ვერონა'ში
კვლავ, გესალმები,ძვირფასო ერნესტ! ძველებური ღიმილით და სითბოთი გწერ წერილს,რომლითაც მინდა გაგრძნობინო,-შენ,არ ხარ მარტო! ნეტავ,შეგახედა ჩემ თავს ძვირფასო,ცხოვრების ცეცხლმა ნელ პარზე დამწვა და ჩემი ერთ დროს თლილი თითები,ბებერი ხის ძირებს დაამსგავსა...ეს საშინელებაა ერნესტ! პალატიდან ყველა გავყარე,არ მინდოდა ვინმესთვის ტკივილი მეჩვენებინა ერნესტ,უშენობით გამოწვეული ტკივილი ჩემო ერთადერთო! *** მე ვიცი ძვირფასო,რომ არის ალბათობა იმისა, რომ ჩვენი სიყვარული აღარ გახსოვდეს... ამის წარმოდგენაც კი მიწიწკნის გულს, ჩემო მოხუცო ვალენტინო! დაუნდობელია ცხოვრება, ჩემო ერნესტ,ჩვენ ეს ყველაზე კარგად უნდა გვესმოდეს,განა მცირე დროა ოცდა-ათი წელი?ჩვენ ხომ საკუთარი ხელებით შევბოჭეთ ჩვენი სიყვარული ? ეს თვითმკვლელობას ჰგავს,საკუთარი ხელებით, თავის გაგუდვას... და მეც ვეძლევი თვით გვემას,აგერ უკვე ოცდა-ათი წელია. *** დღევანდელი დღესავით მახსოვს,თებერვლის თოთხმეტი... მშვენიერი ამინდი იყო ვერონაში... უამრავ წყვილს მოეყარა თავი ვია კაპელოს #23-ში ,ახლგაზრდა ვიყავი მაშინ ერნესტ,მჯეროდა სასწაულების...ამიტომაც ამოვყავი თავი საქართველოდან ვერონაში.მაშინ ახალი დადგმული იყო რუსთაველის თეატრში რომეო და ჯულიეტა,შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი მთელი საღამო.სწორედ მაშინ გავიგე რომ თბილისიდან ვალენტინობასთან დაკავშირებით იყო ტური ვერონაში,მეც როგორც რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულით აღფრთოვანებული ქალიშვილი, მამას თხოვნით მივადექი... *** ცენტრალურ ქუჩაზე სეინობისას ვიპოვე ულამაზესი სახლი,ნაირ-ნარი ყვავილებით გაფორმებული ბაღით.სწორედ იქ ვიქირავე ოთახი. ეჰ,როგორი ტკბილი ხარ,წარსულის მოგონებებო,როგორი დუაუვიწყარი... მახსოვს, სისხამ დილით,აივანზე ვიდექი ახლად გაღვიძებული,სუსტი ქარი თმებს მიწეწავდა.ოჯახის დიასახლისმა გამომაკითხა აივანზე და მითხრა: -პირველივე, ქუჩაში გამვლელი მამაკაცი,შენი საბედო იქნება"-ო. იცი, ბედისწერის როდის ვიწამე ერნესტ? ქუჩის კუთხიდან რომ დავინახე შენი სილუეტი,შენი ნაცრისფერი თვალები რომ მომაბყრე და ქუდის მსუბუქად აწევით მომესალმე... ოჰ, საცრება იყო ერნესტ ეს ყოველივე! ქუჩებში თვალებმოჟუჟუნე წყვილებს ვაწყდებოდი და მეც ასეთ,ეგზომ ტკბილ სიყვარულს, შევღაღადებდი უფალს. თვალებ ანთებული ვიდექი ჯულიეტას აივანზე,ეს ისეთი აუხსნელი გრძნობა იყო! თვალებ დახუჭული ვეყრდნობოდი, საუკუნოვან მოაჯირს და ვფიქრობდი რა იქნებოდა, რომ მეც მეპოვა ჩემი რომეო. სახლის ეზოში, შექსპირის ჯულიეტას ბრინჯაოს ქანდაკება იდგა, რომლის მარჯვენა ძუძუზე შეხებისას მარტოხელა, სიყვარულზე მეოცნებე ადამიანებს სიყვარულსა და ბედნიერებას მოუტანდა. ჩემო ვალენტინო,ნეტავ გენახა როგორი სიფრთხილით ჩამოვუსვი ჯულიეტას მკერდს აკანკალებული ხელი,ცრემლის გორგალიც კი გადმომიცურდა ახურებულ ღაწვებზე... ეს ნეტარება იყო,ოცნება რომლის დასრულებაც არ სურდა გულს. საღამო ხანი იყო როცა ჯულიეტას ბაღში სეირნობისგან გათანგული ვბრუნდებოდი შინ,თითქოს არსაიდან გამოჩნდი ჩემს გვერდით,ხელში იასამნის თაიგული დამაჭირე და მომილოცე თებერვლის თოთხმეტი , ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთადერთი,ყველაზე დასამახსოვრებელი წამი ერნესტ! არ ქრება სიყვარული ჩემო მოხუცო,პირიქით პატარა ნაპერწკლები უფრო აღვივებენ მას... არ გამქრლა ერნესტ ჩემი შენდამი გრძნობა! და ეს არის ის,რაც მაძლიერებდა აქამდე. მე მახსოვს ჩვენი ყველა შეხვედრა, ჩვენი პირველი პაემანი, პირველი კოცნა, პირველი ღამე,ვნებებისგან გათანგული ორი სხეული,სავსე მთვარე,უამრავი ვარსკვლავი,ვერონა და ჯულიეტას ბაღი! მე, შენი ნაცრისფერი თვალებიც კი მახოვს,შენი ფუნჯიც,ჩემს სხეულზე რომ დააცოცებდი ხოლმე მერე კი მოლბერტზე მხატავდი... მითხარი ერნესტ,როგორ მოგიყვე ასე მცირე დროში,როგორ გაგახსენო ჩვენი მოგონებები, რომლებსაც მთელი ორი კვირა ვაგროვებდით? როგორ ავღწერო, ოცდა-ათ წლიანი ტკივილი და მიუსაფრობა ძვირფასო ერნესტ? როგორ გაგაგებინო ანაც როგორ გაგიზიარო ის ტკივილი, რასაც სინანული ჰქვია?როგორ გავბედო ოჯახის დადანაშაულება,როცა თავად არ გავუფრთხილდი ჩვენს სიყვარულს? როგორ გაგიმხილო რომ ჩვენი შვილი სხვის გვარს ატარებს? ჰო,ძვირფასო ერნესტ,ალისია ოცდა-ათი წლის არის და შენზე არაფერი იცის,მას ჩემი ქმარი მიაჩნია მამად... გახრწნილი ქალი ვარ,ერნესტ და ალბათ ამიტომ ვერ დაგიმსახურე... ცოდვებს გამოვისყიდი ჩემო ვალენტინო,მე გიგზავნი წერილს ჩემს სიყვრულთან ერთად... მიიღე იგი ჩემგან როგორც დაუვიწყარი სიყვარულის სიმბოლო, მე გიგზავნი ალისიას, "ჩვენს" შვილს,შემდეგ კი ჩემი სული ჭურჭელს დატოვებს და დაგელოდები მაღლა,ერნესტ! მხოლოდ ერთსა გთხოვ ძვირფასო, გაიხსენე შენი ანჟელიკა... გემუდარები ძვირფასო ეცადე გამიხსენო, შენ ჩვენს შვილს სჭირდები... ეს ბოლოა ერნესტ... ოცდა-ათიდან ეს ბოლო 14 თებერვალია უშენოდ ერნესტ! დაგელოდები ერნესტ,შენ ნუ იჩქარებ ძვირფასო... მე მუდამ მოგილოცავ თებერვლის თოთხმეტს! მუდამ შენი ანჟელიკა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.