ბედისწერად ვერსად გაექცევი -7-
დილით ანის დედამისის წერილი დახვდა: '' ანი მამას თანამშრომლებმა დაგვირეკეს და სამი დღით დაგვპატიჟეს წყნეთში. არ მოიწყინო უჩვენოდ, მალე ჩამოვალთ.'' ანიმ წაიკითხა წერილი და დედამისს დაურეკა. - დეე რა შვრებით ჩახვედით? - კი ანუ ჩავედით, კარგი ამინდია. - კარგია ძაან, რომელი თანამშრომლები არიან? - ელენე და დავითი ხო იცი? აი მაგათთან ვართ; - ააჰ კი როგორ არა, მომიკიტხე და აბა თქვენ იცით კარგად დააისვენეთ. -კაგი დე არ მოიწყინო უჩვენოდ; - ეეე დედა არ მიცნობდე მაინც მე რა მომაწყენს. -ეგეც მართლია, კაი აბა წავედი; -კაი დეე გაოკოცეეთ. ანიმ გაუთიშა ტელეფონი და მაცივარს მიადგა, გამოალაგა საჭმელები და გასკდა ჭამით. მერე კი გუშინდელი გაახსენდა და წარბები შეკრა. სულ არ აინტერესებდა რას გრძნობდა ახლა ალექსანდრე, არც მომავალ ალექსანდრეს შურისძიებას უშინდებოდა. რა დროს ეგ იყო დღეს ხომ წიგნის საღამოზე მიდიოდა. წიგნის საღამო ყოველწლიურად იმართებოდა, სხვადასხვა წარმატებული ადამიანების სახლში, სადაც უკეთებდნენ პრეზენტაციას სხვადასხვა წიგნებს, მიდიოდა წიგნების გარჩევა, ასევე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა. საღამო ალაფურშეტით მთავრდებოდა. ანიმ ჭურჭელი გარეცხა და ოთხში ტანსაცმლის კარადას მიადგა, ამ დროს მობილურზე დაურეკეს: - სიხარულო როგორ ხარ? უთხრა თორნიკემ. - კარგად ჩემო სიცოცხლევ შეენ? - მეც. გოგო გამოხვალ ერთ საათში გავდივართ სასტავი კაფეში. - რომელ კაფეში? ხდება რამე თუ პროსტა? - პროსტა რა ვიჭუკჭუკოთ უთხრა თოკომ სიცილით. - კაი წამოვალ, მაგრამ მერე წიგნის საღამოზე მივდივარ და ადრე მომიწევს გასვლა; - კაიი ცხოვრებ არაა პრობლემა მზად იყავი და დაგირეკავთ. - ოქეიიი; ანის თორნიკეს და-ძმური ურთიერთობა ჰქონდათ, ბავშვობიდან ერთდ იზრდებოდნენ, ამიტომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. დათო და ნიკა კი თოკოს კლასელები იყვნენ, რომლებთანაც ასევე დიდი ხანია მეგობრობს. ანის სხვა მეგობრები, კლასელები ანი, ეკა, თამუნა და სალომე დასასვენებლად იყვნენ წასულები, მათთანაც მაგარი ურთიერთობა ჰქონდა. სულ ერთად იყვნენ,ზაფხულში კი ერთდ ისვენებდნენ, მათ მარტო ნინი აკლდათ, რომელთანაც ანას საუკეთესო მეგობრობა აკავშირებდა. საბაც და ილიაც დასასვენებლად იყვნენ. ანი გაემზადა. კლასიკური კომბინიზონი და მაღლები ჩაიცვა, თმები კი მაღლა აიწია. -ჩამოო გოგოოო- მიწერა თორნიკემ. ანის მობილური უჯდებოდა, ამიტომ სახლში დატოვა, ძველი ნოკია იპოვა და ის წაიღო. - წავედიით? - ხო შენ შენი მანქანით წამოხვალ? - ხოო მე ხომ გასასვლელი ვარ და მასე აჯობებს. უთხრა ანიმ და მანქანაში ჩაჯდა. მარი,თოკო,დათო და ნიკა ერთ მანქანაში ჩასხდნენ და კაფეში წავიდნენ. ისაუბრეს, ბევრი იცინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს. - წავედი მე თორემ დამაგვიანდება- თქვა ანის ეს და ჩამოუარა ყველას. - ვაჰ დავიღალე, რამდენი ხართ. თქვა ანი გასასვლელისკენ გავიდა, თორნიკე მას გაჰყვა, ხელი მაგრამ მოკიდა და გარეთ გაიყვანა. -თოკო მეტკინა რას აკეთებ? - გოგო ახლა კარგად მისმინე, ჭკუით იყავი! - მაგას რატომ მეუბნები? ჰკითხა გაკვირვებულმა ანიმ. - შენ მე სულელი გგონივარ? აიმაღლა ხმა თოკომ. ძალიან კარგად ვიცი გუშინ რაც მოხდა და საერთოდ ეგ ამბები და რომ მოხვალ სერიოზულად დაგელაპარაკები! თავს ვერ დაიძვრენ. - თორნიკე არ მინდოდა ამ საქმეში გამერიე ისეთი არაფერი ხდება და ამიტომ არ ჩავთვალე საჭიროდ მეთქვა შენთვის. - არ მაინტერესებს შენ რა ჩათვალე, ყველაფერი უნდა ვიცოდე! ახლა წადი და ვილაპარაკებთ რომ მოხდვალ. ანი თვალებაცრემლებული ჩაჯდა მანქანაში და გზას გაუდგა. - ფუ რა დებილი ვარ, რატომ დავუმალე. წამოიყვირა თავის თავზე გაბრაზებულმა, მაგრამ თავი დაიმშვიდა და დანიშნულების ადგილზე მივიდა. მის წინ უზარმაზარი სახლი იდგა, უზარმაზარი ეზოთი და ბასეინიტ, ჰამაკით და უცხო ხეებით. ანის თვალები შუბლზე აუვიდა და სასიამოვნოდ გაოცებული შიგნით შევიდა, უფრო გაოცდა როდესაც სახლი შიგნიდან შეათვალიერა, მყუდრო გარემო მას განსაკუთრებით ესიამოვნა, მაგრამ არ იცოდა ვისი სახლი იყო. დაიწყო საღამო, წიგნის პრეზენტაცია, განხილვა, რაშიც ანი აქტიურად მონაწილეობდა. წიგნებს ათვალიერებდა, როდესთან სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი მიუახლოვდა და მასთან საუბრის გაბმა სცადა. - გამარჯობა ანიმ ღიმილით უპასუხა. - ძალიან მომხიბლა თქვენმა აზრმა წიგნის დაკავშირებით, მომეწონა თქვენი აქტიურობა და მინდა ავღნიშნო რომ ამავდროულად ულამაზესი გოგონა ბრძანდებით. ანი გაწითლდა. - მადლობა ასეთი კომპლიმენტისთვის. უთხრა და გაუღიმა. ამის შემდეგ წიგნებზე დაიწყო საუბარი, თავიდან ანის ეს მოსწონდა, მაგრამ ბოლოს ბიჭი აღრ გაჩუმდა, იმდენი ილაპარაკა ანის თავი მოაბეზრდა, უცნობისგან თავი ძლივს დაიხსნა, მაგიდასთან მივიდა და ღვინის ბოკალი აიღო. მოტრიალდა და ვინ დაინახა... ალექსანდრე. ანი ერთიანად აკანკალდა, გული აუჩქარდა ისეთი ბიჭი ისეთი სიმპატიური იყო... მაგრამ გამოერკვა ფიქრებიდან და ჩაილაპარაკა: - ერთი ჭირი ძლივს მოვიშორე, ახლა ეს.. თავი ასწია და ალექსანდრე შეხედა, რომელიც მას გამწარებული უყურებდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. ანი ალექსანდრეს მოშორდა და გოგოებთან მივიდა. საუბარში აქტიურობა არ გამოუჩენია, ალექსანდრრეზე ფიქრობდა და მას უყურებდა, რომელიც სხვადასხვა გოგოებს ეკურკურებოდა, ფუ რა გამაღიზიანებელი იყო, აქ, ასეთ საღამოზე, ანის წინაშე. ანი გამწარდა და უცბად გოგოებს კითხა - გოგოებო ეს ვისი სახლია? - ცნობილი ბიზნესმენის დემეტრე არაბულის... გოგოებმა საუბარი გააგრძელეს, მაგრამ ანის აღარაფერი ესმოდა. ამ სახელის გაგონებაზე თითქოს მთელი სამყარო თავზე ჩამოექცა. '' ნეტავ მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს'' ფიქრობდა ანი, გაბრუებულმა წასვლა დააპირა, მაგრამ კარებთან ვიღაცამ ხელი მაგრად მოკიდა. ანი აიხედა და მის წინ ალექსანდრე დაინახა. - ჯერ ადრეა. ჩასჩურჩულა ალექსანდრემ და სახლის სხვა მხარეს წაიყვანა, ხელს არ უშვებდა ანის, უფრო მაგრად უჭერდა. - რას აკეთებ, გაგიჟდი? მეტკინა. უთხრა ანიმ მაგრამ ალექსანდრემ ყურად არ იღო ისევ მიყავდა ის. - ალექსანდრე მეტკინა, გთხოვ გამიშვი. ალექსანდრე შემოტრიალდა და ანის აცრემლებული თვალები დაინახა, გაფითრდა და ხელი გაუშვა. ინანა რომ ასე მოუჭირა ხელი. - იარე, უკან მიბრუნება არც იფიქრო, თორემ მერე აღარ დაგინდობ. ანის შეეშინდა და მას უხმოდ გაჰყვა. ოთახში შევიდნენ, რომელლიც დერეფნის ბოლოს, სახლის უკანა მხარეს იყო. ალექსანდრემ ანის ყელში ხელი მსუბუქად მოუჭირა და კედელს მიაჯახა: - შენ თუ გგონია გაპატიებ, ჩემს გაბითურებას ცდები. შენ თავს დააბრალა რაც მოგივა! უყვირა ალექსანდრემ. ანი აკანკალდა, ალექსანდრემ ეს შეამჩნია და ხელი გაუშვა. ანი გაშეშებული იდგა და ღრმად სუნთქავდა. ალექსანდრემ ანის ჩანთა აიღო, ოთახის კარები მიაჯახუნა და ჩაკეტა. ანი აკანკალებული ჩიკეცა, თავის თავზე ბრაზობდა. - აქედან უნდა გავიდე. თქვა ხმამაღლა, კარები ჩაკეტილი იყო, მობილურიც ჩანთში იყო, რომელიც ალექსანდრემ თან გაიყოლა. ოთახში აღელვებული მიმოდიოდა, უცბათ ფანჯარას მივარდა და გააღო. - მაინც სულელი ხარ ალექსანდრე არაბული! თქვა და ფანჯრიდან გადაიხედა. მცირე მანძილი იყო და გადაძვრომას შეუდგა. ფრთხილად გადაძვრა და უკანა ეზოდან შეუმჩნევლად გავიდა, მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ წავიდა. - მაინც გავიქეცი,თქვა და გაეცინა. მერე თავის თავზე გაბრაზდა სულ როგორ მეცინებაო. ალექსანდრე კი ოთახში შევიდა და ანი რომ ვერ დაინახა გამწარდა, აბაზანაში შეიხედა არც იქ იყო, ბოლოს გაღებული ფანჯარა დაინახა და ყველაფერს მიხვდა. გაცეცხლდა, გამწარდა, სიბრაზისგან სუნთქვა უჭირდა. - ჯანდაბა, ისევ გამექცა. იყვირა, მუსტი კედელს მიარტყა და ოთახიდან გავიდა. ............................................ აბა რას იტყვით? ველოდები შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.