შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი თუ რეალობა (დ ა ს ა ს რ უ ლ ი)


2-02-2016, 22:28
ავტორი lilearchvadze:)
ნანახია 2 259

ჰო მარიამის მშობრელბს ამის წაკითხვაზე ნამდვილად ელეთმელეთი დაეცათ, გრძნობდნენ საფრთხეს თუმცა ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ ოდნავ მაინც დამშვიდნენ:
-ქალბატონო დამშვიდდით მას საყვარელ ადამიანთან უნდოდა ყოფნა და ისიც წავიდა, რადგან ამბობს რომ დროებითია მართლაც დროებითია, საჩივარი არუნდა შეიტანოთ მის მოსაძებნად რადგან ამით მის ფსიქოლოგიას დაანგრევთ, თუ იპოვით და იმ ადამიანს დააშორებთ რომელიც სიგიჟემდე უყვარს შესძულდება ყველა და ყველაფერი, მარიამის გზა თავიდანვე თორნიკესთან მიდიოდა, სიზმრებში თაფლისფერთვალება ევლინებოდა ხომ მხსნელად?
-არ ვიცი ეს 5წლის ასაკში მითხრა, მაგის მერე არვიცი კიდევ თაფლის ფრერი თვალები თუ ელანდებოდა
-5წლის ასაკში? ასეთი შემთხვევა პირველადაა ძირითადად გარდატეის პერიოდიდან იწყება ხოლმე.
-მას 2წლის შემდეგ დაეწყო მაშინ როცა ბავშვთა სახლიდან წამოვიყვანეთ, არვაინ იცის ეს ამბავი, იქ სულ უყვიროდნენ, ერთხელ ქუჩში შემხვდა მარიამი ვიღაც კაცთან ერთად ტიროდა, ის კიდევ ხმამაღლა უყვიროდა მარიამს, შემდეგ ბავშვთა სახლში ვნახეთ მე და ლუკამ დ ამაშინათვე ვიხსენით იქედან, როცა პირველად მომიყვა სიზმარზე მხოლოდ იქამდე იყო სანამ თბილი ხმა გამოჩნდებოდა მეგონა რომ ბავშვობიდან ჩარჩა ეს ყვირილი.
-კარგით ამ თემას მხოლოდ მარიამი ადის ფარდას ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია.
-კარგით მადლობა ქალბატონო მაკა ნახვამდის-მარიამის დედა წამოდგა ფსიქოლოგს დაემშვიდობა და ლუკას მანქანისაკენ აიღო გეზი, ყველაფრის მიუხედავად ყოველ ღამე მაინც სველდებოდა მისი ბალიში, ყოველ წამს მარიამი არსებობდა მათ გონებაში და ყოველ დღე სწყდებოდა ცრემლები მის თვალებს.
მარიამმა კი მიაგნო დაჩის, მაშინ როცა უკვე დაჩის ყველა იმედი გადაწურული იყო. სამი დღე დახეტიალობდა მარიამი, თავიდან იფიქრა საზღვარ გარეთ ხომ არ წავიდეო? შემდეგ გადაიფიქრა და ბათუმისაკენ აიღო გეზი, ბათუმში ჩასულმა თავისი ძველი სკოლა მოინახულა, გეოგრაფიის მასწავლებელს წააწყდა და გონება გაუნათდა, ქალი მოისყიდა და მისამართი გააშიფრინა, როგორც აღმოჩნდა თორნიკეს დედის მხარეს შეუფარებია თავი, დედამისი ქალბატონი ელენე დაიაური გახლდათ ხევსურეთიდან, კერძოდ ბატონი თორნიკე მუცოში იმყოფებოდა, ცნობების მიხედვით იქ მხოლოდ 49 ადამიანი სახლობს. მარიამი დაემშვიდობა ქალს, მადლობა გადაუხადა, ფული მისცა და ქუჩაში გავიდა, ზღვის სანაპიროს გაუყვა და ზღვის პირას ღრმად ჩაისუნთქა. ფიქრობდა ყველაფერზე, ფიქრობდა თორნიკეზე, რას გააკეთებდა რიცა შეხვდებოდა? იქნებ იყენებდა? იქნებ არ უყვარდასინამდვილეში და რაღაცაში სჭირდებოდა, მაგრმა მაინც კავშირს გრძნობდა მასთან, გული თორნიკესთვის ძგერდა, თრონიკესთვის ცოცხლობდა და თუნდაც მას არ ჰყვარებოდა ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ მის გვერდით ყოფილიყო. ტაქსი გამოიძახა მუცოსაკენ დაიძრა. თრონიკეს ფულს არ ხარჯავდა, ფული თავისი დანაზოგიდან აიღო რომელსაც პატარაობიდანვე აგროვებდა „ყულაბაში“. ძალიან დიდი გზა გაიარეს და ძლივს მეორე დღეს ჩააღწია, ზუსტად არ იცის რა დრო იყო, ტელეფონზე დახედვის თავიც არ ჰქონდა, მაგრამ დაახლოებით შუა დღე იყო. ტაქსის მძღოლს ფული და მადლობა გადაუხადა და გზა ფეხით გააგრძელა, სოფელში მართლაც არ იყო ბევრი ხალხი. იქვე მდგომ კაცს შეხვდა:
-გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით?
-მადბლობთ გოგონი, კარგად თქვენ? აქაურს არ გავხართ-კაცი წელში მოხრილი იყო, გამართულად საუბრობდა თუმცა აშკარად ჰქონდა ასაკი გაქცეული ეს მის თმაში ფესვგაბმულ წვერზეც ეტყობოდა.
-დიახ დედაქალაქიდან ვარ, მადლობა კარგად. იცით აქ ნაცნობს ვეძებ 21 წლის ბიჭია... თაფლისფერ თვალებაა...
-დაიაურის ვაჟკაცს ეძებთ?
-დიახ.
-ვინ ბრძანდებით?
-მარიამი ვარ
-ოჰ შვილო აქამდე გეთქვა თრონიკეს თუ ეძებდი გამომყევი... ისე მართალი ყოფილა ძალიან ლამაზი ხარ, თვალებიც როგორი გაქვს... ბიძაშენს ძალიან გავხარ.
-დიდი მადლობა... ბიძჩმს საიდან
-შვილო ეს ხომ მუცოა, ძნელად იპოვნი აქ ადამიანს, მაგრამ აქაურებმა ყველა და ყველაფერი ვიცით, რამდენჯერმე იყო აქ მოსული, ვიღაც არაკაცებს ემალებოდა.
-მადლობთ მისის დახმარებისთვის
-ეს ხომ ჩმი საქმეა
-კიმაგრამ ვალდებული არ ხართ
-როგორ არ ვარ?
-რატომ ხართ?
-მე ხომ კაცი ვარ, კაცის დახმარება თუ შემიძლია ეს ჩემთვის ვალდებულებაა მაგრამ მოვალეობის მოხდის მიზნით არ ვაკეთებებ ამას უბრალოდ სურვილი მაქვს.
-ძალიან კარგი ადამიანი ხართ... ნეტა ყველა თქვენნაირი იყოს...
-მადლობთ... ბაბუა აქ თუ აპირებ ყოფნას მაგი შარვალი უნდა გაიხადო და ისე უნდა იარო როგორც დადიან აქ ქალები და ქალაქელობა დაივიწყე ცოტახანს
-რათქმაუნდა, ჯერ თორნიკე უნდა ვნახო...
-ჰო რათქმაუნდა, მეკიდევ აქ ლაპარაკით გამყავს დრო... ორი წუთით შევიდეთ ჩმთან სახლში...
თბილ, პატარა სახლში შევედით მალევე მომესალმა მოხუცებული ამგრამ ძალიან ლამაზი ქალი:
-გამარჯობა შვილო... თემურ ეს ალბათ მარიამია
-კი ყიფშიძეს ქალიშვილია
-უკვე დროა?
-ახლოვდება ეგ დრო ჯერ არაა
-გამარჯობა გოგონა მე კესარია დაიაური ვარ
-ელენეს და?
-დიახ მაგრამ უთიერთობა დიდი ხნის წინ გავწყვიტეთ მშობლებისგარდაცვალების შემდეგ... მაგრამ რავქნა იმ თორნიკეს ვერ ველევი მაინც ჩემი სისხლი აქვს და თავდავიწყებით მიყვარს... მიტოა ჩემი ვაჟკაცი აქ...
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.. ძალიან ლამაზად გამოიყურებით- გულწრფელად უთხრა ამრიამმა- როგორც ჩანს დრო უძლურია თქვენს სილამაზესთან
- ეჰ ჩემო მარიამ, დრო ყველაფერს ჭამს და აქრობს მაგრამ ნადვილ გრძნობებს ვერ ერევა, მეც ჩემი ნამდვილი გრძნობებით ვარ დღემდე ასე...
-რაგინდა თქვა რძალო რომ მე ცუდად გამოვიყურები? - საუბარში ჩაერთო თემური და მარიამს რაღაცნაირად მოხვდა ყურში „რძლო“ ის და თორნიკე ჯერ შეყვარებულებიც კი არიყვნენ
-არა რას ბრძნაბეთ თქვენც შეუდარებლად გამოიყურებით და ეს რძალო რა იყო ახლა
-კარგი ნუ მიაქცევ ჩემო გოგო ყურადღებას, წამოდი ვჭამოთ მოგშივდებოდა გზაში
-დიახ თუ არ შეწუხდებით...- ახლა გაახსენდა შიმშილი, ძალიან კი ერიდებოდა მაგრამ რა ექნა ძალა სჭირდებოდა
-რა შეწუხებაა...
-მე გავალ ქალბატონებო და მალე დავბრუნდები და მერე წავიდეთ მარიამ თორნიკესთან
-კარგით...
გემრიელად მიირთვეს მარიამმა და ქალბატონმა კესარიამ და თემურიც გამოჩნდა:
-აბა მარიამ წავედით?
-დიახ
-ჯირითი იცი?
-დიახ ბავშვობაში მასწავლეს მამამ და ბიძიამ...
-ძლიან კარგი წავედით მაშინ...
ეზოში ორი მაღალი ძალიან ლამაზი ცხენი იდგა, ერთი ყავისფერი იყო მეორე შავი, ბატონი თემური შავ ცხენზე ავიდა რომელზეც თ.დ- ინიციალები იყო, გოგონას გული აუჩქარდა და ყავისფერ ცხენზე შემოჯდა, მასზეც თ.დ ეწერა... რა თქმა უნდათორნიკეს ეკუთვნოდა
-ორივე თორნიკეს ცხენია მაგრამ ეგ ცხენი მამალია და კარგი გაწვრთნილია, ამაზე შეჯდომა კი ძალიან ძნელია მხოლოდ თორნიკეს ემორჩილება და მე დიდი ძალისხმევით
-ძალიან ლამაზია ორივე... ნახვამდის ქალბატონო კესარია ძალიან დიდი მადლობა
-არაფერს ჩემო გოგო შხვედრამდე
მარიამი და თემური მთებისკენ გაემართნენ აქეთ კიდევ უფრო და უფრო მცირერიცხვოვანი ხდებოდა მოსახლეობა... თემურმა სვლა შეანელა და მარიამიც შენელდა
-მოვედით- მიუთითა მამაკაცმა მარიამს იქვე მდებარე პატარა სახლზე, ეზოში უკნიდან შევიდნენ ცხენები იქვე მიაბა თმურიმ...- სახლში შედი შვილო, ან ეძონება ან სარდაფში იქნება...
-კარგით- მარიამიც სახლში შევიდა, მაშინათვე მოესმა ლეწვის ხმა სარდაფიდან ვიღცის ლაპარაკიც ესმოდა
-ამის დედა შევე.. რას ქვია თვალთახედვიდან გაქრა და არ იცით სადააა ბიჭო არიცით ვის ელაპარაკებით? ბაბუა მოვიდა დაგირეკავთ მალე...-თორნიკემ კარის ხმაზე ლაპარაკი შეწყვიტა- რახდება ბაბუ არ გამოჩ... მარიამ?
-თორნიკე- აი აქ კი ორივეს ელეთმელეთი დაეცა, ორივეს გული სითბოთი და თანაც შიშით აივსო... გულებმა ძგერა შწყვიტეს და შემდეგ ორმაგად აძგერდნენ როცა ფეხებმა ტერიტორია გადაკვეთეს და მარიამის ხელებმაც მალევე იპოვა თორნიკეს ყელი, ბიჭს მუცელზე შაჯდა ფეხები მაგრად მოხვია, თითები თმაში ახლართა და მოუჭირა ისეთითქოს ვიღც აშორებდა მის სხეულს და ცდილობდა არ გაეშვა თორნიკე...-მე... მეგონა ვეღარასდროს გნახავდი...- და რამდენიმე დღის შეკავებული ცრემლები ამოუშვა, მალევე დაუსველდა ბიჭს მხარი
-ჩშ... ნუ ტირი გთხოვ მე ხომ აქ ვარ, მე კიარა შენ მოხვედი, ჩემთან ხარ, ჩემს გვერდით კი არ უნდა გეშინოდეს ხომ იცი არა? არამგონია ყველაფერი მარტო ჩმს თავს ხდებოდეს, შეუძლებელია ღმერთს სიზმრებით, ფიქრებით და ყველაფრით მხოლოდ მე მოვყავდე შენთან
-მოიცადე რას გულისხმობ შენ.. სიზმრები.. მეც
-ხო... შენი ტირილი მესმოდა ყოველ ღამე და ვხედავდი ვიღაც როგორ გირტყამდა და გიყურებდა, მეც ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ვცდილობდი დამეხსენი ბოლოს კი ყველაფერი ჩუმდებოდა შენ ჩემთან მოდიოდი და მერე ქრებოდი
-იმიტომ რომ მაგ დროს ვიღვიძებდი
-მარიამ, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, ჩემს გამო ნუ გაწირავ შენს ცხოვრებას, არ ვიცი აქ როდემდე უნდა ვიყო, დაბრუნდი უკან გთხოვ შეიძლება ყოველ წამს მომადგნენ ის არაკაცები და მომკლან და არ მინდა ამას უყურო...
-ვინ არიან?
-დემეტრე დადეშქელიანის ბიჭია, კოტე დადეშქელიანი, ჰგონია თუ მომკლავს სახელს გაითქვამს და ქურდად მონათლავენ, მამამისს დედაჩემი უყვარდა მაგრამ ვერაფერს გახდა დედაჩმი მას ძმად თვლიდა, მამამისის მაგივრად კიდ ემაგ ნაბი...არმა სცადა მამაჩემის მოკვლა და მანდ კინაღამ გავჭედე ისე ვცემე ალბათ მამამისმაც ვერ იცნო, ახლა კიდევ მოსაკლავად დამსდევს
-ვერაფერს ვერ გიზამს
-რას ამბობ მარიამ? რომ მიპოვოს ყველაფერს მიზამს
-ვერ გიზამს იმიტომ რომ ლუკა ყიფშიძის სიძეს თითს ვერ დააკარებს, ირაკლი ყიფშიძის სახელს ვერ გადაახტება
-სიძეს?
-გადავახტეთ იმ ადგილას სადაც მეუნები რომ გიყვარვარ და მიყვარხარ და ცოლობას მთხოვ პირდაპირ გეუბნები თანახმა ვარ
-არანორმალური ხარ
-მაგრამ მაინც გიყვარვარ
-არ ასე ვერ გავრისკავ
-გიყვარვარ?
-ჰო
-მენდობი?
-თვალდახუჭული.
-ხოდა რა პრობლემა გაქვს? თუ ოფიციალურობა გინდა მოიცადე ერთწამს- სარდაფში მომიოხედა იქვე მრგვალი „ჭანჭიკი“ (მართლა არვიცი იმ რაღაცას სხვანაირად რაქვია :დდ ) იპოვა აიღო და თორნიკესთან ჩაიმუხლა- თანახმა ხარ მომიყვანო ცოლად? სიყვარულში არ იცოდე ზღვარი ერთი ლუკმა ჩემთის გაყო ორად ჭირში ლხინში იყო ჩემი ქმარი?
-ღმერთო ასეტი არანორმალური როგორ გამომიგზავნე, ადექი ახლა პოზიციები შევცვალოთ- ახლა თორნიკე ჩაიმუხლა- თანახმა ხარ ჩემი ცოლი გახდე?
-რათქმაუნდა...- და აი აქ უკვე ვეღარ მოითმინა სიყვარულმა და იფეთქა, თორნიკესდა მარიამის ტუჩებმა მალევე იპოვეს ერთმანეთი და შეერწყნენ... კოცნიდნენ მთელი გრძნობითა და ვნებით..-ეჰ რამხელა შარში გაყავი ბატონო თორნიკე თავი შენ ხომ არ იცი
-ნამდვილად მაგრამ ყველა საფრთხეს ვაცნობიერებ საქალბატონე მარიამ და კიდევ ერთხელ გიმეორებ რომ მიყვარხარ და ეს არასდროს შეიცვლება რადგან დაბადებიდან შენს გვერდით ვარ ყოველ ღამე, და ყოველ წუთს, სიზმარში თუ რეალობაში.


---------
მადლობა ყველას ვინც ცოტა მაინც წაიკითხეთ გაფასებთ <3 პირველი იყო და იმედი მაქვს მომავალში დავხვეწავ...



№1 სტუმარი A

Dzalian momewona. Patara istoria iyo magram dzalzed saintereso. Ase gaagrdzele. Pirveli tu aseti iyo warmomidgenia shemdegi ra iqneba an kide imis shemdegi.... Warmatebebi ulevi....

 


№2 სტუმარი Lanuka lanu

Auu ra magari iyoooooo.dz. momewona patara magram sashinlad saintereso da sayvareli istoria iyoo.ase gaagrdzele.warmatebebi da velodebi shemdeg istorias

 


№3  offline წევრი lilearchvadze:)

მადლობა დიდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent