შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (25 თავი)


2-02-2016, 22:52
ავტორი murachashvili
ნანახია 2 872

ოცდამეხუთე თავი

ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ ბავშვები, სამეგობრო წრე თითქმის უცვლელი გახლდათ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათთან აღარ იყო ლიკა. გოგონამ ერთი წელი აკადემიური აიღო და სოფელში გადავიდა ბებიასთან. ადრე რომ ეთქვათ, ხევსურეთის მიყრუებულ სოფელში ორ კვირაზე მეტხანს მისი ნებით გაჩერდებოდა ხმამაღლა დასცინებდა. თუმცა თვითონვე ხვდებოდა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე სწორი თბილისიდან წასვლა იყო. თავად მის გაქცევას მთაში განმარტოვებას უწოდებდა, სინამდვილეში სულაც არ იყო „მარტო“, ბიძაშვილები იქვე ცხოვრობდნენ, მამიდაშვილები და მათი სამეგობრო საკმაოდ ხშირად სტუმრობდნენ. არ უნდოდა მისი წასვლისთვის შესაბამისი სახელი ეწოდებინა, შიშს ვერ აღიარებდა.
ერთად-ერთი ვისაც ვერ შეელია, ეს თეკლე იყო. კონტაქტს მხოლოდ მასთან ინარჩუნებდა. თითქმის ყოველ დღე სწერდა მესიჯებს და მოუთმენლად ელოდა პასუხს. ალბათ იფიქრებთ, დარეკვა ხომ უფრო მარტივია, რატომ მაინც და მაინც მესიჯებიო? უბრალოდ, გაიჟღერებდა თუ არა მესიჯის მიღების შესახებ სიგნალი, ხელის კანკალით ხსნიდა ტელეფონს და კითხულობდა მეგობრის გზავნილს. ტკიოდა მათი ტკივილი, ზოგჯერ სულელივით ეცინებოდა, საყვარელი ადგილებიც კი ჰქონდა წერილებში. რამდენიმეჯერ კითხულობდა თითოეულ გზავნილს და გონებაში ხშირად იმეორებდა მეგობრის სიტყვებს. ბედნიერი იყო. ამ წერილებში თითქოს ისევ ძველი ლიკა ცოცხლობდა, უდარდელი, უპრობლემო და ხალასი.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ მესიჯებში ნიკას არასოდეს ახსენებდა, თითქოს უსიტყვოდ ხვდებოდა მეგობარი, რომ ყველაზე მეტად მისი სიახლეები დააინტერესდებოდა, გულს არ სწყვეტდა თეკლე, ყველაზე ვრცლად სწორედ მის შესახებ მოუთხრობდა. იცოდა, რომ სისულელე იყო ვაჟზე ფიქრი, მაგრამ ოცნების უფლება ხომ ჰქონდა? ისიც ოცნებობდა.
ყველაზე მეტად თეკლესთან გატარებული ღამეები ენატრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მირიანთან ოთახების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდნენ, ოთხივენი მაინც ერთ ლოგინში იძინებდნენ, სასაცილო სანახავები ორ ლოგინიან საწოლში გვერდი-გვერდ, ერთმანეთს ჩახუტებული გოგოები.
- რა ძალა გადგიათ ასე რომ იკუჭებით? - რამდენჯერ სიცილით უკითხავს გოგას. მაგრამ ერთმანეთს მაინც ვერ ელეოდნენ. მთელ ღამეს სიცილსა და მაიმუნობაში ატარებდნენ და როდის-როდის გამთენიისას იძინებდნენ.
ხშირად შემოვარდნილა ახარხარებულ გოგოებთან გოგაც, მეც თქვენთან მინდაო, საბოლოოდ ბალიშებისა და მუთაქების ომით ასრულებდნენ მის გაძევებას ოთახიდან და ერთმანეთს გამარჯვებული, კმაყოფილი სახეებით უყურებდნენ. ყველაფერი ეს ისე ბუნებრივად ეჩვენებოდა მაშინ, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. მათი ჩაბჟირებული სიცილის ხმა ისევ ესმოდა ყურებში და როგორც მაშინ ეხლაც ცრემლებს იწმენდდა, თუმცა მაშინ ბედნიერების ცრემლი ერქვა ამ ყველაფერს, ეხლა?!...
თეკლესგან იცოდა, რომ გიორგიმ მოიგო ტურნირი და ნაკრების წევრადაც მიიღეს. ახარებდა ამდენი პრობლემის მიუხედავად ეს ბიჭი ბრძოლას რომ აგრძელებდა. ასევე იცოდა, რომ ახალ წელს სამეგობრო ჩვეულებისამებრ ისევ წყნეთში მიდიოდა, თუმცა ამჯერად უფრო გაეშალათ მიპატიჟებული სტუმრების წრე, მათთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც მიდიოდნენ. აკას დედა და და მიჰყავდა.
-„ეს შეკრება კარგი საშუალებაა მომავალი მძახლების ერთმანეთისთვის გასაცნობადო “ - სწერდა თეკლე. – „ვასიკო საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ წასული, სავარაუდოდ საახალწლოდ დაბრუნდება და იაკოსთან ერთად გვესტუმრებაო“. თურმე მამუკაც დაჰპირებია შვილს გვერდში დგომას..
- „რამდენად შეასრულებს პირობას წინასწარ არ ვიციო“...- ეჭვით აღნიშნავდა გოგო. - ზუსტად ვიცი, რომ ნიკას არ დააღალატებს!. - თითქოს პასუხი გასცა მეგობარს, ხმამაღლა წარმოსთქვა მან.
ასათიანებს ხომ დაპატიჟება აღარც სჭირდებოდათ. განვლილმა მძიმე დღეებმა ისე დაამეგობრა მამუკა და თამაზი, რომ კვირა არ გავიდოდა ერთმანეთს არ შეხვედროდნენ.
- „გიორგის ჩვენგან ვეღარ ვაგდებთ, გიგას ოთახში ჩასახლდა. ის, აკა და ჩემი ძმა რალის პრობლემებით არიან დაკავებული, მისი ავტომობილის „გაკეთილშობილებას“ გეგმავენ, მალე ალბათ სახლში ჩაიწერს მამაჩემიო “ - აღნიშნავდა თეკლე. - ლიკ, როდემდე იქნები მანდ? გთხოვ, იქნებ მოიფიქრო ჩამოსვლა? ძალიან მომენატრე, ის „უჟმურიც“ არ ამბობს არაფერს, ვიცი გაუხარდება შენი ნახვა, იქებ ჩემი ხათრით?!“... - წინადადებას ბოლომდე არ ასრულებდა გოგო.
კიდევ ერთხელ ეტკინა ლიკას მისი სიტყვები. მთელი გულით სურდა მათთან ყოფნა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ ნიკას გამწარებულ თვალებს ვერ გაუძლებდა. მეტი ტკივილი აღარ უნდოდა.
იწვა და იხსენებდა ყველა ბედნიერ წუთს, რომელიც თეკლესთან ოჯახში ახალი წლის საღამოს ჰქონდა გატარებული, ეკას და მირიანს, რომლებიც თოვლის პაპისა და თოვლის ბებოს კოსტიუმებში გამოწყობილნი ღიმილით არიგებდნენ ლამაზად შეფუთულ საჩუქრებს. ნიკასგან პირველი საჩუქარიც ახსოვს, საყვარლად შეფუთული პატარა, თითქმის ერთი მტკაველის ზომის ვარდისფერი პლუშის ბაჭია, ხელში ბრდღვიალა წითელი გულით. ღიმილით გახედა ტუმბოზე დადებულ ყურებ ცალყურ ჩამოგდებულ ბაჭიას, გულში ჩაიკრა და ისე დაეძინა.

წყნეთში თეკლე ოჯახით ოცდაათ დეკემბერს ჩავიდა. სტუმრებს მეორე დღეს დილიდანვე ელოდნენ. ოთახებს აწესრიგებდნენ, სახლის მორთვა ბავშვების პრეროგატივა იყო, მშობლები არ ერეოდნენ, ტრადიციისამებრ კამათობდნენ და-ძმა, კამათის თემა: - თოვლის პაპის ადგილი ნაძვის ხესთან თუ ბუხართან? ანგელოზი თუ ვარსკვლავი? მოკლედ გასართობი არ ელეოდა და ძმას. თუმცა რამოდენიმეჯერ მომრიგებლად მირიანს მაინც დაუძახეს. საბოლოოდ შუქი ჩააქრეს და თავმომწონედ აბრდღვიალდა სიბნელეში.
მეორე სართულიდან ჩამოსულ ეკას მისაღები უკვე მორთულ-მოკაზმული დახვდა. დაღლილი იქვე ჩამოჯდა, მირიანმა გარედან დაჩეხილი შეშაც შემოიტანა და ბუხარიც აგიზგიზდა.
ისეთი მშვიდი საღამო იყო, თითქოს დუმილის დარღვევისაც ეშინოდათ. და-ძმა ნოუთბუქის ეკრანს ჩაშტერებოდნენ და რაღაცაზე ჩუმად იცინოდნენ, ეკას თავი მეუღლის მხარზე ედო და შავ ღვინოს ნელ-ნელა წრუპავდნენ, ყურადღებით აკვირდებოდა გაზრდილსა და დამშვენებულ შვილებს, გული სიხარულით ევსებოდა, და უკვე მერამდენედ ეკითხებოდა საკუთარ თავს:
- როდის მოასწრეს ასე გაზრდა?
თითქოს ისევ ეძებდა პატარა, ხუჭუჭა ცელქ ბავშვებს და წინ კი ჩამოყალიბებული ზრდასრული ახალგაზრდები ესხდნენ, გული ეტკინა, თითქოს ეხლაღა გაიაზრა რამხელა დრო გასულა. ცრემლები ვეღარ შეიკავა, და ატირდა. ანცი თვალებით გახედა თეკლემ. ისევ ისე უხტოდა ჭინკები, როგორც ადრე. იდაყვი ოდნავ გაჰკრა ძმას:
- ეკა დაგვითვრა! .... ჩემი დედიკო დამთვრალა...
ნოუთბუქი გადადეს და ისევ პატარა ბავშვებივით აქეთ იქიდან მოუწვნენ ჩახუტებულ მშობლებს. თავი დედის კალთაში ედო გოგონას.
- ამ უნამუსოს შეხედე რა... მე არ მინდა მოფერება? - აბუზღუნდა გოგა.
- როგორც ვხედავ უკვე ზედმეტი ვარ... - სიცილით წამოდგა მირიანი. საშუალება მისცა ვაჟს დედას ჩაჰხუტებოდა.
- მოდი, ბოროტო, ადგილი შენც გეყოფა. - ოდნავ ჩაიწია თეკლემ და დედის კალთაში ძმასაც დაუთმო ადგილი. ისევ პატარა ბავშვებივით აქეთ-იქიდან იწვნენ ორივენი, ჩუმად ძიძგილაობდნენ დედის კალთაში მეტი ადგილის მოსაპოვებლად. უბედნიერესი იყო ეკა. თითები შვილების თმებში ახლართა, ფრთხილად ეფერებოდა და როგორც ბავშვობაში, ეხლაც გრძნობდა როგორ ელულებოდათ თვალები, და ნელ-ნელა ეძინებოდათ.
- შეხედავ და იფიქრებ, უკვე ჩამოყალიბებული ქალი და კაცია, არადა ჭკუა ისევ ბავშვების აქვთ... - ღიმილით უმზერდა შვილებს მირიანი.
- ჩვენგან რომ გაფრინდებიან რა გვეშველება?! - ტკივილით ახედა ცოლმა.
- არ წავლენ, უბრალოდ ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით, შემდეგ მათი პატარები... მერე შვილთაშვილები და... - ოცენებებში წავიდა მირიანი.
- მაგ ეტაპამდე მივალთ?! - ღიმილი ვერ შეიკავა ეკამ.
- აბა რა... ვიქნებით ჯიჯღინა და ჭიჭყინა მოხუცები ....
ჩუმად, ფრთხილად შეძვრა მძინარე შვილებთან მირიანი და მკერდზე მიიკრა მეუღლე, მისი ტუჩების შეხება იგრძნეს შუბლზე ბავშვებმა, მხარი იცვალა თეკლემ და მამას ჩაეხუტა.
- ჩემი გოგო... ჩემი პრინცესა..- ბედნიერი ეფერებოდა კაცი.
ტკაცა-ტკუცით იწვოდა შეშა, ცეხცლის ალი უნათებდა სახეს მძინარე შვილებს, კიდევ დიდხანს ჩურჩულებდნენ მშობლები, მათ პატარაობას და ერთად განვლილ გზას იხსენებდნენ.
სტუმრებმა დილიდანვე იწყეს შეკრება. ჟივილ-ხივილით შემოლაგდნენ ახალგაზრდები. წლების უნახავებივით ჩაეხუტნენ ერთმანეთს. მათი განწყობა გადამდები იყო, უცებ მოშინაურდნენ უფროსებიც.
თათიას დათუნა გადარეულიც იქ წამოეყვანა,
- ამ გაჭირვებულს მშობლები სამოგზაუროდ წაუვიდნენ და მარტო გვრჩებოდაო... - სიცილით აღნიშნა გოგომ.
ასევე დიდი აჟიოტაჟით შეხვდნენ ახალგაზრდები ვასიკოს და იაკოს სტუმრობას.
- ეეე, ბიჭებო, ყურადღებით თუ არ ვიქნებით მოგვტაცებენ ამ ბავშვს... -თმები მოუჩეჩეს გოგონას გოგამ და ოთომ. როგორც ყოველთვის ამჯერადაც დაიმორცხვა და გაწითლდა ია.
- ჩვენი დახატული, ჩვენი ანგელოზი... - გულში იკრავდნენ ბიჭები.
- დაანებეთ თავი მის ქებას, თორემ დაიჯერებს... - ეცინებოდა ნიკას.
- ბოროტო, შეგშურდეს.... - დაეჯღანა გოგას მკერდს ამოფარებული იაკო ძმას.
- სულ ასე ხომ არ ეყოლები ჩაკრული? მაგ ენას ამოგაძრობ იცოდე... - სიცილით დაემუქრა ვასიკო.
- წამოდი ჩვენთან, თორემ ეგენი ვიდრე ლოყებს არ დაგიწითლებენ არ მოგეშვებიან. - თეკლემ ხელი დაუქნია აიაკოს და სამზარეულოში შეიყვანა.

ისეთი სიცილ-კისკისი გამოდიოდა მისაღებში, რომ მამაკაცები ცნობისმოყვარეობით კვდებოდნენ, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ქალებმა თითქოს ავტონომია გამოაცხადეს, კარები მჭიდროდ ჩაკეტეს და სამზარეულოში შესვლა აუკრძალეს.
ის-ის იყო მოთმინების ფიალა აევსოთ მამაკაცებს და რამოდენიმე ფუჭი მცდელობის შემდეგ სამზარეულოში შტურმით შესვლას გეგმავდნენ, რომ დიდმა და პატარა ქალბატონებმა კარები გახსნეს და ქაფქაფა ხინკლით სავსე ლანგრებით მისაღებში შელაგდნენ.
- აი, ეს გვესმის...- ემოციები ვერ შეიკავეს მამაკაცებმა.
- ხინკალი ალას იდეა გახლდათ... - ღიმილით გადახედა მომავალ მძახალს ეკამ - ჩვენი პატარა იაკოც კარგი მეხიკლე ყოფილა, ჩვენ მგონი დამხმარეებად ვივარგეთ, იმედია არ დაგვიწუნებთ...
- ხინკლის კეთება დედამ მასწავლა ბავშვობაში... - მორხვად დახარა თავი იამ.
- მაგრები ხართ... უმაგრესი... - ემოციებს ვერ მალავდა მირიანი, ხელში მოზრდილი ცხელი ხიკალი ეჭირა და ფრთხილად ხვრეპდა კუთხიდან, წვენი რომ არ დაჰქცეოდა.
- უფ, უფ, უფ.. უგემრიელესია... - კმაყოფილი უმზერდა მამუკა ქალიშვილს, რომელიც ბიჭებს აწვდიდა ხიკალს.
მამაკაცების კომენტარებით გათამამებული ბიჭები ერთმანეთს არ აცდიდნენ, ისე იღებდნენ შავ პილპილ მოყრილი ხინკლებს. კარგა ხას არჩევდა გიორგი მისთვის სასურველი ფორმისა და ზომის ხინკალს, საბოლოოდ არჩევანი ყველაზე მოზრდილსა და კარგად გაბერილ, შედარებით თეთრ ხინკალზე შეაჩერა, ყურადღება არ მიუქცევია ეშმაკურად მომღიმარი იაკოსთვის, რომელმაც თეკლეს და თამარს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა. არც იმას დააკვირდა, რომ გარშემო უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა, მთელი არსებით სასურველი ხინკლის ჩასაკბეჩად ემზადებოდა. ნელ-ნელა მიიტანა ტუჩებთან და ჩაკბიჩა. თუმცა... ხიკლის ჩაკბეჩა და სახეზე თეთრი მასის გამოფრქვევა ერთი იყო.
დაბნეული, გაფართოებული თვალებით იყურებოდა ვაჟი აქეთ-იქით. მისი სახის შემხედვარე ყველა ხარხარებდა. კმაყოფილი, ოდნავ თვალებ მოწკუტული უღიმოდა იაკო. სხვა დროს ალბათ შეურაწყოფილად იგრძნობდა თავს, გაბრაზდებოდა, მაგრამ გოგონას მოციმციმე თვალებს ახედა და ბრაზმაც გადაუარა. თითქოს ეხლა ღა გაიაზრა, როგორ მოხერხებულად გააცურეს, და ხმამაღლა ახარხარდა.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ვგიჟდები მე ამათზე და მსუნაგ გიორგიზე... მაგარი იყო ძალიან... ამ თავმა ბედნიერებით ამავსო დამმუხტა ბოლომდე და კი ვარ ახლა გაბედნიერებული... არ ვიცი რა დავწერო ისეთი აქამდე რომ არ დამიწერია შენთვის არ ვიცი მგონი სპეციალურად გამოვიგონებ ახალ სიტყვებს შენს შესაქებად... ძალიან მაგარი "მ წ ე რ ა ლ ი" ხარ და ვფიქრობ ადმინისტრაციამ უნდა იზრუნოს შენს ახალ სტატუსზე...

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ისეთი კარგია, ისეთი კარგი რო არ მინდა დამთავრდესს. <3 <3 <3

 


№3  offline წევრი irinka123

კიდევ კარგი თქვენი პროფილი ვნახე და ახალი თავიც.ზედა იუზერს დავეთანხმები
და ადმინისტრაციამ იზრუნოს თქვენს ახალ სტატუსზე იმსახურებ საუკეთესო ხართ

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ვაიმე ვგიჟდები მე ამათზე და მსუნაგ გიორგიზე... მაგარი იყო ძალიან... ამ თავმა ბედნიერებით ამავსო დამმუხტა ბოლომდე და კი ვარ ახლა გაბედნიერებული... არ ვიცი რა დავწერო ისეთი აქამდე რომ არ დამიწერია შენთვის არ ვიცი მგონი სპეციალურად გამოვიგონებ ახალ სიტყვებს შენს შესაქებად... ძალიან მაგარი "მ წ ე რ ა ლ ი" ხარ და ვფიქრობ ადმინისტრაციამ უნდა იზრუნოს შენს ახალ სტატუსზე...

ablabudaa
ისეთი კარგია, ისეთი კარგი რო არ მინდა დამთავრდესს. <3 <3 <3

irinka123
კიდევ კარგი თქვენი პროფილი ვნახე და ახალი თავიც.ზედა იუზერს დავეთანხმები
და ადმინისტრაციამ იზრუნოს თქვენს ახალ სტატუსზე იმსახურებ საუკეთესო ხართ


მადლობთ ასეთი თბილი სიტყვებისთვის, ადმინისტრაცია რას გადაწყვეტს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის თქვენი აზრი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ სტიმულსაც მაძლევს. love მადლობთ კიდევ ერთხელ.
პ.ს ბევრჯერ დაგპირდით ცოტა მოზრდილ თავებს, მაგრამ დროში ცოტა შეზღუდული ვარ და ახალი თავების გადაკითხვასაც ვერ ვასწრებ, თუ შეცდომები გამეპარა ბოდიშს ვიხდი.

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან თბილი და ტკბილი თავი იყო უმაგრესი ხარ ჩემო კარგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent