შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასჯელი (თავი 2)


2-02-2016, 11:06
ავტორი Elbariko
ნანახია 2 003

თვალები სწრაფად მიწყლიანდებოდა და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა რომ გადავრჩენილიყავი.. ყველა გასასვლელი ჩაკეტილი იყო, იქვე უბრალოდ ვიდექი და ველოდებოდი რომ რამე, ან ვინმე გადამარჩენდა.. რელურ ცხოვრებაში სასწაულები არ ხდებოდა, ცოცხლად გადარჩებოდი, თუ ძლიერი იქნებოდი, თუ არადა როგორც მე, წუთების შემდეგ მოკვდებოდი..
სიკვდილი ჩემთვის კარგი გამოსავალი არ იყო, ჩემს გარდა არავინ არ იყო, ვინც ჩემს დას მიხედავდა, ვერ დავუშვებდი რომ ობოლთა სახლში გაეშვათ..
თვალები დავხუჭე და ერთი წვეთ ცრემლს ჩემი ლოყის დასველების უფლება მივეცი, შემდეგ კი ვუპასუხე..
„ ფულს დაგიბრუნებ..“
„დიდი სიამოვნებით, მაშინ ფული მომეცი“ გამიღიმა..
„ფულით არა..“ – წინადაების დასრულება მინდოდა მაგრამ ყელში გაჩხერილმა მუშტმა გამაჩუმა..
ჩემს წინ მდგარი კაცის თვალებში წამიერი სიშავის გაელვება დავინახე..მაგრამ თავისი ცივი დგომიდან არ გამოსულა..
„კარგი, ოთახში წადი და მოემზადე“ – ამ სიტყვის გაგონებისას ჩემი ცრემლები ლაპლაპით ჩამოცვივდნენ.. თითქოს ამას ელოდებოდნენო.. არ მინდოდა ჩემი სისუსტის უფრო მეტად გამოჩენა და ამიტომ ჩუმად ოთახისკენ წავედი.. კარები მოვიჯახუნე და საწოლამდე ვერ მივაღწიე რომ ფეხებზე კვანძი გამეხსნა და იქვე დავვარდი.. ცოტა ხნით კიდევ მივეცი უფლება ცრემლებს, დაესველებინათ ჩემი ლოყები.. როდესაც ავდექი და საწოლზე დავედგე, უფრო კარგად მივხვდი რომ უკან დაბრუნების შანსი აღარ მქონდა..
კარები რომ გაიხსნა შიშით ავკანკალდი.. მოსული მარტინსკი არა, როგორც მე დავასკვენი მისი მოსამსახურე იყო.. პარკი საწოლზე დამიდო და „გაემზადეო“ მითხრა.. პარკი გავხსენი და მის შიგნით მყოფი რომ დავინახე, გავწითლებულიყავი.. მეზიზღებოდა ჩემი თავი, ამას რომ ვაკეთებდი.. ცოტა ხანს საშხაპეში ტირილის შემდეგ სირცხვილით ჩავიცვი წითელი , ვიწრო კაბა.. ჩემი თმები კაბასთან შედარებით ძალიან მოუვლელი იყო, სავარცხლით ცოტა ხნით ვარცხის შემდეგ ჩემი აღსასრულის ლოდინში ვიჯექი..
საათი 20.00 რომ გახდა, კარები ნელნელა გაიხსნა.. შავი ტანსაცმლით ყველა გოგოს სიზმრებში შემავალი ალექს მარტინსკი, ახლა ჩემი კოშმარი იქნებოდა.. წინ დამიდგა და ცოტა ხნით მიყურებდა.. შემდეგ კი ჩემს მხარზე დარჩენილი 2 ღერი თმა უკან გადასწია და ალაპარაკდა:
„მომხიბვლელია. შენი კონკიას მსგავსების უკანა ფონზე დატოვებით შევმცდარვარ“ – რომ საუბრობდა მისი სუნთქვა კისერზე მეხებოდა..ამას კიდევ მისი სუნი მთელ ოთახში გავრცელებულიყო..
საუბარი განაგრძო; „მაგრამ მე, კარა კიმბერლი, შენ რომ გგონია ისეთი კაცი არ ვარ, რომ უიმედო გოგო გამოვიყენო“ რამდენი ნაბიჯით უკან ჩაიწია:
„ამ სახლის მოსამსახურე ხარ, თუ დილის 6.30 ზე საუზმე მაგიდაზე არ დამხვდება, რომელიმე ოთახში გამოგკეტავ და შიმშილით მოგკლავ“
კარებისკენ წავიდა, უნდა გასულიყო რომ დაამატა: „თმები მეორე ნაირად უფრო ლამაზ გაქვს, არ მინდა რომ შეცვალო“
ოთახში მარტო რომ დამტოვა, უბრალოდ ვიდექი.. სასწაულები მართლა ხდებოდა?დილით მოსამსახურემ გამაღვიძა, რამდენიმე წუთი აღელვებული აქეთ–იქით ვიყურებოდი.. არცერთი არ იყო სიზმარი, ბატონ ალექსსა და ჩემს შორის არაფერი მომხდარიყო. საათს დავხედე, 5;30 იყო, ერთი საათი ჩემთვის საკმარისი იქნებოდა, თუ რათქმაუნდა სწრაფად მოვემზადებოდი.
საწოლის გვერდზე მყოფ სკამზე, გაუთოებული
შავ–თეთრი ფორმა ვნახე და ჩავიცვი, ძალიან ხარისხიანი იყო და არც არის გასაკვირვი, ასეთი მდიდარი კაცის მოსამსახურეებს უხარისხო ფორმა ხომ არ ეცმეოდათ?..
ოთახიდან გამოვედი და დიდი ხნის ძებნის შემდეგ სამზარეულო ვიპოვე, ამ სახლის საპირისპიროდ, ნათელ და კრემისფერ ფერებში იყო მოწყობილი. ასეთ ადგილებს მხოლოდ ტელევიზორში თუ დავინახავდი, ახლა კი მეც მასში ვიყავი, მაგრამ ეს ჩემთვის კარგი რამე არ იყო.
საათს დავხედე და დავინახე რომ 6 საათი გამხდარიყო. გუშინდელი მუქარა გამახსენდა. არა, შიმშილს ვერ გავუძლებდი, ამიტომ ავჩქარდი.
ყავა გავაკეთე და სუფრის გახსნა დავიწყე, ყველაფერს რომ მოვრჩი, ბატონი ალექს კარებს მიყუდებულიყო და მე მიყურებდა..
„ ბატონო ალექს“ – ვთქვი გაკვირვებული
– 6;45 საათია, რომელ ოთახში გინდა რომ გამოგკეტო?
მიზეზების ჩამოსათვლელად პირი გავხსენი რომ სახეზე ღიმილი შევატყვე, რომლის დამალვასაც ცდილობდა, მაგრამ ამ საქმეში წარმატებული არ აღმოჩნდა. გაბრაზებულმა ვუპასუხე:
„თქვენ მეღადავებით?“
„ ო ღმერთო, რა ჭკვიანი ხარ „
სამზარეულოდან გავდიოდი რომ
„დაჯექი“ო, მითხრა
გავჩერდი და დებილივით სკამს დავუწყე ყურება, იმავე ხმის ტონით „ დაჯექი კარა“ რომ მითხრა, სწრაფად სკამზე დავსკუპდი. წინ მეჯდა, გეგონება ბედნიერი წყვილი ვიყავით და გახარებულად ვსაუზმობდით, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს გუშინ სხვას უნდა მოვეკალი, საუზმე დაამთავრა და სკამს მიეყრდნო, მივხვდი, სერიოზული საუბარი იწყებოდა..
„ეგ შენი და, რა ერქვა..“
„ემმა“
„ვიცი რომ ემმას მისახედი არავინ ჰყავს, შენც აქედან დიდი ხანი ვერ გამოხვალ. ამიტომ აქ მოვიყვან, განათლების საფასურს და სხვა ყველა დანარჩენს მე მივხედავ“
სიხარულისგან თვალები ამიწყლიანდა, ემმა ბოლოსდაბოლოს კარგად იცხოვრებდა. მაგრამ ეს დიდი ხანი არ გაგრძელებულა
„მაგრამ, ერთი პირობით“
„გისმენთ“
„ემმასთვის გაკეთებულების რაღაც ნაწილი შენს ვალს დაემატება, ანუ აქ უფრო დიდი ხანი დარჩები „
დაუფიქრებლად ვუპასუხე, რადგან ემმასთვის ყველაფერს გავაკეთებდი.
„თანახმა ვარ , თუ საჭიროა სიცოცხლის ბოლომდე აქ ვიმუშავებ იმისთვის რომ ემმა კარგად იყოს“
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და თქვა:
„ახლა კი ერთი ჭიქა ყავა დამისხი“ სწრაფად ავდექი და ჭიქა ავიღე, მაგრამ შემთხვევით ხელი ვკარი და ცხელი ყავა ზედ დამესხა.
სიმწრისგან ერთ ადგილას დავხტუნაობდი რომ ბატონ ალექსი ჩემთან მოვიდა..
„ კარა კარგად ხარ?“
„ძალიან კარგად ვარ ბატონო ალექს, ცხელი რაღაცეების ხელზე დასხმა ჩემი ჰობია ისედაც“
ხელი მომკიდა და წყლის ქვეშ მიმიშვირა, ცივი წლით ცოტა მაინც მქონდა ტკივილი მონელებული რომ ჩვენი მიღებული პოზიცია დავინახე..
ბატონ ალექსს თავისსა და ონკანს შორის ვყავდი მოქცეული და ზემოდან ჩემს ხელს უყურებდა. მთელი სიმძიმით მე მაწვებოდა. სრაფად გამოვწიე ხელი წყლიდან და მისკენ მივტრიალდი
„გამიარა, აღარ არის საჭირო..“
„ დარწმუნებული ხარ კარა? ჯერ კიდევ გაწითლებული გაქ შეხედე“ – მითხრა და სული შეუბერა..
„ ღმერთო შენთან მოვდივარ!“ ვთქვი გულში და ისევ გამოვწიე ხელი. „ მე მივხედავ, ნუ ღელავთ“
ხელის გამოწევის მიუხედავად ისევ იმავე პოზიციაში ვიყავით. სიჩუმე დავარღვიე და წარმოვსთქვი:
„ძალიან დასცხა არა?
წარბები ასწია და სიცილი დაიწყო, ყველაფერს მიმხვდარიყო..
„სამზარეულოში თქო, ძალიან ხომ არ ცხელა? რამდენზე გაქვთ დაყენებული ეს გამათბობელი?“
ის კი სიცილს განაგრძობდა..
მეტი რომ მებოდიალა, გამოვძვერი მისი მკლავებიდან და ოთახში ავედი. ლოყები სულ გამწითლებოდა, ეს კაცი სულ ასეთი სიმპატიური იყო?



№1  offline წევრი LoNdA DM

haha magari istoriaa momwons da velodebi shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent