შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედი (სრულად)


2-02-2016, 23:10
ავტორი მალიამი
ნანახია 3 534

მართლა თუ გიყვარს, მისი ყოველი გახსენება თავიდან მიტოვებას გავს. გტკივა იმიტომ, რომ არ იცი როგორ ხდება გადაყვარება ან თუ საერთოდ ხდება რაიმე მსგავსი.
ადამიანები მიდიან, მიდიან და ტოვებენ ტკივილს და იმედგაცრუებას. გპირდებიან რომ იქნებიან მთელი ცხოვრების განმავლობაში შენს გვერდით, მაგრამ ეს უბრალოდ დაპირებაა, რომელსაც არ ასრულებენ.
მიდიან, უკან არც იყურებიან ყველაფერი ქრება შენს გარშემო, მხოლოდ რჩებით შენ და მარტოობა. მარტოობა რომელსაც მოყვება ტირილი, სევდა, იმედგაცრუება და უბრალოდ შენ მარტო რჩები..
არც ერთი მესიჯი მისგან
არც ერთი მოკითხვა
არც ერთი მომენატრე
არც ერთი როგორ ხარ?
და საერთოდ არაფერი
გაქრა? დიახ ასე უცბად გაქრა
მეგონა, რომ ერთმანეთი იმაზე მეტად გვიყვარდა ვიდრე სხვებს.
იმაზე მეტად ვენდობოდი ვიდრე სხვებს.
რო მკითხონ სად წავიდაო რა ვუპასუხო? არც მე ვიცი.
წახვედი ისე რომ ერთი უბრალოდ და ყველაფრის დამამთავრებელი სიტყვაც კი არ გითქვამს “ნახვამდის“
რამდენჯერ გვიჩხუბია არა? რამდენჯერ მიტირია და შენ კი არასდროს დაინტერესებულხარ, რატომ ვტიროდი?!
არასდროს მოსულხარ სულ მიდიოდი.
მიდიოდი ისე რომ უკან არასდროს ბრუნდებოდი
გენატრებოდი ალბად.
ახლა? ახლა ყველაფერი შეიცვალა
შენ ხარ შორს ისე შორს რომ არ შემიძლია გხედავდე.
ადამიანები ყველაფერს განიცდიან სიხარულსაც, ტკივილსაც, ბედნიერებას და იმედგაცრუებასაც, მაგრამ მე მხოლოდ ტკივილი ვიგრძენი შენგან ტკივილი რომელსაც ვერასდროს ცვლიდა სიხარული.
არასდროს გაკავებდი არასდროს გამოგკიდებივარ
არც შენ.
ალბად არ ვიყავით ერთმანეთისთვის
ალბად არ იყო საჭირო ვყოფილიყავით ერთად
ყველაფერი იცვლება
ყველაფერი ინგრევა
ამ ურთიერთობას კი დასასრული გამოუჩნდა
არადა მემეგონა რომ დასასრული არ არსებობდა თურმე არსებობს.
მე ვიყავი ადამიანი რომელსაც ჯეროდა შენი ჯეროდა, რომ ყველაზე ბედნიერ ქალს გახდიდი მთელს მსოფლიოში, მაგრამ მე ყველაზე უბედური ადამიანი გავხდი შენი წყალობით...
მოგონებები იმისთვის არსებობს რომ ხან ტკივილი გაგახენოს ხან სიხარული, მაგრამ მე სულ ტკივილს მახსენებდა
დასასრული? დასასრული ესაა.
შენ კიდევ ბევრჯერ ინანებ რომ დამკარგე
მე კიდევ ბევრჯერ ვინანებ რომ საერთოდ ერთი წლის განმავლობაში შენი მერქვა.
დღეს სამი თებერვალია ჩვენი პირველი შეხვედრის დღე. გაგახსენდა ხო? ალბად გაგახსენდი რიცხვს რომ დახედე ეს დღე კარგად გაგახსენდა, ალბად გაგეღიმა კიდეც, მაგრამ მე შენი დასასრული ვარ რომელსაც ვერასდროს ვერ დაიბრუნებ.
ერთი წელი გავიდა. ზუსტად ერთი წლის უკან ზუსტად ხუთ საათზე მე შენ პირველად გნახე და მე ახლა კი არ მიხარია სამი თებერვალი, არა არა და კიდევ არა! მე ვნანობ სამ თებერვალს რომ შენ გაგიცანი რომ მინდოდა ბედნიერება მოგენიჭებინა ჩემთვის და ტკივილის მეტი ვერაფერი მასწავლე.
როგორ მახსოვს ბოლო შეხვედრა თორმეტი სექტემბერი იყო
მე უბრალოდ ავდექი და წამოვედი შენთვის არაფერი მითქვამს ან რა უნდა მეთქვა? მიხვდებოდი ისედაც რა მოხდა.
შენ მე დამკარგე.
შენ მე გაგახსენდები
მე შენზე წიგნს დავწერ სადაც შენ დაბრუნდები
სადაც მე და შენ ბედნიერები ვიქნებით
მაგრამ ეს მხოლოდ წიგნში იქნება
რეალობა სულ სხვანაირია
რეალობას დღემდე ვერ ვეგუები
რეალობა მკლავს



№1  offline მოდერი tsn

რა სევდიანი იყო, მაგრამ ლამაზად დაწერილი.. კარგად წერ..

 


№2 სტუმარი parker

კარგად ეწერა და საკმაოდ სევდიანიც იყო ზუსტად ეს მომეწონა მასში შევიგრძენი როგორ გტკიოდა ის დღე საათი უაზროდ დაკარგული წელი.ტკივილი არ ცხრება ნელდება,ის გვაიძულებს შევიგრძნოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent