შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული პატარძალი –1–

29-01-2016, 10:32
ავტორი sopiko
ნანახია 5 307

[თავი 1]
–აქ რატომ ვარ?–თავს ხელებში ვრგავ და ფეხებს იატაკზე ვაბაკუნებ.
–იმიტომ, რომ მიყვარხარ!–გადაღლილი თვალებს ატრიალებს ჩემს წინ მდგარი მამაკაცი და ნიკაპზე ხელს ნერვიულად ისმევს.
–მე არ მიყვარხარ, გესმის? ერთი თვის წინ გაგიცანი! ეს ერთი თვე კი არ არის საკმარისი სიყვარულისთვის!–ოთახში ბოლთას ვცემ. მუცელში უცნაურ ტკივილს ვგრძნობ... ამის მიზეზი ნერვიულობაა, მაგრამ როგორ არ ვინერვიულო!
–ნუ პანიკდები! ცოტა დამშვიდდი და მერე ვილაპარაკოთ!–თვალებს მიბრიალებს ის და კომოდს ხელებით ეყრდნობა.
როგორია დამშვიდება მაშინ, როცა გატაცებული ხარ! როცა გეუბნებიან, რომ იმ კაცის ცოლი უნდა გახდე, ვის მიმართაც არანა... ნუ თითქმის არანაირი გრძნობა არ გაგაჩნია... ამ შემთხვევაში იმას მნიშვნელობა არ აქვს, რომ სიმპათიურია... არც იმას, რომ მომწონებია და ხშირად მისი მოხიბვლაც მიცდია, მაგრამ გათხოვებაზე და მით უმეტეს მის ცოლობაზე არასდროს მიფიქრია!
–ეს კანონდარღვევაა! ჩემი თავისუფლების ხელყოფა... ასე არ შეიძლება! თუ გიჩივლე...–საჩვენებელ თითს ბრაზით ვუქნევ და ისევ თვალს ვარიდებ, რადგან თუ აქედან ვერ გავედი, ჩივილს როგორ შევძლებ... თავის დახსნის საშუალებას კი ვერ ვხედავ!
–ეგ მუხლები და კანონები შენზე უკეთ მე ვიცი, მართა! და აი, სიცოცხლის ხელყოფაზე გაგიგია რამე?–ირონიით გაჟღენთილი ხმით მეკითხება და ხელებს უბეებში იყოფს.–ძალიან გთხოვ, ისტერიკებისგან თავი შეიკავე! მე შენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ!
ხო, როგორ არა, იცის! კანონებიც იცის, წესებიც და საერთოდ მთელი კონსტიტუცია დაზეპირებული აქვს! მაშ, როგორ გაბედა ჩემი მოტაცება! თუ პირადი ცხოვრება და სამსახური ერთმანეთისგან ძალიან შორს არის? ის პროკურორია, მე უბრალო სტუდენტი! ის დანიელია, მე მართა! ის მამაკაცია, მე ქალი! სწორედ ამ მიზეზების გამო ძალიან რთულია ჩემთვის იმის გაგება თუ რა მიზანი აქვს, რას აპირებს, რატომ მომიტაცა...
–არაფრის დაშავებას? რომ არ დაგთანხმდე? რომ გავიქცე? რომ წავიდე?–ვიცი, სულელურ კითხვას ვსვამ, მაგრამ იქნებ ასე მაინც გამოვტეხო.
–ნუ ღელავ, ესეც გავითვალისწინე. თუ იცი, საიდან უნდა გაიქცე, მეც მითხარი!–სარკასტულად მიღიმის და სავარძელში ესვენება.
ვხვდები, საუბრის გაგრძელებას ახლა აზრი არ აქვს! სკამზე ვჯდები და მაგიდის კუბუკრულ სუფრას ვაკვირდები... ასე ვცდილობ ნერვების დაწყნარებას! მართლაც რა აზრი აქვს ისტერიკებში ჩავარდნას, როცა შორიდან უკვე ვიცნობ დანიელის ხასიათს... მისი შეუვალობა, პირდაპირობა და სიმკაცრე გოგონებისთვის ამოუხსნელ ამოცანად იყო დარჩენილი... თავიდან მეგობრებს ავყევი და ამიტომ მინდოდა მისთვის თავის მოწონება, მერე ოდნავ დავახლოვდით და მეც მახეში გამაბა მისმა წაბლისფერმა თვალებმა და განსხვავებულმა თვისებებმა... შემდეგ კი რა მოხდა? მომიტაცა და როგორც თვითონ ამბობს, ამის მიზეზი სიყვარულია!
მყვარებია, მაგრამ ძალიან ადრე... მთლად ძალიანაც არა... მაშინ 13 წლის ვიყავი და თანაკლასელი შემიყვარდა... როგორ ყოველთვის ისეთ ადამიანებთან ვიწყებდი თამაშს, რომლებიც ხაფანგში ადვილად გასაბმელები არ იყვნენ. ასეთი იყო ნიკოლოზ ყიფიანიც. მე შემიყვარდა, ის ზედაც არ მიყურებდა! რამდენიმე წილს შემდეგ ჰორიზონტზე ახალი ობიექტი გამოჩნდა და ახლა მას დავუწყე კეკლუცი, თუმცა ზღვარს არასდროს გადავცილებულვარ.
წარმოშობით კი სვანი ვარ, მაგრამ ქუთაისში დავიბადე და ჩემთვის თბილისში სასწავლებლად გადმოსვლა ძალიან რთული აღმოჩნდა. ოჯახიც იქ დავტოვე, მეგობრებიც და ნათესავებიც... თუმცა ამდენი ხანი იურიდიულზე ჩაბარება მინდოდა და როცა სრული დაფინანსება მივიღე, უარს როგორღა ვიტყოდი!
დედაქალაქში თან გამომყვა უამრავი ცრემლი, დალოცვა, რჩევა და დედის გული! ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა და ჩემი ოცნება ამეხდინა! ხალხი უნდა დამეცვა... პატიოსანი ხალხი... სულ ორი წელი დამრჩენოდა და იურისტი გავხდებოდი, მაგრამ ვინ გაცადა! პროკურორმა დანიელ სვანმა მომიტაცა! მამაკაცმა, რომელთანაც რაღაც ტრენინგებზე დავდიოდით კვირაში ერთხელ. პირველი შეხვედრის შემდეგ ყოველდღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი და როგორც არ უნდა ვყოფილიყავი, უკან შავი გელენდვაგენი მომყვებოდა. დანიელი ხან კაფეში მხვდებოდა, ხან უნივერსიტეტში, ხანაც ჩემს ნაქირავებ სახლთან ახლოს, თუმცა ეს მოვლენები შემთხვევითობას ეწერებოდა. რამდენიმე დღე ერთად გავატარეთ, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, იუმორის შეგრძნება ჰქონდა... მის გვერდით თავს კარგად ვგრძნობდი... დრო სასიამოვნოდ გადიოდა, მისი გამჭოლი მზერა ყურადღებას მიფანტავდა და მაბრუებდა, მაგრამ სხვა ურთიერთობაში არ გადავჭრილვართ...
დღეს დილით კი უნივერსიტეტში მივდიოდი და გაჩერებაზე ვიდექი. ტაბლოზე არც ერთ ავტობუსს 15 წუთზე ნაკლები არ ეწერა, ასე რომ არც გაჩერებაზე იდგნენ ადამიანები. მხოლოდ მე ვიყავი! მხოლოდ მე! უეცრად ჩემს წინ მანქანა გაჩერდა. კარი გაიღო და ვიღაც მამაკაცმა ფურცელი დამანახა, რომელზეც მისამართი ეწერა. მკითხა, რომელ მოსახვევში უნდა შევიდეო, ის იყო მისამართის წასაკითხად დავიხარე, რომ ავტომობილში ერთი ხელის მოძრაობით ჩამტენეს... ძრავის დაქოქვის ხმა მომესმა, უცნაურმა სურნელმა თავბრუ დამახვია... და გავითიშე!
გონს რომ მოვედი ამ ოთახში, დივანზე ვიწექი, გვერდით კი დანიელ სვანი მედგა.
აი, ასე მოვედი აქამდე და არ ვიცოდი, როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება!
ცხოვრება, რომელიც აქამდე არაჩვეულებრივობით არ გამოირჩეოდა, დღეიდან მიმართულებას იცვლიდა!
ჭირვეული პატარძალი –1–

^^^
ახალი ისტორიით შემოვფრიალდი და ვფიქრობ, განსხვავებული და არაორდინალური სიუჟეტია.
სულ შვიდი თავია და შევეცდები ყოველდღე მოზრდილი თავები დავდო, ამ თავისგან განსხვავებით.
ველი თქვენს შეფასებებს, ჩემო კარგებო...
თქვენი სოფო!
პ.ს. უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ჩემს წინა ისტორიას კითხულობდა და შეფასებებს არ იშურებდა!

№1  offline მოდერი bibo

Va ver warmoidgen rogor gamixarda sheni dabruneba sheni xilvaaa.ai vgidjdebi shenze sashinlad kargi gogo xar ai ra gitxra ar vici.jer im nawilis damtavreba ver movinele vxdebi amazec ase moxdeba da shen gamistumreb nadrvad tkbilo im qveynad mgonia :D warmatebebi shokolado tkbiloooo.meshokolad mealuchem memarwyveb mevashlatamebijk <3

№2  offline მოდერი sopiko

bibo

ვაიმეე, დიდი მადლობა ბიბო ♥
SEREBRO
Vaimee saakvareloo gelodii da shenc gamocndi momwons kargia veldebi shemdeg tavs da tanac ufro dids <333

თქვენ არ იცით როგორ მახარებს ეს მოლოდინი ♥ შემდეგი ნამდვილად უფრო დიდი იქნება.

№3 სტუმარი Black

Soop aq xar?!jer ar gelodi da gamixarda ro damxvdii..<3kargi istoriaa da gelodebi aucileblad:D

№4  offline მოდერი sopiko

Black
Soop aq xar?!jer ar gelodi da gamixarda ro damxvdii..<3kargi istoriaa da gelodebi aucileblad:D

გმადლობ, ბლექ!

№5  offline წევრი Firefly

როგორ გამიხარდა რომ ასე მალე დაბრუნდიი! love გელი მოუთმენლად
--------------------
M.T

№6 სტუმარი nino k.d..

aeuh neta surati ar damenaxa axalgazrdebi daailivnen magis suratze rom ar dagewera martao. xo danarcheni momewona. ar gelodi da gamixarda dzaliab rom davinaxe

№7  offline მოდერი sopiko

Firefly
როგორ გამიხარდა რომ ასე მალე დაბრუნდიი! love გელი მოუთმენლად

ეს თქვენი სიხარული მეც მიხარია love
nino k.d..
aeuh neta surati ar damenaxa axalgazrdebi daailivnen magis suratze rom ar dagewera martao. xo danarcheni momewona. ar gelodi da gamixarda dzaliab rom davinaxe

გმადლობ, ნინო! არა უშავს, შენ შენს ფანტაზიაში წარმოიგინე მართა love

№8 სტუმარი Black

sopiko
Black
Soop aq xar?!jer ar gelodi da gamixarda ro damxvdii..<3kargi istoriaa da gelodebi aucileblad:D

გმადლობ, ბლექ!

raze mecineba ici?! Yoveltvis dzaxilis nishnit mpasuxob gegoneba kargad micnobde da meridebodewinkarada ar var maseti:'(

№9  offline მოდერი sopiko

მადლობის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება, თან მე არ ვიცი, როგორი ხარ :-D

№10 სტუმარი irma jojua

Dzalian sainteresoa. male gaagrdzeleda cota didi tavi Dade

№11  offline მოდერი sopiko

irma jojua
Dzalian sainteresoa. male gaagrdzeleda cota didi tavi Dade

მადლობა, ირმა ♥

№12 სტუმარი A

Vau sopi dagvibrundi? Rogor gamaxare? Dzalian momewona es istoriac dasawyisi sakmaod sainteresoa da 100%-it vici shemdegebi upro magari iqneba. Winasgan gansxvavebulia tumca cinasavit xalisiani. Es sixalise sheni stilia da amitomac xar dzalian, dzalian magari gogo. Axla ki shemdegs velodebi dzalian male. Shen rom ici ise kargi? Gelodebi.....

№13  offline მოდერი sopiko

A

ვაუ, ეი :-D მადლობაა ♥

№14  offline მოდერი ლილიანა

კაი ხანია შენთან არ შემომიჭყიტავს,მაპატიებ იმედია ❤ აი პირველი თავია და დავიწყე,ჰოდა გელოდები.დასაწყისი ცოტა უკვე კარვად გადაღეჭილი თემით იწყება მაგრამ მე მჯერა შენი ენაკვიმატობის და ორიგინალური იდეების,ჰოდა გელი ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№15 სტუმარი A

ras ambob sop ra aris samadlobelo? Katatagvobanam ise gamaxalisa rom sheudzlebeli iyo axali istoriit damenaxe da ar wamekitxa an ar momewera. Warmatebebi chemo kargo da mslmale geli ok?

№16  offline მოდერი sopiko

ლილიანა
კაი ხანია შენთან არ შემომიჭყიტავს,მაპატიებ იმედია ❤ აი პირველი თავია და დავიწყე,ჰოდა გელოდები.დასაწყისი ცოტა უკვე კარვად გადაღეჭილი თემით იწყება მაგრამ მე მჯერა შენი ენაკვიმატობის და ორიგინალური იდეების,ჰოდა გელი ❤❤❤

მადლობა, ჩემო ლილია love
A
ras ambob sop ra aris samadlobelo? Katatagvobanam ise gamaxalisa rom sheudzlebeli iyo axali istoriit damenaxe da ar wamekitxa an ar momewera. Warmatebebi chemo kargo da mslmale geli ok?

მალე იქნება! ხვალ! lol

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent