უშენოდ ჰაერიც მეზედმეტება (9)
კაფეში მივდიოდი... რამდენჯერმე უკან დაბრუნებაც დავაპირე რადგან ვხვდებოდი რის თქმასაააც აპირებდა გიორგი.. ამას ნამდვილად ვერ გავუძლებდი ფიზიკურად ვერ შევძლებდი..ფეხის კანკალით შევაბიჯე კაფეში.. იქვე კუთხეში მდგარ მაგიდასთან დავინახე გიორგი... -გამარჯობა -გამარჯობა არც კი შემოუხედავს ჩემთვის ისე მომესალმა..მისი სიცივე მკლავდა და ძლივს ვიკავებდი ცრემლებს რომ არ მეტირა...ვგრძნობდი უკვე სიცივე შეპარვოდა ხმაში -ანუკა ჩვენ უნდა დავშორდეთ.მივხვდი,რომ არ მიყვარხარ ისე,რომ შენთან ვიყო..მივდივარ შენი ცხოვრებიდანნ...მადლობელი ვარ ყველაფრისთვის.. შენ მასწავლე როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი უანგაროდ.. მცირე ხნით თუმცა მე შენთან ყველაზე ბედნიერი ვიყავი..მე მჯერა რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებ და დარწმუნებული ვარ უკეთ იქნები..შენ საუკეთესო ხარ დარწმუნებული ვარ შენზე უკეთეს მე ვერავის ვნახავ...უბრალოდ ბედნიერებას გისურვებ..ვიცი არაკაცი ვარ...ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.. თითოეულმა სიტყვამ გულამდე ჩააღწია და ვიგრძენი როგორ გამეყინა სული...ცრემლები მოვიწმინდე,ავდექი და გამოვედი კაფიდან ისე,რომ არაფერი მითქვამს..კართან გიორგი დამეწია.. -რამე მითხარი..მეჩხუბე,მაგინე ოღონდ ჩუმად ნუ ხარ.. -ხელი გამიშვიიიი! აუღელვებლად ვუთხარი არ მინდოდა რომ შეემჩნია სინამდვილეში როგორი უმწეო ვიყავი ახლა....ისე წამოვედი არც კი შემიხედავს მისთვის..ქუჩის კუთხეში პატარა პარკია და სკამზე ცივად დავეშვი..შოკირებული ვიყავი..ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა..გიოს გარეშე ჩასუნთქული ჰაერიც კი ფილტვებს მიავადებდა..ვენებში სისხლი გამეყინა როგორც ადამიანის ფიტულს შეხედო სწორედ ასეთი ვიყავი ახლა..ტირილი მინდოდა ყელში ბურთად მეჩხირებოდა რაღაც მაგრამ თვალიდან ცრემლი აღარ მომდიოდა..ყველაზე საშინელი გრძნობა ეს ყოფილა როდესაც ტირილი გინდა და ვერ ახერხებ..გულში საშინელი წვა ვიგრძენი ხელებიც გამეყინა.თითქოს ჩემი სული სხეულის დატოვებას ლამობდა და ვერ ახერხებდა..ზუსტად რამდენიმე წამში ყველაფერმა ფერი დაკარგა..გარშემო ყველაფერს მხოლოდ შავ-თეთრად ვხედავდი.. მივხვდი,რომ აქ ჯდომას აზრი არ ქონდა და სახლში წასვლა ვამჯობინე... სახლში შევედი და გული უფრო დამეწვა რომ გამახსენდა როგორ დააბიჯებდა ის არარაობა ჩემს სახლში..დივანზე დავწექი სახე ბალიშს ჩავრგე და უაზროდ ვყვიროდი..ემოციებისგან დაცლა მინდოდა...ვერასდროს ვიფიქრებდი,რომ ასე განვიცცდიდი ვინმეს წაასვლას ჩემი ცხოვრებიდან... მობილურს დავხედე და n რაოდენობის ნარეკი იყო ტასოსი...მივხვდი რომ ძალიან ნერვიულობდა და დავურეკე.. -ანუკა სად ხარ?გავგიჟდი..მილიონჯერ დაგირეკე..როგორ ხარ?ხო სახლში ხარ გამოვდივარ უკვე.. კარზე ბრახუნის ხმა გაისმა და ახლა სწორედ ის ღამე გამახსენდა როდესაც ასეთი სიძლიერით აბრახუნებდა კარზე...ახლა რატომღაც ყველაფერს გიორგისთან ვაკავშირებდი არადა ახლა მე საერთოდ უნდა წამეშალა ის ჩემი ცხოვრებიდან თუმცა ვიცოდი ძალიან გამიჭირდებოდა.. -როგორ ხარ ჩემო პრინცესა? ძლიერად ჩამეხუტა ტასო...პასუხის დაბრუნებაც ვერ შევძელი ისე ამივარდა ტირილი... -კარგი დაწყნარდი..მე შენთან ვარ..ძალიან მიყვარხარ ჩემო პაწაწინა... -ტასო შენ გჯერა რომ მე და გიო უკვე ჩვენ აღარ ვართ და დღეიდან ორი სხვადასხვა ადამიანი ვართ საკუთარი ცხოვრებით.. ჩვეულებისამებრ ტასოს კალთაში მოვიკალათე და გულის გადაშლა დავიწყე... -ტასო რა უნდა ვქნა გიორგის გარეშე?როგორ ვიცხოვრო?მტკივაა ადამიანოო მტკივაა...მისი შეხების გარეშე ან თუნდაც მისი ხმის გარეშე როგორ ვიცხოვრებ..არ შემიძლია ამდენად ძლიერი არ ვარ,რომ სამყარო გიორგის გარეშე ავიტანო..სუსტი ვარ ტასო ყველაზე სუსტი..როგორ გავუძლო ამხელა მონატრებას მე ხომ ის მიყვარდა გესმის??მიყვარდაა...მეზიზღება ყველაზე მეტად მძულს...ყველაფერს ვნანობ...ყველა მის მიმართ წარმოთქმულ თბილ სიტყვას..ჩემი ცხოვრების ყველაზე მახინჯი ნაწილია... ტირილნარევი ხმით ვკიოდი. -ანო შენ ძლიერი ხარ!!!!უნდა გადაიტანო დიახაც მის ჯინაზე მყარად უნდა დადგე ფეხზე... -ტასო რომელ მყარად დგომაზეა საუბარი როდესაც გიოს გარეშე ჰაერიც კი მეზედმეტება.. მთელი ღამე ვტიროდი ყველა მოგონება ერთნაირად წამომიტივდა გონებაში..ვერ ვიჯერებდი რომ ეს მოხდა იმიტომ,რომ ჩვენ არ გვქონდა ჩვეულებრივი ურთიერთობა..ორივეს დიდი სიყვარული გვაკავშირებდა ერთმანეთთან ნუ მე ასე მეგონა.. ერთი კვირის განმავლობაში არავისთან არ მქონდა ურთიერთობა თან ამ პერიოდს დაემთხვა დედიკოს და მამიკოს საზღვარგარეთ წასვლა... არავის ნახვა არ მინდოდა..მინდოდა ჩემს თავთან მარტო ყოფნა,რომ საბოლოოდ დამესვა წერტილი ამ ყველაფრისთვის..ბოლოს მივხვდი,რომ ჩემს ტანჯვას აზრი არ ქონდა და დრო იყო ცხოვრება გამეგრძელებინა... -ტასო როგორ ხარ? -ანუკა შენ როგორ ხარ?მოვკვდი ეს კვირა ნერვიულობით... -კარგად ვარ..სახლში თუ ხარ ამოვალ მეც... ცოტა მოვწესრიგდი თორე უჟასს ვგავდი..ტასოსთან რომ ავედი ლაშა და მისი ძმაკაცი დამხვდნენ სახლში... -ანო როგორ ხარ? თავდახრილმა მკითხა ლაშამ.. -კარგად ვარ..და კიდევ შენ არაფერშუა ხარ... გავუღიმე და ტასოს დაველოდე მისაღებში და სწორედდ ამ დროს შევესწარი ლაშას და მისი ძმაკაცის დიალოგს.. - გავიდეთ დღეს აეროპორტში..ნინა და გიო ამერიკაში მიდიან.. წყალს ვსვამდი და ლამის დავიხრჩე.. როგორც ჩანს იმ ბიჭმა არ იცოდა ჩემზე და ლაშამ სიტუაციის გამოსწოორება სცადა ვითომ აერია მის ძმაკაცს და გიოს მაგივრად სხვა უნდა ეთქვა თუმცა მივხვდი ყველაფერს. ზუსტად ამ ერთმა წინადადებამ გადამაწყვეტინა საბოლოოდ რომ გიორგი საერთოდ უნდა გამქრალიყო ჩემი არსებიდან..ისეძტი საშინელი გრძნობა დამეუფლა ვერ გადმოვცემ..სული გამეყინა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.