შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (25) ნაწილი (2)


2-02-2016, 15:14
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 850

რაც თავს გადამხდა სრული ჯოჯოხეთი იყო,მე თამამდ შემეძლია ვთქვა რომ სიყვარულის ჯოჯოხეთი გამოვიარე.ეს არ იყო უბრალოდ სიყვარულისგან მოყენებული ტკივილი და იარები,ეს იყო რაღაც უფრო მეტი,იმდენად დიდი რამ რამაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა და ბევრ რამეზეც დამაფიქრა,ადამიანები მოდიან,რჩებიან და შემდეგ ისევ უსიტყვოდ მიდიან ჩვენი ცხოვრებიდან,ან ბრალოდ ჩვენ ვქმნით ისეთ სიტუაციას,რომ ისინი წავიდნენ.იქნებ ყველაფერს ვიმსახურებდი რაც თავს გადამხდა? ჰო ვიმსახურებდი ალბათ,ღმერთი ხომ უსამართლოდ არავის სჯის? ცხოვრება ზოგჯერ უსამართლოა თუმცა უფალი ყოველთვის სამართლიანია. იქნებ უნდა მეცადა რომ მისთვის გამეგო? თუმცა რამდენჯერაც გავუგე,იმდენჯერ მიღალატა.გული ისე მწარედ დამისერა,რომ ასე მგონია სიყვარულს ვეღარასოდეს შევძლებ.ეს გრძნობა გგუდავს,სულს გიმახინჯებს და ძარღვებში სისხლს გიყინავს,ყველას თავისი ჯოჯოხეთი აქვს,არ არის აუცილებელი ეს ცეცხლი ან გოგირდი იყოს,ეს არის ცხოვრება სიცარიელეში.ცხოვრობ,თუმცა არ იცი რატომ დ არისთვის.იღიმი თუმცა ამ ღიმილის მიღმა საშინელ ტკივილს მალავ.რამდენიც არ ნდა ვარწმუნო საკუთარი თავი იმაში,რომ ის არაკაცია,ნაგავია,არარაობაა მაინც მის გარეშე მე ვხდები არარაობა და ეს მკლავს,მანადგურებს.არანაირი პრინციპი და თავმოყვარეობა არ მაკავებს მასთან დაბრუნებაში,ეს სულ სხვა გრძნობაა არ ვიცი რა ქვია ამას თუმცა ეს იმდენად ძლიერია,რომ სიყვარულსაც კი ერევა და ჯაბნის. დილით სალომე მესტუმრა,როგორც ყოველთვის გაბრაზებული იყო ლადოზო და დილიდანვე იღრინებოდა.
-ამჯერად რა მოხდა?-ყავის ფინჯანი წინ დავუდგი და მის წინ სავარძელში ღიმილით მოვკალათდი.
-მაგარი დებილი ბიჭია,მუშაობა მაგას არ უნდა დაეთრევა ამ დეგენერატ დანელიასთან ერთად და აბირჟავებენ 24 საათი! გიგას რა უჭირს ფულიანი მშობლები ყავს,თან თვითონაც მუშაობს.ამათ რა ეშველებათ? ისე ნია მამენტ შენც მართალი ხარ რა,რა მომავალი უნდა შეგიქმნას მაგ ხეპრემ? მოგიწევს დედამთილის ხელებში ყურება-ნერვიულად მოიქექა კისერი და ყავა მოსვა
-კარგი რა სალომე,ადენი ხანია იცი ლადო როგორია და რა გააჩნია,ამ ყველაფერზე მხოლოდ ახლა რატომ დაფიქრდი?
-ცოლად გამომყევიო
-რაო?-კინაღამ ზედ გადავისხი ადუღებული ყავა
-ხო გოგო დებილია მაგარი,იმაზე კი არ ფიქრობს ცოლს რამდენი უნდა.
-ვერაფერს გირჩევ სალო,თუმცა ხომ იცი რომ გარანტიებით არ ვცხოვრობთ?
-როგორ მეშლება იცი ნერვები? თან მეცოდება ასე რო ვექცევი-სახე მოეღრიცა
-აუხსენი რას გრძნობ,რას ფიქრობ,ზუსტად ვიცი რომ გაგიგებს
-კარგი მასე ვიზამ-გაეცინა-შენ რას აპირებ? მართლა აღარ გიყვარს?-თვალებში ჩამაშტერდა
-არვიცი,სულ ამერია ყველაფერი-გამეცინა და თმები უკან გადავიყარე
-მეცოდება ეგ დეგენერატი,ერთხელ და სამუდამოდ ხო შეიძლება რომ მოაგვაროთ? სულ რამდენიმე თვეც და სწავლასაც მოვრჩებით
-შენ ხომ ცოტათი მაინც გესმის ჩემი?-გამეცინა
-მესმის ჩემო ლამაზო,მესმის უბრალოდ ძალიან მეცოდება ალეკო,ისევ სმა დაიწყო,მხოლოდ შენ თუ უშველი
-რამდენჯერ სალომე? უკვე მერამდენჯერ ხდება ასე? დავიღალე,მეტი მართლა აღარ შემიძლია,ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს?
-დაელაპარაკე და უთხარი რომ დრო გჭირდება და ცოტახანს უნდა გამოსცადოთ ერთმანეთი
-ვითომ?
-ასე ორივე მიხვდებით ისევ გინდათ თუ არა ერთად ყოფნა,თუნდაც ერთი თვე,რომ მოიცადოთ გქონდეთ ურთიერთობა,უბრალოდ ლაითად და ისე რა აი ხო ხვდები როგორიც, სულ თავიდან რომ გქონდათ.ამდენი ხანი გავიდა და ხომ ხედავ მაინც ერთად ყოფნისკენ გექაჩებათ ცხოვრება.
-აი,რა იქნებოდა ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო? არც მე დამეწყო თავის დაფასება არც იმას და ასე ვიქნებოდით ერთად-ისევ გამეცინა
-ცხოვრება რომ ასეთი ადვილი იყოს ბედნიერებასაც აღარ ექნებოდა ფასი
-რა ბრძენი გახდი ამ ბოლო დროს?-ორივეს გაგვეცინა
-ბრძენი არა ის კიდე,საღამოს გიგამ დაგვპატიჟა თავისთან,ხო წამოხვალ?
-რატო რა ხდება?
-ისე,დიდი ხანია არ შევკრებილვართო
-ისეთი შორია რომ ვერ წამოვალ-გაგვეცინა
მალე სალომეც გავაცილე.სახლში მარტო ვიყავი,განცხადებები მქონდა გაგზავნილი სამსახურთან დაკავშირებით და დამირეკეს,ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.გასაუბრებაზე დამიბარეს,თუ შეგიძლია 1 საათში მოდიო,ერთ-ერთ პრესტიჟულ კაფეში. სწრაფად მოვემზადე.მინდოდა შთაბეჭდილება მომეხდინა და გამოვიპრანჭე,თუმცა რამდენად დამრთავდა გია მიმტანად მუშაობის უფლებას არ ვიცოდი,თუმცა მაინც წავედი.აბაშიძეზე ერთ-ერთი კაფე იყო.გარემო მომეწონა,პატარა და მყუდრო.მენეჯერიც სასიამოვნო ქალი აღმოჩნდა.მოკლედ პირობები ძალიან მომეწონა,კვირაში 3 დღე 10 დან 10 საათამდე. მუშაობის გამოცდილება არ მქონდა,რაც ცოტა მაბრკოლებდა,თუმცა ახლა მაინც მთავარი იყო გია დამთანხმებოდა. კმაყოფილი წამოვედი,ჭავჭავავაძეზე ჩამოვედი და დავუყევი გზას რუსთაველისკენ,გზა დიდი იყო ამიტომაც ტაქსი გავაჩერე და მეტრომდე გავყვევი.რუსთაველის მეტროს წინ გამიჩერა და მეტროთი სახლში წამოვედი. ახლა მხოლოდ 1 პრობლემა იყო აბაშიძე ვერასთან ახლოს იყო და დანელიაც იქვე ცხოვრობდა. გაყინული შევედი სახლში უკვე საღამოს 6 საათი იყო,რატომღაც დანელიას არც დაურეკავს და არც მოუწერია,ალბათ გიგასთან რომ ავდივართ მაგიტომ,ფიქრობს ალბათ იქ ვნახავო.7საათზე უკვე გიგასთან ვიყავით,რატომღაც არ ჩანდა დანელია.სიმართლე გითხრათ არც დამწყდომია დიდად გული.
-ნიაკო შენი ტურფა აგვიანებს-სიცილით მითხრა გიგამ
-ლადოს ველაპარაკე წეღან,მაღაზიაში ვართ და 5 წუთში ამოვალთო-კმაყოფილმა უპასუხა სალომემ
-ეჰ,ეს ბოლო ქეიფია გამოცდებამდე-სინანულით ამოიხვნეშა გიგამ
-შენ სულ ქეიფზე როგორ ფიქრობ?-უჩქმიტა ელენემ
-არადა რო შეხედავ რა ნაზია და პროსტა, გამოგიცდიათ რომელიმეს რა მწარე ხელი აქვს?-ნატკენ ადგილზე ხელი მოისვა საცოდავად გიგამ
მალე ვაჟბატონი დანელია და ლადოც ამოვიდნენ.გამიღიმა და გადამკოცნა ჩვეულებრივად,დიდი რქცია არ ჰქონია,კი ვაპირებდი დალაპარაკებას,მინდოდა მეთქვა რაც სალომემ მირჩია,იმედი მქონდა რომ ეს შედეგს გამოიტანდა. როგორც ყოველთვის გამოსკდა იმდენი დალია,არც ლადო და გიგა ჩამორჩნენ,ისეთი მთვრალი იყო ფეხზე ძლივს იდგა და ენას ძლივს აბრუნებდა პირში.
-აკო ვსიო მეტი აღარ დალიო-ღიმილით უთხრა სალომემ და ლადოს ანიშა მეტი აღარ დაალევინოო
ხმა არ ამოუღია დანელია,თავჩახრილი იჯდა,მგონი თვალები დახუჭული ჰქონდა.
-დაასხი-ამოიხრიალა,გამყინა მისმა ხმამ
კიდევ ერთი ჭიქა,რომ დაელია მართლა რაღაც დაემართებოდა.
-კარგი ვსიო,გეყოფა,წამოდი აო-ხელი დავავლე-ადექი წამოდი აივანზე გავიდეთ ჰაერზე-ვცდილობდი მაქსიმალურად ლოიალური ვყოფილიყავი
-შენ ხო ფეხებზე გკ*იდავარ! ხოდა ვსიო რაში გადარდებს მე რამდენს დავლევ-ხელი ამიქნია,კინაღამ სახეში მლეწა,თუმცა არ დავნებდი
-ფეხებზე არ მკ*დიხარ,ადექი გავიდეთ ჰაერზე-ისევ ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა
-არ მინდა-პატარა ბავშვივით გაიბუტა
ვეცადე წამომეყენებინა,ბევრი ვემუდარე და წამოვაყენე,ჰაერზე ძლივს გავათრიე.ციოდა,მისი დუტი გამოვიტანე და მოვახურე
-ასე უკეთესია?-ღიმილით ვკითხე
-მიყვარხარ-ძლივს ამოილუღლუღა,ძლივს გავარჩიე რას თქვა
გამეცინა.სკამი გამოვიტანე და მის გვერდით დავჯექი.წაბარბაცდა და თავი კალთაში ჩამიდო.წინააღმდეგობა არც გამიწევია,არც მიცდია,რომ წამომეყენებინა.გამეცინა და თავზე მოვეფერე,თავიდან ვყოყმანობდი,თუმცა მერე უკვე თამამდ გადავუსვი "ხოტორა" თავზე ხელი.ლუღლუღებდა რაღაცეებს,ასეთი მთვრალი არასოდეს მინახვს,მგონი ასე ძალიან პირველად დათვრა.
-გაცივდებით თქვე უპატრონოებო-პლედი გამოგვაწოდა გიგამ
-ამის წამოყენებაი რომ დამეხმარო არ გინდა?-ორივეს გაგვეცინა
ძლივს წამოვაყენეთ და შიგნით შევიყვანეთ.დივანზე წამოვაწვინეთ.რეაქცია არ ჰქონდა,ისე ტკბილად ეძინა გაგვეცინა ყველას.
-რაო შეურიგდი?-სიცილით მკითხა ლადომ
-არა-გამეცინა
-აბა ასეთი კმაყოფილი სახით რა პონტში ძინავს?
-ეტყობა მე ვესიზმრები,ან კიდევ ის თქვენ რომ მაგარ ხასიათზე გაყენებთ-ჩავურტყი ორივეს და ერთმანეთს გაკრეჭილებმა გადახედეს
-უეჭველი პირველი ვარიანტია,აი პროსტა თქვენ ხო აზრზეც არ ხართ თქვენ ჩვენთვის რამდენს წარმოადგენთ-გადმოგვხედა ლადომ
-დაიწყო-თვალები გადაატრიალა სალომემ და თავი უკმაყოფილოდ გააქნია
-უგულო,სწერვაა ეს ჩემი შეყვარებული-გაეცინა ლადოს
-არც ჩემია ნაკლები-აყვა სიცილით გიგაც და ელენს უჩქმიტა
-აი დანელიას გაუმართლა,პროსტა თვითონ ურევს ხოლმე ხანდახან-თვალი ჩამიკრა ლადომ
გვიანი იყო რომ წამოვედით.გიგა მათ შორის ყველაზე ფხიზელი იყო,ცოტახანში ლადოსაც მიეძინა დანელიას გვერდით,გიგამ სამივე გამოგვაცილა. სახლში რომ მივედი გამახსენდა სამსახური და ისიც რომ გიგას უნდ ადავლაპარაკებოდი,მის გარეშე ამას ვერ გადავწყვეტდი.ფეხაკრეფით შევედი მისაღებში,ტელევიზორს უყურებდა ნინოსთან ერთად
-მოხვედი დე?-გამიღიმა დედამ
-ჰო დე-მეც გავეკრიჭე-დღეს გასაუბრებაზე ვიყავი კაფეში.კარგი პირობებია ძალიან,კვირასი 3 დღე 10 დან 10-მდე ხელფასი დღეში 20 ლარი და პლიუს ჩაი-გაკრეჭილმა ჩამოვარაკრაკე და გავიწურე მათი პასუხის მოლოდინში
-მიმტანად?-შეიშმუშნა ნინო
-ჰო დე მერე რა,თან ისეთი კაფეა აი ძაან მყუდრო და პატარა
-მუშაობა გინდა მა?-გაეცინა გიას
-აუ თან ძალიან
-ფულს გაკლებთ ნია? მიმტანი რატომ უნდა იყო?-არ ცხრებოდა ნინო
-კარი რა დედა,22 წლის ვარ საკუთარი ფული რომ მინდა ცუდია?
-მართალი ნინო ბავშვი,თუ გინდა უმუშავე მამიკო-გამიღიმა მამამ
ისე ძალიან გამიხარდა ჩავეხუტე გიას გახარებული.დილით პრაქტიკაზე უნდა მივსულიყავი.სანამ გამოცდები დაიწყებოდა მანამდე დრო მქონდა.
ადრე ავდექი და წასასვლელად მოვემზადე.თმა კოსად დავიხვავე,მსუბუქი მაკიაჟი და თვალი ლაინერი გადავისვი. ნახევარ საათში უკვე კაფეში ვიყავი გაკრეჭილი.ფორმა მომცეს და მეორე მიმტანმა ყველაფერი ამიხსნა რა როგორ უნდა გამეკეთებინა.
ყველაფერი კარგად იყო,ისეთი ხალხი შემოდიოდა,რომელიც უკვე კაფის ხშირო სტუმარი იყო,ამიტომაც არ გამჭირვებია მათთან ურთიერთობა.თურმე პრაკტიკაც ანაზღაურებადი ყოფილა და წამოსვლისას მეორე მიმტანმა ჩემი დამსახურებული ხელფასის და ჩაის ნახევარი მომცა
-ეს რა არის?-გაიკვირდა როცა 25 ლარი გამომიწოდა
-შენი ხელფასი-გამიღიმა
-მე ხომ ჯერ პრაკტიკაზე ვარ?
-ჩვენთან პრაკტიკაც ანაზღაურებადია,გამომართვი
დაბნეულმა და გახარებულმა გამოვართვი ჩემი პირველი ხელფასი,ისეთი აჟიტირებული და გახარებული ვიყავი სახლში სულ ფრენა-ფრენით წამოვედი.ტელეფონი ჩათაში მეგდო მთელი დღე,იქ არ შეიძლება მობიულურის გამოყენება,ნუ თავიდან მაინც.დანელიას მესიჯები და რამდენიმე გამოტოვებული ზარიც დამხვდა.გაჩერებაზე ვიყავი ისევ რომ დარეკა
-გისმენ-სწრაფად ვუპასუხე
-სად ხარ? ტელეფონი სად გაქვს? მთელი დღეა გირეკავ ნია
-ჭავჭავაძეზე ვარ,მუშაობა დავიწყე და ტელეფონი ჩანთაში მქონდა მთელი დღე
-მანდ რა გინდა? მრგვალ ბაღთან ვარ,დამედე 10 წუთში მანდ ვიქნები.
არ დააყოვნა და 10 წუთში უკვე პიცერია დომინოს წინ ვიდექით ორივენი.
-ანუ მუშაობა დაიწყე?-ჯებეებში ხელები ჩაიყო
-ჰო
-ძაან კარგი,ვიცი ეგ კაფე,კარგი სიტუაციაა,კარგი ნაროდი იჩითება თან,მოგწონს ხო სიტუაცია?
-კი,კი ძალიან
-თან აქვე ახლოს ხარ შემოგივლი ხოლმე-გაეცინა და სიგარეტს წაუკიდა
-ნუ შეიწუხებ თავს-მეც ვითომდა ხუმრობით ვუთხარი
-ტელეფონი მთელი დღე გათიშული უნდა გქონდეს?-ნიკაპი მოისრისა
-თავიდან ალბათ კი,მერე ვნახოთ,ტან ჯერ პრაკტიკაზე ვარ არც ვიცი ამიყვანენ თუ არა
-თუ მოინდომებ აგიყვანენ,უნივერსიტეტს რას უპირებ?
-კვირაში 3 დღე.პარასკევი და შაბათ-კვირა ვიმუშავებ მხოლოდ-გავეკრიჭე კმაყოფილი
-ანუ გამოდის კვირაში 3 დღე ვერ გნახავ,თუმცა აქვე ხარ და დაგხედავ ხოლმე
-რამეფრად-გამეცინა ისევ-უნდა წავიდე,გვიანი და თან საშინლად დავიღალე
-გაგაცილებ



№1 სტუმარი mtvaro svani

au egeni kode sherigdebian tore naxavt.ra vqna mainc mecodeba danelia girsi ar ari mara mainc.

 


№2  offline წევრი Firefly

ჰმ როგორ მახარებს შენი გამოჩენა სულ!
როდის დადებ შემდეგს? love
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი Pepper

Gamixarda axali taxis danaxva. Es danelia xab Chris DA xan keravs ... Shenic mesmis amdenjer. Gawyenina DA ROM ar sheurigde savsebit mosalodnelia. Magram mainc mecodeba danelia. Tumca RAC shen gamoiare imis shemdeg arc ki viici girs tu Ara sherigeba mastan . veli momdevno tavs <3 dzalian magari gogoxar shen <3

 


№4  offline წევრი cancara

Nia ranervebs mishli eseti debili rogorxar

 


№5  offline წევრი Likaa..LM

ნუ წაიღეთ ტვინი დებილები თვითონ ხართ მასე რომ ფიქრობთ იმიტომაც ხართ ბედნიერები აი:) ნია :*

 


№6  offline წევრი wkuu

რატოა დებილიი იმიტო რო უყვარს? თუ პატიება რო შეუძლია და მაგიტოო? ძაან მაგარი გოგო ხარ ნიააა... თქვენმა სიყვარულმა გამოცდა უკვე ჩააბარა და მჯერა რო ერთად იქნებით love

 


№7  offline მოდერი Eleniko13

დანელია მომწონს.

Likaa..LM
ნუ წაიღეთ ტვინი დებილები თვითონ ხართ მასე რომ ფიქრობთ იმიტომაც ხართ ბედნიერები აი:) ნია :*


აგრესია კარგად შეინახე, არსად დაგეკარგოს:)) შენი საქმე არ არის მათი კომენტარები ლიკა'ვ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№8  offline წევრი Likaa..LM

Eleniko13
დანელია მომწონს.

Likaa..LM
ნუ წაიღეთ ტვინი დებილები თვითონ ხართ მასე რომ ფიქრობთ იმიტომაც ხართ ბედნიერები აი:) ნია :*


აგრესია კარგად შეინახე, არსად დაგეკარგოს:)) შენი საქმე არ არის მათი კომენტარები ლიკა'ვ

Chaqrishen :* agresia tqven sheinaxet aket eleniko'v :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent