შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთხარი დედაშენს რომ.. შენ ახლა ჩემი ხარ (4)


4-02-2016, 05:56
ავტორი tsn
ნანახია 4 453

სანდრო
სახლში სიცილით გადავედით.. სიცილით მუცელი გვტკიოდა
- დაგვხოცავენ და ნაგავში გადაგვყრიან - ხმა დაიწვრილა თორნიკემ და ისევ სიცილი აგვივარდა..
- ბავშვები არიან და მეტს რას ელით - სიცილს არ წყვეტდა ნიკა..
- თან აქეთ გაგვებუტნენ - ჩაერია დათოიე
- წამო რამე ფილმს ვუყუროთ რა - შევთავაზე ბიჭებს და რაღაც ახალი ფილმი ჩავრთეთ.. საინტერესო სიუჟეტი ჰქონდა.. საქმე გატაცებას ეხებოდა
- აუ როგორ გაიტაცეს არა - განაცხადა თორნიკემ
- ცოტა ჩუმად ბიჭო, გოგოებმა სიტყვა ''გატაცება'' არ გაიგონ და კიდე რამე არ დაიწყონ - გააჩუმა კოსტამ
- მოიცადეთ - ვუთხარი ბიჭებს და მობილურში შემდეგი ტექსტი ავკრიფე '' ლინდა, ჩვენ ახლა ფილმს ვიყურეთ გამტაცებლებზე და ახლა განვიხილავთ, თუკი შემთხვევით გაიგონებთ სიტყვებს: ''გატაცება'', ''გამისასყიდი'' და ა.შ პანიკაში აღარ ჩავარდეთ რა..'' და ლინდას გავუგზავნე.. გაგიკვირდებათ და მხოლოდ სმაილები გამომიგზავნა.. კოსტას ტელეფონმა დარეკა.. ცოტა ხანში კი კოსტამ გვაცნობა, რომ მისი და და კიდევ რამდენიმე დაქალი მოდიან.. ჯანდაბას, ნეტავ ის ბო...ნდარა ქეთა თუ მოდის.. როგორ არ მინდა მისი აქ დანახვა.. ვერ ვხვდები რას გადამეკიდაა ..
- როდის მოვდივართო კოსტალა? - ვკითხე ძმაკაცს..
- წამოსულან უკვე და დავხვდეთ მალე
- შენი დის გამო, თორემ ისე.. იმედია ქეთა არ მოდის
- ეგ შენი ნახვის შანსს გამაზავს? - რიტორიკული კითხვა დასვა დათოიემ
- აუ მაგარი არ მინდა მაგის ნახვა.. თან რავი ლინდა ძალიან მომწონს.. იმაზე მეტად ვიდრე ვიფიქრებდი... სულ არ მაქვს სურვილი მასთან ერთად მებღლარძუნოს რა.. ვერ ვიტან მაგ გოგოს... ფუუ.. - დავიღრიჯე მე, სულ ყელზე მეკიდება და არც კი ვკოცნი.. ცოტა ხანში ვიდექით და გოგოებს ველოდებოდით.. კოსტას დას ნია ქვია, სასიამოვნო ადამიანია.. ''კაი ბიჭის'' და რომ უნდა იყოს ისეთი.. მისი დაქალები ლილე და თეო კარგო გოგონები არიან.. ლილეს შეყვარებული ჩვენი ერთი ნაცნობია, თეო კი დანიშნულია ერთ კარგ ბიჭზე და მალე ქორწილსაც ვეღირსებით.. მარტო ის არ გვესმის ქეთასთან რატომ მეგობრობენ..
როგორც იქნა ჩამოვოდნენ.. გოგოები მოვიკითხე და შებრუნებას ვაპირებდი ქეთა რომ მომახტა
- საან, როგორ ხაარ? - ეს გვყავს ჯაან ჯერშკი, ფუ ამის.. ცივად მოვიშორე და მშრალად ვუპასუხე.. ტუჩები დაპრუწა და ახლა სხვებზე გადავიდა.. ოთახებში უნდა შესულიყვნენ და საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ჩემთან აპირებდა შემოსახლებას, კოსტას მოვუბრუნდი
- ჩვენს ძმობას გაფიცებ არ გამწირო და შენთან დამაწვინე რა
- აბა რას ვიზამ - მითხრა მან.. მალე მასთან გადავბარგდი და შვებით ამოვისუნთქე.. აუ რა ვქნა ტოო, მეზიზღება ეგ გოგო და..
მოსაღამოვდა.. ოთახებში შევლაგდით.. ვიწექი და ვფიქრობდი.. ვფიქრობდი, რომ ამ ზაფხულმა რადიკალურად შემცვალა.. ასე არასოდეს მდომებია ვინმესთან შეხვედრა.. ლინდა ნახევარი დღეც არაა რაც არ მინახავს და უბრალოდ ვერ ვძლებ.. არ ვიცი რა მემართება, მაგრამ ის გრძნობა, რომელიც მის მიმართ გამიჩნდა სრულიად ახალია ჩემთვის.. თუმცა ეს ძალიან სასიამოვნოა, ეს არის გრძნობა, რომელიც უბრალოდ მაიძულებს გავიღიმო.. საშინლად მომინდა მისი ნახვა.. არა, მოვკვდები, რომ ვერ ვნახო და ვერ ჩავეხუტო.. ავდექი და აივანზე გავედი.. ისიც აივანზე იდგა.. არც თუ ძლიერი ქარი ქროდა.. აივანს მიყრდნობოდა და ქარი თმას უწეწდა..ლამაზი იყო, არა ულამაზესი.. საოცრება.. თითქოს მოწყენილი იყო.. მისი ჩახუტება მომინდა, მისი სურნელის კიდევ ერთხელ შეგრძნება.. მისი ბაგეების შეხება.. აუ ჯანდაბა, გავები. მაგრამ სასიამოვნოდ..
ტელეფონი ავიღე და ლინდას სურათს დავაკვირდი, რომელიც უკვე ფონად მიყენია (ხომ გითხარით გ ა ვ ე ბ ი).. თორმეტი ხდებოდა.. ტექსტი ავკრიფე და ლინდას ნომერზე გავგზავნე..

ლინდა
საშინლად შეგვრცხვა ბიჭების, თანაც დაგვცინეს.. ნუ, რა ვქნათ თუ ასე გამოვიდა.. როგორც ყოველთვის, მაგიდას ვუსხედით და ყავას ვსვამდით
- რა სულელები ვართ არა - მხრები აიჩეჩა ანამ... გაგვეღიმა ყველას
- ბავშვობიდან ასე ვართ, ჭკვიანებიც და მომენტ სულელებიც - დაადასტურა ელემ..
- რავიცი, მართლა ისე ლაპარაკობდნენ, სერიოზულად გვეგონა, რომ მართლა დაგვხოცავდნენ - თქვა ეკამ
- და ნაგავსი გადაგვყრიდნენ არა? - გააგეძელა ლიზამ და ყველას სიცილი აგვიტყდა..
- რაც იყო იყო.. - ჩავილაპარაკე ჩემთვის და ესემესიც მომივიდა სანდროსგან.. გოგონებს ვაჩვენე და კიდევ ერთხელ ვიცინეთ.. მთელი დღე უაზროდ გავატარეთ.. ვერც კი შევამჩნიეთ, ისე გახდნენ ბიჭები ჩვენთვის მნიშვნელოვანები.. ცუდი ურთიერთობა არცერთთან ჩამოგვიყალიბდა.. უბრალოდ ჯერ ვერ გაგვეგო სერიოზული იყო თუ არა ეს ყველაფერი..
მალე მოსაღამოვდა.. დასაძინებლად ადრე დავწექი, მაგრამ ვერ მოვისვენე.. თვალებს ვხუჭავდი და სანდროს კოცნა მახსენდებოდა.. მისი სურნელი.. ძალიან, ძალიან ვიბნევი მის სიახლოვეს და საერთოდაც, ეს გრძნობა, რომელიც მიჩნდება, თუ გამიჩნდა, ძალიან მაბნევს.. აივანზე გავედი.. მას ვეყრდნობოდი და ისევ ფიქრებში ვიყავი წასული.. ისევ და ისევ სანდრო.. მე ისიც კი არ ვიცი, რას გრძნობს, რას ფიქრობს.. მასზე ბევრი არაფერი ვიცი.. კარგად არც ვიცნობ.. ტელეფონმა დაიწკრიალა, ესემესი გავხსენი, სანდროსგან იყო და მთხოვდა რამდენიმე წუთით გამოდი გარეთო.. ცოტას ვყოყმანობდი, მაგრამ ეს შანსი იყო მასთან დაახლოების, ამიტომ მივწერე, რომ მალე გავიდოდი.. ჟაკეტი მოვიცვი, რადგან მაინც ცოტა ციოდა და გავედი.. სახლის წინ მელოდა.. ხელებგადაჯვარედინებული ღობეს მიყრდნობოდა და ფეხებიც ერთმანეთში აეხლართა.. გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა, ახლოსოვიდა და ძლიერად ჩამეხუტა.. ისევ ამაბნია მისმა სურნელმა და ისევ ამიჩქარა პულსაცია.. არ შევწინააღმდეგებივარ, პირიქით, ხელები მეც მოვხვიე, რაზეც გაეღიმა.. ყელამდეც კი ვერ ვწვდებოდი.. თავი მის გულს მივადე და ვიგრძენი, რომ ისიც გაორმაგებულად ცემდა..
- მიხარია, რომ გამოხვედი - ჩამჩურჩულა და ხელი ლოყაზე ჩამომისვა, არაფერი მიპასუხია, უბრალოდ გავუღიმე... ხელი ჩამჭიდა და წამიყვანა.. უაიტყვოდ მივდიოდით, მაგრამ ეს სიჩუმე სულაც არ ყოფილა უხერხული.. ეს სიჩუმე იმაზე დიდი ყვირილი იყო ვიდრე შეიძლება...
- სად მივდივართ - ისევ მე დავარღვიე სიჩუმე
- არ ვიცი - მიპასუხა მან, გამეღიმა და გადავწყვიტე მე წამეყვანა ერთ ძალიან ლამაზ ადგილზე..
- წამოდი - ვუთხარი მას და გარკვეული მიმართულებით წავიყვანე.. მალე მივედით დანიშნულების ადგილზე.. ეს იყო პატარა გორა, საიდანაც ულამაზეაი ხედი იშლებოდა.. იქიდან ხევი ჩანდა, ხელისგულივით ჩანდა მდინარე და რამდენიმე სახლი.... რამდენჯერ მომირბენია აქ დილაუთენია, რომ მზის ამოსვლისთვის მეყურებინა..
- ვაუ, რა მაგარია - აღმოხდა სანდროს..
- აქ არ ყოფილხარ არა?
- არა აქ არა, იშვიათად ჩამოვდიოდი.. ახლა კი ვნანობ, რომ ამდენი დრო დავკარგე - ჩაფიქრებულმა მიპასუხა
- რაზე ფიქრობ? - დავინტერესდი მე, ის კი შემობრუნდა, ხელი ხელზე ჩამჭიდა და გულზე მიმადებინა
- გრძნობ? - გაორმაგებულ გულისცემას ვგრძნობდი.. ისე იცემდა, რომ ხმაც კი შემეძლო გამერჩია, თავი დავუქნიე.. ისევ გამიღიმა.. მე რომ მაგიჟებს ის ღიმილით და გულზე მიმიკრა.. - ასე მხოლოდ მაშინ ხდება, როცა შენთან ვარ - გულწრფელი მეჩვენა ის.. - არ ვიცი რას მიშვრები, ეს სრულიად ახალი გრძნობაა ლინდა.. - მითხრა და შუბლზე მაკოცა.. სიტყვას ვერ ვამბობდი, არ შემეძლო.. თითქოს ოცნებების სამყაროში გადამისროლეს და არავინ აპირებდა ჩემს გამოფხიზლებას.. მეც ჩავჭიდე ხელი და იგივენაირად ჩემს გულზე მივადებინე.. გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა.. სასიამოვნო ქარი ქროდა, ცოტა ციოდა, მაგრამ ერთმანეთის სითბოს ვგრძნობდით.. გორაზე ჩამოვსხედით
- ერთმანეთზე ბევრი არაფერი ვიცით - სიჩუმე ისევ მე დავარღვიე..
- რა გაინტერესებს - ღიმილით მკითხა მან
- ყველაფერი
- სანდრო კობახიძე, ოცდასამი წლის.. ბიზნესი დავამთავრე და ახლა მამაჩემის კომპანიას ვუძღვები.. დროის უმეტეს ნაწილს მაინც მეგობრებს ვუთმობ, ხო მეზიზღება ბულიონი და ქათმის კანი - ჩამოარაკრაკა უცებ'.. ახლა შენი ჯერია
- ლინდა რაჭველიშვილი, ცხრამეტის ვარ.. ოქტომბერში ოცის ვხდები.. სამედიცინოზე ვსწავლობ.. უკვე მესამე კურსზე გადავედი.. დროის უმეტესად მეც მეგობრებთან ვარ და ვერ ვიტან როდესაც რაიმეს მაიძულებენ.. დედა დიზაინერია, თუმცა ეს სფერო.ნაკლებად მაინტერესებს
- და მამა
- ვთვლი, რომ მამა არ მყავს - არ ვიცი რატომ, მაგრამ მომინდა ყველაფერი მეთქვა -ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც მიგვატოვა.. მას შემდეგ იშვიათად თუ მნახულობს.. ქუჩაში შემთხვევით უფრო შეიძლება შევხვდე - ცოტა არ იყოს სევდა შემეპარა ხმაში, სანდრომ ოგრძნო. ხელი ხელზე მომიჭირა და მაგრძნობინა, რომ მარტო არ ვარ
- მაპატიე, მე არ ვოცოდი
- არაუშავს, - გავუღიმე მაშინვე.. -სიჩუმე ჩამოვარდა.. სანდრო თვალებში მიყურებდა და მიღიმოდა..
- რაიყო? - ვკითხე დაინტრიგებულმა
- არაფეერი, უბრალოდ შენი თვალები... შენი თვალები ძალიან ლამაზია.. ერთდროულად მწვანეცაა, ცისფერიც და ნაცრისფერიც - გავიღიმე, საათს დავხედე, გვიან იყო, ამიტომ უნდა წავსულიყავით..
- წავიდეთ უკვე, კარგი? - ვკითხე მას
- კარგი, მაგრამ ხვალაც წამოვიდეთ..
- კარგი, მაგრამ გამთენიისას, მზის ამოსვლის დროს.. გინახავს აქ რა ლამაზია მზის ამოავლა?
- არა
- ხოდა ვნახოთ ერთად.. დილით ადრე ადგები? იცოდე თუ არ ადგები ოთახში შემოგეპარები და ძალით აგაგდებ ფეხზე..- ვსაუბრობდით და სახლისკენ მივდიოდით
- არა, ავდგებიი.', ხო ისე სტუმრები მყავს, რომ იცოდეე და ახლა კოსტასთან ვარ შესახლებული.. გაგაცნობთ ხვალ.. - სახლთან მივედით.. შესვლას ვაპირებდი, როდესაც ცელში ჩამჭიდა, მასთან ახლოს მიმიყვანა და კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი ბაგეები.. კოცნაში ვცადე აყოლა.. ჩოტა ხანში მობწყდით ერთმანეთს, უსიტყვოდ წავედი და ეზოში შევედი და ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა, მანამ სახლში არ შევედი...

დილით ჯაყ-ჯაყმა გამაღვიძა, ჯერ ცალი თვალი გავახილე, მერე მეორე.. მერე ორივე დავხუჭე და გავახილე, მერე თვალები მოვისრისე, სანდრო მაინც არ გაქრა..
- აქ რა გინდა - დაბოხებული ხმით ვკითხე და საბანში უფრო შევიმალე
- ესაა მზის ამოსვლას შევხვდეთო? - მისაყვედურა მან
- ჩამეძინა და რა ჩემი ბრალია, აქ საიდან გაჩნდი?
- ფანჯრიდან - გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა.. მოვემზადე და წასვლა დავაპირე, როცა ხელი ჩამჭიდა და ფანჯრისკენ წავიდა..
- აქედან მოვედი და აქედან წავალთ - მხიარულად მითხრა მან.. პირველი ოს გადახტა.. ბევრი არ მიფიქრია და ჰაერში სალტოთი გადავცტი, რამაც გააოცა
- რაა? ტანვარჯიშზე დავდიოდი - ვუთხარი მას..
ულამაზესი იყო მზის ამოსვლა.. სინათლე ნელ-ნელა იპარებოდა და ბინდს ფანთავდა.. აი, მგელი ეონ ფანტავს ცხვრების ფარას, ისე.. რამდენჯერ არ მინახავს ეს მომენტი, მაგრამ ასე ლამაზი ჯერ არ ყოფილა.. რაც მთავარია სანდრო იყო ჩემთან.. ისევ ჩამეხუტა.. დამშვიდობებისას ისევ მომაწება ტუჩები.. ისევ ამრია...
- ლინდა, თორმეტისკენ მზად იყავით და იქ წავიშეთ, გუშინ რომ დაგპრდით.. - მომაძახა სანდრომ.. მალე ავირბინე და ოთახში შევედი..
ცოტა ხანში გოგოები დამადგნენ
- სად იყავი? - დაინტერესებულმა მკითხა ანამ
- მზის ამოსვლას ვუყურეეთ..
-''თ''?
- ხო, მე და სანდრომ..
- მოგწონს? - მკითხა ეკამ და საწოლწე წამოგორდა
- კი, ძალიან - ვუპასუხე და თან მივეკარი.. გოგონები კიდევ დარჩნენ.. მერე გავემზადეთ და ბიჭებს დაველოდეთ

სანდრო
საოცარი იყო ლინდასთან გატარებული ყოველი წამი.. მისი არსებობაც კი ბედნიერებას მანიჭებს..
ბაზრობაზე უნდა წაგვეყვანა, თქნ სტუმრებიც უნდა გაგვეცნო..

ბაზრობაზე მივედით.. გავნაწილდით.. როგორ აღმოჩნდა გოგოებია შეყვარებულებიც აქეთ ყოფილან.. სანამ ქეთა ჩემთან ერთად წამოსვლაე აწუწუნდებოდა ლინდას დავავლე ხელი და ჩუმად მოვწყდით მათ..
- რა მაგარია, ასეთი რამ აქ ჯერ არ ყოფილა - თქვა ლინდამ..
- რაღაც ყოველთვის ხდება პირვლად - გავუღიმე მას და სეირნობა დავიწყეთ.. ათასი რაღაც იყიდებოდა.. ანტიკვარი ნივთები, სამკაულები.. მაგრამ ჩემი ყურადღება ერთმა ქალმა მიიქცია და მასთან მიგვიხმო
- მოდით შვილო აქ - დაგვიძახა მან.. ლინდამაც ხელი დამავლო და მიმათრია
- რა ლამაზებია - დააკვირდა ლინდა პატარა ქვებით გაფორმებულ სამაჯეებს
- უბრალოდ ლამაზი არაა, ეს მთვარის ქვაა, სიყვარულის ქვა - გაგვიღიმა ქალმა და ორიცალი გამოგვიწოდა..
- რა მაგარიაა - გაეხარდა ლინდას, თანხა უნდა მიმეცა? როცა ქალმა შემაჩერა - არ გინდა შვილო, ამისთვის არ მომიცია.. შეაბით ერთმანეთს და შეინახეთ, რადგან ის სხივი თვალებში, რომელიც მაშინ გიჩნდებათ, როცა ერთმანეთს უყურებთ სამუდამო იყოს.. - გამეღიმა, მაგრამ ფული მაინც დავუდე, მადლობა ვუთხარით და წამოვედით.. ლინდას ხელი ხელზე მოვკიდე და სამაჯე ხელზე გავუკეთე, მანაც იგივე გააკეთა.. ღმერთო რა სისულელე, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია მასთან.. ხოტა ხანს ვიბოდიალეთ.. სახლში წასვლას ჯერ არ ვაპირებდით.. ჩვენკენ მომავალი ქეთა დავინახე და ლინდას უფრო მივეკარი
- რა არის, იმ გოგოსი ხომ არ გეშინია? - ჩამჩურჩულა ლინდამ
- არა, უბრალოდ ვერ ვიტაან..
- გინდა შევაშინო?
- როგორ?
- იქით ნათლიაა, ჟორასთან ერთად
- ეგ ჟორა აღარ მიხსენო რა.. ქეთიც მოგვიახლოვდა
- აუ საან, მოვიწყინეთ ჩვენ და სად დადიხარ?
- მე რა კლოუნი ვარ, რომ გაგამხიარულოთ თუ რა? - ბრაზი ვეღარ შევიკავე.. ლინდამ კი ხელი მომიჭირა და მისი ტელეფონის ხმაც გაისმა.. ლინდა დედამისთან სალაპარაკოდ გავიდა
- სან რა გჭიირს - მეკითხება ქეთა
- ჯერ ერთი, სანდრო და არა საან, მეორეც, შეწყვიტე რა ქეთა.. ვცდილობ თავი შევიკავო და მაქსიმალური სიმშვიდით გელაპარაკო, მაგრამ უკვე ყელში ხარ შენი გამოხტომებით.. როდესაც ლინდასთან ერთად ვარ, გაფეთხილებ აღარ გამოხტე არსაიდან - არც დავემშვიდობე ისე წავედი ლინდასკენ..
- რა ხდება? - მკითხა მან
- არაფერიი - ხელი ლოყაზე მოვუთათუნე ხელი და სეირნობა განვაგრძე..
- აბა დედაშენმა რაო? - ვკითხე მას
- მომენატრეო
- რა ჰქვია დედაშენს?
- მაკა და შენსას?
- მარიტა
- არ მოგენატრა
- როგორ არა - გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.. - ნაყინი გინდა?
- კი, წამოდიი - მე და ლინდა იქვე მივედით და სასურველი ნაყინებიც ვიყიდეთ..
კიდევ ბევრი რაღაც მოვასწარით.. ვისეირნეთ, ვისაუბრეთ და რაც მთავარია უფრო დავახლოვდით.. ვგრძნობ, რომ მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მინდა..
- ლინდაა, საღამოს იმ გორაზე კიდევ წავიდეთ?
- რავი, წავიდეთ- მხრები აიჩეჩა მან..
მალე მუსიკის ხმა გაისმა.. სადღაციდან ბავშვები გამოხტნენ და ჩვენ გარშემო წრე შეკრეს, ჩვენ კი წრის შიგნით ვცეკვავდით, არც თუ ისე წყნარ მუსიკაზე...


*********
ესეც მეოთხე თავი.. პირველ რიგში დიდი მადლობა გამხნევებისთვის, თითოეულის კომენტარი ბევრს ნიშნავს ჩემთვის.. მიხარია, რომ მოგწონთ.. იმედია ამ თავითაც ისიამოვნებთ და თქვენს შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ...



№1 სტუმარი nino k.d...

dzaalian kargi iyo. au es qeta raa ver vjyan aset.xalxs fuuubsazizgroba. male dade raa. dzalian momwons.

 


№2  offline მოდერი tsn

nino k.d...
dzaalian kargi iyo. au es qeta raa ver vjyan aset.xalxs fuuubsazizgroba. male dade raa. dzalian momwons.

გმადლობ , რომ კითხულობ და მიხარია, რომ მოგწოონს ♥♥♥ მალე გავაგრძელებ

 


№3  offline წევრი meduna

მაგარია ყოჩაღ

 


№4  offline მოდერი tsn

xuliganka
მაგარია ყოჩაღ

გმადლობ ♥♥♥

 


№5  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzalian kargiii ... cota male dade ra shemdegii
--------------------
G.ke

 


№6  offline მოდერი tsn

gvanciii kereselidze
Dzalian kargiii ... cota male dade ra shemdegii

თავებს ყოველ დღე ვამატებ... მიხარია, რომ მოგწოონს ♥♥♥

 


№7  offline წევრი cancara

Ahaha kaia momewona da es qeta mokalu

 


№8  offline მოდერი tsn

cancara
Ahaha kaia momewona da es qeta mokalu

მოსაკლავად მეცოდება და ჭკუას კი ვასწავლი ♥♥♥

 


№9  offline წევრი eto-elene

ძალიან მაგარია ♡

 


№10  offline მოდერი tsn

eto-elene
ძალიან მაგარია ♡

გმადლობ ♥♥

 


№11  offline წევრი cancara

tsn
cancara
Ahaha kaia momewona da es qeta mokalu

მოსაკლავად მეცოდება და ჭკუას კი ვასწავლი ♥♥♥

აჰაჰა მოაშორე მაშინ

 


№12  offline მოდერი tsn

cancara
tsn
cancara
Ahaha kaia momewona da es qeta mokalu

მოსაკლავად მეცოდება და ჭკუას კი ვასწავლი ♥♥♥

აჰაჰა მოაშორე მაშინ

♥♥♥♥

 


№13  offline წევრი Flash

Dzaan kargia momwons sayvarlebia arian

 


№14  offline მოდერი tsn

Flash
Dzaan kargia momwons sayvarlebia arian

მიხარია, რომ მოგწონს.. გმადლობ, რომ კითხულობ♥♥♥

 


№15  offline მოდერი tsn

SEREBRO
Kvela tavi ertad wavikitxe da momewona.velodebi shemdeg tavs chemo sakvarelo :))

მიხარია, რომ მოგეწონა.. შემდეგი თავიც მალე იქნება ♥

 


№16 სტუმარი Ekoo

Dzan magariaa chamitria shenma istoriebma,araasdros wamikitxavss exla ki velodebii rodis dadeb shemdeg tavss..yvelaferi kargad igrdznoba dzaan kargi xar sayvarelooo dzaan dzaan <3 <3 <3

 


№17  offline მოდერი tsn

Ekoo
Dzan magariaa chamitria shenma istoriebma,araasdros wamikitxavss exla ki velodebii rodis dadeb shemdeg tavss..yvelaferi kargad igrdznoba dzaan kargi xar sayvarelooo dzaan dzaan <3 <3 <3

ძალიან ძალიან დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგწონს ♥♥♥

 


№18 სტუმარი qrti

ვატყობ ეს ქეთა აურევს რაღაცეებსსს belay კატგი გოგო ხარ გელოდები ყოველ დღეეეე love სანდრო შემიყვარდაააა

 


№19  offline მოდერი tsn

qrti
ვატყობ ეს ქეთა აურევს რაღაცეებსსს belay კატგი გოგო ხარ გელოდები ყოველ დღეეეე love სანდრო შემიყვარდაააა

გმადლობ.. მიხარია, რომ მოგწონს ♥♥

 


№20 სტუმარი Ana

Ogondac gaagrdzele ra vaime ra kargia :)))

 


№21  offline მოდერი tsn

Ana
Ogondac gaagrdzele ra vaime ra kargia :)))

გმადლობ, ვაგრძელეებ ♥♥

 


№22  offline წევრი мариамо

dzalian kargia <3 shemdegs rodis dadeb ?

 


№23  offline მოდერი tsn

мариамо
dzalian kargia <3 shemdegs rodis dadeb ?

თორმეტის მერე ავტვირთავ..

 


№24  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან კარგია მაგრამ ამ თავში ემოცია დამაკლდა. პოზიტივიც უცებ აეწყო ყველაფერი . მაგრამ საბოლოო ჯამში ძაალიან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent