შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებს ბინდი ეფარება (2)


3-02-2016, 23:21
ავტორი just smile
ნანახია 2 431

მოკლედ დედასთან ერთად ვიჯექი მანქანაში და მივდიოდით კლინიკაში. ყოველთვის დედას დავყვებოდი გვერდზე , ისიც ცდილობდა , რომ ჩემი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა და ყველა კითხვაზე ცდილობდა პასუხი გაეცა, აქედან გამომდინარე ბავშვობიდან ვიცოდი პირველი დახმარება როგორ გამეწია ადამიანებისთვის და ამით ყოველთვის ვამაყოფდი, არ ვიყავი ექიმი მაგრამ იგრძნობოდა , რომ ეს სისხლში მქონდა, არ ვარ ექიმი... ჩემთვის მტკივნეული თემაა , თუმცა გადამიარა უკვე.

წყანარად მივდიოდით , ხმამაღალზე გვქონდა სიმღერები და ხმამაღლა ვმღეროდით მე და დედა, ყოველ წამს ვიყენებდით , რომ ბედნიერები ვყოფილიყავით, ჩვენც ვმხიარულობდით , სანამ შეგვეძლო, რადგან კლინიკაში ამას ნამდვილად ვერ მოახერხებ... თუმცა ეს კლინიკის მისვლამდეც მოხერხდა, დიახ ... ავტო საგზაო შემთხვევა... ავარია... ცრემლები... ტკივილი...

მე და დედამ დავინახეთ როგორ შეჯახებოდა მანქანა მედგრად მდგარ ხეს, სასწრაფო კი ჯერ არ ჩანდა, რათქმაუნდა, დღის ამ ნაწილში ხომ ყოველთვის საცობებია... დედას არ უღალატა რეფლექსებმა, სასწრაფოდ გააჩერა მანქანა და გადავვარდა მანქნიდან და მეც გავყევი. სურათი საზარელი იყო... დედა სასწრაფოდ მანქანაში მჯდარ დაშავებულებთან მისვლას ცდილობდა , თუმცა ბრბო ამის საშუალებას არ აძლევდა, დედა ყოველთვის მორიდებული და არისტოკრატული ხასიათის იყო და ცდილობდა ხალხის კულტურულად გაწევ-გამოწევას, მაგრამ ვხედავდი , რომ შედეგი არ ჰქონდა ეფექტური ... მეც ამოვქმედდი...
- ხალხოოოოოო ექიმიააააააააა გააააააააატარეეეეეეთ, დავეხმარებით, გაატარეთ თუ შეიძლება ... მიდი დე სასწრაფოდ... უკაცრავად გაგვატარეეეთ... (ვყვიროდი , არაფრის მრცხვენოდა, ან რა იყო სამარცხვინო?! დედა მძღოლთან მივიდა
- კარგად ხართ? ( იკითხა მაგრამ მალევე ნახა, რომ მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო და სინათლის თვალებში ნათება დაუწყო , რომ გაერკვია რამდენად რეაგირებდნენ თვალის გუგები სინათლეზე, თუმცა ამაოდ... არანაირი რეაქცია ... დანანებით შემომხედა და ყველაფერი ამოვიკითხე მის თვალებში... დედას მეორე მსხვერპლი ... ღმერთო დაეხმარე დედას ამ ტკივილების მოშუშებაში... თაკოს მის ცხოვრებაში არავინ დაღუპვია, ერთი ქალბატონის გარდა, სამწუხაროდ, ხანდაზმულმა ქალმა ვერ გადაიტანა ოპერაცია, დედა იქამდე არ მოეშვა ამ ოპერაციის გამოძიებას და ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლას , სანამ არ დარწმუნდა , რომ მისი შეცდომა არაფერი იყო. მის გარდა საქმეში კიდევ უამრავი კარდიოქირურგი ჩარია, ღამეები არ ეძინა... ცუდი პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში... თუმცა მიეჩვია ამ ტკივილსაც, მიუხედავად იმისა რომ მისი ბრალი არაფერი იყო... და აი მეორე დაშავებული , რომელსაც ვერ დაეხმარა ფიზიკურად, უკვე ასეთ მდგომარეობაში დახვდა... თვალები ცრემლით ამევსო, თუმცა თავს ვაიძულე რაიმე სუსულელე არ გამეკეთებინა, ახლა ამის დრო არ იყო... ნამდვილად არ იყო...)
- ტვინი აღარ რეაგირებს, ფაქტიურად გარდაცვლილია( ვთქვი და ჩახრინწული ხმა გავისუფთავე სასწრაფოდ , რომ არ შემტყობოდა უზომო ნერვიულობა.)
დედამ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და უცებ მივიდა მეორე დაშავებულთან , როდესაც მისი აკანკალებული ხმა გავიგონე...)
-თეა?თეა... შენ ხარ? კარგად ხარ? (როგორც ჩანს დედას ნაცნობია, ღმერთო ნუ იზამ ისე რომ ისიც ვერ გადარჩეს... ვემუდარებოდი ღმერთს, და უფალმაც შემისმინა, როგორც ჩანს... ქალმა ნელ-ნელა თვალების გახელა დაიწყო)
-მადლობა ღმერთს, გონზე მოხვედი... დე გუგებიც რეაგირებს (მეუბნება გახარებული ...)
- ყველაფერი კარგად იქნება თეა დამიჯერე... (ეუბნება დედა და ბარძაყზე ხელს ადებს , რათა სისხლდენა გაუჩეროს, როგორც ჩანს არტერიაა ... ალისფერი სისხლია , ნამდვილად არტერიააა... ვბუტბუტებდი... ამ დროს მორბის ვიღაც კაცი , გვეუბნება ჩაწითლებული , არეული თვალებით , რომ მისი ცოლი უცებ ცუდად გახდა, ძალიან უჭირს სუნთქვა და გვეხვეწება დავეხმაროთ... ავნერვიულდი , დედას შევხედე , მივხვდი რომ ხელს ვერ გაუშვებდა ქალს, სისხლისაგან დაიცლებოდა... როგორღაც დაიწყო დედას მტკიცდ საუბარი )
_ ნინო , დე... იცი რომ ხელს ვერ გავუშვებ, ვიცი ყველაფერს აანალიზებ, უნდა დამეხმარო, მიდი ქალბატონთან , ტელეფონი წაიღე და ხმამაღალზე დააყენე, ეს კაცი დაგეხმარება, კარგად მოუსმინე , და მითხარი კალამი და დანა დაგჭირდება თუ არა...( დედა ძალიან ჩქარა ლაპარაკობდა, ვერაფერს ვაცნობიერებდი, გარდა იმისა , რომ ჩემი თავი სადღაც ჯანდაბაში უნდა გამეგზავნა, არ უნდა მენერვიულა და გამეხსენებინა ყველაფერი , რასაც დედა მასწავლიდა მთელი ცხოვრება... მივრიბართ ... შევედით... ქალი ვერ სუნთქავს... როგორც შემეძლო ისე გავსინჯე ქალბატონი...ვრეკავ დედასთან... ვეუბნები რა მდგომარეობაშიცაა და მესმის ის სიტყვები რისი გაგონებაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა, დედა ტირილს იწყებს)
- არ მინდოდა ასეთ სიტუაციაში მოგხდომოდა ამის გაკეთება... იცი რაც უნდა ქნა, კარგად გადაითვალე ნეკლები, გაჭერი და კალამი გამოიყენნე, სასწრაფოც მოვა... ყველაფერი კარგად გასწავლე...
-კარგი , კარგი ... ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ გავჭრი და გადავარჩენ... მეტი არაფერი... უბრალოდ გავჭრი... დანით.... ბატონო, ახლავე დანა მჭირდება, რაც შეიძლება ფართო... და კალამი , რაც შეიძლება სუფთა... და თუ სპირტი არ გაქვთ არაყი... ახლავეეეეეეეეეეეე... ( კანკალი შემიწყდა, სიცოცხლე უნდა გადამერჩინა, არც დედა , არც საოპერაციო, არც დამხმარეები, მე არ ვარ ექიმი , თუმცა დედას ეს ბევრჯერ გაუკეთებია და მეც მიყურებია, მასწავლა კიდეც ყველაფერი, მე ამას შევძლებ! კაცმა ყველაფერი მომიტანა და მეც ჩემს საქმეს შევუდექი.)
- ყველაფერი გამოგვივა , ვეუბნები მამაკაცს, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება, უფალი ჩვენთან არის, დაგვეხმარება ... არ შემიწყვეტია ასე ლაპარაკი ... არ ვიცი როგორ მოხდა ყველაფერი , ბურუსიდან დედას კივილმა გამომაფხიზლა , ჩემს სახელს გაჰკიოდა... როგორც ჩანს დიდი ხანია მეძახდა და ვერ გამაგონა, კაცს არ იცოდა რა ექნა... ცოლს ხედავდა გაჭრილს , იატაკზე, რომელსაც სხეულში კალმის ფიტული ედო
- დედა, სუნთქავს... სუნთქავს... ყველაფერი კარგადაა, დამშვიდდი, კარგად ვართ, გადარჩა, ცოცხალია, დე კარგად არის, მორჩა...(ჩემს თავს უფრო ვარწმუნებდი ამაში ვიდრე დედას ალბათ)

-მადლობა ღმერთს, ყოჩაღ დე, ყოჩაღ, სასწრაფოს ხმა ისმის , ყველაფერი კარგადაა , მოვალთ ახლავე იქ დარჩი...( თაკოს მტკიცე გაუხდა ხმა, ეტყობოდა , რომ დამშვიდდა... რამოდენიმე წუთში სასწრაფო მართლაც მოვიდა... მე და დედამ ყველაფერი მოვახსენეთ სასწრაფოსაც და პოლიციასაც... და წამოვედით... გზაში დედას ეყობოდა სიამაყე და ბედნიერება...)
- ჩვენ სიცოცხლეს 2 ადამიანი გადავარჩინეთ , სამწუხაროდ, მამაკაცის დახმარება შეუძლებელი იყო ... დანანებით თქვა. - დე , შენ კარგი ექიმი იყავი დღეს (მითხრა, გამეღიმა... და გავაცნობიერე - ჩვენ ეს შევძელით.
დედამ კლინიკაში ეს დღე ითხოვა, გადადო შეხვედრები , საბედნიეროდ დღეს ოპერაცია არ ჰქონდა. თეას , რაც შეეხება დედამ მითხრა , რომ ის მისი კლასელი იყო მხოლოდ 2 თვით , თუმცა მაინც იცნო, კლინიკასი დარეკვისას ისიც იკითხა , როგორ იყო თეა, და უთხრეს , რომ სტაბილურია, თუმცა მისი ნახვა ჯერ არ შეიზლებოდა და როდესაც ეს შესაძლებელი გახდებოდა დაუკავშირდებოდნენ. დედა დამშვიდდა... სახლში მივედით, ცარიელი იყო, გამოვიცვალეთ , შხაპი მივიღეთ , დიდ ხანს ვისაუბრეთ, ტაძარში წავედით, ვილოცეთ , უფალს მადლობა შევწირეთ და გარდაცვლილი მამაკაცის სულიც ჩავაბარეთ... შემდეგ გადავწყვიტეთ მამიკოსთვის და ლუკასთვის გაგვევლო... ასეც გავაკეთეთ, როგორც ჩანს მათ არ ჰქონდათ დატვირთული დღე და კაბინეტში ერთად ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. ჩვენი დანახვისას სახეზე გაოცება ამოეტვიფრათ, ჩვენც ავუხსენით , მოვუყევით ყველაფერი, ინერვიულეს , თუმცა იმის გახსენებაზე , რომ უკვე ყველაფერი კარგად იყო დამშვიდდნენ . დიდხანს ვილაპარაკეთ. მოსაღამოვდა კიდეც, სახლში წამოვედით , დავსხედით და ...
-დღეს ხომ ერთად უნდა გვევახშმა, ნინოს საპატივცემულოდ?! დედა ვერ დაჯავშნიდა ადგილს, როგორც ჩანს გადადება მოგვიწევს...( დანანებით ჩაილაპარაკა , თუმცა დავინახე როგორ აუთამაშდა ჩემი საყვარელი ეშმაკური ღიმილი მამიკოს )
- მართლა?! (შევეკითხე გაკვირვებულმა , როდესაც ყველაფერს მივუხვდი)
-მართლა (მიპასუხა გიორგიმ)
-ხალხი გამარკვიეთ რა ხდება?!(დაიძახეს ერთდროულად დედამ და ლუკამ)
- მამამ დაჯავშნა ადგილი, იცოდა რომ ვერ მოახერხებდი ამას , რომ დაგინახა იმის შემდეგ და იცოდა , რომ გადაგავიწყდებოდა ... ჰოდააააააააა მივდივართ სავახშმოდ, დღევანდელი დღე ავღნიშნოთ... ისინი ცოცხლები არიან...
- რა გიჟი ხარ! (მითხრა ლუკამ და სიცილით ამიჩეცა თმები და ჩამეხუტა)
- როგორ მიყვარს შენი თმების სურნელი და როგორ მიყვარხარ შენ... ნეტავ ოდესმე გააცნობიერებ , რომ ამ ქვეყნად მე შენ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ჩემო პაწუხა გოგო?! ჩემო ლამაზო... ჩემო ანგელოზო... ჩემო ერთადერთო... ( და გულში ჩამიხუტა)
-ჰო . ჰო... მოიყვან ცოლს და ვის გაახსენდება მერე „ჩემი ანგელოზი“ და „ჩემი ერთადერთი“ , აღარ ვიქნები ერთადერთი ... ( დავუპრუზე ტუჩები, ენა გამოვუყავი, გავაჯავრე და ჩემს ოთახში გამოვიქეცი, გავიგონე როგორ მომაძახეს სიცილით - როგორი ეჭვიანია ყოველთვის... გამეცინა მწარე სიმართლეზე. შხაპი მივიღე, უნდა გავმზადებულიყავით წასასვლელად. -ნეტა რა ჩავიცვა? იქნებ წითელი? არაა.... იქნებ შავი? არააა... აბა ცისფერი? კიი... არა , არა... გადავიფიქრე... წითელი იყოს. წითელი ძალიან გრძელი კაბა, უკან ღრმად ამოღებული, წინ ოდნავ ამოჭრილი , ბარძაყიდან კოჭებამდე ჩახსნილი , თუმცა მხოლოდ სიარულისას ეტყობოდა ხოლმე , ჩემი საპრობლემო მაღალქუსლიანი ფეხსაცმლები , მარგალიტის ყელსაბამი, მსუბუქი მაკიაჟი- ღია წითელი პომადა ტუჩებზე . სარკეში ჩავიხედე - არასდროს არ მიყვარდა ჩემი თავის ქება , მაგრამ... ნამდვილად კარგად , ზედმეტად კარგადაც კი გამოვიყურებოდი ... ეს შავი უკუნითი სიბნელის მსგავსი თვალები კი ეშმაკურად შემომციცინებდნენ სარკიდან... კარებზე ლუკა აკაკუნებს...
-შემო ლუკიტო(ვიძახი და ვიცინი , ლუკა შემოვიდა და ბოლომდე შემათვალიერაა)
- ღმერთო , მე ვარ ის ერთადერთი , რომელსაც ყველაზე ლამაზი და ჰყავს მსოფლიოში , ჩემი პატარა დაიკო გაზრდილა, ნამდვილ ქალს გავხარ? როდის მოასწარი გოგო? ახლახან არ ვიყავით შენი სკოლის კონცერტზე, დაწყებითები რომ დაამთავრე? ასე უცებ რატო გაიზარდე დაიკო?(მეჩურჩულებოდა და გულში მიხუტებდა. ვგრძნობდი , რომ ჩვენ ვიყავით ერთადერთი და-ძმა , რომლებსაც ასე უყვარდათ ერთმანეთი, ასე სხვებს არ შეუძლიათ, ის ჩემი სული ნაწილია, მე კი მისი....)
- ისე გავერთე წარსულში ქექვასა და შენ შექებას გადამავიწყდა , რომ მესაყვედურა. აწი ისევ მე გამოგყვები საყიდლებზე , რომ ასეთი გამომწვევი კაბები აღარ იყიდო. უნდა გამალახინო ისევ მთელი რესტორანი ხო? (და აგვიტყდა ორივეს სიცილი იმის გახსენებაზე თუ როგორ გალახა ოციოდე ბიჭი , იმის გამო, რომ გაიგო როგორ კამათობდნენ , რომელს შეეძლო საცეკვაოდ გამოვეწვიე და ამის გამბედაობა ჰქონოდა. )
-წამო გველოდებიან (მითხრა და ოთახიდან გასვლა დააპირა ჩემიანად , როდესაც გავაჩერე)
- დედა , როგორ მოხდა ლუკა შენ და კლასიკური სტილი? ვაიმე როგორ გიხდება, როგორი სიმპათიური ხარ!!! უკვე გავბრაზდი, შენც უნდა მაცემინო მთელი რესტორნის გოგოები? არ მინდა მე ჯერ რძალი , არააააააა! გაიგე ეს. ვიღაცა პრონტუშკებს , რომ მოწონხარ იმაზე ხო ვაფშე მეკეტება ტვინი, იცოდე რძალს არ მივიღებ ჯერ სახლში, ხომ გაიგე? (ვუყურებდი გაბრაზებული სახით, ის კი მიცინოდა , მისი სიცილი მაბედნიერებდა, შუბლზე მაკოცა და მითხრა)
-შენ ვერავინ ვერასდროს შეგცვლის ! ჩემი ეჭვიანი დაიკო ! წავედით. შენ მამა და დედა უნდა ნახო. ისე არიან გამოწყობილები და ისე უხდებიან ერთმანეთს (როგორც ყოველთვის), შორი-შორ რომ დააყენო დაკარგავ სრულყოფილებას ყველაფერში... წამო.
(დედა და მამა მართლაც საოცრებები იყვნენ, ახლა მივხვდით რატომ გამოვირჩეოდით ასეთი კარგი გარეგნობით მე და ლუკა. ისინი ერთმანეთს ავსებდნენ და გვაბედნიერებდნენ. მშობლებმაც შეგვიქეს გარეგნობა ბავშვებს და წავიდით მანქნისაკენ)
შევაღეთ კარები . ორიოდე ნაბიჯი და ვიგრძენით ოთხივემ უამრავი თვალი... ჩამეღიმა , თავი მაღლა ავწიე , მხრებში გავსწორდი, მეამაყებოდა ჩემი ოჯახი. ლუკას გაეღიმა, ყველაფერს მიმიხვდა. მიყვარდა , როდესაც უამრავი თვალი ზურგს მიხურებდა, მიყვარდა , როდესაც მთელი სახე მიხურდა სირცხვილისაგან , მეკომპლექსებოდა ეს ყველაფერი , მაგრამ მაინც მიყვარდა. სიჩუმემ დაისადგურა დარბაზი და ბიჭების გამომწვევმა ღიმილმა, თუმცა იმ ერთის ღიმილსა და თვალებს მაინც ყველაში გამოვარჩევდი, უცებ შეამჩნია თვალმა და ყველასგან გამოჰყო, თუმცა არაფერი შევიმჩნიე, გზა გავაგრძელეთ და ჩვენს მაგიდასთან დავსხედით... ისევ ეს მწველი თვალები და ისევ ბედნიერი მე და გაკეკლუცებული თმები, ჩემი კულულები პრუჟუნასავით დახტოდნენ და კიდევ უფრო მალამაზებდნენ...



№1 სტუმარი A

Vau magaria....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent