შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული აკრძალულია (8)


5-02-2016, 17:03
ავტორი zak
ნანახია 3 260

იმ წუთას ყველაფერმა ერთდროულად გაუელვა გონებაში.ფიქრობდა იმაზე თუ რა გახდა მიზეზი ამ საშნელი მოვლენისა,რა მდგომარეობაშ იქნებოდა ლიკა,მაგრამ ყველაზე მეტად ახლა იმაზე ღელავდა თუ რა მდგომარეობაში იქნებოდა უტა...
-სად ხარ ახლა...სწრაფად,აღელვებული ტონით შეეკითხა მეუღლეს და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-შენს სკოლასთან ახლოს რომ საავადმყოფოა იქ ვართ,მაგრამ მოსვლა აუცილებელი არ არის...პასუხის გაცემა სავალდებულოდ აღარ ჩათვალა ბიჭის უაზრო რეპლიკაზე და სწრაფად გათიშა მობილური,შემდეგ კი დემეტრეს სიტუცია ოდნავ შელამაზებულად აუხსნა და სთხოვა საავადმყოფოსთან გაეყვანა.ბიჭმაც უყოყმანოდ დაძრა ავტომობილი გოგონასათვის სასურველი ადგილისაკენ.მთელი გზა თითებს ხლართავდა ერთმანეთში და მუცლისაგან ისედაც შეწუხებული,ღრმა ამოსუნთქვებს აკეთებდა.იცოდა რომ ყველაფრისად მიუხედავად უტასათვის ბავშვი ბევრს ნიშნავდა,არ იცოდა როგორ შეძლებდა ამ ყოველივეს გადატანას ბიჭი.დემეტრეს ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან,რომელიც აუწყებდა რომ უკვე საავადმყოფოს შესასვლელთან იყვნენ,ბიჭს მადლობა გადაუხადა,დაარწმუნა რომ შეყოლა აუცილებელი არ იყო და მხოლოდ მას შემდეგ შევიდა შენობაში როდესაც ავტომობილი ადგილს მოსწყდა.ნერვიულად შეირბინა მიმღებში და სასურველი იმფორმაცისს მიღების თანავე გაემართა კიბეებისაკენ.როგორც კი სასურველ სხეულს მოჰკრა თვალი მაშინვე მისკენ გაემართა.ბიჭი სკამების გვერდით იყო ჩაკეცილი და თავზე ხელებს ძლიერად იჭერდა.მის გვერდით კედელს აჰყუდებოდნენ ნოდარი და ნიკოლოზიც...ფრთხილად მიუახლოვდა გამოთიშულ ბიჭს და მხარზე ნაზად შეახო ხელი,სწრაფად მოახდინა რეაგირება უტამ შეხებაზე და გოგონას ამოხედა.ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა და წამოდგომა დააპირა.ისე გაიმართა გოგონას ხელისათვის თავისი არ შეუშვია,ძლიერად უჭერდა ხელს ნიცას თითებს და ცერა თითით მსუბუქად ეფერებოდა.
-მოხვედი?!ხომ გითხარი რომ აუცილებელი არ იყო...ძვლისვს გასაგონად ამოილაპარაკა და გოგონას ხელი საკუთარ ტორებში მოაქცია.
-ჩუ...მოხერხებულად გამოაცალა ბიჭს თითები და ნაზად დაუსვა ლოყაზე...ამდენი ხანია მიმტკიცებ ცოლ-ქმარნი ვართო,ნუთუ არ იცი რომ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ?!სულელო...გულწრფელად გაუღიმა ბიჭს და ამჯერად თავად მოაქცია ბიჭის ხელი თავისაში.გაუცნობიერებლად წაიწია უტამ გოგონასაკენ და მკერდზე მიიკრა მისი სხეული,მუცელმა ოდნავი დისკომფორტი კი შეუქმნა,მაგრამ არაფრის დიდებით არ შეუშვია ხელი ნიცასათვის.თავი გოგონას კისერში ჩამალა და ღრმად ჩაისუნთქა.ამჩნევდა ნიცა ბიჭის ნერვიულ ამოსუნთქვებს და ცდილობდა კიდევ უფრო ძლიერად ჩაეკრა გულში იგი.
-ჩემი შვილი იყო ნიცა,ჩემი შვილი...ყურთან დასჩურჩულა უტამ გოგონას.მიხვდა ნიცა რომ სულ ცოტაღა აკლდა ბიჭს ატირებამდე.
-გაჩუმდი უტა,უბრალოდ გაჩუმდი.ლიკა როგორ არის?!არ გინახავს?!ახლა ისიც საშინელ მდგომარეობაში იქნება...დანანებით დასჩურჩულა მეუღლეს გოგონამ და თვალებში შეხედა.
-ლიკა ახლა საოპერაციოში ჰყავთ,მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო,ბევრი სისხლი დაკარგა,არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები...ჩაფიქრებულმა დახედა იატაკს და თვალი გაუშეშა ფილებს.
-უტა...ხელები შეუშვა ბიჭს ნიცამ და როდესაც მისი მზერა იგრძნო საუბარი განაგრძო...და,ჩემს შემთხვევაში რა მოხდება?!მე ხომ,ყველას თვალში ფეღმძიმე ვარ,როგორ მოვაგვარებთ ამას...მისთვის სასურველი კითხვა დასვა გოგონამ და ამჯერად თავად დააკვირდა იატაკს.
-არ ვიცი,ახლა მაგაზე ვერ ვფიქრობ...გულწრფელად უპასუხა კითხვაზე და საოპერაციოდან გამოსული ექიმის დანახვაზე მკვირცხლად მიუახლოვდა მას...როგორ არის?!
-სამწუხაროდ ბევრი სისხლი დაკარგა და ჩვენ,მისი გადარჩენა ვერ შევძელით,ძალიან ვწუხვარ...იცის ნიცამ ახლა როგორ სტკიოდა უტას,მაგრამ ჯიუტად არ აჩვენებდა არავის...
საავადმყოფოდან გამოსულებს ნიკამ გამოუცადათ რომ რაღაც საქმე ჰქონდა და სხვაგან წავიდა.დანარჩენები კი სახლისაკენ გაუყვნენ გზას.
-მოხვედით შვილო?!არ ივახშმებთ?!...კარებში შემოეგებათ ელზა,როგორც ყოველთვის მომაჯადოვებელი ღიმილით.
-გმადლობ ელზუ,არ მშია,მე ზემოთ ავალ...ოდნავ შესამჩნევი ღიმილით მიმართა ქალს და კიბეებისაკენ წავიდა.ნიცაც უკანვე მიჰყვა.ახლა რომ აბაზანაში არ შესულიყო და ეს მუცელი არ მოეშორებინა გაგიჟდებოდა.ოთახში შევიდნენ ორივენი ერთდროულად გაეშურნენ სააბაზანოს კარისაკენ.იგივე მიმართულებით მიმავალი უტა რომ შენიშნა,ადგილზე შედგა გოგონა.ჯერ მან მიიღოს შხაპი,ნიცა მოგვიანებით შევა.როგორც ჩანს უტამაც იგივე იფიქრა რადგან ისიც კარებთან მისვლამდე შედგა და ნიცას გამოხედა იმის პასუხად რომ რიგს უთმობდა.
-ჯერ შენ შედი,მე მოგვიანებით შევალ...მსუბუქი,თითქმის შეუმჩნეველი ღიმილით მიმართა ბიჭს ნიცამ და კარებისაკენ თავით მიუთითა.
-არა,მიდი შენ შედი,მანამდე დათოსაც დავურეკავ...სწრაფად უარყო გოგონას შეთავაზება უტამ და თავი უარის ნიშნად გადააქნია.
-უტა,მიდი,ჯერ შენ მიიღე შხაპი,დაიღალე დღეს...კიდევ ერთხელ სცადა მისი დათანხმება გოგონამ და ჯიქურად მიაჩერდა თვალებში.
-შენც ძალიან დაიღალე,თან ეგ მუცელიც ძალიან არაკომფორტული უნდა იყოს...ისევ ისე უცნაურად დაიჯღანა უტა,როგორც მაშინ,ვალსის მელოდიის დაწყებისას,ნოდარის დაბადების დღეზე.ესიამოვნა ბიჭის ყურადღება და გადაწყვიტა პირველი თავად შესულიყო,მაგრამ გადადგა თუ არა ნაბიჯი სააბაზანოსაკენ,სწორედ მაშინ დაიძრა უტა კარისაკენ.ღიმილი ვერ შეიკავა გოგონამ და ოდნავ შესამჩნევად აკისკისდა.შემდეგ საკუთარი საქციელის შერცხვა და პირზე უმალ აიფარა გაშილი ხელი.უტას გადახედა,რომელსაც ტუჩის კუთხე აეპრიხა და კარისაკენ უთითებდა.ამჯერად აღარ დაუწყია კამათი ნიცას,კარისაკენ დაიძრა და სულ მალე სააბაზანოდან უკვე საოცრად შემსუბუქებული გამოვიდა.უტა ოთახში არ იყო.კომფორტულად მოეწყო საწოლში და მხარ-თეძოზე წამოწვა.მანამ ვერ დაიძინა,სანამ უტა ოთახში არ შემოვიდა და აბაზანის მიღების შემდეგ გვერდით არ მიუწვა გოგონას.ძილ ბურნაში წასული,სრულიად გაცნობიერებულად მიეტმასნა ბიჭს და ცხვირი მის კისერში ჩარგო.შეუძია დაიფიცოს რომ იმ წუთას ბიჭმა ძალიან სასიამოვნოდ,მაგრამ ირონიულად ჩაიღიმა...
-არ წახვიდე სკოლაშ დღეს,სასაუბრო გვაქვს...დილით მზადების პროცესში მიმართა ბიჭმა ნიცას და პერანგის ღილები შეკრა.
-კარგი...თმა უბრალოდ აიკრა და ოთახი უტაზე ადრე დატოვა.სამზარეულოში შევიდა იმ იმედით რომ ელზა მაინც გამოუკეთებდა ხასიათს,მაგრამ ქალი რომ ვერ იპოვა ცხვირ ჩამოშვებული მიუჯდა მაგიდას და ჩაის ფინჯანი გაამზადა.
-ელზა მეზობეთანაა გასული,შეუძლოდ იყო,ხომ იცი ის ყველას მომვლელი და მარჩენალია...უკითხავად დაუკმაყოფილა ინტერესი ოთახში ახლად შემოსულმა მამათილმა და მის წინ ჩამოჯდა.
-აჰამ,გმადლობთ,დილა მშვიდობის...უემოციოთ,ყოველგვარი გააზრების გარეშე მიახალა მამაკაცს და კვლავ ჩაის სმა განაგრძო.
-დილა მშვიდობის,უტა სად არის?...ფინჯანში ყავა ჩამოისხა და რძალს დააკვირდა.
-საძინებელშია,მალე ჩამოვა...უაზროდ გასცა პასუხი კვლავ და მობილურრის ეკრანს დააკვირდა.ნატრობდა რომ ვინმეს დაერეკა და სამზარეულოდან გასვლა შესძლებოდა,თუნდაც უტა ჩამოსულიყო.ოღონდ ამ კაცთან მარტო არ დარჩენილიყო...
** *** *** *** *
მეტი ფიზიკურად ვერ დავწერე,მაპატიეთ,სტუმრები მყავს,არ ვიცი შემდეგ თავს როდის დავდებ,გმადლობთ რომ კითხულობთ.
სიყვარულით zak



№1 სტუმარი darina

Momwons amati damtbari urtiertoba, nikolozi agar gachxiro moashore eg idioti kaci, emociuri tavi iyo.

 


№2  offline წევრი zak

darina
Momwons amati damtbari urtiertoba, nikolozi agar gachxiro moashore eg idioti kaci, emociuri tavi iyo.

გმადლობ საყვარელო,არ ვიცი მოვახერხებ თუ არა მომდევნო თავის დაწერას,ვერ ვწერ როდესაც მიყურებენ აქ კი ექვსი მცრეწლოვანი ბავშვია,ასე რომ...ვეცდები მალე დავდო,გმადლობ რომ კითხულო,ნიკოლოზს რას მოვუხერხებ არ ვიცი wink

 


№3  offline წევრი cancara

კაია კაი მომწონს ასე გაგრძელე

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუუფ ძააან კარგიაა <3 ეს ნიკოლოზი რომ არიყოს მთლად კარგი იქნება :D მალე დადე რაა და ცოტაა დიდებიი :))

 


№5  offline წევრი zak

cancara
კაია კაი მომწონს ასე გაგრძელე

მოხარული ვარ რომ მოგოწნს,გმადლობ რომ კითხულობ love

uchveulo
აუუუფ ძააან კარგიაა <3 ეს ნიკოლოზი რომ არიყოს მთლად კარგი იქნება :D მალე დადე რაა და ცოტაა დიდებიი :))

ყველანაირად ვეცდები მალე დავდო მომდევნო თავი,მაგრამ არ ვიცი რამდენად მოვახერხებ.თავების გაზრდას ვცდილობ,მაგრამ დრო და ნათესავები არ მიწყობენ ხელს winked ეს ყველაზე პატარა თავია,იმ თავთა ისტორიაშ რაც დამიდია.გმადლობ რომ კითხულობ ტკბილო love

 


№6 სტუმარი mariamiiii

salamii...am istorias tavidanve vkitxulob da momwonda magram mgoni sataurri da tema ukve sakmaod acda ertmanetssss.... Utasa da am gogos siyvarulshi tu urtiertobashi akrzaluli araferia....

 


№7  offline წევრი zak

mariamiiii
salamii...am istorias tavidanve vkitxulob da momwonda magram mgoni sataurri da tema ukve sakmaod acda ertmanetssss.... Utasa da am gogos siyvarulshi tu urtiertobashi akrzaluli araferia....

ცოტა ხანი მოვითმინოთ,სულ ცოტა ხანი...გმადლობ რომ კითხულობ საყვარელო და შენს აზრს აფიქსირებ სულ ასე გააკეთე ხოლმე რომ შეცდომები გამოვასწორო,გრამატიკასთან დაკავშირებითაც მინდა რაიმეს მოსმენა.კიდევ ერთხელ გამდლობ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent