შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთხარი დედაშენს რომ.. შენ ახლა ჩემი ხარ (1)


1-02-2016, 00:07
ავტორი tsn
ნანახია 5 347

ლინდა

- ლინდააა, ადექი დეე.. მოვიდნენ გოგოები უკვეე - მესმის დედას ყვირილი
- რა გაყვირებს დეე, უკვე აქ ვარ - ჩავეხუტე და ვაკოცე ჩემს საყვარელ დედიკოს- გოგოშკებოო,.- დავიკივლე და ჩემ დაქალებს შევაფრინდი
- ამას რა სჭირს დღეს - ''გაკვირვებულმა'' გადახედა ელემ ლიზას
- მოიცაა - მოვიდა და შუბლზე ხელი მომადო - არა და სიცხე არ აქვს - ვითომ სერიოზულობით ჩაილაპარაკა და ყველას სიცილი აგვივარდა..
- გოგოებო ხომ გშიათ - იკითხა დედამ
- აბა რა იქნება დე, ისე მოსწონთ შენი ნახელავი სპეციალურად დამშეულები მოდიან - დავასწარი მათ
- ''იუმორის მამა'' - მითხრა ლიზამ და თმაზე მომქაჩა
- ეკა და ანა სად არიან - ვიკითხე დაინტერესებულმა
- ემზადებიან, შენ ხომ მზად ხარ? - მკითხა ელემ
- მე თავისთავად მზად ვარ - გავუღიმე და სამზარეულოში გავედით, რომ დედას ნახელავი დაგვეგემოვნებინა

აი რა ხდება, მე, ელე, ლიზა, ეკა და ანა განუყრელი მეგობრები ვართ.. რომ იტყვიან ბიოლოგიური დები.. მხოლოდ დედა მყავს, რადგანაც მამა დიდი ხნის წინ მიგვატოვა, ათასში ერთხელ მნახულობს.. ცხრამეტის ვარ და სამედიცინოზე ვსწავლობ.. მე, ელე, ლიზა და ეკა თანაკურსელები ვართ, ანა კი მომავალი იურისტია, ასე გვოთხრა ოდესმე თუ შარში გაყოფთ თავს დამცველი დაგჭირდებათო.. ისე ყველანი კლასელები ვართ.. ახლა კი ყველანი რაჭაში მივდივართ.. მე და დედას იქ დიდი სახლი გვაქვს.. იქ კი ჩემი საყვარელი ბებო - თამრო ცხოვრობს.. არ უნდა თბილისში ჩამოსვლა, მთელი ცხოვრებაა აქ ვარ და ახლა არსად ვარ წამსვლელიო..
მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ჩემი მეგობრები ძალიან ლამაზები და საყვარლები არიან.. ეკას გრძელი შავი თმა და თაფლისფერი თვალები აქვს, ელე წითური და შავთვალაა, საშუალო ტანის.. ლიზა მწვანეთვალება, შოკოლადისფერი თმით.. ანა ცოტა პუტკუნა, მაგრამ ულამაზესი ნაკვთებით, მასაც თაფლისფერი თვალები აქვს და ყავისფერი თმა.. მე კი საშუალოზე ცოტა დაბალი ვარ.. უცნაურად ციაფერი თვალი მაქვს, რომელიც სინათლეზე რეაგირებს და ხან ღიავშება, ხან მუქდება, გრძელი მუქი ქერა თმა მაქვს.. დედას თავისი ბიზნესი აქვს, საკმაოდ კარგი დიზაინერია და ფინანაურად არ გვიჭირს...
- ლინდა ფრთხილადი იარე რა დე, ჩახვალთ თუ არა დამირეკეთ და თამრო არ გადამირიო კარგი? - მეუბნება მაკა (დედა)
- კარგი დეე, ოღონდაც შენ არ ინერვიულოო - მივეკარი და დავუკოცნე ლოყები
- დედას სიხარულო შეენ, ამ პარკში ბუტერბროდებია, გზაში რომ მოგშივდებათ ჭამეთ - მითხრა დედამ, ლოყაზე მაკოცა და მანქანამდე მიმაცილა..
- ელეე, მოდი დარეკე რა, ამდენ ხანს რას შვრებიან გოგოები.. - ''შეეხვეწა'' ლიზა ელეს..
- აუ სფიქერზე ჩართე რაა - ვთხოვე ელეს და მანაც არ დააყოვნა
- სალამი დებო - იყვირა ეკამ
- სად ხართ ქალბატონო შენ და ანა?
- ხო, ისა და, ვერ გამოგვივლით? ბარგი დაგვიმძიმდა..
- ჯანდაბას შენი თავი დადიანო - ვუთხარი ეკას ხუმრობით - გამოვდივართ
- რაჭველიშვილო ჯერ აქ მობრძანდი რაა - დამემუქრა ეკა
- ჩემი საუკეთესოო. -ვუთხარი და ელემაც გათიშა.. გოგონებს გავუარეთ, როგორღაც მოვთავსდით ჩემს მანქანაში და გზას დავადექით.. როგორც იქნა თბილისს გავცდით.. წინა სარკიდან მაქანა შევნიშნე, რომელიც გზის დათმობას მთხოვდა.. ნურას უკაცრავად, არაფრის დათმობას არ ვაპირებ.. მალე მოვწყდი იმ მანქანოს ყურებას..
საუკეთესო მეგობრებთან ერთად მგზავრობა ძალიან მაგარია.. საყვარელ მუსიკებს ვუსმენთ და თან ვყვებით.. ანეგდოტებს ვყვებით და ერთმანეთსაც ვემასხარავებით.. ლექსებიც კი წავიკითხეთ.. ბუტერბროდებიც მივირთვით..
- აუ ლინდა იმ მანქანას შეხედე - უკან მომავალ მანქანაზე მანიშნა ელემ- მთელი გზაა მოგვდევს..
- რას იძახი ახლა, რომ ეს ზე სექსუალური ბიჭებით სავსე მანქანა ჩვენ მოგვდევს? - თვალები შუბლზე აუვიდა ანას
- აუ, მართლაა - იკითხა სასოწარკვეთილი ხმით ეკამ
- აუ ნუ ხარ შენ პანიკიორი რა - ჩაერია ანა
- მეც შევნიშნე ესენი, ჯერ კიდევ თბილისს რომ გამოვცდით მაშინ..
- რა უნდა ვქნათ?.. იქნებ რა უნდათ - ეკა იაევ პანიკაშია..
- მოვიფიქრეეე - ვთქვი რამდენიმე წუთში და ერთ მარკეტთან დავამუხრუჭე - თუ მოგვდევენ აქაც გაჩერდებიან არა? - ვკითხე გოგოებს - თუ არა და სასუსნავებს მაინც ვიყიდით..
- აბა რაა დაო - ხელი მომარტყა ანამ მხარზე.. ჩვენდა გასაოცრად ის მანქანაც გაჩერდა და ერთმანეთზე სიმპატიური ბიჭები გადმოლაგდნენ...
მარკეტში შევედით და ავიკლეთ იქაურობა, ერთმანეს კალათებით ვატარებდით და ვგრიალებდით.. სინამდვილეში ბიჭებს არ ვიმჩნევდით რაა.. ისინიც შეუდგნენ რაღაცეების ყიდვას..
-ჰეი, ანა წამოდი - ვანიშნე ანას და გარეთ გავიყვანე - თმის სარჭი მათხოვე - მანაც თმიდან მოიძრო და მომაწოდა.. მათ მანქანას მივუახლოვდი, ძირს ჩანთა დავაგდე, ვითომ დამივარდა და დავიხარე.. მერე თმის სარჭით ბიჭების მანქანის საბურავი დავუშვი, გვდიონ ახლა რამდენიც გაეხარდებათ..
- რა ქენი ლინდა ეს? იქნებ სად მოდიან?
- მერე ფეხით წასვლა არ ეკადრებათ რა ვქნა? - სრული სერიოზულობით ვიკითხე.. მანქანაში ჩავჯექი და გოგონებს დაველოდე.. მალე გამოჩნდნენ.. საყვარელი სასუსნავებით ''დახუნძლულები'' და ჩვენს გზას დავადექით.. ისევ ვიცერცეტეთ და ამხელა გზა მშვიდობით გავიარეთ.. ბებო არ გველოდა
- ოი შენ გენაცვალოს შენი ბებო - გამოექანა თამარა - ჩემი კუდიანი მოვიდა, ახლა რაღა მომკლავს - ჩამკოჩნა ბებომ
- ნეტავ იცოდე როგორ მომენატრე - ჩავეხუტე და ახლა მე დავუკოცნე დანაოჭებული სახე.. ბებო.თავისებურად დატრიალდა, ჩვენ ოთახებში ''შევსახლდით'' და მის ნახელავს შევექეცით.. საღამოს გარეთ გავეშით და გაოცებისგან თვალები შუბლზე აგვივიდა..

სანდრო
დილით ნიკა და თორნიკე დამადგნენ თავს..
- ადექი ბიჭო მალე რა - მიყვირა თოკამ
- აუ დავაი რა - ჩავიდუდღუნე და ძილი გავაგრძელე
- გეგმა ბე-ზე გადავდივართ - უთხრა ნიკამ თოკას და ოთახიდან გავიდა.. შემოვიდა და ყინულიანი წყალი გადამავლო
- გაგიჟდი შე...მა? რა გეტაკათ ტო - გაოცებულმა ვიყვირე
- ადე მალე, რაჭაში მივდივართ - გამომძახა უკვე სამზარეულოდან ნიკამ'.
მალე კოსტა და დათო მოვიდნენ.. ბარგი მობათავსეთ, მანქანაში როგორღაც ჩავეტიეთ და გზას დავადექით...
მე, ნიკა, თოკა, დათო და კოსტა ბავშვობის მეგობრები ვართ.. რაც თავი მახსოვს ვარ და ესენიც არიან.. კლასელები ვართ, თუმცა ყველას სხვადასხვა პროფესია გვაქვს.. მე ბიზნესი დავამთავრე.. 23 ვარ და მამაჩემის კომპანიას ვუძღვები.. ცალკე ვცხოვრობ, მაგრამ მშობლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს.. და-ძმა არ მყავს.. ძმობას ბიჭები მიწევენ..
თბილისს გავცდით.. წინიდან ერთი მანქანა გზას არ მითმობდა.. ბევრი ვეცადე მაგრამ რა, ''ქალი საჭესთან''.. მერე მე და ბიჭები საუბარს შევყევით.. ვიმასხარავეთ, ვიხუმრეთ, ვიცერცეტეთ .. მერე კიდევ შევნიშნე ზემოთ ხსენებული მანქანა და ისევ ავითხარეთ ნერვებზე.. მოგვშივდა, ამიტომ მარკეტთან გავჩწრდით, რომ რაიმე გვეყიდა და რას ვხედავთ.. მანქანიდან გადმოვიდნენ ერთმანეთზე ლამაზი გოგონები.. თუმცა ჩემი ყურადღება მძღოლმა მიიპყრო.. პატარა და საყვარელი გოგონა იყო.. იმაზეც კი მომეშალა ნერვები მასზე რომ ვბრზობდი.. გოგონები შევიდნენ და ჩვენც შევყევით.. მხიარულები ჩანდნენ, სასურსათო კალათითვერთმანეთს აკატავებდნენ..
- ნწ ნწ ნწ, ბავშვები - გაიღიმა დათომ
- აბაა - კვერი დაუკრა კოსტამ.. შევამჩნიე, რომ მძღოლი და ერთი გოგინა ადრე გავიდნენ, თუმხა ყურადღება არ მივაქციე.. გოგონებიც გაყვნენ და მარკეტში მშვიდობამ დაისადგურა..
გასასვლელად გავემზადეთ, როდესაც დაშვებული საბურავი შევნიშნე
- ამის დ.შ ეს, ეს რა უბედურებაა - ვიყვირე მე
- აუ მეგონა მალე ჩავიდოდით რა - აბუზღუნდა ნიკა
- კაი შე...მა, რას მოთქვამ ქალივით, გამოვცვლი და ეგაა - ჩაერია თოკა
მართლაც შევცვალეთ, მაგრამ ამან დრო წაიღო.. ისევ დავადექით გზას და როგორც იქნა ჩავაღწიე.. მანქანა ეზოს გარწთ დავღოვე და შევედით..
- ჩემი ბიჭი ჩამოსულა - გამოექანა ბებო ჩემკენ და გულში ჩამიკრა.. საოცარი ქალია ბებო... ძალიან ძალიან მიყვარს.. მოვეფერე და ჩავკოცნე
- ბებოო, გვშია და გვაჭამე რა, მანამ ჩვენ ოთახებში შევალთ
- გენაცვალოს ბებო - მომითათუნა მარგო სახეზე ხელი და გავიდა.. ჩვენ მოვთავსდით.. მერე ვივახშმეთ და დაღლილებმა დასვენება გადავწყვიტეთ...

***********
დაგიბრუნდით ახალი ისტორიით.. ღირს ააერთოდ რომ გავაგრძელო? თქვენი აზრი მაინტერესებს..
გპირდებით, რომ ეს იქნება ძალიან პოზიტიური ისტორია ''გიჟ'' მეგობრებსა და მათ ''გიჟურ'' გრძნობებზე.. იმედია მოგეწონებათ.. შეცდომებისთვის ბოდიშიი



№1  offline მოდერი bibo

Momwona me kargoba aba shen ici tkbilo shokolado didze didi tavibdade ra da mal male tkbilo murabav

 


№2  offline წევრი eki_eka_ake

მაგადია! :D

 


№3  offline წევრი tvinischia

Vaimeeee ra kargiaa gaagrdzlee male dade shemdegi tavi da gazardeee raa pataraa ess :d saxaliso chans magaria :ddd ar daagviano raaa ❤

 


№4 სტუმარი liliiiliiiiiliiii

მალე დადე რა მომწონს და აბა ვნახოთ ..... ხოოო მთავარი დიდები დადე რააა ((

 


№5  offline მოდერი tsn

bibo
Momwona me kargoba aba shen ici tkbilo shokolado didze didi tavibdade ra da mal male tkbilo murabav

დიდი მადლობაა, ნეტავ იცოდე როგორ მიყვარს შენი კომენტარები ტკბილოო

eki_eka_ake
მაგადია! :D

მიხარია, რომ მოგწონს )))

tvinischia
Vaimeeee ra kargiaa gaagrdzlee male dade shemdegi tavi da gazardeee raa pataraa ess :d saxaliso chans magaria :ddd ar daagviano raaa ❤

გმადლობ, აუცილებლად გავზრდი თავებს.. მადლობა, რომ კითხულობ

liliiiliiiiiliiii
მალე დადე რა მომწონს და აბა ვნახოთ ..... ხოოო მთავარი დიდები დადე რააა ((

გმადლობ :-* მიხარია, რპმ მოგეწონათ :-*

 


№6  offline წევრი Nucadachikuna

კაია რას ერჩი,გააგრძელა და გვასიამოვნე შენი ახალი ისსტორიით

 


№7  offline წევრი Xati Zaalishvili

Kargiaa <3 dzaaliann ganagrdzee :-*

 


№8  offline მოდერი bibo

Hoda tu giyvars aq var tkbilo murabav gogovvvvv amit ar mogawyen shen dade didze didi tavebi da mal male shokoladooo kamfetoo

 


№9  offline მოდერი tsn

Nucadachikuna
კაია რას ერჩი,გააგრძელა და გვასიამოვნე შენი ახალი ისსტორიით

დიდი მადლობაა♥♥

Xati Zaalishvili
Kargiaa <3 dzaaliann ganagrdzee :-*

გმადლობ, მიხაღია რომ მოგწონს ♥♥

bibo
Hoda tu giyvars aq var tkbilo murabav gogovvvvv amit ar mogawyen shen dade didze didi tavebi da mal male shokoladooo kamfetoo

♥♥♥♥♥♥

 


№10  offline წევრი LoNdA DM

მომწონს და ველოდები შემდეგ ტავს

 


№11  offline მოდერი tsn

LoNdA DM
მომწონს და ველოდები შემდეგ ტავს

მადლობა.. მიხარია, რომ მოგწოონს ♥♥

 


კი როგორ არ უნდა გაგრდზელო კარგი და საინტერესოა
--------------------
romantikosi mwerali

 


№13  offline მოდერი tsn

lann❤
კი როგორ არ უნდა გაგრდზელო კარგი და საინტერესოა

გმადლობ ♥

 


№14  offline წევრი cancara

კი კაი იქნება რო გაგრძელო მაგარია მალე დადე

 


№15  offline მოდერი tsn

cancara
კი კაი იქნება რო გაგრძელო მაგარია მალე დადე

აუცილებლაად.. გმადლობ ♥♥

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ იცი როგორი დაღლილი ვარ? ამ ისტორიამ კი სუნთქვის საშუალება მომცა...

 


№17  offline მოდერი tsn

terooo
აუ იცი როგორი დაღლილი ვარ? ამ ისტორიამ კი სუნთქვის საშუალება მომცა...

♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent