შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dark side of Blood.2 (სისხლიანი გზა)


31-01-2016, 11:54
ავტორი Soow
ნანახია 2 064

მეორე დილით ,ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო,მსახურებთან ურთიერთობას ვერიდებოდი ,ამიტომ სალაშქრო პიკაპში ველოდებოდი ანდრეას,თავშესაფრიდან ვეფხის ბოკვერი ,რომ წამოგვეყვანა.გზა თავშესაფრამდე ძალიან გრძელი იყო,დაახლოებით სამი საათის სავალი,რომ წარმოვიდგენდი რომ სამი საათი ანდრეა ჩემს განკარგულებაში იქნებოდა,მკვდარ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა.
-დილან !მე მზად ვარ!-პიკაპის ფანჯარაზე მომიკაკუნა ანდრეამ.
-ჩაჯექი,რა მოგაქვს ჩანთით?
-ჩემი საჭმელი ,შენი კი მე ვიქნები!
-გეყოფა სულელური ხუმრობები-გულზე მძაფრად მომედო ეს სიტყვები.
-რატო?არ გინდა რომ დამაგემოვნო?-ჯიბიდან ბატარა ბასრი ჯაყვა ამოიღო და მკერდის ზედა ნაწილი გაისერა.
-რას აკეთებ გაგიჟდი?-უკვე სიბრაზისგან ვბღაოდი.
-რატომ არ გინდა რომ უბრალოდ გასინჯო? მე წინააღმდეგი არ ვარ.-ისევ თავისას იმეორებდა.თითი ჭრილობას აუსვა და ჩემსკენ წამოიღო.
-რა ჯანდაბა დაგემართა?-მანქანიდან გადავხტი.
-რა გულის ამაჩუყებელი სცენაა!-მომესმა უკნიდან ხმა.
-კევინ?-გაოგნება სახეზე მეწერებოდა,მიხვხდი რომ ანდრეა შთაგონების ქვეშ იყო,თვითონაც არ იცოდა რას აკეთებდა.
-ალბათ,არ მელოდი!მაგრამ მე ვერავინ დამემალება,გგონია რაც გააკეთე იმის შემდეგ ამას გაპატიებ?
-მე არაფერი გამიკეთებია.-კბილებში გამოვცერი.
-ხო მაგრამ რამდენიმე წამიც და გააკეთებდი!-ჩვენს საკუთრებას გაგვინადგურებდი,რაც სიკვდილით ისჯება.
-მე მის მოკვლას არ ვაპირებდი,და ჯერ საიდან უნდა მცოდნოდა ვინ იყო? შენი საკუთრება თუ იყო ღამე კლუბში შენს გარეშე რა უნდოდა?
-ლაწირაკო ბევრს ლაპარაკობ,შენი მამიკო აქ არ არის და ვერ დაგიცავს.-ირონიულად მიწვევდა კევინი,ვიცოდი რომ ჩემიგანრისხებით ის გაიმარჯვებდა ,რადგან ზუსტად ჩემნაირებს იღებდა მის კლანში.
-მე სიმართლეს ვამბობ,თქვენი გოგოს მოკვლა არც მიფიქრია .
-გგონია ასე ადვილად დავიჯერებ რომ ადამიანებთან ასე ახლოს ურთიერთობ დამათი სისხლით არ იკვებები?-ისევ ირონიული და აგდებული ტონით განაგრძობდა საუბარს-მაშინ დამიმტკიცე!
-რა გინდა რომ გავაკეთო?-კბილებში გამოვცარი და ვეცადე ანდრეასკენ არ გამეხედა რადგან არ გაეგო ჩემი სისუსტე.
- აი ამ ლამაზ არსებას სისხლი გაუსინჯე,მაგრამ არ მოკლა-ვამპირისთვის ყველაზე რთული დავალება დამაკისრა,შეიძლება სისხლის სუნს და შეხებას აარიდო თავი, მაგრამ მის გემოს ვერც ერთი ვერ ერევა.თუ მე მას ვუკბენდი,სისხლის ბოლო წვეთამდე და სხეულის გაგლეჯვამდე ვერ მოისვენებდა ჩემი ბნელი მხარე.
-რატომ გინდა რომ ეს გავაკეთო?მე თქვენი გგოსთვის არ მიკბენია.
-თუ ამას არ გააკეთებ, ულამაზესი ანდრეა მოკვდება!
-რას გულისხმობ?!-უკვე ეჭვი მეპარებოდა რომ ის მხოლოდ ამით შემოიფარგლა და ბ პლანი არ ექნებოდა.
-ჩიჩის ყვავილის ნექტარი დალია,სისხლისგან თუ არ განთავისუფლდება,ყველა სისხლძარღვი გაუსკდება და მგონი სულ რაღაც ათი წუთი დარჩა.-ანდრეას გავხედე სახეზე უკვე მკვეტრი ალის ფერი გადაკროდა,და თვალის გუგები გადიდებოდა.
-ჯანდაბა!-წამოვიძახე,და ანდრეასთან მივვარდი , რამდენიმე წამიანი დაყოვნების შემდეგ კიდერში ვუკბინე და სისხლის გამოწოვა დავიწყე,ცხოველი მერეოდა,მთლიანად უნდოდა ჩემი ხელიდან სიცოცხლის გამოცლა.მაგრამ მის გემოს არ ვიფიქრდებოდი უბრალოდ ვყლაპავდი და ჩემს გონებას იმის აზრით ვამუშავებდი ,რომ ეს მალე უნდა შემეწყვიტა,ძალიან გამიჭირდა ,ძალიან მაგრამ შევწყვიტე.
-მაკვირვებს შენი შესაძლებლობები! ბრავო! ბიჭუნა ბრავო!-აგდებით დამიკრა ტაში,უჩებ გონება გამინათდა და გამახსენდა რომ ანდრეა ამინა იყო,რასაც ვერ ვიტყოდი კევინზე.მას რომ სცოდნოდა რომ ანდრეა ამინა იყო ,მის სისხლს მე არ დამითმობდა.ამინას სისხლი ძალას გმატებს და მითუმეტეს თუ არ შეიწირე მისი ფიქრების კითხვის საშუალებასაც გაძლევს.
-იმედია ,დამტოვებ და მაგ საკიტხზე აღარ შემაწუხებ-უკვე თავდაჯერებულად ვუბრძანე კევინს რომ წასულიყო,ჩემდა გასაკვირად ისიც დამთანხმდა.მივხვდი რომ სხვა გეგმა ჰქონდა! მის აზზრებს ფარავდა,მეც ვმალავდი ჩემს აზრებს ,არ მინდოდა რომ კევინი რამეს დაეეჭვებინა.ვიცოდი რომ კევინი ამას არ დაჯერდებოდა,მაგრამ ამჯერად მემგონი ჩემი კონტროლის შესამოწმებლად მოვიდა.


******
ანდრეას ჩემის სისხლი დავალევინე რომ ჭრილობა შეხორცებოდა,მოვეხმარე პიკაპში რომ ჩამჯდარიყო და ისევ თავშესაფრისკენ გავაგრძელე გზა,გეგმის შეცვლა არ მაწყობდა,მერე მამაჩემისთვის მომიწევდა ბევრი რამის ახსნა.
ანდრეა უკანა საბარგულზე დავაწვინე,როცა მანქანა დავძარი მისი ფიქრები გავიგონე.
„დილან,ბოდიში რომ ასე მოვიქეცი მე უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა,მან არ უნდა გაიგოს რომ ამინა ვარ,შენც სწორედ იმიტომ უნდიხარ რომ,მათ მოთმინებდა და თვითკონტროლი არ ყოფნით ამინების შესაქმნელად,შენ კი სულ სხვა პრინციპით ცხოვრობ.
მაპატიე რომ გატყუებდი ჩემზე შთაგონება არ მოქმედებს,ო ჯანდაბა ეს არ უნდა გამეფიქრა რა სულელი ვარ“
-მოიცადე,შენზე არც ცემმა შთაგონებამ არ იმოქმედა?-ხმამაღლა წამოვიძახე გაოგნებისგან.
-არა!უბრალოდ მოვიქეცი ისე როგორც მინდოდა და შენი არ შემეშინდა.-მორცხვი სიცილით გამომიტყდა ანდრეა.
-გაბედული და მამაცი ყოფილხარ,მომაკვდავის თაობაზე.-ჩავიცინე და ხაზი გავუსვი მის სისუსტეს.
-და ვინ გითხრა რომ ამინები მოკვდავებივართ?-ეშმაკურად ჩამეძია ანდრეამ.
-მოიცა,აბა როგორ?
-ჩვენი პარტნიორის ,სულ ერთია ვინ იქნება ადამიანი,ვამპირი თუ მაქცია ,სანამ ჩვენი პარტნიორი ცოცხალია მაშინ ჩვენც ახალგაზრდები და ასეთივე ლამაზები ვართ,როცა ის ამ ქვეყანას დატოვებს ჩვენც ასეთივე ლამაზები და მომხიბლელები ვკვდებით.-კეკლუცური ნაამბობი ,სევდიანი ამოხვნეშით დაამთავრა.
-აჰა ესეიგი სანამ მე არ მოვკვდები შენ ჩემ გვერდით იქნები?და იქნებ ჩვენ დავშორდეთ ამის შემდეგ,და მე მოვკვდე?
-შენ გგონია ამის ზალა გეყოფა? იცი ამინები ყველაზე ძლიერები ვართ!-მეტიჩრობდა ანდრეა.
-რატომ ვითომ?-სიცილით ჩავაცივდი.
-იცი თავი თუ შეგაყვარე,მერე ვერსად ვერ წამიხვალ!-ეშმაკური ღიმილით მატყვევებდა,და უფრო და უფრო მეტ სურვილს მიძენდა რომ მანქანა გამეცერებინა და ამჯერად მისი მართვა დამეწყო.








***********
-გააჩერე დილან ეს არის.-მოუთმენლად ცქმუტავდა ანდრეა.-როგორ მაინტერესებს ნეტა როგორი იქნება?
-პატარა და სუნიანი-საერტო წარმოდგენა შევუქმენი , ვეფხვის ნაშიერზე.
-რატომ სუნიანი?
-ყველა ცხოველს ვამპირისთვის საზარელი სუნი სდის-ავუხსენი მე.
-და მე?
-შენ ცხოველი ხარ?-ირონიულად გავუღიმე და ხელი შემოვხვიე და ისე გავაგრძელეთ ფეხით გზა.
-არა,უბრალოდ მაინტერესებს,შენთვის მე როგორი ვარ?
-ამაზე მერე ვილაპარაკოთ!ისე მინდა იცოდე რომ საოცარი ხარ!
მორცხვად გაეღიმა და თავშესაფარში შესასვლელ კარზე ზარი დარეკა.დიდი ხანი ველოდით დაწესებულების თანამშრომლებს ,მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთში ,კიდევ ერთი მანქანა გაჩერდა ჩვენს წინ და იქედან შუახნის კაცი გადმოვიდა.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-ჩვენ რიჩარდ სპარკის შეკვეთაზე ვართ მოსული,პატარა ვეფხვზე.-ღიმილიანად აუხსნა ანდრეამ.
-ო,რა თქვა უნდა ,ზალიან საყვარელია,იმედია კარგ ხელში ვტოვებ,საწყალი დედამ მიატოვა.
-დარწმუნებული იყავით რომ კარგ ხელში იქნება.
დიდხანს ლაპარაკობდნენ ვეფხვებზე და ზოგადად ცხოველებზე,ანდრეას პატარა მხეცი ხელში ეკავა ჩახუტებული,რამდენიმეჯერმე ვთხოვე რომ გალიაში შეესვა ,მაგრამ არ დამიჯერა,და რამდენიმე ნაკაწრიც დაიმსახურა.
********
უკანა გზაზე მომავალს ,საზარელი წინათგრძობა ჩამესახა,კევინი მარტო არ წამოვიდოდა ჩემს გამოსაცდელად,ზედმეტად უყვარდა მისი თავი,თანაც იმასაც ვერ ვხვდებოდი მართლა ვერ მიხვდა რომ ანდრეა ამინა იყო?ბევრი ეჭვები გამიჩნდა,მისი აზრები დაფარული იყო,შეიძლება იქ სადმე ახლოს ვავიჩებიც იყვნენ და მის გონებას ბინდავდნენ,რომ მე ვერაფერი გამეგო.
სად შეიძლებოდა რომ ის ანდრეას შეხვედროდა? ბევრი კითხვა მაწუხბდა ,მთელი გზა მათზე პასუხის გაცემას ვცდილობდი.
უცებ გონება გამინათდა და წამოვიზახე.“მამა“
-რა მოხდა?-გაოგნდა ანდრეა.
-ანდრეა,მამაჩემი კევინს მამაჩემის ტყვედ ჩაგდება უნდოდა,-გინება განათებული სასოწარკვეთილებაში ვბღაოდი.
-რა საქმე აქვს ,მამაშენთან? დამშვიდდი ის მას არაფერს დაუშავებს,მას არც კი უხსენებია ის ჩემთან საუბარში.
-დაწვრილებით მომიყევი რა გესაუბრა.
-მითხრა რომ რაღაცის წყაროს ეძებდა და მე უნდა დავხმარებოდი,არ უნდა მეყვირა და ყველაფერი უნდა მეღონა რომ ჩემი სისხლი დაგელია.-მოლედ ამიხსნა ანდრეამ.
-ჯანდაბა,ასეც ვიცოდი!როგორ გავბრიყვდი,ზუსტად არ იცი რა წყარო ახსენა?
-არა ! არ მახსოვს.
-ანდრეა მტელი ჩემი ოჯახი დიდ საფრთხეშია,მგონი ის გოგო უბრალოდ მიზეზი იყო რომ კონფლიქტი გამოეწვია.
-რა წყაროზეა საუბარი?
-ამის ახსნა რთულია,ეს ენერგიის წყაროა რომლითაც შანსი გაქვს რომ ყველაზე განვიტარებულ არსებად გადაიქცე.პირველი რომელმას ეს წყარო აღმოაჩინა ,ჩვენი პირდაპირი ნათესავი იყო.მიხვდა რომ ის ყველაფერს გაანადგურებდა,თუ ცუდ ხელში აღმოჩნდებოდა,საიმედო ადგილას გადამალა და რაღაც მინიშნებეი დაუტოვა მამაჩემს.
-კევინი იმ ენერგიის წყაროს ეძებს?
-ასე ვფიქრობ.
უკნიდან შავი ჯიპი შევნიშნე ,რომელიც ჩვენ მოგვყვემოდა,სიჩქარეს მოუმატა და უკანა ბამპერზე მომარტყა,სიბნელეში გავარჩიე,გამოსახულება ჩემთვის აქამდე უცნობი იყო,მაგრამ ვამპირის სუნს კარგად ვგრძნობდი.სიჩქარეს მოვუმატე,გადავწყვიტე რომ სადმე გადამეხვია,და მანქანა კუდიდან ჩამომეშორებინა.პატარა ბნელ მოსახვევში მოვუხვიე და გზა განვაგრძე,ჯიპი ისევ მე მომყვებოდა,გაზს ისევ დავაჭირე და სიჩქარეს მოვუმატე,ვერ ვხვდებოდი მითვალთვალებდა თუ ჩემი დაჭერა უნდოდა,პირდაპირ დიდ მაგისტრალი გამოჩნდა ,და შვებით ამოვისუნთქე,მეგონა სიჩქარეს მოვუმატებდი,და მანქანებს გავერეოდი,მაგრამ მაგისტრალზე კიდევ სამი მანქანა ამედევნა.ჩემს პიკაპზე ბევრად სწრაფი მანქანები იყვნენ,მივხვდი რომ ჩემი მანქანით ვერაფერს გავხვდებოდი,და ვცადე რომ გამეჩერებინა,მაგრამ სანამ დავნებდებოდი,სამივე მანქანა შემოასკდა ჩემსას.
მანქანიდან გადმოვედი,და ვცდილობდი ამომეკითხა მათი აზრები,სამივე მანქანიდან სამ,სამი ვამპირი გადმოვიდა, გოტებივით იყვნენ ჩაცმულნი,თითებს,მაჯებსა და ყელს სიმბოლისტიკური აქსესუარები „უმშვენებდათ“.ყველა განსვავებული იყო ,მაგრამ ერთი მათგანი სიმაღლითა და აქსესუარების რაოდენობით გამოირჩეოდა.ჩემსკენ წამოვიდა ,მერე ანდრეას გახედა რომელიც შეშინებული იყურებოდა საქარე მინიდან.
-ძალიან მეცინება როცა ,ასეთ ყალბ სიყვარულს ვხედავ.მისი ოჯახი ბედის ანაბარა მიატოვა,თითონ კი ვითომ ამ არსებას იცავს !-აგდებული,ღიმილით მელაპარაკებოდა თან ანდრეას თვალი ჩაუკრა.
-რა მოუვიდა ჩემს ოჯახს?-კბილებში გამოვუცერი.
-გააჩნია ვისზე მეკითხები?-ჩაიცინა და მის გრძელ შავ ფრჩხილებს დახედა.
-რა მოუვიდათ?-ახლა უკვე ვიღრინებოდი ბრაზისაგან.
-ანჯელა არა?ხო ანჯელა მშვენიერი ქალბატონი კიდევ ორ უმშვენიერეს გოგონასთან ერთად,ძალიან მამაცები არმოჩნდნენ,პრეზიდენტი რომ ვიყო სიმამაცის ორდერს გადავცემდი,მაგრამ ვშიშობ შემთვის მომიწევდა მათი გადმოცემა.
-რა უქენით?-უკვე ვყვიროდი და აშკარა თავდასხმაზე გადავდიოდი,ორმა მათგანმა შემაჩერა და შემბოჭა.
-შენი კიდევ ერთი ძმა ,ნოა! მას ნამდვილად უზარმაზარი ორდერი ეკუთვნის ,მაგრამ ყველაზე დიდი მაინც იმ თქვენ ადამიანის ნაშიერს-აღფრთოვანებით მიყურებდა-ნატალია,მისი გარდაქმნა მინოდა,მაგრამ იმდენად იყო შეყვარებული შენს მშიშარა ძამიკოზე,ვამპირიზმი მასში შურის ძიების წყურვილს გააღვიძებდა.
-მოკალით? თქვი რა უქენით?-ბოლო ხმაზე ვუბღაოდი,მაგრამ მის ცინიკურ მონათხრობებს,ვერ ავუდიოდი.
-მე არა! ბედმა,და მათმა სიმამაცემ მოკლეს, ვისაც ეს ორი რამ არ ემტერებოდა,გადარჩნენ-ხელი აწია და უკნიდან ვირაცას უხმო.
მანქანიდან ჩემი ძმა ბობი გადმოვიდა,შეშინებული სჩანდა,მწყურვალი იყო,უპეები ჩაშავებოდა და კანი სუმ მთლად გამჭირვალე ჰქონდა,ტუჩებზე კი მოლურჯო ფერი გადაკვროდა,მისი ქერა ხუჭუჭები სისხლით იყო დანამული,ხელებზე,დაგლეჯილ ტანსაცმელზე და შიშველ ფეზებზე ყველგან სისხლი ეცხო.
-ბობი? რამოხა?-სიმწრისაგან ჩურჩულით წარმოვთქვი.
-დილან,მათ უნდა დაეხმარო ენერგიის წყაროს მოძებნაში,ძალიან გთოვ მამასაც მოგვიკლავენ,დილან!ყველამ მოგვატყუა,რიჩარდიც მათ მხარეზეა.-მევედრებოდა ბობი.
-რიჩარდი?-გაოცებისგან აღმომხდა,მერე ანდრეას გავხედე მანქანიდან გადმოსულიყო და თამამად იდგა ჩემს უკან,სახეზე ცინიკური რიმილი გადაკვროდა.-ოღონდ ეგ არა!
-რა იყო! არ ელოდებოდი?-ჩემს უკან მდგომი ანდრეა ჩემს წინ მდგომ ,მაღალ დემონთან მივიდა და თან მე მიყურებდა,ცინიკური ღიმილით,რომელიც იმაზე მეტ ტკივილს მაყენებდა ,ვიდრე ჩემი ოჯახის წევრების სიკვდილი.



№1  offline წევრი LoNdA DM

ვააუ ამას ნამდვილად არ ველოდებოდი მომწონს და ველოდები შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი parker

აუ ძალიან მაგარია დამაინტრიგებელი და რაღაც ახალი.მომეწონა რომ ანდრეა ბელლა სვონივით არ გამოაჩინე თუმცა მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მოკლედ და კონკრეტულად ძალიან მაგარია და გული დამწყდა დილანის ოჯახზე რაღაც მართლა ძალიან ოჯახურები იყვნენ ვამპირების თაობაზე და არც კალენებივით მოსაწყენები ძალიან გამიგრძელდა თუმცა სათქმელი ვთქვი

 


№3  offline წევრი Soow

ძალიან ძალიან დიდი მადლობა !!!!! ჩემი კომპენსაციაც მუზაც და ყველაფერიც.
შემდეგ თავს ხვალ დავდებ ,ან დღეს ღამე.

 


№4 სტუმარი Nino

Ai amas namdvilad ver carmovidgendi, aseti saintereso istoria jer ar camikitxavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent