შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკურნალი ცრემლები 14თავი (დასასრული)


2-02-2016, 03:07
ავტორი ლორელაი
ნანახია 10 377

14
გვიანი გაზაფხული იყო,ჰაერში იასამნის და მაგნოლიის სურნელი ტრიალებდა,ახლად ნაწვიმარ ბათუმს მზის მწველი სხივები ათბობდა.ნიავს ზღვიდან მარილის სუნი მოჰქონდა და ჩემს გაშლილ თმას ედებოდა.
-ფეხით წავიდეთ,აქვეა-მარცხენა ხელი წელზე შემომხვია და გულზე მიმიხუტა ნიკამ
-სად მივდივართ?
-მივალთ და ნახავ-გამიღიმა და თვალები დამიკოცნა,სიამოვნებისგან განაბული მივყვებოდი და თავი ზღაპარში მეგონა.
-პირველად რომ დაგინახე,სუნთქვა შემეკრა-დავიწყე ჩურჩულით-მერე ისე იქცეოდი,ერთდროულად მინდოდი და მაბრაზებდი.რატომ იყავი ასეთი?რატომ მტანჯავდი?
-ჩემი სულელი ბავშვი ხარ-ჩაიცინა და თავზე მაკოცა-სხვანაირად გონს ვერ მოგიყვანდი,ვერც დეპრესიას დააღწევდი თავს და ვერც წარსულს.
-არა,ეს არ ამართლებს შენს საქციელს-უკმაყოფილოდ ჩავიფრუტუნე.
-შემომხედე-ნიკა გაჩერდა და თვალებში ჩამაშტერდა.-გახსოვს წამოსვლამდე რა გითხარი?
-რომ დაბრუნდებოდი და ყველაფერი შეიცვლებოდა-პირველ კლასელივით ჩამოვარაკრაკე.-მაგრამ ვერ გავიგე ეს რა შუაშია?
-შუაში კი არა თავშია-ცხვირზე მაკოცა და განაგრძო-შეგპირდი ჩამოვალთქო,მაგრამ გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო,პირიქით მოხდა,შენ ჩამოხვედი-წარბები შეჭმუხნა და ხმასაც დაეტყო,რომ დაიძაბა-დაგპირდი,რომ ყველაფერი შეიცვლებოდა,ხოდა ასეც იქნება ელენ,დღეიდან ყველაფერი შეიცვლება.
-როგორ?
-შენი ოცნებების ახდენით დავიწყებ,მერე კი ჩვენი საერთო ოცნებებისთვისაც მოვიცლი-გაოგნებული ვუსმენდი,ვერ გამეგო რას მეუბნებოდა,თუმცა გული მიგრძნობდა,რომ რაღაც კარგი უნდა მომხდარიყო.ნიკამ ხელი ჩამკიდა და გზას გავუყევით.
-გახსოვს ბათუმში ჩვენი პირველი შეხვედრა?
-მახსოვს-რა დამავიწყებდა,მით უფრო,რომ ეს ჩვენი პირველი საერთო მოგონება იყო.
-გახსოვს ის ღამე,მესიჯებს რომ გწერდი?-გაეღიმა.
-მახსოვს...
-ის თუ გახსოვს მთელი ღამით,რომ გაქრი?-წარბშეჭმუხნულმა გადმომხედა და მეც თავგზა ამებნა,ისევ ვაჩე გამახსენდა,თუმცა ამ მოგონებას ტკივილი არ მოუტანია.დავმშვიდდი.
-წარსულს დავემშვიდობე.
-მე კი მომავალს მივესალმე,მაშინ მივხვდი,რომ ვერ დაგკარგავდი მიუხედავად იმ სირთულეებისა და რაღაც ფაქტორებისა,მაშინ ბათუმი ჩვენს მომავლად დავსახე-ნიკა ლაპარაკობდა და თან თვალებში მიყურებდა,მერე შეჩერდა.-მე აქ ვაპირებ ცხოვრებას ელენ,აქ ვრჩები.მინდა,რომ შენც ჩემთან იყო.
-კი მაგრამ ნიკა,მე იქ სამსახური მაქვს.
-ჩემთან გინდა?
-ამას როგორ მეკითხები,ყველაფერზე მეტად.-ვუპასუხე ნაწყენმა.
-მაშინ რატომ არ მენდობი,რატომ არ გჯერა ჩემი?
-ნიკა მჯერა,მჯერა რა თქმა უნდა მაგრამ,ასე ერთი ხელის მოსმით ვერ მივატოვებ ყველაფერს.მართალია ის სამსახური დიდად არ მეხატება გულზე,თუმცა ეს ჩემი საქმეა,ჩემი შემოსავალი მაქვს,არავისზე არ ვარ დამოკიდებული.თან უქმად ჯდომა არ შემიძლია.
-ელენე,არავინ გთხოვს ტიპიური დიასახლისი გახდე,არც მუშაობას გიკრძალავ.მე უბრალოდ შენი ოცნებების ასრულებას ვგეგმავ.-ნიკამ თავი ამაწევინა და შუბლზე მაკოცა.-უბრალოდ მენდე.აიღე ტელეფონი,შენს უფროსს დაურეკე და უთხარი, რომ სამსახურიდან მიდიხარ.
-რაა?-დაბნეულმა ვერც გავიაზრე ისე ამოვიღე ტელეფონი და დავრეკე,ნიკა კმაყოფილი სახით მიყურებდა და სანამ მე ვლაპარაკობდი,მზერით მეფერებოდა.მარცხენა ხელი ჩემი ხელისთვის ჩაეჭიდა და გამამხნევებლად მიჭერდა.
-შენ ხარ ჩემი ჭკვიანი-მითხრა,როცა საუბარს მოვრჩი.დაბნეული ვიდექი და თვალებში ვუყრებდი,ნიკას საოცრად თბილი და გამჭოლი მზერა ტანზე ეკალს მაყრიდა და რეალობისგან მწყვეტდა.მე ახლა ჩემს ძველ რუტინას გამოვემშვიდობე და სრულიად თავისუფალი ვიდექი მის წინ და ველოდი,როგორ ამიხდენდა ოცნებებს.-ყველაზე ჭკვიანი გოგო ხარ,ყველაზე ლამაზი და საყვარელი.
-ნუ მელაპარაკები ბავშვივით ნიკა-გაბუტულივით ჩავილაპარაკე.
-ბავშვი ხარ ელენ,დაგავიწყდა შენზე 10წლით უფროსი ვარ-ღიმილიანი სახით მეფერებოდა თმაზე.მერე თმიდან ლოყისკენ გადაინაცვლა,ხელის ზურგით ოდნავ მეხებოდა,მე კი ტანში მცრიდა,ლოყიდან ყბის ძვალს ჩაუყვა,შემდეგ ყელს ჩააყოლა ორი თითი და ყელის ქვეშ,პატარა ჩაღრმავებაზე გაჩერდა,ღრმად ჩაისუნთქა და გაეცინა.შევკრთი,ნაწყენმა ავხედე-აი ამიტომ მიყვარხარ-ფრთხილად დაიხარა და ისეთი ვნებით შემეხო, სადმე ხალხისგან მოშორებული,რომ ვყოფილიყავით აუცილებლად შემოვაწყვეტდი ღილებს პერანგზე.მაგრამ ჩვენ შუა ქალაქში ვიდექით და ეს მაიძულებდა ვნებებისთვის თავი დამეღწია.
-ჩემი პატარა ორქიდეა,ჩემი სუნთქვა.-კოცნა ვნებიანი ჩურჩულით შეცვალა და გულზე მიმიკრა.
-ელენე, რა არის შენი ოცნება-ხელი არ გაუშვია ისე მკითხა.
-შენ-მის ყელთან დავიჩურჩულე და ცრემლი მომერია.
-მე აგიხდი,კიდევ?
-შენ,შენ და შენ.
-სულელო,ჩემს გარდა.
-ერთი ოცნება მქონდა მუდამ-თავი ავწიე და თვალებში შევხედე,იღიმოდა-მინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი,საყვარელი ადამიანის გვერდით ვყოფილიყავი და ის საქმე მეკეთებინა,რაც ბედნიერს გამხდიდა.
-რა საქმე?
-არ გახსოვს?ერთხელ გითხარი,წიგნის მაღაზია მინდოდა სადმე ზღვისპირა ქალაქში...-შევკრთი.
-მერე?-ნიკა ეშმაკურად მიღიმოდა.
-სადაც აუცილებლად იქნებოდა ლიტერატურული კაფე და გემრიელი კრეპი ინგლისურ ჩაისთან ერთად...-უკვე მთლიანად ვკანკალებდი,წინათგრძნობისგან სუნთქვა მეკვრიდა.
-მე კი დაგპირდი,რომ შენს ოცნებებს ავახდენდი.
-ნიკა -აღმომხდა სასოწარკვეთილს.
-ელენე უკან მიიხედე-ხელით მიბიძგა თვალებგაბრწყინებულმა და მეც შიშით მივბრუნდი.მეგონა მომეჩვენა,მეგონა სიზმარში ვიყავი.ჩვენ წიგნის მაღაზიის წინ ვიდექით,მაღაზიის თავზე აბრა ეკიდა და ლურჯი ორქიდეა ეწერა. ვიტრინების წინ,ტროტუარზე კი ულამაზესი ქოთნის ორქიდეები იდგა.
-ნიკა,ნიკა...
-გილოცავ ოცნების ახდენას ელენ-უკნიდან მომეხვია და ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო.-ეს უკვე შენია.
-რაა,არ არსებობს,ნიკა...ეს,ეს ხომ წარმოუდგენელია.-მოულოდნელობისგან დამუნჯებულს უცებ სიხარულმა წამომიარა და აჟიტურებული დავხტოდი.
-ვაიმე რა მაგარია ნიკა,მადლობა,მადლობა ჩემო სიყვარულო-ორივე ხელი ყელზე შემოვხვიე და სიხარულისგან ტირილი ამივარდა,ნიკა კი უბრალოდ იდგა და მეფერებოდა.ვტიროდი ბედნიერებისგან, ვტიროდი სიხარულისგან.იმ წამს მივხვდი,რომ მე მხოლოდ სიხარულით თუ ვიტირებდი.ნიკა ჩემი მეორე კარი იყო,რომელმაც ოცნების სამყაროდან ულამაზეს რეალობაში შემიყვანა.
თავი სიზმარში მეგონა,ყველაფერი ისე იყო,როგორც ვოცნებობდი,ინტერიერიც და ექსტერიერიც ზუსტად ისე მოეწყო,როგორზეც ვოცნებობდი.
-მოგწონს?
-ძალიან, ეს ისაა რაზეც სულ ვოცნებობდი,მაგრამ ეს როგორ გააკეთეე?-ვკითხე,როცა ცოტა დავმშვიდდი და სავარძელში ჩავჯექით.
-ბინა გავყიდე,მანქანაც-თვალები გამიფართოვდა.-ნუ მიყურებს ასე,მე შენთვის სულსაც გავყიდი ელენ.
-მერე რა უნდა ქნა?სად იცხოვრებ?
-ვიცხოვრებთ-შემისწორა-აქ,აქ ვიცხოვრებთ-ადგა და ხელი გამომიწოდა.მეც გავყევი.კაბინეტში შემიყვანა და კუთხეში კიბესთან მივიდა.-მოდი,ამოდი-ჯერ თვითონ ავიდა,მეც ფრთხილი ნაბიჯებით მივყვებოდი.სუნთქვაშეკრული,აღელვებული ვდგავდი ფეხს და მოლოდინისგან მუცელში სიამოვნების ტალღა მივლიდა.
-აქ ვიცხოვრებთ-ერთოთახიან,ძალიან მყუდრო და ლამაზ ბინაში ამოვყავით თავი.ისევ ცრემლები მომერია,ნიკა მიყურებდა და იღიმოდა.
-ამდენზეც არ მიოცნებია.-ორივე ხელი გავშალე და მთელი ძალით ჩავეხუტე-მადლობა,მადლობა ნიკა.
-მადლობას ნუ მიხდი,უბრალოდ მაკოცე-სათქმელი არ დავამთავრებინე,გათამამებულმა თმაში ხელი შევუცურე და ტუჩებზე დავაკვდი.
ალბათ ეს იყო ის ყველაფერი,რისთვისაც ამდენი ხანი ვემზადებოდი,ეს იყო საფასური იმ ტანჯვისა,რომელიც გამოვიარე,ეს იყო სამაგიერო.მოვისვენე,დავმშვიდდი,დავწყნარდი...

ვუყურებდი და არ მჯეროდა,ჩემი ოცნებები ერთი მეორის მიყოლევით ხდებოდა,ჯერ ნიკა ამისრულდა, მერე მაღაზია.ვიჯექი ფოიეში,ვუყურებდი წიგნებისთვის განკუთვნილ თაროებს და გონებაში უკვე ვალაგებდი წიგნებს.ჩვენი ერთად ყოფნა და მაღაზიის ამბავი რა თქმა უნდა ნუცას არ გამოპარვია,უფრო მეტიც,თურმე მან და ბექამ ამაზე თავიდანვე ყველაფერი იცოდნენ.ოთხივე ერთად ვიყავით,ჩვენი ახალი,მყუდრო ბინის აივანზე ვისხედით და ჩემს კრეპებს მივირთმევდით.ნიკას მხარზე მედო თავი და შორს,შენობებს შორის ნაგლეჯად მომზირალ ზღვას ვუყურებდი და აღარ მტკიოდა.განვიკურნე...
ბედნიერი და აღტაცებული ვიყავი ჩემი ცხოვრებით.
-ჩემი ოცნებების ახდენის დროა-მიჩურჩულა ნიკამ და თითზე ულამაზესი ბეჭედი გამიკეთა.არ გამკვირვებია,ეს ხომ უბრალო ფორმალობა იყო,უბრალოდ ლამაზი ბანალურობა,ჩვენს არაბანალურ ისტორიაში.მე უბრალოდ მოვეხვიე.
-ამაზე ოდესმე წიგნს დავწერ-ვუჩურჩულე გულაჩუყებულმა და ყელში ვაკოცე.
-ბევრი არ ატირო მკითხველი იმ ადგილებში ჩემს საქციელებს, რომ აღწერ-გამიცინა და ჩემი აღებული კრეპი მოკბიჩა.


აი ასე,ჩემო ლამაზებო და მომთმენებო,დავამთავრე...ვიცი ამ ისტორიაზე,როგორც არასდროს ისე გაწვალეთ,გალოდინეთ,მაგრამ ვფიქრობ ღირდა.მადლობა,რომ კითხულობდით,რომ განიცდიდით და გტკიოდათ ელენესთან ერთად,მადლობა თბილი კომენტარებისთვის,უარყოფითი აზრისთვისაც,ამით მე ბევრი ვისწავლე,გავიაზრე და გავიზარდე.ცოტა ხნით გემშვიდობებით და იმედი მაქვს არ დაგავიწყდებით.მიყვარხართ,გკოცნით თქვენი,ლორე...



№1  offline წევრი milangirl

ძალიან მომეწონა, კარგი დასასრული იყო. მართალია გვალოდინებდი ხოლმე, მაგრამ მაინც ძალიან დამწყდა გული რომ დამთავრდა. ამ ისტორიამ ნადმვილად გაამართლა ჩემი მოლოდინი. იმედეია დიდხანს არ დაისვენებ მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით.

 


№2  offline მოდერი tsn

მართლაც ძალიან კარგი იყოო ))♥♥

 


№3 სტუმარი Qeti

ეხლა წავიკითხე მთლიანად. მადლობა ძალიან ვისიამოვნე love

 


№4  offline წევრი kora

ლორე, გამახარე ასეთი თბილი და გემიელობა დასასრულით love შენი პოსტის მერე საშინლად დაძაბული ველოდი ყოველ ახალ თავს, მიხარია საბოლოოდ ბედნიერებამ რომ გაიმარჯვა love სწორედ ამ სიყვარულმა და ბედნიერებამ დააძლევინა ელენეს ის ტკივილი და ავადმყოფობა. დიდ განსაცდელს აუცილებლად უნდა მოჰყვეს ფერადი და ლამაზი დღეები და ამ ისტორიით სწორედ ამაში უფრო მეტად დავრწმუნდი love
ელენემ და ნიკამ ერთმანეთით ერთმანეთს აუხდინეს ოცნებები love
შენ ხარ თბილზე თბილი გოგო და მადლობა ამდენი დადებითი ემოციებისთვის, მართალია მათთან ერთად მტკიოდა და განვიცდიდი და ასევე მათთანვე გავიხარე მათი ბედნიერებით love
პ.ს. სიამოვნებით დავჯდებოდი ახლა ზღვისპირას ელეს ბიბლიოთეკაში სასიამოვნო წიგნის თანხლებით და თან დავაგემოვნებდი კრეპს ინგლისურ ჩაისთან ერთად smile
--------------------
kira.G

 


№5  offline მოდერი chica sol

ჩემი თბილი და ტკბილი გოგო ხარ შენ, ლორე.
ყველაზე მერად ის გამოხარდა, რომ ყველა ცოცხალი დარჩა და ჩემი ამდენი ნერვიულობა უსაფუძვლო აღმოჩნდა :დ მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება მიიღე. ნამდვილად არ იქნებოდა სწორი ამდენი ტკივილის შემდეგ ბედნიერება რომ არ მიგენიჭებინა მათთვის.
მიუხედავად შენი მინიშნებებისა, მაინც მჯეროდა რომ კარგად დაასრულებდი, მაგრამ ასეთ საოცარ და სიყვარულით გაჯერებულს ნამდვილად არ ველოდი. ეს საუკეთესო დასასრულია რაც კი ამ ისტორიისთვის შეიძლებოდა დაგეწერა. (სახეზე ახლა გამარჯვებულის ღიმილი დამთამაშებს :დ ვაი რა მეშველება...)
ყოჩაღ!
ისტორია ისეთია სიამოვნებით მივუბრუნდები და გადავიკითხავ თავიდან. მაინც სრულად წაკითხულს საოცარი ხიბლი და მუხტი აქვს.
ჩემო საყვარელი, იმედია რომ დიდხანს არ გვალოდინებ. ვიცი უჯვე დაწყებული გაქვს ახალი ისტორია, თუმცა მე არ გავეკარები მანამდე, სანამ არ დაასრულებ. თავს ასე აღარ გავიმეტებ.
მიყვარხარ მე შენ...❤❤❤❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

kora
ლორე, გამახარე ასეთი თბილი და გემიელობა დასასრულით love შენი პოსტის მერე საშინლად დაძაბული ველოდი ყოველ ახალ თავს, მიხარია საბოლოოდ ბედნიერებამ რომ გაიმარჯვა love სწორედ ამ სიყვარულმა და ბედნიერებამ დააძლევინა ელენეს ის ტკივილი და ავადმყოფობა. დიდ განსაცდელს აუცილებლად უნდა მოჰყვეს ფერადი და ლამაზი დღეები და ამ ისტორიით სწორედ ამაში უფრო მეტად დავრწმუნდი love
ელენემ და ნიკამ ერთმანეთით ერთმანეთს აუხდინეს ოცნებები love
შენ ხარ თბილზე თბილი გოგო და მადლობა ამდენი დადებითი ემოციებისთვის, მართალია მათთან ერთად მტკიოდა და განვიცდიდი და ასევე მათთანვე გავიხარე მათი ბედნიერებით love
პ.ს. სიამოვნებით დავჯდებოდი ახლა ზღვისპირას ელეს ბიბლიოთეკაში სასიამოვნო წიგნის თანხლებით და თან დავაგემოვნებდი კრეპს ინგლისურ ჩაისთან ერთად smile

კორა,შენ ხარ ერთგული და გამგები მკითხველი,რომლის კომენტარებსაც სულმოუთქმელად ველოდი...მადლობა,რომ კითხულობ და განიცდი,მადლობა,რომ გიყვარვარ.მართალი ხარ ტკივილი სიყვარულმა უნდა შეცვალოს,ეს უბრალო კანონზომიერებაა.

მარიამ ზაქარაშვილი
ჩემი თბილი და ტკბილი გოგო ხარ შენ, ლორე.
ყველაზე მერად ის გამოხარდა, რომ ყველა ცოცხალი დარჩა და ჩემი ამდენი ნერვიულობა უსაფუძვლო აღმოჩნდა :დ მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება მიიღე. ნამდვილად არ იქნებოდა სწორი ამდენი ტკივილის შემდეგ ბედნიერება რომ არ მიგენიჭებინა მათთვის.
მიუხედავად შენი მინიშნებებისა, მაინც მჯეროდა რომ კარგად დაასრულებდი, მაგრამ ასეთ საოცარ და სიყვარულით გაჯერებულს ნამდვილად არ ველოდი. ეს საუკეთესო დასასრულია რაც კი ამ ისტორიისთვის შეიძლებოდა დაგეწერა. (სახეზე ახლა გამარჯვებულის ღიმილი დამთამაშებს :დ ვაი რა მეშველება...)
ყოჩაღ!
ისტორია ისეთია სიამოვნებით მივუბრუნდები და გადავიკითხავ თავიდან. მაინც სრულად წაკითხულს საოცარი ხიბლი და მუხტი აქვს.
ჩემო საყვარელი, იმედია რომ დიდხანს არ გვალოდინებ. ვიცი უჯვე დაწყებული გაქვს ახალი ისტორია, თუმცა მე არ გავეკარები მანამდე, სანამ არ დაასრულებ. თავს ასე აღარ გავიმეტებ.
მიყვარხარ მე შენ...❤❤❤❤

მარიამ,ვიცი გული არ მოგითმენს და მაინც წაიკითხავ(ეშმაკურად ვიღიმი)..გადაიკითხე,მართალი ხარ ამას სხვა გემო და ხიბლი აქვს.მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის,მადლობა რომ მოგწონს...რაც შეეხება ახალს,ძალიან არ დავიგვიანებ.

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ელე♥
ახააალ გაღვიიძეებულზე ეს იიყოო საოცრებაა love მეეც მინდა ნიკასნაირიი საოოცრებააა :დ შეენ კიი ჩემიი პირადიი საოოცრებაა ხაარ,ასეეთიი სუპერ ისტორიეეებით დაა გულიით როომელიითაც წერ love მიიყვარხააარ გოგოონიი love

მადლობა ნათ,შენ კი ჩემი გადარეული ხარ...ვიცოდი რომ გულში მოგარტყავდიი დდ მიხარია,რომ მოგწონს.

 


№8  offline წევრი Lana Tomlinson

რაღაც საოცრება იყო!ძალიან კარგზე ძალიან კარგი იყო!გელოდები ახალი ისტორიით.

 


№9  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

S o f i a
ვერ კი წარმოიდგენ რა საოცარი გოგო ხარ! საპცრება ხარ! უსაზღვრო. ❤️ შენი არც ერთი მოთხრობა არასდროს არ დამავიწყდება,განსაკუთრებით ბოლო ორი. ვიცოდი რომ ისე დაასრულებდი,რომ უზომოდ მომეწონებოდა, მაგრამ ეს ბევრად კარგი იყო იმაზე, რაც წარმომედგინა.უზომოდ შემიყვარდა ორივე, უსაყვარლესები არიან.შენ თავს რა დამავიწყებს?! პირიქით, ველოდები ახალ ისტორის და დიდი იმედი მაქვს იმის, რომ როცა იგრძნობ რომ ისტორია ის არის რაც გინდა დაწერ. ძალიან მიყვარს შენი ისტორიების კიხვა და რაც მთავარია მსიამოვნებს. საოცრება ხარ! გელოდებიი.❤️

მადლობა სოფია,მიხარია რომ მე ეს შევძელი...ჩემი ხელწერა გამოვკვეთე და ვიცი რასაც დავწერ ყველა მათგანი ჩემი სულის ნაწილი იქნება.მადლობა,რომ ასეთი თბილი კომენტარებით მანებივრებ.

 


№10 სტუმარი nino k.d...

vaime loree ra kargi iyo. sasiamovno wasakitxi. erti kitxva damrcha isa da simsivneo tu ragaca ro qonda? dzalian kargi iyo. male dagvibrudi raa. shens tavs ra damaviwyebs

 


№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

nino k.d...
vaime loree ra kargi iyo. sasiamovno wasakitxi. erti kitxva damrcha isa da simsivneo tu ragaca ro qonda? dzalian kargi iyo. male dagvibrudi raa. shens tavs ra damaviwyebs

სიმსივნე არ ჰქონია,სიმაგრეები ჰქონდა და ოპერაცია გაიკეთა..მადლობა ნინი

 


№12 სტუმარი Black

Chemi loree<3ratomgac agvianeb ukve:/gana mec gvian shemovdivarwinkkargi da gemrieieli iyo..mnam mnam..chemicxovreba kargi gogoaa*_*velodebi shemdeg tavs aucileblad

 


№13  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

Black
Chemi loree<3ratomgac agvianeb ukve:/gana mec gvian shemovdivarwinkkargi da gemrieieli iyo..mnam mnam..chemicxovreba kargi gogoaa*_*velodebi shemdeg tavs aucileblad

დავამთავრე შავო,მიხარია რომ მოგეწონა

 


№14  offline წევრი მოლურჯო

დევიწყო?! დევიწყებ wink
ხომ უნდა ეტყობოდეს ვინ იწყებს..
პირველ რიგში მგავს ეს გოგო იმიტომ რომ იგივე ოცნება მაქვს მეც ძალიან ძალიან ძალიან მინდა..
იმდენად მინდა კითხვა შევაყვარო ხალხს როგორც მე მიყვარს!
ისტორია კი იყო შესანიშნავი
გაფრთხილებ რომ პირველი ისტორიაა კარგი დასასრულით რომელიც მომეწონა.. love
ეხა არ ვილაპარაკებ შენ როგორ მიყვარხარ.. ეგ ისედაც ნათელია ყველასთვის და მითუმეტეს შენთვის..
ნიკა მგონი ამას კი არა მეც შემიყვარდა.. როგორ მინდა ერთი მისნაირი..
ლორელაი შენ ჩემი დედოფალი ხარ..
დედოფალი რომელიც ყველას და ყველაფერს მირჩევნია
--------------------
მარიამი

 


№15 სტუმარი Black

ლორელაი
Black
Chemi loree<3ratomgac agvianeb ukve:/gana mec gvian shemovdivarwinkkargi da gemrieieli iyo..mnam mnam..chemicxovreba kargi gogoaa*_*velodebi shemdeg tavs aucileblad

დავამთავრე შავო,მიხარია რომ მოგეწონა

tavs kiara istoriaswinkam tavze vpiqrobdi da albat eg davwere:D:D sheni yvela istoria momwons<3

 


№16  offline მოდერი Eleniko13

ხომ მინდოდა ცუდი დასასრული...
და აი შუა კითხვის დროს მივხვდი, რომ ცუდად რომ დასრლებულიყო,
თავსაც მოვიკლავდი .
ნიკამ გამაოცა .
შენ უფრო.
ველოდები ახალ ისტორიას, სუნთქვა შეკრული.
საოცრება ხარ შენ,
იმიტომ რომ სულ მაოცებ.
არ მბეზრდები,
ახლა ავდგები და მეორედ გადავიკითხავ.
მართლა, მართლა.
დამცინეთ თუ გინდათ,
მაგრამ მართლა წავიკითხავ შენს ყველა ისტორიას თავიდან.
კანეც !
ლავიუ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№17  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

უჰ'დედა რა იყო ეს,რა,რა. love
დავიცალე,ავივსე,დავიცალე. love love request
უბრალოდ არ ვიცი,უბრალოდ ყველაფერი ამერია,საერთოდ რა უნდა დამეწერა. love love
იმაზე მაგარი და შთამბეჭდავი იყო,ვიდრე მოველოდი.
განსაკუთრებით,ბოლო დიალოგი მომეწონა.“წიგნი“. ვგიჟდები დასასრულზე,რომელიც არ სრულდება. love request love
შენ ძალიან ნიჭიერი მწერალი ხარ,საოცრად მომეწონა,ვერც ვამბობ ისე,რაღაცნაირი იყო. love request
როგორ ძალიანაც მიყვარხარ შენ,ისევე ძალიან მიყვარს შენი ნაწერებიც.
გელი,ახალი,მსუყე,მაგარი ისტორიით აი იმით მე რომ მინდაა. მე რომ ვიცი. love request მიყვარხარ“თ“
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№18  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

teofine15
უჰ'დედა რა იყო ეს,რა,რა. love
დავიცალე,ავივსე,დავიცალე. love love request
უბრალოდ არ ვიცი,უბრალოდ ყველაფერი ამერია,საერთოდ რა უნდა დამეწერა. love love
იმაზე მაგარი და შთამბეჭდავი იყო,ვიდრე მოველოდი.
განსაკუთრებით,ბოლო დიალოგი მომეწონა.“წიგნი“. ვგიჟდები დასასრულზე,რომელიც არ სრულდება. love request love
შენ ძალიან ნიჭიერი მწერალი ხარ,საოცრად მომეწონა,ვერც ვამბობ ისე,რაღაცნაირი იყო. love request
როგორ ძალიანაც მიყვარხარ შენ,ისევე ძალიან მიყვარს შენი ნაწერებიც.
გელი,ახალი,მსუყე,მაგარი ისტორიით აი იმით მე რომ მინდაა. მე რომ ვიცი. love request მიყვარხარ“თ“

თეოოო,მადლობა თბილო,ვიცოდი მოგეწონებოდა....ჩვენ'ც გვიყვარხარ

Eleniko13
ხომ მინდოდა ცუდი დასასრული...
და აი შუა კითხვის დროს მივხვდი, რომ ცუდად რომ დასრლებულიყო,
თავსაც მოვიკლავდი .
ნიკამ გამაოცა .
შენ უფრო.
ველოდები ახალ ისტორიას, სუნთქვა შეკრული.
საოცრება ხარ შენ,
იმიტომ რომ სულ მაოცებ.
არ მბეზრდები,
ახლა ავდგები და მეორედ გადავიკითხავ.
მართლა, მართლა.
დამცინეთ თუ გინდათ,
მაგრამ მართლა წავიკითხავ შენს ყველა ისტორიას თავიდან.
კანეც !
ლავიუ

მადლობა, მიხარია,რომ აზრი შეგეცვალა...წაიკითხე,წაიკითხე,გამიხარდება.წარმატბეები შენ

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

ისეთი დასასრული იყო როგორსაც ველოდი love ბედნიერი და თბილი როგორზეც ვგიჟდები love love და ზოგადად თქვენზე და თქვენს ისტორიებზე ვარ შეყვარებული love love love

 


№20  offline ახალბედა მწერალი lullaby

ყველაფერი მომანდომე, რაც ამ თავში იყო, ყვე ლა ფე რი!!!
ძალიან კარგი დასასრული გამოვიდა, სადა, თბილი და მშვიდი. ძალიან ფერადი წინა თავების ფონზე და მომეწონა.
მაგრამ...
აი, ხომ იცი, შოკოლადი...
კაი ჩუმად ვარ, შედარებებს არ ვიყოთ :დდ
დააა...
მოუუუთმეენლააად ველოდები იიიმააას. აი ხომ იცი, როგორ ველოდები.
წარმატებები ჩემოო ლამაზთვალებაავ.
შენთან ვარ, შენ გვერდში <3

 


№21  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
ყველაფერი მომანდომე, რაც ამ თავში იყო, ყვე ლა ფე რი!!!
ძალიან კარგი დასასრული გამოვიდა, სადა, თბილი და მშვიდი. ძალიან ფერადი წინა თავების ფონზე და მომეწონა.
მაგრამ...
აი, ხომ იცი, შოკოლადი...
კაი ჩუმად ვარ, შედარებებს არ ვიყოთ :დდ
დააა...
მოუუუთმეენლააად ველოდები იიიმააას. აი ხომ იცი, როგორ ველოდები.
წარმატებები ჩემოო ლამაზთვალებაავ.
შენთან ვარ, შენ გვერდში <3

მიხარია,ძალიან მიხარია...ჰო,ვიცი ვიცი,ჩემთვისაც ასეა...ის ცოტა ხანს დააგვიანებს,სულ ცოტაა.მადლობა ჩემო საყვარელო,ვიცი და მაგიტომ გაფასებ.

 


№22  offline ადმინი უნდა ვწერო

საქართველო ვერ დაეწია ევროპას,მაგრამ მე დავეწიე შენს მოთხრობას..
ჰო,გუშინ პირველ საათზე დავასრულე.მეღირსა!
რა გითხრა აბა! მომეწონა და ჩემში დიდი ემოცია დატოვა...
ელენენაირი ძლიერი ქალი იშვიათია.
მოულოდნელობები და ინტრივა...ეს ყველაფერი კარგად გამოგდის...

მომწონს შენი სტილი.
საუკეთესო ხარ.

 


№23  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

უნდა ვწერო
საქართველო ვერ დაეწია ევროპას,მაგრამ მე დავეწიე შენს მოთხრობას..
ჰო,გუშინ პირველ საათზე დავასრულე.მეღირსა!
რა გითხრა აბა! მომეწონა და ჩემში დიდი ემოცია დატოვა...
ელენენაირი ძლიერი ქალი იშვიათია.
მოულოდნელობები და ინტრივა...ეს ყველაფერი კარგად გამოგდის...

მომწონს შენი სტილი.
საუკეთესო ხარ.

მადლობა,მიხარია რომ დაეწიე.იქნება ''ლურჯი მთვარეს''დაწევაც გეცადა? დდ ახლა ვიწყე ჯერ მხოლოდ 1თავი დავდე

 


№24  offline წევრი nw nw nw

შესანიშნავი იყოო <3

 


№25  offline წევრი ninaia

კარგი იყო ,თუმცა სხვას არც ველოდიიიი.ძალიან მიხარია ყველა ბედნიერი რომ დარჩა. შესანიშნავი იყოოოო.საოცარი გოგო ხარ თათა.

 


№26 სტუმარი სტუმარი უბრალოდ მკითხველი

xandaxan cxovrebashi sachiroa gadaabijo sakutar tavs sakutar principebs radgan sadac principebi da siamayea iq ar xarobs siyvaruli . yvelaze kargad am istoriashi davinaxe rom adamianebi ver gaswvdebian pirovnebis fenomenebs ragac amouxsneli unda darches rasac ubralod igrdznob da ver ityvi . ragac iseti rac chven cxovrebas cxovelebis arsebobisagan ganasxvavebs. rasac cota gvtiuri tvalit yureba schirdeba . literatura grdznobebis asalaparakeblad sheiqmna ara ? me vfiqrob sheni romani amis sauketeso magaliti iyo .

siyvarulit ubralod mkitxveli

 


№27  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

დიდი მადლობა, საყვარელო ასეთი შფასებისთვის

 


№28 სტუმარი ზაური ბოლქვაძე

მომეწონა კარგი ისტორიაა
ველოდები ახალს,,

 


№29 სტუმარი სტუმარი მარი

მე მართლაც ვიტირე.ყოჩაღ კარგია ძალიან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent