შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მთვარე 2 თავი


5-02-2016, 22:47
ავტორი ლორელაი
ნანახია 10 200

- სად უნდა წახვიდე, ვხედავ იცდი… აქ ცხოვრობ? - მასწავლებლის კარზე მიმითითა.
- არა, აქ ჩემი მასწავლებელი ცხოვრობს.
- აბიტურიენტი ხარ? - ისე ამათვალიერა, თითქოს არ შეიძლებოდა აბიტურიენტი ვყოფილიყავი.
- კი. - ჩავიჩურჩულე და თავი დავხარე.
- მშვენიერია. - ხელები გაშალა. - მერე აქ სადამდე უნდა იჯდე? ეტყობა შენს მასწავლებელს დაავიწყდა, რომ მოხვიდოდი. ცოდო ხარ, გაიყინები აქ. წამოდი ჩემთან დაელოდე.
- არა იყოს, აქ მირჩევნია. - შემეშინდა, მაგრამ უფრო შემრცხვა მისი, კი მინდოდა, მაგრამ სახლში ვერ გავყვებოდი.
- კაი ტო, ჩემი გეშინია? - გულზე სასაცილოდ მიიდო ხელი და მე რომ მიყვარდა იმ გამოხედვით გამიღიმა. - კაი, კაი თუ მაინც გადაიფიქრებ, ერთი სართულით მაღლა ამოდი, თეთრი კარია.
გამიღიმა და მერე ღიღინით აირბინა კიბეები. გაუნძრევლად ვიდექი, არ ვიცოდი რა მექნა, ჩემს აფართხალებულ გულს ძალიანაც უნდოდა მასთან მისვლა, ახლოს ყოფნა, მაგრამ თან მეშინოდა, რომ მისგან სიცივეს მივიღებდი, რომ ჩემს წარმოდგენაში დახატული ირაკლი, სინამდვილეში სხვანაირი აღმოჩნდებოდა.
მერე ჩემ თავს შევუძახე, გეყოფა სიმორცხვე, ასეთი შანსი მეორედ არ მოგეცემა, გამოიყენე!
შიში და კომპლექსები მოვისროლე და გაბედულად ავიარე კიბეები, თუმცა ჩემი გამბედაობა სადღაც გაქრა, როცა ზარის დასარეკად ავწიე ხელი. უკან გამობრუნებას ვაპირებდი კარი, რომ გაიღო და წელს ზევით შიშველი ირაკლი გამოჩნდა.
- ამოხვედი? - ეშმაკურად იღიმოდა და მისაღებში მეპატჟებოდა გაშვერილი ხელით.
- იცოდი, რომ ამოვიდოდი?
- ჰო, ვიცოდი. - გვერდზე გაიწია და ოთახში შემატარა, თვითონაც უკან მომყვა.
- გამათბობელთან დაჯექი, გათბი, მე ჩაის გაგიკეთებ, ხომ გინდა? - თან მაისურს იცმევდა, თან თვალს არ მაშორებდა, დაბნეული ვიყავი, ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ იმას არა, რაც ახლა ხდებოდა, მე ირაკლის სახლში ვიყავი, ორ ნაბიჯში იდგა ჩემგან და ჩაის მთავაზობდა.
- კი, მინდა. - დივანზე მოხერხებულად მოვთავსდი და ოთახის თვალიერება დავიწყე, ნათელი, მყუდრო და ლამაზი ოთახი იყო, ბევრი წიგნით, სტერეო სისტემით და დასარტყამი ინსტრუმენტებით კუთხეში. სუნთქვა შეკრული ვათვალიერებდი ირაკლის სამყაროს და სიხარულისგან გული გამალებით მიცემდა. მაგიდაზე დახვავებულ ფურცლებს მოვკარი თვალი და ინტერესმა მძლია, ახლოს მივედი, ირაკლის ხელწერა ვიცანი, გამაჟრჟოლა, ერთ ფურცელს დავხედე, ზემოდან კალამი ედო, გაკრული ხელით იყო ნაწერი.
“სული გამეყინა…
ქარში ეულად დარჩენილ ტირიფს ვემსგავსე,
გამეყინა,ძვლები კი არა, არც სხეული
სული!
ვიმსხვრევი, ნაწილ-ნაწილ, მოკვნეტილ შაქრის ნატეხს ვემსგავსები, მალე საბოლოოდ გავქრები…
მალე…
ადუღებული სხეულის შეხებისას… შენი სურნელით გაბრუებისას
გავქრები…
ასე სჯობს იქნებ?! სულის გაყინვას, უ-სულობას იქნებ ასე სჯობს.”
თვალები ამეწვა, თარიღი იმ დღეს აღნიშნავდა, ავფორიაქდი, მივხვდი, რომ სახლში შემოსულმა დაწერა, მივხვდი, რომ ეს სიტყვები, რაღაცით მე მიკავშირდებოდა, არ ვიცი, რატომ მაგრამ ასე მეგონა.
- რა ინტერესიანი ყოფილხარ. - ფიქრებიდან ირაკლის ცივმა ხმამ გამომიყვანა, უცებ მოვტრიალდი შეშინებული. - და რა მშიშარა …
- მე წავალ... - ვეცადე არ შეემჩნია ჩემი ცრემლები. არც კი ვიაზრებდი რას ვაკეთებდი, ჩანთას ხელი დავავლე და გასასვლელისკენ წავედი, სახელურზე მეკიდა ხელი და გასვლას ვერ ვბედავდი. მერე ღრმად ჩავისუნთქე და უკან დავბრუნდი. ირაკლი სავარძელში ნახევრად მიწოლილიყო, ხელში ფინჯანი ეჭირა და იღიმოდა. მაგიჟებდა მისი თავდაჯერებულობა. ისევ ჩემს ადგილზე ჩამოვჯექი და ჩემ წინ მდგარ ფინჯანს ორივე ხელი შემოვხვიე.
- რა გქვია? ირაკლი თვალს არ მაშორებდა, მაგრამ უკვე აღარ მცხვენოდა მისთვის შეხედვის.
- დადუნა. - ფინჯანი ტუჩებთან მივიტანე და ჩაის სასიამოვნო ორთქლი სუნთქვაში გამიჯდა, სიამოვნებისგან თვალები მიმელულა.
- დადუნა, დადუნა... - იმეორებდა ღიმილით და ჩაის სვამდა. ჩუმად ვიჯექით, არც ერთი არ ვიჩენდით ლაპარაკის დაწყების ინიციატივას. ის თვალს არ მაშორებდა, არც მე. უცნაურია მაგრამ თავს კარგად ვგრძნობდი. ეს იყო ის, რაზეც სამი წელი ვოცნებობდი, ირაკლისთან ახლოს ყოფნა. მე მის ბინაში ვიჯექი, მის გაკეთებულ ჩაის ვსვამდი და მისი თვალები მაბედნიერებდა. ყოველი წუთით ვტკბებოდი, მეშინოდა, რომ მალე დაღამდებოდა და წასვლა მომიწევდა, მეშინოდა, რომ ყველაფერი სიზმარივით გაქრებოდა და ვერასდროს ვეღარ ვნახავდი.
- მგონი შენი წასვლის დროა, დადუნა. - ფიქრებიდან ირაკლის ხმამ გამომარკვია.
- ჰო, მადლობა ჩაისთვის. - ფინჯანი ფრთხილად დავდე მაგიდაზე და მისკენ შევბრუნდი.
- ლამაზი ღიმილი გქონია, დადუნა.
- მადლობა, ირაკლი. - პირველად მივმართე სახელით და მისი ნასიამოვნები სახის დანახვაზე ჩამეღიმა.
- არაფრის. - გაღებულ კართან ვიდექით და წასვლას არ ვჩქარობდი, მასთან დარჩენას არაფერი მერჩივნა.
- ნახვამდის, ირაკლი. - ხელი დავუქნიე და კიბეებზე ჩავირბინე.
- დროებით, დადუნა.

მას შემდეგ მოსვენება დავკარგე, სურვილი ისევ მენახა ირაკლი გამიასმაგდა. გულს ვერც სწავლას ვუდებდი. ქიმიაზე სიხარულით მივრბოდი, მაგრამ ფორმულების ნაცვლად, მისი ღიმილი მედგა თვალწინ.
ერთ დღეს მასწავლებლისგან გამოვდიოდი, ირაკლი კი მეგობრებთან ერთად ამოდიოდა. შევდექი, ისიც გაჩერდა, მისმა მეგობრებმა გვერდი აგვიარეს და ზემოთ ავიდნენ, ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, მე ზემოთ, ირაკლი ქვემოთ და თვალს არ ვაშორებდით ერთმანეთს. ამღვრეული თვალები ქონდა, არეული იყო, ვუყურებდი და მეგონა მისი შავი თვალები სახესაც აბნელებდა. ნელ-ნელა წამოვიდა ზემოთ და ჩემსკენ გადმოიხარა.
- დადუნაა? - ლოყაზე ფრთხილად შემეხო. საშინლად შემცივდა, თან საშინლად მესიამოვნა.
- ირაკლი. - ამოვილუღლუღე მის ყელთან და გზა გავაგრძელე, არ გაუპროტესტებია, არც მე. მაშინ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. არეული ვიყავი, ის ასე ახლოს ჩემთან და აბა სხვანაირად როგორ ვიქნებოდი?
ჩემი სამყარო გაფერადდა მისით, მას ჩემი სახელი ახსოვდა, მან მე მაკოცა, ყველაზე ნაზად, ყველაზე ფაქიზად, როგორც კი შეიძლება მამაკაცმა ქალს აკოცოს.

თავისუფლების მეტროსთან ვიდექი, ცხვირი შარფში ჩამეყო და ფეხებს მონაცვლეობით ვაბაკუნებდი, მციოდა. მეგობარს ველოდებოდი, ერთად უნდა წავსულიყავით ქართულზე.
- დადუნაა... - ირაკლის ხმამ ჰაერი გაკვეთა, სიხარულით ამიჩქარდა გული, მივიხედე, ირაკლი იდგა ბიჭებთან ერთად და ხელს მიქნევდა. დავიბენი, გაუბედავად გადავდგი ნაბიჯი. შემამჩნია, რომ ფეხს ვითრევდი და თავად წამოვიდა ჩემკენ.
- აქ რას აკეთებ? - კოცნის შემდეგ პირდაპირ კითხვაზე გადავიდა და თავისი შავი თვალებით ჩემს სულში შეაღწია.
- მეგობარს ველოდები, მასწავლებელთან მივდივართ.
- ბიჭია, თუ გოგო? - უცებ დასერიოზულდა.
- ბიჭი - ენა დამება, მეჩვენება თუ ირაკლი ეჭვიანობს? ჩემს თავს ვუსმევდი კითხვებს.
- ბიჭი… კარგი, რა მინდოდა მეთქვა, - თმები ნერვიულად აიჩეჩა და გააგრძელა. - დღეს, საღამოს რვაზე, უნივერსიტეტის მერვე კორპუსში, დარბაზში პოეზიის საღამო მაქვს და გეპატიჟები. - ხელები გაშალა, თითქოს ჩემს ჩახუტებას აპირებდა და ისე გაიცინა, მე რომ მიყვარს.
- მართლაა? არ ვიცოდი, კარგი, მოვალ. - გავუღიმე მეც და იმ წამს მოსული წერილი გავხსენი. - კარგი, ირაკლი, მე უნდა წავიდე, მეჩქარება.
- საღამომდე, დადუნა. - სერიოზული სახით დამემშვიდობა. - იცოდე, ერთ ლექსსაც კი არ წავიკითხავ, თუ დარბაზში არ იქნები. - უკან-უკან წავიდა და გამაფრთხილებლად დამიქნია თითი, გამეცინა.
რვის ნახევარზე გამოვედი მასწავლებლისგან, უკვე ღამე იყო. გაზაფხული ძალაში შედიოდა, თუმცა მარტის არეულ ამინდებს მაინც დაემჩნიათ სიცივე ქალაქისთვის. უნივერსიტეტამდე ავტობუსით ავედი. ფრთხილად შევაბიჯე ფოიეში და კიბეებს ავუყევი. საოცრად ვნერვიულობდი, თუმცა არც კი ვიცი რატომ, მე ხომ მის საღამოზე პირველად არ მივდიოდი, არც ირაკლის ვხვდებოდი პირველად. შესასვლელთან ახალგაზრდების ჯგუფი იდგა, გვერდი ავუარე და შიგნით შევედი, სულ უკან, ჩააბნელებულ ადგილას დავჯექი და სცენას გავხედე, ირაკლი და მისი მეგობრები იდგნენ და საუბრობდნენ. დარბაზი მალე გაივსო, მერე ირაკლიმ მიკროფონი აიღო და მაყურებლისკენ შემობრუნდა, ყველა გაინაბა, სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ ირაკლი დაწყებას არ ჩქარობდა, ველოდი როდის დაიწყებდა ირაკლი, მაგრამ ის დუმდა, დარბაზს დაჟინებით ათვალიერებდა და მიკროფონს აწვალებდა. მივხვდი, მეძებდა, გამეღიმა, თითქოს ეს უნდოდაო, მანაც გაიღიმა, მერე თავი დახარა, ქვემოდან ამოიხედა და ისეთი გრძნობით დაიწყო კითხვა, გული შემეკუმშა.
გაფაციცებით, მთელი გულისყურით ვუსმენდი და ყოველი ტაეპი სულში მეღვრებოდა, მისი სიტყვები სხეულში იდგამდა ფეხს, ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ ირაკლიზე, როგორც მამაკაცზე ვფიქრობდი, აქამდე ეს ჩემი ბავშური ახირება, პლატონური გრძნობა მეგონა, მაგრამ ახლა, როცა მე და ირაკლი ასე, თუ ისე დავახლოვდით, მის მიმართ ლტოლვაც გამიჩნდა. ვიჯექი დარბაზის ბოლოში, მაგრამ ფიქრებით ირაკლის ხელი მეჭირა, ცხადად ვგრძნობდი მის სითბოს, მისი კოცნა მახსენდებოდა კიბეებზე, ასე უბრალო და ასე ფაქიზი.
საღამო დამთავრდა, ირაკლი მილოცვებს იღებდა, გარშემო თაყვანისმცემლები ეხვივნენ, ზოგი ავტოგრაფს სთხოვდა, ზოგი ეხუტებოდა. მე გარეთ გამოვედი, კიბის თავთან გავჩერდი და ველოდი. ვიცოდი, გული მიგრძნობდა, რომ გამოვიდოდა, მართლაც მალე გამოვიდა, ხალხში თვალიერება დაიწყო, მერე დამინახა და გაბრწყინებული სახით წამოვიდა ჩემკენ.
- გილოცავ, შეუდარებელი იყავი.
- არა, ეს შენ ხარ შეუდარებელი. - მკლავში ხელი გამიყარა და ქვემოთ ჩამოვედით. - გეჩქარება?
- არა, რა იყო? - თვალები შევანათე.
- გავიაროთ ფეხით. - გამიღიმა და თმა ამიწეწა. - ბოდიში ვერსად დაგპატიჟებ, შენი კავალერი ჯიბეგაფხეკილი სტუდენტია, ღარიბი მჯღაბნელი.
- ნუ სულელობ მე ასე უკეთ ვგრძნობ თავს, მთავარია შენთან ვარ. - გამეცინა და ახლა მე გავუყარე ხელი, გაოცებულმა გადმომხედა და ცალყბად გაეცინა.
- დადუნა, დადუნა.
- ირაკლი…
- რატომ ხარ ასეთი საინტერესო?
- მე ვარ საინტერესოო? - სიხარულისგან გული ამიფრიალდა და ვერც მივხვდი ისე მივეხუტე მკლავზე.
- საინტერესო და… სხვაფერი.
- სხვა ფერიი? ეგ რას ნიშნავს, ირაკლი?
- ოდესმე გაიგებ. - გაჩერდა და თვალებში ჩამაცქერდა. - ჩემთან მოხვალ ხვალ?
- მოვალ. - თავი დავუქნიე. ირაკლი თვალებში მიყურებდა, თვალდაუხამხამებლად, არც ერთი ნაკვთი არ ერხეოდა, მხოლოდ წარბებს ჭმუხნიდა დროდადრო.



№1 სტუმარი ........

განაგრძე U_U

 


№2  offline წევრი მოლურჯო

ვაიმეეე love love
წინა თავთან შედარებით გავთბი
და ვიგრძენი საშინელი სიყვარული love
ჩემო ტკბილო თათა
შენ ხარ ჩემი ოქრო ამ თავმა ისე გამათბო იმდენად გავთბი და იმდენად საინტერესო იყო იქ მეგონა რომ ვიყავი მეც.. wink მეც მინდა რა იქ ყოფნა ჩამატიე რამენაირად wink
--------------------
მარიამი

 


№3 სტუმარი sxvaferi

gemrieli tavi iyo gulis titoeul kunchuls chawvda da cxeli lavasavit chaigventa.dadunas adhilas warmovidgine tavi da sasiamovnod gamcrA da amakankala. yvelaze didibedniereba isaris sayvarel adamiantan daaxloebis sashualeba rom gedzleva.

 


№4  offline წევრი qetiqetiA3

უჰჰ როგორ ველოდებოდი ამ თავს დღეს რამოდენიმეჯერ შევამოწმე და ახლა რომ ვნახე სასიამოვნოდ გამეღიმა...როგორ მომწონს ძალიან ვისიამოვნე გმადლობ love love love ირაკლი არაჩვეულებრივია winked

 


№5  offline წევრი Smiling girl

აუ კაი რა რა პატარააა. მალე დადე რააა და დიდებიი. ძალიან მომწონსსს

 


№6  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე როგორ მომწონს!ველოდები გაგრძელებას.❤️❤️

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

დეტალები მაგიჟებენ და ამას მილიარდჯერ გეტყვი ისე, რომ არ მომბეზრდება <3

ნამდვილად, ყინულს ლღვობა დაეტყო.
უჰ ^_^

 


№8 სტუმარი araperic

Vaime dediko rogor gamixarda danaxva!^^ msuke iko, magram metad tu amsukavs uars ar vitki :3

 


№9  offline წევრი kaxelii

es gogo ratomgac ar momwons , irakli momwons samagierod. mtlianobashi istoria momwons.... male dade raa ar daagviano

 


№10  offline წევრი BvBArMy

Auuuu ra kargia. Ragacnairi tbili ^_^ male dade shemdegi <3
--------------------
I Hate Everything About You

 


№11  offline წევრი შამხათი

ასეთი სიყვარული მიყვარს.

 


№12  offline წევრი ფორთოხალი

რაღაცნაირად ლამაზია.
ჰო, რა მომხვდა თვალში: "რა ინტერესიანი გოგო ყოფილხარ, დადუნაო" ამბობს ირაკლი და მერე ეკითხება სახელს. ეს გაასწორე.
კიდევ, სმაა სწორი და არა "სვა" - "სვავდა/ვსვავდი" გეწერა.
ბოლოში მე გამახსენდა ლაშა მარგიანს რომ ჩავეხუტე და მაგაზე მაგარი გრძნობა არ არსებობს საერთოდ!
პირველად გკითხულობ და ვეცდები, წამოგყვე. წარმატებები! <3

 


№13  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ფორთოხალი
რაღაცნაირად ლამაზია.
ჰო, რა მომხვდა თვალში: "რა ინტერესიანი გოგო ყოფილხარ, დადუნაო" ამბობს ირაკლი და მერე ეკითხება სახელს. ეს გაასწორე.
კიდევ, სმაა სწორი და არა "სვა" - "სვავდა/ვსვავდი" გეწერა.
ბოლოში მე გამახსენდა ლაშა მარგიანს რომ ჩავეხუტე და მაგაზე მაგარი გრძნობა არ არსებობს საერთოდ!
პირველად გკითხულობ და ვეცდები, წამოგყვე. წარმატებები! <3

მადლობა თეო,მიხარია რომ მოგწონს..სახელი ალბათ ინსტიქტურად დავწერე,თავში მიტრიალებდა...მართალია სმაა სწორი ფორმა,მადლობა შესწორებისთვის.იმედია ბოლომდე ასეთი რაღაცნაირად ლამაზი იქნება.

 


№14  offline წევრი teddy))

Dzalian momewona :*

 


№15  offline წევრი ninaia

სუპერიაააა kissing_heart

 


№16  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

წინასწარ მეტირება..ცუდია როცა დასასრული იცი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent