შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებს ბინდი მეფარება (1)


2-02-2016, 00:12
ავტორი just smile
ნანახია 1 645

მოკლედ, ისევ ისეა ყველაფერი , როგორც ყოველ დღე , არაფერი უჩვეულო . ვიღვიძებ , რა თქმა უნდა , ისევ და ისევ ხმაურში, რატომღაც ჩემი უფროსი ძმა ფიქრობს , რომ თუ მუსიკის თანხლებით არ გავიღვიძე ცუდ ხასიათზე დავდგები ... რათქმაუნდა , მართალია (როგორც ყოველთვის) . დღესაც კარგ ხასიათზე გავიღვიძე , თუმცა აი ისიც , დგას და მიყურებს ყურებამდე გაღიმებული :
-ღმერთო , ნინი ოდესმე ისწავლი ნორმალურად ძილს ?! ისევ მეშინია შენი , როცა გძინავს გოგო (იცინის და უკვე ნერვებს მიშლის , აშკარად შეატყო , რომ გავღიზიანდი და „დასტოინი“ როჟა დაიკავა და მითხრა გამაფრთხილებელი ტონით.) ნინი იცი რა? ბალიშზე უნდა დადო თავი და არა ფეხები , მინდა გაცნობო ეს მეტად საინტერესო ახალი ინფორმაცია შენთვის. თუმცა ვატყობ არანაირ შედეგს არ გამოიტანს ჩემი ეს მცდელობა გასწავლო ძილი. ოღონდ შენ განახა შენი თავი ისეთი ... ისეთი... ისეთი ... ღმერთო, სიტყვებს ვერ პოვულობ ისეთი სასაცილო ხარ ხოლმე ( ვეღარ იკავებს სიცილს, უკვე სახიფათოდ გავბრაზდი , რადგან ვიცოდი მართალს ამბობდა , სამწუხაროდ. საქმე იმაშია რომ არასდროს მიდევს თავი ბალიშზე და ... მმ, ასე რომ ვთქვათ , არა სიმეტრიულ მდგომარეობაში მძინავს, უფრო ადვილად აღსაქმელად რომ ვთქვა , ნინძასავით, ემბრიონის პოზაში, ვერ გამირკვევია სულ მოკუნტული რატომ ვწევარ ხოლმე და ვერაფერს ვპასუხობ ჩემს ძმას , როდესაც მეკითხება ერთი და იმავეს ყოველ დილით, მხოლოდ იმის თქმას ვახერხებ რომ...)
- ლუკა იცი რა? მერამდენეჯერ უნდა გითხრა , რობოტი კი არ ვარ , როცა მძინავს თავს ვერ ვაკონტროლებ და ვერ ვარკვევ როგორ მძინავს ხოლმე ... ნეტავ შენ ჩემზე უკეთესი იყო (და აი ისიც , ნოკაუტი ... მინდა გითხრათ რომ ლუკა ჩემზე უარესია ზემოთ ხსენებულ საკითხში , თან ჯიბის დანაც მუდამ თავ ქვეშ უდევს და მისი გაღვიძება ... ჰმ , საკმაოდ გამბედავ და მამაც ადამიანებს ძალუძს. მაგალითად მე. მხოლოდ მე ვაგრძნობინებ ხოლმე გაღვიძებისას რომ ყველაფერი კარგადაა და არ სჭირდება დანის გამოთრევა და ყელის გამოღადრა... მე ხომ მისი ერთადერთი და ვარ...)
-არ შეგიძლია სამაგიერო რომ არ გადამიხადო ხომ?!
- ნწ.შენ არ შეგიძლია ყოველ დილით არ წამომაყვედრო რომ ნინძასავით მძინავს? გაეთრიე შენს ოთახში (ვუთხარი და ტრადიციისამებრ ცალი წარბი ზემოთ ავწიე და მხოლოდ ახლა ვნახე როგორ უცნაურად გადაეჭდო ლუკას ხელები , ერთი შეხედვით არაფერი , მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებოდით მიხვდებოდით , რომ აშკარად რაღაცას მალავდა , ჩემმა მახვილმა თვალმაც შეამჩნია ეს თუმცა არ შევიმჩნიე, ასე ჯობდა . ლუკა ადგილიდან არ იძვროდა , მუსიკა ისევ მაღალ ხმაზე ისმოდა და აყრუებდა სახლის სამივე სართულს. სასწრაფოდ დემონსტრაციულად ავდექი და არც მიმიხედავს უკან იმის ნიშნად რომ მშვიდად ვარ და ვერც კი შემინიშნავს რომ რაღაც კარგი არ ჰქონდა ჩაფიქრებული , სარკესთან მივედი და კაქტუსის მორწყვას შევუდექი , თან ლუკასკენ ვაპარებ თვალს, ბოთლზე მჭიდროდ ჩამეჭიდა თითები , ველოდებოდი და აი ისიც, დაიწყო ნელ-ნელა ჩემკენ წამოსვლა...)
-ნინჩოოოოო გოგო რა მინდოდა მეთქვა ( როგორ ვერ ვიტან ასე რომ მიძახის, ეს მანაც იცის, ზუსტად ამიტომაც მიძახის ასე) მოკლედ, გოგო დედამ მითხრა... (ნელ-ნელა ხმას უმატებს , ვხდები რომ სიტუაცია კონსენსუს (პიკს) აღწევს , თუმცა ვერ ვასწრებ შემოტრიალებას და აი....) ... როდის უნდა გაიზარდოთოოოოოოოოო (იყვირა ბოლო ხმაზე და ვიგრძენი როგორ ჩაუყვა ხერხემალს ცივი წყალი, არც მე დავიბენი და პირდაპირ სახეში შევასხი წყალი... მისი რეაქცია, უნდა გენახათ, არვიცი ვერ ამოვიკითხე მის სახეზე გაკვირვება , გაოცება , გაბრაზება, სილაღე... ყველაფერმა ერთად გადაირბინა... და ბოლოს ჩემი საყვარელი სიცილიიიი. )
_ერთხელ მაინც შემარჩინე ამხელა კაცს ეშმაკობა (იცინის და ხელში აყვანილი მატრიალებს შუა ოთახში )
- შენ სულ ხომ იმას მეუბნები რომ არავის არაფერი არ უნდა შევარჩინო და ყველამ უნდა მიიღოს საზღაური თავისი საქციელისთვის თუ საქმე რაიმე განსაკუთრებულს არ ეხება? ჰოდა მეც შენს სიტყვებს მივყვები (ისევ წარბის გაუაზრებელი მოძრაობა... მალე მთელი ოთახი სიცილმა მოიცვა. და უცებ დედა შემოდის ორი დიდი ჭიქით ხელში. ორივე გავჩუმდით წამიერად და ორივებ დავიყვირეთ ერთდროულად)
-დედააააააააა, ოღოდ ეს არააააააა , ეს ის არ .... (და უკვე გვიანი იყო , მე და ჩემი ძვირფასი ძმა თავიდან ფეხებამდე სველი ვიყავით , დედამ ისევ სამაგიერო გადაგვიხადა , მისი კისკისი მთელ სახლს ამხიარულებდა და აცოცხლებდა, უცებ მამიკოც შემოდის და გვიყურებს, ცდილობს გაკვირვებულის სახე დაიკავოს თუმცა უკვე აღარ უკვრის ასეთი ამბები , რომელის უმეტეს შემთხვევაში მისი და დედას დაწყებულია ხოლმე :დ ლუკას შევუშვი ხელი და დედასთან მივედი მაგრად ჩავეხუტე და ისიც დავასველე... აბა როგორ )
- დე, გეკადრება ახლა შენ ეს? მე ხომ სამსახურში მივდივარ? ( ისევ მისი მელოდიური კისკისი)
-თამუნია ამუნია , მეკადრება დე აბა არ მეკადრება? (მეც ვუცინი და ახლა სამიზნედ მამიკო ავირჩიე)
- მა ხოიცი როგორ მიყვარხარ ...( მამიკო აღარც ცდილობს გაქცევას, იცის რომ აზრი არ აქვს)
-მოდი მამას სიხარული , მამას იმედი და ანგელოზი (მამიკო არასდროს იშურებდა ჩემთვის თბილ სიტყვებს, გიუნას (გიორგის) ძალიან ვუყვარდი ამას სულით ხორცამდე ვგრძნობდი და სხვებისთვისაც არ იყო ძნელად შესამჩნევი. მამიკოს მკლავებიდან ვიძახი ...)
-ლუკააააააააააააააა, ბიჭო დედა მაგას არ აკმარო... მიდი შენც ჩაეხუტე , ხოიცი როგორ მაგრად უყვარხარ შე დედას ვირუკელა (ასე ეძახდა ხოლმე თაკო ლუკას , როდესაც შეატყობდა რომ უკვე პატარა ბიჭის ნაცვლად დიდი , ზრდასრული, ჩამოყალიბებული , უსიმპატიურესი , საქმიანი ბიჭი ჰყავდა. მოკლეედ, ლუკამ რათქმაუნდა ჩემი რჩევა სისრულეში მოიყვანა და დედას ძლიერ ეხუტებოდა.)
-დედა შემოგევლოთ თქვენ, ჩემი მერცხლები, ჩემი სიყვარულები, დედას ბიჭები ხართ თქვენ (ჰო , მეც ბიჭად მთვლიდნენ ოჯახში და სამეგობროში. იმიტომ რომ ნაკლებად გამომდიოდა გოგოს როლის თამაში, არ მიყვარს უაზროდ საყიდებზე სიარული , ამას მირჩევნია წიგნების მაღაზიაში ან ბიბლიოთეკაში შევიდე , არ მიყვარს თავის გასულელება, ზედმეტი გაპრანჭვა და ტრიალი სარკის წინ, არც ეს „კაკუნია“ ნერვების მომშლელი ფეხსაცმელები, --სპორტული სტილი და რაშიც თავისუფლად გრძნობ თავს, რად უნდა ამას ზედმეტი რაღაცეები. ჰო მოკლედ კიდევ იმიტომ რომ გოგოებთან ვერ ვამხანაგობ, არაფერი პირადული, უბრალოდ ვერ ვიტან ძალით „ ცვეტში“ მყოფ გოგოებს, რომლებისთვისაც პატიოსნება და სინდისი მეასე ხარისხოვანია, რომლებისთვისაც განათლება მნიშვნელოვანს არაფერს წარმოადგენს... ჩვენს ირგვლივ კი 90% ეგეთია... რას ვიზამთ ყველანაირი ადამიანური ღირებულებები ნელ-ნელა იცვითება და ნადგურდება... და კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს და ამას შიგადაშიგ გაიგებთ. )
-ჰე ბავშვებო ყველას გვაგვიანდება. შხაპი , საუზმე და წავედიით. გაემზადეთ 40 წუთში უნდა ჩავეტიოთ , ვინც ვერ ჩაეტევა ფეხით მოუწევს გასეირნება და დააგვიანებს.(თქვა მამიკომ, თვალი ჩამიკრა და გავიდა ოთახიდან , მას თაკო და ლუკაც გაყვნენ. სწრაფად უნდა მოვემზადოთ. მამა ინჟინერია და თავის ფირმაში უნდა წავიდეს, ლუკაც მამასთან მუშაობს, ალბათ დიდი ფიქრი არ სჭირდება იმას რომ ლუკა „პირველი“ კაცია ფირმაში მამას შემდეგ, მოკლედ ვიცე პრეზიდენტია რა. ისიც მამას გზას გაჰყვა, თუმცა მას არაფერი არ მოუპოვებია უშრომელად. სწავლა დააიწყო საფრანგეთში და დაამთავრა ინგლისსში, იმდენი ქნა რომ იმ დროინდელი ყველაზე მაგარი და ზევით მდგომი თანამშრომელი ზურგს უკან მოიტოვა და დამსახურებრივად მოიპოვა მისი ადგილი ფირმაში. მამაც მუდამ ამაყოფს მისით . დედა ექიმია და სავაადმყოფოში მიდის, მეც დღეს მას მივყვები. ისეთი საინტერესოა მისი საქმიანობა რომ დღესაც მიკვირს როგორ არ ჩავაბარე სამედიცინოზე. ის კარდიოქირურგია ხალხო, კარდიოქირურგი, ხმელეთის ქალღმერთი. ნამდვილად სათაყვანებელი ადამიანია, მოკრძალებული, მუდამ გაწონასწორებული, გულთბილი. კეთილი, უსაყვარლესი, ძალიან განათლებული, მამაცი და რავიცი ყველაფერი რაც კი კარგია ამქვეყნად... მე საერთაშორისო ურთიერთობებს ვსწავლობ ინგლისში. ახლა საზაფხულო დასვენებები გვაქვს და მეც ჩემს მშობლიურ სახლში , საყვარელ ადამიანებთან ერთად ვატარებ დროს.
სასწრაგოდ გადავივლე შხაპი , ჩავიცვი ღია კრემისფერი მოტმასნილი შარვალი, თეთრი ბლუზი , შავი ცოტატი სქელი ძირის კედები და გავვარდი სასტუმრო ოთახში მამა და ლუკა რაღაცაზე უკვე გაცხარებით საუბრობდნენ , თუმცა როგორც კი დამინახეს ეგრევე ღიმილმა გადაფარა მათი საქმიანი სახეები ...
- აბა რომლის ჯერია? ( ვიკითხე და სავარცხელი ლუკას მივუშვირე)
-მოვიტყუო თუ სიმართლე გინდა აუცილებლად? (ამომხედა წამწამების ქვემოდან. იცოდა რომ ეს ჭრიდა და გული მილბებოდა , თუმცა ნწ, აღარ მივცებდი ჩემით მანიპულირების უფლებას.)
- ლუკაჩოოო, ჩემო ვირუკელა , სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. გახსოვდეს ვის ელაპარაკები.
_დიახ, დიახ სამართლის სისხლის ბოლო წვეთამდე დამცავ ქ-ნ ნინო გიორგევნა ბაქრაძეს. ჩვენ ბოდიშით ქალბატონო ნინო. თუ სიმართლე გინდათ მამათქვენის რიგია და მიბრძანდით თუ გული არ დაგწყდებათ ... როგორ უნდა თქვენს პატივცემულ ძმას თქვენი აბრეშუმის თმის დავარცხნა.., (და საცოდავი სახე მიიღო)
- ლუკა , მამიკოს ჯერიაო თქვი შენთვითონ. მაააააააააა..........(მივვარდ ქვევით დავუჯექი და სავარცხელი შევაჩეჩე ხელში. ყველას უყვარდა ჩემი თმები სახლში, წელამდე მწვდებოდა , ისეთი რბილი იყო, თითქოს კარგ ხასიათზე გაყენებდა როდესაც შეეხებოდი... ჰოდა მამიკომაც დაიწყო ჩემს თმებზე ზრუნვა.., ნელ-ნელა , ნაზად და ფაქიზად მვარცხნიდა, გაგიჭირდებოდა გეთქვა რომ მამრობითი სქესის ადამიანი გვარცხნიდა თმებს ასე ნაზად, ეს მხოლოდ მამიკო და ლუკას გამოსდიოდათ. ისინი არიან ჩემი სრულყოფილებები . რომ გეკითხათ როგორი მამაკაცია იდეალურიო მამიკოზე მიგითითებდით, ის მართლაც იდეალურია , რადგან არ მეგულება ადამიანი რომელიც ყოველ დღე თავის ცოლს , მთელი 28 წლის განმავლობაში ყოველ დღე უხსნიდეს სიყვარულს, ისე თბილები იყვნენ მუდამ , მაშინაც კი როცა კამათობენ რაიმეზე. ისინი ნამდვილად არიან ერთმანეთის ნახევრები, ისინი ავსებენ ერთმანეთს . მე მჯერა მათი წყალობით რომ არსებობს სიყვარული , არსებობს ის ჭეშმარიტი სიყვარული და არსებობს ის ადამიანი რომელიც მხოლოდ შენთვისაა შექმნილი... რათქმაუნდა , ასეა. მოკლედ მოვრჩით თმის დავარცხნას და დედაც გვიძახის რომ სასაუზმოდ სამზარეულოში გავიდეთ. თმები დავიკოსე და გავვარდი სამზარეულოში. ისეთი სუნები ტრიალებდა სამზარეულოში... არაჩვეულებრივი. სასიამოვნოდ ვისაუზმეთ , ვისაუბრეთ და დავგეგმეთ ერთმანეთთან შეთანხმებულად დღეც. ვუყურებ მოცინარ , შეხმატკბილებულ. ბედნიერ ოჯახს და სახეზე ღიმილი მეპარება... ეს ბედნიერებაააა, უყურებ შენს ოჯახს და ტკბები ამ ყველაფრით, ისინი იდალურები არიან და ჩემები არიან. უფალო უდიდესი მადლობა შენ ამისთვის.
- ნინი, დღეს არ გავიდეთ სადმე?
- საღამოს გავიდეთ მთელი ოჯახი სადმე, ვივახშმოთ , იქამდე მე ელენე მომაკითხავს და ცოტას გავისეირნებთ, მეგობრებს ვნახავ , რამდენი ხანია არ მინახავს არცერთი, მომკლავენ როცა გაიგებენ ორი დღის ჩამოსული ვარ და ჯერაც არ მინახავს არცერითი(გავიცინე და თვალები ცრემლით ამევსო, ისე მენატრებოდა ეს გადარეული ბავშვები ... აი სიგიჟემდე, რათქმაუნდა თითქმის ყოველ საღამოდ სკაიპში ვიყავით შემძვრალნი ყველა , თუმცა გადატვირთული ჩემი რეჟიმის გამო ამასაც ვერ ვახერხებდი ხოლმე. მოკლედ ძალიან მენატრებიან გიჟუნიები.) ჰა რას იტყვით მა წავიდეთ? (ვკითხე და ლუკა, დედა და მე მას მივაჩერდით, მამა ძალიან გადატვირთული იყო ხოლმე თუმცა რათქმაუნდა ჩვენ თუ რამეს ვთხოვდით თუ რაიმე ძალიან ძალიან ძალიან აუცილებელი არ იყო უარს არასდროს გვეყბნებოდა. )
-წავიდეთ მამი აბა რავქნათ ჩემი თბილი გოგო.( და ლოყაზე მომქაჩა)
- მოკლედ გადაწყვეტილია დეე , მერე არ თქვა მორიგეობა გავუცვალე ნინას , სახლში ეჩქარებოდა და რა მექნა შემეცოდა (ყველამ გავიცინეთ, ნინა თაკოს კარგი მეგობარია, ცოტა ხანში შესულია თუმვა არაჩვეულებრივი პიროვნება და ქირურგია, ოჯახებით ვმეგობრობთ და მირონობაც გვაკავშირებს.) მოკლედ დე არანაირი ნინა დეიდას შეცოდებები დღეს
- კარქი დე კარქი. მივდვიართ დღეს საღამოს. ადგილს მე ვარჩევ და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
- რათქმაუნდა (ვთქვი მხიარულად , დედას ეხერხებოდა ჩვენს შორის ყველაზე მეტად ასეთი საქმეების მოგვარება, რათქმაუნდა რესტორანში სადაც საღამოსვივახშმებდით იქნებოდა მშვიდი, წყნარი გარემო. )
- ჰოდა წავედით ახლა ყველანი გვაგვიანდება.(ავდექით ყველანი, მე დედასთან ჩავჯექი მანქანაში. ტყუილად ორი მანქანით რატომ მივიდოდით, აი ლუკა კი მიჰყვებოდა მამას მაგრამ ხან სად უწევდათ არქიტექტორ ბიჭებს გასვლა და ხან , ასე რომ ორივეს სჭირდებოდა მანქანა. მოკლედ გავედით ყველა სახლიდან და ერთმანეთს წესით და რიგით , სამსახურის შემდგომ , ანუ 7 საათზე უნდა შევხვედროდით სახლში და 8 ზე უკვეე რესტორანში მივდიოდით.



№1 სტუმარი Nino

Ai zalian sainterero da dalagebuli istoria, aseti jer ar camikitxavs, zalian momecona

 


№2 სტუმარი A

Momewona sainteresoa....

 


№3  offline წევრი just smile

Nino
Ai zalian sainterero da dalagebuli istoria, aseti jer ar camikitxavs, zalian momecona


მადლობა. დაელოდე შემდეგ თავს , წინ ბევრი რამ გველოდება. იმედი არ გაგიცრუვდება ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent