შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგი ჭირი... 1 (ახალი პატიმარი)


8-12-2015, 19:39
ავტორი კნეინა
ნანახია 2 270

-ჰო, დედა! -პაციენტს კარი რომ მივუხურე, მაშინვე ვუპასუხე ზარს.
-არ მოდიხარ ამაღამ სახლში? -მეკითხება თბილად, თუმცა მაინც ვგრძნობ მის შეუფარავ წყრომას.
-9-ზე წამოვალ, საკნები რომ დაიკეტება, იმის შემდეგ! -ვპასუხობ მტკიცედ. არ მინდა, ხმაზე დამეტყოს, თუ როგორ მოქმედებს მისი გაბრაზება.
-იმედია, რომელიმე გადარეული მის მეზობელს ტვინს არ მიასხმევინებს მაგ ჯოჯოხეთში და შენი მოსავლელი არ გახდება! -აბუზღუნდა ის.
-დე, ენამ არ გიყივლოს, თორემ დღეს საღამოს კი არა - ხვალ დილასაც ვერ მოვაღწევ მაქამდე! -გამეცინა.
-კარგი, მიდი, საქმეს მიხედე! ჭკვიანად, დედი. -მოლბა საბოლოოდ და დამემშვიდობა.
ყურმილი დავუკიდე და ღრმად ამოვისუნთქე.
დედას არასოდეს მოსწონდა ჩემი საქმიანობა. პირველ რიგში, ის, რომ ექიმი ვიყავი და მერე მეორე ის, რომ ციხეში ვმუშაობდი. "საავადმყოფოები დაილიაო?" მეკითხებოდა წყრომით, მაგრამ მე მაინც აქ ვარჩევდი ყოფნას. თითქოს შევეჩვიე კიდეც აქაურობას, პატიმრებს, პოლიციელებს, განყოფილების უფროსს, რომელიც ყოველ ხუთ თვეში იცვლებოდა.
სულაც არ იყო ჩემი პროფესია ადვილი. იმიტომ არ ვამბობ, რომ ციხეში ვმუშაობდი და "ათას ბანდიტთან და გათახსირებულთან მქონდა საქმე", არამედ იმიტომ, რომ მინდოდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ისედაც უჭირს, მცირეოდენი დახმარება მაინც გამეწია. პატიმრები, ჩემთვის სხვაგვარი თემაა. სულაც არ ასოცირდებიან ისინი უზნეო ადამიანებად ჩემს თვალში. მართალია, მათ რიცხვს ხშირად გამოერეოდნენ ასეთები, მაგრამ უპატივცემულობას არცერთისგან ვგრძნობდი.
ორი წელია აქ ვარ და ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია აქაურობის გარეშე. ეს ადგილი, ჩემი მეორე სახლი გახდა და სწორედ ამიტომ იყო დედა განაწყენებული ჩემზე. უნდოდა მის შვილს უფრო გავლენიან ადგილას ემუშავა, ქალაქის ცნობილ კლინიკაში.
ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. როცა დედა მიხვდა, რომ აქ მუშაობა სიამოვნებას მანიჭებდა, შემეშვა.
სამსახურს დილის 9 საათზე ვიწყებ და საღამოს ამ დროს ვასრულებ. თუმცა ხდება გამონაკლისებიც, როდესაც ნაშუადღევს საკნები იკეტება, შემიძლია სადმე გავიდე, მაგრამ ხშირია ისეთი მოვლენები, როცა საკნის მეზობლები ერთმანეთს აშავებენ და ჩემი მისახედები არიან.
დღეს სიწყნარე იყო გვიანობამდე. მე და ჩემი კოლეგა - ქალბატონი ნინელი - ყავას მივირთმევდით ჩუმად. ეზოდან აურ-ზაური მომესმა და ფეხზე წამოვხტი. ფანჯარა პირდაპირ იმ მოედანს გადაჰყურებდა, სადაც პატიმრები თავისუფალ დროს ატარებდნენ.
ჯგუფად შეკრებილები ვიღაცას სასტიკად სცემდნენ. საცოდავი, ეტყობა წყობიდან გამოიყვანეს "კიჩო". როგორც ყველა ციხეში, აქაც იყო ერთი ლიდერი. ეს იყო 56 წლის აკაკი ჩოლოყაშვილი, რომელმაც სამი წლის წინ საკუთარი შვილი მოკლა. მე, რა თქმა უნდა, ვეჭვდები ამ ფაქტით.
ხუთ წუთში ორმა პოლიციელმა აქამდე უცნობი პატიმარი შემოიყვანა პალატაში. იმდენად იყო სახეზე დასისხლიანებული, მხოლოდ მის შავად მოელვარე თვალებს ვხედავდი, რომელიც მგლურად მიმზერდნენ ქვემოდან.
-დაგვტოვე, ირაკლი. -მივმართე პოლიციელს.
-საშიშია, სალომე. -შემეწინააღმდეგა ის.
-მე ვთქვი, დაგვტოვე-მეთქი! -მკაცრად შევკარი წარბები და პაციენტს მანამდე არ მივეკარე, სანამ არ გავიდა.
-რა ჯიუტი ხარ, სალომე! -აქოთქოთდა ნინელი. -დარჩენილიყო.
-მაგას სულ არ აინტერესებს პაციენტის მდგომარეობა, შენც კარგად იცი ეგ. -ვთქვი გაბრაზებულმა.
ნინელიც გავიდა.
პაციენტი, უფრო სწორად, პატიმარი ხმას არ იღებდა. არც მიყურებდა. მისი ხშირი სუნთქვა მთელს ოთახში არასასიამოვნო მუსიკად იღვრებოდა. ცოტა დავიძაბე. მგონი, აქ ყოფნის განმავლობაში, პირველად, მაგრამ არ შევიმჩნიე.
-ასე იციან აქ დახვედრა? -ხმა ამოიღო.
ადგილზე გავშეშდი. ალბათ, იმიტომ რომ მისი ხმა ძალიან ცივი და ჩახრეწილი იყო.. ან იმიტომ, რომ არ ველოდი მისი მკაცრი ბგერების გაგონებას.
-აქ სტუმარ-მასპინძლობაზე არ საუბრობენ! -ვთქვი ჩუმად და თბილი წყლით მისი სახის გაწმენდა დავიწყე.
მიმიკა არ შეცვლია. მე კიდევ, ოფლი მსდიოდა სიმწრისგან.


////////////
ეს ჩემი პირველი ისტორიაა ამ საიტზე.
ველი თქვენს შეფასებას! ♥



№1  offline წევრი flightless bird

კარგი ჩანს , მალე განაგრძე :*
--------------------
თ.ნ.

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

არ მეგონა ამ თემაზე ვინმე თუ დაწერდა ძალიან დიდი სურვილი მქონდა ციხეში მომუშავე ექიმზე ვინმეს დაეწერა და ახლა რომ წავიკითხე ეს თავი სიხარულით მეცხრე ცაზე ვარ... მოკლედ ამ ისტორიისგან ძალიან ბევრს ველოდები... ველოდები არამარტო სასიყვარულო ისტორიას არამედ ციხეში ცხოვრების დეტალებსაც... მე დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ ასეთი თემა რომ შეარჩიე შენი ისტორიისთვის, თან მთავარი მოქმედი გმირი ჩემი სეხნიაა და ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს... თუ უკვე დაწერილი გაქვს ეს ისტორია ბოლომდე მაშინ იმედია ყოველ დღე დადებ ახალ, დიდ და მსუყე თავებს... ველოდები მომდევნო თავს მოუთმენლად...

 


№3  offline ახალბედა მწერალი Keke27

ისე ლამაზად წერ და ჩამოყალიბებულად, რომ ცალკე სიამოვნებაა ამ ნაწერის კითხვა.

დავინტერესდი მე ამ ისტორიით. "ახალი პატიმარი" - ო, რომ წავიკითხე ინტრიგამ მომიცვა.

თხოვნა მექნება შენთან, ერთ წელზე მეტია არაფერი წამიკითხავს მსგავსი ისტორიები (თუ ჩემსას არ ჩავთვლი) და გეხვეწები, წამაკითხე რა...

წარმატებები!...
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№4  offline წევრი Smiling girl

uff sayvarelooo <3 kargia tan rogoriii :* ardaigviano da veli shemdeg tavs sulmoutmenladdd

 


№5  offline წევრი crete20

იდეა მომწონს, მგონი ასეთი ისტორია აქ არ დევს, იმედია კრგად განვიტარდება მოვლენები და ბანალურად არ გაგრძელდება!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent