არამგონია ჭირვეული პატარძლის ატანა შეძლო!

დილით ფანჯრიდან შემოჭრილი მკრთალი მზის სხივები მაღვიძებენ. ხომ ვთქვი, ყველანაირად განებივრებული ვარ_მეთქი და გარიჟრებისას მზის სხივებისგანაც სქელი ფარდები მიცავს. აქ კი... აქ ფარდები საერთოდ არ კიდია.
ამჟავებული განწყობა მით უფრო მჟავდება, მაგრამ ჩემი გეგმა გზას მინათებს. ახლაღა შევიგრძნობ ტანზე მოწებებულ, დაჭმუჭნულ ტანსაცმელს და გული მიწუხდება. მე ხომ არაფერი მაქვს წამოღებული. არც საცვლები, არც ტანისამოსი, არც საღამოს კაბები, მიუხედავად იმისა, რომ აქ მისი გამოყენება შეუძლებელია, მაინც ხომ უნდა მქონდეს, ჰიგიენური ნივთები, თმის სარჭები, ტელეფონიც კი არ მაქვს, თუმცა გატაცებამდე ჯიბეში მედო, რაც იმას ნიშნავს, რომ საძაგელმა დანიელმა მიითვისა.
მის გახსენებაზე სიბრაზე მივლის. მეშინია აფთრაც მე არ გადავიქცე მის ნაცვლად. მოულოდნელად მუცლის გვრემა მეწყება... გუშინ დილის შემდეგ არაფერი მიჭამია, ჩემი ჩანაფიქრის პირველი ნაწილი კი ის არის, რომ პროტესტი უნდა გამოვხატო! არ ვჭამო, არ ვსვა, ოთახიდან არ უნდა გამოვიდე! იმ ვაჟბატონმა ხომ მითხრა, აქ უნდა იცხოვროო, ხოდა ვიცხოვრებ კიდეც! მაინტერესებს რამდენ ხანს არ მობეზრდება დანიელის ჩემი ლოიალი. ალბათ ერთ დღესაც ჩამილაგებს ბარგს, სად მაქვს თორემ, გამომიხურავს კარს და თავისი ხელით გამისტუმრებს ამ ხუხულიდან. აღარც პატარძალი ენდომება და აღარც მსაჯულის როლის შესრულება.
მე მას ვანახებ, ვინ არის აქ მთავარი!
ჩემი მოტაცება ასე არ შერჩება!
ბრძოლა იწყება! მომიტაცა?! ხოდა შედეგსაც მოიმკის!
ფეხზე ზლაზვნით ვდგები და თვალების ცეცებაში კუთხეში მდგარ ძველისძველ კარადას ვამჩნევ. ეს უკანასკნელი უამრავი ჩუქურთმითაა შემკული და თავზე ხისგან გამოკვეთილი გვირგვინი ადგას. რადგან ასეთი პატივი დამდო ბატონმა დანიელმა, რაღას ვერჩი! მართალია რამდენიმე საუკუნის წინანდელია, მაგრამ მე იმის გათვალისწინება მავიწყდება, რომ დროს ფასი აქვს!
ალბათ ცარიელი იქნება, ან თაგვებისგან დაღრღნილი პალტოებით სავსე. აქ ცივა და...
მაინც ვაღებ მას, მხოლოდ და მხოლოდ ინტერესის გამო... და ჩემ ინტერესს მადლობასაც ვუხდი!
მართლაც სავსეა, ოღონდ დაღრღნილი კი არა, ახალთახალი, თანამედროვე, ერთმანეთისგან განსხვავებული ტანისამოსით! რას არ ნახავ აქ... ზოლიან, ჭრელ, სადა სვიტრებს... ერთი და იგივე ზომის შარვლებს, თბილს... გრილს... ვიწროს, ფართოს... რამდენიმე თხელ მაისურს და ორ კაბას... ერთ გრძელს, გამოსასვლელს, მეორეს მოკლეს და მოხერხებულს.
განცვიფრება მივლის თუ არა, ბებიისგან მემკვიდრეობით გადმოცემული სიფიცხე მიპყრობს! ჰგონია ასე მომისყიდის? ჰგონია, რომ ამის შემდეგ ყველაფერზე თანახმა ვიქნები? ხოდა ძალიანაც ცდება! ეს პირველი იმედგაცრუება იქნება მისთვის! ჯერ პირველი...
რა სჯობს, ყველაფერი ნაკუწებად ვაქციო თუ დავწვა? მაგრამ ეს ირმებიანი სვიტრი? ან ეს კუბუკრული? და ტყავის? არა, მათ ვერ გავიმეტებ! სხვა რამე უნდა მოვიფიქრო... იქნებ... იქნებ!
თხელ, სადა, ცისფერ პერანგს ვიღებ და ახლა ტრილიაჟს ვუახლოვდები. უჯრებში მაკრატელს ვიძიებ და ნაკლებად მომხიბვლელ პერანგს პატარა ნაგლეჯებად ვჭრი. ესეც ასე! თუ ამ ნაჭრებს გარეთ, კარებთან დავყრი, ხოლო მე ოთახში დავრჩები და კარსაც საიმედოდ დავკეტავ, დანიელს ეგონება, რომ მე ყველა მისი ნაჩუქარი ტანსაცმელი ასეთ მდგომარეობაში ჩავაგდე და გადაირევა! მერე კი მაინც გაიგებს სიმართლეს, მაგრამ გამგელებული დანიელის ნახვას მაინც მოვესწრები და მის ნერვებსაც გამოვცდი.
ასეც ვიქცევი! დერეფანში გასვლისას ჩამი–ჩუმიც კი არ მესმის. ისევ სძინავს? არა, არა, ახლა მასზე ფიქრის დრო არ არის! ისევ ოთახში ვბრუნდები და ბედნიერი ვიშხლართები საწოლზე!
ჩემნაირ ჭირვეულ პატარძალს ვერ აიტანს! გაწონასწორებულია, ამოუცნობი და ''საშინლად'' სიმპათიური, მაგრამ მაინც ვერ შეძლებს ჩემი სიყვარულის შენარჩუნებას!

^^^
სულ ''ცოტა'' შემაგვიანდა, მაგრამ სკოლა... ისტორია... გალაკტიონ ტაბიძე და ახლაღა მოვრჩი ყველაფერს!
რაც შეგეხებათ თქვენ, ბოდიშს არც მოვიხდიდი, ასეთი კარგები, თბილები და აქტიურები რომ არ იყოთ.
ველი შეფასებებს, დიდს და პატარას, დადებითს და უარყოფითს, მაგრამ რაც მთავარია გულიდან წამოსულს და სიმართლესთან ახლოს მყოფს!
უყვარხართ სოფოს (აქ სულ, სულ გულები!!!)



№1  offline წევრი Firefly

ვგიჟდები შენს პერსონაჟებზე!
საოცრება ხარ! love
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი irma jojua

Vaime dzalian sayvareli istoria magram iset patara ravebs Deb ro ravici

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzalian kargiaaa momwonss
--------------------
G.ke

 


№4  offline მოდერი bibo

Au vgijdebi me shenze da ra vqna vgijdebi maqsimezec ra velurulia tvitonac ar icis ra unda am bichs ras mitanjavs kaco gogos ra es ara mai kaisaqme icodes magan ux :D :D :D :D ai shen xar saswauli gasagijebeli xar saocreba ai metkbilebi Meshokolad merafaelob mebaunteb memarwyveb mvflebiiii meqosebi menugbarebi mesiyvarulebi me shen

 


№5  offline წევრი LoNdA DM

მომწონს და ველდოები შემდეგ თავს

 


№6  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე როგორ მომწონს...არადა ძალიან მაინტერესებდა დანიელის რეაქცია :(( ველოდები ახალ თავს ძალიან კარგია!❤️❤️

 


№7  offline წევრი kaxelii

ჩემი სოფოოო love გელოდი და რომ დავინახე მართლა ძალიან გამიხარდა. ისე ამ მართასი არ მესმის, ცოლქმარი ერთად უნდა იწვესო ესაო ისაო ძალიან "აფხუნდრუკებული" ხო არაა? wink მალე დადე რაა და დიიდი თავი love

 


№8 სტუმარი Black

Sopiaa,umagresi gogo xar kargi tavia dzalian;)

 


№9  offline მოდერი sopiko

SEREBRO
Velodebii shemdeg tavs chemo sakvarelo

bibo
Au vgijdebi me shenze da ra vqna vgijdebi maqsimezec ra velurulia tvitonac ar icis ra unda am bichs ras mitanjavs kaco gogos ra es ara mai kaisaqme icodes magan ux :D :D :D :D ai shen xar saswauli gasagijebeli xar saocreba ai metkbilebi Meshokolad merafaelob mebaunteb memarwyveb mvflebiiii meqosebi menugbarebi mesiyvarulebi me shen

LoNdA DM
მომწონს და ველდოები შემდეგ თავს

Lanas Statusebi
ვაიმე როგორ მომწონს...არადა ძალიან მაინტერესებდა დანიელის რეაქცია :(( ველოდები ახალ თავს ძალიან კარგია!❤️❤️

nino k.d.
ჩემი სოფოოო love გელოდი და რომ დავინახე მართლა ძალიან გამიხარდა. ისე ამ მართასი არ მესმის, ცოლქმარი ერთად უნდა იწვესო ესაო ისაო ძალიან "აფხუნდრუკებული" ხო არაა? wink მალე დადე რაა და დიიდი თავი love

Black
Sopiaa,umagresi gogo xar kargi tavia dzalian;)

უღრმესი მადლობა თქვენ ყველას! ♥ ამ პერსონაჟებს მე კი არა, ჩემში არსებული "რაღაც" თუ "ვიღაც" ქმნის :-D ასე რომ არ ვიცი, როგორები გამოდიან ისინი, თუმცა მათი ხასიათი ყოველთვის ჩემს პრინციპებზე არის დაბჯენილი. აი, თავები კი ნამდვილად არ არის პატარა. რატომ არ ითვალისწინებთ იმას რომ ყოველდღე ვდებ ახალ თავს? ოდესმე დამიგვიანია? ხოდა იკმარეთ ეს ზომა ♥ მეც ვარ მკითხველის ამპლუაში მაგრამ ავტორსაც აქვს ცალკე ცხოვრება. მიყვარხართ ყველანი უკლებლივ, ასე რომ ზრუნავთ ჩემს მუზაზე!

 


№10  offline წევრი kiko

ისადა სვანი სვანია ხომ? :დ დანიელზე უკვე მეკეტება <3 :დდ

 


№11  offline წევრი Nucadachikuna

დანიელი არა მგონია ანკესს წამოეგოს ისეთი ჭკვიანია

 


№12 სტუმარი A

Sopochka dzalian magari xar sayvarelo. Sheni istoriebic shensavit magatia. Dzalian momwons es sulelebi...... Dgesac xom dagvideb xom ar dagvagalateb? Gelodebi chemo kargo da dzalian mainteresebs ra xdeba. Danieli tyuilad ar moitacebda da ar gadamalavda. Aseve cdilobs droebit es ambavic damalos aq ragac saptxea ashkarad me ki cnobismoyvareoba mklavs gavigo ra xdeba zustad...... Male gelodebi xom ici ara?..........

 


№13  offline მოდერი sopiko

kiko
ისადა სვანი სვანია ხომ? :დ დანიელზე უკვე მეკეტება <3 :დდ

Nucadachikuna
დანიელი არა მგონია ანკესს წამოეგოს ისეთი ჭკვიანია

A
Sopochka dzalian magari xar sayvarelo. Sheni istoriebic shensavit magatia. Dzalian momwons es sulelebi...... Dgesac xom dagvideb xom ar dagvagalateb? Gelodebi chemo kargo da dzalian mainteresebs ra xdeba. Danieli tyuilad ar moitacebda da ar gadamalavda. Aseve cdilobs droebit es ambavic damalos aq ragac saptxea ashkarad me ki cnobismoyvareoba mklavs gavigo ra xdeba zustad...... Male gelodebi xom ici ara?..........

თბილებო! უსაყვარლესებო! დიდი მადლობა love დღეს აუცილებლად იქნება ახალი თავი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent