Dark side of Blood.3(დაე იყოს ბნელი)
მე და ბობი ჩაბნელებულ საკანში ჩაგვაგდეს,მანამდე კი ტრანკვილიზატორების დიდი დოზა გაგვიკეთეს,ძალის წასართმევად. -ბობი,რა ჯანდაბა მოხდა ყველაფერი მომიყევი.-გზნეულივით წამოვიყვირე მე. -მე,ძალიან ცუდათ ვარ!მაპატიე!-ამოიბლუკუნა ბობიმ,მთლიანად კანკალებდა-მე მაღაზიაში გავედი რომ ნატალიასთვის საკვები მეყიდა,უკან რომ მოვედი არც ერთი არ დამხვდა.ვფიქრობდი ,რომ მაჯავრებდნენ.სასტუმროს მისაღებში ჩავედი ,იქ კი გასისხლიანებული კარის კაცი ეგდო.მივხვდი რომ იქ ჩვენ გარდა სხვა ვამირები იყვნენ.უკნიდან რაღაცის ჩხვლეტა ვიგრძენი და მთელმა სხეულმა წვა დაიწყო,ცეცხლი არ მეკიდა მაგრამ მეწოდა.ფურგონში შემაგდეს სადაც დედა,გოგოები და ნოა იგივე მდგომარეობაში იყვნენ-მათი ხსენების დროს ხმა აუკანკალდა,მე კი ტანში გამცრა ჯერ კიდევ არ მჯეროდა რომ ისინი მკვდრები იყვნენ-რამდენიმე წამში როცა ,მანქანა გაცერდა,სხეულში წვა ცოტა შესუსტდა,ფურგონის კარები გაიღო და ჩვენი ჩამოთრევა დაიწყეს,პირველად ნატალია ისროლეს ციმპალივით,მერე დედა,მერე კი გოგოები,როცა ნოაზე მიდგა საქმე,მან თავდასმაზე გადავიდა,ყველამ მოვიკრიბეთ ძალა და წინააღმდეგობა გავუწიეთ. -მერე? მერე რა მოხდა ბობი?-ისევ გზნეულივით ვყვიროდი,თან საკანში აქეთ იქეთ დავდიოდი,ჩამწყვდეული ცხოველივით. -ისინი ძალიან ბევრნი და ძლიერები იყვნენ!-აკანკალებული ხმით წარმოთქვა ბობიმ და შევატყვე რომ ამბის გაგრძელება არ უნდოდა,მაგრამ მიხვდა რომ არ მოვეშვებოდი და გააგრძელა-ყველამ ვიცოდით რომ მოგვერეოდნენ,უკვე დედა სამ ვამპირ ქალს ხელში აეყვანათ და თოჯინასავით თამაშობნენ მასზე,ლილი და კამილა ერთობლივი ძალებითაც კი ვერაფერს ახერხებდნენ,ნოას ექვსი ვამპირი ერთდროულად ურტყამდა,მე კიდე ორი ,იმ ორზე კიდე ნატალია იყო კატასავით ჩამოპოტიალებული.-ჩურჩულით მიყვებოდა და თან თვალები ჰქონდა დახუჭული,ალბათ მთელი ის საშინელება თვალწინ ედგა-დავიყვირე გაიქეცით მეთქი,დავინახე როგორ გაინთავისუფლა ნოამ თავი,და იქრებით გეგმა გადმოგვცა,უნდა გავქცეულიყავით,ნოა დარწმუნებული იყო ,მათზე სწრაფები ვიქნებოდით,მაგრამ..... -რა მაგრამ? -კამილას და ლილის ერთდროულად წააძრეს თავები იმ დემონებმა-ამოისისინა ბობიმ.-ამას ნოას ,ნაწილების კლდის იქეთ გადაყრა მოჰყვა,მერე დედას-თვალები მოჭუტა-მე დამადგეს თავზე , ვიცოდი რომ წასასვლელი არსად არ მქონდა,მაგრამ მაინც გაქცევაზე ვფიქრობდი. -როგორ გადარჩი? -კამილამ ,ჩემს ზემოთ მდგომ ვამპირს ქ1ვა ჩაახალა თავში,მე კი იქედან გამოვიქეცი,თუმცა მაინც დამიჭირეს,ქალაქის საზღვართან. -საშინელებაა, ამას ასე არ დავტოვებ! მამას რაღა მოუვიდა? -რიჩარდი მოღალატე აღმოჩნდა,მისი ცოლის ამბავი უბრალოდ საბაბი იყო,კი მაგრამ შენ რატომ იყავი სახლიდან წამოსული იმ ძუკნასთან ერთად? უცებ მინდოდა,რრომ ამ სიტყვებისთვის პასუხი მეგებინებინა,მაგრამ ტანში საზარელმა სიძულვილმა გამიარა და მივხვდი,არავის სიცოცხლე არაფლად არ ღირდა. -ასე მოხდა ახლა არ მინდა ამაზე საუბარი-მკვახედ ვუღხარი და გვერდით გავიხედე,თვითონ კი ვხვდებოდი,რატომ დამტოვეს მარტო,ანდრე... ,მოკლედ მასთან. ********* დილით ,რამდენიმე ვამპირმა გამომიყვანა საკნიდან და კევინთან და იმ მაღალ დემონთან-ლუისთან მიმიყვანეს. -აბა! როდის დაიწყებ შენი მამისა და ძმის განთავისუფლებას?-ცინიკით მკითხა კევინმა. -რა გინდა?-მკვახედ მივუგე. -შენ იცი რაც მინდა!-ცივად გამიღიმა-იმედია იცი ძებნა საიდანაც უნდა დაიწყო. -არაფერი არ დაუშავო მათ!-ვუთხარი მე და ამ მომენტიდან ავტომატურად დავიწყე იმ წყეული ენერგიის წყაროს ძებნა.წარმოდგენაც არ მქონდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის რასაც ვეძებდი, წიგნი რაიმე რეცეპტებით,მაგიური ქვა,ჯადოსნური წყლის წყარო,წამალი აზრზე არ ვიყავი რის მოძებნას ვცდილობდი,მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი,მამაჩემის საიდუმლო წერილები,ჩანაწერები და საბუთები სად ინახებოდა. პირველად სწორედ ჩემი სახლიდან დავიწყე ძიება ,ყველაფერი გადავატრიალე მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვნახე,თან ამ საქმეზე კონცენტრირება მიჭირდა.გადავწყვეტე რომ კევინს მამაჩემის ნახვის უფლება მოეცა,მაგრამ მალევე გადავიფიქრე,ვიცი რომ მისი ხალხი მითვალთვალებდნენ და თან დიდი იმედი არ მქონდა რომ რამე გამომივიდოდა, ან მამაჩემი მეტყოდა რაიმე საინტერესოს.მაგრამ რამდენიმე დღეში,შეტყობინება მომივიდა კევინისგან ,მამაჩემს ჩემი ნახვა სურდა და ეს სასწრაფო იყო. ალბათ მამამ ,რაიმე ძალიან ცუდი ჩაიდინა ჩემს მოცდენაზე რომ დათანხმნენ,და ნებას მრთავდნენ მენახა ის.როცა კევინტან მივედი ,დაახლოებით ოცი ვამპირი ,მდევდა კუდში რომ რაიმე არ დამეშავებინა,წარმოდგენა შემექმნა რომ კევინი თავისი სიბოროტის გარდა მშიშობითაც გამოირჩეოდა. მამა,მოწესრიგებულ ოთახში ყავდათ გამოკეტილი,მაგრამ რამდენიმე ტონიანი ელექრო შუშის კარი ჰქონდა,რომელზედაც ფეისკონტროლი იყო დაყენებული,შეუძლებელი იყო ის კარი კევინის გარდა ვინმეს გაეღო.მოგვიანებით შევამჩნიე რომ ,ეს ოთახი კი არა მოზრდო კონტეინერი იყო,სადაც ყველა კედელი ,ჭერი ,თუ იატაკი რამდენიმე მეტრის სისქიანი რკინისგან იყო შექმნილი.მამა აქედან ვერასდროს გაიქცეოდა,ვერანაირი არსება ვერ დაამტვრევდა ,ამ რკინის გიგანტს. ჩემს დაბახვაზე მამას წამით თვალები გაუნათდა,ჩემთან მოვიდა და გაუბედავად გადამეხვია,როგორ მომინდა რომ მის მკლავებში თავი ჩამერგო და მეტირა,მაგრამ ამით მას გადარჩენის ოლო იმედსაც გადავუწურავდი. მამა თვალებით ანიშნა ვავიჩებს რომ იქედან გასულიყვნენ.მალე მე და მამა ჩაკეტილები აღმოვჩნდით იმ რკინის კონტეინერში. -დილან კარგად მომისმინე!-სახეზე ხელები მომკიდა და თვალებში ჩამხედა მამამ. „-მაგ ენერგიის წყაროს ,ვერავინ ვერასდროს მოძებნის ჩემი ოჯახის წევრის,გარდა რადგან ასეა ნაწინასწარმეტყველები,თუ შენ მას იპოვი და კევინს გადასცემ ,მთელი კაცობრიობა დაიღუპება,მათ შორის ჩვენ სამიც.ასე რომ ,მოიტყუე ბობი წაიყვანე და უთხარი რომ მისი დახმარება გჭირდება,და აქედან გაიქეცით როგორც კი საშუალება მოგეცემათ!“-გონებრივად მესაუბრებოდა მამაჩემი. -არა მამა წამოვიყვირე მე,შენ აქ ვერ დაგტოვებ!-ჩურჩულით მაგრამ გაცოფებულმა წარმოვთქვი . -„არ გააკეთო ეს ყველა ადამიანი მონად იქცევა,მერე კი საერთოდ განადგურდება.“-მეუბნებოდა მამაჩემი. -ფეხებზე ! რომელ ადამიანზე ამბობ? ანდრეაზე? შენი აზრით რისი ღირსები არიან?-ახლა უკვე მთელი ბოჭმა მომადგა და გადმონთხევა მომინდა. -„ანდრეა,და რიჩარდი შთაგონების ქვეშ იყვნენ,ვავიჩები ჩვენზე ძლიერები არიან,ასე რომ მათი იძულება შეეძლოთ.ისე ანდრეა სულაც არ ყოფილა ამინა და არც რიჩარდის შვილი.“ -მე არ მჯერა მაგის,მამა შენ მან გიღალატა! სულ არ მაინტერესებს ვინ იყო ანდრეა. -„დილან,რიჩარდიც მოკლეს,ის არაფერ შუაში ყოფილა! ანდრეა კი არ არის მისი ქალიშვილი,მისმა ქალიშვილმა დედის გარდაცვალების შემდეგ გაიგო ყველაფერი მამამისის შესახებ და თავი მოიკლა.რიჩარს კი შთააგონეს რომ ის გოგო მისი შვილი იყო.“-აზრობრივი გზით მიხსნიდა მამაჩემი,თან მეგობართან ერთად შვილებსაც და დედასაც იხსენებდა,ზურგი მაქცია და უკან შეტრიალდა ცრემლები რომ მოეწმინდა.-დილან არ მინდა რომ დაგკარგო“ -კარგი ! მე რაღაცას მოვიფიქრებ,ამაგრამ შენ აქ არ დაგტოვებ მამა! -ჩავუჩურჩულე ყურში და კარებზე ზარი დავრეკე რომ იქედან წამოვსულიყავი. მამაჩემს ჩემთან საუბარი უნდოდა ,მაგრამ ვიცოდი რომ იგივეს მეტყოდა,მაგრამ მე დასაკარგი არაფერი მქონდა მათ გარდა და ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავკარგავდი მათ.კევინთან მივედი და ვუთხარი რომ დამხმარე ძალა მჭირდებოდა. -რათქმაუნდა! შეგიძლია ნებისმიერი ჩემი ქვეშემდომი წაიყვანო.-გაუცებულმა მითხრა. -მე მათ არ ვენდობი,და არც შენ გირჩევ!-მკვახედ მივუგე. -ჰმ,საინტერესოა! აბა რა გენიალური აზრი გაქვს? -ჩემი ძმა მინდა ,რომ დამეხმაროს რამდენიმე დეტალი მისგან უნდა გავიგო. -არ მომწონს ეგ იდეა. -მაშინ ენერგიის წყაროს ვერ ვიპოვნი. -მაშინ სამივე დაიხოცებით!-გემრიელად ჩაიცინა. -მან რაღაცეები იცის,და მისი დახმარება მჭირდება ,თუ გინდა რომ წყარო მალე მოვძებნო მაშინ უნდა გაანთავისუფლო,ისედაც შენი მთელი არმია გვითვალთვალებს,რა გინდა მეტი?-მკვეხეთ გამოვუცერი. -მე უფრო სანდო ადამიანი მყავს შენთვის!-ეშმაკური ღიმილი გადაეკრა სახეზე.-გამოიყვანთ! გვერდითა კოლიდორიდან ანდრეა გამოიყვანეს.ზიზღისგან ცხვირი ავიბზუე,მაგრამ რაღაც ვიგრძენი არც ლტოლვას ჰგავდა,არც სიყვარულს,არც სისხლის წყურვილს,არაფერს სხვას ცოტა მეცოდებოდა კიდეთ. -აბა საყვარელო! თუ გინდა რომ შენი შეშლილი შეყვარებული გავანთავისუფლოთ,კიდევ ერთი დავალება უნდა შეგვისრყლო.-ხელი მკერდზე ჩამოუსვა. -მეტი რაღა უნდა გამაკეთებინო?-მჯვახეთ და სიძულვილით სავსებ ახედა ლუისს. -შენს ძველ მეგობარს უნდა დაეხმარო,წინაზე ხომ კარგად გაერთეთ? ხომ ხედავთ თქვენთვის ვზრუნავ.-ისევ ისეთივე ცინიკური სიცილით აგრძელებდა ლუისი. გვერდით კი კევინი უყურებდა ამ ყველაფერს დიდი ინტერესითა და ხალისით. ანდრეამმე გამომხედა ,გაბრაზებული სახე დაუღონდა თვალი ვერ გამისწორა და იმ წამსვე ქვემოთ დაიხედა. ალბათ უარს ვიტყოდი ,მის დახმარებაზე,რომ არა ის უცნაური გრძნობა რაც მის მიმართ დამეუფლა,მე ის არ მიყვარდა მაგრამ არც მძულდა,არც მიზიდავდა მაგრამ არც ზიზღს იწვევდა ჩემში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.