შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო მიდის მოგონებები კი გვრჩება 3


18-01-2016, 00:50
ავტორი fantasy
ნანახია 1 588

დღეს რატომღაც ადრე გავიღვიძე,მზიანი დღეა და კარგ ხასიათზე დამაყენა. უცბად გამახსენდა ექიმთან უნდა წავსულიყავი დიღომში, წამოვხტი და შევედი აბაზანაში,ჩავიცვი,ვჭამე და ტემპიანი ნაბიჯებით გავეშურე კლინიკაში.მარშუტკას ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი გავიყინე, როგორც იქნა მოვიდა და ჩავჯექი.უცბად დავინახე,დავინახე და ის იყო ხო აი ის მაშინ ლამაზთვალებიანი ბიჭი. აი ამან გამაოგნა თვალებს ვერ ვუჯერებდი ყურსასმენი მოვიხსენი მუსიკა სულ აღარ მინდოდა და აი სად ამიჩქარდა პულსი , როდესაც ის ჩემ ადგილთან გაჩერდა და გვერძე მომიჯდა. რაღაცნაირად შემომხედა მაგრამ მე ვერ გავბედე მის თვალებისკენ გახედვა არ შემეძლო, ვფიქრობდი და მინდოდა რომ გზა უსასრულო გამხდარიყო და მარშუტკა არასდროს გაჩერებულიყო, ფიქრებში ვიყავი ჩემთვის და შევამჩნიე რომ ჩემი ჩამოსვლის დრო იყო, უნდა მეთქვა გააჩერეთ და მისი ხმაც გავიგონე როგორი ტონით თქვა 'გააჩერეთ' , მისი ხმა რაღაც დამამახსოვრებელი და გასაოცარი იყო.. ჩამოვედი გავიკეთე ყურსასმენები და მუსიკის მოსმენა გავაგრძელე Elliot Moss - "Slip" . შევედი კლინიკაში , ის ბიჭი როგორ რანაირად არ ვიცი ანდა რომელი გზით შესულიყო მაგრამ რომ დავინახე ძალიან გამიხარდა უკვე გავბედე და თვალებშიც შევხედე გამიღიმა, მე როგორც ამაყი გოგო მივედი მასთან რიგში და დამითმო ხელით მიმანიშნა და წინ გამიშვა - მადლობთ , ( თავს ძალა დავატანე და ვთქვი) მგონი აქამდეც შევხვედრივართ ერთმანეთს
- კი, მარშუტკაში (სიცილით თქვა)
-(სიცილი,კბილები, ვაიმე ჰაერი მჭირდება) მეც სიცილით ვუპასუხე.
- აქამდე არ ყოფილხარ აქ თორე აუცილებლად გნახავდი , უკვე 1 თვეა დავდივარ.
- არა, ძალიან მეშინია კბილის ექიმის ბავშვობიდან მაგრამ გავრისკე.
- საშიში არაფერია დამიჯერე.(გამიღიმა) რა ლამაზი ფერის თვალები გაქვს.
- (დავიბენი,ძალიან დავიბენი, ღია ფერის თვალები მაქვს და მაინც რა შენიშნა ჩემ თვალებში, ალბათ ის როგორც ვუყურებ :D) მადლობა,შენც
ჩემი შესვლის დრო დადგა და შევედი, საერთოდ არაფერი არ მახსოვს როგორ ამომიღო კბილი ექიმმა , სულ მასზე ვფიქრობდი, გამოვედი და ის აღარ იყო, წავედი სახლში გაღიმებული სახით პოზიტიურად. მივედი სახლში და დავურეკე გოგოებს ჩემთან ამოსულიყვნენ,ყველაზე მეტად იმაზე დამწყდა გული რომ სახელი არ ვიცი :(
ამოვიდნენ გოგოებიც, ყავა გავუკეთე და დავჯექით.
-რაღაც უნდა გითხრათ (მე)
ლიკამ და გვანცამ ერთმანეთს გადახედეს და ერთდროულად თქვეს
დაიწყე!
-ბიჭი გავიცანი კლინიკაში რომ ვიყავი ჯერ მარშუტკაში შემხვდა შემდეგ რიგი დამითმო კლინიკაში და გამოვილაპარაკეთ. ულამაზესი თვალები და ღიმილი აქვს ეხლაც მასზე ვფიქრობ.(მე)
-არ მჯერა, რა კარგია ძლივს ვიღაცა გამოჩნდა (გვანცა)
-სახელი ? გვარი ? ფბ-ზე დაგიმატა? (ლიკა)
-არა სახელი სულ არ უკითხავს , იმედი მაქვს სადმე შემხვდება .
უცბად ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა დავხედე და სანდრო მირეკავდა, ჩემი ძმაკაცი.
-ხო სანდრო
-რასშვები ან, ჩამოდი გნახავ
-ჯერ არა გოგოები არიან ჩემთან და რომ წავლენ ჩამოვალ
-კარგი.
როცა გოგოები გავაცილე ვნახე სანდროც. სანდროსთან არ მინდოდა იმ ბიჭზე მეთქვა რადგან ვიცი რომ იეჭვიანებდა, ესეთი ტიპია უნდა რომ ჩემ ცხოვრებაში პირველი ადგილი ეკავოს. სანდრო ჩამეხუტა და ჩავეხუტე მეც, მკითხა ვიყავი თუ არა კბილის ექიმთან და მე ისეთი დაბნეული პასუხები გავეცი დამცინა. სულ იმაზე დამცინის რომ დაბნეული ვარ.
-მალე უნდა ავიდე ძალიან ცივა . (მე)
-კარგი რა იყო კვირაში ერთხელ მნახულობ და 2 წუთით ჩერდები ტო? (სანდრო)
-აუ კარგი რა, (ჩავეხუტე, რათქმაუნდა გულს მოვულბობდი ამით :D)
-ხო არ მოწევ?
-კარგი რა სანდრო, ხო იცი არ ვეწევი.
-ხო იცი არც მოგაწევინებ.(სიცილით)
დავიწყეთ უაზროდ სიცილი. მიმაცილა სახლამდე ჩავეხუტე და ავედი სახლში, მე კიდევ იმ ლამაზთვალება ბიჭზე ვფიქრობდი რომლის თვალები და ღიმილი ისევ ჩემ თვალწინ იდგა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent