შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი ბედნიერება (სრულად)


1-02-2016, 18:19
ავტორი idumali mcerali
ნანახია 4 256

ყველაფერი ძალიან მალე დაიწყო. დავინახე თუ არა ანის გავხედე და ვუთხარი :
- ეს არის !
მან კი გაიცინა. ვგრძნობდი უკან როგორ მომყვებოდა უცნობი, უცებ შევტრილდი და ჩავეხუტე. ძალიან ძლიერი გავხდი, რაღაც დამემართა, მაგრამ არ ვიცი რა. ვილაპარაკეთ, ვისეირნეთ, მაგრამ სახლში წასვლის დროს ცოტა მაწყენინა, ვიცოდი რომ სხვა გოგოსთან აპირებდა წასვლას და გული მწყდებოდა მაგრამ არ შემიმჩნევია.
სახლში ასვლისთანავე ტელეფონზე მესიჯი მომივიდა :
- ხომ არ გეჩხუბეს?
- არა, იმ გოგოსთან წარმატებას გისურვებ.
- აღარ ვაპირებ ნახვას
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, არ ვიცი რა ვიგრძენი, ყველაფერი კარგად იყო, მთელი ღამე ვწერდი ბევრი რამ გავიგე მასზე. მითხრა რომ გათენდება უნდა გნახო,დიდი დრო მინდა გავატარო შენთანო. გული ამიჩქარდა ასე კარგად არავისთან ვყოფილვარ, ასე მალე არავინ მომწონებია მითუმეტეს არ მაკლდა ბიჭები.
აღარავის ვწერდი, არავინ მაინტერესებდა მის გარდა. მხოლოდ "ის" და არავინ მის გარდა !
საღამოს ვნახე, მარტო გავედი. ბევრი ვილაპარაკეთ, ვისეირნეთ, ძალიან ციოდა. მინდოდა ჩავხუტებოდი და მეკოცნა მაგრამ არაფერს ვჩქარობდი, არ უყვარდა მსგავსი რაღაცეები.ველოდებოდი როდის გადადგამდა ნაბიჯს. ტრასაზე დავდიოდით, ძალიან ბნელოდა, უამრავი მანქანა დადიოდა...მოულოდნელად კი მოტრიალდა და ჩამეხუტა ძალიან მაგრად, ბედნიერი ვიყავი. ავხედე და მივხვდი რომ უნდა მეკოცნა,ვაკოცე მხოლოდ ერთხელ და ძალიან მაგრად ჩავეხუტე. ყოველ 5 წუთში ჩერდებოდა.არვიცი რახდებოდა მაგრამ ვხვდებოდი რომ ძალიან მაყვარებდა თავს. სახლში უნდა ავსულიყავი, უკვე გვიანი იყო. სკოლის ეზოში გავჩერდით ცოტა ხნით ჩახუტებულები. როგორ მავსებდა და როგორ მიყვარდებოდა ვერ გადმოვცემ. მინდოდა ყველა სიგიჟე მასთან ერთად გამეკეთებინა...
გავიქეცი და დამიჭირე მეთქი ვუთხარი და ისე მალე მოვექციე მის მკლავებში აზრზეც ვერ მოვედი. მიყვარდა მისი უხეში სახე, ხელები, გამოხედვა მაგრამ ჩემთან სრულიად სხვა იყო, ბავშური და ბედნიერი. მოკლედ, რაღაც ხომ უნდა წამეღო სამახსოვროდ, საათი მოვხსენი ვაკოცე და წამოსვლას რომ ვაპირებდი შემატრიალა ბეჭედი მომხსნა და ძლივს გაიკეთა. წავიდა მაგრამ მაინც ჩემთან იყო. ყველაფერს ვუყვებოდი, ყველა საიდუმლო იცოდა მან ჩემზე და მე მასზე. არ ვაპიარებდი, იმდენად კარგი იყო არ მინდოდა მისი დაკარგვა. მას სხვა ცხოვრება აქვს, ყველასგან განსხვავებული. ბევრი პრობლემა და ცუდი დღეები, იმედგაცრუება, ტყუილი და საზიზღარი ცხოვრება. მაგრამ მე მაინც მიყვარდა, მიყვარდა ისეთი როგორიც იყო.
მეორე დღეს სახლში ავედი ამსთან, ყველაზე გასაგიჟებელი სექსი გვგქონდა. როგორ მახსოვს რო მკოცნიდა თვალებს რა გრძნობით ხუჭავდა, როგორ მგრძნობდა მე, როგორ ვავსებდი და მავსებდა.
ყველაფერი ძალიან მაგრად იყო. საუკეთესო დაქალი გავაცანი მან კი თავისი ორი ძმაკაცი გამაცნო. მის გარდა სხვა არავინ მინდოდა! ჯვარი მაჩუქა რომელიც ხელიდან არ მომიხსნია, ძილის წინ სულ ვკოცნიდი და მეგონა "უხსენებელთან" ერთად ვიძინებდი. სულ მენატრებოდა სულ მასზე ვფიქრობდი. ყველა ბიჭი თავიდან ამომაგდებინა არავის ვწერდი მის გარდა, მხოლოდ ის იყო ჩემთვის ბედნიერება.
ორი დღე არ მინახავს,არც ხშირად ვწერდით ერთმანეთს. მომწერა
- გამაგიჟე, შემცვალე, სულ მენატრები...გამოიპარე ჩამეხუტე სულ 5 წუთით და მერე წადი..
უარი ვუთხარი არადა უკვე გზაში ვიყავი.კართან რომ მივედი დავურეკე, რასშვები მეტქი ვკითხე და მაშინვე კარი გამიღო, ხმა გაიგო ალბათ. ისე მაგრად ჩამეხუტა, ისე დიდი გრძნობით რომ კინაღამ დამახრჩო. რა 5 წუთზე იყო ლაპარაკი ორი საათი მასთან ვიყავი, სიყვარულთან ერთად ისე გადის დრო ვერც კი მიხვდები.
მაგრად უეცრად ყველაფერი აირია, ყველაფერი შეიცვალა ისე ხშირად აღარ მწერდა მხოლოდ საღამოს თუ მომიკითხავდა ეგეც მხოლოდ "როგორ ხარ"ით შემოიფარგლებოდა. დაგვეძაბა ურთიერთობა, ვეჩხუბე უყურადღებო ხარ მეთქი.
ნათესავთან ვიყავი, ღამე ცუდად გავხდი სასწრაფო მყავდა და საავადმყოფოში გადამიყვანეს... სასწრაფო საოპერციო ვიყავი. მას კი ერთხელ არ დაურეკავს...არ აინტერესებდა სად ან როგორ ვიყავი და რა მჭირდა. ოპერაციის მერე ტელეფონს იმ იმედით ვუყურებდი რომ მომწერდა, მაგრამ არა... ოპერაციიდან მესამე დღეს მომწერა
- როგორ ხარ პუტკუც? ხოო პუტკუცას მეძახდა...
- ახლა გაგახსენდი? გრუბად ვუთხარი
- არ მჯეროდა რომ ცუდად იყავი
რაში მჭირდებოდა მსგავსი ტყუილი.
მოკლედ ვიჩხუბეთ და ვუთხარი
- უნდა დავშორდეთ !
- რო გადაგივლის წყენა მომწერე
- არა, არ ვხუმრობ უნდა დავშორდეთ.
- კარგი.
ყველაფერი დასრულდა. ნაოპერაციებს უარესი გულის ტკივილი დაერთო. ცუდად ვიყავი ტირილიც აღარ შემეძლო. რო გამომწერეს ნათესავთან მოვედი, სრულიად მოულოდნელად მესიჯი მომივიდა
- როგორ ხარ გამოგწერეს?
- კი. 4 დღეში ნაკერებს მომხსნიან
- ძალიან კარგი. მომენატრე
- უკვე ვეღარ ძლებ უჩემოდ? გრუბად ვუპასუხე მე.
- ხო, მენატრები.
ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ.მინდოდა შერიგება მაგრამ ვერ ვბედავდი. ჩემმა უხეშმა ლაპარაკმა აალაპარაკა. მითხრა რომ ცდილობდა ჩემს შეყვარებას......ამდენი ხანი მატყუებდა რომ ვუყვარდი, კიდევ ბევრ რაღაცას მიმალავდა. კარგად იყავი მეთქი ვუთხარი და საერთოდ ყველაფერი დავამთავრე მასთან.
ძალიან მტკიოდა გული, ერთი საათიც ვერ მოვითმინე და მივწერე :
- მიყვარხარ. ჭკვიანად იყავი და თავს გაუფრთხილდი.
- კარგი გოგო ხარ, უბრალოდ ერთ რაღაცას გირჩევ, ასე მარტივად არავის ენდო.
სწორედ ეს იყო ჩემთვის დასასრული. აღარაფერს ქონდა აზრი. გული საშინლად მტკივა, არასდროს შევურიგდები, მაგრამ რა ვქნა მაინც რომ მიყვარს.....



Es es iyo sulischamwveli istoria magram cxovreba grdzeldeba
--------------------
romantikosi mwerali

 


№2  offline წევრი Ninuca)

ეს იყო რაღაც სასწაული,სულში ჩამწვდა მაგრამ ეს დასასრული არ არის ცხოვრება გრძელდება..

 


№3  offline წევრი გიჟი გოგონა :)

სიყვარულო ძალსა შენსა winked
კარგი იყო მე მომეწონა belay feel winked

 


№4  offline წევრი idumali mcerali

lann❤
Es es iyo sulischamwveli istoria magram cxovreba grdzeldeba

დაფუძვნებულია რეალურ ფაქტებზე......ეს ჩემი პირველი ჩანაწერია და მიხარია თუ მოგეწონათ. მართალი ხარ ცხოვრება ახლა დაწყებულა და არც ახლა მთავრდება <3

Ninuca)
ეს იყო რაღაც სასწაული,სულში ჩამწვდა მაგრამ ეს დასასრული არ არის ცხოვრება გრძელდება..

მართალი ხარ გეთანხმები love

 


№5 სტუმარი nini

Dzaan magaria momewona

 


№6  offline წევრი idumali mcerali

nini
Dzaan magaria momewona

Madloba didi

 


№7  offline წევრი მოლურჯო

იდუმალო მწერალო...
პირველ დღესვე აკოცაო...
მეორე დღეს უკვე სექსი ქონდათ...
ბოდიში მაგრამ სიყვარული ეს არის?!
--------------------
მარიამი

 


№8  offline წევრი Firefly

მაპატიე მაგარამ მე აქ სიყვარულის მარცვალიც კი ვერ დავიჭირე ვერც რეალობას შევადარე და...არვიცი არ გეწყინოს,ცუდი არიყო...ალბათ უფრო ვრცლად რომ დაგეწერა უფრო კარგი იქნებოდა love
--------------------
M.T

 


№9  offline წევრი idumali mcerali

სევდიანი გიჟი
იდუმალო მწერალო...
პირველ დღესვე აკოცაო...
მეორე დღეს უკვე სექსი ქონდათ...
ბოდიში მაგრამ სიყვარული ეს არის?!

Sikvaruli sigijeebs gaketebinebs, ak bevri ram ar ecera kidev bevri dge meore dges ar kofila araferi,kocnis gardat, kvelaferi dachkarebulia

Firefly
მაპატიე მაგარამ მე აქ სიყვარულის მარცვალიც კი ვერ დავიჭირე ვერც რეალობას შევადარე და...არვიცი არ გეწყინოს,ცუდი არიყო...ალბათ უფრო ვრცლად რომ დაგეწერა უფრო კარგი იქნებოდა love

Mainc madlobt

 


№10  offline წევრი idumali mcerali

nini
Dzaan magaria momewona

მადლობა ძალიან დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent