შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის სიყვარული თუ სექსუალური მოცეკვავე ? (დასასრული)


4-02-2016, 22:56
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 128

მარიამის სახეს ფერი დაეკარგა..როგორ გაიგო ეს? საყვარელი დაქალი როგორ უნდა შესძულებოდა....იმ წამს გონს ვერ მოვიდა,ხმას ვერ იღებდა,არ შეეძლო მაისთვის თვალი გაესწორებინა,ხმის ამოღებაც კი არ შეეძლო...თავის ოთახში წავიდა,უფრო სწორედ მოსწყდა ადგილს ისე,როგორც ტყვიდა..
-მარიამ..-ნინას ხმა გამოედევნა,მაგრამ არავის უსმენდა...დეპრესიისთვის შენახული მუსიკები ჩართო და საწოლზე დაეშვა,ფეხზეც არ გაუხდია ისევ ავიდა ზემოთ,ადრე ამის გამო გიგას ეჩხუბებოდა,ახლა კი თვითონაც მსგავსად მოიქცა.არ ახსენდებოდა გოგონას როდის იყო ამაზე უარეს მდგომარეობაში.თვალწინ ის წამები დაუდგა,რომელიც გიგასთან გაეტარებია...უყვარდა ბიჭი,გამწარებულს კი ყველაფერი დაავიწყდა,გიგა იმ წამს სძულდა,ეზიზღებოდა,უნდოდა გაელახა ეცემა,გაენადგურებინა...

-მარიამი ორი დღეა არ მინახავს,ტელეფონსაც არ პასუხობს..-შესჩუვლა ევას ლეამ,რომელიც უკვე სერიოზულად ნერვიულობდა.
-ალბათ,სამეცადინო აქვს..ან თავში წამოუარა რამემ-ეუმოციოდ უპასუხა,იმის გაფიქრებაც კი ზარავდა,რომ შესაძლებელი იყო,მარიამმა რამე იცოდა..არ უნდოდა,რომ მის ბნელ წარსულს ვინმე ჩასწვდებოდა.
-ღელავთ?-ლევანიკო წვენს წრუპავდა და თან თვალს უკრავდა ლეას.
-წადი რა! არ გვაქვს შენი თავი.
-მოსწონხარ ბიჭს-აკისკისდა ევა,რომელსაც მარიამის ხსენება არ უნდოდა.ამისთის კი ნებისმიერ თემაზე დაიწყებდა საუბარს.
-გოგო,წამო წავიდეთ სადმე..პაემანი არაა..ჩვენ სამნი.ამ საღამოს მაგარი ფილმი გადის და გავერთოთ..დავიღალე რა..
-აუ, ძმაკაცები შემოგელია?-წარბები აქაჩა ლეამ.
-გოგო,ასეთი ცივი ნუ ხარ!-ევამ ძმის მხარე დაიკავა.მოსწონდა ეს იდეა.თუ გამოვიდოდა იმას ნიშნავდა,რომ მარიამზე ნაკლებად იფიქრებდა ლეა.
-მარტო წადით..მე ჩემს შეყვარებულს უნდა შევხვდე...-მხიარულად თქვა.
-აუ..
-შენ არ გყავს და..-დაქალს თვალი ჩაუკრა და დაქალი ლევანიკოსთან მარტო დატოვა.
სინამდვილეში არავიანც არ უნდა ენახა,მარტო უნდოდა ყოფნა..უნდოდა წოლილიყო და მუსიკისთვის ესმიდა..უბრალოდ სიჩუმე სურდა,უნდოდა,რომ ეფიქრა,უბრალოდ ეფიქრა და თავი არ შეეწუხებინა ზემდეტი ფიქრისგან.
-დე,სახლში იქნები?-ლონდამ შემოუღო კარი.
-კი..-თავი ბალიშში ჩარგო და ანიშნა,მარტო დამტოვეო.
ისევ ვერ გაეცნიბიერებინა ის,რაც მოხდა..უკვირდა როგორ უთხრა ეს ყველაფერი გაბრიელს,ალბათ,სასმელის ბრალიაო,ფიქრობდა ევა.
გაახსენდა სიზმარი,რომელიც იმ დღეს ნახა,როცა გაბრიელი გაიცნო..სიზმარში გიგას კალთაში იჯდა და ლოყებს უკოცნიდა.უმეორებდა,რომ მისი მეგობარი იყო..ორივეს ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა და ერთმანეთს კარგად გაუგებდნენ..ახსოვს მერე გიგას რა კითხა.არავინ გყავსო..კითხვაზე უარყოფითი პასუხი მიიღო ბიჭმა და მერე ჩაიცინა,მე კიო...ევამ სიზმარში ერთ ადამიანზე შეუჩერდა ფიქრი,მაგრამ ვერ იხსენბდა ვერ იყო...მაშინ ვერ ხვდებოდა,თუ რა დატვირთა ჰქონდა ამ ზმანებას..იმ წამს კი მიხვდა,მიხვდა,რომ გიგა მხოლოდ წარსულის აჩრდილი იყო..მიხვდა,რომ იმ ღამის გამო არ ღირდა დარდი..მიხვდა,რომ წარსულზე არ უნდა ეფიქრა,როცა წინ ასეთი ლამაზი მომავალი ჰქონდა..უბრალოდ ძლიერი უნდა ყოფილიყო.
გაიმეორა საყვარელი ფრაზა.
-ძლიერი ვარ..ძლიერი ...მუდამ ვიქნები!-საწოლიდან წამოდგა და ლეპტოპი ჩართო.უნდა დაესრულებინა რომანი,რომელსაც უკვე დიდი ხანი იყო,რაც წერდა...მოსწყდა სამყაროს,ისევ იგრძნო ბედნიერების ადრენალინი..თავს მსუბუქად და თავისუფლად გრძნობდა..ბუნებრივობა ხომ უფრო ძლიერ აჩენს ადამიანს...როცა ბუნებრივი ხარ ძლიერიც ხარ.
უხაროდა,რომ გაბრიელი არსებობდა...უხაროდა,რომ ვინმეს ასე ენდობოდა,უყვარდა და...და ბოლოს მიხვდა,რომ ის ბიჭი იყო ადამიანი,რომლისაც ყველაზე მეტად სჯეროდა და ყველაზე მეტად ენდობოდა...მიხვდა,რომ მის გარეშე მის ცხოვრებას აზრი დაეკარგებოდა..
უფრო მგზნებარე და დამაჯერებელი გამოუვიდა რომანი...წერტილი დასვა და ამოისუნთქა,ეს სასიამოვნო გრძნობა იყო,ზედმეტად სასიამოვნოც კი...

გიგა ისევ ცუდად გრძნობდა თავს,მაგრამ ოდნავ მომჯობინებულიყო.იჯდა და რაღაც აკონსპექტს კითხულობდა,ეზარებოდა ეკონომიკა,მაგრამ რაღაცას ცდილობდა,გართობის თავი მაინც აღარ ჰქონდა,სად წასულიყო!
დედამისი სახლში არ იყო,არც მამამისი..მაგრამ ცოტა ხანში მისი ძმა მოვიდა,კარი შემოაღო გუგამ,რომელიც მეცხრე კლასში სწავლობდა.
-გიგა,რას შვრები?-მშვენიერ ხასიათზე ჩანდა.
-არავინ შეიყვარო..გახსოვდეს!-გადაჭრით უთხრა ძმას.ვერ ხვდებოდა რამ ათქმევინა ეს,მაგრამ მაინც თქვა..არ იცოდა რატომ,მაგრამ თქვა.
-აუ,რა გჭრს,ტო..-მოშორდა გუგა დაღვრემილი სახით.
მუსიკას მაღალ ხმაზე აუწია..მხოლოდ საყვარელი ლედ ზეფელინი თუ უშველიდა..როკზე იყო შეყვარებული გიგა...ადრე ორ რამეს აღმერთებდა მარიამსა და როკს..მაგრამ ახლა მისი ცხოვრება შემობრუნდა..მას მხოლოდ ევა უყვარდა,ევა უყვარდა,უიმედოდ და უანგაროდ...ლედ ზეფელინი მხოლოდ დროის მოკვლის საშუალება იყო.ბოლო დროს ფეხბურთზეც აიცრუა გული.ძმაკაცები როცა იკრიბებოდნენ ლუდითურთ,ეს უარს ამბობდა.ერთადერთი რაც არ დაივიწყდა,ეს ფიტნესი იყო..ვარჯიში ნერვებს უმშვიდებდა და ეხმარებოდა იმაში,რომ ჯავრი სხვაზე არ ეყარა...გრძნობდა,რომ კლავდა ევას მონატრება,მაგრამ იცოდა,რომ ვერ ნახავდა..გოგონას იგი სძულდა!
-ამის დედა...სიყვარულის დედაც...-ტიროდა გოგონა და უბრალოდ იწვა..უბრალოდ იწვა მარიამი,კეთილი და სათნო გოგონა,გოგონა,რომელიც ცხოვრებაში მეტ გზას ვეღარ ხედავდა...ყველაზე ახლობელმა და საყვარელმა ადამიანებმა ატკინეს..თუმცა რა ევას ბრალი იყო? არ იყო,რა თქმა უნდა,მაგრამ იმ მომენტში მისი დანახვაც არ უნდოდა.

-აქ ხარ?-ევას ფეხის ხმა მოესმა და აიწია საწოლიდან.
-რომელი ხარ?
-ნუთუ ვერ მცნობ ხმაზე?
-გაბრიელს..-გაიქცა ბიჭისკენ და კისერზე ჩამოეკიდა..ასე ჯერ არასდროს გახარებია მისი ნახვა,ფეხები მუცელზე შემოაჭდო და თავი მკერდზე დაადო.
-მომენატრე,პატარა..
-მეც..
-არასდროს მჯეროდა ზღაპრული სიყვარულის,მაგრამ მას იქით მიყვარხარ..უფრო ძლიერ..
-იცი,რა,გაბრიელ? გულის წასვლა და მსგავსები სრული აფსურდია..შენ გჯერა,რომ ადამიანი ერთი დანახვით შეგიყვარდება?
-ანუ გაინტერესებს შემიყვარდი თუ არა ერთი ნახვით?
-აუ,მარტო რომ დაგენახე..საუბარი და რამე არა.
-არა,არ მჯერა..
-აუ,მეც მასე ვამბობ..-ტუჩები ბიჭის ტუჩებს გაუხახუნა.
-მართალი ხარ..
-აუ,ვეფხისტყაოსანს რომ გავდიოდი შარშან,მასწს სულ მაგას ვედავებოდი..
-აუფ,შენ...მისმინე..რომანი დაასრულე?
-კი,დღეს...წაგაკითხო?
-ერთად წავიკითხოთ.
-კარგი.
საწოლზე ამოწვნენ და ჩახუტებულებმა დაიწყეს კითხვა...ევა იმ წამს საშინლად ბედნიერი იყო,უბედნიერესი არსება გახლდათ ევა..იმ წამს მხოლოდ ორ რამეზე ფიქრობდა,ორი სიგიჟეზე,თავის რომანსა და გაბრიელზე..ის იმ წამს საოცარ რამეებს გრძნობა,ის უბრალოდ არაამქვეყნიური გრძნობით იყო შეპყრობილი..გრძნობით,რომელსაც სიყვარული ჰქვია..გრძნობით,რომელიც ყველას იპყრობს...გრძნობით,რომელიც რუსთაველმა ძალიან გააილუზიონა...ჰო,ასე ამბობდა ევა...

მარიამმა გოგონებთან გაწყიტა კონტაქტი,ტელეფონს საერთოდ არ იღებდა ხოლმე,რაც ძლიერ აღელვებდა ევას.გოგონა მუდამ ჩაფიქრებული იყო ხოლმე და ზოგჯერ გიგასთან წასვლასა და ყველაფრის მიხლაც კი სურდა,თუმცა რა უნდა ეთქვა?
კვირა დღეს უხასიათოდ გაეღვიძა.ორშაბათისთვის სამეცადინო ჰქონდა,თუმცა გული არ მისდიოდა.დილიდან წერა დაიწყო „ვორდში“.წაშლიდა და ისევ დაწერდა.უნდა ეწერა,თორემ სხვა რამეს გულს ვეღარ დაუდებდა.როცა მწერალს თავში რაღაც ურტყამს და გული უდუღს,სანამ ფურცელზე არ გადაიტანს,ვერ მოისვენებს.სწორედ ამას გრძნობდა ევა.
-ევა,დღეს შენი ბიძაშვილი მოდის ოჯახითურთ.
-რა,დე? აქამდე რატომ არ მითხარი?-თვალები დაძაბა.ბიძაშვილი საუკუნე იყო,რაც არ ენახა.მგონი,ბოლოს პირველ კლასშიც არ იყო,როცა შეხვდა.სულ არ ახსოვდა როგორი იყო.მის წარმოდგენაში ისევ ის პატარა,დაბალი და მსუქანა ბიჭი მოჩანდა.სურათი კი ჰქონდა ნანახი რამდენიმე წლის წინ,მაგრამ სურათი და რეალობა მაინც სულ სხვა და სხვაა.
სახლის დავალაგოთო ლონდამ,მერე მაღაზიაში წადიო,სასწავლთან ვინ მიუშვა..მერე ის და მერე ესო.მაგიდის გადასაფარებელი მოძებნეო.
დიდ ხანს ფიქრობდა ბიძაშვილის გარეგნობაზე,შემდეგ მოეშვა და დროს მიენდო.მალეც მოვიდნენ.მისი ბიძაშვილი გიორგი უკვე წამოზრდილი ბიჭი იყო,რაღაც ბიჭი,უკვე ცოლი სამი წლის გოგონა ჰყავდა.არა,დაბალი არ იყო,საშუალოზე მაღალი სიმაღლე ჰქონდა-ასე შეაფასა ევამ.მისი მეუღლე კი ქალისთვის მაღალი გახლდათ,თუმცა ევას სიმაღლეს მაინც ვერ ასწრებდა.მსუქანი არ იყო გიორგი,თუმცა პატარა ღიპი მაინც შეუმჩნი.
მათი სუფრის მთავარი კერძი ღომი იყო.მალე ლევანიკოც ესტუმრა.ღომი ძალიან უყვარდა,გვერდით მიუჯდა და სასმელი დაისხა.მანამდე მიესალმა მოსულებს.რაღაც-რაღაცებზე ისაუბრეს.მე ჩემთვის ვიჯექი,მშობლების საუბარში ვერ ჩაეჩრებოდა,უფრო სწორედ არ ჰქონდა საუბრის თავი.თავის საყვარელ თათარას გეახლათ,თანაც საკმაოდ ბევრს,ჩემს წინ იდო დიდი თეფშით და იამზე აღარ უფიქრია,რომ ეს უკანსკნელი მუცელს სტკენს.წინა ჭამაზეც კინაღამ გული არევინა.
როცა დანაყრდნენ,დედამისმა ტორტის ჩამორიგება დაიწყო.ნუ,ევას გარდა ყველამ დაიწყო ჭამა.ბიძაშვილმა,ევას არ აქვსო.არ მინდაო-უპასუხა და მაგან რატომო.
-ფიგურას უფრთხილდება!-წამოროშა ლევანიკომ და პირი დიდზე გააღო.
-დიეტაზეა!-მამაჩემმა გახედა გიორგის.არადა სულაც არ ოუპ დიეტაზე,უბრალოდ რამდენიმე წელია,რაც ტკბილეულს არ ეკარება.
-მეც ვარ..ვვარჯიშობ ფიტნესში,მაგრამ კვირაში ერთხელ შეიძლება-გიორგიმ ღიმილით გამოხედა,არაფერი უთქვამს.დაახლოებით ნახევარ საათში სუფრა დატოვა,სამეცადინო ჰქონდა,თავის ოთახში გავიდა და კონსპექტების კითხვა დაიყო,თუმცა ვინ წააკითხა..მუცელი საშინლად ასტკივდა,აი,თათარის დამსახურებაც.რაღაც მძმედ აწვებოდა კუჭზე.
-აუ,ამის დედაც..აღარ შევჭამ!-საყვარელი საჭმელიც კი შესძულდა.გადაწყვიტა,რომ ამ ტკბილზეც უარი ეთქვა,აწი მხოლოდ ფრუქტოზის შემცველ პროდუქტებიდან მიიღებდა შაქარს.
საღამოს სტუმრები გააცილეს,გოგონა კი ლონდასთან მივიდა ჩივილით,მუცელი მტკივაო.
-ნაბეღლავი დალიე!-ურჩია დედამ.
-რა გჭირს?-ლევანიკომ ცნობისმოყვარე სახით გამოხედა.
-აწი,თათარას აღარ ვჭამ,შენ იყავი ჩემი პირი!-ღიმილთ უთხრა.
-არაა ბაზარი.
-აუ,ამდენი ტორი უნდა ჭამო-გაუკვირდა,როცა შეხედა ძმის თეფშს,რომელზეც სამი ნაჭერი ტორტი იდო.
-ჰო.
-მუცელი არ გეტკინება? მე კი თათარამ მომწამლა..-უკმაყოფილოდ თქვა და ნაბეღლავი ჩამოისხა.გაზიანს არ სვამდა,ბავშვობიდან მუცელს ტკენდა გაზი,ახლაც მოურია და ისე დალია.
-აუ,გოგო,ჩემი ფეხსაცმელი სადააა?
-ნორმალურად,თორემ თავზე დაგარწყევ-თავისი ოთახისკენ წავიდა.
ღამეს უკვე კარგად იყო,ენთუზიაზმით შეუდგა მეცადინეობას.სამ საათამზე ყველაფერს მორჩა და საწოლზე წამოკოტრიალდა.დილას გამოცდა ჰქონდა,თუმცა არ ეძინებოდა,არადა ცხრა საათზე იყო წასასვლელი.
მსუბუქად ისაუზმა,ისიც დედამისის გამო,თორემ სულ არფერი უნდოდა.შემდეგ კიბეები ჩაირბინა და მანქანა დაქოქა.
გამოცდიდან კმაყოფილი სახით გამოვიდა,ერთი სული ჰქონდა,როდის დაისვენებდა,თუმცა მოლოდინი გაუფუჭა მარიამის სახემ.დიახ,მარიამიც ჯავახიშვილის სტუდენტი იყო.უნდოდა,მისულიყო გოგონასთან და ყველაფერი გაეგო,თუმცა რაღაც აბამდა.ბოლოდ მაინც მოიკრიბა ძალა და მისკენ წავიდა.
-მარიამ..
-ევა?-შეკრთა გოგონა.ალბათ,მის ნახვას არ ელოდა ან კი არ სურდა მისი ნახვა..უფრო მეტად არ სურდა.
-ყველაფერს მივხვდი..ვიცი,რომ იცი.არ მაინტერესებს ვინ გითხრა..უბრალოდ მინდა,რომ გესაუბრო..მე შენზე უარესაც ვგრძნობდი თავს..ვგრძნობ კიდეც და ეს მინდა იცოდე!
-ღმერთო,არ შემიძლია...ჰო გესმის?
-შენს საყვარელ ყავასა და დონატებს გიყიდი...სადაც გინდა წავიდეთ,რას იტყვი?-გოგონას სუსტი წერტილების გამოყენება დაიწყო.
-არ ვარ არაფრის ხასიათზე.
-ხარ...წამოდი! ჩვენ ორივენი მოტყუებულები ვართ.მე ბავშვი ვიყავი..ეს ორივეს ბრალი იყო,მაგრამ მას არ უნდა დაემალა..
-და ის გრძნობები?
-მარიამ,გიგა მე მიყვარდა..ჰო,როცა ბავშვი ვიყავი..ის ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო და მეტი არაფერი.
-მართლა?
-ჰო და ეს იცი..გაბრიელი მიყვარს,მასზე ვგიჟდები..ის ჩემი ბედნიერებაა..ის ბიჭია,რომელიც მიგებს,რომელიც ჩემს თითოეულ რომანში საკუთარ თავს არ ეძებს..ის ბიჭია,რომელსაც ჩემი ორივე ნაწილი უყვარს..მას უყვარს ცხოვრებისეული მეც და მწერალი მეც...მე ის ძალიან მიყვარს...გიგა კი უბრალოდ...უბრალოდ ძალიან მეწყინა,რომ ჩემი მიზეზით დაგშორდა..
-შეგიძლია,რომ...უბრალოდ წავიდეთ..-ხელი გამიყრა და ძველებურად დამადო თავი.
-მეშინია,რომ გიგას ეს გრძნობები ცხოვრებაში ხელს შეუძლის.
-მეც.
-უბრალოდ სხვა რამეზე გადაიტანე კონცენტრაცია.
-მინდა,რომ ახლა ვნახო..ახლავე!
-კარგი,წავედით-თამამად შეხედა დაქალს.იმ წამს ძალიან ძლიერი იყო.
-დაურეკე და აქ გამოვიდეს.
-კარგი,“დანკინ-დონატში“.საჩემო მანდ არაფერია,უშაქრო ყავის გარდა,მაგრამ მაინც.
-მიდი რა.
გიგას დაურეკა,დაითანხმა მოსვლას..ისიც მოვიდა..ერთმანეთს შესასვლელთან შეხვდნენ.
-გამოშრობის დღე მაქვს-გიგამ მხოლოდ ყავა შეუკვეთა.ევამ კი სამმაგი დონატები შეკვეთა მარიამისთვის.
-გინდათ,რომ გამასივოთ?-კისკისით იკითხა გოგონამ-თუმცა მაინც არაფერი მომივა..ასეთი გენეტიკა მაქვს..-ამ სიტყვებზე გიგას მზერა იგრძნო..ეს ფრაზა ხომ მრავალჯერ უთქვამს უკვე ყოფილი შეყვარებულისთვის.
-მაპატიე,ევა..შენც,მარიამ..-აღელვებული საუბრობდა გიგა.
-ვიცი,მარტო შენი ბრალი არ იყო,მაგრამ მეწყინა,რომ დამიმალე..მეწყინა,გიგა...და ისიც მეწყინა,რომ ჩემი მიზეზით მიატოვე მარიამი.
-შენ ჩემზე უკეთესს იმსახურებ,მარიამ..-გახედა გოგონას და ხელი ხელზე დაადო.
-მე შენ მიყვარხარ,გიგა!-გულუბრყვილოდ დაიწყო მარიამმა.
-მარიამ...არ შემიძლია!-სევდიანად თქვა გიგამ.
-გიგა...არ იფიქრო ჩემზე..მე შენთან მეგობრობაც არ შემიძლია ამ ყველაფრის მერე..აქ ჩერდება ყველაფერი! მე გაბრიელი მყავს,მე ის მიყვარს..შენ კი გაქვს შანსი,რომ მარიამი გიყვარდეს...იქნებ სცადო!
-არ შემიძლია.
-დრო მიეცი-დაქალს ხელი დაადო.

საღამო ერთად გაატარეს გოგონებდა.ლეამაც გაიგო სიმართლე,მაგრამ არანაირი რეაქცია არ ჰქონია.ფილმს“უკვე მენატრები“ უყურებს.სამივე სევდამ მოიცვა,თუმცა მარიამი ისტერიულად იცინოდა,ის სამი ბალღი როგორი საყვარლები იყვნენო...ბატიბუტს იყრიდა პირში და იმაზე არ ფიქრობდა,რომ მუცელი გაუსკდებოდა.
ოქტომბრის დასაწყისში გაბრიელის სოფელში წავიდნენ..ბიჭს რთველი ჰქონდა და გოგონებიც დაპატიჟა.ევა და გაბრიელი ერთ პლანს მიყვებოდნენ,თან საუბრობდნენ და ბავშვოვას იხსენებდნე..
-როცა პატარა ვიყავი,მამაჩემის ძმაკაცის ვენახში ვიყავი წასული...რთველი არ იყო ფურჩქვნ,მგონი,მაგრამ კარგად ვერთობოდი,უფრო სწორედ,კარგად გავერთობოდი,რომ არა ტყლაპო.
-ჩავარდი?
-ჰო,ჩავვარდი.
-ჩემი სულელი-სიცილით სკდებოდა გაბრიელი.
ევა აზარტში რომ შევიდა ვეღარ გაჩერდა,თვით მუშებზე მეტიც კი დაკრიფა.

-ტკბილი არ გააკეთო ან თუ გააკეთებ თათარა არა-გააფრთხილა ბიჭი.
-რატომ?
-მუცელს მტკენს.
-ღვინო.
-არა,მოიტა..-გამოათვა ყანწი და მოსვა.
-უკვე გვიანია?-იკითხა ბიჭმა.
-კი,წავედით..სხვები სად არიან?
-თბილისში.მე დაწურვას უნდა მივხედო და რამე..მერე ჩურჩხელებს მივხედავთ,შენ აქ ხარ და..
-მართლა?
-ჰო..
-მადლობ-ლოყაზე აკოცა ბიჭს,რომელმაც მიიზიდა ევას გახურებული სხეული და ტუჩებზე წაეტანა.

სოფელში კარგ დროს ატარებდნენ.ჰამაკში ეძინა ხოლმე ევას,გაბრიელი კი მას ყარაულობდა,ახლოს ეძინა საძილე ტომარაში.გოგონა დასცინოდა,საწყალოო,მაგრამ ბიჭი ზემოთ მაინც არ ადიოდა,მომტაცებენ შენს თავსო.
ისინიც იღებდნენ მონაწილეობას ყურძნის გადამუშავებაში,თუმცა ძირითადად ერთობოდნენ.მთელი კახეთი ზეპირად იცოდა ევამ.მარტო სკოლიდან ექსკურსიით სამჯერ იყო აქეთ,ამიტომ არაფრის ნახვა არ უნდოდა.
-გამეორება ცოდნის დედაა!-კისკისით უთხრა გაბრიელმა.
-კაი რა-ირონიით ახედა ბიჭს.
-კარგი,მაშინ კოცნა გავიმეოროთ-თვალი ჩაუკრა და მკერდზე აიკრა.
მეზობელი ქალების დახმარებით თათარაობაშიც მიიღო მონაწილეობა ევამ.თავის ამოვლებულ ჩურჩხელებს შვილივით უყურებდა,ხომ ლამაზიაო.გაბრილიც უწონებდა.
ბოლო დღე თეთრად გაათენეს..ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა წყვილი და ჰამაკში ერთმანეთს ეხუტებოდა.
-გაბრიელ,ეგ გოგო ვინ იყო?-მოულოდნელად ჰკითხა ბიჭს.
-რომელი?
-ნინო..
-ააა...ვიღაც შურიან-ბოღმაა..რა გითხრა?
-გამოკრული შარვალი გაცვიაო..სოფლელი,ჩვეულებრივი შარვალი რომაა ვერ ხვდება,თვითონ რაღაც ფართხუნა ჩაძენძილობით დადის.
-სოფლელია..ნუ ბრაზობ!
-ვბრაზობ კი არა,ისე შევუტიე!-თვალი ჩაუკრა შეყვარებულს.
-კიდევ რა გითხრა?
-უკანალი დამიწუნა..ეგ მაინც გქონდესო..
-ჰაჰაჰაჰ-გაბრიელმა უკან ხელი წამოარტყა და სიცილი აუტყდა.
-რა?
-რა უპასუხე?
-შენ გაქვს მეთქი კარგი უკანალი და ყველაფერი კარგიო.
-აუ,გოგო..ეგ მაგარი კომპლექსიანი გოგოა.
-ვიცი..იცი.რა ვთქვი ხმამაღლა? ეგ თავის თავს ვერ იტას და სხვას აიტანს-მეთქი.
-საიდან მიხვდი?
-ადამიანებში არ ვცდები.
-ჩემი გოგო..-გულზე მიიკრა ევა.

ლამაზად მიილია დრო..ძველმა წელმაც მიხურა კარი..ამაში კი გაბრიელისა და ევას ცეკვა დაეხმარა.წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.არმენიაში იყვნენ და ძალიან კარგად გაატარეს დრო.
ცხოვრება მიდიოდა საოცრად და ნაზად...ყველაფერი ახარებდა ევას,რომლის გული მუდამ გამალებით სცემდა..სამყარო ახარებდა გოგონას,ახარებდა ცხოვრება და ახარებდა ის,რომ ბედნიერი იყო.

თებერვლის დასაწყისში პარიზიდან ჩამოვიდნენ,რაღაც შეჯიბრება ჰქონდათ.ეიფელის კოშკთან კოცნა ორივეს ახრებდა,თუმცა ევა მარიამზე ღელავდა.აეროპორტიდან პირდაპირ მისკენ წავიდა.კარებზე ზარი დარეკა,თუმცა არავინ აღებდა.ბოლოს შეამჩნია,რომ ღია იყო,სახლში შევიდა და გოგონას ოთახისკენ გაემართა.ისეთი რამ დაიანხა,რომ თვალები დაუბნელდა,ადგილზე გაშეშდა და უკანაც ვეღარ იხევდა.
-რა ხდება?-თამამად იკითხა,ამ დროს კი წყვილმა საბანი მიიფარა.
-ჩვენ..-ენა დაება მარიამს.არ ეგონა ევას,რომ გიგასა და მარიამს ერთად ნახავდა.
-გიგა,არ თქვა,რომ ამ გოგოსთან მხოლოდ..
-არა..ჩვენ შევრიგდით...გიგას გაახსენდა ძველი გრძნობები..-მხიარულად თქვა მარიამმა.
-გიგა,თქვი,რომ ასე!-წარბები მაღლა ასწია.
-ჰო...მე ის მიყვარს!.
-რატომ არ მეუბნებოდი?-მიაჩერდა დაქალს.
-ვაპირებდი..არ ვიცოდი როგორ..
-თქვენ ეს ადრე არასდროს გაგიკეთებიათ..დარწმუენბული იყავი,მარიამ?
-საოცარი შეგრძნებაა-აკოცა ბიჭს თამამად და დაქალს ანიშნა,გადიო.ეუცნაურა ეს,მაგრამ მაინც გავიდა..მაგიდაზე წითელი ღვინო შენიშნა,მოსვა და კარებისკენ წავიდა.ერთი სული ჰქონდა,ლეას როდის ნახავდა.

დრო მალე გადიოდა..მალე ვალენტინობაც დადგა..ეს ის დღე იყო,რომელიც გოგონას ძალიან ახარებდა.გაბრიელს საყვარელ ადგილას შეხვდა ამ დღეს..რაც უნდა გასაოცარი იყოს,ბიჭმა ამ დღეს წვეულება მოასწყო,ოღონდ ეს არ იყო ჩეულებრივი..მასკის გარეშე ვერავინ შემოვიდოდა...მასკარადზე ევა ძლივს იცნო გაბრიელა,გოგონა კი დასცინოდა და დასცინოდა.ევას მოტკეცილი,მოკლე კაბა ეცვა შავი ფერის,შავი მასკა ეკეთა თვალებზე და უცნაური კომპლიმენტიც მიიღო.
-ჩემი სექსუალური შავი კატა ხარ!-ღიმილით უთხრა გაბრიელმა.
წვეულებაზე საკმაოდ თამამათ და თავისუფლად იყო.ფიქრობდა,რომ არავინ დაუწყებდა,გამეცანიო.რამდენიმეჯერ ყველასთვის იცეკვეს სცენაზე,შემდეგ კი გაბრიელმა სერიოზული გამომეტყველება მიიღო,გოგონა ძირს დატოვა და თვითონ მიკროფონით ხელში გამოჩნდა სცენაზე.ყველა სმენად იქცა.
-მე დღეს,ვანეტინობის მშვენიერ დღეს,მინდა,რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან გოგონას,საუკეთესო მწერალს,მოცეკვავეს,მოცურავეს,ამერიკათმცოდნეს,რომანტიკოსს,მზარეულს,ელასტი-გოგოს...და კიდევ არ ვიცი...თუ გამომრჩა,მაპატიე,ევა...მინდა,რომ რაღაც ვთხოვო...ევა,გინდა,რომ მუდამ ერთად შევხვდეთ ამ დღეს..გინდა,რომ ჩემი მუდმივი ვალენტინი და ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდე?-გოგონა ათრთოლდა,ამას არ ელოდა,ტვინში ადრენალინი არტყამდა,ოფლი ასხამდა..და პირზე ხელს იფარებდა..იმ წამს დამუნჯდა ევა.არ იცოდა რა ეთქვა,როგორ ეთქვა..გაიქცა გაბრიელისკენ,ავიდა სცენაზე,გამოართვა მიკროფონი.
-თანახმა ვარ..თანახმა ვარ,რომ ამ საოცარი ბიჭის ...თანახმა ვარ!-გაუწყდა სიტყვა..ნერვიულად შეხედა ბიჭს,რომელიც მის წინ ცალ მუხლზე იდგა,გაეღიმა და ბეჭდისთვის ხელი გაუწოდა.
-მადლობ,ევა...მიყვარხარ და მუდამ ასე იქნება..-ხელში აიტაცა გოგონა და კოცნა დაუწყო...
ამას მისი დაქალებიც უყურებდნენ...რამდენად გასაოცარიც უნდა იყოს,იმ დღეს გიგამ მარიამს სთხოვა ხელი...გოგონა საოცრად ბედნირი იყო..ეს საოცრად დამმუხტველი წამები გამოდგა,ეს იყო საოცრებათა შორის საოცრება...
და იმ დღეს ლევანიკომ ლეა სასმელზე დაპატიჟა.

-ჰო,მე სექსუალური მოცეკვავე ვარჩიე...მე ის მიყვარდა და მიყვარს...და მუდამ მეყვარება! მე ის მიყვარს,მიყვარს..მისი სურნელი მიყვარს...მე ამით არ მიმიყენებია შეურაცყოფა ბავშვობის სიყვარულისთვის,მე უბრალოდ გულს მივყევი...და დღეს ყველაზე ბედნიერნი ვართ ჩვენ...მე,გაბრიელი და პატარა ლუკა...-სიტყვა წარმოთქვა,გაიხედა ოჯახისკენ და ანიშნა,ამოდითო..ეს მორიგი ბედნიერების წამები იყო..
-დღეს შენ საოცარი მწერალი ხარ!-აკოცა გაბრიელმა და ხუთი წლის ლუკას გახედა.
-მეც ვაკოცებ ვინმეს-კისკისით თქვა ბავშვმა.
-წადი ახლა და ბიძაშვილს ეთამაშა...-ლეა,სად ხარ?-დაქალისკენ წავიდა..ჩემი მუტრუი ძმა სადაა?
-არ ვიცი..ჰო არ გამექცა ჩემი ბავშვობის ვალენტინი და ჩემი მეუღლე.
-გოგო,ჩუ...-თვალები დაუბრიალა და მარიამისკენ წავიდა.დაქალი შორიდან უღიმოდა და ქმარს ეკვროდა.
-საოცარი იყავი!-სიტყვა დაასწრო მეუღლეს გიგამ.
-გმადლობ...
-შეიძლება წიგნზე რაღაც გკითხო?
-უი,შენც წაიკითხე.
-მთელმა საქართველომ წაიკითხა და რა გასაკვრია!
-კარგი,წამოდი,დავსხდეთ.
-ევა,მუდამ იქნები ჩემი ბავშვობის სიყვარული..ახლა ორსულადაა მარიამი..გოგოაა..ჰო იცი? მას ევას დავარქმევ...მე ის მიყვარს,მაგრამ არა ისე,როგორც შენ მიყვარდი..
-ევას?-ღიმილით ჰკითხა და მადლობის ნიშნად თავი დაუქნია.ეუხერხულა,მაგრამ არ შეიმჩნია.
-უი,ლევანიკოც მოსულა.
-ახლა მე უნდა გაგაოგნო..-ჩასჩურჩულა გაბრიელს და სცენისკენ წავიდა..
-ექვსი წლის წინ ვალენტინობას ჩემმა მეუღლემ ცოლობა მთხოვა...ეს ჩემთვის შოკი იყო..არ ველოდი,ახლა კი მინდა,ის გავაკვირვო...გაბრიელ,მალე მეორე შვილის მამა გახდები!-ბედნიერი სახით იპოვა სასურველი სახე,რომელიც მთლად აწითლებულიყო..ეს სახე მალე მისკენ წამოვიდა და მალე ხელში აიტაცა...

-მე შენ აგირჩიე..შენ მუდამ ჩემს სექსუალურ მოცეკვავედ დარჩები.
-ჰო? როცა დავბერდები მაშინაც...როცა ლოგინად ჩავვარდები.
-ჰო..მაშინაც...-ცდილობდა სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება..ქმარს ხელზე ძლიერად უჭერდა და ათას რამეს ბოდავდა..
-სულ ცოტაც..სულ ცოტაც..-ამხნევებდა გაბრიელი.
-შეიხედე,გოგოა თუ ბიჭი?-დაჭყიტა თვალები.
-გოგო,დამშვიდდი..კიდევ ერთიც და ვანხავთ.
-კარგი...ახლა გამოვიდა?-იკითხა მოუთმენლად.
-ჯერ არა..კიდეც..-სახე რამდენიმე ფენად დაეკეცა...და პატარას ტირილის ხმაც გაისმა პალატაში...
-გოგოა თუ ბიჭი?
-აბა მიხვდი..
-თქვი..
-თქვენ გოგო შეგეძინათ...-ექიმმა მკერდზე დაუწვინა ჩვილი.
-გოგოა! გოგო!-ბედნიერი სახით ახედა საყვარელ მამაკაცს.
-გილოცავ,საყვარელო.
-მეც გილოცავ.
-კატოს დავარქმევ..კატოს!-ღიმილით თქვა და ჩვილს შუბლზე აკოცა.
-მეც მაკოცნინეთ ყველაზე ლამაზ დედიკოსთვის და ჩვილისთვის..-ცოლისკენ მიიწია და მის ბაგეებს დაეწაფა.
-რამდენი შვილი გინდა გვყავდეს?-ზემოდან მოექცა გაბრიელს და ჰკითხა.
-არ ვიცი..შენ?
-არც მე,მაგრამ ჯერ ცოტა ხანს შევისვენოთ.
-რა ხდება? დღეს მთელი დღეა სახე გიღიმის?
-დღეს შემომთავაზეს,რომ ბოლო რომანის თარგმა უნდათ ინგლისურად..
-საოცარია...ჰო გეუბნებოდი,რომ მსოფლიოში ბესტსელერს დაწერდი...
-არ ვიცი რა იქნება,გაბრიელ...
-არ იდარდო..

და შემდეგ ვალენტინობას ევას წიგნის პოპულარობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია...
-გილოცავ,საყვარელო..დღეს შენ მთელი მსოფლიო გიცნობს..ჰო გეუბნებოდი? ყველაზე საოცარი ხარ.
-ახლა შეგვიძლია,რომ დიდი სახლი ავაშენოთ.
-გითხარი,რომ ამერიკული ცნობილი კომპანია სამუშაოდ მიწვევს..იქ ხელფასი ხუთჯერ მეტი მექნება..
-გილოცავ..მეც მიწვევენ ლექციებზე ჰარვარდში..
-საოცარია...გილოცავ..
-დღეს ყველაზე ლამაზი ვალენტინობა გვაქვს..
-მომიყვანე ჩემი ორი სიხარული უნდა ჩავიხუტო...

-25 წელი...ჩემი ბიოგრაფიული რომანი გამოვიდა!
-გილოცავ..-გულში ჩაიკრა ევა გაბრიელმა.
-გმადლობ.
-მიყვარხარ.
-მეც,ჩემო სექსუალურო მოცევავევ..
-მიყვარხარ,ჩემო სექსუალურო საოცრებავ!

„უნდა ვწეროს“ მინაწერი:
ცხოვრებაში ოცნებები არ ხდება...მე არ მყავს გაბრიელის მსგავსი ვალენტინი,მე არ გამიმართლდა და ვერავის ვენდობი ბოლომდე...მე არ ვარ ბედნიერი,მაგრამ ვცდილობ ვჩანდე,თითქოს ბედნიერი ვარ..
მე ხშირად ყუილად ვიღიმი.
მეც მინდა,რომ მწერალი გავხდე...ერთ დროს ილუზიაში დავფრინავდი და ვნატრობდი იმას,რასაც ევამ მიაღწია...
ცხოვრებაში არ ხდება ოცნებები...მაგრამ არსებობს მიზანდასახვა,რომელიც გვაახლოებს ამ ოცნებებთან..
დღეს მე ბედნიერი ვარ,რადგან ევა ბედნიერია..მიხარია,რომ ასეა! დღეს დავფრინავ ღრუბლებში და მგონია,რომ 14-ში გაბრილისავით ბიჭი შემხვდება და უბრალოდ გამიღიმებს..არა,კი არ გამიღიმებს,არამედ მკითხავს სახელს და სამდე დამპატიჟებს ან იქნებ სულაც არსად დამპატიჟოს!
არ ვიცი რა იქნება მომავალში..იქნებ ჩემი წარმატებაც საზღრევს გასცდეს...იქნებ მეც შემეძლოა და ღიმილის დროს ვთქვა,რომ ბედნიერი ვარ...
ხოდა,ჩემს მე-19 ვალენტობას მეც ველი გაბრიელისავით ვალენტინს...მას არ ერქმევა,ალბათ,გაბრიელი,მაგრამ ისიც საოცარი იქნება..შეიძლება არ იყოს მოცეკვავე და არც იურისტი,მაგრამ ეს აქ არ არის მნიშვმელოვანი...მნიშვნელოვანი სხვა რამეა,მაგრამ არ ვიცი რა...ალბათ,როცა ის გამოჩნდება,მაშინ მივხვდები...
და ბოლოს ავღნიშნავ,რომ ამქვეყნად ყველაზე ღირებული საყვარელი ადამიანების სიყვარული და სახელია,სახელი და დიდება!
და ცხოვრება გრძელდება..მე ყველაზე დიდი პესიმისტი ვარ,მაგრამ ამავე დროს ყველაზე დიდი ოპტიმისტი..მე ვარ ადამიანი,რომელსაც ხშირად ემოცია სტილურ შეცდომებს აშვებინებს..მე ვარ ადამიანი,რომელმაც ფრჩხილები არ დასთმო,რადგან გიტარის გაკვეთილებზე არ შეიძლებოდა,მაგრამ დასთმო იმის გამო,რომ წერაში ხელს უშლიდა...
მე ვარ ერთი გოგონა,რომელმაც ამ ნაწარმოებში დიდი ემოცია ჩადო...არ ვიცოდი როგორ დამემთავრებინა,მაგრამ სიზმარმა გადამაწყვეტინა...სიზმარი,რომელიც ევამ ნახა მეც დამესიზმრა..დიახ,ზუსტად ისე,როგორც მას...
და მაინტერესებს მკითხველის აზრი..რას ფიქრობთ,გავხდები ოდესმე წარმატებული მწერალი? იმედია,ჩემი ამბიცია არაჯანსაღი არაა...
მიყვარხართ ყველანი უსაზღვროდ და უანგაროდ..თქვენი სიკეთისა და ჯანსაღი სულის გამო მიყვარხართ!
ეს ნაწარმოები ჩემთვის ძალიან ძვირფასია,რადგან ახლოსაა ჩემთან,ძალიან ახლოს...და,იმედია,რომ თქვენამდე კარგად მოვიტანე,იმედია,მოგეწონათ...
და მე უბრალოდ ბედნიერი ვარ,რადგან ჩემი პერსონაჟები ბედნიერები არიან...

___
მადლობთ,რომ კითხულობდით,მიზიარებდით თქვენს აზრს...მე თქვენ მაბედნიერებთ! არ ვიცი რა იქნება მერე,მაგრამ ჯერჯერობით თქვენ ხართ ჩემი „სახელი და დიდება“.მიყვარხართ ძალიან...ჩემი სტიმული ხართ თქვენ..ჩემი ემოცია,ჩემი გრძნობა..თქვენ! ჩემი ყველაზე თბილი და ტკბილი ადამიანები თქვენ! ნუ დაიზარებთ და გამიზიარეთ რას ფიქრობთ ჩემსა და ჩემს შეყვარებულზე-წერაზე.
უნდა ვწეროს ვალენტინი წელს წერა იქნება...
მიყვარხართ თქვენც,ჩემო ლამაზებო და მიყვარს წერაც!
საოცრად ვარ შეყვარებული და არ ვიცი რა ვქნა.მიყვარხართ!

ჩემმა ერთ-ერთმა ერთგულმა მკითხველმა,ცოტა ხანს შესვენება უნდა აიღოო..ალბათ.მართლაც მჭირდება...
რამდენიმეჯერ არ გამომივიდა ისეთი,როგორიც მიდნოდა ისტორია და მალე დავასრულე,მაგრამ ეს რამდენიმე იყო.და მინდა,რომ მალე სულ განსხვავებული რამით დაგიბრუნდეთ..

უბრალოდ ერთი რამ ვიცი..წერა ისაა,რაც ყველაფერზე მეტად მიყვარს ამ ცხოვრებაში..მე მასზე შეყვარებული ვარ და ამიტომ მინდა გავხდე მწერალი,მიყვარს ლიტერატურა და ამიტომ ვაბარებ ფილოლოგიურზე.
არ ვიცი რამდენად კარგად გამომდის,მაგრამ მე ეს უბრალოდ სიგიჟემდე მიყვარს.

მიყვარხართ თქვენც..ჩემი სტიმული თქვენი კმაყოფილი ღიმილია და ისევ ვამბობ,რომ სახელსა და დიდებას ვერაფერი აჯობებს...ზოგი ამას ვერ იგებს,მაგრამ...
წარმოიდგინეთ,რომ ხართ მწერალი და თქვენი წიგნი მოსწონს უამრავ ადამიანს,კითხულობს უამრავი ადამიანი..და ეს რას ნიშნავს,იცით? იმას,რომ თქვენ მათ გულებში ცხოვრობთ და თქვენ უბრალოდ ხართ მათი ღიმილის მიზეზი...
ეს საოცრებაა და ესაა ჩემი ცხოვრების მიზანი...დიახ,ეს...

მადლობა კიდევ ერთხელ.
ძალიან მიყვარხართ...
გკოცნით ბევრს.


31.01.16
მარიამ რაქვიაშვილი.



№1 სტუმარი თია

სასიამოვნო იყო რაც აქამდე ამ საიტზე წამიკითხავს ყველასგან განსხვავებული, სიტყვათა მარაგიც არ გაკლია ასე რომ ;) ასე გააგრძელე და შენს მიზანს აუცილებლად მიაღწევ არ მოუკლო მოუმატე.

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

თია
სასიამოვნო იყო რაც აქამდე ამ საიტზე წამიკითხავს ყველასგან განსხვავებული, სიტყვათა მარაგიც არ გაკლია ასე რომ ;) ასე გააგრძელე და შენს მიზანს აუცილებლად მიაღწევ არ მოუკლო მოუმატე.

მადლობ.
S o f i a
როგორ შემიყვარდი ვერც კი წარმოდგენ. ემოციებით მავსებ.იმის მიუხედავად,რომ სიყვარულის დიდად არ მჯერა მრავალი მიზეზის გამო, გისურვებ, რომ არსებობდეს და შწნ გეპოვნოს წრფელი სიყვარული. გისურვებ რომ გეპოვნოს ''გაბბრიელი" მაგრამ არა ასეთი, არა ისეთი,როგორი შენ წარმოსახვაშია, არამედ ბევრად უკეთესი, ბევრად საინტერესო და ისეთი,როგორიც შენ ბოლომდე გაგაბედნიერებს და თავს შეგაყვარებს. უდიდეს წარმატებას გისურვებ,რადგან ვთვლი, რომ შენ ამას იმსახურებ, ბევრად მეტსაც კი და შენში ეს უფრო და უფრო იზრდება. მიყვარს ეს ისტორია და მიყვარხარ შენ.

დიდი მადლობა,ძალიან დიდი მადლობა love
მეც მიყვარხარ.

 


№3 სტუმარი მარო

,,არმენიაში" არა, ქართულად ,,სომხეთი" ქვია!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

მარო
,,არმენიაში" არა, ქართულად ,,სომხეთი" ქვია!!!!!!!!!!!!!!!!!!!

გმადლობ შენიშვნისთვის.

 


№5  offline მოდერი Tako Tako_2

საინტერესო არის..

 


№6 სტუმარი mariami

heart_eyes heart_eyes ძალიან მაგარია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent