შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოიდარებს


4-02-2016, 18:14
ავტორი gabun1a
ნანახია 2 022

წვიმიანი ამინდი იყო, ცას შავი ღრუბელი ეფარა და კოკისპირულად წვიმდა, დღის 4 ის ნახევარი იყო და თითქოს უკვე დაღამებულიყო, იანვრის 13 იყო, ცრუმორწმუნე არასოდეს ვყოფილვარ, ვცდილობ არ დავკარგო რწმენა არც ღვთის და არც საკუთარი თავის და მჯეროდეს რომ ყოველ დღეს შეუძლია ბედნიერების მოტანა, თუმცა 13 იანვარს ამას განსაკუთრებით ვგრძნობდი, ვგრძნობდი რომ დღეს რაღაც უნდა მომხდარიყო, ოთახში სავარძელში კონფორტულად მოვკალათდი და გაზეთის კითხვა დავიწყე, ჰოროსკოპების გვერდზეც ამოვიკითხე რომ დღეს კარგი დღე მელოდა, გაზეთი დავკეცე და მაგიდაზე დავდე, საკიდიდან პალტო ჩამოვხსენი სწრაფად ჩავიცვი , თავზე ჩემი ცილინდრი დავიხურე, ქოლგას ხელი დავავლე და ქუჩაში გავედი, თუმცა არ ვიცოდი სად მივდიოდი, უმისამართოთ ქუჩებს მივუყვებოდი, ქვაფენილიან დაღმართს მივუყვებოდი ქუჩა თითქმის ცარიელი იყო, აქა-იქ ბავშვები გაირბენდნენ და გამოირბენდნენ თავზე ზოგს ქურთუკები ეფარათ და ასე იცავდნენ წვიმისგან თავს ზოგიც ხელჩანთებს მოიშველიებდა, ქუჩის განაპირას ნაცნობი კაფე დავინახე, კაფეს თავზე მოციმციმე ნათურებმა თვალი მომჭრა, წამსვე შევჩერდი და ცოტახანს კაფის ვიტრინას ვუცქირე, ეს კაფე ჩემში ბევრ მოგონებას აღვიძებდა, ამ კაფეში ხშირად დავდიოდით მე და მერი, კაფის კარი შევაღე , ქოლგა დავკეცე და საკიდზე ჩამოვკიდე, ადგილი ფანჯარასთან ახლოს დავიკავე და მიმტანის მოსვლას დაველოდე.

-რას ინებებთ?-თავაზიანად მომმართა ახალგაზრდა გოგონამ რომელიც ეტყობოდა რომ ახალი იყო, ადრე აქ სულ სხვა ქალბატონი მუშაობდა

-ფინჯანი ყავა გეთაყვა-მივუგე, გოგონამ თავი დამიკრა და დავალების შესასრულებლად გაემართა, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვიღე, კოლოფში მხოლოდ ერთი ღერი სიგარეტი დარჩენილიყო, სიგარეტი ამოვიღე კოლოფი მაგრად დავკუჭე და სანაგვე ყუთში მოვისროლე, ისეთი სიზუსტით ჩავარდა ყუთში როგორც მაიკლ ჯორდანი ისროდა კალათში 3 ქულიან სტყორცნას, სიგარეტს მოვუკიდე და ფანჯარაში გავიხედე, მოპირდაპირე მხარეს სკვერი იყო, სკვერში ხშირად ვსეირნობდით მე და მერი, კაფეში რადიო იყო ჩართული, რადიოში სარეკლამო პაუზის დროს ყური მოვკარი სარეკლამო რგოლს რომელიც ვალენტინობის დღესთან დაკავშირებულ კონცერტს ეხებოდა, ვალენტინობის გაგონებამ ისევ გამკრა გულში, შარშან ვალენტინობის დღეს ზუსტად ამ კაფეში ვისხედით მე და მაერი, ახლა კი ვალენტინობა მის გარეშე დგებოდა, ჩემი ცხოვრების უბედნიერესი 3 წელი გავატარე მერისთან ერთად, ვალენტინობის დღეს ერთმანეთს საჩუქრებს ვჩუქნიდით, ქუჩებში უაზროდ დავეხეტებოდით, ხეტიალით დაღლილები კი რომელიმე კაფეში ამოვყოფდით თავს, ერთმანეთს ხშირად ვუკეთებდით სიურპრიზებს, მერი ყველაზე ლამაზი იყო, ჩემთვის კი ყველაზე დიდი სიურპრიზი ის იყო როცა ჩემი ნათქვამი „მიყვარხარ„-ს შემდეგ ერთი თვის დაგვიანებით პასუხი მაღირსა და მისმა ბაგეებმა ჯადოსნური სიტყვები „მეც მიყვარხარ„ წარმოსთქვა, ეს მოულოდნელი და ყველაზე აღმაფრთოვანებელი სიურპრიზი იყო, ჩვენ არ ვგავდით სხვა წყვილებს რომლებიც ხშირად ჩხუბობენ, ბევრი ჩხუბისგან იღლებიან და მათ შორის მიმავალ გზებს კვეთენ რომლებიც უკვე აღარ აერთიანებთ და ყველაფერი სრულდება, 3 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვიჩხუბეთ, გაბუტულ მერის ფურცელზე ვუწერდი იმას რისი თქმაც მსურდა, ფურცლის მეორე მხარეს მერი პასუხს მომწერდა, ასე უხმოდ ვსაუბრობდით მალევე ორივეს გაგვეცინებოდა ამ ყველაფერზე და შერიგების პროცესსაც ლოგიკური დასასრული მოჰყვებოდა, იდეალური ქვეყნად არაფერი არსებობს, თუმცა თუ შეიძლება რამე იდეალურთან მიახლოებული იყოს მაშინ ეს მერი იყო და ჩვენი ერთმანეთისადმი სიყვარული, თუმცა დადგა დრო და მერიმ მიმატოვა, ჩემთვის მოულოდნელი იყო მერისთან განშორება, ის სხვასთან წავიდა და მარტოდმარტო დამტოვა, ამ ყველაფერს რამდენიმე თვიანი დეპრესია მოჰყვა, სახლში ჩაკეტვა, არავისთან ყოფნის სურვილი და მარტოობისთვის თავის გადადება, სიცოცხლის ხალისის დაკარგვა და შეგრძნება იმისა რომ ყველაფერი დასრულდა და ცხოვრებას უკვე აღარანაირი აზრი არ აქვს, ირგვლივ ყველაფერი მუქ ფერებშია და ნათელი ფერები რომლებსაც აქამდე ხედავდი აღარ ჩანს, გულის საშინელი ტკივილი და სულის სრული სიცარიელე, თუმცა ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მეც ვისწავლე ცხოვრება მის გარეშე, უფრო მეტიც, მივხვდი რომ რაც მოხდა ასე უნდა მომხდარიყო, ადამიანი ქვეყანაზე ბედნიერებისთვის იბადება თუმცა ვერ ვიქნებით ყოველთვის ბედნიერები, აუცილებლად მოუწევს ყველა ადამიანს განიცადოს ტანჯვა, ეს იმიტომ რომ ყველაფერი ვიცოდეთ, ვიცოდეთ როგორია როცა გტკივა და მსგავსი ტკივილი არ მივაყენოთ სხვებს ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, ცხოვრება ბევრ გამოცდას გვიმზადებს, ჩვენ კი უნდა ვიცოდეთ რომ უკან დახევა და ფარ-ხმლის დაყრა დაუშვებელია, უბედურებას აუცილებლად მოჰყვება ბედნიერება, სამყაროშიც ასე ხდება წვიმას აუცილებლად მოჰყვება მზიანი დღე, ღამეს აუცილებლად შეცვლის დღე და ა.შ.
წვიმამ გადაიღო, მზემაც გამოანათა და აქა-იქ მზის სხივებიც მოსწვდა დედამიწას , შავი ღრუბლები შორს იფანტებოდნენ, მოღუშულმა ბნელმა ამინდმა სახე იცვალა და თითქოს ნათელი მოეფინა დედამიწას, კაფეს კარმა დაიჭრიალა და კაფეშიც თითქქოს განათდა, კაფეში გოგონა შემოვიდა რომელმაც ჩემი ყურადღება წამსვე მიიპყრო, ჩემს მოპირდაპირე მხარეს მაგიდასთან , ქურთუკი გაიხადა სკამზე გადაფინა და მაგიდას მიუსხდა, მიმტანს ფინჯანი ყავა შეუკვეთა და ხელჩანთიდან წიგნები ამოალაგა , თავი წიგნში ჩარგო და ჩემთვის არც შემოუხედავს, საშინლად ვიწყინე მისი უყურადღებობა ჩემს მიმართ როცა მე მისთვის თვალი არ მომიშორებია ის კი ზედაც არ მიყურებდა და წყეულ წიგნებს დაჰყურებდა, გულმა ვერ მომითმინა და მისი მაგიდისკენ გავეშურე

-გამარჯობა, შეიძლება თქვენთან დავჯდე?

-დაბრძანდით, მაგრამ ვიცნობთ ერთმანეთს?-დაბნეულმა მკითხა

-არა, ჯერ ჯერობით არა, უბრალოდ თქვენ რა წიგნსაც კითხულობთ ჩემი საყვარელი წიგნია, ვიფიქრე რომ ერთნაირი გემოვნება გვაქვს ამიტომაც გადავწყვიტე რომ გამეცანით, მე ნიკოლოზი მქვია, ნიკოლოზ სოლოღაშვილი

-სასიამოვნოა, ანა ღამბაშიძე, ანუ ჰემინგუეი თქვენც გიყვართ?

-ვგიჟდები, ჩემი ფავორიტი ავტორია

-სასიამოვნოა-ნაზად გაიღიმა ანამ, გაღიმებისას ლოყები საყვარლად ჩაეზნიქა, მისი ყავისფერი თვალებიც საუცხოოდ ანათებდა

-მოდი ჩვენი გაცნობა აღვნიშნოთ-თითქოს უცებ იდეა მომივიდა

-კარგი-დამთანხმდა ანაც, თითო ჭიქა წითელი ღვინო შევუკვეთეთ და ჩვენი გაცნობა ავღნიშნეთ, ანას წასვლის დროც დადგა, კაფედან გამოვედით , ანას შევთავაზე რომ სახლამდე მივაცილებდი, შეთავაზება გოგონამ მიიღო , გზაში ბევრი ვისაუბრეთ, ამ დროის განმავლობაში ბევრი საერთო ინტერესებიც აღმოგვაჩნდა, ბოლოს მის სახლის კარს მივადექით, გოგონას დავემშვიდობე და დაპირებაც მივიღე მისგან რომ ერთმანეთს კვლავ შევხვდებოდით, მის შემდეგ კიდე ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს, ბოლოს მივხვდით რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება აღარ შეგვიძლია, მივხვდით რომ ჩვენი გულები ერთმანეთს ეკუთვნის, დღეს 14 თებერვალია ვალენტინობის დღე, მე ვიცვამ ტანთ, ვყიდულობ ყვავილების თაიგულს , გარეთ მზე ანათებს, მივუყვები ქუჩას, მივდივარ ქუჩის განაპირა კაფეში, რომლის მოპირდაპირე მხარესაც სკვერი მდებარეობს, კაფეში ვსხდები და ველოდები ანას, კაფეში ანა შემოდის, მისი სახეც დღესავით ანათებს, ისიც ისეთივე მშვენიერია როგორც დღევანდელი დღე, ერთმანეთს ვეხვევით, ვჩუქნი ყვავილებს და ვამბობ გილოცავ ვალენტინობის დღეს!



№1  offline წევრი გიჟი გოგონა :)

"კაფეში ვსხდები და ველოდები ანას" ცუდად მომხვდა ეს.. სწორი ფორმაა კაფეში ვჯდები და ველოდები ანას.. ვსხდები - მრავლობითში გამოიყენება..
მე ვჯდები
ჩვენ ვსხდებით..

ცოტა მეტი ემოცია მიინდოდა.. და დასასრულიც ცოტა განსხვავებული <3 ^^ მაგრამ მაინც იგრძნობოდა სიყვარულის მარცვალი <3 ^^ წარმატებები

 


№2  offline წევრი nini31323

მგონი მერიზე ამდენის მოყოლას ჯობდა მათი სიყვარული განგევრცო. მომეწონა,მაგრამ დამაკლდ ნას და ნიკოლოზის სიახლოვე,უცებ დამეგობრდნენ,უცებ შეუყვარდათ ერთმანეთი?! რატომღაც უფრო მეტი მინდოდა. უფრო,რომ განგევრცო.

 


№3  offline წევრი gabun1a

მართალია დიდად არ არის თემა განვრცობილი, უბრალოდ მინდოდა რაღაც პოზიტიური მესიჯი ყოფილიყო ვალენტინობასთან დაკავშირებით, მინდოდე მეთქვა მკითხველისთვის რომ აუცილებლად მოყვება უბედურებას ბედნიერება და ვინც ამ დღეს 14 თებერვალს მარტო ხვდება აცუილებლად დადგება დრო და შეხვდებიან მეორე ნახევართან ერთად >))

 


№4  offline წევრი ფორთოხალი

ჯდება/სხდებაზე უკვე გითხრეს. 'სტყორცნა' არა, 'ტყორცნაა' სწორი. თავიდან მეგონა რატომღაც, რომ სიტუაცია ქართული არ იყო.
ვერ გეტყვი, რომ ფავორიტია ეს ისტორია, მაგრამ რისი თქმაც შენ გინდოდა, ის მოვიდა ჩემამდე.

 


№5  offline წევრი gabun1a

ფორთოხალი
ჯდება/სხდებაზე უკვე გითხრეს. 'სტყორცნა' არა, 'ტყორცნაა' სწორი. თავიდან მეგონა რატომღაც, რომ სიტუაცია ქართული არ იყო.
ვერ გეტყვი, რომ ფავორიტია ეს ისტორია, მაგრამ რისი თქმაც შენ გინდოდა, ის მოვიდა ჩემამდე.



დიდი მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent