მარად შენზე შეყვარებული დემეტრე
ვიღვიძებ იმაზე მეტად ემოციურად დაღლილი, ვიდრე დაძინებისას ვიყავი.ყოველ ღამით იმის ნატვრით ვხუჭავ თვალს,რომ იქნებ აღარ გავახილო,რა იქნება ღმერთო,იქნებ აღარ გავახილო…….ან.....ან შეიცვალოს…….. მაგრამ მახსენდება,რომ ამის ნატვრაში ზუსტად ორი წელი გაილია,ზუსტად ორი წელი….. როგორ მძულს ეს დღე- 14 თებერვალი. ვგრძნობ საწოლში მარტო ვარ,ცოტათი გამიხარდა,მაგრამ უფრო მეტი მეწყინა.მე გულუბრყვილოს ჯერ კიდევ მჯერა ამ დღის სასწაულის.მძიმედ ვბრუნდები საწოლის მისი წილი ნახევრისკენ,ვიცი ჯერ კიდევ იქნება ბალიშზე შერჩენილი მისი სურნელი.ნაზად გადავუსვი ხელი და მოულოდნელად თითებით ქაღალდს შეხევე.სწრაფად გამოვაძვრინე.წერილი.ნუთუ მე? ….. მე დამიწერა?..... არ არსებობს ,შეუძლებელია. პირველი ,რაც თვალს ხვდება კონვერტზე წითლად მინაწერია,მის კალიგრაფიას მილიარდში გამოვარჩევ. გილოცავ ვალენტინობას გული ყელში მებჯინება,საწოლზე სწრაფად წამოვჯექი და კედელს ზურგით მივეყრდენი.თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე,შინაგანად მოვემზადე,ხელის კანკალით მოვახიე კონვერტს კუთხე და წერილი გამოვაძვრინე. -“ ალბათ გაგაოცე ჰო? უმჯობესი იქნებოდა ყველაფერი პირადად მეთქვა,მაგრამ ჯერ ამ მყოფნის ამდენი გაბედულება...ჯერ არა ან ვერა… დღეს 14 თებერვალია,ვალენტინობა.ყველასთვის საყვარელი დღე,მაგრამ შენთვის საძულველი,ისიც ვიცი რატომ.ამ წერილით მინდა ბევრი რამისათვის მოგიხადო ბოდიში. პირველ რიგში იმისათვის,რომ ეს დღე შეგაძულე,ამის თავი და თავი ხომ მხოლოდ მე ვარ.რომ არა მე ალბათ …. მაპატიე,რომ არ ვიყავი ისეთი ქმარი,როგორიც შენ გსურდა.მაპატიე,რომ გიწევდა ჩემი უჟმური ხასიათის ატანა.მაპატიე,რომ ვერ შეგიქმენი ის სამყარო,რომელზეც ვიცი გულის კუნჭულში ჯერ კიდევ ოცნებობ.მაპატიე უსიყვარულობა,ყოველი ცრემლიანი დღე,საათი თუ წამი.მაპატიე,რომ მხოლოდ ჩემზე ვფიქრობდი ყოველთვის და არა შენზე ან ჩვენზე. მაპატიე ყოველი იძულებითი ღამე.ყოველი ნაძალადევი კოცნა,ყველა ჩემი შეხება. ვწუხვარ ,რომ შენს მომზადებულ ვახშამს ყოველთვის ნიჟარაში ვაქცევდი. მტკივა,რომ ვიხსენებ თუ რა მონდომებით მიუთოებდი,ხოლმე შარვალს თუ პერანგს,მე კი არასოდეს ვიცმევდი მას. სული მეწვის და გული მიდუღს,რომ მახსენდება, თუ როგორ მოთმინებით ცდილობდი ჩემთვის ,თუნდაც ერთი კოვზი გეჭამა,როცა ორივე ხელი დამწვარი მქონდა. მინდა,რომ გაქრეს წარსული ორი წელი,მაგრამ ვიცი,რომ ეს შეუძლებელია.რადგან მივხვდი,რომ ბედნიერება და სიყვარული უფრო მეტი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ,ვიდრე იმედგაცრუება და მწუხარება. მივხვდი,რომ სიყვარული ის კი არაა, თუ რამდენად ტანადი ან წარმატებული ხარ,არამედ რამდენად უბრალო და თავმდაბალი. სიყვარული ის კი არაა,თუ რამდენ ლამაზ სიტყვას დახარჯავ ძვირფასი ადამიანისათვის,არამედ ის თუ რამდენად წრფელია და უანგარო ეს სიტყვები. მივხვდი,რომ სიყვარულს საუკეთესო,ბრენდები,სუნამოები,ძვირფასი ტექნიკა ,ან ძია ფრანკლინი კი არ განსაზღვრავს,არამედ ნდობა,თანაგრძნობა,პატივისცემა და მოთმენა. ძნელად მაგრამ ისიც გავითავისე,რომ კმაყოფილება და სიხარული წვრილმანებშია და არა გრანდიოზულ საქმეებში. და ეს ყველაფერი შენ დამანახე,შენ მასწავლე,შენ მაჩვენე ლიკუნა.შენ მე სუფთა ჰაერის სუნთქვა მასწავლე,მხრებში გამართული სიარული,უანგარო ღიმილი და უსაზღვრო სიყვარული. ჩემო კეთილო და სათნო,ჩემო თბილო და ტკბილო,მე შენ მიყვარხარ.უზომოდ,უსაზღვროდ,უკიდეგანოდ. გთხოვ მაპატიო ეს ორი წელი. როცა ამ წერილს ნახავ მე იმის,იმედად,რომ იქნებ გამიმართლოს და ღმერთმა კიდევ ერთხელ მაჩუქოს შენი თავი იმ სკვერში ვიქნები,იმ შადრევანთან,სადაც ერთმანეთი პირველად ვნახეთ. და თუ დაგღალა ამ ორმა წელმა,გაგტანჯე და გაგაწამე,მე გაგიგებ,გეფიცები გაგიგებ,კონვერტში მეორე წერილიცაა,გაყრის ფურცელი.მხოლოდ შენი ხელის მოწერა აკლია.მე გაგიგებ,გავიგებ იმაზე მეტად ვიდრე ფიქრობ.მე მხოლოდ ერთი მსურს,შენ გნახო ბედნიერი. მარად შენზე შეყვარებული დემეტრე.” აკანკალებული თითებით ღაწვებზე ნიაღვარად დადენილ ცრემლებბს ვიწმენდდი და თან ვფიქრობდი- რომელი კაბა ჩავიცვა პაემანზე? წითელი თუ თეთრი? წითელი,ის ხომ დემეტრეს ნაყიდია………. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.