სკოლის მერხიდან ერთად (სრულად)
ის ასაკი,როცა სიყვარულის გჯერა,დიდი ხანია დავტოვე.ბავშვობის სიყვარულით დასრულდა ეს პერიოდი და ახლა უკვე რეალობასთან ახლოს ვდგავარ. გუშინ მივდიოდი ქუჩაში და სკოლას ჩავუარე.დამრიგებელი შემხვდა,მაგრამ ვერ მიცნო,თუმცა ის საუკუნეა,რაც ასეა.არც მე მივსალმებივარ,ასე ვარჩიე.ეს ხომ მუდამ მეორდება.დრო გადის და მოგონებები ბუნდოვდება,ადამიანები ვივიწყებთ ერთმანეთს.რაც არ უნდა,სამწუხარო იყოს,ასეა. ის ამბობდა და ამაყობდა იმით,რომ მედალოსნები ჰყავდა.ამბობდა,რომ მისი ყოფილი მოსწავლეები ამთავრებდნენ სკოლას და ამით ამაყობდა,მაგრამ ახლა ვერც ერთ ყოფილ მოსწავლეს ვეღარ სცნობს,მგონი. ნოსტალგიები არ მაწვება,ეს ჩემთვის უმნიშვნელო რამ არის.ის არც არასდროს მიყვარდა.ის იყო ქალი,რომელმაც სკოლა შემაძულა.ახლა მალე დავასრულებ სწავლას და ოქროს მედალს ავიღებ.მართალია,არაფერში მადგება,მაგრამ მაინც. ვფიქრობდი,შავ ზღვაში ხომ არ ჩავრიცხულიყავი,მაგრამ იქ სამედიცინო არ არის.სამედიცინო ნივერსიტეტი კი მედალოსნებს არ იწვევს უფასოდ,შავი ზღვისგან განსხვავებით. ჰო,მე ექიმი მინდა გავხდე.ექიმი,გინეკოლოგი.მინდა ახალი სიცოცხლეები ვაჩუქო ამ სამყაროს.გაგეცინებათ,მაგრამ ამაზე დიდი ხანია,რაც ვოცნებობ.ეს ჩემი სამყაროს ერთ-ერთი ნათელი წერტილია. თეთრი ხალათი მეცმევა ვიცი და კიდევ ვიცი,რომ „ლიჟბი წავიდე“ ჩემი სტიქიაა.გერმანიაში მინდა წასვლა,გერმანული ვიცი.მეორე კურსიდან,ალბათ,წავალ კიდეც.იქ კარგი სამედიცინო წინსვლაა.აქ,საქართველოში კი ყველაფერი ერთ ადგილას დგას.ვერ შევიგნეთ,რომ უკან გახედვა არ არის საჭირო. ჩემი ცხოვრება ერთფეროვანია და თანაც სასიამოვნო.მყავს ერთი ლამაზი დაქალი და საუკეთესო უფროსი ძმა.საუკეთესო რომ ვუწოდე არ მჯერა,მაგრამ ასეა.ის ჩემი ცხოვრების ნაწილია,მაგრამ ხშირად საშინლად მაგიჟებს. მყავს დედა და მამა.ერთი სიტყვით,მყავს ტრადიციული ოჯახი,რომელსაც საკუთარი შეხედულებები აქვს ცხოვრებაზე.ზოგჯერ ძალიან მკაცრებიც არიან,მაგრამ ესეც მესმის,ეს იმიტომ,რომ ვუყვარვარ. *** -ლილე,მე გაგიყვან რა-ჩემი ძმა სახლში ცოტა ხნის წინ მოვიდა. -აჩი,კაი რა,ბავშვი კი არ ვარ. -უკვე გვიანია. -რვა არ არის ჯერ-ვეუბნები და წარბებს მაღლა ვსწევ. -ზამთარია,გოგო-შეტევაზე გამოდის. -ზედმეტად მზრუნველი ხარ რა-ვთანხმდები და კარებს ვაღებ-მალე თორემ გადავიფიქრებ. -ფეხებსაც ვერ მომჭამ-ხითხითებს და მხარზე ხელს მადებს-წავედით. ლალი ჩემი მეორე ნაწილია,ძალიან მიყვარს.არ ვიცი როგორ გადავიტან მის განშორებას,როცა გერმანიაში წავალ.მასთან მივედი და გვერდზე მივუჯექი,ჩემი ძმა ოთახში არ შემოვიყვანე,ისეთ რამეებს ამბობს ხოლმე,რომ მაწითლებს.მანქანაში დავტოვე.ალბათ,ისევ ზის და ისევ მელოდება.მაგიჟებს ხოლმე ზოგჯერ.ასეთი უცნაურობაც არ შეიძლება. ალბათ,წავალ და ასე ვეღარ იზრუნებენ ჩემზე. -იცი,დღეს ნოდარი დამშორდა. -რა? -ჰო,იდიოტი ტიპია-მითხრა და გაიცინა. -აუ ვერა ხარ რა-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.მამამისი შემოვიდა და სხვანაირად ვერ იქნებოდა. -როგორ ხარ,ლილე? -კარგად,თქვენ როგორ ბრძანდებით?-მოვიკითხე და გავუღიმე. -ის ქალი ვნახე იმ დღეს,რა დებილი ტიპია,იცი?-სიცილი ამიტყდა და პირზე ხელი ავიფარე. -მე კი ხვალ უნივერსიტეტი მაქვს,პირველი ლექცია ცხრაზე. -ანუ ადრე იძინებ და ვერც აზროვენებ არა?-ვკითხე და ფანჯრიდან გავიხედე.აჩი ისევ დაბლა იდგა. -ჰო,ჰო... -მაგარი ტიპი ხარ! კიდევ კარგი დაშორდი იმ ტიპს,მაგრად არ მევასებოდა-ვუთხარი და ჩემს ძმას ვანიშნე ამოდი-მეთქი. -ძალიან აჟიტირებული ხარ,ლილე-მითხრა ლალიმ და სიცილი ვერ შეიკავა. -ჩემი ძმა არ გინდა გაგირიგო?-ხუმრობა დავიწყე. -მაგარი ღადაობაა-ისიც ამყვა და ამ დროს აჩიც ამოვიდა. -როგორ მოხდა,რომ ამომიწვიე,ქალბატონო? -აჟიტირებულია შენი და. -ჩაის დამალევინებ,გავიყინე-სთხოვა ლალის. -დედაჩემს დავავალებს-ქეთი,მალე დაუდგი ამ ბიჭს ჩაი რა-გასძახა დედამისს და ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა. -დაღლილი ხარ?-ჰკითხე აჩიმ და ჩამოჯდა. -ჰო,რავი რა..დღეს ვერა ვარ. -მოტყდი?-ჰკითხა აჩიმ და მე შემომხედა-ამას მიბაძე,ნახე როგორაა. -შენ ჩუ-ფეხზე წამოვდექი და საათს დავხედე-მალე ლალის ძილის დრო იქნება. -მძინარავ შენა-აჩის სიცილი აუტყდა. *** დრო გავიდა და გავიდა.მალე მიყვება ხოლმე დღეები დღეევბს.ისე მალე გავიდა,რომ არც კი მჯერა. ბანკეტი მექნება ერთ კვირაში,კაბაც მაქვს.ერთი სიტყვით,ყველაფერი მაქვს,მაგრამ მეწყვილე არ მყავს.არც ერთ ბიჭს არ შემოუთავაზებია,თუმცა როგორ შემომტავაზებდა,ბოლო ზარი გამოცდის მერე არც ერთი მინახავს.ჰო,გამოცდებიც წარსულს ჩაბარდა უკვე,უნივერსიტეტამდე სამი ნაბიჯია,ბანკეტი,ეროვნულები და ზაფხული,ესეც ჩაივლის. *** დილას გამეღვიძე იმავე ფიქრებით,რა ვქნა-მეთქი ბანკეტზე-აზრზე ვერ ვიყავი.ტელეფონის ხმამ გამაკვირვა და მაშინვე ვუპასუხე,როგორ გამომეპარა,რომ უცხო ნომერი იყო. -როგორ ხარ?-უცნობი ხმა. -კარგად,რომელი ხარ?-ნამძინარევი ხმით ვუპასუხე. -მე ვარ,ლილე. -შენ? რომელი შენ? -გიორგი. -რა? -ჰო,რა იყო. -გამიკვირდა-ვერ დავმალე გაკვირვება,ამდენი მე და მას მეხუთე კლასის მერე არ გვისაუბრია,მგონი. -მინდოდა,ერთად წავსულიყავით-მითხრა და მივხვდი რაზეც ამბობდა,მაგრამ მაინც გამიკვირდა. -ბანკეტზე? -აბა სად?-გაეღიმა.ადრე ხომ ძალიან მიყვარდა მისი ღიმილი. -უი ჰო. -თუ სხვა ვინმემ არ დაგპატიჟა. -ჰო,კარგი,წავიდეთ-მორიდებით ვუთხარი. -კარგი-გავუთიშე და ბალიში გულში ჩავიკარი. ამდენი ხნის მერე ვიგრძენი,რომ ეს გრძნობა არ გამქრალა.მესამე კლასის მერე ისევ ცოცხლობს ის ჩემს გულში,მგონი.ნუთუ ისევ მჯერა რაღაც საოცარი გრძნობის.აღტაცებაში ვიყავი,ეიფორია არ მტოვებდა.ნუთუ ეს რას ნიშნავს? კარები გავაღე და სააბაზანოში გავედი.ისევ ამომიტივტივდა გრძნობები და ვცადე ყველაფრისთვის წერტილი დამესვა,მაგრამ ვერ შევძელი. გამახსენდა როგორ მიყვარდა თხის რქის ზოდიაქრო,რადგან ის მისი იყო,გამახსენდა როგორ ვსწავლობდი მას.ნუთუ ეს არ ყოფილა ბავშვობის სისულელე.ის არ იყო კარგი მოსწავლე და,ალბათ,ამიტომაც ვაიგნორებდი გულს.ალბათ,ამიტომ მივჩქმალე ეს გრძნობა. გამახსენდა როგორ ვუყურებდი ხოლმე,მალულად და როგორ მეგონა ისიც მიყურებდა ხოლმე.ეს ჩემთვის ამოუხსნელი ამოცანა იყო.გამახსენდა,რომ მის გამო მივდიოდი ხოლმე სკოლაში და ისე მსიამოვნებდა,როცა მეხუთე კლასში დებილს ვეძახდი რაღაც სისულეების გამო,მსიამოვნებდა,როცა ჩემს თამაშს უყურებდა და მეკითხებოდა,რა ჰქვიაო. ისიც გამახსენდა,რომ დამრიგებელმა ბუნების მასწავლებელს უთხრა, ბოჭორიშვილი კანდელაკს რაღაც სულ ეტმასნებაო.მაშინ ზუსტად ვერ ჩავსწვდი ამ სიტყვის არსს და ამიტომ სახლში მისულმა ენციკლოპედია ვიპოვე და მალულად დავუწყე ძებნა სიტყვას „ტმასვნა.“ იმდენი რამ გამახსენდა,რომ გავფითრდი.არ მჯეროდა,რომ ის მპატიჟებდა.ადრე ამაზე მხოლოდ ოცნებებში ვფიქრობდი ხოლმე.მიხაროდა,როცა სითბოს მანახებდა. ლალის მასზე ვერ მოვუყევი,რადგან სრულიად არაფერი იცოდა გიორგიზე.მასზე არავის ვესაუბრებოდი,რადგან მრცხვენოდა,მეგონა,რომ დამცინებდნენ. *** -რა ლამაზი ხარ!-აჩიმ შემიქო სამოსი და გამიღიმა. -ლოყაზე არ მაკოცებ?-ვკითხე და სახე მივუშვირე. -დაიწიე მაშინ-სიცილი ვერ შეიკავა. -კარგი-დავიხარე და ლოყა მივუშვირე. -ვინ არის ის შენი პრინცი? -უჰ სად არიან პრინცები-ვუპასუხე და ფანჯარასთან დავდექი. -ლალი უნდა მოვიდეს და გნახოს,არ გაექცე-სიცილით მითხრა და კარი გაიხურა. -ლალი და ლალი-ტელეფონს დავხედე და წამების დათვლა დავიწყე.იქნებ მალე მოსულიყო გიორგი. ზარის ხმა გაისმა და მაშინვე გავაღე,მაგრამ ხელში ლალაი შემრჩა და არა გიორგი. -გოგო,პროსტა საოცარი ხარ რა. -მადლობა-ვუთხარი და ვაკოცე,შემდეგ ჩავეხუტე და ასე ვიდექით,სანამ მეორეჯერ არ გავიგე ზარის ხმა. -შენი მეწყილეა?-თავი დავუქნიე და კარებისკენ წავედი. -გამარჯობა. -მზად ხარ? -ჰო,ეს ლალია-გავაცანი ჩემი დაქალი-ეს გიორგია. *** საშინელი უხერხულობა ვიგრძენი მის გვერდით.ვიგრძენი,რომ ჩვენს შორის უფსკრული იყო,ჩენს გულებს კი მხოლოდ ვაკუუმი აერთიანებდა. -ლილე,მოეშვი-კარები გამიღო და ხელკავი გამიკეთა. -გიორგი-შევჩერდი და თვალებში ჩავხედე-მადლობა. -მადლობა შენ-თავი ოდნავ დასწია და ლოყაზე შემეხო.ის ხომ ჩემი კლასელია,პირველი კლასიდან,თავი ზოგჯერ იდიოტი მგონია,მაგრამ რამდენიმე თვე პედოფილიას ხომ არ ნიშნავს.დიახ,ის ჩემზე პატარაა,სულ რამდენიმე თვით. ყველაფერი იდეალური იყო,გოგონებს სახეები უბრწყინავდათ,ყველანი ლამაზები იყვნენ,გარემოც შესანიშნავი იყო და ყველაფერი უბრალოდ გამაგიჟებლად ჩანდა,მაგრამ მე უფრო გიორგი მაღელვებდა.მისი შეხება მაგიჟებდა და ეს ყველაფერი უბრალოდ სასწაული იყო,თავი ლამაზ სიზმარში მეგონა. გიორგიმ საცეკვაოდ გამიწვია,მეც გავყევი.მიხაროდა,რომ ის ჩემს ახლოს იქნებოდა.ხელი წელზე მომხვია და სუნთქვა შემეკრა. -ადრე რომ გეთქვა ცეკვის შესახებ გასწავლიდი. -უი შენ ხომ დადიხარ ცეკვაზე. -დიდი ხანია-გავუღიმე და გამეცინა. -ნუ დამცინი. -ფრაერი ხარ-გავეხუმრე და ხელი ძლიერად შევახე,ისევ დავიმუხტე დასასიამოვნო შეგრძნებისაგან გული ამიფანცქალდა. საკმაოდ ბევრი დავლით.გადაწყვეტილი მქონდა,რომ ასე არ ვმოქცეულიყავი,მაგრამ ასე გამოვიდა.გიორგის ვეჯიბრებოდი,არ მინდოდა ვინმეს ჩამოვრჩენილიყავი,მე ხომ გამარჯვებას ვარ შეჩვეული.მუდამ პირველობა მინდოდა და ასეც მოვიქეცი. -ცხოვრებაში პირველად დავთვერი-ვთქვი გულწრფელად და სცენას გავხედე. -პირველად ხდება ყველაფერი და მერე..-ჩამჩურჩულად გიორგიმ და ისე ახლოს მომიტანა თავი,რომ მთელი ყური დამეწვა.ასეთი ბუნებრივი და ასეთი უშუალო მე ის არ მენახა.გამახსენდა,რომ რამდენიმე თვის წინ უკმაყოფილოდ ჩაილაპრაკა,როცა არ მივესალმე,როცა მხოლოდ მის მეგობარს შევხედე,როცა კლასში შევედი. დიახ,ვერ ვხვდებოდი რარომ იყო ჩვენს შორის ისეთი უხერხულობა,რომ ვერც ერთი მათგანი ვერ ვუახლოვდებოდით ერთმანეთს,ვერ ვესალმებოდით..ისე მოვჭრიდით გზას,რომ ერთმანეთს ოდნავადაც კი არ შევხებოდით. სცენაზე ავედი და სიცილი შევიკავე.ბავშვებს გამოვხედე და დამრიგებელს თვალი ავარდე.მგონი,მხოლოდ ის იყო ფხიზელი,ქერა ქალი იჯდა და მიღიმოდა.გამახსენდა,რომ ზოგჯერ მას ვერ ვიტანდი კიდეც.მეორე მხარეს მათემატიკის მასწავლებელი შევნიშნე და გამეღიმა,ეს ქალი ერთი პერიოდი ჭირივით მეზიზღებოდა იმ მომენტში ვერაფერს ვგრძნობდი,ვერ სიძულვლის და ვერც წყენას. -მინდა დღეს გულწრფელი ვიყო.მინდა,რომ დღეს ვიყო ნამდვილი მე,მინდა ვიყო შეულამაზებელი,უბრალოდ მინდა გამოვაჩინო ჩემი კარგიც და ცუდიც..მინდა,რომ დღეს ვიყო არა ამ ლამაზ კაბაში,არამედ საცვლებში...რა თქმა უნდა,გადატანით..-გამეღიმე და საზოგადოებას თვალი ისევ შევავლე,ისინი ჩუმად იყვნენ-ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები თქვენთან გავატარე..უკვე ოფიციალურად დავშორდით და ახლა აღვნიშნავთ კიდეც ამ დღეს..არ ვიტყვი,რომ წარსულისკენ გამოვიხედები,მაგრამ მაინც ვნანობვნანობ ბევრ რამეს და მინდა დღეს ამ ყველაფერს ფარდა ავხადო..კიდევ მინდა გთხოვოთ,რომ ეს გადაიღოთ..მინდა,ჩემს საუკეთესო მეგობარს,ლალის,ვაჩვენო..ეს ჩემი ოჯახი იყო, მე კი მუდამ განზე ვიდექი..ამას ყველანი მოწმობთ..ვიცი,ახლა დავშორდებით ერთმანეთს..როგორც დამრიგებელმა,პირველმა მასწავლებელმა დაგვივიწყა,ისე დავივიწყებთ ერთმანეთს..გავა დრო და ისე ჩავუვლით ერთმანეთს,როგორც უცნობები..ალბათ,ვერც კი ვიცნობთ ერთმანეთს..ერთმანეთს დღესასწაულებსაც აღარ მივულოცავთ,სოციალურ ქსელშიც კი არ მივწერთ ხოლმე..ეს ყველაფერი დასრულდება და მინდა იცოდეთ,რომ დღეს ბუნებრივი მე ვარ..დღეს აღარ მიკეთია მაკიაჟი,დღეს მე ვარ ნამდვილი მე... -ლილე..-გიორგის ხმა გავიგე და სახე შემეფაკლა. -ლილე..-დამრიგებელმა გამიღიმა და ცერა თითი მიჩვენა.. -უბრალოდ ეს ყველაფერი უცნაურია..ეს იყო ადგილი,სადაც 12 წელი გავატარე,მაგრამ ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავარქმევ მეგობარს..ეს რეალობაა და ეს თქვენ იცით..ჩვენს სულ სხვადა სხვა მხარეს ვიყავით.. ეს ისე ხდებოდა,თითქოს ეს სხვადასხვა ნახევარსფერო იყო..იქნებ ხიდიც კი იყო ჩატეხილი ჩვენ შორის..ყოველთვის გაუცხოებული ვიყავი ამ სამყაროსადმი და ყოველთვის მინდოდა ასე არ ყოფილიყო,მაგრამ ეს ასე ხდებოდა..დღესაც არ ვიცი რა არის ამისი მიზეზი,მაგრამ მინდა,რომ ჩემს თვალებში კრიალა ზღვა დაინახოთ და არა ბუნდოვანი ჭალა..მე დღეს აქ ვდგავარ,პირველად ვატარებ თქვენთან დროს,რა თქმა უნდა,სკოლის გარეთ.. -კონკრეტულად საუბარი არ გინდა?-მომწვდა რომელიღაც კლასელის ხმა და გამეღიმა. -დიდ ხანს გაგრძელდება..ეს დღეს მხოლოდ ჩემი არ არის..მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი და დავჯდექი.. სიჩუმე ჩამოწვა..ყველანი მისმენდნენ და ეს მოსმენა მდუმარებად ქცეულიყო..დაძაბული ვიყავი და მთელი სხეულით ვთრთოდი.არ ვიცოდი მეთქვა თუ არა ეს.ამაზე ხომ არაერთხელ ვიფიქრე. -კარგით,დავიწყებ..მინდა ვთქვა,რომ ერთი ადამიანი მუდამ ჩემს ფიქრებში ბუქსავატობდა,მაგრამ თავს არ ვაძლევდი მასზე ფიქრის ძალას.რაც მაღალ კლასში გადავდოდით,მით უფრო,ვანებებდი მასზე ფიქრს თავს..საქმე ის იყო,რომ ის ცუდად სწავლობდა,მერე კი სულ მიანება სკოლას თავი-სახეებს აღარ ვუყურებდი,უბრალოდ ვიდექი და ზღვაში ნასროლ ადამიანივით გავშეშებულიყავი..-ეს ადამიანი დღეს ჩემი მეწყილე არის.-ხმა ჩამწყდა და პირზე ხელი ავიფარე..-არ მეგონა,დღემდე არ მეგონა და არ მჯეროდა,რომ იმ მესამე კლასელის გრძნობა ნამდვილი იყო,მოწონებას სცდებოდა და სერიოზულ სიღრმებში მიდიოდა..არ მეგონა..-ცრემლები მომადგა თვალზე,ვეღარ ვიკავებდი,სცენა დავტოვე და საპირფარეშოში წავედი.. ვგრძნობდი,რომ ლოდი ამეხსნა.ვგრძნობდი,რომ ამდენი ხნის სათქმელი ვთქვი,მაგრამ მანერვიულებდა,რომ მისი ჩანაწერი არსებობდა და მას ლალის ვანახებდი.. სახე შემეჭმუხნა და ცრემლები მოვიწმინდა,ტუჩის კვნეტა დავიწყე,როცა კარეს შემოღების ხმა გავიგე. -ნუ იკვნეტ,არ გიხდება-ეს გიორგი იყო და იღიმოდა. -არ გინდა-უკან დავიხიე და სახეზე ხელები ავიფარე. -დაწყნარდი,მეც იგივეს ვგრძნობდი. -მატყუებ..არ თქვა იმიტომ,რომ ჩემი დამშვდიება გინდა.. -ჩუ..-წელზე ვიგრძენი მისი ხელები და სუნთქვა შემეკრა.-ქალების ტუალეტია..-ძლივს ვთქვი და ხელები სახიდან ჩამოვიღე..სარკეში ჩვენს ანარეკლს ვხედავდი და თავს ვერ ვთოკავდი,მისკენ მივბრუნდი და ამდენი ხნის ნანატრი კოცნა ვიგემე,ძლიერად და გამოცდილი ქალივით ვამოძრავებდი ტუჩებს,ისიც იმავეს აკეთებდა,ხელებს კისერზე ძლიერად ვხვევდი და მის სურნელს ვისრუტავდი. ვერ ვჩერდებოდი,ვერც ის მაშორებდა ხელებს.ვიცოდი,რომ არ უნდა შემეტოპა,მაგრამ მაინც ვერ ვჩერდებოდი..ეს ყველაზე აზარტულ თამაშს წააგავდა. -კარებს დავკეტავ-მიეყრდნო და ერთი ხელით ისე გასწია საკეტი,რომ არ მოვუშორებივარ.. ვიგრძენი მისი ხელი კაბის ქვეშ და ეკლებმა დამაყრა..ვგრძნობდი,რომ ეს ამდენი ხნის ვაკუუმის შევსება იყო. -ლილე,დარწმუნებული ხარ?-მკითხა,მაგრამ არ მიპასუხია,უფრო ავეკარი და პერანგის ღილების შეხსნა დავუწყე.. *** გარეთ დაძაბული გამოვედი.მეგონა,რომ ამას ყველა ხვდებოდა.ყველა მიყურებდა და თვალს ვერ მაშორებდა. -ავღელდი-მოკლედ ვთქვი და ადგილი დავიკავე. -ახლა თქვენც თქვით რამე-დამრიგებელმა თქმა და კმაყოფილი სახით შემომხედა. დავმშვიდდი,როცა გიორგის ხელი მკლავზე ვიგრძენი. -ვერავინ მიხვდა-ჩუმად მითხრა და ჩვეულებრივ გასწორდა. -შთამბეჭდავი იყავი-მხარზე ხელი დამადო გიორგის მეგობარმა და ის გაიყვანა.ეტყობოდა,რომ რაღაცას ეუბნებოდა. ბოლოს ერთხელაც გამიწვია საცეკვაოდ,ახლა უფრო თამამად მოძრაობდა,მისი თითოეული მიხრა მკვეთრი იყო. -მშვენიერი ხარ-მითხრა,როცა შუა ღამე ხდებოდა. -შენც-ჩავჩურჩულე ყურში ისე,რომ ეს ხალხისგან შეუმჩნეველი ყოფილიყო. ცოტა ხანში მოგვიწია იქაურობა დაგვეტოვებინა,რადგან უკვე გვყრიდნენ.სხვა გზა არ გვქონდა და გარეთ გამოვედი. გოგონებს გადარჩენილები მოჰქონდათ,მაგრამ მე არაფერში მიმიღია მონაწილეობა,ამისთვის ნამდვილად არ მეცალა,მე სულ სხვაგან ვიყავი,ადრენალინი მკლავდა და თან სიხარულით მავსებდა. -წაგიყვანო?-მკითხა გიომ და ყველას დასანახად ისე შემომხედა,რომ საშინლად დავიბენი.ნუთუ ყველასთვის ნათელი იყო. -ანუ ერთად ხართ?-გავიგე ბავშვების ხმა,მაგრამ უკან არ მივტრიალებულვარ. -ლილე..-დამიძახა დამრიგებელმა..-ამას ჯერ კიდევ მაშინ ვგრძნობდი,როცა ბუნების მასწავლებელს ვეუბენებოდი,ბოჭორიშვილი კანდელაკს ეტმასნება-მეთქი. უხერხულად გამეღიმა და თავი გიორგის მხარზე მოვათავსე.თავი მხოლოდ იმით დავიმშვიდე,რომ ჩვენი სიგიჟის შესახებ არავინ იცოდა. *** დილას გიორგის მკერდზე გამეღვიძა,მას დავხედე და გამეღიმა,არ მჯეროდა ეს ყველაფერი,თავი ეროტიულ ფილმში მეგონა..წამოვდექი და მისი პერანგი მოვიცვი,ის ისეთი თეთრი იყო და ისეთი სუფთა.. ტელეფონი ვიპოვე და ზარებს დავხედე,ეს ლალი იყო.იმდენი ზარი დაეტოვებინა,რომ გავგიჟდი.მას აინტერესებდა ჩემი ამბავი და ღამით არც იძინებდა,ალბათ.რა თქმა უნდა,ჩემებიც მომიკითხავდნენ,მაგრამ გავაფრთხილე,რომ გვიან დავბრუნდებოდი და არ დამლოდებოდნენ. ლალისთვის აღარ დამირეკავს,რადგან ასეთ მდგომარეობაში საუბარს ვერ მოვახერხებდი.მინდოდა,რომ გიორგისთან ერთად მესაუზმა,მაგრამ სახლში რას იფიქრებდნენ,როცა მისულს არ მნახავდნენ.,თუმცა ტყუილი მალე მოვიფიქრე და დედაჩემს მივწერე,რომ ლალისთან დავრჩი.იმედი მქონდა,რომ არ გადაამოწმებდნენ. -გაგიღვიძია?-გიორგიმ მორიდებულად შემომხედა,გეგონებოდა ცოტა ხნის წინ ერთად არ გვეძინა. -მშვენივრად-განათებული სახით შევხედე და მისი პერანგი უხერხულად შემოვიკარი ტანზე-შენ?-ვკითხე პაუხის შემდეგ და თვალი ჩავუკარი. -საოცრად-ფეხზე წამოდგა და დაკუნთული სხეული დაჭმა,ხელები მაღლა ასწია და გაიზმორა. მე კი ვუყურებდი და მეღიმებოდა. -ნუ მაშტერდები..-შევუბდღვირე და საწოლისკენ წავედი. -მომაშტერდი..არ გინდა აბაზანა?-მის სიტყვებზე მაშინვე თვალები გამიფართივდა და აბაზანის ძებნა დავიწყე.. -აქეთაა-ხელში ამიტაცა და კარებში შევაგდო. -შენც? -რა იყო? წყლის ეკონომიას ვაკეთებთ-სიცილი ამიტყდა და თალებზე ხელი ავიფარე. -მომაშტერდი-მეთქი..-მის თვალებში სხივები კიაფობდა. *** -როგორ გაერთე?-აჩიმ მხოლოდ მეორე დღეს მოახერხა ჩემი ნახვა. -შესანიშნავად. -ბედნიერი ჩანხარ. -ძალიან. -მიხარია..-თმა მომწიწკნა და სიცილს მოჰყვა. -არ მიყვარს ასე ჰო,იცი?-ავწუწუნდი და ფეხზე წამოვდექი. -ლილე,კარგი რა. *** ბოლო გამოცდა ჩავაბარე და გარეთ გამოვედი თუ არა,მას მოვკარი თვალი და მაშინვე გადავეხვიე.ის ისეთივე თბილი იყო. -უი, თქვე მაიმუნებო-ლალი წამოვიდა ჩვენჯენ და სათითაოდ გადაგვკოცნა.მან იმდენი დამცინა ვიდეოზე,რომ ახლაც ვერ გადამიხარშავს,თუმცა დეტალებში მისთვის არაფერი მითქვამს.მაინც რა ვიცი,რა წამოცდება..ვიცი,რომ ჩემს მშობლებს არ მოეწონებათ ჩვენი გახსნილი ურთერთობა,მაინც ქართული მენტალიტეტი ყველაფერს ჯაბნის. -ლალი.ჰო?-ჰკითხა გიორგიმ,რათა უხერხულობა განემუხტა. -ჰო,ლალი,ლალი..-სიცილი აუტყდა ჩემს დაქალს. *** -100 პროცენტიანი გრანტი,გილოცავ. -მაინც გერმანიაში ვაპირებ წასვლას-ვუთხარი გიორგის და თვალი ჩავუკარი.მან ეს იცოდა,თუმცა ამაზე ჯერ არ გევსაუბრა. -მაინც კარგია.ერთი წელი ხომ.. -ჰო-ტუჩები მივუშვირე და მაშინევ ვიგრძენი მისი მძაფრი და გამჭოლი შეხება. -იცი,რა? უნდა ავღნიშნოთ? -დღეს ოჯახური მახშამი მაქვს და ვერ გამოვტოვებ-დანანებით ვუთხარი და სევდიანად გავუღიმე. -კარგი,მაშინ ხვალ.. -ჩემები ძალიან ტიპირები არიან,ჰო,იცი? -ვიცი,ჰო..არ მინდა პრობლემები,რომ შეგექმნას. -არც შენ გინოდეს აჩისთან. -კაი,გეყო ღადავი-დანამდვილებით მითხრა. -შენც გილოცავ,გრანტის გარეშეც კარგია. -ისე არ ვიცი როგორ უნდა გადავიტანო შენი გერმანიაში წასვლა. -რამეს მოვიფიქრებთ,თუ რამეა შენც წამოხვალ. -ზედმეტად ოპტიმისტი ხარ. -შენც ხარ-ვუთხარი და კარებისკენ წავედი. -შეხვედრამდე. ვახშამზე თავაზიანად ვიღიმოდი და არაფერს ვიმჩნევდი.ყოველთვის ვცდილობდი,რომ ჩემებს რამე არ ეეჭვათ.აჩისთვის არაერთხელ წამისწრია,რომ გოგონები სახლში მოჰყავდა,მაგრამ გოგოს მაინც სხვაგავარად უყურებენ.ჩემი ოჯახი იმასაც კი ვერ აიტანდა,რომ შეყვარებული მყოლოდა მათი თვალთახედვის გარეშე,ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი ჩემსა და გიორგის შორის არსებული ურთიერთობა დამემალა. *** ზაფხული ოჯახთან ერთად გავატარე,მთელი ერთი თვე თვალით არ მიანხავს გიორგი.როცა შევხვდით,სასტუმროში ვიყავით მთელი დღე და მთელი ღამე,სახლში ვთქვი,რომ ლილესთან ვატარებდი დღეს. ეს 24 საათი ნეტარებასავით მახსოვს,მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა,როგორც გვინდოდა. ყველაფერს იქ დაესვა წერტილი,როცა შევნიშნე,რომ ორსულად ვიყავი.ცხოვრებაში პირველად მიცდებოდა სამი კვირა და საშინლად შევშინტი.მას შემდეგ რაც ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა,იმედები გადამეწურა და სრულიად გავნადგურდი. თავიდან ამას გიორგისაც ვერ ვუმხელდი.მეშინოდა,რომ მოვალეობას გაექცეოდა და მიმატოვებდა,მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე ყველაფერი გამერკვია. -გიო,სალაპარაკო მაქვს. -რა გჭირს?-ანერვიულებული თვალებით შემომხედა. -ორსულად ვარ. -რა? -იმ ღამეს,ალბათ..-ცრემლები წამსკდა და სახეზე ხელები ავიფარე. -მისმინე,მართალია,ახლა არ არის საუკეთესო მომენტი,მაგრამ მიხარია..გავუმკლავდებით..-ხელები მხრებზე მომხვია და მკერდზე მიმიკრო. -გიო,ჩემები. -ლილე,დამშვიდდი. *** ასე გადიოდა თვეები.სანამ შემეძლო ვმალავდი,მაგრამ შემდეგ უკვე სერიოზულად დადგა საითხი,ჯერ ლილეს ვუთხარი და ამან ის გააგიჟა.ორი კვირა არ მელაპარაკებოდა და ბოლოს შემირიგდა,მანუგეშა და გამიგო.კიდეც კარგი ასე მოხდა,თუმცა სხვა რამეს არც ველოდი. ჩემი ოჯახის მეშინოდა და გიორგის მშობლები რას იტყოდნენ ისიც მაღელვებდა. -რა ვქნათ?-ვკითხე გიორგის და ცრემლებს გასაქანი მივეცი. -ეტყვი? -ვერ ვეტყვი,მაგრამ თვითონ გაიგებენ. -ლილე,მე ხომ არ ვეტყვი? -არ ვიცი,არ ვიცი... *** ჩემმა ძმამ ერთ დღეს შემამჩნია მუცელი და თავი დაკარგა,ყვიროდა,მაგინებდა და ხელიც კი შემომარტყა.მე არაფერს ვამბობდი,მეშინოდა და ან რა უნდა მეთქვა.ის გაცოფებული იყო და მხეცზე უარესაც იქცეოდა. მაშინვე მშობლებს დაურეკა.მათაც გამართეს კონცერტები და ლილეს დაურეკეს.ლილეს ეჩხუბა მამაჩემი,უყვიროდა,რატომ არ მითხარი სიმართლეო.საწყალი გოგო ისეთი შეშინებული იყო,რომ ხმას ვერ იღებდა. -საღოლ,შვილო..-დედაჩემმა ცხვირსახოცი აიფარა სახეზე და საძინებლსიკენ წავიდა. -ქალო-მამაჩემმა მკლავში ხელი ძლიერად ჩაავლო და ჩემკენ შემოაბრუნა-სად გქონდა თვალები? შენ უნდა გაზარდო გოგოა..აი,მე ბიჭი კი გავზარდა...შენი ბრალია,შე ძუკნავ. -მე მაბრალებ? რა გაზაზრდე? ადვილი ბიჭის გაზრდა. -თუ ამას გულისხმობ..ამაზე უკვე იცი ჩემი აზრი და საერთოდ ყველას აზრი. -ბიჭისთვის ვაჟაკაცობაა არა ქალების ყოფა?-დედაჩემი შეტევაზე გადავიდა. -აბა,გამოუცდელი ქმარი მოგეწონებოდა? -არა,მაგრამ არ ვიცი თავი როგორ დავიცვა-გამოტყდა დედაჩემი. -მე ბიჭი ვარ,შენ კი გოგო..შეარცხვინე ოჯახი,თავი მოგვჭერი..-აჩის თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა. -რას ფიქრობდი,გოგო?-მამაჩემმა ქამარი ზურგზე დამარტყა და საშინელი სიმწარე ვიგრძენი.ჩემი ძმა ფეხსაცმელს მესვროდა,მტკიოდა,მაგრამ ტირილის თავიც კი აღარ მქონდა. დივანზე ვიწექი და სხეულსვერ ვიმორჩილებდი,თითოეული ნაწილი მტკიოდა,მეწვოდა და აღარაფერი მინდოდა.მახსენდებოდა მამაჩემის სიტყვები,ქმედებები..აჩის სიგიჟეები და ვერაფერს ვხედავდი. ვგრძნობდი,რომ სიხარული მჟავე ფერებმა შეცვალა,ძლივს წამოვიწიე და ტელეფონს დავუწყე ძებნა,მაგრამ ისიც არ ჩანდ.გამახსენდა,რომ ის დედაჩემა აიღო,ყველაფერი წამართვა,რაც გარესამყაროსთან მაკავშირებდა. ყევალაზე მეტად იმაზე ვწუხდი,რომ მე და გიორგის პრობლემები შეგვექმნებოდა და კიდევ იმაზე,რომ ოჯახი ზედმეტ ტვირთად,უფრო კონკრეტულად კი,ნაგვად აღმიქვამდა,აღარ გავიმეორებ იმ სიტყვებს,რომლებიც მამაჩემმა მითხრა. *** ერთი კვირა ასე გავატარე.ლილეც კი ვერ მნახულობდა,სრულიად მარტო ვიყავი და ხმას აარავინ მცემდა. -ძუკნა ხარ,ბო*ი..შენნაირები იქ უნდა იდგნენ. -არ ვარ,გესმის არ ვარ..მე ის მიყვარს და მე შენნაირად არ დავეთრევი. -რაო? შენ გოგო ხარ? -რახან ბიჭ გაქვს ყველაფრის უფლება გაქვს-პირველად გავუწიე წინააღმდგომა ამ ერთი კვირის შემდეგ. -ჩაძაღლდებით შენ და შენი ნაბი*ვარი-კარები მიაჯახუნა და გავიდა. გული ჩამწყდა,საშინელი ტკივილი ვიგრძენი.ვიგრძენი,რომ ჩემი ცხოვრება დასრულდა,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში.ნეტავ მუცელი არ მომეშალოს-მეთქი-ვნერვიულობდი და გაჩერებული საათის ისარს ვაშტერდებოდი.ვგრძნობდი,რომ მე მგავდა ისარი,რომელიც ჩემ პირდაპირ აღმართულიყო. გული საშინლად მტკიოდა,მაგრამ გამოსავალსაც ვერ ვხედავდი.ნუთუ ყველაფერს წერტილი ესმოდა.. გიორგი რას ფიქრობდა არ ვიცოდი.მეშინოდა,რომ მიმატოვებდა.ისიც კი დავუშვი,რომ შეშინდებოდა და პასუხისმგებლობას გაექცეოდა.აჩის სიტყვების შემდეგ ყველა კაცის ერთნაირობამ დამაფიქრა და გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ბავშვი რომ მომეშორებინა,ასე არ მოხდებოდა,მაგრამ მე ჩემი დაღუპვის გასაღები თალსაჩინო გავხადე.მე ის არ გავწირე და არ ვაქციე ჩემი ცოდვების მსხვერპლად და ამას ეს წამიტაც არ მინანია. მხოლოდ ახალი წლის ღამეს დავრჩი მარტო,ჩემები გასართობად წავდინენ და სახლში ნაძვის ხეც კი არ დამიტოვეს,არ ხარ ღირსიო.ტეელეფონები გამომირთვეს და წავიდნენ.სამედიცინო უნივერსიტეტის წვეულებაზე წასვლის მაგივრად ნაცემი ვიჯექი და ვტიროდი. ვერავის ვუკავშირდებოდი და საშინლად მიმძიმდა ყველაფერი.ვუყურებდი გადდებულ მუცელს და ცრემლები თავისით მომდიდოა.ვინ იცოდა რა ბედი ეწეოდა ამ ბავშვს. უეცრად ფანჯრიდან ხმა გავიგე და მაშინვე გავიხედე.ეს ქვა იყო,დავრწმუნდი და აივნისკნ წავედი.ვფიქრობდი,რომ გიორგი იქნებოდა,მაგრამ ლალი აღმოჩნდა. -გოგო,დამეხმარება-აივანზე გადმოძვრა და გულში ჩამიკრა-ვწუხვარ. -არაა საჭირო. -რას გავხარ. -ეს მხოლოდ დასაწყისია-ნაღვლიანად წარმოვთქვი,მაგრამ ტირილი ვერ შევძელი. -დაწყნარდი,მოვიფიქრებთ რამეს. -ისინი ვეღარ მიტანენ.ნახე რა მიყვეს..მთელი დღე ასე ვარ გამოკეტილი..ჩემთვის არაფერი არსებობს.აჩი ახლა „თსუს“ წვეულებაზეა,მე კი აქ ვგდივარ ნაცემ-ნაბეგვი...და ეს კიდევ არაფერი-ხმა მიწყდებოდა და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. -ნუ ტირი-არც ლალი ჩანდა კარგ ხასიათზე. -გიორგი უნდა ვნახო-აივნისკენ გავაპარე თვალი. -მეზობლები? -დაიკიდე,უნდა გადავიდე..სხვა შანსი არ მექნება.. -რატომ? -ახლავე უნდა გავარკვიო ყველაფერი-გარდერობიდან ქუდიანი დუტი გამოვიტანე და ჩავიცვი-სახე არ მიჩანს-თავზე ქუდი დავიფარე და ლალის ღიმილიანი სახით შევხედე. -იქნებ დაგვემალა-სახეზე მანიშნა. -რა აზრი აქვს-აივანზე გავედი და დაბლა ჩასვლა ვცადე.კიდევ კარგი მეორე სართული იყო და გამოგვივიდა. -გინდა გამოგყვე?-მკითხა ლალიმ. -არა. -კარგი-თავი დამიქნია და გაშეშდა. „ტაქსი“ გავაჩერე და გიორგის ბინისკენ წავედი,ისიც არ მიფიქრია,რომ ტელეფონით დამერეკა,ლალის ხომ ჰქონდა ტელეფონი. სადარბაზოსთან ავიტუნე და მხოლოდ მაშინ გამახსენდა,რომ ახალი წელი იყო.იქნებ არ ყოფილიყო სახლში ან იქნებ ოჯახთან ერთად ყოფილიყო..ან მეგობრები,ნათესავები..საფიქრალში ჩავვარდი,ასეთი სასოწარკვეთილი არ მინდოდა ვინმეს ვენახე,მაგრამ მაინც წავედი ლიფტისკენ. მოსული ვიყავი და უნდა გამერისკა..ცხოვრება ხომ რისკებითაა აგებული. ხუთთეთრიანი ჩავაგდე..ამ ხმამ გული უფრო ამიფართხალა.ვლოცულობდი,რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო,მაგრამ ვიცოდი,რომ სიფრთხილე მართებდა.როგორ არ მიფიქრია,რომ ახალი წლის ღამეს სახლში მარტო არ იქნებოდა . ზარი დავრეკე გაუბედავად და ქურთულში ხელები ჩავმალე.კარები ცოტა ხნის შემდეგ უცნობმა კაცმა გამიღო. -რომელი ხართ?-მკითხა და მუცელზე შემომხედა.მივხვდი,რასაც უყურებდა,მაგრამ არ შევიმჩნიე. -გიორგი სახლშია?-გამწარებულმა ვიკითხე და თავი დაბლა დავხარე. -არაა. -როდის იქნება? -მეგობრებთანაა ქალაქგარეთ-მიპასუხა კაცმა და კარები მიკეტა. ანერვიულებული ლალის ბინას ვივადექი,ის მარტო არ იყო,მაგრამ შეუმჩნევლად შემიყვანა თავის ოთახში. -რაო? -ჰო,ქალაქგარეთაა,დამარეკინე რა. -როგორ არ გამახსენდა,რომ დაგერეკა. -ჰო,არც მე გამახსენდა-გამოვართვი ტელეფონი და გიორგის ნომერი ავკრიფე. ის არ იღებდა და საშინლად ავღელდი,რა არ ვიფიქრე და შემდეგ ტირილი დავიწყე. -დარჩები? -არა,ვერ ჩაგიშხამებ-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. -კარგი რა-ხელზე ხელი მომკიდა და მის გვერდით დამსვა. -აქ ვერ დავრჩები. -ჩემებმა არ იციან.არ გინდა,გაერთო? -არა. -მაშინ სადმე წავიდეთ.წვეულებაზე არ გინდა? -არ მინდა. -არ გინდა უნივერსიტეტის წვეულებაზე წასვლა?-მკითხა და თავი მხარზე დამადო. -კარგი,მაშინ შენთან წავიდეთ და დავლოთ,იქნებ... -არა,არ მინდა..ცუდად ვარ.. -გთხოვ,დაწყნარდი. -არა. -მაშინ გიორგისთან წავიდეთ-ფეხზე წამოდგა და ქურთუკის ძებნა დაიწყო. -სერიოზულად ამბობ? არ ვიცით სადაა. -გავიგებ.მის მეგობარს დავურეკოთ. -კარგი,მაგრამ ნომერი არ ვიცი. -მოდი,ისევ მასთან ვცადოთ. ერთი საათი ცდილობდა დაკავშირებას,შემდეგ სახე გაუნათდა და ცერა თითი მაჩვენა. -ლალი ვარ.სად ხარ? -რომელი ლალი? -ლილეს დაქალი.ლილეს შენთან საუბარი უნდა. -ღმერთო ჩემო...ლილეზე გავიგე და ძალიან ვწუხვარ. -დამალაპარაკე-გამოვგლიჯე ტელეფონი ხელიდან. -გიორგი,უნდა ვილაპარაკოთ. -ახლა?-მკითხა გაგიჟებული ხმით. -ჰო,ახლა...ვერც კი წარმოიდგენ.. -გავიგე და ვწუხვარ...იქნებ არ ღირს ეს ყველაფერი.. -პირისპირ ვისაუბროთ.რა არ ღირს?-ძლივს გავაცნობიერე მისი ბოლო სიტყვები. -არ ვიცი,ძალიან დაიტანჯე.. -ახლა მეუბნები,როცა...მაისში ბავშვი გვეყოლება..-ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. -მისამართს მოგწერ-გავუთიშე და ლალის გულში ჩავეკარი,ავტირდი და ცრმელებს გსაქანი ისევ მივეცი. -დამშვიდდი,მეც მოვდივარ. *** ყველასგან მოშორებით შევხვდი გიორგის.ის უემოციოდ მიყურებდა. -მარტო დაგვტოვე-ლალის გავხედე,ისიც წავიდა. -ლილე..ვწუხვარ.. -რა შეიცვალა? ის რომ შენებმა გაიგეს?-ხმას ავუწიე. -არ ღირს.. -რა არ ღირს? აქამდე ღირდა არა? ახლა რა ვქნა..ახლა ბავშვსაც ვერ მოვიშორებ და თანაც ახლა იცის ჩემმა ოჯახმა,რომელმაც გამრიყა.. -არ ვარ მზად.. -მაშინ რას ამბობდი?-სახეზე ხელები ავიფარე.ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა. -არ ვიცი...დაუფიქრებლად.. -ნაძირალა ხარ...-აცრემლებული გავვარდი ლალისკებ და მანქანაში ჩავჯექი-წავედით-გავხედე მძღოლს და თავი ლალის კალთაში მოვათავსე. -ყველა კაცი ერთნაირი ნაგავია..-ვუთხარი ლალის და ცრემლები მოვიწმნდე. -უნდა დავლოთ. -ორსულად რომ ვარ სულ დაგვავიწყდა-ვუთხარი და თავი ზემოთ ავსწიე. -უი ჰო,ჩემი ღიპუცა.. -სახლში მინდა..უბრალოდ დავიძინებ და ყველაფერზე ვიფიქრებ.. -რას იზამ? -არ ვიცი. -გინდა ჩემთან დარჩი? -ხვალ ჩემები მოვლენ და ვერა..-თავი გავაქნიე და თვალები დავხუჭე. *** -წადი აქედან,ლალისთან წადი ან ვინმესთან..ამის გაძლება აღარ შემიძლია..შენს ბავშვსა და შენ მატერიალურად დაგეხმარებით,მაგრამ.. -გასაგებია..-ნივთები ჩავალაგე და ლალისთან გადავედი.გავაგრძელე ცხოვრება ძველებურად,თავიდან ყოველ ღამე ვტიროდი,მერე შევეცვიე და უნივერსიტეტსაც დავუბრუნდი. *** მაისის დასაწყისიც მოვიდა,ბავშვის მოლოდინში საშინლად ვღელავდი. ერთ დღესაც ტკივილები დამეწყო და ლალიმ სამშობიაროში წამიყვანა.ძალიან ვღელავდი,მეშინოდა კიდეც,მაგრამ ის უფრო მაშინებდა,რომ დედა გავხდებოდი.მხოლოდ თვრამეტი წლის ვიყავი და არ ვიცოდი რამდენად ვიყავი ამისთვის მზად. -შეძლებ. -არ დამტოვო..-ვთხოვე ლალის. ეს ყველაფერი საათები ჭიანურდებოდა,ვღელავდი და ერთი სული მქონდა როდის დასრუდლებოდა ეს საშიში მოლოდინი. *** -ლალი ხარ?-მაღალი ბიჭი შემოვიდა დერეფანში და ლალისკენ წავიდა. -გიორგი შენ ხარ? რა გინდა აქ? რა გააკეთე არ გეყოფა? -უნდა ვისაუბროთ. -არა. -ოჯახი დამემუქრა..მითხრა,რომ სწავლის ფულს აღარ გადამიხდია,გადამაგდებდა და მერე რითი მეზრუნა ბავშვზე. -ეს ბავშვი მხოლოდ მისი შვილი არაა,ახლა იმშობიარებს.. -გავიგე დედაშენისგან. -გაიგე არა? ახლა არა გინდა? აღარ ხარ დედიკოსა და მამიკოს ბიჭი? -მასთან უნდა შევიდე. -სჯობს,თვალით ადაენახო..ისედაც ღელავს. -გთხოვ.. -არავითარ შემთხვევაში.-მოუჭრა ლალიმ და წინ გადაეღობა. -გთხოვ. -არა-მეთქი! *** ბავშვი გაჩნდა..ტკივილები დასრულდა.მხოლოდ მისი ტირილით გამოწვეულ სიხარულსა და ლალის ხელს ვგრძნობდი. -მამა აქ არის?-ცოტა ხნის შემდეგ იკითხა ექიმმა. -მამა?-სახე შემეშმუშნა. -კი,აქაა-ფეხზე წამოდგა ლალი და კარებისკენ წავიდა. -რა?-სახე გამიფართოვდა.ვფიქრობდი,რომ ის მსახიობობდა. ცოტა ხანში პალატაში ბიჭი შემოვიდა,დიდ ხანს ვაკვირდებოდი,გული მეკუმშებოდა და ბავშვს მკერდზე ვიკრავდი. -რა გინდა აქ?-ამოვხეთქე და თავი გევრდზე გავსწიე. -ბიჭი?-მკითხა. -წადი შენი..გაეთრია..შენ მიმატოვე და ახლა..-ლამის იყო მეყვირა. -დამემუქრნენ..დამემუქრნენ,რომ გადამაგდებნდნენ...მე კი არ ვარ დამოუკიდებელი,რომ ეს ბავშვი... -ეს ბავშვი არა? გაეთრია აქედან..ეს შენი შვილი არ არის..შენნაირი ჩათლა*ი მამა მას არ სჭირდება. -გთხოვ.. -ლალი,გაათრიე ეს ნაბი*ვარი..-ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი მის მიმართ..ერთადერთი რაც იყო,ეს ტკივილი იყო..მტკიოდა და ბრაზი მახრჩობდა. -მომავალ წელს გერმანიაში უნდა გადავიდე. -მეც ვიცი გერმანული და შემიძლია მეც გადმოვიდე. -რას ამბობ?-ლალიმ შუბლზე მაკოცა და სასიამოვნოდ გამებადრა სახე. *** -გილოცავ... -მაქსიმე ერთი წლის გახდა..-მივულოცეთ ჩემს პატარას დაბადების დღეს მე და ლალიმ. ამ დღეს ისევ ის შეხვედრა გამახსენდა და რაღაც ვიგრძენი...დავფიქრდი იმ დღეზე,მაგრამ არაფრის შეცვლა არ მინდოდა.. თითქოს გამახსენდა გიორგი,მაგრამ მაინც მოვიშორე მასზე ფიქრები..ის სუსტი იყო,სუსტი მამა კი არ სჭირდებოდა ჩემს პატარას.. *** დრო გადიოდა,მეორე კურსი დავამთავრე და გადავწვიტე საქართველოში დამესვენა ცოტა ხანს მაინც.ლალიმ მითხრა,რომ მის დაჩაზე კარგ დროს გავატრარებდით,თავიდან არ მინდოდა,მაგრამ მაინც დავთანხმდი,ჩემს პატარასაც ხომ უნდა ენახა თავის სამშობლო. ერთხელ მივედით ლალის სახლში და შემდეგ პირდაპირ დაჩაზე წავედით,თბილისის ყურება არ მინდოდა,მისი თითოეული ადგილი ტკივილს მგვრიდა.ტკივილს ხომ წლები ვებრძვოდი და ამის დაბრუნება აღარ მინდოდა. ტკივილად ქცეულ სიყვარულს ხომ დიდ ხანს ვებრძოდი... დაჩაზე მოულოდნელი წვეულება გამიმართეს მეგობრებმა,რაც ჩემთვის დიდი სიუპრიზი იყო.,,იმ დღეს ორსულობის მერე პირველად დავლიე.ეს რაღაც სასიამოვნო შეგრძნება იყო,ვგრძნობდი,რომ ფრენა შემეძლო,თავისუფლება ლაღად მიედინებოდა ჩემს ძარღვებში..რაღაც უცნაურობებს შევიგრძნობდი და მთელი საღამო მეღიმებოდა. -მადლობა!-დილას მისალმების მაგივრად ეს სიტყვა წარმოვთქვი. *** დრო მალე გადიდა....რეზიდენტურა დავასრულე და ეს ამბავი იმით ავღნიშNე,რომ გიორგიმ დამივიწყა..ახლა დამირეკა მეგობარმა,რომ თავს მშვენივრად გრძნობს..ამის გაგონებაზე გული ჩამწყდა..მხოლოდ ახლა მივხვდი,რომ ის ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ისევ ის დღე გამახსენდა,ბანკეტის დღეს და თვალზე ცრემლი მომადგა. -რა დაგემართა?-მკითხა ლალის და ჩაი მომაწოდა. -არაფერი.. -კარგი-მოკლედ მიპასუხა და ოთახიდან გავიდა. ისევ მასზე ვფიქრობდი და ლეპტოპში არსებულ ფოტოებს ვათვალიერებდი,ჩვენი სურათები ჯერ კიდევ არ წამეშალა. ეს დღე იმ დღეს შევადარე,როცა სკოლა დავასრულე..სწორედ იმ დღეს ვიგრძენი იგივე.. *** წვეულებაზე მაინც წავედი.მეგობრებმა მაიძულეს და მეც დავნებდი.. -გილოცავ,უკვე ექიმი ხარ-ვიღებდი მოლოცვებს და მახსენდებოდა,ადრე ამ დღეს როგორ ველოდი,მაგრამ ახლა სულ სხვა შეგრძნებები დამუფლებოდა. ვიჯექი და ვსვამდი..ვსვამდი და ვცეკვავდი... მაგრამ უეცრად წელზე ნაცნობი ხელი ვიგრძენი,ამდენი ხნის მერე ისევ ვცნობდი მის შეხებას..მეშინოდა და უკან არ ვბრუნდებოდი.. კისერზე ვიგრძენი მისი ტუჩები,რომლებიც სახისკენ მოდიოდა...უცბად ბაგეებზეც ვიგრძენი მისი შეხება და შავი თვალები დავინახე..ტანზე ეკალმა ასმაგად დამაყარა და თავი მისკენ მივაბრუნე,მთელი არსებით ჩავხედე თვალებში და რაღაცას ძებნა დავუწყე. -ეს საქართველო არაა! -რა? -ქართული მენტალიტეტით აღსავსე ქვეყანა მივატოვე და შენთან წამოვედი... -რა? -მაპატიე. -რა? -ცოლად გამომყევბი?-იმუხლება..ვხედავ,რომ ხელში ბზინავი ბეჭედი უჭირავს..მისი თვალები ბრწყინავს.ელვარება ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.. ეუცრად მისი მერხი გამახსენდა,მასაც არასდროს ეკარგებოდა ელვარება,მთელი თორმეტი წლის განმავლობაში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.