შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გაიღიმე პატარავ, ცხოვრება მშვენიერია" [თავი 2]


2-02-2016, 19:28
ავტორი ჩუმა
ნანახია 2 232

მთელი დღე გადატვირთული მქონდა, ახალი პროდუქტები მოვიტანეთ, ძველი კი გადავყარეთ, ყველაფერი დავანაწილე და მენეჯერსაც მივაწოდე აღრიცხვის ფურცლები.
-გეძახის-თვალების ტრიალით შემოვიდა ჩემს კაბინეტში ქრისტინე -საშინელი დაღლილი ვარ უთხარი თუ რამე პრეტენზია აქვს აქ მეახლოს-ვუთხარი და სავარძელში კომფორტულად მოვეწყვე, მალევე გავიგე კარის ხმა, დახუჭული თვალები გავახილე და ჩემს წინ ასვეტილ დემეტრე სიჭინავას გავხედე
-მომბეზრდა შენი უაზრობები-ამოვიბურტყუნე და თვალები კვლავ მივნაბე.
-დაიღალე?-გავიგე მისი ხმა და ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა
-შენ არავინ გეკითხება, გთხოვ შეეშვი ამ უაზრობებს-თვალები ავატრიალე
-ერათი შანსი მომეცი, მხოლოდ ერთი-საწყალი სახით გადმომხედა მან
-დემეტრე, რავქნა? ძალით ხომ ვერ შეგიყვარებ? მთელი წელია გიცნობ და მაინდამაინც ეხლა რატომ შემიყვარდები?-გავხედე სევდიანი სახით
-კარგი, წავალ, აღარ მოგაბეზრებ თავს-მითხრა ნაწყენმა და კაბინეტის კარი გაიხურა.
-იმედია ეს მაინც მომშორდება-ამოვიფრუტუნე და თავი საზურგეს მივადე, მომენტალურად ჩამეძინა, ისე რომ აზრზეც ვერ მოვედი.
-კაპიტანო, გაიღვიძე-მანჯღრევდა თეკო
-რაგინდა გოგო-სწრაფად მოვიშორე მისი ხელი და თვალები ზანტად გავახილე
-რესტორანი უკვე დავკეტეთ დროა სახლში წახვიდე-მითხრა და საათზე მანიშნა. მართლაც უკვე ღამის 2 საათი იყო
-წაიყვანე ჩემი მანქანა და მოუსვი აქედან-გასაღები ხელში შევაჩეჩე და ფეხზე წამოვდექი, ფორმა გავიხადე ის ჩავიცვი რაც აქ მოსვლამდე მეცვა და პლედში გახვეული დავწექი რბილ დივანზე.
-კაპიტანო, მთელი ღამე აქ გეძინათ?-გაკვირვებული მომაჩერდა ჩვენი დამლაგებელი სალომე
-ხო, ჩუმად დაალაგე რა მეძინება-ვუთხარი და გვერდი ვიცვალე. მალევე შევიბრუნე ძილი. თუმცა ვინ შეგარგებს? კარზე ბრახუნი ატყდა
-შემოდიიიით-ვიყვირე და კარისკენ გადავბრუნდი
-თამარ ნორმალური ხარ? ლამის შენი ბინის კარი ჩამოვიღე-ღრენით შემოვარდა ოთახში გიგო, ჩემი დის ყოფილი საქმრო და რესტორნის მეპატრონე
-დამეზარა წასვლა-ვუთხარი ღიმილით
-რა წითელი ხარ?-გაიკვირვა მან და შუბლზე ხელი მომადო
-გოგო იწვიი
-ჰა? რა? სიცხე მაქ?-გაკვირვებული წამოვვარდი ფეხზე
-მოიცა, წამლების ყუთს მოვატანინებ და სიცხე გაიზომე-მითხრა მან და სწრაფად მოუხმო ქრისტინეს.
-აბა? რამდენი გაქ?-მკითხა როდესაც თერმომეტრს დავხედე.
-37.3-ვუთხარი და გავიღიმე-უფროსო ხომ გამათავისუფლებთ?-თვალები ავუფახურე სიცილით
-ნუ ხარ აფერისტი გოგო, წამოეთრიე სახლში-შემომიბღვირა, ხელი გადამხვია და ისე გავედით სამზარეულოში
-თეკო, სიცხე მაქვს, დღეს შენ იყავი კაპიტანი, თუ გამოვჯანმრთელდი ხვალვე მოვალ-ვუთხარი და მთავარ დარბაზში გავედით -გვანცა, საბუთები ყველაფერი მეილით გადმომიგზავმე, მეც გადავავლებ თვალს, მე და თაკო მივდივრთ-დაუბარა გიგომ და ხელგადახვეულები გავედით გარეთ
-ელენე როგორაა?-მანქანაში დაჯდომისას მკითხა და დავინახე რამხელა სევდა სუფევდა მის თვალებში
-მას გაჰყვა გიგუ, რა აღარ გავაკეთე, ბოლოს ისე ამომიყვამა ყელში, სახლიდან გავაგდე-ამოვიჩურჩულე გუნებაწამხდარმა და გიგოს გავხედე
-ნუ ნერვიულობ, ალბათ ღირსი იყო, არ მეგონა იმ სი*ში თუ გამცვლიდა, არაუშავს, ის წავა და სხვა მოვა-დამამშვიდა თან თავიც დაიმშვიდა და მანქანა ჩემი სახლისკენ წაიყვანა.
-გააჩერე სადმე მარკეტთან, შენ რომ გიყვარს ისე გაგიკეთებ კრაბს, გინდა?-ვკითხე და გავუღიმე
-ძალიან მშია-მანაც გაიღიმა და მანქანა მარკეტთან გააჩერა
-წამოდი შენც-ვუთხარი და ძალით გადმოვათრიე მანქანიდან, დიდხანს ვიბოდიალეთ მარკეტში, ჩიფსები და კოკაკოლები ვიყიდეთ, კრაბის ჩხირებიც და მარკეტიდან დატვირთული გამოვდიოდით წიმ გურჩიანი რომ შეგვეგება
-ვაა, ერეკლე-გაუღიმა მას გიგომ, პარკები მე მომაჩეჩა და გურჩიანი დაგაკოცნა
-იხვნისკარტაც აქ ყოფილა-დაღრეჯილი მივაშტერდი ერეკლეს და პარკები კვლავ ნაგლად მივაჩეჩე გიგოს
-რაო?-გაკვირვებულმა გადმომხედა გიგომ
-აი, ნახე, სახეზე რომ მუწუკები აქ, ვუთხარი ჟირაფს გავხარ მეთქი და არა იხვნისკარტასო და მეც სხვა რა გზა მაქ? ვეძახი იხვნისკარტას-ავიჩეჩე მხრები სიცილით
-გასაგებათ გითხარი რომ წითელა მაქვს და არაა ჩემს მუწუკებზე ყურადღების გამახვილება-დაბღვერილმა მითხრა და მის უკან მოსულ 15-17 წლამდე გოგონას გახედა
-გიგო, ეს ჩემი დაა, ნიტა, ეს კი გიგოა, ჩვენ პარტნიორები ვიყავით-გააცნო ერთმანეთს გიგო და ნიტა გურჩიანმა
-ეს ჩემი რესტორნის შეფმზარეული და უახლოესი მეგობარია, თამარა-წარუდგინა გიგომ ჩემი თავი მას.
-სასიამოვნოა-გაიღიმა გოგონამ
-კინოს უნდა ვუყუროთ, თან თამარა კრაბის სალათას მოამზადრებს, წამოდით თქვენც-შესთანავაზა გიგომ მათ
-სხვა საქმე გვქო..-დაიწყო ერეკლემ თუმცა მალევე გააწყვეყინა ნიტამ
-ჩვენც ფილმის ყურებას ვაპირებდით
-ძალიან კარგი, წამოდით, წავიდეთ-გაიღიმა გიგომ, თავისუფალი ხელო გადამხვია და მანქანისკენ წამიძღვა
-უიმე, შენ სიცხე რო გქონდა?-გაახსენდა უცებ დავითაიას.
-მოდი კაცო, არ მოვკვდები-გავიცინე და მანქანაში დავჯექი. ჩემთან ავედით, ერეკლე და ნიტაც მალევე მოვიდნენ, მე კი როგორც საქმეში გაწაფულმა 10 წუთში მოვამზადე კრაბის სალათა(ჩემებური) და სუფრა გავშალე.
-მარტო ცხოვრობ?-გაიკვირვა ნიტამ და სახლი მოათვალირა
-ხო, მშობლები გაშორებულები არიან-ვუთხარი ღიმილით
-და ან ძმა გყავს?-კვლავ არ წყვეტდა დაკითხვას ის.
-მყავდა და სანამ სისულელეების კეთებას დაიწყებდა-ჩავიცინე და გიგოს გავხედე, სახე რომ მოღუშვოდა
-მაგაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ-თითი დამიქნია მან
-რა თითებს მიქნევ ბიჭო წესიერად მელაპარაკე-ვუთხარი წარბაწეულმა რასაც ნიტას სიცილი მოჰყვა
-ხო, რათქმაუნდა, შენ ხომ კაპიტანი ჯეკი ბეღურა ხარ-თვალები აატრიალა მან.
-გახლავარ-ამაყად ვუთხარი
-რა ბოთე ხარ, მიდი სიცხე გაიზომე და დამწევი დალიე სანამ ფილს ავარჩევთ-მითხრა და თვითონ დაიწყო მაგიდის ალაგება, მეც ოთხში გავედი და არც გამიზომია სიცხე ისე დავლიე სიცხის დამწევი
-აბა რა ქენი?-მკითხა გიგომ როგორც კი გავედი და მის გვერდით მოვთავსდი
-დავლიე წამალი-გავუცინე და ფილს მივაშტერდი, არ ვიცი ბოლომდე ნახეს თუარა მაგრამ ნახევარიც არ იყო გასული რომ ჩამეძინა..
//
თავი ნელა წამოვწიე და ოთახი მოვათვალიერე, ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული ოთახი იყო. ფეხზე წამოდგომა ვცადე თუმცა ვერ ვდგებოდი, საწოლზე ვიყავი მიბმული, თავი მისკდებოდა ისე მტკიოდა. კიდევ ერთხელ ვცადე წამოდგომა მაგრამ ამჯერად ყველაფერი დატრიალდა, თავბრუ დამეხვა, ლოგინზე დავწექი და თვალები დავხუჭე, დაწყნარება ვცადე
-გონს მოდი, გაიქეცი აქედან, ადექი-ყვიროდა ვიღაც ჩემს ყურთან ახლოს თუმცა ოთახში არავინ იყო, კიდევ ერთხელ ვცადე ადგომა თუმცა ვერ ავდექი.
-მიშველეთ-ვიყვირე და კვლავ ავფართხალდი. მალევე მომესმა ხის იატაკის ჭრიალის ხმა, ვიღაც ნელი ნაბიჯით მოიწევდა ოთახისაკენ. ამას კარის ჭრიალიც მოჰყვა და ოთახში რომ დემეტრე სიჭინავა შემოვიდა თვალები გამიფართოვდა
-შენ აქ რა გინდა?-ვკითხე შეშინებულმა მამაკაცს.
-მე გთხოვე, ერთი შანსი გთხოვე, ეხლა კი შენი ჯერია-მითხრა ცინიკურად და ჩემკენ წამოვიდა.
-რას აპირებ?-ვკითხე შეშინებულმა და ლოგინის კუთხეში შევიყუჟე, ის კი სწრაფად მომიახლოვდა, უხეში მოძრაობით მიმწია მისკენ და ტუჩებზე მომაწება მისი ბაგეები
-მომშორდი-ვლუღლუღებდი და ვფართხალებდი, ვცდილობდი მომეშორებინა, თუმცა არაფერი გამომდიოდა.
-არ მომწონს შენ სახეზე, ეს წითელი წერტილები-მითხრა როდესაც მომშორდა და გამიღიმა
-რა წითელი წერტილები?-გაკვირვებულმა ავხედე მას
-წითელა-გაიღიმა მან
-სამაგიეროდ მე მომწონს-ოთახის კარი შემოგლიჯა განრისხებულმა გურჩიანმა
-შენ ვინღა ხარ?-დაუღრინა დემეტრემ ახლად შემოსულ ერეკლეს
-მე მისი საქმრო ვარ-თქვა თუარა გაკვირვებული მზერა მივაბყარი გურჩიანს, მალევე ვიგრძენი ნჯღრევა და დაფეთებულმა ვჭყიტე თვალები, დაცვარულ შუბლზე ხელები გადავისვი და ოთახი მოვათვარიელე, ჩემს ოთახში ვიწექი, თავზე კი შეშინებული ნიტა დამცქეროდა
-რამოხდა?-ვკითხე შეშინებულმა
-ჩაგეძინა, მაღალი სიცხე გქონდა, ძლივს დაგიგდეთ-მითხრა მან და სწრაფად გავიდა მისაღებში რადგან ბიჭებისთვის დაეძახა. მე კი ჩემს სიზმარზე ჩავფიქრდი, ჯერ დემეტრეზე შემდეგ კი გურჩიანზე, მისი საქმრო ვარო, მეუცნაურა, თუმცა სწრაფად უკუვაგდე ერეკლეზე ფიქრი და შემოსულ გიგოს დავაკვირდი რომელსაც უკან ერეკლე მოჰყვა
-როგორ ხარ?-შუბლზე მაკოცა მან
-ცუდი სიზმარი ვნახე-ვუთხარი ცხვირაბზუებულმა
-მართლა? აბა რანახე?-გაეცინა გიგოს
-ეგ არაა შენი საქმე-ენა გამოვუყავი და ერეკლეს გავხედე
-კარგად ვარ, ესე ნუ ნერვიულობ იხვნისკარტა-ცინიკურად ვუთხარი და გავიცინე
-არ ვნერვიულობ-ცალყბად გაიცინა მან და დას გახედა-ნიტა, წავედით, ხომ ხედავ, უკვე მშვენივრადაა, რაში შჭირდება შენი აქ ყოფნა
-იქნებ მასაც წითელა აქვს ჩვენსავით?-თქვა ნიტამ ჩაფიქრებულმა
-არამგონია გადადებოდა-მხრები აიჩეჩა გიგომ
-ხომ მაგრამ ეკე გახსოვს შენც ესეთი სიცხეები გქონდა პირველ დღეებში-შეახსენა უმცროსმა გურჩიანმა
-ნუ ნერვიულობ ნიტა, წაყევი მაგ იხვნისკარტას-სიცილით ვუთხარი და ჩემი ტელეფონი ავიღე, თამაში ჩავრთე და თან ვთამაშობდი თან მათ დავემშვიდობე, გიგოც წავიდა, საქმე მაქვს სასწრაფო და ორ საათში შენთან მოვალო, უკვე საშინლად მეძინებოდა, ღამე იყო, ავდექი და შუქი ჩავაქვრე, ტელეფონი ბალიშის ქვეშ შევინახე და უკვე ნახევრად მეძინა მესიჯის ხმამ რომ გამომაფხიზლა, ისევ იგივე ნომერი და იგივე შინაარსი
„გაიღიმე პატარავ, ცხოვრება მშვენიერია“



პატარა თავი გამოვიდა, თუმცა ისე დაღლილი ვარ, მთელი ორი დღეა ამ თავს ვწერ და არვიცი, ორშაბათობით ვერ დავდებ ხოლმე, იმდენი სამეცადინო მაქ შუადღიდან შუა ღამემდე ვერ ვწევ წიგნებიდან თავს, დღეს კი ყველაფერს ვაბარებ თუმცა მაინც ვიღლები, ბოდიშით, დიდი თავი არაა მაგრამ მგონი არც ცუდია!



№1 სტუმარი nino k.d..

kargi iyo. mal-male dade ra da amaze didi tavebi ar myofnis es zoma. kidev avgnishnav rom tamaraze vgijdebi

 


№2 სტუმარი darina

Izmarze imdeni vicine, kargi iyo ukve dzalian momwons erekle, kargi wyvilia.

 


№3 სტუმარი dachi

dzaan kai iyo. am istoriashi yvelaze metad tamari momwons. velodebi momdevnos da imedia ar mawyenineb

 


№4  offline წევრი kaxelii

რატომ აღარ აგრძელებ??????

 


№5  offline წევრი Firefly

ჰეი,აღარ აგრძელებ? love
--------------------
M.T

 


№6  offline წევრი ჩუმა

ბოდიშით ბავშვებო! მუზამ მაგინა და გაბრაზებულმა დამტოვა! :დ:დ:დ;დ:დ:დ

 


№7  offline წევრი Firefly

აღარ გააგრძელებ? no
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent