გაყინულ გულზე გაყინული ხელი (სრული)
მოკუნტული ვიწექი თხელ საბანში გახვეული როდესაც გამომეღვიძა. მთელი სხეულით ვკანკალებდი სიცივისგან. ხალხის კივილი მომესმა და გადავწყვიტე ფანჯარაში გამეხედა. ისედაც ვიცოდი რომ ეს კივილი სიკვდილის მაუწყებელი იყო, მაგრამ მაინც წამოვდექი და ფანჯარაში გავიხედე. მანქანის ფარების შუქზე კარგად ჩანდა ათამდე ადამიანი, რომლებიც მწკრივში დაეყენებინათ და რომლებიც უკვე სიკვდილის შვილები იყვნენ. დავინახე ერთ-ერთი ქალი როგორ ეხუტებოდა ბავშვს და მძიმედ მოთქვამდა. სწორედ ის იყო სიკვდილის ანგელოზის პირველი შვილი. სროლის ხმა მიყოლებით გაისმა. ჩემდაუნებურად წარმოვიდგინე როგორ შეერია წითელი სისხლი წვიმას. ნაცისტებმა უძრავად დატოვეს გვამები და მანქანით გაუჩინარდნენ წვიმიან ქუჩაში. სროლის ხმამ დედა და ანიტაც გამოაღვიძა. ისინიც ჩემთან ერთად იყურებიდნენ ფანჯარაში, მაგრამ როდის მომიახლოვდნენ ვერც კი გავიგე. ანიტამ ცისფერი თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და ამოიოხრა. - დაწექით გოგოებო- გვითხრა დედამ ჩუმად და ჩვენც უსიტყვოდ დავემორჩილეთ. ისევ მოვიკუნტე თხელ საბანში და ისევ კანკალმა ამიტანა. ხანდახან სიკვდილი ძლიერ მინდოდა. მოვკვდებოდი და ჩემი ტანჯვაც დამთავრდებოდა, მაგრამ გერმანელ ჯარისკაცს იარაღი რომ მოედო შუბლზე მაშინ ალბათ მაინც დამწყდებიდა გული. ხანდახან მძულდა ადამიანები, ჩემი თავიც მძულდა. ასეთი სიცოცხლის დასრულებაზე გული მაინც დამწყდებოდა თუ ამას სიცოცხლე ერქვა მაგრამ მაინც დავიწყებდი ბღავილს იმ ქალივით სიკვდილის ანგელოზმა პირველი რომ წაიყვანა. ვფიქრობდი მაინც რატო გვიყვარს ადამიანებს ასე სიცოცხლე? ეს სიცოცხლე კიარა მხოლიდ სუნთქვაა, ნატანჯი გულის ცემა და მეტი არაფერი და ამასთან განშორება მაინც გვიჭირდა ყველას. ალბათ ამ საღორეში შიმშილში სიცივეში და სისხლის ღვრაში დარჩენა გვერჩივნა. ოხ ადამიანო სიცოცხლის მონავ! ჩვენ ადამიანებადაც აღარ გვთვლიდნენ. ალბათ ჩვენს თავს ქუჩის მაწანწალა ძაღლები ერჩივნათ. შეეძლოთ ჩვენი სიცოცხლის ხელყოფა და ამით დიდ სიამოვნებას იღებდნენ. ვფიქრობდი თუ რამდენად უძლური და უმოქმედო ვიყავი. ვნატრობდი ყველა გერმანელი ჯარისკაცი ისევე მიმებარებინა სიკვდილის ანგელოზისთვის, როგორც ისინი აბარებდნენ დღეში ასეულობით ებრაელს. მინდოდა მაგრამ ამ ტანჯული ცხოვრებისგან გარიდებას მაინც ვერ ვბედავდი. ტანჯვა მერჩივნა, არადა არც სადარდებელი მექნებოდა რამე და არც სატანჯველი, მაგრამ მთლად ასე არ იყო დედაჩემს და ჩემს დას ასევერ დავტოვებდი. გულის ტკივილს მე კიდევ ვერ დავუმატებდი, ისედაც დედა ბოლო ერთიწელია ყოველ ღამე მოთქვამს. მამა ენატრება. მისი ერთადერთი სიყვარული, რომელიც სადღაც სამი წლისწინ ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. მწარედ მახსოვს ის დღეები. გახსენებაც მზარავას. მაშინ უკვე დაწყებული იყო ებრაელთა გენოციდი. ამიტომ ვინმეს თვალში რომ არ მოვხვედროდით ღამის სამ საათზე ჩვენი ოჯახის ორ ახლობელ კაცთან ერთად მამის დასაკრძალად, ჩვენი საცხოვრებელი ბინის უკან მინდვრისკენ გავემართეთ. მამაჩემის ცივი სხეული დიდ ნაჭერში გვქონდა გახვეული. ასე პირდაპირ მივასვენებდით მამას სამუდამო სამყოფელისკენ. დედა დუმდა და ცრემლები ნაკადულივით ჩამოდიოდა სახეზე. თუმცა ვერც ხმამაღლა მოთქმას ვერ დაიწყებდა, რადგან რამდენიმე საათში ჩვენც ყველა უმოძრაო გულგაყინული და გაქვავებული გვამები ვიქნებოდით. მამაჩემის დასაფლავების შემდეგ დედა ყოველ ღამე მიდიოდა საფლავზე და იქიდან აქვითინებული ბრუნდებოდა. შემდეგ მამის საფლავზე წასვლასაც ვეღარ ვახერხებდით სახლი დავტოვეთ და ერთერთი ნახევრად დაცლილი საცხოვრებელი სახლის სხვენში შევიხიზნეთ. დედას ცოტა ფული ქონდა გადანახული, ყოველთვის ასეთი ღატაკები არ ვიყავით. დედა ყვავილების მაღაზიაში მუშაობდა მამა კი რედაქციაში, მაგრამ როგორც კი საშიშროება მოგვიახლოვდა მშობლებს სამსახურის დატოვება მოუხდათ. სხვენში როცა გადმოვდიოდით დედამ ფული ერთ გულკეთილ გერმანელ ქალს მისცა საკვების საყიდლად. სხვენში გამოკეტილები ვერაფერს შევძლებდით და გარეთ გამოსვლაც უკვე საშიში იყო. ეს გულკეთილი ქალი მოდიოდა ხოლმე საღამოს ჩუმად და საჭმელს მოგვიტანდა. დედას ეშინოდა რომ ეს ქალი არ შეემჩნია ვინმეს და ამიტომ უთხრა იშვიათად მოდი როგორმე გავიტანთ თავსო. ჩვენს საჭმელს ვიზოგავდით. მალე ისედაც შეგვიწყდებოდა საარსებო წყარო. ჩვენი ფული გათავდებოდა და ულუკმაპუროდ დავრჩებოდით. მე ყოველთვის გული მტკიოდა დედაზე სულ იძახდა არ მინდა არ მშიაო და მე და ჩემ დას გვინაწილებდა საჭმელს. მერე მე და ანიტა ჩვენს წილს კიდევ შუაზე გავყოფდით და დედას ძალით ვაჭმევდით. ალბათ ძალიან ბევრჯერ მშიერიც დაუძინია. თითქმის ყოველ დილას ჩუმად ხელით ვსინჯავდი ნაჭრების გროვას რომელზეც დედას თავი ედო. მისი ვითომ ბალიში ყოველთვის ნოტიო იყო. თვალები მეწვებოდა რომ წარმოვიდგენდი რამდენს ტიროდა დედა ყოველ ღამით, მაგრამ თავს ვიკავებდი არ მინდოდა რამეს მიმხვდარიყო. ისედაც მის ტკივილს არასდროს არავის თავზე არ ახვევდა. მეორე დილას ადრე გამეღვიძა. დედასაც და ანიტასაც ეღვიძათ. ისინი მდუმარედ იჯდნენ იატაკზე. - დედა ამ სახლში ხო კიდევ ხცოვრობენ ებრაელები? - კითხა ანიტამ დედას - არა. გუშინ შუაღამეს დახვიტეს უკანასკნელი ებრაელები ამ სახლიდან.- უპასუხა დედამ - უკანასკნელები ჩვენ ვიქნებით- ვთქვი მე - ასე ნუ ლაპარაკობ არ მინდა სიკვდილი- მითხრა ანიტამ და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. - ნუთუ სიკვდილი არ ჯობია უმამობას? ნუთუ სიკვდილი არ ჯობია ამ ყოფაში ცხოვრებას? ამ ცივ სხვენში ყოფნას, შიმშილს ამდენი ადამიანის სიკვდილის ყურებას არ ჯობია მოკვდეე და ყველა მოვკვდეთ არ ჯობია? - დაწყნარდი შვილო- მამშვიდებდა დედა- აქ ვერ მოგვაგნებენ აი ნახავ დამთავრდება ყველაფერი. მალე დამთავრდება. - რატომ გინდა რომ დამთავრდეს რატომ?? არ ჯობია შენ ქმართან იყო?? ხომ გენატრება?? წამოდი ჩავიდეთ ქვევით და ბარემ დავამთავროთ ყველაფერი მამასთან წავიდეთ.- მე ხელები ამიკანკალდა და ცხელი ცრემლები უნებურად ჩამომიგორდა ლოყებზე დედას გამხმარი და გამოფიტული სხეული ჩემ სხეულს მოეხვია ის მამშვიდებდა და მეფერებოდა. არ მახსოვს რას მეუბნებოდა რადგან ყურებში წუილის ხმა მესმოდა მხოლოდ. ყურთა სმენა დამეხშო და გული ამიგუგუნდა. მერე ანიტაც მოგვეხვია და ვღვრიდით ცრემლებს ერთად. ან რას გვიშველიდა ეს ტირილი და მოთქმა არც არაფერს. ჩვენი ტანჯვას ვერც ერთი წვეთი ცრემლი ვერ გამოხატავდა ისე როგორც ჩვენ გვინდოდა. მინდოდა გულიანად მეკივლა მაგრამ ესეც არ შემეძლო. სასიკვდილოდ განწირულები შიშში ვიყავით. უმნიშვნელო ხმაზეც კი გული მიჩქარდებოდა ანიტა ყოველთვის ცალკე იჯდა და მის ლამაზ თეთრ სახეს მალავდა. მაშინ 20 წლის იყო. ჩემზე დიდი. როცა იჯდა მისი ქერა თმა ლამის იატაკს წვდებოდა. ცისფერი თვალები მუდამ წყლიანი ქონდა და ყოველთვის რაღაცას მიშტერებოდა. თითქოს სულ სხვაგან იყო ფიქრებში. ის მართლა მეცოდებოდა სასიკვდილოდ. სიცილს მიჩვეული ანგელოზი იყო, მაგრამ ხმასაც აღარ იღებდა. ღამით ხმამაღალი ლაპარაკი და ნაბიჯების ხმა მოგვესმა. შიშით ხმას ვერ ვიღებდით. ფეხის ხმა ნელნელა გვიახლოვდებოდა. სამივე ერთმანეთზე ვიყავით მიკრულები როცა ვიღაცამ იატაკში ამოჭრილი პატარა კარი ამოაღო. დედამ თვალები მაგრად დახუჭა და ხელები მე და ანიტას მაგრად მოგვხვია. იატაკიდან გერმანელმა ჯარისკაცმა ამოყო თავი. პირი გააღო რომ რაღაც ეთქვა მაგრამ სიტყვა პირზე შეაშრა. კარგად დავაკვირდი რომ ანიტას მიშტერებოდა, ანიტაც თვალებში უყურებდა უშიშრად. -არის ვინმე?? - შესძახა ვიღაცამ ქვემოდან. -არა არავინაა- უპასუხა გერმანელმა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ და ქვევით ჩავიდა. ძალიან გამაკვირვა მისმა ასეთმა საქციელმა. მეგონა იმ ღამესვე დამთავრდებოდა ჩვენი ტანჯული ცხოვრება. შემეშინდა სხვა ჯარისკაცს კიდევ არ გადაემოწმებინა ჩვენი სხვენი მაგრამ აღარავინ მოსულა. - დედა ეს ის იყო, ეს გერმანელი ჯარისკაცი... მე მას ვიცნობდი ის კარგი ადამიანია. - საიდან იცნობდი?- ვკითხე მე - გახსოვთ ადრე იმ გერმანელი ქალის ძაღლს რომ ვასეირნებდი ხოლმე ცოტა ფულს რომ მაძლევდა. რა ერქვა იმ ქალს? დამავიწყდა. - მარიაა მარია ერქვა- უთხრა დედამ- მაგრამ ეს ბიჭიი?? - ეს ბიჭი მისი შვილია. ხშირად ერთად ვასეირნებდით ხოლმე ძაღლს.- ნაღვლიანად უპასუხა ანიტამ და თვალებში ცრემლები ჩაუდგა. ცოტახანში ტირილი დაიწყო მე მივხვდი რაღაც სხვა ამბავი იყო. მივედი და მოვეხვიე ცოტახანი ასე ჩუმად ვიჯექით შემ დეგ კი ვკითხე: - მას უბრალოდ იცნობდი თუ... - მაშინ მე 15 ის ვხდებოდი ის 18 ის. თვითონ გამეცნო და ერთად ვსეირნობდით ხოლმე. ძაღლსაც ვასეირნებდით. ის ძალიან თბილი და ალერსიანი იყო. მას მე ვუყვარდი. თვალებს მიკოცნიდა ხოლმე და ჩემს ხელს გულზე იდებდა. - ანიტამ ცოტახნით შეისვენა და ცრემლები მოიწმინდა.- ნეტავ ისევ ისე იყოს ყველაფერი. 2 წელი ერთად ვიყავით. მაგრამ არავის ვეუბნებოდი მეშინოდა მამას არ გაეგო. მერე ყველაფერი აირია. ბოლოს რომ ვნახე მაგრად ჩამეხუტა. ორივე ვგრძნობდით რომ ჩვენი ბოლო ჩახუტება იყო. მე ვტიროდი. იოჰანსაც ჩამოუგორდა ცრემლები. მის მერე აღარ მინახავს. მხოლოდ დღეს ვნახე. - ის გერმანელია. თქვენ მომავალი ვერ გექნებოდით. ის და მისნაირები ებრაელებს ხოცავენ ამიტომ სისულელების ლაპარაკს მორჩი ანიტა - უთხრა დედამ. - მაგრამ მე ის მიყვარს და სულ მიყვარდა. ის არ არის მკვლელი. მაშინ ეხლა აქ აღარ ვიქნებოდით. მჯერა ის ისევ მოვა აქ. -ორივემ დაიძინეთ! - მკაცრად გვითხრა დედამ და ჩვენც უსიტყვოდ დავემორჩილეთ. ანიტა მთელი ღამე ტიროდა. გავიგონე ძილში რამდენჯერმე დაიძახა სახელი იოჰანი. დილით თვალები ჩასიებული ჰქონდა. დედას არაფერი უთქვამს მაგრამ ვიცი ძალიან ეცოდებოდა. ხანდახან მივიდოდა და თმაზე მოეფერებოდა ხოლმე ანიტა კი გატრუნული იჯდა და რაღაცას მიშტერებოდა. ანიტა ყოველთვის გულჩათხრობილი იყო. გამიკვირდა მისი სასიყვარულო ამბავი, მაგრამ უკვე ბევრს ვდარდობდი და მეცოდებოდა . მივხვდი რომ ძალიან უყვარდა, რადგან მუდამ სხვაგან იყო. მოწყენილი და მარტოდ კუთხეში მყოფი. უამრავი სხვა ფაქტორი იყო მოწყენისთვის მაგრამ ჩემი აზრით სულ მასზე ფიქრობდა, უბრალოდ აქამდე ვერ წარმომედგინა. უსამართლობაა ცხოვრება. რთულია როცა იმ ადამიანთან გააბამ საიდუმლო უხილავ ძაფს, რომელიც სხვა საზოგადოებას მიეკუთვნება. იმ ადამიანებს, რომლებიც ხოცავენ და ჟლიტავენ ებრაელებს. გაზის ოთახებში გუდავენ და ვაგონებით მიყავთ დასახვერეტად. ალბათ როგორი მტკივნეული ფიქრები აწუხებდა ანიტას. ის ხელები რომლებიც მას ეფერებოდნენ ეხლა ხალხს ხოცავენ. ანდაც შეიძლება არც არავინ ყავდა ჯერ მოკლული. მაიმც სულ ნორჩი და ახალგაზრდა იყო. მაგრამ ანიტასთვის კი მტკივნეული და მძიმე იყო ყველაფერი. რამდენჯერმე მითხრა ის აუცილებლად მოვაო. იმდენად დამაჯრებელად მეუბნებოდა რომ მეც დავიჯერე და ველოდებოდი მის მოსვლას. ანიტა მართალი აღმოჩნდა. შუაღამეს იატაკში ამოჭრილი კარები ნელა ამოაღეს. ის ფრთხილად მოძრაობდა თითქოს არუნდოდა შევეშინებინეთ. ისევ ნაცნობი სახე გამოჩნდა. ანიტა ფეხზე წამოდგა და ხელები აუკანკალდა. დედას თითქოს დაყვრიება უნდოდაო და ხელი ხელზე მაგრად მოვუჭირე. იოჰანი ამოვიდა და ანიტას წინ დადგა. ანიტას ღაპაღუპით ჩამოდიოდა ცრემლები. იოჰანიც ტიროდა. მე სუნთქვაშეკრული ვიჯექი და შევყურებდი მათ. - ანიტა - იოჰან იოჰანმა ნაბიჯი წან გადმოდგა და ანიტა მკლავებში მოიქცია. მაშინ პირველად ვნახე გერმანელი ჯარისკაცის და ებრაელი გოგოს ჩახუტება. ერთმანეთს ხელებს არ უშვებდნენ. დავინახე იოჰანის მოჭუტული თვალები, რომლებიხ თითქოს ცრემლების შეკავებას ლამობდნენ მაგრამ ცრემლები გზას მაიმც მიიკვლევდნენ მის თეთრ სახეზე. ერთმანეთს თვალებში ჩახედეს. იოჰანი ანიტას სახეზე ეფრებოდა, ხელებს უკოცნიდა შემდეგ თვალებიც დაუკოცნა. მერე ანიტას ხელი მის გულთან მიიტანა და გულზე დაიდო. ალბათ როგორ გამალებით უცემდათ ორივეს გულები. დედასკენ გავაპარე თვალი და ისიც ტიროდა. მეც დანამული მქონდა ლოყები. - მე შენ ძალიან მენატრებოდი ანიტა. - მეც მენატრებოდი იოჰან. მეგონა ვერასდროს ვეღარ გნა ხავდი. - მე მოვალ ხოლმე შენთან. როცა შევძლებ სულ მოვალ. - ვიცი იოჰან. - ტკივილი მკლავს. მეშინია რომ ვერ დაგიცავ, ამის მეშინია. - ნუ ფიქრობ ამაზე არაფერი არ მოხდება. - ამ სახლს არავინ აღარ შეამოწმწბს, მაგრამ მაინც საშიშია. მეთუ შემამჩნიეს ესეც დააეჭვებთ მათ. შენი დაკარგვა არ მინდა. მეორედ ვეღარ დაგკარგავ. - არ დამკარგავ არა. - მალე მორჩება ყველაფერი. მე არცერთი ებრაელი არ მომიკლავს დამიჯერე გთხოვ მხოლოდ მათი გეტოებში გადაყვანა მევალება. ხომ გჯერა ჩემი ანიტა? - კი იოჰან მჯერა. - არ მინდა ანიტა მაგრამ უნდა წავიდე მაპატიე.- კიდევ დიდხანს იდგნენ ჩახუტებულები. ანიტა ისევ ტიროდა. იოჰანმა თვალები დაუკოცნა და წავიდა. მე და დედა მდუმარედ ვიჯექით. ვერაფერს ვამბობდით. ანიტა კი ისევ ტიროდა ამჯერად მის თვალებში ბედნიერების ნაპერწკალსაც დაინახავდით და ასევე იმედს. იოჰანიის კვლავ მოსვლის იმედს.მეორე დღეს თვალი ჩუმად გავაპარი პატარა ფანჯრისკენ. ქუჩაში მკვდარი, გაციებული გვამები უნდობლად მიეტოვებინათ ტანჯულს სულებს. კარგად დავინახე დედა შვილის ცხედრები რომლებიც რამდენიმე დღის წინ მოკლეს და ძაღლებს დაუგდეს საჯიჯგნად. გული მტკიოდა ამ კადრების შემხედვარე. ტირილი მინდოდა და ვერც ტირილი შევძელი. ანიტასაც აღარ შეეძლო ტირილი. ისე იჯდა თითქოს თვალსაც არ ახამხამებსო. მას ჩემზე მეტად ტკიოდა. მას ხომ კიდევ სხვა სადარდებელი ჰქონდა. საღამოს გვერდით მივუჯექი და მან მითხრა: -ნეტავ იოჰანიც ებრაელი ყოფილიყო. -მან თქვა ყველაფერი მალე მორჩებაო. ცოტაც გაუძელი. - ყვეაფერი მაშინ მორჩება როცა რუსები გერმანელებს შეიპყრობელ და ეს ომიც მორჩება. შეიძლება ჩვენ გადავრჩეთ მაგრამ იაჰანი ვერ გადარჩება. ამას მირჩევნია უსასრულოდ გაგრძელდეს ეს ომი ოღონდ იოჰანი ცოცხალი იყოს. იცი სიზმარში ვნახე.- მითხრა და მოყოლა დაიწყო - ღამე იყო ზღვაში ვცურავდით. თავიდან ზღვა მშვიდი და წყნარი იყოო შემდეგ უცებ აბობოქრდა და ძალიაან გაცივდა. ირგვლივ წყალი ნელ-ნელაიყინებოდაა. მე და იოჰანი ვკანკალებდით. იოჰანი ხმას აღარ იღებდა. მივხვდი რომ გული გაეყინა და საშინელი კივილი აღმომხდა.- უბრალოდ სიზმარია და მეტი არაფერი.- ვამშვიდებდი მე - თვალწინ სულ მისი გაყინული სახე მიდგას. - არაფერია ანიტა დაივიწყე - ვეუბნებოდი მე მაგრამ თითქოს და მეც შემეშინდა და ჩემთვის წარმოვიდგენდი კადრებს ანიტას სიზმრიდან. იმ დღეს იოჰანი არ მოსულა. გული დამწყდა ვიცოდი ჩემ დას როგორ გაუხარდებოდა მისი მოსვლა. ღამით რომ დავწექი შემეშინდა ვაითუ იოჰანს რამე დაემართათქო მაგრამ ეს აზრი მაშინვე დავივიწყე. მეორე საღამოს გვიან მოვიდა იოჰანი და ანიტას ჩახუტების შემდეგ გვითხრა: - ყველაფერი მალე მორჩება, რუსები უკვე ახლოს არიან. გერმანელენი თვითონ დაიწყებენ შენობების განადგურებას და საერთოდ ყოველგვარი კვალის გაქრობას მკვდარი ებრაელებისა. თუ ხვალ დილით სროლის ხმა გაიგეთ სხვენის ცენტრში დაწექით და თავი არ აწიოთ. აქ აღარავინ ამოვა მაგრამ გარედან აუცილებლად დაიწყებენ სროლას.- შემდეგ იოჰანმა დედას პატარა ქაღალდში გახვეული ფუთა გადასცა. - ეს მცირეოდენია მაგრამ... დედამ მხურვალე მადლობა გაფაუხადა იოჰანს ასევე ჩვენც. იოჰანი იატაკზე ჩამოჯდა და ანიტას ანიშნა დაჯექიო. ანიტა მკლავზე მოეხვია და გვერდით მიუჯდა. - არავინ არ აღიარებს მაგრამ ჩვენ დავმარცხდებით. შეიძლებაა ბოლოჯერ გხედავდე. - უთხრა ანიტას იოჰანმა და თავი ჩაღუნა. ანიტას ხმა არ ამოუღია ალბათ ისიც გრძნობდა ყოველივეს. შემდეგ იოჰანმა განაგრძო: - ყოველთვის იცოდე როგორ მიყვარხარ! - მეც მიყვარხარ იოჰან - უპასუხა ანიტამ ტირილით. - მე ძალიან მინდა შენთან დარჩენა. მაგრამ აქ რო დავრჩე ისევ თქვენ ჩაგაგდებთ საფრთხეში ამიტომ არ შემიძლია. - მაშინ მე წამოვალ შენთან - უთხრა ანიტამ. - სისულელებს ნუ ამბობ - უპასუხა იოჰანმა და შუბლზე აკოცა. დედამ ჩუმად ჩამჩურჩულა მას მართლა ძლიერ უყვარს ანიტაო. ეს მეც ვიცოდი და უფრო მეტად მემატებოდა გულისტკივილი. ვიცოდი ეს სიყვარული მათ შეიწირავდა. მათი ერთად ყოფნა ვერ მოხერხდებოდა. კიდევ იმის მეშინოდა ანიტა როგორ გააგრძელებდა ცხოვრებას იოჰანის გარეშე. ან საერთოდ ჩვენც თუ გვეწერა სიცოცხლე. მაგრამ ეს მაშინ დიდად არც მაღელვებდა. დედას ჩასთვლიმა. უკვე გვიანი იყო და იოჰანიც უნდა წააულიყო. იოჰანმა ანიტას ხელი ხელში მოიქცია შემდეგ ჯიბიდან ვერცხლის, თვლიანი ბეჭედი ამოიღლო და ანიტას თითზე გაუკეთა. ანიტა თავიდან შეკრთა შემდეგ კი გულმხურვალედ ჩაეხუტა იოჰანს. ამ გაცხარებულ ომში და ბინძურ სხვენში მათი ერთად ყოფნა დაკანონდა. მე ცრემლები ვერ შევიკავე და ორივეს მოვეხვიე. - ამას დიდი ხანი ვინახავდი- თქვა იოჰანმა და განაგრძო - ეს ყველაფერი სულ სხვანაირად წარმომედგინა მაგრამ იცოდე ხვალ დილამდე ცოცხალი რომ ვერ მივაღწიო და ვეღარასოდეს გნახო შენ ყოველთვის ჩემი ანიტა იქნები. - ამას ნუ ამბობ. თუ სიკვდილია ერთად მოვკვდებით. და იქ ვერავინ შეგვიშლის ხელს.- მიმართა ანიტამ გულნატკენი. იოჰანს კი თითქოს გაბრაზება დაეტყო. - შენ დიდ ხანს იცოხლებ ანიტა მე კი არ დამჩენია დიდი დრო ამიტომ ერთად სიკვდილი არ გამოვა. - უთხრა იოჰანმა და თან გაუღიმა მისი ლამაზი ტუჩებით. ანიტას კიდევ უნდოდა რამე ეთქვა მაგრამ იოჰანმა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოწმინდა და მისი მზერით თითქოს შეაჩერა. იოჰანი ადგა უნდა წასულიყო და ანიტას მაგრად ჩაეხუტა, მე კი თბილად გამიღიმა. ქვევით რომ ჩადიოდა ცოტახანი შეჩერდა თავი ამოყოფილი ქონდა იატაკზე ამოჭრილი კარიდან, ანიტა კი იატაკზე ჩამუხლულიყო. ორივე ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. იოჰანი ოდნავ ამოიწია და დაეკონა ანიტას დიდ წითელ ტუჩებს. ჩემ სიცოცხლეს თვალის დაუხამხამებლად გავწირავდი ოღონდ მათ დიდ ხანს და ბედნიერად ეცხოვრათ, მაგრამ ასე ვერ მოხდებოდა მე კი ძალიაან მინდოდა მათი დახმარება მაგრამ არ შემეძლო. ანიტამ იოჰანის მოტანილი პატარა ფუთა გახსნა. შიგნით ერთი პური და ძეხვი იყო. მე და ანიტას არ გვიჭამია და დილას დედასთან ერთად შევჭამეთ ცოტაოდენი. - უნდა გაუძლო შვილო - უთხრა დედამ ანიტას - თავიდან ეს ამბავი სისულელედ მომეჩვენა მაგრამ მივხვდი რომ ერთმანეთი მართლა ძლიერ გიყვართ. ძალიან მტკივა გული ყველაფერი ამ ვითარებაში რომ ხდება. - დედამ თავი დახარა. მძიმედ სუნთქავდაა. - ყველა თითქოს რაღაცისთვის მამზადებთ. ამაზე ფიქრი ისედაც მტანჯავს. ნუღარ ვისაუბრებთ ამაზე გთხოვთ. - ანიტა ჩვენ ჩამოგვშორდა და გვერდით კუთხეში მარტო დაჯდა. იმ დღეს ძალიან მიკვირდა გერმანელებმა შენობების დაბობვა რომ არ დაიწყეს. თითქოს ყოველ წუთს ველოდი შემზარავ ხმებს. გვიან ღამით ისევ მოვიდა იოჰანი. იმ ღამით ისე ეფერებოდა ანიტას როგორც არასდროს. მე ყველაფერს მივხვდი... მივხვდი და გულზე შემომეხვია ტკივილის მარწუხები. გული მიფანცქალებდა მათი შემყურე და სიმწრისგან ცრემლებს ვღვრიდი. ახლაკი ვიცოდი ეს მათი ბოლო ალესი იყო. მიჭირდა მათი ყურება თან თვალის მოშორებაც არ მინდოდა. დედამ ლოყებიდან თვალები ნაზად მომწმინდა და თავზე მაკოცა. არ მახსოვს ერთმანეთს რა უთხრეს რადგან დიდ ემოციებში და შიშში ვიყავი. მხოლოდ კადრებს ვხედავდი როგორ ეფერებოდა გერმანელი ჯარისკაცი ებრაელ გოგოს. იოჰანმა სახე დაუკოცნა ანიტაა და მისი ხელი გულზე დაიდო. - შენ ხელს აქ ყოველთვის ვიგრძნიბ.- უთხრა იოჰანმა. - ჩვენი გულები ერთდროულად გაჩერდებიან. - ნუ გინდა სიკვდილი ჩემს გამო უბრალოდ იცოცხლე და არასოდეს დამივიწყო- მიუგო ისევ იოჰანმა. ანიტა რაღაც წერტილს მიშტერებოდა და ისევ თავისას ლაპარაკობდა: - ჩვენ ერთად წავალთ... ვგრძნობ. - გთხოვ ანიტაა - მუდარით უთხრა იოჰანმა და გულში ჩაიკრა. ორივე ტიროდა. ორივეს უჭირდა განშორება. მაგრამ ასე უნდა მომხარ იყო ამ დამპალ სიცოცხლეში. დიდი ხნის ჩახუტების შემდეგ იოჰანი წავიდა. მის თვალებში მკაფიოდ იკითხებოდა დიდი ტკივილი და მწუხარება. ანიტა მე და დედას მოგვარდა და აქვითინდა. ჩვენ ვერაფერს ვეუბნებოდით ჩვენთვის ყველაფერი ისედაც ნათელი იყო. შუა ღამეს ჩაგვეძინა მაგრას დილით უთენიას ყუმბარების ხმამ გაგვიყრუა ყურები. ფანჯარაში გავიხედე და ისინი ზუსტად ისე იქცეოდნენ როგორც იოჰანმა თქვა. გერმანელები ყველაფერს ბომბავდნენ. მე ორივე გავაფრთხილე არ ეყვირათ. არ ვიცოდი ამას როგორ ვახერხებდი მე მაინც მათზე პატარა ვიყავი. სამივე სხვენის ცენტეში დავწექით თავქვე და ხელები თავზე შემოვიწყვეთ. შენობა სადაც ჩვენ ვიყავით ორჯერ დაბომბეს საბედნიეროდ ამაში მაინც გაგვიღიმა ბედმა და ორივე ყუმბარა ჩვენს ქვემოთ სართულებზე ისროლეს. საზარელი გრუხუნის ხმა იყო. შენობა ერთიანად ქანაობდა. ეს ყველაფერი რამდენიმე საათი მაინც გრძელდებოდა. არაფერი აღარ მესმოდა. იატაკზე მიტყეპილი ცხვირით ძლივს ვსუნთქავდი.სამივემ ერთმანეთს ხელები ჩავჭიდეთ და დაველოდეთ როდის დასრულდებოდა ჯოჯოხეთი. ყუმბარების გუგუნი რომ შეწყდა შემდეგ შენობების ნგრევის ხმები ისმოდა. მერე ყველაფერი მიყუჩდა ცოტახნით და უცებ სროლის ხმა ატყდა. გერმანელებმა ყვრილი ატეხეს. ყველაფერი მთავრდებოდა. გერმანელებს რუსების პირისპირ გაუჭირდათ გაბრძოლება მაგრამ ეს ყველაფერი ამაო იყო. აალაგ ალაგ კვნესის ხმები ისმოდა. მე კი გულში მიხაროდა, რადგან ეს გერმანელთა კვნესის ხმა იყო. რამდენიმე ხანში არემარე მიყუჩდა სროლის ხმებისგან და მხოლოდ ტანკების მოძრაობის ხმა ისმოდა. მე წინ გავცოცდი დედამ კიფეხზე ხელი მომიჭირა ჩემს შესაჩერებლად. მე მაინც მივაღწიე ფანჯარამდე და გავიხედე. შვებით ამოვისუნთქე. ეს ტანჯვა დასრულებული იყო მაგრამ ის არ ვიცოდი რომ კიდევ მელოდა ტანჯვა. მე დედას და ანიტას გადავეხვიე. ანიტა უცებ წამოხტა და სხვენის კარები ამოაღო. კიბე რომლითაც იოჰანი ამოდიოდა ხოლმე იქ აღარ იყო. ცხადია იოჰანს გადაემალა. - უნდა ჩავხტეე. როგორმე უნდა მოვახერხო- გაჰკიოდა ანიტა ის უცებ იტაკზე ჩამოჯდა და სხვენის ამოჭეილ კარში ჩახტაა. დედამ წამოიკივლა. მე მიივვარდი იატაკზე მუხლებით დავემხე და ქვევით ჩავიხედე. ანიტა ნელნელა დგებოდა. მივხვდი რომ არც ისე დიდი მანძილი იყო ანიტა გაიწია და მეც ჩავხტი დედა გაოგნებული გვიყურებდა. ხელის გულები და ფეხები ძლიერ მეტკინა. იმ სართულზე კიბის ძებნა დავიწყე ერთი ოთახის კარი შევაღე და ოთახი მოვათვალიერეე. შემდეგ კარის უკან შევიხედე და დავინახე ნაჭრებში გახვეული კიბე. მე და ანიტაამ ძლივს გამოვიტანეთ კიბეოთახიდან რომ დედა ჩამიგვეყვანა. ჩვენ იმდენად ღონე მიხდილნი ვიყავით რომ კიბის სხვენის კარებამდე მიტანას დიდი ხანი მოვანდომეთ. დედა ნელნელა ჩამოლასლასდა კიბეზე და ანიტამ უმალვე კიბეები ჩაირბინა მეც უკან მივყვებიდუ თან დედას ვუყურებდი რომელიც ნელნელა ჩამდიოდა კიბეზე. მეშინოდა გარეთ გასვლის თითქოს ვიღაც იარაღს მომიშვერდა. ანიტა ქუჩაში იდგა და თვალებს აცეცებდა. მარცხნივ გაიხედა და ჯარისკაცები დაინახა. იმწამსვე იქით გაქანდა . არ ვიცი როგირ ახერხებდა სირბილს მაგრამ ვიცოდი რატოც მიიჩქაროდა. დროდადრო ცხედრებთან წამიერად ჩერდებოდა და სახეებს აკვირდებოდა. რუსებს ტყვეები ყავდათ. გერმანელები ჩამუხლულები იყვნენ. ანიტამ ნაბიჯს შეუნელა და თვალებით იოჰანს ეძებდა. ამდროს ანიტასკეენ უკან ხელებშებოჭილი იოჰანი გამოექანა , ანიტამ შეჰკივლაა მისი სახელი და უმალ მისკენ გაქანდა. ანიტა მოეხვია იოჰანს. ამდროს რუსმა იყვირა. მათ არც კი გაუგინიათ რუსიის ბრძანება. იოჰანი კი გაიძახოდაა ანიტააა!! ანიტაა!! უცებ მისი ხმა სროლის ხმამ გადაფარა. რუსმა იოჰანს ზურგში ესროლა და იოჰანიც მიწაზწ დაეცა. ანიტააც მასთან ერთად დაეცა და ხმამაღალი შემზარავი კვნესა აღმოხდა. "იოჰაან" "იოჰააან ჩემო სიყვარულო ყვიროდა ის". უცებ ანიტა მიყუჩდა მე შემეშინდა. და წამოვხტი. დედა მიწაზე მუხლებით დაემხო თითქოს უკნიდან დანა ჩაარტყესო. დედამ იგრძნო. მე ვერ მივხვდი. ანიტასკენ გავიქეცი - ანიტააა!!!- ვყვიროდი მე მივუახლოვდი მათ და გავშეშდი სისხლი გამეყინა. ჩემი და აღარ მოძრაობდა. ერთი ხელი იოჰანზე ქონდა შემოხვეული მეორე კი მის გულზე ედო. მე მუწაზე დავეცი და ანიტას ხელი ზურგზე გადავუსვი.ცრემლები მდინარესავით ჩამომდიოდა, მაგრამ ვერაფერს ვიძახდი თითქოს ენა გადამეყლაპა. გული დამიმძიმდა და სხწული ერთიანად ამიკანკალდა. იოჰანის ცისფერ თვალებს შევხედე რომელიც ბოლში გახვეულ ცას შეჰყურებდა. მე ჩემი აკანკალებული ხელი მის თცალებთან მივიტანე და ქუთუთოები ჩამოვუწიე. მათი ყურება ნამდვილი ტანჯვა იყო. ორივეს მოვეხვიე და მძიმედ ავქვითინდი. დედა ისევ შორს იყო მიწაზე ჩამუხლული და ისიც მოთქვამდა. მე უცებ თავი ამოვწიე და იოჰანის შებოჭილი ხელები დავინახე. ნერვიულად დავიწყე კვანძების ხსნა. ხელებს ძალას ძლივს ვატანდი. მთელი სხეული მიცახცახებდა. იოჰანის გათავისუფლებული ხელები ანიტას შემოვახვიე და მათ დავაშტერდი. იოჰანის სიტყვები გამახსენდა შენ ხელს გულზე ყოველთვის ვიგრძნობო. მე მჯეროდა რომ მისი გაყინული გული მართლა გრძნობდა ანიტას გაყინულ ხელს. უცებ გულზე მივიჭირე ხელი. ისევ ვტიროდი შეუჩერებლად. ისენი ისეთი ლამაზები იყვნენ. სიმწრის ოფლმა დამასხა ტკივილისგან. თავი რომ ავწიე ყველა ჩვენ შემოგვყურებდა თავშიშველნი. ანიტამ და იოჰანმა ერთად ჰპოვეს განსასვენებელი. ჩახუტებულები იყვნენ სამუდამოდ და ამჯერად მათ ხელს ვერავინ შეუშლიდათ. იოჰანის ხელწბი ანიტას სამუდამოდ შემოხვეოდა და ანიტას სამარადიაოდ დაედო ხელი იოჰანის გულზე, ისე როგორც იოჰანს უყვარდა. ამ ამბის შემდეგ ცხივრება მწარედ გაგრძელდა. ყოველი წუთი ტანჯვა იყო ჩემთვის როდესაც მათ კოცნას და ალერსს ვიხსენებდი. ყოველ ღამე სიზმარში ვნახულობდი მათ ბოლო და სამუდამო ჩახუტებას და თვალებიდან არ ამომდიოდა გაყინულ გულზე გაყინული ხელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.