შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი XX)


4-02-2016, 01:08
ავტორი Nina))
ნანახია 3 797

***
ზოგჯერ ერთი ხელის შეხებაც კი კმარა ნეგატიური ფიქრებისგან განსათავისუფლებლად...
ჰო,
ეს ერთადერთი ფრაზაა,რასაც მთელი უკანასკნელი თვის განმავლობაში გავიძახი:
"მოდი,ჩამკიდე ხელები..."
რუტინულად გრძელდება ყოველ დღე და ყოველ ღამე იგივე,
ისევ ნერვულად ვფხაჭნი ჩემი ოთახის იატაკს და არავინ არის,
რომ მოვიდეს და ჩამხედოს თვალებში.
რომ მოვიდეს და ჩამჭიდოს ხელები.
იმედიც იმ უკანასკნელი შეშის მსგავსად დაიფერფლა,რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწვა მეზობლის ბუხარში..
მტვრად და ფერფლად დაუბრუნდა მარადისობის წიაღს...

***
-დემეტრე,მოულოდნელი უბედურების გჯერა?
-დავიჯერებდი ჩემს ცხოვრებაში შენ რომ არ გამოჩენილიყავი-გულ-მკერდზე აიკრა გოგონა
-არა,მართლა,გჯერა?
-არა,არ მჯერა,სანამ შენ ჩემს გვერდით იქნები
-მიყვარხარ...
შუა დღემდე ეძინა ყველას,შემდეგ ლოგინში ნებივრობა მობეზრდათ და გადაწყვიტეს თხილამურებზე დამდგარიყვნენ,ყველაფერი ისეთი საოცარი იყო,ისე კარგად ერთობოდნენ,ბევრ ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდნენ,ელენას მაინც ჰქონდა გულში ჩარჩენილი მოულოდნელი უბედურების ეფექტი და ცდილობდა ცხოვრების საზრდოები შეეგროვებინა
-კაკი,არ მითხრა რომ თხილამურებზე არასდროს მდგახარ-ელენამ აცახცახებულ მამაკაცს ახედა და თავი ძლივს შეიკავა თოვლზე რომ დაეწყო ხოხვა,სახეზე წამოწითლდა,პიმპილს დაემსგავსა და როდესაც მამაკაცის სიტყვები მოესმა
-მიდი,გაიცინე თოემ გასკდები-სიცილი აუტყდა და ამჯერად ყველა აყვა სიცილში გარდა კაკისა,რომელიც დაბდღვერილი იყურებოდა
-კარგი,ნუ ბუზღუნებ,გასწორდი მე გასწავლი-მხარზე ხელი დაკრა თეკლამ და სიცილი ვერ შეიკავა,კვლავ ახარხარდა
-არ მინდა,წაბრძანდით თქვენ!-თავი გვერდით გააბრუნა მამაკაცმა-აქ დავდგები
-ხო და ძეგლს დაგიდგამენ სასტუმროს ჰოლში ოცდარვა წლის მამაკაცი,რომელიც თხილამურებზე პირველად შედგა-ახარხარდა ელენა
-კარგი,გეყოფათ,ნუ გამიბრაზეთ ჩემი ბუზღუნა-კისკისით წარმოსთქვა მამაკაცის მიმართულებით სიტყვები და ხელი ჰკრა,რათა გასრიალებულიყო მამაკაცი,ოდნავი ბიძგიც საკმარისი აღმოჩნდა მამაკაცის ადგილიდან დასაძრავად და ქვევით ჩასასრიალებლად
-თეკლაა,რა მიქენი?-ყვიროდა კაკი და თეკლა მოემზადა დასაშვებად,რათა საყვარელი მამაკაცი გადაერჩინა.
-საშინლად მომბეზრდა აქ დგომა,წამოდი ჩვენც ჩავსრიალდეთ-შესთავაზა მამაკაცმა და გოგონა მყისიერად დაეთანხმა
-კარგი აზრია..-ჯერ ელენა წავიდა,თან დემეტრეც გაჰყვა...
-მოგწონს აქაურობა?
-ძალიან მიყვარს აქაურობა,ყოველთვის აისისა და დაისის ცქერა მიყვარდა მაღალი მთიდან
-მერე რა პრობლემაა,სადაცაა მზე ჩავა,შეგვიძლია საბაგიროთი და საძელეზე ავიდეთ,წამოდი გამოვიცვალოთ
-კარგი..-დაეთანხმა გოგონა და დემეტრეს ხელის მტევანზე ჩაბღაუჭებული ავიდა სასტუმროს ნომერში,გამოიცვალეს ტანსაცმელი და საბაგიროსკენ მიმავალ ბილიკს დაუყვნენ და ხუთ წუთში უკვე საბაგიროში ისხდნენ
-რა ლამაზია არა,დემეტრე?-აღტაცებით წამოიძახა გოგონამ,მამაკაცმა მხოლოდ თავი დაუქნია და გაუღიმა პასუხად. რამდენჯერაც არ უნდა მოსულიყო ელენა აქ სულ აღტაცებული რჩებოდა ბუნების სილამაზით. ეს ხომ ის პერიოდია,როდესაც ბუნება ლამაზი,ფაფუკი საპატარძლო კაბით იმოსება და მზადაა თავისი სილამაზით ყველა სტუმარს მოაწონოს თავი. როგორც უკვე აღნიშნა ყველაზე მეტად მზის ამოსვლა და ჩასვლა უყვარს,მაშინ უფრო ლამაზი ხდება დედამიწა,სითეთრეში ალისფერი რომ დაჰკრავს ხოლმე და ხის ჩრდილებიც რომ უსაზღვრო სილამაზეს ქმნის,ნელ-ნელა ჩადიოდა მზე და ჰორიზონტს მიღმა უჩინარდებოდა,ირგვლივ ალისფერი და მუქი ნარინჯისფერი რომ აკრავს,გოგონას ყურებამდე ჩაეღიმა და მამაკაცს აეკრო.
-ეს ისეთი ლამაზი სანახავია,დემეტრე..-ამოიჩურჩულა გოგონამ და კიდევ უფრო მჭიდროდ მოხვია ხელები
-საერთოდ არ მიყურებია მზის ჩასვლაზე
-რა? მართლა?-გაუკვირდა გოგონას
-ჰო,მართლა-თავი დაუქნია მამაკაცმა
-აბა რას უყურებდი მთელი ნახევარი საათი?
-შენ.შენ გიყურებდი. შენი უსაზღვრო სილამაზით ვტკბებოდი და არაფრად მიმაჩნდა შენს ფონზე მზის ჩასვლა,რამეთუ შენ ხარ მზეც და მთვარეც!-ფრთხილად ჩამოუსვა თითები სახეზე,გოგონას თვალები გაუბრწყინდა მამაკაცის სიტყვებზე,დღითიდღე ლმობიერი და თბილი ხდებოდა დემეტრე,არ ჩხუბობდნენ და ეს ახარებდა ყველაზე მეტად.კიდევ დიდ ხანს ტკბებოდნენ ესთეტიკური სილამაზით...

-თეკლა,იცოდე მეორედ მსგავსი რამ არ გააკეთო!-გაუჯავრდა მამაკაცი და სიმწრით წამოდგა,თოვლით დასვრილი მხრები გაიწმინდა და სწრაფად წამოდგა
-კარგი,მაპატიე,მინდოდა გესწავლა და მეგონა შიშის ფონზე დაძლევდი
-არა,თეკლა,არა!-უყვირა კაკიმ და სასტუმროსკენ გაემართა,თეკლაც თან დაედევნა
-უნდა გამიბრაზე?
-უკვე გაბრაზებული ვარ,თეკლა,ვერ ვხვდები ეს საერთოდ რამ მოგაფიქრა?!
-კარგი,მე ხომ არ ვიცოდი რომ ასე შეგეშინდებოდა
-არ იცი საერთოდ რა იყო და ამიტომ ამბობ!
-რა მოხდა,კაკი,როდის გავუცხოვდით ასე რომ ნამიოკებით მესაუბრები!?-ახლა თეკლა გაბრაზდა და კაკი მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა
-მაპატიე,უბრალოდ ამ ყველაფერმა საზარელი შემთხვევა გამახსენა
-რა მოხდა?-სევდაჩამდგარ თვალებში ჩახედა მამაკაცს,მის თვალებში იმხელა ტკივილის ამოკითხვა შეიძლებოდა,კაკი სასტუმროს რესტორანში შევიდა და თეკლაც თან შეიყოლა,ოფიციანტს ყავა შეუკვეთა და მტკივნეული ისტორიის საამბობად მოემზადა
-მაშინ,ძალიან პატარა იყო ლიკა-ლიკა კაკის დაა- მახსოვს მაშინაც გუდაურში წამოვედით მისი ჟინით,ძალიან უნდოდა აქ წამოსვლა,ჩვენ კი სულ გვეშინოდა,ვიცოდით რომ აქ ჩამოსულს ყველაზე მეტად თხილამურები მოუნდებოდა,ბავშვობაში ძალიან ფეთხუმი იყო,ხოდა როგორც ვიწინასწარმეტყველეთ აქ ჩამოსულს თხილამურებზე მოუნდა დგომა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ დამდგარიყო,დადგა კიდევაც,ერთ მოსახვევში ძალიან მკვეთრად მოუხდა მოხვევა და წონასწორობა დაკარგა,კისერი მოიტეხა,ყველა შოკირებული ვიყავით, გვეგონა ადგილზევე დაიღუპა ისეთი ფერმკრთალი სახე გაუხდა,სასწრაფოდ წავიყვანეთ ახლომდებარე საავადმყოფოში,ექიმები გაგიჟებულები იყვნენ,როგორ მიეცით ასეთ პატარას მსგავსი რაღაცის ჩადენის უფლებაო,ილოცეთ რომ გადარჩესო,ეს ისეთი საშინელება იყო-ხმა ჩაუწყდა მამაკაცს,ძალიან უჭირდა საუბარი და დროდადრო წყვეტდა კიდევაც,ხშირად ებერებოდა ძარღვები კისერსა და ხელებზე,თეკლა კი მათზე შეხებით ცდილობდა ტკივილი შეემუბუქებინა-ახლაც,როდესაც ამას ამდენი წლის შემდეგ ვყვები ყველაფერი ცხადად მიდგება თვალწინ და ასე მგონია საზარელი სიზმარი იყო,კოშმარი! მაგრამ ეს რეალობა იყო,ყველას ჰქონდა იმედი გადაწურული,დედაჩემსაც კი,იმდენად დაუძლურებული იყო,ოპერაცია ცხრა საათი გრძელდებოდა,თეკლა,წარმოგიდგენია? ცხრა საათი,დედას თვალებში ცრემლიც კი დაუშრა ამდენი ტირილით და ბოლოს ძალით გაუკეთეს დამამსიდებელი,ალბათ რომ არ დაეძინა დედას დავკარგავდით,ერთ ადგილას ვიდექი მთელი ცხრა საათის განმავლობაში და უფალს ვეხვეწებოდი რომ ჩემი ლიკუნა არ წაერთმია,მჯეროდა,მწამდა,ხომ იცი ადამიანს იოტის ოდენა რწმენა მაინც რომ გააჩნდეს ეს ყველაფრისთვის საკმარისი იქნებაო,ხო და მწამდა,მთელი ჩემი არსებით მწამდა რომ ჩემი დაიკო გადარჩებოდა,მადლობა უფალს,მან შეისმინა ჩემი თხოვნა და ჩემი ლიკუნა დამიბრუნა,მიბოძა მან იმის ბედნიერება რომ ანგელოზის ღიმილი კვლავ მენახა,თუმცა ეს ღიმილი წამებშივე იქცა ცრემლებად,როდესაც მან ფეხები ევრ გაამოძრავა და გვამცნეს რომ ხერხემლის მალა იყო დაზიანებული და იგი ვეღერასდროს შეძლებდა სიარულს...ეს საშინელება იყო,ყვიროდა,წიოდა,ისედაც ხალხით გადატვირთულ საავადმყოფოში მხოლოდ ჩემი დის განწირული ყვირილი ისმოდა და მთელს შენობას აზანზარებდა,ხელი მოვკიდე და თვალებში ჩავხედე "შენ განიკურნები-მეთქი!" მხოლოდ ეს ვუთხარი და ლიკა გაჩერდა,მომენდო მას შემდეგ დავიწყეთ ერთად მოგზაურობა მსოფლიოს ყველა კუთხე კუნჭული შემოვატარე და როდესაც მთელი იმედებ გადაგვეწურა და ყველაზე ნაკლებად მოველოდით ხსნას,როდესაც ლიკა შეეგუა ბედს მაშინ გამოჩნდა ღვთისნიერი კაცი და ჩემს დას ისე ასწავლა სიარული,როგორც დედამ ერთი წლის ასაკში...მას შემდეგ საშინლად მეშინია თხილამურების და მასზე სრიალით,მხოლოდ ეს იყო და ეს..-შვებით ამოისუნთქა,როდესაც მოყოლას მორჩა და როდესაც თეკლას ცრემლები დაინახა ხელახლა ჩაისუნთქა ტკივილით და ისე აეწვა ფილტვები,თითქოს ჰაერი მომწამვლელი აირით ყოფილიყო გაჟღენთილი..გოგონასთან გადაჯდა და აქვითინებული გულში ჩაიკრა
-ჩშშ..ნუ ტირი,თეკლა,ამის გამო არ მითქვამს-ცდილობდა გოგონა დაეწყნარებინა...

-ელენა,გამომყევი
-სად მივდივართ? ქვევით ხომ უნდა გვევახშმა
-ხოდა სავახშმოდ მივდივართ
-კი,მაგრამ სასტუმროდან გავდივართ ჩვენ კი სასტუმროს რესტორანში უნდა გვევახშმა
-არა,ჩვენ ერთად უნდა გვევახშმა და მნიშვნელობა არ აქვს ამას სად გავაკეთებთ
-აბა კაკი და თეკლა?
-ისინი ცალკე არიან და ბევრ კითხვას ნუ სვამ! -დაუღრინა მამაკაცმა
-ოჰ,მოგესალმებით ძველო დემეტრევ!-გაუბრაზდა მამაკაცს
-ნუ ბრაზები,უბრალოდ ძალიან ბევრ კითხვას სვამმ!
-ხმას აღარ ვიღებ..-გაიბუსხა ელენა ,მაგრამ გაბრაზება ეგრევე გადაუვიდა,როდესაც კოტეჯისკენ მიმავალ ბილიკზე ვარდის ფურცლები დახვდა,მამაკაცს ხელი მოუჭირა და გააჩერა - დემეტრე..-თვალებგაბრწყინებულმა ამოიბუტბუტა და მამაკაცს ჩაეხუტა,მამაკაცმა ოდნავ წამოაწევია თავი,მისი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად აკოცა,მერე წინ დაიყენა და თავი კისერში ჩაურგო,უბიძგა ნელა წადიოდა გოგონაც დაიძრა,გზაზე თეთრად გადაპენტილ მინდორში სწორ ხაზად იყო გავლებული სისხლივით წითელი ვარდის ფურცლები და ახლოსვე მოჩანდა ხის პატარა,მაგრამ მყუდრო ოთახი,საკვამურიდან კვამლი გამოდიოდა,ეტყობოდა ცეცხლი გიზგიზებდა ბუხარში,სახურავი სამკუთხა ჰქონდა,ისეთი ლამაზი იყო,უბრალოდ სიტყვებსაც კი ვერ უყრიდა თავს,მამაკაცი გზადაგზა უკოცნიდა ელენას კისერსა და ყურს,ხოლო როდესაც შიგნით შევიდნენ აქ ყველაფერი უფრო ლამაზი იყო..
ბუხარში ხმაურიანად იწვოდა შეშა და ოთახში ისეთი სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა,მთის ხალხს რომ უყვარს ხოლმე,თავისებური ხიბლიაქვს შეშის ხმაურიანად წვას.. ორ ოთახიანი იყო კოტეჯი,სამზარეულო და მისაღები გაეერთიანებული და მეორე ოთახში საძინებელი დივანითურთ,ნელი ნაბიჯებით წავიდნენ მაგიიდისკენ,იატაკი მთლიანად ვარდის ფურცლებით იყო დაფარული,ასევე ბუშტებით სავსე იყო ოთახი,თითო ბუშტზე თითო მათი ერთად გადაღებული ფოტო ეკიდა,ყველა კადრი აღიდგინა ელენამ გონებაში,თითოეული ფოტო თავის ღრმა ისტორიას მოიცავდა,ვერ შეიკავა ცრემლები და გასაქანი მისცა მათ,მაგიდაზე სანთლები ეწყო ვახშამთან ერთად,ასევე გვერდით დესერტად ელენას საყვარელი ბლინები იყო ნუტელაში ამოვლებულიო მარწყვით,მაგრამ ბუხრის თავზე შეფუთული ვარდები იდო,ასი ცალი წითელი ვარდი,მამაკაცმა ვარდების თაიგული ელენას გაუწოდა და როდესაც შიგნით ჩამალული შეკვრა დაინახა ხელები აუთრთოლდა,გუმანით მიხვდა რაც იქნებოდა და თავი გააქნია,არ სჯეროდა რომ ეს რეალობა იყო,არ სჯეროდა რომ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა,ისე სწრაფად აეწყო მათი ურთიერთობა,ჯერ გონებას არ ჰქოდნა იმის საშუალება რომ ეს თითოეული დეტალი და წვრილმანი გადაეხარშა,მამაკაცმა შეფუთვა გახსნა და როდესაც იქედან თავმომწონედ მომზირალი ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი დაინახა თავი ძლივს შეიკავა რომ არ წაქცეულიყო
-ელენა,თანახმა ხარ გახდე ჩემ სიმშვიდის დამარბეველი?-გაეცინა გოგონას დემეტრეს თავისებურ ლექსიკონზე და ცრემლების ახალი ნაკადი გადმოსცვივდა
-დემეტრე,სულ რამდენიმე თვე დარჩა უნივერსიტეტის დამთავრებამდე იქნებ მოგვეცადა-ვარდები მაგიდაზე დადო და დემეტრეს მიუახლოვდა
-რა თქმა უნდა,ელენა,ჩვენ უბრალოდ ვინიშნებით,ჯერ არ დავქორწინდებით,მზად ვარ გელოდო იმდენ ხანს რამდენ ხანსაც გინდა-გაუხარდა ელენას,როდესაც მამაკაცისგან ეს სიტყვები მოისმინა და მხნეობა შეემატა,დემეტრე ზედმეტად შეგნებული აღმოჩნდა,ზოგი ადგებოდა და დატოვებდა გოგონას აქ! მაგრამ არა,დემეტრე სხვანაირი იყო,ის მუდამ მზად იყო,ათიათასი დამცირების ხათრადაც რომ ელენას სიყვარულისთვის ებრძოლა
-მიყვარხარ!-ამოიჩურჩულა გოგონამ და მამაკაცს ტუჩებზე დაეკონა..
ბევრი ილაპარაკეს ვახშმის დროს,გაუთავებლად საუბრობდნენ და იხსენებდნენ ბედნიერ და უბედურ წამებს,იმ დროს,იმ საათებს,რომლებიც ერთად გადახდომიათ თავს,როგორც უკვე ვთქვი თითოეული ფოტო თავის ისტორიებსა და თავგადასავლებს მოიცავდა,ყველა თითქმის ბათუმში იყო გადაღებული,მამაკაცმა ჯიბიდან ფოტოკაბინაში გადაღებული ფოტო ამოიღო
-ეს დღე გახსოვს?
-იმ დღეს რა დამავწყებს ცხოვრებაში? როგორი საზიზღარი იყავი
-არც შენ იყავი ნაკლები
-არადა ის დღე ისე კარგად დაიწყო,მეგონა კარგადვე დასრულდებოდა
-თუმცა ჩვენი ცხოვრება გაგრძელდა კარგად!-აღნიშნა მამაკაცმა
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო!
-ელენა,შენთვის ათი ათასი ადამიანის დახოცვაც რომ მომიწიოს მაინც ვიბრძოლებ! მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ,დემეტრე.-გაუღიმა სასურველ მამაკაცს და საწოლისკენ გადაინაცვლეს,თუმცა საწოლი არ მოეწონათ და მატრასი ბუხრის წინ მოათავსეს,ზედ პლედები და გადასაფარებლები დააფარეს,შავი ღვინო მარწყვითურთ გვერდით დაიდეს და ჩახუტებულები დაწვნენ...
დილით გაღვიძებულები სასტუმროში დაბრუნდნენ,წყვილს ახალი ამბავი ამცნეს და მათაც გადაწყვიტათ აღენიშნათ
-გილოცავთ,ყველაზე მაგარი წყვილი ხართ ვინც კი როდესმე შემხვედრია..-სულითა და გულით ამოილაპარაკა თეკლამ და ორივეს გადაეხვია,იგივე გააკეთა კაკიმაც...
დრო სწრაფად გავიდა და ისინც თბილისში დაბრუნდნენ,კახამაც და მერაბმაც არაჩვეულებრივად მიიღეს ახალი ამბავი და ამ ამბით გახარებულები ერთმანეთსაც კი მოეხვვნენ,დაივიწყეს ის შუღლი რაც ადრე იყო მათში და ცხოვრების ახალი ეტაპი გადაშალეს,ახალი ერა დაიწყეს,რომელსაც შვილებისთვის ცხოვრება ერქვა.
ლერის ყველაზე მეტად გაუხარდა ალბათ თავისი მეორე გოგონას ბედნიერება და ელენა რომ ჩაიკრა გულში მთელი საათი ვერ გააშვებინეს ხელიდან
-ჩემი გოგო,როგორი პატარა მეგონე და თურმე როგორ გაზრდილხარ!-ბუტბუტებდა ერთიდაიგივე ფრაზას და მათ გარდა ვერავინ ხვდებოდა ამ რეფრენულ გამეორებაში რამხელა სითბო და სიმძაფრე იგრძნობოდა,შიშის სიმძაფრე,რომ ამიერიდან აღარ ექნებოდა ლერისთვის ელენას დრო,იგი ვერაფრით გამოარჩევდა თავის ნათლულს თეკლასგან..
-მამა,ვეჭვიანობ!-მოჩვენებითი სიბრაზით ბუტბუტებდა თეკლა და ყველას ამხიარულებდა ირგვლივ.
ხმა გავარდა დემეტრე და ელენა დაინიშნენო,ყველაზე მეტად ნინამ განიცადა,ამჯერად უკვე იკეტებოდა საკუთარ ოთახში და საათობით ტიროდა,ძალიან უყვარდა ნინას დემეტრე,შეიძლება ითქვას ავადმყოფურადაც კი.ნინა იმდენად იყო დადარდიანებული ყველამ იცოდა რომ იგი აღარანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა.
ცოტა ეუხამუშა დემეტრეს,როდესაც დათუნამ დარეკა მოსალოცად,მაგრამ გაგებთ მოეკიდა ამ ფაქტს,ესეც არ იყოს ელენამ უკვე მილიონჯერ დაამტკიცა თავისი ერთგულბა და თვალდახუჭული ენდობოდა მამაკაცი...
ხალხი ალაპარაკდა ახლა წყვილზე,ბევრს მოსწონდა,თითქმის ყველას,იმიტომ რომ არც ელენა და არც დემეტრე არავის არაფერს უშავებდა...
დღეები,კვირები და თვები სიტკბოში გავიდა,ყოველ ღამით ერთმანეთზე მიკრულებს ეძინებოდათ და ერთმანეთის გახშირებული სუნთქვა და აჩქარებული გულისცემა აღვიძებდათ..
ელენას უნივერსიტეტის დასრულებამდე კვირები იყო დარჩენილი მხოლოდ.ორმაგად ემზადებოდა წყვილი,ერთი იმიტომ რომ ელენა უკვე კიდევ ერთ ეტაპს დახურავდა ცხოვრებაში და მეორეთი იმიტომ რომ გაზაფხულზე,ვარდობისთვეს ქორწილი ჰქონდათ დათქმული. ვარდობისთვეს იმიტომ რომ ვარდები მათი სიყვარულის სიმბოლო გახდა...

-ელენა,რა გჭირს? სულ რატომ ბუზღუნებ?
-ოო,დემეტრე,ხომ იცი რომ არ მიყვარს ეს შენი სუნამო..
-ელენა,მაშფოთებ,ძალიან მეშინია,ადრე არაფერს ამბობდი ამ ჩემს სუნამოზო,პირიქით გიჟდებოდი და სულ მთხოვდი ეს სუნამო დამესხა,ახლა რაღა მოხდა
-დემეტრე,გავიზარდე და დავიხვეწე
-იქნებ ერთ დღეს ადგე,გაიზარდო,დაიხვეწო და აღარ მოგინდე!-გაბრაზდა დემეტრე
-რაზე ბრაზობ ვერ ვხვდები,ან ამ სისულელეს როგორ მეუბნები,გამოდის არ გჯერა ჩემი? სიყვარული რა იყო შენით ვისწავლე და როგორ შეიძლება შენ აღარ მომინდე,შეშლილი ხარ!
-დაიმახსოვრე მხოლოდ მე მეკუთვნი-მიიხუტა ანერვიულებულმა დემეტრემ გოგონა.
-ძალიან მიყვარს შენი ჩახუტება,მაგრამ ამ სუნამოს თუ კიდევ გაისხავ იძულებული ვიქნები შენთან ერთად არ დავიძინო,რა საზიზღრობაა.
-ელენა!-ჩაიღრინა მამაკაცმა და გოგონამ წამსვე მობუსხა ტუჩები,თვალები ცრემლებით აევსო და სატირლად მოემზადა
-ახლა მაინც რაღა მოხდა,რა გატირებს?
-რატომ მეჩხუბე,პატარა ბავშვი ვარ?-ატირდა ელენა
-ელენა,კარგი რა,თითქმის ყოველ დღე ტირიხარ !
-მინდა და ვტირივარ შენ ვინ გეკითხება!
-ღმერთო ჩემო,ჭკუიდან გადამიყვან ახლა!-კვლავ აუწია ტონს დემეტრემ
-ნუ ყვირი!
-ნუ ტირი!
-ნუ ყვირი-მეთქი!-არ დათმო ელენამ
-მე კიდევ გითხარი ნუ ტირი-მეთქი!-არც დემეტრემ დააკლო
-გაეთრიე!-უღრიალა წონასწორობა დაკარგულმა გოგონამ
-რა?-გაუკვირდა მამაკაცს
-წადი-მეთქი!-გაუმეორა კვლავ
-ხუმრობ არა?-გაოგნებული იყო დემეტრე გოგონას ხასიათის რადიკალური ცვლილებით და ეგონა რომ აღარ უყვარდა ელენას
-არ ვხუმრობ,ადექი და წადი!-კვლავ ბრაზობდა ელენა
-რო წავალ იცოდე გვიანი იქნება!-აყვირდა დემეტრე,გაუმართლათ სახლში არავინ იყო
-ნუ მიყვირიხაარ!-გაიწელა ელენა და ახლა ცრემლების ზღვა დააყენა ოთხაში-არ წახვიდე,დარჩი!-კვლავ ატირდა ელენა და მამაკაცს ჩაეხუტა,დემეტრე გაოგნებული იყო გოგონას ხასიათის ცვლილებით და არ იცოდა რა ეფიქრა...
-ელენა,ნუ მაჩხუბებ ხოლმე-შედარებით ლმობიერი გახდა დემეტრე,ელენამ თავი დაუქნია და მის მაისურს ჩაავლო ხელები და სწრაფადვე იატაკზე მოისროლა,მამაკაცმა გაკვირვებული თვალებით შეხედა ორი წუთის წინ მომტირალ გოგონას,მაგრამ როდესაც მის ანთებულ თვალებს შეხედა მიხვდა რაშიც იყო საქმე და ახლა თვითონ მიბაძა ელენას
-მაინც ცუდი სუნი ჰქონდა შენ მაისურს-გამოაჯავრა ელენამ და მამაკაცის ტუჩებს დაეწაფა...


----
ვიცი,პატარა თავია,მაგრამ უფრო დიდის დაწერა ვერ მოვახერხე ფაქტიურად.
ძალიან გადამღალა მასწავლებლებმა,რამდენიმე თავში დასრულება მოთხრობა.
მადლობა რომ კითხულობთ.
სიყვარულით,ნინუცი.



№1 სტუმარი darina

Bolo chxubma gamamxiarula es wyvili chxubis gareshe ver warmomidgenia, au amati bavshvi rogori iqneba ukve tvalwin warmomidga, kargi iyo momewona, gansakutrebit is, rom elena orsuladaa, velodebi shemdeg tavs.

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

ჩვენი ელენიკო ფეხმძიმედაა უეჭველად! :დ აუ რა ვქნა ამდენი სისაძაგლე ჩაიდინა ნინამ მაგრამ მაინც მეცოდება რაღაცნაირად..იმედია გამოუჩნდება ვინმე ვინც შეუყვარდება და იგივე გრძნობით უპასუხებს.დემეტრე რა ფეთქებადია,ელენას რომ არ ეთქვა დარჩიო წავიდოდა ნეტა? :დ უფ რა მოკლედ.... ძალიან მომწონს,ძალიან,ძალიან კარგია! ❤️

 


№3  offline მოდერი Nina))

როგორი თბილები ხართ,მართალია,შეუძლებელია ეს წყვილი ჩხუბის გარეშე.
სათაურიც ამიტომ არის ასეთო: "სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!"
მიყვარხართ!
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№4  offline წევრი Pepper

რა თბილები არიან ^^ ამათი ჩხუბებებიც კი მიყვარს. უსაყვარლესები არიან ორივე <3 ძალიან გამიხარდა ამათი დანიშვნააა ^^ მგონი ელენა ორსულადააა <3
კაკი შემეცოდა ბევრი გადაუტაბია საკმაოდ :( უსაყვარლესი ისტორიააა დაა ველო შემდეგ თავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent