შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უდანაშაულო სიყვარული (თავი 1)


4-02-2016, 16:50
ავტორი Dikunadiko
ნანახია 2 272

ზოგიერთი ადამიანი ღალატობს თავის სიყვარულს, ზოგი ანგრევს სხვისას,ზოგს კი თვითონ სიყვარული კლავს.მას მოაქვს ტკივილი,ანგრევს ცხოვრებას,ანადგურებს სულს. და გასაკვირი არ არის რომ, ზოგისთვის უფრო ადვილია უარი თქვას მასზე, ვიდრე ისევ დაიჯეროს ,რომ ბედნიერი იქნება!.


*
-შვილო დარწმუნებული ხარ? მაინც ეგ ისეთი სამუშაოო. ორჭოფობდა ლიდია
-კარგი რა ბებია, თანაც ყველამ საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს, ახლა მაგვიანდება, წამლების დალევა არ დაგავიწყდეს. ორივე ლოყა დაუკოცნა ბებიას და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან, სადარბაზოსთან პარკებით ხელში ქალბატონი ნელი შემოხვდა.
-აბა მიდიხარ შვილო? რომ იცოდე რამხელა სიკეთეს მიკეთებ, შენ გენაცვალე, ღმერთმა სულ დალოცვილი გამყოფოს ჩემო ნატუსი.
-რას ამბობთ ნელი დეიდა რა სიკეთე, აქეთ თქვენ გამიკეთეთ სიკეთე,რომ შემატყობინეთ, ნუგზარი ბიძია როგორაა? სწრაფად ამოყარა სიტყვები და მაჯის საათს დააჩერდა, ეშინია არ დააგვიანდეს, სამუშაოს პირველი დღეა მაინც.
-როგორ შემაშინა გუშინ, გული გამისკდა შვილო, დღეს არა უჭირს რა, უკეთაა. კარგი წადი ახლა არ დაგაგვიანდეს, წარმატებები შვილო.
გარეთ მიმავალს პირჯვარი გადასახა ქალმა და ნელა აუყვა კიბეებს.


*
კარგა ხანს იდგა ეზოს უზარმაზარ ჭიშკართან და ნაჭვრეტიდან ათვალიერებდა სახლს, ასეთი სილამაზე არასდროს უნახავს, მხოლოდ ჟურნალის პრიალა ფურცლებზე, არ ეგონა ასეთი ლამაზი, დახვეწილი და გემოვნებიანად აშენებული სახლი საქართველოში თუ შეხვებოდა და მითუმეტეს ვერ იჯერებდა ,რომ სულ რაღაც 10 წუთში მისი პირველი სამუშაო დღე იწყებოდა.
ქალბატონმა ნელიმ ,რომ სთხოვა შემცვალეო ერთი კვირითო, დაუფიქრებლად დასთანხმდა, აბა რას იზავდა, წელს დაამთავრა სკოლა , ფული ხომ სჭირდება ,რომ გრანტის არ ქონის შემთხვევაში წლიური გადაიხადოს, ხოდა ამიტომაც დასთანხმდა, რამნიშვნელობააქვს სახლს დაალაგებს თუ ჭურჭელს დარეცხავს, თანაც ქალბატონი ლიდიას ექიმთან ვიზიტის თარიღიც ახლოვდება,ავადმყოფ ბებიას უექიმოდ ხომ ვერ დატოვებს.
ნელიმ 20 წელი იმუშავა ამ ოჯახში, ყველა ოჯახის წევრად თვლის მას, თუმცა როგორ შეეგუებიან ახალ მოსამსახურეს? თუნდაც ერთი კვირით, ღმერთმა უწყის. ან იქნებ საერთოდ არარიან ისეთი თბილი და გონიერი ადამიანები როგორც ნელიმ დაუხასიათა, იქნებ ესენიც სხვა მდიდრებივით თავის თავს შეყვარებული არსებები არიან! არ იცის არაფერი, თუმცა თუ არ სცადა და არ გადადგა ახლა ნაბიჯი დააგვიანდება და მერე ალბათ სულ აითვალწუნებენ საწყალ გოგოს.

-გამარჯობათ, როგორც იქნა მოხვედით. ხელის ჩამორთმევით მიესალმა მდიდრული გარეგნობის მქონე ქალბატონი, დაასკვნა მაშინვე ნატამ ,რომ ეს ქალბატონია ოჯახის დიასახლისი, არც შემცდარა.
-დღეს საღამოს გრანდიოზულ წვეულებას ვმართავთ,1 საათში რესტორნებიდან შეკვეთილი ტკბილეულობები მოვა, 4 საათისათვის დანარჩენი საჭმელი, მიხედე რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს როგორც წესი და რიგია,ოხ ნელი როგორ გვაკლიხარ. -შეწუხებული სახით თქვა და მერე ისევ გოგონას მიუბრუნდა.
-დღეს კარგად მოგიწევს გარჯა, მაგრამ ნუ ნერვიულობ კვირის ბოლოს ყველაფერს აგინაზღაურებთ, ხო წვეულება გვიანობამდე გაგრძელდება ამიტომ ამაღამ აქ მოგიწევს დარჩენა, მოწვეულ ოფიციანტებს რომ, თვალყური ადევნო თორემ ძალიან არ დაგტვირთავ, პირველი დღეა. მოსამსახურეების ოთახში დაბინავდი .
ყველაფერი სწრაფად მიაყარა ერთმანეთს და ღიმილიანი სახით ჩამოსცილდა ნატას, შემდეგ ისევ უკან მობრუნდა.
-ხო, მე ახლა სალონში მივდივარ, საღამოსთვის დავბრუნდებით ჩვენც, თუ რაიმე პრობლემა გაჩნდა, საკვებთან ან წვეულებასთან დაკავშირებით, ჩემი მობილურის ნომერი მაცივარზე აკვრია, მაშინვე დამირეკე, არ მოგერიდოს.! დაუყვავა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა დიდი მუხის კარისკენ.

აბა რას ელოდა, მოსამსახურედ მუშაობა ადვილი ხომ არ არის, ისიც უნდა აკეთოს და ესეც. სამაგიეროდ კვირის ბოლოს შესაბამისად გადაუხდიან და საკმარისი ფული ექნება ლიდიას ექიმთან წასაყვანად და წამლების საყიდლად.

მოსამსახურეების ოთახს მალევე მიაგნო, თუმცა თავიდა კი ეგონა შემეშალა და უფროსის ოთახში შევედიო , მაგრამ კედელზე ოქროსფერი ასოებით წარწერამ "Only for servants" უაკნ ოთახში დააბრუნა და კედელზე ჩამოკიდებული თეთრი ფორმა ტანზე მოირგო.
შავი ხასხასა თმები მჭიდროდ დაიკოსა თავზე და გასვლამდე ბებიას დაურეკა, გაიგო თუ არა ,რომ წამლებიც დალია და საჭმელიც ჭამა დამშვიდებულ გულზე გაიკვლია გზა მდიდრული სამზარეულოსკენ, რამოდენიმე დასვრილი თეფში მანქანაში შეაწყო და ინსტრუქციის მიხედვით ჩართო მანქანა.
- ნატა გამოძახებული მოსამსახურეები მოვიდნენ ტკბილეულობებით, ქალბატონმა ლეილამ დამირეკა ნატამ მხოლოდ ჩვენს ოთახებს მიხედოს და ოფიციანტებს თვალყური ადევნოსო. ზღურბლზე ატუზულმა დაცვამ ამოილაპარაკა და ხელი გაუწოდა დარცხვენილ გოგოს
-მე ნიკო ვარ, მცველი.
-სასიამოვნოა ნიკო.
მცველის კვალობაზე საკმაოდ სიმპათიური ნიკოაა, და თანაც როგორ უხდება ეს შავი კოსტუმი,"ნატა სამუშაოდ ხარ მოსული " შეახსენა საკუთარ თავს და სამზარეულოში ჯოგად შემოლაგებულ ოფიციანტებს საქმე გადაუნაწილა.
აი ახლა კი ნამდვილად უფროსის ოთახშია, ძვირადღირებული თეთრეული იატაკზე აფენია , დიდი ფანჯრიდან შემოსული შუქი კედლებზე ჩამოკიდებულ ნახატებზე ირეკლება, ყველაფერი ისე ,როგორც მდიდრულ ფოტოჟურნალშია.
-შენ უბრალოდ მოსამსახურე ხარ! ახსენებს თავს და თეთრეულს ასწორებს,იატაკზე მიმოყრილ ტანსაცმელს კალათაში ყრის და მტვერსასრუტს რთავს.
ესეც ასე, ოთახი კრიალებს, ახლა სააბაზანოსაც მოასუფთავებს და ეგაა.
სააბაზანოდან წყლის ხმა ისმის, ალბათ დარჩათო ჩართულიო ფიქრობს და თამამად აღებს კარს.
-უ..უკაცრავადა. ენის ბორძიკით ამბობს და სწრაფად გამორბის ოთახიდან.
როგორი სულელია, ჯერ დააკაკუნე და მერე შედი, ჩერჩეტი გოგო, ახლა რას იფიქრებს ის ბიჭი, ან ის გოგო გველივით რომ შემოტმასნოდა მამაკაცის დაკუნთულ და წყლის წვეთებისგან დაცვარულ სხეულს.
ან რა წესია დღისით, მზისით..
მოიცა რა ნატა ნუ ლაპარაკობ ბებიაჩემივით!
თუ ეჭვიანობს? ვისზე, საოცრად სიმპათიურ მამაკაცზე? ქაფით ავსებულ ჯაკუზში ,რომ წევს სრულიად შიშველ ქალთან ერთად და ტუჩებში კოცნის?
არა, ან რატომ უნდა იეჭვიანოს, არც კი იცნობს.
ფიქრებს სწრაფად უკუაგდებს და დანარჩენ ოთახებსაც ისევე გულისყურით ალაგებს როგორც წინას.
"ჯანდაბა, ალბათ ახლა როგორ დამცინიან".
არა ფიქრს მაინც ვერ წყვეტს იმ ინციდენტზე. დილიდან ფეხზეა, არადა დაღლილობას სულ ვერ გრძნობს, თავი სახლის უფროსიც კი ჰგონია, ხან იმ ოფიციანტს, აძლევს შენიშვნას, ხან ამას მიუთეთებს ხოლმე. რა ქნას, რაც დაბარებული აქვს იმას აკეთებს, აბა თვითონ რომ ვერ გააკეთებდა მარტო ამ ყველაფერს ამიტომ დაიბარეს აქ ეს ოფიციანტებიც. თან რა კარგი ქალი ჩანს ქალბატონი ლეილა, ნეტა ქმარიც მისაავით კარგი იყოს, ის ამაზრზენი ტიპი ალბათ შვილია, ხო ნელისგან ააქვს გაგებული,რომ კარგა ხანია თბილისში არ იყო და ახლა ჩამოვიდა, ალბათ წვეულებასაც მას უხდიან.


დღე ისე სწრაფად მიიმალა ვერც გააცნობიერა, ლიდიას კიდევ ერთხელ ელაპარაკა, რაქნას, ნერვიულობს როცა მარტო ტოვებს.
ქალბატონმა ლალიმ უკანა ეზოსკენ გაიყვანა და მითითებები მისცა სად დაეწყო ყვავილები და როგორ მოერთო, დიდი ბასეინის ირგვლივ გრძელი ოვალური მაგიდები იდგა, თითოეულის შუაგულში ჩააწყო მინდვრის ყვავილები, ერთი ზედმეტი დარჩა , შემობრუნდა ,რომ მოეთვალიერებინა სად დაედო და უცებ ვიღაცას შეასკდა, ყვავილები თეთრ პერანგს შეეზილა, თვითონ კი ვიღაცას რომ არ დაეჭირა ალბათ ბასეინში მოადენდა ზღართანს და მერე მაშინვე გამოუძახებდა ლალი გარეთ, გრძელი თითებით ნატკენი შუბლი მოისრისა და მის წინ მდგარ მამაკაცს ახედა მორიდებით,ხელში გაჩხერილი ნერწყვი სიძნელით გადააგორა და დამორცხვილი თვალები ისევ ძირს დახარა.
-ბოდიშით,მე.. მე არ მინდოდა.
-ბოდიში ამოიყვანს ლაქებს ჩემი პერანგიდან? ცივი და უხეში ხმით ჩასჩურჩულა ყურთან , ისე რომ ხელი არ შეუშვია გოგოსთვის.
"ტირანი" გაიფიქრა ნატამ , საშინლად არ უყვარს როდესაც ვინმე ეუხეშება, თან მითუმეტეს დაუმსახურებლად, ხო რა ქნას, რობოტი ხომ არაა, როგორ უნდა დაენახა უკან ,რომ იდგა ეს ბუმბერაზი ბიჭი, თანაც ჯერ კიდევ თვალწინ უდგას დილანდელი მისის შიშველი სხეული და თვალებშიც ვერ უყურებს, რაზეც მამაკაცს ღიმილი ეპარება ტუჩის კუთხეში, მაგრამ ნატას თვალებში ჩახედვის მერე ეს ღიმილიც სადღაც ქრება და ისევ ისეთ, ცივ და უკარება სახეს იღებს.
-ფეხებში ნუ მეჩხირებით, რომ პერანგიდან ლაქები არ გაგიხდეთ ამოსაყვანი.ხო და, ჩემი აზრით ასე უფრო ლამაზად გამოიყურება თქვენი პერანგი.
ენას ვერ დააჭირა კბილი, თქვა და მერე გაიაზრა რაც თქვა, ჩერჩეტი გოგო, ეხლა ხომ ნამდვილად გააგდებენ. წარბებაზიდული უყურებდა მამაკაცი , გაკვირვებული იყო მოსამსახურის სითამამით,ერთმა ციდა გოგომ როგორ შეუბრუნა ენა, ღირსი არაა ეხლა კინწის კვრით მოისროლონ აქედან? ხომ დატოვა უზრდელი და თავხედის შთაბეჭდილება.
ისე გაეცალა ტირანს ვერც გაიაზრა, მუხლები აუკანკალდა, ძლივს მიაღწია ოთახამდე და კარები საკეტით გადაკეტა, გრძელი სარკის წინ დადგა და ტავის თავს გამოელაპარაკა.
-ღრმად ისუნთქე და არ აყვე ემოციებს, შენ გჭირდება ეს სამუშაო, ამიტომ ენას კბილი დააჭირე ქალბატონო. თითის ქნევით გააფრთხილა ანარეკლი და უკვე სუნთქვა დარეგულირებულმა გააბიჯა სამზარეულოსკენ.

დღის შუქი ,რომ საბოლოოდ ჩაქვრა ეზო უკვე გადავსებული იყო მაღალი ელიტის წარმომადგენელი ხალხით, გამოძახებული ოფიციანტები აქეთ-იქით დაატარებდნენ სინზე შემოწყობილ ძვირადღირებულ ღვინოს და ვისკის, ნატა შორიდან ადევნებდა თვალს თითოეულს და რამოდენიმეჯერ ქალბატონი ლეილასგანაც დაიმსახურა შექება მონდომებისთვის, ამიტომ წელში გამართული და კმაყოფილი სახით იდგა.
საიდანღა აპლოდისმენტების ხმაც გაისმა და მთელი ეზო გამაყრუებელმა აპლოდისმენტებმა მოიცვა, მერე წრედ შესკრული ხალხის შუაგულში რომ გაარჩია ტირანისა და მისი შეყვარებულის სახეები სახე მოექუფრა, ვერც გააცნობიერა ისე გაბრაზდა, ან რაზე ბრაზდება ეს სულელი გოგო? მამაკაცს იმ ქალის ხელი რომ უკიდია? აბა რა ეგონა ნატას ხომ არ ჩაჰკიდებდა ხელს.
"ბევრს ფიქრობ უკვე, მალე გავა ერთი კვირა და ყველაფერი ისევე დამთავრდება, როგორც დაიწყო".
- დიდი სიამაყით ვაცხადებ, ირენის ჩემი ქალიშვილის და დანიელის ნიშნობის შესახებ. მიკროფონი მაღალმა ტანადმა მამაკაცმა დაიჭირა და ცალი ხელით გოგო მიიხუტა.
რატომღაც გააცია ტანში, რატომ ვერც გაიგო. ფიქრებს ხელი აუქნია და სამზარეულოში შევიდა.
-ნატაა, გთხოვ სულ ორი წუთით საპირფარეშოში შევირბენ ეს სინი შენ გაიტანე რა. ოფიციანტმა დახლზე შემოდო და სწრაფად გაიქცა .
ღრმად ამოისუნთქა ნატამ , სასმელების ჭიქები შეასწორა, სინის ხელში დაიჭირა და შემობრუნებული კიდევ შეასკდა ვიღაცას. არა, რატომ ჩნდება დანიელი ასე მოულოდნელად, ნატას ბრალი ხომ არ არის, ხესავით ,რომ ატუზულა მის წინ და ღვინით დალაქავებულ თეთრ პერანგს მისჩერებია.
ახლა ,რომ არ გადაიხარხოს მოკვდება, მაგრამ უხერხული არაა? რაქნას ,რომ ეცინება.
ჯერ ხმადაბალი ბგერები ამოუშვა, მერე ვეღარ შეიკავა თავი და ხმამაღლა გაიცინა თავჩაღუნულმა, აზზრზე რომ მოვიდა გაღიმებულ პირზე ხელი აიფარა და სიცილნარევი თვალებით შეხედა მამაკაცს.
თვალებში ცეცხლის ალი უთამაშებდა დანიელს, აბა როგორია, ერთ დღეს ორჯერ დაგილაქავონ პერანგები, თანაც მერე ასე დაგცინონ, ან რა დამთხვევაა, ორივე ირენას ნაჩუქარი პერანგი გადასაგდები გაუხდა. ირენა იქეთ და ამ ერთმა ციდა გოგომ როგორ გამოიყვანა მწყობრიდან, ახლა დიდი სიამოვნებით ჩაავლებდა მკლავში ხელს და გარეთ გაუძახებდა, მაგრამ მაგასაც რომ ვერ აკეთებს, ეშმაკის თვალებით შეჰყურებს და მძვინვარედ სუნთქავს, მემგონი ნატასაც შეეშინდა უკვე, ეს უნდოდა დანიელსაც, თვალებში შიშის ნოტებმა გაიელვა, დახლზე აკრულ გოგოსკენ ნელ-ნელა მიიწევს, თან მკერდზე უყურებს ,ნერვიულობისგან როგორ ღრმად სუნთქავს, ახლა ერთი გადახარხარება არ აწყენდა დანიელს, თუმცა თავს იკავებს, გეგმას ბოლომდე მიიყვანს და მერე მოფარებულში კარგად გაიცინებს.
ნატა ადგილიდან არ იძვრის, სულ მილიმეტრები აშორებთ ერთმანეთთან, სახეს ფრთხილად ხრის დანიელი მოსამსახურის ტუჩებისკენ, გემრიელად მოიმზრიებიან ატმისფერი ამობურცული ტუჩები, რას არ მისცემს ,რომ ჩაუკოცნოს ეს სინაზით გაჟღენთილი ბაგეები, მაგრამ არა, ჯერ ხომ უნდა გააგიჟოს მოსამსახურე.
ნატას ამონასუნთქი ჰაერი დანიელს ეალერსება ტუჩებზე, არ ინძრევა ეს ჩურჩუტი გოგო, რას დაყუდებულა, თუ იმედი აქვს ,რომ პირველ კოცნას მისი უფროსი, თანაც დანიშნული მამაკაცი მოპარავს? ძალიან ცდება.
დანიელი ნელა ახებს ქვედა ტუჩზე ტუჩებს , ნატას სიამოვნებისგან ხმამაღალი ბგერები ამოსდის და თვალებს ხუჭავს.
ვიგინდარა მამაკაცი, განა შეიძლება ასე?
საპასუხოდ ხმამაღალი სიცილი ესმის და მთელი სისწრაფით გარბის ოთახისკენ ,რომ დანიელმა ვერ შენიშნოს მისი აწყლიანებული თვალები.



დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა , ბოლოს გაავწყვიტე ,რომ უნდა დამეწერა! და დავწერე თ არა ავტვირთე, არადა ბოლო ისტორია ,რომ დავამთავრე ვიფიქრე აღარაფერს დავწერთქო.
ბევრი ,რომ არ ვილაპარაკოთ, მაინტერესებს როგორ მოგეწონათ, და გავაგრძელო თ არა წინასწარ მადლობა ყველას



№1 სტუმარი darina

Gamixarda axali istoriit rom dabrundi, sheni wina istoria dzalian momwonda, dzalian kargi dasawyisia, ogond mecodeba es sawyali am tiranis xrlshi :-D :-D

Xo martla shewyveta arc ifiqro, aucileblad gaagrdzelw.

 


№2 სტუმარი izaa

Gaagrdzele ra ar shewyvitoo <3

 


№3  offline წევრი Dikunadiko

გავაგრძელებ აუცილებლად საყვარლებო <3 მადლობა დიდი :*

 


№4  offline წევრი Mashomashiko

Momewonaa dzalian da gtxov malee dade axali tavi <3

 


№5  offline წევრი ninas gogo

ძალიან მომეწონა <3 გააგრძელე აუცილებლად

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

შენ იმდენად კარგად წერ წერას არავითარშემთხვევაში არ დაანებო თავი, საინტერესო დასაწყისია გააგრძელე.ველოდები უფრო დიდ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent