შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთხარი დედაშენს რომ.. შენ ახლა ჩემი ხარ (2)


2-02-2016, 04:35
ავტორი tsn
ნანახია 4 703

ლინდა
გარეთ გავედით და გავოცდით, რადგან ის მანქანა დავინახეთ.. დიახ, სწორედ ის რომლის საბურავიც დავუშვით
- ეს მგონი ის მანქანა რომელიც გვევონა, რომ მოგვდრედა - ჩაილაპარაკა ეკამ
- მგონი კი არა ისაა - დააზუსტა ლიზამ
- კი მარა, აქ რა უნდა? - იკითხა ელემ
- რა და რას ვერ მიხვდი გოგო, კი არ მოგვდევდნენ ერთი გზა გვქონია - ჩავილაპარაკე მე
- ჩვენ კი საბურავი დავუშვით - ტუჩი მოიკვნიტა ანამ
- რაა? - ერთ ხმაში იყვირეს გოგოებმა
- აბა რა გეგონათ, რომ აღარ ჩანდნენ გზაზე, მიწა ჩაყლაპავდა თუ ცა.. ნუ მთავარია არ იციან, რომ ის საბურავი ჩვენ დავუშვით - ვუთხარი გოგონებს
- გაბრაზდებიან ძალიან - თქვა ელემ
- გაბრაზდებიან? - ვითომ გავიკვირვე და ანას მხარზე მხარი გავკარი.. ცოტას შევაშინებ გოგონებს-მეთქი გავიფიქრე - კი არ გაბრაზდებიან ციხეშიც კი ჩაგვსვამენ, რამდენს მოგვისჯიან ანა - ვითომ შეშფოთებულმა ვიკითხე
- შენ როგორც მთავარ დამნაშავეს 3-5 წლამდე, ჩვენ კი, როგორც თანამზრახველებს ისე გაგვასამართლებენ და 2-3 წლამდე მოგვიაჯიან.. - ისე სერიოუზუად იძახდა ანა, რომ გოგოების სახეზე შიში გამოოსახათ
- ეჰ, მშვიდობით ბედნიერო ცხოვრებავ, უშფოთველო მომავალო - დანანებით ვთქვი და გოგონებს რომ შევხედე სიცილი ვერ შევიკავე..
- მასხარები ხართ რა - შვებით ამოისუნთქა ეკამ.. ვგიჟდები მის გულუბრყვილობაზე.. რაც არ უნდა უთხრა სჯერა.. თვალი მანქანას გავუსწორეთ, ნელ-ნელა მზერა ავაყოლე და აივნიდან მომღიმარი ბიჭის მზერას წავაწყდი.. მმმ.. ღმერთო რა ბიჭიააა..
- არ ვიმჩნევთ არაფერს ისე ვიპარებით - ვუჩურჩულე გოგონებს.. უხმოდ შევტრიალდით, ისიც კი აღარ გვახსოვდა, რომ სასეირნოდ მივდიოდით
- ბებოს ჭინკაა - კართან მომეგება თამრო და ჩამეხუტა - ასე მალე მოხვედით ბე? - მკითხა მან..
- კი ბებო, დაღლილები ვართ და დავიძინებთ რა
- მოდით ბებო, მიდით - გამიღიმა მანაც და გაგვიშვა..
მართალია სხვადასხვა ოთახებში შევედით, მაგრამ მალე გულმა ვეღარ მოგვითმინდა და ბოლოს ყველანი ერთად აღმოვჩნდით..
- გავერთოთ რაა - გვითხრა ლიზამ
- მაინც რა ვქნათ? - იკითხა ანამ
- მე ვიციი.. მარანში ბებოს მაგარი არაყი აქვს დაა - წარბები შევათამაშე..
- მიდიი, ვსვამთ ბოლომდე - თქვა ელემ..
არაყი, ჭიქები და დასაყოლებლები გარეთ ეზოში, მაგიდაზე დავაწყეთ და გარშემო შემოვუსხედით..

-აი ამ პატარა ჭიქით და უუზარმაზაარი გულით ჩვენ გაგვიმარჯოს - ძლივს-ძლივობით თქვა ანამ- ეგრე კი არა თამადაა გოგო..
- ეგ მერამდენედ უნდა თქვა? - ეკითხება ეკა
- ერი, ორი, სამიი.. - თითებზე ჩამოთვალა ანამ, მერე ხელები გაშალა - ბევრჯეერ - თქვა საყვარლად და გაგვიღიმა
- სულ ჩვენ გაგვიმარჯოს, ვოტ ტაკ - ვუყვირე გოგოებს და კიდევ ერთი ჭიქა მწველი სითხე ჩავიცალე ყელში.. უკვე საშინლად ვიყავით მთვრალები..
- ვცეკვავთ ყველაა - ვიყვირე მაშინვე და მანქანაში მუსიკები ჩავრთეთ..
არაქათ გამოცლილები მივუსხედით მაგიდას და თან კიდევ ''ვმღეროდით''.. ხომ იცით ყველა მთვრალს თავი ბულბული ჰგონია ხოდა აიი.. კიდევ კარგი აქ პატარა დასახლებაა, თორემ ჩაგვქოლავდნენ.. მორიგი სადღეგრძელო, მპრიგი ''ჩვენ გაგვიმარჯოს''.. ჯიქები მივუჯახუნეთ და უნდა დაგველია, როდესაც ბოხი და სასიამოვნო ბარიტონი გაჟღერდა
- მარტო თქვენ? ჩვენ არ გაგვიმარჯოს? - გვეკითხებოდა ბიჭი ნაცნობი მანქანიდან და გვერდს დანარჩენებიც უმშვენებდნენ...

სანდო
სანამ დაწოლას დავაპირებდი აივანზე გავედი.. უმშვენიერესია ღამის რაჭა.. ვნანობ, რომ ხშირად არ მოვდიოდი.. ყოველთვის ზღვაზე, ან საზღვარგარეთ მერჩივნა დასვენება.. ახლა კი, ყველა იმ წუთს ვნანობ რაც აქ არ გამიტარებია.. პირველად არ ვარ აქ, მაგრამ ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ..
გარედან ხმაური შემომესმა.. ისევ ეს გოგოებიიი, ესღა გვინდოდა რა.. ისედაც ერთხელ მოვკარით თვალი და ბიჭები სულ მათ ახსენებდნენ.. მოიცაა..როგორ უყურებენ მანქანას, არ მინდა ვოფიქრო, როომ.. მაგრამ მაინც ამაზე მეფიქრება.. ჯანდაბა, მარკეტამდე მთელი გზა ერთად ვიარეთ, ნუთუ იფიქრეს, რომ ავეკიდეთ... ოხ ეს ქალური ლოგიკა.. ვუყურებდი მათ და ღიმილს ვერ ვიშორებდი.. ზუსტად ხუთნი არიან, ჩვენსავით.. ეჰ, ჩვენი გადამკიდე ვისი სიცერცეტე უნდა გამიკვირდეს.. მაგარი გოგოები არიან რაა.. შემამჩნიეს, დაიბნენ და უკან შეტრიალდნენ, სულელებიი.. ერთი გულიანად გამეცინა და შევედი ოთახში.. ცოტა ხანში ის ის იყო ჩამთვლიმა რომ მუსიკების ხმა და გოგოების ჟრიამული მოგვესმა.. ფეხის ხმა მომესმა, ერთიი, ორიი და თავი თოკომ შემოყო
- აუ ვინ არიან ტოო, გასკდა რა თავიი.. ისე ვარ დაღლილიი
- გუგუნებენ მეზობლებიი - არ დააყოვნა შემოსვლა კოსტამ..
- იცი ვინ არიან მეზობლად? - ვკითხე ბიჭებს
- ჩვენც მოვედით - თქვა ნიკამ და დათუნასთან ერთად შემოვიდა
- ვინ? - მკითხა კოსტამ
- აი ის გოგოები, გზა რომ არ დაგბითმეს და მარკეტშიც რომ შევხვდით
- აუ ვინ ყოფილან ტოო - თავე ბალიში დაიფარა თორნიკემ
- ოჰ გამოვიდა ესეც მყუდროების მოყვარული რა - რეპლიკა ესროლა ნიკამ..
- ძალიანაც კარგები არიან -თქვა დათომ - ერთობიან რა გინდათ..
- აღარ მეძინებაა, ამის დედაც ჯეკ.. წამოდით აივანზე - შემოგვთავაზა ნიკამ
- წავიდეთ რა - ჩაილაპარაკა კოსტამაც
- ''მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტრითაც ხარ ნაჩხვლეტი'' - ამოიგმიმა თოკამ და დათოს ბალიში გაუქანა
- დაიწყო ბრძნულებიი - დავცინე მათ..
რამდენე წუთში ჩვენც აივანზე ვიყავით.. ღამის განათებაში ჩანდნენ გოგონები, საკმაოდ კარგადაც ჩანდნენ..
- მოდი ჩვენც დავლიოთ - შემოგვთავაზა დათომ..
- რატომაც არა - მხრები ავიჩეჩე და მარანში ჩავედი სასმელზე.. ვსვამდით და გოგონევის მიერ ჩართულ მუსიკაზე ჩვენც ვცეკვავდით.. ჩვენნაირი გიჟები იყვნენ ისინიც..
-მე აი ის მომწონს - გვანიშნა თოკამ შავთმიან მაღალ გოგონაზე..
- მე კი, აი ის - ნიკამ საშუალო სიმაღლის წითელთმიანზე გვითხრა..
- მე ის - ყავისფერთმიანზე გვანიშნა კოსტამ
- აი შოკოლადიფერი თმა რომ აქვს მე ის - ჩაილაპარაკა დათომ
- სად არჩევთ ამ თმის ფერს ძმობას გაფიცებთ რა - ვკითხე მათ..- ხო ისე, ის, - ვანიშნე საჭეზე ვინც იჯდა მასზე - ის მე მომეწონა.. - მთვრალები ვიყავით საშინლად უკვე- მაგრამ აქ ჯდომით და სმით არ ეშველება.. წამო მივაკითხოთ - შევთავაზე ბიჭებს და რა თქმა უნდა დამთანხმდნენ..
მათ ღობეზე გადავძვერით რასაც ქვია კისრის ტეხვით და მორიგი სადღეგრძელოს დროს თავზე დავადექით.. ჩვენ გაგვიმარჯოსო, ამბობდნენ გოგოები
- მარტო თქვენ? ჩვენ არ გაგვიმარჯოს - ვკითხე სასმლისგან გათამამებულმა
- აგი რაია ძამა, რა ქურდებივით მოხვედით -იმერული კილოთი გვითხრა ქერამ - ჯანდაბას, თქვენც გაგიმარჯოთ - დააყოლა ბოლოს, მერე შემომხედა და ცისფერი თვალები შემომანათა.. ერთ წამს რეალობას მოვწყდი და მის თვალებში ჩავიკარგე.. გონს ნიკას ნათქვამმა მომიყვანა
- არ მოგვიპატიჟებთ - თვალები ააფახულა ნიკამ
- მოპატიჟებას თუ უცდიდით კი არ შემოიპარებოდით - გაგვიღიმა ქერამ..- კარგი ხო, მობრძანდით - თეატრალურად მიგვიპატიჟა მაგიდასთან..
გოგონები მალე შემოვიდნენ კონტაქტში.. ერთმანეთი გავიცანით და გართობა განვაგრძეთ.. მალე ლინდას ბებო გამოვიდა.. მიკვირს აქამდე ხმაურმა როგორ არ გააღვიძა
- რა ამბავია ბებო ამხელა ხმაური.. კი არაა აქ ბევრი მოსახლე, მაგრამ მაინც სირცხვილია ბე, შიგნით შემოდით და იქ განაგრძეთ - სასიამოვნო ქალი ჩანდა ბებო - მეზობლებიც გაიცანით უკვე - ჩაიღიმა მან და სახლში შეგვიძღვა..
სახლში რომ შევედით რამდენიმე ჭიქა ისევ დავლიეთ, აი მეტი აღარაფერი მახსოვს..

ლინდა
დილით პირველს მე გამეღვიძა.. ისე ვიყავი გაბრუებული თითქოს ისევ მთვრალი ვიყავი.. დავფიქრდი და ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს.. ესეც ასე, სავარძელზე მიყუდებულს მძინებია.. გადავხედე როგორ ეძინათ და ვცადე არ გამცინებოდა.. სანდროს მაგიდის ქვეშ ეძინა.. ელე მაგიდაზე დაედო თავი გვერს კი ნიკა უმშვენებდა.. დათოს კოსტაზე შემოელაგებინა ფეხები.. ანა და ეკა ერთმანეთს ჩახუტებოდნენ სავარძელზე.. ლიზა დივანზე იჯდა და თორნიკეს ეყუდებოდა..
არაფერი დაშავდება თუ ვიმაიმუნებ.. შავი მარკერი ავიღე და ზოგს ულვაში დავუხატე, ზოგს წვერი, ზოგს ბლანჟე.. ზოგსაც უბრალოს ცხვირი გავუფერადე და ფოტოებიც გადავუღე.. ყელი მიშრებოდა და სამზარეულოში გავედი, რომ წყალი დამელია.. შევაბიჯე თუ არა ფეხი ამიცურდა და დავეცი.. როგორც ჩანს ელეს გაეღვიძა ხმაურზე
-რა დაეცა - იკითხა მძინარემ
- ჩემი ტანსაცმელი ელე - ვუპასუხე მეც
- ასე მძიმედ მერე?
- უბრალოდ გახდა ვერ მოვასწარი და..
-ააჰ, გასაგებია..
ცოტა ხანს ისევ ეძინათ, სანდრომ გაიღვიძა და ადგომისას თავი მაგიდას მიარტყა
- ფუ ამის - ჩაიდუდღუნა თავისთვის
- გახსოვთ რამე? - იკითხა იმ წამს გაღვიძებულმა ანამ
- რავი ტო, შინამანაკენას რომ ვცეკვავდით მას მერე არაფერი - თავი წამოყო ნიკამ
- ფეხები გასწიე ჩემი ძმაა.. ეეე, დათოიეე, გაიღვიძეე - დათო შეაფხიზლა კოსტამ..
- აუ რას გავხართ ტო - გამოფხიზლებულმა დათოიემ დასცინა ყველას.. ახლა როგორღაც უნდა გადავრჩენილიყავი და აი, ჩემმა ტელეფონმა დარეკა, დედა იყო.. სამზარეულოსკენ გავედი და გული ვიჯერე მასთან საუბრით.. ვიგრძენი უკვე როგორ მომნატრებოდა.. მალე ბებომაც გაიღვიძა..
- აბა, რას შვრებიან ჩემიი ლოთებიო - ენა მოგვიჩლიფა ბებომ
- აუ ბეე, შეგაწუხეთ? - მივედი და მაგრად მივეკარი და ლოყები დავუკოცნე
- ჩემ თავს ვინ ჩივის, გადაირეოდა მთელი სამეზობლო
- გადირეოდა არა, მარგო ბებოს სტუმრები აქ არიან და ლამზირიე ისედაც ყრუა.. მეტი ვინაა აქ?
- ოხ ოხ ოხ, დაუძახე ახლა ამ ბავშვებს და ჭამეთ რაიმე..
- მიყვარხაარ - კიდევ ერთხელ ვაკოცე მას.. ბავშვებთან გავედი და სასაუზმოდ დავუძახე..
სასაცილო იყო საუზმე.. ჩანგლის გაჩხაკუნებაზეც კი რეაგირებდნენ ნაბახუსევზე.. ტელეფონი გავჩხრიკე და რამდენიმე ვიდეოს წავაწყდი..ერთში '' კეკელა და მაროს'' ვმღეროდით, მე, ნიკა და ელე.. ელე კეკელა იყო მე მარო და ნიკა სოლისტი.. დანარჩენები მომენტებში გვყვებოდნენ..მეორეში შინამანაკენაა ვმღეროდით და ვცეკვავდით.. ნწ ნწ ნწ აგვიკლია ყველაფერი,, მალე ბიჭებმა წასვლა დააპირეს, როდესაც კარში ჩავდექი
- ეეი, ასე წასვლა რა წესიაა, მიგვალაგებინეთ, თორემ არ გაგიშვებთ ასე - ვუთხარი და წარბები ავზიდე..
- აუ, ეს სულ გამორჩენაე როგორაა - ისე მითხრა ნიკამ, თითქოს მთელი ცხოვრებაა მიცნობდეს
- აუ მართლა დარჩით ცოტა ხანს რა - ახლა ელემ სთხოვა
- აუცილებლად - უპასუხა ნიკამ.. ჯანდაბაა, ეს როგორ ვერ შევამჩნიე.. როგორ უყურებენ ეს ბიჭები ჩემ გოგოებს.. თოკო ეკას, ნიკა ელეს, დათო ლიზას, კოსტა ანას.. ჰმმმ...
მილაგება დავიწყეთ.. სასიამოვნოდ გაოცებული გვიყურებდა ბებო.. მალე მოვრჩით..
- აუ ძალიან დაცხა რა - დაიწუწუნა ელემ..
- მერე მე აქ რისთვის ვარ ჩემი დაია.- დავეღრიჯე ელეს და ყვავილების ბაღში გადაგდებული სარწყავი მილი ავიღე.. ათივე აქეთ-იქეთ დავრბოდით, ბოთლები, ვედრებით და რაც წყლისთვის გამოდგება ყველაფრით ვწუწავდით ერთმანეთს.. არ იყვნენ ცუდი ბიჭები.. მაგრამ მე მაინც სანდრო ყველაზე მეტად მომწონდა.. პირველად, როდესაც მის თაფლისფერ, თუ მწვანე თვალებს რომ გადავაწყდი მასში ჩავიკარგე.. მომეწონა, არა ძალიან მომეწონა.. მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი....
მალე ისევ დედამ დამირეკა..'
-ჰმ.. მამიკოს გოგოო - ჩემი მისამართით თქვა სანდრომ.. სხვა დროს ალბათ გავბრაზდებოდი, ან მეწყინებოდა.. შეიძლება გამამტყუნოთ, მაგრამ ვთვლი რომ მამა არ მყავს.. მას არც ჩემს გაზრდაში მიუძღვის წვლილი და ჩემს ცხოვრებაში არც დომინირებს.. გოგონებს მზერა შეეცვალათ, ეგონათ ვიჩხუბებდი, მაგრამ გავუღიმე და ვუთხარი
- მე დედიკოს გოგო ვარ - ზარს ვუპასუხე და მასთან საუბარს შევყევი.. დიახ, მე დედას გოგო ვარ.. უზარმაზარ პატივს ვცემ, რადგან ის ჩემს ცხოვრებაში ყველაფრის საწყისია.. ცოტა ხანს ვსაუბრობდი.. საუბარს რომ მოვრჩი გასვლას ვაპირებდი, როცა სანდრო უკნიდან მომეპარა, მოსკენ მიმატრიალა.და ტუჩებზე მომეწება.. სულ ავირიე, მისი სურნელი სულ სხვა სამყაროში მგზავნიდა, გული კი ამოხტომას ლამობდა.. ვერაფერი ვუთხარი.. ასე გაშეშებული დავრჩი და გულზე.ხელი მივიჭირე, თითქოს ასე დავირეგულირებდი გაორმაგებულ გულისცემას და გახშირებულ სუნთქვას...
- ეს რა იყო? - კითხვა დავაწიე მას
- სამაგიერო, საბურავის გამო - ეშმაკურად გამიღიმა მან და წავიდა..მხოლოდ სამაგიერო? გული დამწყდა საშინლად.. ჯანდაბა, მე ხომ ის გუშინ გავიცანი, მაინც რატომ მქონდა იმედი რომ რაიმე სხვა პასუხს გამცემდა? იქნებ იმიტიმ, რომ არ მეგონა საბურავზე რომ იცოდა.. არა ლინდა.. ასე არ შეიძლება.. მასზე ფიქრები თავიდან მოვიშორე და გოგონებთან გავედი.. ბიჭები წასულიყვნენ.. ოთახში ავედით და გამოვიცვალეთ.. ვცდილობდი არაფერი შემტყობოდა, რაც ასე თუ ისე გამომდიოდა.. ჰმ.. თქვენ თქვენი წილი სამაგიერო იკითხეთ როგორი იქნება ბატონო სანდრო, გავიფიქრე ჩემთვის..

**************
ესეც ახალი თავი.. წინა თავზე ბევრი კომემტარი დამხვდა, რამაც ძალიან გამახარა.. იმედია ახლქც ქრ დაგესარებათ და ერთი-ორი სიტყვით მეტყვით მოგწონთ თუ არა.. გმადლობთ და ველოდები თქვენს აზრეებს..



№1  offline მოდერი tsn

თაკოთაკო
ვაუ ძააან მაგარია მომეწონა ველი შემდეგ თავს წარმატებები

გმადლობ ♥♥♥

 


№2 სტუმარი Qeti

არასოდეს ვკითხულობ სანამ არ დასრულდება. love ძალიან მომეწონა იმედია არ დააგვიანე და გულს არ გამიჩერებ.

 


№3  offline მოდერი tsn

Qeti
არასოდეს ვკითხულობ სანამ არ დასრულდება. love ძალიან მომეწონა იმედია არ დააგვიანე და გულს არ გამიჩერებ.

ყოველდღე ვტვირთავ თავებს.. მიხარია, რომ მოგწონს ♥♥♥

 


№4 სტუმარი Neneee

Super dzaan momewonaa❤❤

 


№5  offline მოდერი tsn

Neneee
Super dzaan momewonaa❤❤

გმადლოობ ♥♥♥

 


№6  offline წევრი Firefly

შენი წინა მოთხრობა წავიკითხე გუშინ და ძალიან მომეწონა!
ახლა კიდევ ამ მოთხრობამ მიიქცია ჩემი ყურადღება და გეტყვი ძალიან მომწონს ასეთი მსუბუქი,თბილად წასაკითხი რომანები.
შენ რაც შეგეხება ძალიან კარგად წერ და მოუთმენლად დაველოდები შემდეგ თავს.
.. love
--------------------
M.T

 


№7  offline მოდერი tsn

Firefly
შენი წინა მოთხრობა წავიკითხე გუშინ და ძალიან მომეწონა!
ახლა კიდევ ამ მოთხრობამ მიიქცია ჩემი ყურადღება და გეტყვი ძალიან მომწონს ასეთი მსუბუქი,თბილად წასაკითხი რომანები.
შენ რაც შეგეხება ძალიან კარგად წერ და მოუთმენლად დაველოდები შემდეგ თავს.
.. love

ძალიან დიდი მადლობაა.. მიხარია, რომ მოგეწონა ♥♥♥

 


№8 სტუმარი nio k.d...

dzalian kargia magram 5dzmakacs5daqali ro uyvars cota ararealuri araaa? miuxedavad amisa mainc momwons. male dade da tavebigazarde.

 


№9  offline მოდერი tsn

nio k.d...
dzalian kargia magram 5dzmakacs5daqali ro uyvars cota ararealuri araaa? miuxedavad amisa mainc momwons. male dade da tavebigazarde.

ნამდვილად არარეალურია, მაგრამ მიხარია, რომ მაინც მოგწოონს.. ♥♥♥

 


№10  offline წევრი kaxelii

tsn
nio k.d...
dzalian kargia magram 5dzmakacs5daqali ro uyvars cota ararealuri araaa? miuxedavad amisa mainc momwons. male dade da tavebigazarde.

ნამდვილად არარეალურია, მაგრამ მიხარია, რომ მაინც მოგწოონს.. ♥♥♥

მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე. მაგრამ ეს უფრო "საკაიფოა"

 


№11  offline მოდერი tsn

nino k.d.
tsn
nio k.d...
dzalian kargia magram 5dzmakacs5daqali ro uyvars cota ararealuri araaa? miuxedavad amisa mainc momwons. male dade da tavebigazarde.

ნამდვილად არარეალურია, მაგრამ მიხარია, რომ მაინც მოგწოონს.. ♥♥♥

მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე. მაგრამ ეს უფრო "საკაიფოა"

რავიციი, ბევრი წყვილი მინდოდა და მუზამ ასე მოისურვა :D wink

 


№12  offline წევრი cancara

კაი ისტორია ჩანს ასე გაგრძელე

 


№13  offline მოდერი tsn

cancara
კაი ისტორია ჩანს ასე გაგრძელე

მადლობაა ♥♥♥

 


№14  offline წევრი tatushki1995

ძალიან კარგია

 


№15  offline მოდერი tsn

tatushki1995
ძალიან კარგია

გმადლოობ ♥♥♥♥

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

აი უცი რა მაგარი იყო? განსაკუთრებით კი დიალოგი.
-რა დაეცა?
-ჩემი ტანსაცნელი.
-მერე ესე მძიმედ?
-უბრალოდ გახდა ვერ მოვასწარი.
იციი რამდენიიი ვიცინეე..
ყოჩაღ კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent